შენ აგირჩიე! (2 ნაწილი)
ვაგვიანებდი უკვე, თანაც საგრძნობლად, თუმცა ვერ გამერკვია, გვიან დაძინებისა და ძილის არ ყოფნის ბრალი იყო ეს ყოველივე, თუ იმის, რომ ემოციური შოკი განვიცადე დილის 8 საათზე რამოდენიმე წუთში. ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ნახევარი გზა საერთოდ არ მახსოვს, ფიქრებში უჩას საუბარი და ხმა ჩამესმოდა, ვერც სხვა რამეზე გადავერთე, მეცინებოდა სისხლის ჯგუფზე, იმაზე, თუ როგორი კომპლიმენტი გამიკეთა და ზოგადად, ამ ადამიანს დაპყრობილი ჰქონდა იმ მომენტში ჩემი გონება. ერთი კვეთაღა მქონდა დარჩენილი სამსახურამდე, უცებ რომ შევანელე სვლა და საბოლოოდ სულ გავჩერდი, სიჩუმე იყო გონებაში და ჩუმად, ჩურჩულით წარმოვთქვი ისე, რომ მხოლოდ მე გავიგონებდი ამ ნათქვამს. -ნეტა როგორ გამოიყურება, მე ხომ მისი ფოტოებიც კი არ მინახავს. უცებ გავიაზრე, რომ ადამიანის გვერდზე არ გადავსულვარ და სულაც არ ვიცოდი როგორი იყო გარეგნულად. გზა გავაგრძელე და სამსახურში მივედი. აივანზე ვიჯექი ყავით ხელში და მესენჯერიდან მის მთავარ გვერდზე გადავედი. -არა, მგონი რომ წარმომედგინა ადამიანი შავებში, მისგან მთლად არ განსხვავდება-სულ რაღაც 4 ფოტო ედო, აქედან 2ზე იყო მხოლოდ მარტო, დარაჩენებზე ალბათ თავის მეგობრებთან ერთად. საშუალო სიმაღლის 28 წლის მამაკაცი, შავი თმა, კუპრივით შავი თვალები, კოხტა ცხვირი, შუბლზე შესამჩნევი, თუმცა მცირე ზომის შრამი, პატარა, თუმცა მკვეთრი შრამი ზედა ტუჩზე, რომლებზეც იმ მომენტში ვიფიქრე, რომ საშინლად უხდებოდა, მაჯაზეც შრამი, წონაშიაო ვერ იტყოდი, უფრო მასაზეაო რომ ამბობენ, აი ეგეთი მამაკაცის აღნაგობა ჰქონდა. -ბიჭუნა, შენ მგონი ჩემი გემოვნებით გამოგიწერეს-გაუაზრებლად ვთქვი და უკნიდან სოფოს სიცილი მომესმა. -მიქელაძე მილა, გაიმეორე რა თქვი, თორემ მეგონა შენს გულსა და გონებას ხავსი ჰქონდა მოდებული და წყალს გავატანე ყველა იმედი იმისა, რომ ოდესმე კიდევ ვინმე მოგეწონებოდა. -არაა, არავინ მომწონებია მართლა-თავის მართლება დავიწყე უსუსური ბავშვივით -ნუ მატყუებ, თან როგორ გართული აკვირდებოდი ფოტოს შენ არ იცი, დამანახე ერთი, ვინ დაიპყრო შენი გაყინული ყურადღება. -სოფო, ისეთი ეპითეტებით მამკობ, მთლად ამომეწურა ჩემს პირად ცხოვრებაზე იმედი. -შენ კიარა, დამიჯერე ეს რომ არ გამეგო, ბიცოლაჩემი იზოლდასთვის უნდა მეთქვა, მოჯაზულია იქნება და გამოკითხვა სჭირდება მეთქი-გაიცინა და გადმოიხარა იმის იმედით, რომ დაინახავდა ფოტოზე ვინმეს. -მართლა არავინაა და არ გავაბუქოთ. -არავის ვეუბნები-გაიცინა და ყავის ჭიქა მომიჭახუნა-ხო მართლა, დღეს 2 საათამდე ვმუშაობთ და 3 დღე დასვენება გვიწევს, ხომ არ დაგავიწყდა. -მეშინია თვალი არ გვეცეს და ბედნიერებისგან გულს არ წამივიდეს-გავიცინე და მართლა მთელი გულით გამიხარდა ცოტახანს რომ დავისვენებდი. საათი 12ს უახლოვდებოდა, ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა, დავხედე და გამკრასავეთ გულზე. -როგორ ხარ ქალბატონო? -რომ გითხრა რომ ცხოვრება მიხარია და სადაცაა ბედნიერების მტვერს გავუშვებ ყურებიდან თქო, დაიჯერებ? -ეგრე ძაან დაიღალე კიმაგრამ? -სასწაულად. -ყავას ხომარ ინებებს ქალბატონი, ნუ გეშინია მე არ მოგიტან. -დაგიფაროს ღმერთმა მე შემეშინდეს შენი. -გამაცინე ქალბატონო, მართლა, გინდა ყავა? -სახლი და საწოლი მინდა. -მაგაში მე ვერ მოგეხმარები. -შენ რას შვრები, საქმე არ გაქვს? -კი მაქვს მაგრამ ვისვენებ ცოტა, მეც ხომ მინდა ხოლმე ბედნიერი ვიყო და ამიტომაც გწერ. -ჯერ კიდევ მეცინება შენს ფლირტზე. -იქნებ არ გეფლირტავები რაიცი-სიცილის სმაილები -აბა ვიძმაკაცოთ ჯიგარო?-მეც გამეცინა ამ მინაწერზე. -აი ეგ გამორიცხე, გულზე დამარტყამს შენ რომ ძმა დამიძახო-ისევ სიცილის სმაილები. სამუშაო მიიწურა და მეც ჩემს ევაჩკასთან წავედი, ახლახანს ჩამოსული იყო საფრანგეთიდან, ორიოდე თვე იქნებოდა გასული, დროს რომელსაც ვნახულობდი მასთან ვატარებდი. მგონი ყველა საუკეთესო დაქალს ესე ემართება, ყველა მეორე მისვლისას ან სადარბაზო მავიწყდება მისი, ან კიდევ სართული. -თუ გინდა ყავა დაადგი, ძაან მეზარება ადგომა-მომიგო მისვლისთანავე. -საერთოდ არ გცხვენია? -შენ წარმოიდგინე და არა, თან მეც მინდა, ვიცი რომ შენც გინდა და რა გიშლის ხელს რომ ადგე და დაადგა ყავა? -ევა, ნამუსი... -ეგ არ მაქ, რამე კიდე გაინტერესებს? -ჯობია ყავა დაადგა ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე. -ტყუილად მატყუებ და მკერავ, არ ავდგები. -ჰოდა მეც არ მოგიყვები არაფერს. როგორც იქნა სიზარმაცეზე გაიმარჯვა და ჩამქრალი ბუხრის წინ დასხედით, სიგარეტს გაუკიდა, მე ყავა ავიღე და მოყოლა დავიწყე, მთლიანობაში ინტერესი იმდენად გაუღვივდა რომ მხოლოდ პირველი სამი ნაპასი დაარტყა და ხელში ჩაეწვა სიგარეტი. -პირველი, ჯერ დამანახე როგორია, არ მინდა ეს ემოციური ფურორი ჩავიშხამო, იმედია კარგად გამოიყურება. მეორე, სად შოულობ ამ ოცნების კაცებს და მესამე, იმედია ამასაც არ მოიშორებ ეგრევე, ჩემი ისეც მარტოსული პირადი ეგო, ვეღარ აიტანს ამდენს, ჩემი ეულობა მეყოფა, ნუღარ დამემატები რა. -არაფერ სერიოზულს არ ვფიქრობ ხომ იცი, არ ვაპირებ არავისთან ურთიერთობას-სასაცილოდ მიმადო საჩვენებელი თითი ტუჩებზე გაჩუმების იმიტაციის გასაკეთებლად. -მილა, ეს ჯიჯგვია? -მოატრიალე-გამიკვირდა თითქოს მისგან ეს ემოცია, მანაც ტელეფონი მომიტრიალა-კი ეგაა. -3 ბიჭი და 2 გოგო მინიმუმ მინდა დიშვილები-გაიცინა. -შენგან მეტს არც ველოდი-თავი გავაქნიე და ყავა მოვსვი. -კარგია, კარგია მომწონს ბიჭიც, სიტუაციაც და ისიც, თუ როგორ მშვიდად მესაუბრები მასზე, მიხარია, რომ ემოციურად გაწონასწორებულად უყურებ ამ ვითარებაც და იმედი მაქვს, რომ არც აყვები ცუდ ფიქრებს და არ მოიშორებ შიშის გამო, მაგრამ არც ის მინდა, რომ ზედმეტ ემოციებს აყვე და გადაეშვა მასში მთლიანად, ხომ ხვდები რასაც ვამბობ. -ევა, არაფერს ვაპირებ. თითქოს ემოციურად გამოვიფიტე ნათქვამის მოსმენის შემდეგ, უზომოდ ვაკონტროლებდი საკუთარ თავსა და ემოციებს მამაკაცებთან, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი და რეალურად კი მივდიოდი იმ აზრზე, რომ ეს ყველაფერი არ იყო სწორი, მაგრამ წინა ურთიერთობაში დანგრეული ფსიქიკა, ამის მიზეი ნათლად იყო. ტაქსით წასლას ვაპირებდი რომ დამირეკა ჩემმა ძველმა კურსელმა და დაქალმა ნაზიმ. -სად ხარ მილა? -ევასთან, უკვე სახლში ვაპირებ წასვლას, გინდოდა რამე? მშვიდობაა? -მუშაობ ხვალ?-მაცდური ხმა გაერია საუბარში. -ჯერ მითხარი რაგინდა. -ოოფ მითხარი რა-გამეცინა მის ბავშვურობაზე. -არა არ ვმუშაობ და საერთოდ შემდეგი 3 დღე არ ვმუშაობ, ახლა მითხარი რა გინდა. -არც მე არ ვმუშაობ და არ გინდა ლუდი დავლიოთ?-გაიცინა-მე, ლევანი და შენ ვიქნებით-ლევანი მისი შეყვარებულია. -ეკლის როლი გინდა შეასრულოს, თუ რად გინდა ნაზი?-ევამ ჩაყვირა ტელეფონში-მოიცა... ახლა არ მითხრა რომ კამასუტრას გადახედეთ შენ და ლევანმა და მესამე დაგჭირდათ პროცესში. -ფუ რა დებილი ხარ ევა რა-ვითომ გაუწყრა, მაგრამ მასაც გაეცინა. -არა მე მართლა რაში გჭირდებით? -ლუდი არგინდა ქალო?-გაიოცა და სიჩუმე ჩამოვარდა. -რომელზე იკრიბებით და სად?-გამეცინა -8ზე მოგაკითხავთ სახლთან და ჩამოდი კარგი? -გამოძინებას მოვასწრებ-გამიხარდა რომ წინ 3 საათზე ცოტა მეტი მქონდა. -ფოტოები გადავიღოთ სანამ დავლევთ, ასე რომ სახლის ტანსაცმელი კი გაქვს ჩემთან და ლამაზად გამოიპრანჭე, მაკიაჟით ამბებით-ნელა და მშვიდად მარწმუნებდა. -კარგი, მომწერე 5 წუთით ადრე და ჩამოვალ. -მეც მინდა დალევა, რა ვუთხარი დილის სმენას-შეიცხადა ევამ. ტაქსი გამოვიძახე და სახლში მივედი, დედაჩემის მოსწავლეები დამხვდნენ და მანაც მთხოვა რომ ერთ ჯგუფთან მე ჩამეტარებინა მეცადინეობა, ოცნებად დამრჩა გამოძინება და მივუჯექი ბავშვებს. დროც მიიწურა, 2 საათი მოსწავლეებთან ვიჯექი, მერე ცოტა ვჭამე, გადავივლე და მომზადება დავიწყე, სკამზე დამჯდარი არ ვიყავი, რომ მომივიდა შეტყობინება. გულში ჩამწყდასავით რაღაც როცა დილის მერე მხოლოდ 7 საათისთვის მომწერა, თითქოს მე მაინც მეტ ყურადღებას ვითხოვდი, მაგრამ არ ვიცოდი რატომ. -როგორ არის ქალბატონი? -არამიშავს, შენ? -მე იმდენად დაღლილი ვარ, საკუთარი თავიც მენანება. -რატომ? მშვიდობაა? -ძმაკაცს ცოლი მოყავს და თოხარიკი ცხენივით დავრბივარ ყველგან. -შენ აგვარებ? -ეგრე გამოდის, შენ რას შვრებოდი ის მომიყევი, ეგ უფრო მაინტერესებს. -მე ჩემს საუკეთესო მეგობართან ვიყავი, ეხლა ვემზადები და მეორე დაქალთან მივდივარ. -გამოგიგზავნო ვინმე გინდა? გაგიყვანენ, ისე რა ხდება, რატომ მიდიხარ? -არა მადლობა, მომაკითხავენ და წავალ, არაფერი ლუდი დავლიოთო. -მე მბაძავ?-სიცილის სმაილებს ფოტო მოაყოლა სადაც ბიჭებთან ერთად ლუდს სვამდა. -მეგონა სადმე კამერებით გატენილ ოთახში იჯექი და აკონტროლებდი ამქვეყნიურს, მოკვდავივით ლუდის დალეას არ ველოდი შენგან. -გამაცინე ქალბატონო, არა მეც მოკვდავი ვარ და ლუდსაც ვსვამ, გინდა გაგაოცო? -მიდი აბა. -აბაზანაშიც შევდივარ და მძინავს ხოლმე. -არ ველოდი-მართლა გამეცინა და ამ მიმოწერაში უკვე მზად ვიყავი. -ნამდვილად არ გინდა მოკითხვა? -არა, რომ იყოს მაგის საჭიროება, ტაქსის გამოვიძახებდი. -მე მოვალ თქო არ გთავაზობ, არ მინდა უზრდელობაში ჩამითვალო, ორი დღეა რაც პასუხს მცემ მონაწერზე, მაგრამ გამიხარდება თუ დამთანხმდები, უფრო მშვიდად ვიქნები დამიჯერე. -სიმშვიდის შენარჩუნებაში ადამიანს დამამშვიდებლები ეხმარება, უცნობ გოგოზე მიკითხვა კიარა. -ეგეცაა მაგრამ მე წალების მიღება არ მიყვარს. -ისე რაღაც მაინტერესებს. -გისმენ. -მამაჩემს საიდან იცნობ, კარგი ბიძაშვილი შენი ასაკისაა და მესმის, მაგრამ მამაჩემს საიდან იცნობ? -კოტე ბიძია ბიძაჩემის ბავშვობის ძმაკაცია. -უცნაურია, ყველა მისი ძმაკაცის ოჯახებს ვიცნობ. -მამაჩემის ბიძაშილი და მამაშენი ბავშვობის ძმაკაცები არიან. -აჰა კიბატონო, ეგრე კიდე მესმის. -ჰო, თორემ აქამდე უამრავჯერ გვეყოლებოდა ერთმანეთი ნანახი დამიჯერე. -ვერ გვეყოლებოდა, ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ხშირად სიარული არ მიყვარს. -არაუშავს მაგას. ნაზის ზარი შემოვიდა. -მზად ხარ? -კი, შენ გელოდები. -5 წუთში მოვალთ და ჩამოდი ეზოში. ისევ ყმაწვილის ჩატს მივუბრუნდი. -მე წავედი ყმაწვილო, მომაკითხეს. -თავს მიხედე, თუ რამე და ეგრევე დამირეკე, აუცილებლად გესმის? -კარგი ლუდის სმა. მისაღებში გასულს, რატომღაც შევჩერდი და გადავწყვიტე მამაჩემისთვის მეთქვა ამ ადამიანზე. -მამა, საქმე მაქ. -ჰო, რაიყო-დივანზე წამოწოლილმა გამომხედა. -უჩა ვარშანიძემ მომწერა-ტელეფონში ჩატს აყევი და პირველი შეტყობინება დავანახე-როგორც თვითონ მითხრა ბიძამისი და შენ ძმაკაცები ხართ. უბრალოდ გეუბნები, რომ რამე და სადმე დაგხვდეს ინფორმაცია იცოდე თქო. -საიდან სად ნეტა?-ჩაფიქრებულმა გამომხედა. -აღფრთოვანდა ჩემით და მომწერა მამა-გავიცინე. -მაგში ეჭვი არ მეპარება, წინა დღით ვნახე. -ჰო, ეგ მითხრა. -დღეს მოხვალ სახლში თუ რჩები ნაზისთან? -გააჩნია რამდენს დავლევთ-გავიცინე, -უჩა რომ დაიბადა, მაგის გამოწერის სუფრაზე თამადა ვიყავი-უეცრად დაამატა, გაიცინა, ლოყაზე ვაკოცე და გავედი. ეზოში გავედი და მომლოდინე ვეძებდი ორი ნაცნობი ადამიანის სილუეტს, თუმცა ორი ნაცნობი სილუეტის გვერდით კიდევ ერთი რომ დავლანდე, მივხვდი, რომ ერთი სიტყვით დამაგოიმეს და საკუთარ თავზე თავადვე გამეცინა. -რას შვრები? დიდიხანია გველოდები? -თქვენ ორს გელოდით და აი ამ მესამე პიროვნებას, არა. -კაი ახლა მილაჩკა, ძმობაში და მეგობრობაში, არ გვინდა მასეთი საუბარი. -ლევან დაოკდი, შენი ძმაკაცია და შენ უფრო მეტი მოგხვდება რომ გავბრაზდე ხომიცი-სიცილსა და სიბრაზეს ვეღარ ვიმორჩილებდი და დამნაშავესავეთ ატუზულ დაქალს ვაკვირდებოდი. -ძალით მაქნევინეს, არ მინდოდა მაგრამ... -ლუდის დალევას ვაპირებთ?-ვკითხე ისევ მე სიტუაციის განსამუხტავად. -კი-მიპასუხა არასასურველმა ადამიანმა. ლევანის ძველი მეგობარი იყო ზვიადი, რაც ერთად არიან მას მერე ვიცნობ, მაგრამ თავიდან რომ არ ჩამოგვიყალიბდა ურთიერთობა, მერეც საკმაოდ რთულად ავეწყვეთ, ალბათ არასწორი მოდგომისა და ურთიერთიბის ბრალი იყო. პირველივე ნახვის მერე, თხოვდა ლევანს რომ გაეცნო ჩემთვის მისი თავი ისე, როგორც ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ღირს, იქ სადაც ადამიანი ეუბნება მეორე ადამიანს, რომ მისი მცდელობებიც მიუღებელი და არასასურველია, უნდა გაიგოს რომ აღარ იმოქმედოს და თავი დაგანებოს. ზუსტად მაგ სიტუაციაში ვიყავით მე და ზვიადი, არასასურველი და უინტერესო იყო ეს ადამიანი ჩემთვის. -როგორ ხარ მილა?-არ მოსულა ახლოს, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ახლოს იყო. -არ მელაპარაკო და ისე მოიქეცი თითქოს არ არსებობ აქ. -ეს სიმკაცრე რა საჭიროა-თითქოს ჩაეცინა. -ზვიად გთხოვ, გეყოს-ნაზიმ გადახედა, ხელი გამომდო და მე მომიბრუნდა-ჩემს სახლთან ვიყიდოთ ლუდი, თორემ აქედან სანამ მივალთ გაცივდება. -ეგრე ჯობია. სახლამდე დიდად საუბრით თავი არავის გამოუჩენია, ნაზი თავს უხერხულად გრძნობდა „მაჭანკლობის“ გამო და ცდილობდა, არ ამოეღო ხმა. სახლთან მისულებმა ვიყიდეთ რაც გვინდოდა და შევუდექით დალევას, საეჭვოდ არ იღებდა ზვიადი ხმას და ადეკვატურად იქცეოდა ამჯერად, წინა შეხვედრებისგან განსხვაებით. -ნიშნობა გვაქ მალე-თქვა ლევანმა და სიყვარულით გადახედა ნაზის. -მოიცათ-შევიცხადე-ეს ხუმრობს თუ მართლა იძახის. -მართლა, არ იტყუება, გადაწყდა რომ ორ კვირაში ნიშნობა გვაქვს. ოვაცია და შეცხადება მოყვა ყოველივეს, 4 წლიანი შეყარებულობის პერიოდიდან უკვე გადადიოდნენ სხვა ეტაპზე, რაც მე უზომოდ მახარებდა. საუბარში გართულებს სუ დამავიწყდა ტელეფონი და მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე ტელეფონის ჩანთიდან ამოღება, როცა ნაზიმ მთხოვა სტუდენტობის დროს ჩვენი პირველი საერთო ფოტო მეჩვენებინა ბიჭებისთვის, ისევ ათეულობით შეტყობინება, ზარი და გაოცება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.