შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე (1 ნაწილი)


26-06-2024, 20:32
ავტორი llella
ნანახია 2 793

დღეის იქით, ალბათ უცნაური რომ იქნებოდა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, დილიდანვე უნდა მივმხვდარიყავი და მორალურად მაინც მოვმზაზდებულიყავი ამ ყველაფრისათვის, თუმცა ადამიანური ყოველდღიურობის აღქმა გაკარგვინებს რაიმე უცნაურისა და საინტერესოს დანახვის შესაძლებლობას.
გაზაფხულის მიწურულს დაიწყო ეს ისტორია და არც იმდენხანს გაგრძელებულა, როგორც მოვლენების განვითარება გვიყვება, წლებში ჩასატევს ადამიანი ხოლმე რამოდენიმე თვეში ჩაატევს და რომ გადახედავს, თავადაც გაუკვირდება ეს ყოველივე.


ზოგადად ბევრი რამ მოაქვს ცხოვრებას, უცნაური მოვლენების კორიანტელი, ხოლმე უზომოდ რთული ასატანი და გასაგებია. 1 წლის წინ დანგრეული ურთიერთობის კვალობაზე, მიუხედავად ჩემი ხასიათისა, მთლად არ ჩავკეტილვარ და არ მიფიქრია, რომ ცხოვრებას აღარ გავაგრძელებდი, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ეგ აზრები არ მაწუხებდა, მაგრამ, ჩემი საღ აზრზე ყოფნას, იმ მომენტში საფრანგეთში მყოფ დაქალ ევას ვუმადლი და ვხვდები, რომ მართლაც მდიდარია ადამიანი, გვერდით თუ ჰყავს მყარი დასაყრდენი მეგობრის სახით. 25 წლიანი ცხოვრების მანძილზე ერთი საუკეთესო მეგობარი და ცალ ხელზე ჩამოსათვლელი მეგობრები რომ გყავს, ცუდი და გულსატკენია დღევანდელ დღეს, მაგრამ, მარტოობას ყველაფერი ჯობია დამიჯერეთ.
24 წლის მე, მილა, გიზიარებთ, თუ რამ დააყენა ჩემი ცხოვრება თავდაყირა და რამ გადამტეხა მორალურად, დამანგრია იქამდე სადამდეც ეს შეიძლებოდა და რომ ცხოვრება იმაზე საშინელია ხოლმე ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, თუმცა იმდენად ლამაზი, ნაზი, სათუთი და გემრიელიცაა ხოლმე, ყოველი დღის ახალად გასინჯვა გინდა და უკვე აღარ ერიდები გემოებს, მოგეწონება თუ არა.


12 მაისის დილა, იმ დღესაც სამსახურში მივდიოდი, წვიმდა არა ბათუმურად, მშვიდად და წყნარად წვიმდა, მეც რატომღაც იმ დღეს მომინდა გამოპრანჭვა და ჩემი ქალურობის გამომზეურება, თითქოს კოლეგები მხოლოდ გოგონები არ ვყოფილიყავით, მისულს ისევ სოფოს ყავა დამხვდა და მეც აივანზე გავედი მშვიდად რომ დამელია, ტელეფონი ავიღე ხელში და დედაჩემისთვის უნდა მიმეწერა ფოსტაში მისვლა არ დავიწყებოდა, რომ გამახსენდა დილით მოსული მესიჯ რექუესთი მესენჯერში და გადავედი რომ მენახა, მახსოვს რომ გვარი დავინახე მხოლოდ, სხვა არაფერი და მეთქი ვნახავ ვინ იყო.
მესიჯის გახსნა და გაკვირვება ერთი იყო „გუშინ მამაშენი და შენი ძმა ვნახე“ და გამოგზავნილი დასქრინული ფოტო ჩემივე გვერდიდან სადაც მე ,მამაჩემი და 3 ბიძაშვილი ვართ, აქედან 2 ბიჭია.
მე რომელსაც არ მყავს ძმა და მხოლოდ 2 და ვართ ოჯახი გამეცინა, ალბათ ჩემი ბიძაშვილი ძმა ეგონა ჩემი თქო. რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც გამიკვირდ, საიდან აღმოჩნდნენ მამაჩემი, ჩემი ბიძაშვილი და ეს ბიჭი ერთ სივრცეში ერთად.
- გამარჯობა მილა, გუშინ მამაშენი და შენი ძმა ვნახე. (ფოტო)
-გაგიმარჯოს, თუმცა მე ძმა არ მყავს- მივწერე და ვიფიქრე ვკითხო თუ არა თქო რაც მაინტერესებდა.
-ეს ბიჭი შენი ძმა არ არის?- ფოტოზე მომინიშნა ჩემზე 2 წლით უფროსი გაკრეჭილი ბიჭი.
-ბიძაშვილია.
-მამა ხომ შენია-სიცილის სმაილები მომიყოლა, რაზეც მეც უნებლიედ გამეცინა
-კი, მამა ნამდვილად ჩემია-თქო მივწერე და მივუყოლე-ისე და, გკითხო.. არ გკითხო...
-თუ რაღაც გაინტერესებს მკითხე.
-სად მოხვდით მამაჩემი, შენ და ჩემი ბიძაშვილი ერთად?
-ერთად არა, ბიძაშვილი, წინა დღით ძმაკაცს ვაცილებდით ჯარში და სადაც ვიყავით იქ შემხვდა, ვიცნობ თანაც საკმაოდ კარგად, არ ვძმაკაცობ, თუმცა ვიცნობ.
-და მამა?
-ბატონი კოტე-ამაზე გამეცინა-ბიძაჩემთან ვნახე მაღაზიაში, როგორც მიხვდებოდი მასაც ვიცნობ.
-ეგ კარგი, მაგრამ მე რაშუაში ვარ თქვენი სამის ცნობადობაში.
-სიმართლე გითხრა, იმათ ცნობას შენ გიცნობდე მირჩევნია-ისევ სიცილი.
მე შევბრუნდი ოფისში და შევუდექი სამუშაოს, 1ზე შესვენებაზე გავედით, რატომღაც არსად წასვლა არ მინდოდა და ისევ აივანზე გავედი, მოსულ რამოდენიმე ათეულ შეტყობინებას რომ დავხედე, გამიკირდა და გამეცინა.
- მემგონი ხელს გიშლი, ჩემი ჩართულობის გარეშე მემესიჯები.
-არა არა, ბოლოს რომ გადავხედე ჩემგან მოწერილის რაოდენობას, მეც გამეცინა-ღიმილით წავიკითხე და ჩემს თავს გავუჯავრდი ამის გამო-ჰოდა, რას შვრები?
-ამ მომენტში არც არაფერს, ბრეიქი მაქვს და ვისვენებ, ისე სამსახურში ვარ, შენ?
-მე შესვენება არ მაქვს სამწუხაროდ და მეც სამსახურში ვარ, სად მუშაობ თუ საიდუმლო არაა?
-კიი საიდუმლოა, გიმალავ, რომ ინტერპოლით მიპოვო და გამაოცო.
-მთლად ინტერპოლი არ დამჭირდება, მაგრამ თუ გინდა ყველაფერს გავიგებ შენზე, შენი ჩარევის გარეშე-ამის წაკითხვისას, თვალწინ ახმახი წარმომიდგა, რომელიც სულ შავებში იყო გამოწყობილი, რაღაც უცნაური ფორმის ტელეფონით დადიოდა და არაკანონიერად არკვევდა თავის მსხვერპლებზე ინფორმაციას, რაზეც მერე თვითონ გამეცინა, როცა მოყოლებულ პასუხს დავხედე-გპირდები კანონიერად გავიგებ ყველაფერს.
-ნიზლავს გავს-თხილში რომ ორ გულს ნახავდნენ და „დაორმოცდებოდნენ“ ეგ გამახსენდა.
-არა, უბრალოდ რაც მითხარი იმაზე გაგეცი პასუხი.
მონაწერიდან სიცივე გიგრძვნიათ? აი ადამიანი რომ უყურადღებოა ეგ კიარა, მართლა რომ ცივ და ჯმუხს გავს მაგაზე ვამბობ, მონაწერიდან მართლა მეგონა, რომ ყინული მწერდა ადამიანი კიარა, მიუხედავად იმისა რომ უყურადღებობა და მსგავსი ამ მომენტისთვის არ ითქმოდა მასზე.
-კარგი, ვნახოთ რა როგორ ხდება შენს სამყაროში.
-ახლა მეტად მაქვს იმედი, რომ სამყარო შეიცვლება-პასუხი მეუცნაურა.
აღარაფერი მიმიწერია, უეცარი ხასიათის ცვლილება მქონდა და ოფისში შევბრუნდი.
დღე ისე მიიწურა აღარ გავკარებივარ ტელეფონს, არც მას მოუწერია და ყოველდღიურ რუტინაში ჩავერთე, დღეც ეგრე მიიწურა.

დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი იყო, ძილბურანში მყოფი საწოლიდან რომ არ გადმოვვარდი გამიმართლა...
-დილამშვიდობისა მილა, უჩა ვარ, არ დაგაგვიანდეს ქალბატონო სამსახურში 8 საათია, 9ზე სამსახური გეწყება, რა სამსახური? მენეჯერი ხარ ერთ-ერთი საზღვაო კომპანიის, რომელსაც თქვენი ფილიალი კურირებს. სწავლა შარშან დაასრულე, მაგრამ არ გიმუშავია შენი სპეციალობით არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლიდან მუშაობ. გყავს პატარა და, ოჯახში ოთხნი ხართ, ღმერთს მადლობა ბოლო ურთიერთობა 1 წლის წინ გქონდა, ცოტა მეტი, ჰოროსკოპით მორიელი, ვეფხვის წელში დაბადებული, -2 გაქ მხედველობა, ატარებ ლინზებს, სისხლის ჯგუფი მეორე დადებითი, რავიცი რაიმე უბრალო თუ გაინტერესებს, მკითხე.
მკაფიოდ გავიგონე, როგორ ჩაიცინა ყურმილს იქეთ ბოხი ხმის პატრონმა მამაკაცმა და ღრმად და თავდაჯერებულად ჩაისუნთქა.
-გეტყოდი, რომ შენი სახლის ქვემოთ ვარ თქო, მაგრამ ეგეთი ბანალურიც არ მინდა ვიყო, მინდა ისე გნახო როგორც საჭიროა და წესია, მე და შენ როგორც შეგვეფერება ისე, ასე რომ არ შეგეშინდეს, ქუჩაში არ დაგხვდები-გაიცინა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა.
-დილამშვიდობისა-ეს მომაფიქრდა იმ მოემნტში მხოლოდ.
-დილამშვიდობის-გაეცინა და გაიმეორა.
-ყველაფერი მესმის, მაგრამ სისხლის ჯგუფი რად გინდოდა?-მართლა დამაინტერესა ამ ფაქტმა.
-მეც ხომ უნდა ვყოფილიყავი რაღაცით ეფექტური, სამწუხაროდ შენისთანა თვალები, ხმა, თმა და გარეგნობა არ მაქვს, ამიტომაც განსხვავებული რაღაც მაინც უნდა მეთქვა-წინადადება დაასრულა და გაიცინა.
-ბოლოს გოგოს როდის ეფლირტავე?-გამეცინა მის კომპლიმენტზე, უკვე საწოლზე წამომჯდარი ველაპარაკებოდი.
-რომ არ მოგატყუო სადღაც 2 ან 2-ნახევარი წლის წინ.
-დაბმული იყავი?
-შენი იუმორი მომწონს, ყველაფერს მოგიყვები დრო და დრო, ახლა კიდე, ადგე ჯობია, თორემ მართლა დააგვიანებ.
-მართალი ხარ, კარგი უჩა დროებით.
-წარმატებულ დღეს გისურვებ ქალბატონო.

მე კი ვიჯექი საწოლზე, უკვე სრულიად გამოფხიზლებული და საღ აზრზე მყოფი, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს აქ იყო და გონება საერთოდ სხვაგან, უამრავ ფიქრს დაეპყრო ჩემი გონება და ღიმილით ვიხსენებდი წამი წინ დასრულებულ საუბარს და ვატრიალებდი თავში.
ნეტავ, მართლა როგორია უჩა ვარშანიძის სამყარო.



---------------

გამარჯობა წლების შემდეგ, რამდენი დრო გავიდა... ეს ისტორია არ არის უბრალოდ ისტორია ჩემთვის, ჩემი სულის ნაწილს გიზიარებთ, იმედია მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent