შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედ გავსებულს ისე მეძინა


6-06-2023, 00:04
ავტორი ნიკა კახიძე
ნანახია 1 515

იმედ გავსებულს ისე მეძინა,
სიზმრად ჩვენს ერთად ყოფნას ვხედავდი,
ეხა კი ვზივარ და ვერას ვფიქრობ,
ვიხსენებ შენთან რასაც ვგეგმავდი,

როცა ვხედავ როგორ იღიმი,
მასთან ეხა ვისთანაცა ხარ,
მახსენდება მე ის ღიმილი,
რომ მათქმევინა ღმერთო სადახარ,

ეს ყველაფერი ტყული მგონია,
მაშინ როცა გულით ვიმსჯელებ,
მაგრომ როცა გონებით ვფიქრობ,
უეცრად სახეს რომ დამისველებ,

ორ ქარს შუა ვარ მე საწყალი,
ორივე მხარეს ძლიერი ქარია,
და ვერცერთ მხარეს რომ ვერ მივდივარ,
ორივე მხარეს ღია კარია,

ერთ მხარეს მოჩანს ბუნდოვნად ოცნება,
კარგი თუ არჩანს ცუდსაც ვერ ვხედავ,
მეორე კარში რეალურ სიმწარეს,
და ვერგან შესვლას ვერაფრით ვერ ვბედავ,

ვფიქრობ დავხურო ორივე კარი,
მაგრამ გამოვა დროში დარჩენა,
ვერ გავუკეთებ მე მას ჩემ თავს,
ვფიქრობ ამით მე რაღა დამრჩება,

ვცდილობ გავიდე როგორმე აქედან,
მაგრამ არშემწევს არაფრის ძალა,
ვერც ის მიშველის რადგან ჩვენ ეხა,
ვართ ისე როგორც ცეცხლი და ჩალა,

არ მეშველება მანდამდე რამე,
სანამ არ მოვა უფრო ძლიერი,
რომ შეებრძოლოს სასტიკ ამ გრძნობებს,
თორემ მე უკვე დავრჩი ფხვიერი,

გრძნობების ქარზე უფრო ძლიერმა,
უნდა დახუროს ოცნების კარი,
და უნდა მაჩვენოს მეორე მხარეს,
მისი სახებით ოცნების ქალი,

მანამდე კი ისევ აქ დავრჩები,
სანამ არ გაქრება გრძნობების ქარი,
და რომ დავხურო კარი ოცნების,
და ავიშენო მაგ მხარეს ფარი.

მას შემდეგ დიდი დროა გასული,
რაც დაიწერა მწარე სიტყვები,
შორს მეჩვენება გრძნობა წასული,
გრძნობას კი მიყვა მასზე ფიქრები,

დრომ კი რომელმაც ყველას გაუგო,
და ბედნიერების გვაჩუქა წამი,
მასწავლა ყოველი გრძნობის ტარება
მასწავლა როგორც ჩავაქრო ქარი,

ქარი დარდის და გრძნობათა ვარდნის,
ქარი მეგობრის დაკარგვის შიშით,
ქარი ჩადის და გრძნობებსაც გაგხვდის,
ქარი "პოვნით თუ დაკარგვით" გიმძიმთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent