წარსულიდან მომავლამდე (ნაწილი მეორე)
დათა მეტრეველი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. მართალია, დიდ სპორტში აღარ სცადა ბედი, მაგრამ ვარჯიშისთვის თავი არ დაუნებებია. ქართული რეალობიდან გამომდინარე ხშირად უხდებოდა ნაცნობ-მეგობრების შეკრება-ქეიფზე სიარული, მაგრამ ყოველდღიურობაში ცდილობდა, ჯანსაღი კვება დაეცვა. სწორედ ამიტომ, იდეალურ ფორმაში იყო. ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ქალაქში სასურველი სასიძო ყოფილიყო, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: საოცრად მექალთანე იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტრეველი არასოდეს ნადირობდა ქალებზე. პირიქით. მის გარშემო ყველა გოგო ლამაზი ცდილობდა, დათას გული მოეგო. ეს უკანასკნელიც თითქოს გულს არ წყვეტდა და თითოეულ მათგანთან ხანმოკლე რომანი აკავშირებდა, მაგრამ ვერავინ შეძლო საბოლოოდ მისი გულის მოგება და საკურთხევლამდე მიყვანა. მეტრეველი არასოდეს პირდებოდა არცერთ გოგოს არაფერს. მასთან ურთიერთობის დაწყებისას ყველამ იცოდა, რომ ზედმეტის იმედი არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა, იმდენად იდეალური გარეგნობა და ხასიათი ჰქონდა, მოკლევადიან ურთიერთობაზეც თანახმანი იყვნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქეთა იყო ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მის გარემოცვაში, რომელსაც მეტრეველთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა. თაყვანისმცემლების ნაკლებობას არც ქეთა განიცდიდა. რამდენჯერმე შეყვარებულიც ჰყავდა, მაგრამ ზოგი ღალატში გამოიჭირა, ზოგთან ურთიერთობა ვერ ააწყო... მერე დიდ ბრიტანეთში გაუშვეს სასწავლებლად და მთელ დროს სწავლას უთმობდა. იქაც გამოუჩნდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ქეთას მძიმე ქართულმა ხასიათმა ყველა დააფრთხო. ამ საკითხზე, გახსნილად მხოლოდ მანჩოსთან საუბრობდა, რომელიც მისი კლასელი და უახლოესი მეგობარი იყო. მანჩო, ქეთასგან განსხვავებით, თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა და ქეთას მონაზონს ეძახდა. განსხვავებული ხასიათის და ცხოვრების სტილის მიუხედავად, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და თითქმის არასდროს კამათობდნენ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისი კი ქეთას ქალიშვილობა იყო, რომელზეც მანჩო იმდენს "ღადაობდა" ბოლოს ქეთა ბრაზდებოდა. სახლში ასულმა ქეთამ მანჩოს დაურეკა. ცოტახანს ილაპარაკეს და ბოლოს დათას დაბრუნების ამბავიც უთხრა. - ოოო, ჩამოგივიდა რომეო? - გადაიხარხარა მანჩომ. ქეთა მიჩვეული იყო მანჩოსგან ასეთ რეპლიკებს და თავადაც გაეცინა. - გეუბნები, ბოლო სერიაში ერთად რჩებით თქვენ - აგრძელებდა მანჩო. - ერთ დღესაც გაიგებს დათა შენს უნიჭო ხუმრობას და ნახე რას გიზამს! - დაემუქრა ქეთა. - მაგან რამე მიქნას და.... - გადაიხარხარა მანჩომ. -მაგრამ დაქალის კაცს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო. ეგ ბიჭი შენთვის მინდა მე! კიდევ დიდხანს ილაპარაკეს. ქეთა ვერც მიხვდა, როგორ ჩაეძინა. რომ გამოეღვიძა, საკმაოდ დაბნელებულიყო. ფანჯრიდან გაიხედა. კუნაპეტი სიბნელე იდგა. თითქოს დედაქალაქში კი არა, რომელიმე სოფელში ყოფილიყო. იდუმალ სიბნელეში მოჩვენებებივით იდგნენ კონტურებგადღაბნილი სახლები. ქარი ჩამდგარიყო. "ამ ბოლო დროს, როგორ ხშირად ითიშება დენი. მგონი მშობლრბი რომ ახსენებენ, იმ 90-იანებში ვბრუნდებით, მართლა" - გაიფიქრა ქეთამ და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. არ უყვარდა სიბნელე. ბავშვობიდან ეშინოდა. მოულოდნელად მკვეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალი. დენი მოვიდა. თვალებზე ხელი აიფარა. ახლა ტელეფონმა დარეკა. მანჩო იყო, ისევ. -მონაზონ, სასწრაფოდ ბარგი ჩაალაგე. ხვალ ყაზბეგში მივდივართ. უარი არ მიიღება. 2 კვირიანი შვებულება მომცეს. თან, როგორც იქნა, დასრულდა ჩვენს სახლში ის ავადსახსენებელი რემონტი. ან იმ ყინვაში რას აიტეხეს, არ ვიცი. ბებო მოგვივლის. თანაც, იქნებ ვინმე მოხევე ბიჭიც "ავაგდო" და ცხენით მომიტაცოს... - მეოცნებე ხმით წარმოთქვა და გადაიხარხარა. ხმის ამოღება არ აცადა ქეთას, ისე გათიშა. მართლა ძალიან უნდოდა ქეთას ქალაქიდან გასვლა. ისედაც არ აპირებდა უარის თქმას. ბარგი ჩაალაგა და ოთახიდან გავიდა, რომ მშობლებისთვის ეცნობებინა ყაზბეგში წასვლის ამბავი. ლალის, ცხოვრებაში პირველად, არ გაუპროტესტებია შვილის დასასვენებლად წასვლა. თითქოს ესიამოვნა კიდეც. არადა, სულ ბუზღუნებდა, ნერვიულობდა. ეს ერთი შვილი მყავხარ და რამე არ დაგემართოსო. ლიკა სულ დასცინოდა, მე რომ 2 მყავს, ანუ ერთ-ერთს გავწირავო? წინა დღისგან განსხვავებით მოღუშული დილა გათენდა. ცა ტყვიიფერი, მძიმე ღრუბლებით იყო დაფარული, რომლებიც ავად იმზირებოდნენ. მზე თითქოს ცდილობდა, გაერღვია საფარი და გამოეჭყიტა, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო იყო. საოცრად არ უხდებოდა თბილისს ასეთი მოღუშული დღე. აი მთაში, ყველაფერი ლამაზია: მზიანი დღეც და საავდროდ გამზადებული ღრუბლებიც, მწვანედ აბიბინებულიც მდელოც და თოვლიანი მყინვარებიც, პატარა ნაკადულის დუდუნიც და მდინარის ხმაურიც. ქალაქს თავისი ხიბლი აქვს, ქალაქში ცხოვრება დუღს და სიცოცხლე ჩქეფს; მთაში კი, დრო ძალიან ნელა გადის და საოცრად რთულია, მთის ცხოვრებას ფეხი აუწყო. რამდენადაც ლამაზია ბუნება, იმდენად მძიმე და სასტიკია იქ ცხოვრება. მთას თავისი დაუწერელი კანონები აქვს, რომელსაც ვერა სულიერი ვერ შეცვლის. ამიტომაც არიან მთის ხალხი მძიმე ხასიათის. ისინი ცხოვრების ნებისმიერ სირთულესთან გასამკლავებლად მზად არიან. მანჩომ თავისი ჯიპით გამოუარა ქეთას. ამინდის მიუხედავად მშვენიერ განწყობაზე იყვნენ. ხშირად დადიოდნენ ყაზბეგში და ახლაც ისე მიდიოდა ქეთა, როგორც საკუთარ სახლში. გასცდნენ ქალაქს. მცხეთაც უკან მოიტოვეს. მერე - მისაქცირლიც... ჟინვალის წყალსაცავს მუქი რიდე დაეხურა და იდუმალი მზერით აცილებდა მიმავალთ. არადა, მზიან ამინდში ხან მწვანედ და ხან ცისფრად რომაა ალიცლიცებული, როგორი ლამაზიახოლმე. დაკლაკნილ არაგვის ხეობას გაუყვნენ. მშვიდად დიოდა არაგვი. ჯერ თოვლი არ იყო დამდნარი და კალაპოტს დინჯად მიუყვებოდა. ღიალით არ ეხეთქებოდა ნაპირებს. თითქოს ჩაეთვლიმა ცოტახანს. გასცდნენ ფასანაურს, მერე მლეთას, გუდაურშიც ავიდნენ. რამდენიმე წუთით პანორამული ხედი მოინახულეს, მერამდენედ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და გასწიეს ყაზბეგისკენ. ქალაქში თუ მეტ-ნაკლებად გაზაფხულის მოლოდინი იგრძნობოდა, აქ პირიქით, ჯერ მყარად იდგა ზამთარი და მინიმუმ 1 თვე არსად წასვლას არ აპირებდა. თოვლით დაფარულ, გაყინულ მთებს გასათბობად ნისლის მანდილი მოეხურათ. დამსკდარ ღრანტეებს ავად ჰქონდათ პირი დაფჩენილი. ხეებს თითქოს რცხვენოდათ და შიშველ ტოტებს თოვლით იფარავდნენ. გზაზე კანტიკუნტად ჩნდებოდნენ მანქანები. გზა გაწმენდილი იყო, მაგრამ - ტრაილერების მოძრაობა აკრძალული. ამიტომაც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. და აი, დიდებული სტეფანწმინდაც გამოჩნდა. მანჩოს ბებო - ციალა ჩქარეული უკვე ელოდა გოგოებს. ორივე ერთდროულად ჩაიხუტა. საკუთარი შვილიშვილივით უყვარდა ციალას ქეთა. - აბა, გაიხადეთ, ხელები დაიბანეთ და მიუსხედით სუფრას. ხინკალსაც ჩავყრი ახლა - მკვეთრი მოხეური კილოთი წარმოთქვა ციალამ. საოცრად ყოჩაღი ქალი იყო. სტუდენტობა ქალაქში გაატარა ციალამ, გათხოვდა, ცოტახანს იმუშავა კიდეც, მაგრამ ვერ შეეგუა ქალაქს, წამოვიდა ქმარ-შვილთან ერთად მთაში.ქალაქიდან მხოლოდ თავის მოვლის კულტურა "წამოიყოლა". მიუხედავად იმისა, რომ სულ შრომობდა, საღამოობით სახეს მაინც უვლიდა. ამაზე ჩუმად ქირქილებდნენ კიდეც მეზობლები, მაგრამ ციალას ეს არ ადარდებდა და 67 წლის ასაკში ყოჩაღად და ლამაზად გამოიყურებოდა. დიდხანს ეფერა გოგოებს, ყველაფერი გამოჰკითხა და ბოლოს დასაძინებლად გაუშვა. 2 კვირა დარჩნენ ყაზბეგში. რამდენიმე დღე მზემაც გამოაჭყიტა. მყინვარწვერმა - ხევის პატარძალმაც დასდო პატივი გოგოებს, რამდენიმე წუთით მოიხსნა ნისლის საქორწინო მანდილი და დაენახა გოგოებს, მერე მორცხვად მიიმალა ისევ ნისლში და აღარც გამოჩენილა. დარიალიც მოინახულეს. საოცრად ლამაზი იყო ჩრდილოეთის კარიბჭე. ერთნაირად დიდებული ზამტარშიც და ზაფხულშიც. ღამღამობით აივანზე გამოდიოდნენ და სანამ ყინვა ძვალსა და რბილში არ გაატანდა, თერგის ღრიალის ფონზე იხსენებდნენ აქ გატარებულ დღეებს. ამ 2 კვირის განმავლობაში ერთხელაც კი არ მოუკითხავს მეტრეველს ქეთა. თითქოს თავს არიდებდა. რამდენჯერაც დააპირა ქეთამ, რომ თავად მიეწერა დათასთვის, იმდენჯერ გადაიფიქრა. საოცრად დასვენებული და ბედნიერი ჩამოვიდა ქეთა. ზრუნვა და ფერება არ დააკლო ციალამ არცერთს. სახლში მოსულს ახალი ამბავი დაახვედრა ლალიმ: დათას ბინა ეყიდა თავისთვის და იქ გადასულიყო. გული დასწყდა ქეთას. ადრე ყველა სიახლეს უზიარებდა დათა. ყველაფერს უყვებოდა. ხანდახან აზრსაც ეკითხებოდა. ახლა კი, არც მოიკითხა. ისიც კი არ უთხრა, ცალკე თუ აპირებდა გადასვლას. "შეიძლება შეყვარებული ჰყავს და ის გოგო ეჭვიანია"- უსიამოვნოდ გაჰკრა გულში ქეთას. დაწვა, მაგრამ ძილი არაფრით მიეკარა. დიდხანს იწრიალა ლოგინში. მერე ფილმის ყურება გადაწყვიტა. გული ვერ დაუდო. წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ რას კითხულობდა, აზრი ვერ გამოჰქონდა. გამთენიისას ჩაეძინა... კიდევ 2 კვირა გავიდა. მეტრეველი არ შეხმიანებია ქეთას. ორივე ჯიუტად დუმდა. პირველი ნაბიჯის გადადგმა არცერთს არ უნდოდა. ქეთა უკვე ნაწყენი იყო. ადრეც ასე მოიქცა დათა, როცა ამერიკაში წავიდა. მაშინ ქეთა იჩენდა ინიციატივას, სწერდა, მის ამბებს კითხულობდა... ბოლოს, თითქოს, ძველი ურთიერთობა აღადგინეს და ისევ ყოველდღიურად კონტაქტობდნენ. აგერ, მუშაობაც კი შესთავაზა თავის კომპანიაში, მაგრამ აღარც კი მოუკითხავს. ქეთა ვერ ხვდებოდა, რა აწყენინა. ამასობაში სამსახური გამოუჩნდა იმ კომპანიაში, სადაც მანჩო მუშაობდა. მართალია, დიდი ვერაფერი იყო, ქვედა რგოლის მენეჯერობა, მაგრამ სახლში ჯდომას ერჩივნა. თანაც, მეგობართან იმუშავებდა. მშობლებთან მუშაობა არ უნდოდა. ისედაც ყველაფერის გაკონტროლებას ცდილობდა ლალი. მანჩოს ძმის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ქეთას წასვლა არ უნდოდა, რადგანაც ლაშა და დათა კლასელები იყვნენ და დიდი ალბათობით მისი ნახვა მოუწევდა. ძალიან იყო გაბრაზებული დათაზე. ათასი მიზეზი მოიგონა, რომ არ წასულიყო, მაგრამ მანჩო მშვენივრად მიუხვდა მიზეზს და კარგადაც ეჩხუბა: - რატომ უნდა დაიმალო შენ? რამე დააშავე? რამეც რომ დაგეშავებინა, იმის ღირსი არ იყავი, რომ ეთქვა შენთვის? შენს ადგილზე ზედაც არ შევხედავდი მაგ ვირს! - ბობოქრობდა მანჩო. - კარგი რა, მანჩ, იქნებ შეყვარებული ჰყავს და თავს იკავებს? - ეცადა დათას გამართლებას. - ვის, მეტრეველს? შეყვარებული? კაი რა! მაგან სიყვარული არ იცის! ანდა, მოიცააა! მაგას შენ მოწონხარ. უარეს შემთხვევაში უყვარხარ. შეიძლება მაგიტომაც ცდილობს დისტანცირებას. - გეყოფა! - გაღიზიანდა ქეთა. სხვა დროს თუ ეცინებოდა ამ ხუმრობაზე, ახლა თვითონაც ვერ მიხვდა, რამ გააღიზიანა. - რა სისულელეს ამბობ, თუ ხვდები? კაი, წამოვალ დაბადების დღეზე და ნახავ, რომ შევურიგდები. ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით. შეყვარებული რომც ყავდეს, გამაცნობს და მიხვდება ის გოგო, რომ ჩემზე საეჭვიანო არაფერი აქვს. სტუმრები ნელნელა იკრიბებოდნენ რესტორანში. მანჩო ანერვიულებული იდგა. ქეთა აგვიანებდა. მეტრეველი მარტო მოვიდა. უზომოდ სიმპატიური იყო. გულგრილად მოატარა თვალი იქ შეკრებილ საზოგადოებას და თავისი ადგილი დაიკავა. მანჩო უკვე შესამჩნევად გაღიზიანებული იყო და ის იყო დარეკვა დააპირა, რომ ქეთამ შემოაბიჯა. ლაშა შეეგება და ჩაიხუტა. თითქმის ყველას იცნობდა ქეთა, ამიტომაც წამოიშალნენ მის დანახვაზე. რიგრიგობით ესალმებოდა ყველას. მეტრეველამდეც მიაღწია. მსუბუქად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. თითქოს არაფერი მომხდარა და ის 1 თვე არც ყოფილა. საღამო ჩვეულებრივად მიდიოდა. მხოლოდ ის იყო განსხვავებული, რომ მეტრეველი უზომოდ ბევრს სვამდა. ქეთას არ ახსოვს, რომ დათა ოდესმე დამთვრალიყო. სვამდა, მაგრამ ზომიერად. დღეს კი არაფერს ერიდებოდა. ქეთან გადაწყვიტა, რომ ისევ თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი. მივიდა და ხელი მოკიდ. - ადექი, ვიცეკვოთ! - უთხრა ღიმილით. - ქეთა, შემეშვი! - უხეშად მოიშორა მეტრეველმა მისი ხელი. ჩარკვიანს არ ახსოვდა, დათას მისთვის ოდესმე ასე მიემართოს. გულში რაღაც ჩასწყდა და თვალებში ცრემლი გაუკრთა. - კარგი, როგორც გინდა! - უთხრა ხმადაბლა და შებრუნდა. უცებ ხელი დაუჭირა დათამ. - მაპატიე, უხეშად მომივიდა. არ გამიბრაზდე, კარგი? ცოტა გაღიზიანებული ვარ. წამოდი, ვიცეკვოთ. - აღარ დაელოდა ქეთას პასუხს, ხელი მოხვია და დარბაზის სიღრმისკენ წაიყვანა. უხმოდ ცეკვავდნენ. დათა უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. ზომაზე მეტადაც კი. - უკვე გვიანია. არ გამაცილებ? - ხმა ამოიღო ქეთამ. -ვგავარ იმ მდგომარეობაში მყოფს, ვისაც შენი გაცილება შეუძლია? - გაეცინა დათას. - მაშინ ტაქსით წავიდეთ ერთად და მე მიგაცილებ - თვალები შეანათა ქეთამ. მისდა გასაკვირად, მეტრეველი არ შეწინააღმდეგებია. ქეთამ ტაქსი გამოიძახა, მანჩოს და ლაშას დაემშვიდობა, დათას ხელი ჩაკიდა და ერთად გავიდნენ. არავის გაკვირვებია. ყველამ იცოდა მათი მეგობრობის შესახებ. მისამართი უკარნახა დათამ მძღოლს. ჩუმად იარეს მთელი გზა. ტაქსი გაჩერდა. დათამ ფული გადაიხადა. ქეთამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა მანქანის გარეთ. - ჩემი ახალი სახლი არ გაინტერესებს? - ხმადაბლა შეეკითხა მეტრეველი. ქეთას უნდოდა ეთქვა, აქამდე რატომ არ გაგახსენდაო, მაგრამ თავი შეიკავა. - ძალიან გვიანია. შენც ნასვამი და დაღლილი ხარ. სხვა დროს გამოგივლი. - ეცადა, თბილად ეთქვა. - სხვა დრო, შეიძლება, არც იყოს - მწარედ ჩაეცინა დათას. - წამოდი. პასუხს აღარ დაელოდა. ხელი ჩაკიდა და პატარა ბავშვივით წაიყვანა. ლამაზად და მდიდრულად მოწყობილი სახლი ჰქონდა დათას. მისაღებში, დივანზე ჩამოსხდნენ. უჩვეულოდ დაბინდვოდა მწვანე თვალები დათას. თითქოს ჩაშავებოდა. გამჭოლი მზერით ბურღავდა ქეთას. ჩარკვიანს ასეთი დათა არ ახსოვს. - თუ გინდა, მაგარ ყავას გაგიკეთებ. გამოგაფხიზლებს ცოტას. - შესთავაზა თავისდაუნებურად. თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად რა იდო, ან თუ ჰქონდა სახლში ყავა მეტრეველს. - არ მინდა. მირჩევნია ჩამეხუტო. ახლა მხოლოდ ეს მინდა. - უცნაურად გაუღიმა. ქეთა ახლოს მიუჩოჩდა და მიეხუტა. კარგა ხანს ისხდნენ ასე. - ძალიან მომენატრე. - ჩუმად ჩაილაპარაკა ქეთამ. - შენ კი ერთხელაც არ შემეხმიანე. მეტრეველი შეირხა. ოდნავ მოშორდა ქეთას და თვალებში ჩააცქერდა. - როგორ მოგენატრე? - ჩაეძია. ქეთა დაიბნა. - როგორ მოგენატრემეთქი? - არ ეშვებოდა მეტრეველი. - ძალიან, ძალიან. იცი როგორ მაკლდი? - ყველანაირად ეცადა, რომ დამაჯერებელი ხმა ჰქონოდა. მოულოდნელად გადაიხარა მეტრეველი და ტუჩის კუთხეში ძალიან ნაზად შეეხო. - სიგიჟემდე მენატრებოდი! - უჩვეულო ხმით უთხრა ქეთას და ისევ გულში ჩაიკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.