ოიზისი(VII)
- არც კი გაბედო. -გოგო მაგიდას წრეებს ურტყავდა, ცალი ხელი ხის მაგიდაზე ედო და სირბილთან ერთად დაასრიალებდა, მეორე გამაფრთხიელბლად აეწია ჰაერში.- იცოდე მოგკლავ. -არაფერსაც არ მომკლავ. სიცილნარევი თბილი ხმა გაოსმა, მარიტამ კიდევ ერთი წრე დაარტყა მაგოდას და იგრძნო როგორ შეეფრქვა ფქვილის ნამცეცები სახესა და თმაზე. თვალები ინსტიქტურად დახუჭა და ყურებში კისკისის ხმა ჩაესმა. -შე გაფუჭებულო ადამიანოოოოო! მოდი აქ ქეთევან ამილახვარო ვერ გადამირჩები!!!- თვალებიდან ფქვილი ამოიწმინდა და ზედა გაიფერთხა. ქეთი ერთ ადგილს მიაშეშდა, რადგან სრულ სახელსა და გვარს მარიტა იშვიათად ეძახდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიტა ქეთის მთელ მუჭა ფქვილს აყრის, მოგვიანებით კი გოგოოები ერთამნეთს სიცილნარევი ბრაზით დასდევენ. იატაკი, მაგიდა, ორივე გოგო და მთელი სამზარეულო თეთრი მასითარის მოთხვრილი. სამზარეულოს კარში შორენა შემოდის და ადგილზე შეშდება. -შეშლილო ბავშვებო ,ახალავე მიალაგეთ ეს ...ეს...ეს...არც კი ვიცი საღორე. გოგოებს სიცილი უტყდებათ. შორენას ცოცხი და აქანდაზი გამოაქვს და მარიტას ხელებში აჩეჩებს. -აღარასდროს მოგცემთ ნამცხვრის გამოცხობის უფელაბს! -კარგი რა დედა. -აუ შორენა დეიდაა. -ამას არ უსმინო თვითონ დაიწყო. მეგობარს გვერდულად დაუბღვირა და დედას გაეკრიჭა. ქალმა თავი გადააქნია და ორივეს აგამფრთხილებლად დაუქნია თითი. -მე მარკეტში გავდივარ და სანამ მოვალ ეს მილაგებული დამხვდეს. ვიფიქრე რამეს ამოვუტანთქო მაგრამ არ ხართ ღირსები. -დე... -კრინტი. ქალი ოთახიდან გადის, მერე შემოსასვლელი კარის გაღებისა და დაკეტვის ხმაც ისმის. მარიტას და ქეთის სიცილი უტყდებათ და ასე სიცილითა და ცეკვა ცეკვით ალაგებენ თავიანთ არეულს. მერე მარიტა მოწყევტით ჯდება ხის ზურგაინ სკამზე, მარცხენა ხელს საზურგის უკან აგდებს, მარჯვენა ფეხზე უდევს და თავი უკან აქვს გადაგდებული. ქეთის წყლის ჭიქა უჭირავს და დახლზეა შემოსკუპებული, თან სვეტს თავით ეყრდნობა, ფეხები გადაჯვარედინებული აქვს და ჰაერში მონოტორულად ათამაშებს. ოთახში მათე შემოდის. -კარგად ხართ? -კი. -სახლი გაარემონტეთ თუ საფლავიდან წამოდექით, რატომ ხართ სულ გათეთრებული. -აუუუ ტანსაცმელიც გამოსაცვლელი მაქ, და დასაბანიც ვარ ამილახვარო შენი წყალობით. -ოოოო მოკეტე, ხო გაერთე. -რა ქენით? -ფქვილი მაყარა სულ შენმა სანაქებო ქეთიმ. -ბავშვები ხართ! მათე დედის მსგავსად აქნევს თავს და ოთახში გადის. ქეთი დახლიდან ხტება, მარიტასთან მიდის და კალთაში უჯდება. გოგო მუხლებზე სიმძიმეს რომ გრძნობს თავს ასწორებს და თვალებს ახელს. ქეთი უღიმის, მარიტა ხელებს წელზე ხვევს და სკამზე სწორდება. ქეთი კი კისერზე ადებს, და მისი თავის გარშემო წრედ კრავს, მერე მისკენ იხრება და შუბლზე კოცნის. -მისმინე, ამ დღეებში გამოფენაა, არ გინდა წვაიდეთ? -რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ და ზეგ არ მცალია. -რატომ? -ხვალ ორი შუალედური მაქვს და ზეგ ირაკლის ვხვდები, რომ გადავაგო ეწყინება. -კარგი მაშინ კვირას, მე არ მაქვს გეგმები. -არც მე. -და კიდევ, შემდგე კვირას მცხეთაში ლიზის სახლში ვაპირებთ წასვლას, უქმეებზე. ირაკლისაც უთხრაი თუ გინდა და მათესაც. -მოვიფიქრებ მაგას. ორივე გაჩუმდნენ. დიდხანს იყო სამზარეულო უცნაურად ჩახუთული, დამძიმებული და გარინდული,მერე წითურმა ქეთის ყურსუკან თმა გადაუწია და თან დააყოლა. -ნახატი დავასრულე. -მართლა? -კი, განახებ. ისევ გაჩუმდნენ. ქეთი მისი მუხლებიდან არ ამდგარა, არც მარიტას უფიქრია ეთქვა ადექიო. იმ მომენტში ორივეს ერთი გიჟური აზრი უტრიალებდათ, მაგრამ მაინც ერთმანეთს უყურებდნენ და უმოქმედოდ ისხდნენ. მარიტას თვალები თან ციმციმებდნენ და თან სევდისგან წვიმად იქცეოდნენ. ქეთიმ გალდავას სახე ხელებში მოიქცია, სევდიანად გაიღიმა და თვალებზე ცერათითები გადაატარა. -რა გჭირს ბოლო დროს? მარიტამ თავი გააქნია. თვითონაც არ იცოდა რის გამო, ფიქრების გასაფანტად, ქეთის ხელების მოსაშორებლად თუ იმის ნიშნად კრინტს არ დავძრავო. ალბათ მაინც სამივე. გოგოს მაჯაშI ჩააფრინდა და ამჯერად წამოიწია, ქეთიც იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო. გალდავას ამილახვრისთვის ხელი არ გაუშვია, ოთახისკენ წავიდა და შავგრემანიც უკან აეკიდა(ან სხვა რა დარჩენოდა). მარიტას ოთახში რომ შევიდნენ გოგომ ხელი გაუსვა და კარადასთან მივიდა, მერე კედელსა და აკრადას შორის დარჩენილი სივრციდან ტილო გამოიღო , მარიტას მიუახლოვდა და შეატრიალა. ამილახვარი გაშეშებული, პირშეღებული, გუგებგაფართოებული იდგა და ნახატს უყურებდა, იმაზე ბევრად შთამბეჭდავი იყო, როგორადაც მარიტამ აღუწერა ჩანაფიქრი. -ასე ვხედავდი ღამის ქალაქს ოპერაციამდე. -ღმერთო ეს შესანიშნავია. - ქეთიმ გოგოს შეხედა- სულ მინდოდა სამყარო შენი თვალით დამენახა, მაშინ სანამ სათვალეს , მერე ლინზებს ატარებდი. ამბობდი რომ მახინჯი იყო, მაგრამ მარიტა ის იდეალური სამყარო, მკვეთრი ფორმებით ბევრად მახინჯია ვიდრე ეს გაბლარული, ფერებარეული, ლაქებად მოკაშკაშე ღამე. მარიტას გაეცინა, ნამუშევარი კედელს მიაყუდა და ქეთის მთელი ძალით ჩაეხუტა. ახლა ის მხოლოდ მოგონებებით ხედავდა ძველ სამაყროს, ვეღარასდროს შეძლებდა თვალები გაეხილა და ის ვარსკვალვებად ქცეული სამაყრო ენახა რომელსაც თვალის ოპერაციამდე ხედავდა. 3 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო, შარშანაც ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი სამყარო თითქოს უფრო და უფრო მეტად შემზარავი ხდებოდა. შემოდგომა, მარტვილის შემდეგ. ჯერ ისევ საშინალდ ცხელოდა თბილისში რომ დაბრუნდნენ. მარიტა ქეთის საწოლზე მოწყვეტით დაეცა და წამით თეთრ თეთრეულში ჩაიკარგა, მერე ტკივილი და სიმძიმე იგრძნო. -შეშლილოო. გაჭირვებით მოიშორა ზედ დაცემული სხეული და მის გევრდით რომ გადაწვა თავი ამილახვრისკენ მიატრიალა. -არასოდეს დავიღლები დასვენებით. -დასვენებით როგორ უნდა დაიღალო. -ჭრელად! ქეთიმ მხარზე ხელი მიჰკრა, მერე მუცელზე გადაგორდა და გოგოს სახეში შეხედა. ცოტახანს გაუნძრევლად იდაყვებზე დაყრდნობილი იწვა და უყურებდა, მერე სახიდან თმა გადაუწია და გოგოს მხარზე აეკრო, მანაც მოუხერხებლად შემოხვია ხელი. -მინდა რომ ზამთარში ბაკურიანში წავიდეთ,შენი აზრით მოვახერხებთ? -რავი რატო ვერა? -არ ვიცი წინათგრძნობა მაქვს ეგეთი. მხრები აიჩეჩა და ქეთის ღაწვზე მიეფერა. გოგომაც ცხვირი მარიტას ყელში ჩამალა და მთელი ძალით ჩაეხუტა. -ამაღამ ხომ დარჩები? -შორენას შენ ეტყვი? -ნუ ბოდავ არ აქვს ქალს პრობლემა, არ გინდა ხო? ნწ, ვისთან მღალატობ? -ბესოსთან. მარიტა დაეტლატა, მერე გვერდებზე მოუღიტინა და ქეთიც აკისკისდა, თან იცინოდა და თან წითურს ეხვეწებოდა შემეშვიო, მაგრამ ქეთის ზემოდან მოქცეული , მის წელზე ფატობრივად მჯდომი მარიტა ისევ და ისევ განაგრძობდა გოგოს წვალებას. ქეთიმ როგორღაც მოახერხა მისთვის ხელები გაეკავებინა და მარიტაც ინერციით დაეცა. ოდნავ რომ წამოიწია ორივენი გაშეშდნენ, ერთმანეთს თვალებში ყურებდნენ და მკერდი ზემოთ-ქვემოთ ისეთი სისწრაფით აუდიოდ_ჩაუდიდოდათ ვინმეს რომ დაენახა იფიქრებნენ მარათონიდან წუთის წინ დაბრუნდენო. მარიტამ უცბად თავი გადააქნია და გოგოს გვერდით მთელი ძალით დაენარცხა საწოლზე. სახე საბანში ჰქონდა ჩარგული და ყრუდ ზმუოდა. -არ მინდა უნი. დავიღალე სწავლით, უცხოეთში გადავალ და ცოლს მოვიყვან. -ვერ ხარ შენ. ქეთი თავზე ძლიერად დააწვა, რაზეც მარიტამ ამოიგმინა და ხელი მოუხერხებლად მოუქნია, თუმცა მაინც მოიშორა გოგოს ხელი თავიდან. -ჩემი სულელი გოგო. -ნუ მეაფერისტები ქალბატონო ქეთი. რა გინდა? -არაფერი. ძალიან მიყვარხარ. -ვერასოდეს წარმოიდგენ მე როგორ მიყვარხარ. ეს თვქა და თავი ისე დადო რომ ქეთისთვის პირდაპირ თვალებში შეეხედა. ორივენი იღიმოდნენ. მარიტა საწოლზე მუცელზე “ეგდო” თავი მარცხენა მხარეს შეეტრიალებინა და ქეთის უყურებდა, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილითო და თავით მოხრილ საწოლისთვის დაყრდნობილ იდაყვს ეყიდებოდა. თბილისი აწმყო. მარიტა მეტროს წინ იდგა და ცალ ფეხს რიტმულად აკაკუნებდა ქვაფენილზე. ცალი ხელი გულზე დაეკრიფა, მეორე მასზე დაეყრდნო და ტელეფონში ინსტაგრამს ათვალიერებდა. მათეს სთორი შეხვდა და გახსნა. ბესოს მაგიდაზე თავჩამოდებულს ეძინა, ცალი ხელი მაგიდაზე დაეყრდნო , მეორე ფოტოში საერთოდ არ ჩანდა. მარიტას გაეცინა, ჯერ ფოტოზე, მერე უფრო მეტად აუტყდა სიცილი, რადგან ბესოს რეაქცია წარმოიდგინა როცა მათეს სთორის ნახავდა. მათემ მშვენივრად იცოდა როგორ უყვარდათ მის დასა და ბესოს ხალხისთვის ბერძნული ან რომელიმე სხვა მითიური ღვთაებების სახელების შერქმევა ამიტომაც წიგნებით გარშემოცულ მძინარე ბესოს ფოტოს თან წარწერაც დაურთო: “აერგიას როგორც მოსალოდნელი იყო სწავლა მოჰბეზრდა და ჩაეძინა” თან სიცილის, პირზე ხელაფარებული სმაილიც არ დავიწყებია. მარიტას უკნიდან მიეპარნენ და წელზე რომ ხელები იგრძნო შიშისგან შეხტა და თან იკივლა. ტეელფონი ხელიდან გაუვარდა და ქვაფენილზე ხმაურით დაეცა. ყველა მას უყურებდა, ის კი უკან შებრუნდა და მაშინვე ბრაზით ამოთქვა. -შე არანორმალურო გული გამისკდა. მხარზე ხელი მიარტყა და ბიჭმაც სახე ვითომ ტკივილისგან დამანჭა, -აუჩ, მეტკინა. მარიტამ ტელეფონი აიღო და ეკრანი გულდასმით შეათვალიერა. მერე ისევ ბიჭს შეხედა. -გადარჩი რომ არ გატყდა. -თორემ? -ახალს გაყიდინებდი რა თქმა უნდა. -გიყიდდი პატარავ რა პრობლემაა. შუბლზე ღიმილით აკოცა და მერე ორივე ხელი თავის გარშემო შემოხვია. მარიტას სიამოვნებისგან ჩაეღიმა და ბიჭს მთელი ძალით მოეხვია. წავივით მოქნილად ასრიალდა მისი მკერდიდან კისერზე და ცხვირი ყელზე გაუხახუნა, მერე იქვე კოცნაც დაუტოვა, რაზეც ირაკლის სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა. - სად წავიდეთ? -სადაც გინდა, თუ გინდა უბრალოდ ვიბოდიალოთ. -კარგი. მომე ხელი. მარიტამ ხელი გაუწოდა და მეტი ეფექტურობისთვის თვალებით ანიშნა ხელი ჩაეკიდა. ირაკლიმ ხელი ჩაკიდა და სიცილით შეხედა. -სხვათაშორის, ქეთი იყო გუშინ ჩემთან. -რაო ქალბატონმა. -ჰეი ის ჩემი მეგობარია წესიერად ისაუბრე..~ თითი დაუქნია და ირაკლიმაც დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია. -ამ უქმეებზე მცხეთაში მიდიან ქეთი მისი შეყვარებული და მათი სამეგობრო, რა თქმა უნდა ბესო და მეც, წამოხვალ? მათეს და ირაკლისაც უთხარიო და... -შენ გინდა რომ წამოვიდე? -რა თქმა უნდა შე იდიოტო! როგორ ფიქრობ რომ არ მინდოდეს საერთოდ გეტყოდი ამის შესახებ? -რა ვიცი. მხრები აიჩეჩა და თავჩახრილმა გახედა. მარიტა შეჩერდა, ირაკლისთვის ხელიც გაეშვა და მოჭუტული თვალებით შეხედა. ირაკლი რამდენიმე ნაბიჯით დაწინაურდა , მაგრამ რომ მიხვდა გალდავა აღარ მიჰყვებოდა მისკენ მიტრიალდა. ირგვლივ ხალხი ირეოდა ისინი კი ერთმანეთის პირისპი იდგნენ. -შენ გგონია...გგონია რომ არ მინდა, რომ რადგან სხვის მიმართაც მაქვს გრძნობები შენი დამალვა მინდა?! ირაკლი თითქმის მთელი წუთი იდგა ჩუმად, თვალები ქვაფენილისთვის გაესწორებინა და ვერ ფიქრობდა რა ეთქვა გოგოსთვის. მარიტა უკვე ტირილის ზღვარზე იყო. -იცი რა დაივიწყე.. -არა მე არ.. -არ გგონია რომ ხალხისთვის არ მინდა შენი გაცნობა? -არა. მე უბრალოდ, არ ვიცი მოულოდნელი იყო. ორი წლის წინ თითქმის ნახევარი წელი ვხვდებოდით და რა? ქეთის და ბესოს გარდა არცერთი მეგობარი გაგიცვნია ჩემთვის, ახლა კი უქმეებზე შენს მეგობრბეთან წამოსვლა შემომთავზე. უბრალოდ მოულოდნელი იყო, როგორც ვთქვი, სულ ესაა და ეს. - იმიტომ რომ მათ გარდა მეგობრები არ მყავდა, არც ახლა მყავს დიდად, უბრალოდ დიდ დროს ვატარებ სანდროს მეგობრებთან(ქეთის შეყვარებულის) -კარგი, წამოვალ. არ გამიბრაზდე კარგი? -არა. მარიტამ თავი გადააქნია და წამში გაჩნდა ბიჭის გვერდით. მხარზე აეკრო და ქვემოდან ახედა, გულში იმეორებდა ნეტავ ახლა შუბლზე მაკოცებდეს, ნეტავ ახლა შუბლზე მაკოცებდესო. ირაკლიც თითქოს ფიქრებს მიუხვდა დაიხარა და აკოცა , მარიტას სიამოვნებისგან ჩაეცინა. -ჩემს აზრებს კითხულობ. -ჰაჰ ეჭვი გეპარებოდა? უი იცი რა? რაღაც გამოფენა ვიპოვე და გინდა წავიდეთ? აპრილის დასაწყისშია გახსნა. -მინდა. დიდხანს სეირნობდნენ და იმ კვირის ამბებს განიხილავდნენ, ირაკლი უყვებოდა მისი პატარა და როგორ არ შორდებოდა და წამდაუწუმ მის სახელს დამახინჯებულად “იალკად” გამოთქვამდა, მარიტა სიცილის დროს პირზე ხელს იფარებდა. სკვერში სკამზე ჩამოსხდნენ. მარიტამ ცალი ფეხი აიკეცა და თითქმის ლოტოსის პოზაში დაჯდა. მერე იდაყვი საზურგეს ჩამოადო და თავი მომუშტულ ხელს ჩამოაყრდნო. ირაკლიც მსგავსად იჯდა. რაღაც მომენტში მარიტას ფეხებზე დასვენებულ გოგოს ხელს ჯერ წაეფერა, მერე ხელში მოიქცია და აღარც გაუშვია. -იცი რა ვიფიქრე. -რა იფიქრე აბა პრინცო. -ჩემთან დარჩები?ისევ მარტო ვარ. -ჰმმმ, შორენა მომკლავს ძან მოვუხშირე გარეთ დარჩენას, თან ხვალისთვის ნახატი მაქვს დასასრულებელი. -უნისთვის? -ხო. განახებ რომ მოვრჩები არ იდარდო. დიდი ვერაფერი მაგ... -იცოდე ვიჩხუბებთ. მარიტა შენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ და შეეშვი იმ ხალხის ნალაპრაკების გამოერებას ვინც კარგად არ გიცნობს. -არც შენ მიცნობ. აღარ. -დამიჯერე გიცნობ. მისკენ გადაიხარა და ტუჩებზე ძალიან უცბად და ნაზად აკოცა. ცერით ხელზე ეფერებოდა და თვალებით უღიმოდა. -შესანიშნავად ხატავ, მართლა. -მინდა რომ რესტავრატორი გავხდე. -მშვენიერი, იდეალური პროფესია იქნება შენთვის. თუ იმოგზაურებ მეც გამიყოლებ ხოლმე ხო? -აჰ რა თქმა უნდა, ჩემი მონა საყვარელი უჩემოდ როგორ გაძლებს. გადაიკისკისა, ხელი გაითვაისუფლა და ორივე სახეზე შემოვია, მერე აიძულა თავი დაეწია და შუბლზე აკოცა. შუბლის ემრე ორივე ლოყასა და ნიკაპზეც, ირაკლი ნასიამოვნები იღიმოდა და ხელებს გოგოს ხელებს ხვევდა. მარიტა კი არა და არ ჩერდებოდა. - სერიოზულად თუ მართლა სადმე გადასვლა მოიწევს წამომყვები? - ქვეყნიერების დასალიერშიც გამოგყვები ბლუმ. - საოცრება ხარ ირაკლი. სერიოზულად ჩემი საოცრება ხარ. - წამოდი სახლამდე მიგაცილებ. -არაა საჭირო. -საჭიროებები არ მადარდებს. შენთან მეტი დროის გატარება მინდა. მინდა ვიცოდე რომ სახლში უსაფრთხოდ მიხვალ, ხომ იცი რამდენი გადარეული დადის ამ ქალაქში. მიდნა დავრწმუდნე რომ ჩემს ცეცხლის ფერიას არაფერი სჭირს. -იუუუუუ, ძან გაურეკე. არა რა ხო იცი მთლად მასეთი რომანწიკა ჩემი არაა. -არ მადარდებს, ჩენს ურთიერთობაში მე ვარ დრამაქვინი და გოგოშკურად რომანწიული როგორც შენ იტყოდი. -ოხ მე ჯელტმენი ვარ? -მმმ, შეიძლება. ცოტათი. ორივემ გადაიხარხარეს. ქარი უბერავდა და შორიდან მოჰქონდა სუსხი და ყინვა, მარტი იყო თუმცა ციოდა და ცაც შავი ღრუბლით იყო დაფარული. ქარი ხეებს არხევდა და ხან ერთ მხარეს ხრიდა, ხანაც მეორე. მარიტა და ირაკლი ხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ჯერ თავისუფლებას, შემდეგ რუსთაველს, პარლამენტს რომ გასცდნენ აუხვიეს და აღმართზე ქოშინით ავიდნენ. -იმის ბრალია მოწევა რომ დაიწყე. -მოკეტე “ მე ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ” ბიჭო. -დიახაც არ დაგავიწყდეს კალათბურთს ვთამაშობ. -მე შენზე უკეთ გამომდის. -გინდა შევეჯიბროთ ცოტა რომ დათბება? -სიამოვნებით მოგსვავდი შენს ადგილზე. ირაკლის გოგოს გულიანობაზე გაეცინა. ადრე უნახავს მარიტას თამაში და ის არც იმდენად კარგი იყო როგორც ახლა გოგო იკვეხნიდა. მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა როდის გამოვიდოდა მზე და ჰაერში თბილი სხივები დატრიალდებოდნენ რომ გოგოსთან ერთად სტადიონზე გასულიყო და 1-1 ზე ერთამაშა. ამასობაში მარიტას სახლთანაც მივიდნენ და გოგო მის პირისპირ დადგა. -მოვედით. -ვიცი. -რაღას უცდი. -ჯულიეტასავით როდის გადმოდგები აივანზე სარკაზმნარევი ტონით უთხრა და ჩაეღიმა. მარიტამ თავი გადააქნია, მერე ბიჭს სახეზე ორივე ხელი შეუცურა და ტუჩებში აკოცა. -არცერთი წამით არ გაბედო ჯანჯღავა და არ დაუშვა იმ აზრის თავში გავლებაც კი რომ მე შენი დამალვა მინდა. არ გთანხმდებოდი რადგან არ მინდა გული გეტკინოს, აი ამდენად მადარდებ. ორივენი ჩუმდებიან, მარიტას ისევ ირაკლის სახეზე აქვს ხელები შემოხვეული და საწყალი სევდიანი სახით უყურებს. შიგნით ყველა ემოციას ერთდროულად გრძნობს, თითქოს ქარბობრბალა სხეულში დატრიალებოდეს და ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით თავისში მოექციოს. ირაკლი დგას და გოგოს სიტყვებს იაზრებს, მერე თავში ფიქრები ერევა. ფიქრები იმაზე რამდენად უყვარს მარიტა, რამდენის დათმობა და გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმიტომ რომ მის გვერდით ცოტახანს მაინც იყოს. ისიც მშვენივრად იცის რომ გოგო ბოლომდე მისი არასოდეს იქნება, მაგრამ სულ არაფერს ისევ ის სჯობს რაც ახლაა. ბოლოს გამბედაობას იკრებს და იმ კითხვას სვამს რაც მარიტას მიერ საიდუმოოს გამხელის დღიდან გონებაში უტრიალებს და ვერ იშორებს. -მან რომ გითხრას მიყვარხარო მასთან წახვალ არა? არც დაფიქრდები. -არა! დავფიქრდები, დავჯდები და ამაზე დაგელაპარაკები, ისე არ მიგატოვებ მიზეზი არ გითხრა, აღარ. ვიცი რამდენად რთულია ეს, მართლა, და ვწუხვარ ირაკლი. შენ იმაზე კარგ პარტნიორს იმსახურებ ვიდრე მე ვარ, იმსახურბე ვინემს ნახევარი კი არა მთელი გულით უყვარდე. -არ მადარდებს მარიტა, არავინ მადარდებს, დაე ვუყვარდე მთელი გულით, ეს შენი ნახევარი გულით სიყვარულზე ძვირფასი არასოდეს იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემიყვარებს, ჩემი თვალები შენს გარდა ვერავის დაინახავენ, ისე არა როგორც შენ გხედავენ. ვიცი რამდენად უაზროდ და საპნის ოპერად ჟღერს , მაგრამ მარიტა იმ დღიდან რაც ერთმანეთს პირველად შევხვდით დღე არ გასულა შენი პროფესორის სიტყვებზე არ მეფიქრა. -იმაზე რომ ჩემნაირი არავინაა? -ხო. -სისულელეა. არავინ არავის ნაირია არაა. ყველანი უნიკალურები ვართ ეგ არის ადამიანად ყოფნის გასაოცრება. -არა შენ განსაკუთრებული ხარ, შეიძლება სხვებისთვის არა ,მაგრამ ზოგისთვის ხარ და ეს ზოგი ადამიანია ის ვინც სულ შენთან ვიქნებით. -ამატირებ ახლა. ცხვირი შეჭმუხნა და კიდვე ერთხელ აკოცა. -მართლა წავედი ახლა. დროებით იკა. -დროებით ბლუმ. მარიტას ისევ გაეცინა. ირაკლი აბრუებდა, რაღაცას მართებდა რის შემდეგაც ავიწყდებდოა ზოგჯერ როგორ მარტოსულად გრძნობდა თავს. ეს ყველაზე მეტად მოსწონდა. მსწონდა როგორ უყურებდა ბიჭი და როგორ ესუაბრებდოა. ისიც თუ რა ძალიან ცდილობდა ჯანჯღავა რომ გალდავაში საკუთარი თავის რწმენა აღედგინა. :ჩემი ძმა და შეყვარებული მომყვას, ქეთიმ მითხრა წამოიყვანე თუ გინდაო/ :როგორც ყოველთვის, რაც მეტი მითუკეთესი. :მოიცა შენ შეყვარებული გყავს? :აჰაა, მყავს და გაგაცნობთ. სანდრო. :აჰ შენ მე გული მატკინე, ჩვენ ხომ ქეთი ერთად გვაწყვულებდა. :ცანცარა ბავშვო მოკეტე. მარიტამ სიცილით მისწერა პასუხი ილიას და სამეცადინოდ მაგიდას მიუჯდა. ............................. ( მათე და ბესო) ბესო უკვე საათის გაღვიძებული იყო და სამზარეულოში ყავის ჭიქით ხელში იჯდა როცა ინსტაგრამი გახსნა და სთორებს გადაყვა. მათეს სთორი რომ გაიხსნა სწორედ მაშინ შემოვიდა რამდენიმე წუთის წინ ნაბანავები ბიჭი. თმა ჯერ ისევ სველი ჰქონდა და წვეთები მაისურზე ეცემოდნენ. -ძან გაშინაურდი შენ! -შენ კიდე გათამამდი გალდავა!როგორ ბედავ ჩემთვის ამის დაძახებას?! ლამის იყვირა და მობილური ბიჭს სახეზე ააფარა. მათემ მხრები აიჩეჩა და კარადასთან ჭიქის გამოსაღებად მივიდა. -როგორც შენ ბედავ ჩემთვის კურუპირას დაძახებას. -აი რას გიზავ როგ იცოდე. ფეხზე წამოფრინდა ბესო, მათე მისკენ მიბრუნდა მობეზრებული , მკაცრი სახით. გულში კარგად ეცინეოდბა ბესოს რეაქციაზე მხოლოდ იმის გამო რომ აერგია დაუძახა. არა და სინამდვილეში ბესო საერთოდ არ იყო ზარმაციდ ა ზუსტად ეს აბრაზებდა ცისფერთვალება ხუჭუჭ ბიჭსაც. -კარგად იცი რომ მაგ ღმერთის მსგავსი არსების არაფერი მაცხია. -რავი მე არ მძინავს წიგნებზე. -შენ პატარა... -ხუმრობაზე ასე რატომ ბრაზდები არ მესმის. -კურუპირა რომ იცოდე რას გიზავ. -რას მიზავ? ხელებით ზურგსუკან დახლს დაეყრდნო და გამომწვევად შეხედა. ბესოს აზრები გაებნა. მათე საოცრად გამოიყურებდოა სველი თმით, შავი ყელმოღეღილი მაისურითა და ფართო ნაჭირს შარვალით. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, რაც წითურს არ გამორჩენია. -ნახავ. გამომცდელად შეხედა მერე ჭიქის ასაღებად დაბრუნდა მაგდიასთან და ისევ მათეს მიუახლოვდა, ამ დროსითვის ბიჭს უკვე მოესწრო ჭიქაში ხსნადი ყავისა და შაქრის ჩაყრა და ცხელი წყლის დასხმა. ბესო დახლებს შორის ჩამოჯდა, ზურგით ერთს მიეყრდნო ფეხებით კი იმას რომელზეც ონკანი იყო დამონტაჟებული. მათეს გაეცინა და მის მოპირდაპირედ ზუსტად ასევე დაჯდა. -რატო ბრაზობ, ეს ხომ ხუმროაბ იყო. თან საყვარლად გეძინა. ბოლოს და ბოლოს ჩემი და ჩემს მძინარე ფოტოებს გიგზავნის. -ეგ სხვაა, მე საყვარელო დემონის სახელს გეძახი. გაბუტულმა ამოიდუდღუნა ბესომ და ყავა მოსვა. ორივენი დადუმდნენ. ოთახსი უცნაური ჰაერი ტრიალებდა. მერე მათემ ჭიქა გვერდზე გადადო. ფეხები მოხარა და ორივე ხელით შემოეხვია , თავი კი მათზე ჩამოდო, თან მზერას არ აშორებდა ბიჭს. -ვიცი რომ არ უნდა გეკითხებოდე ,მაგრამ მაინტერესებს. -რაც გინდა ის მკითხე. ბესომ ხელები გაშალა და გაიცინა , მაგრამ მათეს კითხვაზე სახე შეეცვალა. -სახლში რა ხდება? ბესომ მოუხერხებლად შემოდგა ზურგსუკან დახლზე ჭიქა და ხელები უხალისოდ დაუშვა. მერე ფეხები ლოტოსის პოზაში მოხარა და თავი ჩაღუნა. -დაბრუნდა. -რა?! ისტერიულად იკითხა და გაოცებისგან პირი დააღო. -ხო, დაბრუდნა. დედაჩემმა გააგდო ,მაგრამ იმ დროს რომ დაბრუნდეს როცა არცერთი ვიქნებით სახლში და თამთა იყოს?! -დამშვიდდი კარგი, ასე არ მოხდება. ბოლოს და ბოლოს რაღაც კანონი ხომ არსებობს უჩივლეთ. - არ ვიცი ეგ უფრო თამტას და დედას გადასაწყვეტია. ფსიქოლოგთან გვყვავდა, მაგრამ ჯერ არაფერი,ისევ ჩუმადაა და ოთახშია გამოკეტილი. -მოდი აქ. მათემ ხელფეხი გაშალა, მაგრამ ბესომ უარის ნიშნად თავი გადააქნია. მათემ თავი დაუქნია და თბილად გაუღიმა. ბესოც მისკენ გაჩოცდა , ფეხები მის ფეხებს გადაადო და ჩაეხუტა. რამდნეიმე ხანს ასე იყვნენ. მერე ბესო ოდნავ მოშორდა. -არ უთხრა მარიტას რა, ინერვიულებს. -სულელი ხარ, არ შეიძლება ყვეალს თავს უდარდელ მხიარულ ბიჭად აჩვენებდე. -შეიძლება. არ არის აუცილებელი ყველას მოვახვიო პრობლემები თავზე. თან შენ ხომ იცი რომ მთლად უდარდელიც არ ვარ. გაუცინა და ისნტიქტურად ჯერ ისევ მათეს კისერზე შემოხუვეული ხელით ბიჭის რიჟა კულულებს გაეთამაშა. ორივეს ერთდროულად აერიათ მზერა, ორივემ ერთდოულად გააცნობიერა როგორი დამუხტული იყო ჰაერი, რა პოზაში ისხდნენ, როგორ ახლოს და თან რამდენად დაახლოვნდნენ ბოლო პერიოდში. მათეს მზერა წამით გაექცა ცისფერი თვალებიდან ბესოს მოვარდისფრო-მოწითალო ტუჩებისკენ და ავალიანს ამის შემჩნევა არ გასჭირვებია. ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, და ვერც იაზრებდნენ ისე იხრებოდნე ერთმანეთისკენ უფრო და უფრო მეტად. გალდავამ ცალი ხელი ლოყაზე შემოხვია მეორე მხარზე გადაადო და მოუთმენლად აკოცა ბესოს. ამდენი თვის შემდეგ როგორც იქნა რაღაცის გაკეთება გაბედა. მერე რა რომ ჯერ ნიადაგის შემზადება უნოდა, ახლა მოთმინების ყველა ძაფი გაწყვეტოდა და საერთოდ არ ჰქონდა იმის უანრი ეფიქრა რა რეაქციები შეიძლება ჰქონოდა ბესოს ამ კოცნისას. ისიც კი არ იცოდა ვინმე მოსწონდა თუ არა, მარიტა დაჰპირდა გავარკვევო, მაგრამ მათეს ამდენი მოთმინება უკვე არარ შერჩენოდა. ახლა კი იატაკზე დახლებს შორის იჯდა , ბიჭი კი რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული მოსწონდა მის წინ, ფეხები მის ფეხებზე გადაედო და ბედავდა იმდენად სიმპატიური ყოფილიყო რომ მათე ჭკუიდან გადაეყვანა. არაფერზე უფიქირა, არცერთი წამით და სწორედ ამიტომ გააკთა ის რაც გააკეთა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.