ცხოვრება აჭარაში - თავი 1-ლი
-ჭო, აი ჩუსტები რომ დიგიყრია აგზე, ახიკე და დააწყე მის ადგილზე - დაუცახცახა გულიკომ ზურიკოს, მის შვილიშვილის და ბურდღუნით გააგრძელა გზა - გამოგზავნიან ამ ბაღნებს და ვითომ აფერი, რაცხა ხომდა ასწავლო. გულიკო მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. უკვე 70 წელს მიკაკუნებულს 8 შვილი გამოეზარდა და ახლა ქალაქიდან ამოსულ შვილიშვილს უვლიდა, რომელსაც თავი ჭადრის ხისთვის შეეფარებინა, ხოლო “ჩუსტები” კიბის ძირში, გამოსასვლელთან მიეყარა. აჭარა ძალიან ლამაზი კუთზეა, რომელსაც ზღვაცა და მთაც ერთნაირი სინარნარითა და სიფიცხით გააჩნია. ჩვენთან ცხოვრება დილის 6 საათზე იწყებ, თუ საქონელი გყავს, რა თქმა უნდა, დილით უნდა ადგე, რათა ყვრლა საქმე, რაც 9 საათამდე მოსასწრებია, მოესწროს. ასე ხდებოდა ადრეც, ასე ხდება ახლაც. რასაკვირველია, გამარტივდა ცხოვრება, ბოსელში შუქი და სამზარეულოში ცხელი წყალია, მაგრამ მაინც მძიმე სამუშაოს წინაშე დგას ხალხი. ასეთი ცხოვრება განვლო ჩვენმა მთავარმა გმირმა. მძიმე, ჯაფით სავსე, დამღლელი, მაგრამ იმოდენა მოგონებებით დახუნძლული, მე და თქვენ დანტაზიის უმაღლეს მწვერვალშიც რომ ვერ წარმოვიდგენთ. ჭადრის ხეზე შემომჯდარი ზურიკო სწორედ ამაზე ფიქრობდა. მომავლის გეგმებს აწყობდა და კიბის ძირში მიყრილი ჩუსტების მილაგებას აპირებდა. ***** საღამოპირს, აგრილებულჟამს, ისევ იმ ცნობილი კიბის ძირში ისხდნენ ნაოჭებმომრავლებული ბებია და ლოყებაღაჟღაჟებული შვილიშვილი. -ბები, ასე რომ დაიღალე ახლა, მთელი დღეა საქმობ, არ დამჯდარხარ, მე დავაბავ ძროხებზ, შენ დაისვენე - დამსკდარ, გაუხეშებულ ხელებზე მიეფერა ბიჭი. -ბებიავ, ზოგჯერ იმფერი დაღლილი ამოვდოდი ყანიდან, რამის თავი არ მქონდა, ჰამა ქალი ვიყავ და გემეკეთებიადა. იქით კაცი მიცდიდა, აქით ბაღნები, ზეიდან დედამთილი დამდგომოდა თავზე მაკონტროლება, გოია ახალმოსული გენილი ვყოფილიყავ. სიკვდილამდე ასე, ქორივით იცოდა თავდა წამოდგომა, ვითომ მისმა გოგვებმა რამე ჩემზე მეტი იცოდენ. არა, განა ჩემ მულებ ვამტყუნებ? ოქროსავით იყვენ! ჰამა, აი ნუსუბეთი მაინც ჩემსას ხედავდა. ჰამა რას ვიტყოდი? რაფერ მეთქვა სიტყვა, ხომ შემეირტყამდა თავზე ხელებს და მორთავდა ყიამეთს. ეჰ, ცხოვრებაში იმფერი წვალებები გიდიმიტანია, ყველაფერი რომ მოგიყვე, შეგეცოდები. მარა არ არი ადვილი გასახსენებელი, ჩემი ბაღნობა და გოგვობა ქალობას რომ შევწირე, ახლა იმიზე ვერ ვდგამ ნაბიჯებს სწორად. ადე ახლა, მიაწყე ე მიყრილი ჯორკვიები და წამყე, ხბიები დავამწრიოთ. - ნელი, დაღლილი ნაბიჯებით მიუყვებოდა ეზოს შუაგულისკენ მიმავალ გზას და თითქოს წელში უფრო იხრებოდა, იმ წარსულის გახსენების შემდეგ, რომელმაც ამდენი შვილი, შვილიშვილი და ატკიებული გული დაუტოვა.” მაინც, რამდენი რამის გადატანა უწევს ადამიანს იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც სხვას სწირავს ისევ სხვისივე გადაწყვეტილებებით. ******* გამარჯობა. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველოდები უკუკავშირს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.