შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს საფლავზე


8-05-2020, 10:59
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 367

ვიცი, რომ ჩემს საფლავზე აწი არვინ არ მოვა
და ბალახი ეკლებით ხვალ სულ მალე ამოვა.
ვიცი, რომ ჩემს საფლავზე სულ იქნება სიჩუმე,
რადგან მე დიდი ხნის წინ კარი გამოვიხურე.

ვიცი, რომ მე მოვკვდები მხოლოდ ჩემს მსგავს ამინდში,
სიკვდილს მე კი არ ვეტყვი:"შენ აქედან გამიშვი".
ვიცი ყინვა გამსრესს და მე დამამსხვრევს მთლიანად,
თქვენზე მეტად დავრჩები ამ დღეს ადამიანად.

ვიცი, რომ ჩემს საფლავთან ღამურაც კი არ მოვა,
მე ყველა სულიერმა ვიცი, რომ მიმატოვა.
ერთგულება მათთვის ხომ არის ერთი სიცრუე,
თავი ჩემი საფლავით, ამ ნაგვით გამიბრუე.

ვიცი, რომ ჩემს საფლავთან თავი ვერამ იპოვა,
სიჩუმის გასაღები კი მე არ დამიტოვა.
თითქოს ამ საფლავისგან საფლავის ქვამ დამიხსნა,
მიწისძვრამ კი დღეს მხოლოდ ეს საფლავი დამიფშვნა.

ვიცი, რომ ჩემს საფლავთან ტკივილს უჩანს კოკრები,
მე მკვდარი ვარ, გპირდები, ჩემს საფლავთან მოკვდები.
ეგ თვალები გახდება ამ ძაღლების საჭმელი,
შენი სისხლი იქნება ამ თაგვების სასმელი.

ვიცი, რომ ჩემს საფლავზე აწი არვინ არ მოვა
და ბალახი ეკლებით ხვალ სულ მალე ამოვა.
ვიცი, რომ ჩემს საფლავზე სულ იქნება სიჩუმე,
რადგან მე დიდი ხნის წინ კარი გამოვიხურე.

#გიჟითავისუფალია????
#სიკვდილი????



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

კარგია, მომწონს.

 


№2 სტუმარი სტუმარი liana

ჯერ არ მომკვდარხარ გიორგი ღმერთმა დაგიფაროს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent