ჩაკეტილი სივრცე 28 თავი
ზოგიერთი ადამიანი იმიტომ იბადება რომ უბედური იყოს. სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე ქუჩაში გამოვედი და ჩქარი ნაბიჯებით ავტობუსის გაჩერებისაკენ წავედი. მიუხედავად იმისა რომ ამ დღეს წლების განმავლობაში ველოდი მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ბედნიერების განცდა არ მქონია. პირიქით თავი ამ ქვეყნად ყველაზე მარტოსულ და უბედურ ადამიანად ვიგრძენი. ცრემლები მახრჩობდა, ამიტომ ავტობუსის გაჩერებას გვერდი ავუარე და პარკის მიმართულებით წავედი, რომელიც თითქმის ცარიელი იყო. ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი და დაღლილი მზერა ერთ წერტილს გავუშტერე. ტელეფონის ზარის ხმამ შემაკრთო. ეკრანს დავეხედე, მაგრამ ცრემლიანი თვალებით რიცხვების გარჩევა ვერ შევძელი. სანამ ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა ზარი შეწყდა, მაგრამ რამდნეიმე წამში ისევ განმეორდა ამიტომ დაღლილი ხმით ვუპასუხე -გისმენთ -ნინი? -ლევაან-აღმომხდა ხმა აკანკალებულს -სასამართლო პროცესმა როგორ ჩაიარა?-აუღელვბლად მკითხა და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს -ყველაფერი დამთავრდა -თავს როგორ გრძნობ? -კარგად-არცისე დამაჯერებლად ვუპასუხე და აღელვებული ფეხზე წამოვდექი -დარწმუნებული ხარ? -კი -თუ ასეა წვიმაში მარტო რატომ დგახარ?- გამომწვევი ტონით მკითხა სუნთქვა აჩქარებულმა -სად ხარ?- ვერ დავმალე ხმაში აღფრთოვანება და ნაჩქარევად მოვავლე თვალი ცარიელ ქუჩას -აქ!- სადღაც შორიდან ჩამესმა მისი მშვიდი ხმა. -შენთან ძალიან ახლოს!- მოულოდნელად ყურს უკან ნაზად ჩამჩურჩულა და სანამ დაბნეულობისგან რამეს ვეტყოდი წელზე ხელი ძლიერად მომხვია და თავისკენ შემატრიალა -ლევან-თვალები უეცრად ცრემლებით ამევსო -გეგონა არ მოვიდოდი? და შენთვის ყველაზე ემოციურ დღეს მარტო დაგტოვებდი?!-მკაცრი ტონით მკითხა და ატირებული მაშინვე გულზე მიმიკრო -მე... არც კი ვიცი რა გითხრა- ნაწყვეტ-ნაწვეტ ვუთხარი და მორიდებით დავხარე თავი. იმდენად ახლოს ვიყავი ერთმანეთთან იმდენად რომ მის გულისცემას ვგრძნობდი. -ნინი- სადღაც შორიდან ჩამესმა მისი დაძაბული ხმა -ლევან გთხოვ... - შევეხვეწე - არაფერი თქვა- და კიდევ უფრო მეტად მივეწებე მის მხურვალე სხეულს. -კარგი როგორც გინდა- კმაყოფილი ტონით მითხრა და კიდევ უფრო ძლიერად ჩამეხუტა. კარგა ხანს ასე ვიდექი და ხმას არცერთი არ ვიღებდით, რადგან არაფერი გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი- ნინი- უეცრად ლევანმა ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა-კანკალებ- ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სანამ რამეს ვეტყოდი ტუჩებში მაკოცა. მისი კოცნა უაპსუხოდ დავტოვე, ამიტომ სწრაფად დაიხია უკან და უკმაყოფილო ტონით მითხრა-წავიდეთ!- მისმა რეაქციამ, თავდაჯერებულობა და სითამამე შემმატა, ამიტომ გაბედულად მივუახლოვდი და არეულ თმებში ნაზად შევუცურე ცივი თითები- ნინი ნუ მეთამაშები-გაღიზიანებული ტონით მითხრა და გამომწვევი მზერით თვალებში ჩამაცქერდა. მის ქცევაზე გამეღიმა-ჩემი გაგიჟება გინდა არაა?- ინტერესით მკითხა და სანამ რამეს ვეტყოდი წელზე ძლიერად მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა -შეიძლება ასეც ითქვას-მომღიმარი სახით ვუთხარი და თითის წვერებზე აწეულმა ტუჩებში ვაკოცე. -ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება- ცინიკური ტონით მითხრა როცა როგორც იქნა ერთმანეთის ტუჩებს მოვწყდით და ხელჩაკიდული მაშინვე მანქანისაკენ წამიყვანა, რადგან სულ მთლად სველი მქონდა ტანსაცმელი და სიცივისგან ერთიანად ვკანკლებდი. მანქანაში ჩავსხედით თუ არა მაშინვე გათბობა ჩართო და თავისი ქურთუკი მომახვია. -მადლობა-ვუთხარი გულწრფელი ემოციით და ტანზე კიდევ უფრო მჭირდროდ შემოვიხვიე მისი სურნელით გაჟღენთილი ქურთუკი -ნინი-ხმა დაეძაბა -გინდა რომ სახლში წაგიყვანო?- მოულოდნელად მკითხა დაარეული მზერით თვალებში ჩამაცქერდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ფანჯრის მინა ოდნავ ჩამოვწიე რადგან ნერვიულობოსგან და მღელვარებისგან ჰაერი აღარ მყოფნიდა -კარგი-ისე მითხრა ჩემსკენ არ მოუხედია და მუსიკის ხმამაღალზე ჩართო. კარგა ხანს უხმოდ ვიარეთ ხმას არცერთი არ ვიღებდით რადგან არაფერი გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი. როგორც ყოველთვის ახლაც, ლევანი ხმამაღალი მუსიკის მოსმენით და გადაჭარბებული სიჩქარით ტკბებოდა მე კი მისი ყურებით და სურნელი. ეს საოცარი წუთები ჩემი ტელეფონის საზარელმა ხმამ დაარღვია. ეკრანს დავხედე ზედ გეგას წაშლილი ნომერი გამოისახა. -არ უპასუხებ?-უცნაური ტონით მკითხა ლევანმა და მუსიკას ოდნავ დაუწია. ჩემი რეაქციით მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო ამიტომ სახის გამომეტყველება ოდნავ შეეცვალა. -რა თქმა უნდა-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დავიჩურჩულე და მაშინვე ვუპასუხე -ნინი -რატომ მირეკავ? -სად ხარ? -რა გინდა? -სად ხარ-თქო?!- გაღიზიანდა -სახლში მივდივარ -ნიცა საავადმყოფოშია -რააა?-აღმომხდა ხმა აკანკალებულს- რა დაემართა? სიმართლე მითხარი რამე სერიოზულია? ხომ კარგად იქნება? -ნინი?- კითხვა ჩამდგარი თვალებით მომაჩერდა ლევანი და მუსიკა გამორთო -სად ხარ? მოგაკითხავ და საავადმყოფოში წამოგიყვან- მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა გეგამ და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს -შენ რა გაგიჟდი?-გავღიზიანდი-მითხარი ნიცა როგორაა? ახლა სადაა? კარგადაა?- ამ დროს ლევანმა პირველივე შესაძლებლობისთანავე მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. -მისამართი მომწერე! -კითხვაზე მიპასუხე! -შენი აზრით კარგად რომ ყოფილიყო საავადმყოფოში დავაწვენდი? -რა დაემართა?- თვალები ცრემლებით ამევსო -უეცრად ცუდად გახდა, გონება დაკარგა -რაააა?-გაგიჟებული მანქანიდან გადავედი- ხვდები ახლა რას მეუბნები? -ვხვდები -ახლა როგორაა? -ისევ ისე, ჯერ მკურნალობა არ დაუწყიათ გამოკვლევებს უტარებენ -მატყუებ არა? გინდა რომ გამაგიჟო?- ვუღრიალე ბოლო ხმაზე -სად და ვისთან ერთად ხარ? -შენთვის მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი? -ნიცას ნახვა გინდა? -მინდა-ამოვიტირე და საჭესთან მჯდომ ლევანს გავხედე რომელიც უემოციო მზერით მიყურებდა ფანჯრიდან -მაშინ მისამართი მომწერე! მოვალ და წამოგიყვან- კმაყოფილი ტონით მითხრა და გამითიშა. იმაში დასარწმუნებლად რომ ნიცა მართლა ცუდად იყო, საავადმყოფოში გადაღებული მათი ერთობლივი ფოტო გამომიგზავნა. როგორც კი ნიცას პაწაწინა ხელზე დამაგრებული გადასხმის სისტემა დავინახე მაშინვე ადგილზე ჩავიკეცე. -ნინი რამე სერიოზულია?-სიფრთხილით მკითხა ლევანმა როცა ფეხზე წამომაყენა და ატირებული გულზე მიმიკრო -ჯერ არ ვიცი- ცრემლიანი თვალებით ავხედე -კარგად იქნება-დარწმუნებით მითხრა და შუბლზე მაკოცა -უნდა რომ მასთან ერთად მივიდე საავადმყოფოში -რას გულისხმობ?- ხმასთან ერთად მზერაც დაეძაბა -მითხრა მისამართი მომწერე მოვალ და წამოგიყვანო -ესე იგი იცის ერთად რომ ვართ -არა მგონია -ნინი რა მემაიტი ხარ-ცინიკურად გაეღიმა -ფიქრობ რომ ნიცას ავადმყოფობას იყენებს ჩვენს წინააღმდეგ? -მისამართი მიწერე! -არავითარ შემთხვევაში -ნიცას ნახვა ხომ გინდა?!- გაბრაზდა -ვერ დავუშვებ რომ თქვენ ორნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეთ -გინდა რომ წავიდე?!- კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მომაჩერდა -წინააღმდეგ შემთხვევაში ნიცას ნახვის უფლებას არ მომცემს- ხმა გამებზარა -შენ რა? მართლა გგონია, რომ იმ ყველაფრის მერე რაც თქვენს ორ შორის მოხდა, მისთან მარტო დარჩენის უფლებას მოგცემ? -ლევან გთხოვ...წადი -შევეხვეწე ატირებული -ნინი -ნიცას გამო... -მანქანაში ჩაჯექი!- მკაცრი ტონით მითხრა და მანქანის წინა კარი გამიღო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.