შენ აგირჩიე! (ნაწილი 4)
გათენება აცადეთ ამ დღეს და მერე დარეკეთ თქო ვფიქრობდი და გულში ვლანძღავდი დამრეკავს და შეთავსებით გამღვიძებელს, დავხედე ტელეფონს და სახელის წაკითხვაზე გამეღიმა. -დილამშვიდობისა მილა-დაბოხებოდა ხმა, ეტყობოდა ისიც ახლახანს გაღვიძებულიყო. -დილამშვიდობისა, მაგრამ არ მგონია ამ ბნელში ჯერ დილა იყოს, მშვიდობა გაქვს? -შენი ხმა რომ მესმის როგორ შეიძლება არ მქონდეს მშვიდობა. -ისევ შენი ფლირტი-გამეცინა-მართლა რამოხდა? -რა აზრის ხარ დღეს რომ შევხვდეთ?-ისეთი ხმა ჰქონდა, ვიფიქრე ყურმილის მეორე მხარეს ხვეწნით ყელი გამოიბდღნა თქო. -ცუდ აზრზე ნამდვილად არ ვარ-გამეცინა -ჰო, თუ კი გაქვს დრო და სურვილი, არ ჩამითვალო, რომ რაღაცას გაძალებ. -რომელზე? -2ზე მოგაკითხავ. -კარგი, დროებით მაშინ. უცნაური შეგრძნება მქონდა, 24 წლის ასაკში არ მეგონა ვინმეს ნახვა ესე თუ იმოქმედებდა ჩემზე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს 16 წლის პატარა მილა ვიყავი და მამაკაციც პირველად უნდა მენახა. აბაზანიდან გამოსულმა ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე, არც ძალიან გამოსასვლეი მინდოდა, მაგრამ არც უბრალო, მაინც ადამიანი პირველად უნდა მენახა, მერე უეცრად გავიფიქრე, გუშინ მნახა ხომ, რაღა უნდა გაუკვირდეს, პირველად ხომარ მხედავს თქო. კლასიკურ შარვალზე და ლურჯ პერანგზე შევაჩერე არჩევანი. უკვე სრულიად მზად ვიყავი, როცა ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება „ჩამოდი მოვედი“ მუცელში ისევ გაიფრინა უიმედოდ დარჩენილმა პეპელამ, რომელიც მართლაც ბოლო იმედს ებღაუჭებოდა ადეკვატურობისა, სახლში რატომღაც იმ დღეს არ დავიბარე სადაც მივდიოდი და ალბათ ეგ იყო შეცდომა. ქვემოთ ჩასულს, ავტომობილს მიყრდნობილი აჩი დავინახე, აურა სასწაულად ცივი და შემაშფოთებელი ჰქონდა, თუმცა გამეცინა იმაზე, რომ ემჩნეოდა ნერვიულობა, სიგარეტს ეწეოდა და მეორე ხელში სხვა მოკიდებული სიგარეტი ეჭირა. -ხელს დაიწვავ ეგრე-გავიწიე და თითქმის ჩამწვარი სიგარეტი გამოვართვი და გადავაგდე. -ვერც კი შეგამჩნიე, მაპატიე-დაბნეულად მოტრიალდა, სათვალეები მოიხსნა და ხელი გამომიწოდა-აჩი ვარშანიძე. -მილა მიქელაძე-გამეცინა ამ ჟესტზე. ვაკვირდებოდი ჩემს წინ მდგარ, ჩემზე მაღალ მამაკაცს და მივხვდი, რომ სრულიად მფარავდა. -დღეს ჩემს დღის გეგმას მივყვებით, იმედია წინააღმდეგი არ ხარ. -მაგ იდეით მოვდიოდი მეც-გამეცინა. კარები გამიღო და მეც დავჯექი მანქანაში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ესეთი წესი მქონდა იმ თავიდან მოყოლებული, თუ კი ბიჭი ნახვის შემდეგ ამბობს, რომ რაღაც საქმე აქვს და დიდი დრო არ აქვს, ან თითქოს სადღაც უნდა გაიაროთ, ვამბობდი, რომ ამ ბიჭს არ მოვწონვარ თქო, თავი გამოყავდა ან რაღაც მსგავსი. და აი ჰოი საოცრებავ... -მილა, ავტოსადგურთან გავიდეთ ჯერ, 5 წუთიანი საქმე მაქვს-გამომხედა. -კარგი. გონებაში სიცილი ამივარდა და ვფიქრობდი რომელ კედელს შევასკდე ან სად გადავხტე ამ მანქანიდან თქო, ფიქრებში უკვე იქეთ წავედი, რომ იქ მისულს სხვა საქმე გამოუჩნდებოდა და წასვლას მოიმიზეზებდა. „კი მაგრამ, გუშინაც ხომ დამინახა, თან არც ისე კარგ მდგომარეობაში“ თავს ვეკითხებოდი „დავიჯერო საერთოდ ვერ დამინახა?“ უკვე მეცინებოდა საკუთარ თავზე და უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაველოდე. ავტოსადგურთან მისულებმა მომიბოდიშა და მანქანიდან გადავიდა, მიუახლოვდა მეორე მანქანას, ბოლომდე არც დამჯდარა, რაღაცას ეძებს თქო ვიფიქრე, 30 წამიც არ იქნებოდა გასული, რომ დაკეტა ის მანქანა და ჩემკენ წამოვიდა, დაჯდა და უკვე თითქოს სხვა ხასიათზე იყო. -მეგონა საფულე დავკარგე თქო-გაეცინა. -გასაგებია-გამეცინა-დღის ბოლოს გამახსენე, რაღაცას გეტყვი. -კარგი-იმედია დიდხანს არ გალოდინე, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს შიგნით შენახული. -ყველაფერი რიგზეა. -ეხლა ყავა დავლიოთ, წინ მინდა დამიჯდე რომ დაგინახო ლამაზად, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ან კისერს ვიტკენ, ან კიდე რამეს შევასკდებით-გაიცინა და გადმომხედა ღიმილით. -აი ეგ იდეა მომწონს-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-ყავის დალევა ვიგულისხმე. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, დამაყრუებელი სიჩუმე იყო და ვოცნებობდი, რომ დროულად მივსულიყავით, თანაც საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი, ასე პატარა ბავშვივით რატომ მომწოლოდა ეს ემოციები და ფიქრები. „ნეოკაში“ მივედით და გაარტყა ალბათ თქო ვიფიქრე, მერე ისევ სისხლის ჯგუფი გამახსენდა და ეგეც გაიგო ალბათ, რომ აქ მიყვარს ყოფნა თქო. -ერთი კაპუჩინო და ერთი ხილის ჩაი, 2 ბრაუნი -მოსულ მიმტანს უთხრა უჩამ და გამომხედა კმაყოფილმა-ახლა კიდე შენ მომიყევი რამე, რაც არ ვიცი-უკვე სრულიად დამშვიდებულმა მკითხა. -ალბათ ის არ გეცოდინება დღეში რამდენი საათი მძინავს-გავიცინე. -მთლად მაგდენი არ მიძებნია, ნუ გეშინია, მისმინე-ცოტა დაძაბულობა შეეტყო ხმაში-რაღაც უნდა მოგიყვე. -გისმენ აბა. -წინა ღამით რაღაც მოვიკითხე და მინდოდა შენთვის მეთქვა-არასახარბიელოდ ჩაეცინა-მოკლედ, ეხლა მე პატარა ბიჭი არ ვარ და არც მასხარა ვარ, მომწონხარ და ალბათ ცოტა მეტიც, არც კი ვიცი სიმართლე რომ გითხრა, წლებია ეს ემოციები არ მქონია გულსა და გონებაში-დამიჯერებთ რომ გითხრათ ასე მალე ამას არ ველოდი თქო?-მაგრამ როგორც მე ვგრძნობ, შენ ეს შეძელი და ახლა იმას ვგრძნობ,რაც ალბათ ბოლოს 5 წლის წინ ვგრძნობდი. -თქვენი ყავა-მიმტანმა გააწყვეტინა. -მადლობა. წასულ მიმტანს თვალი გააყოლა და ისევ მე მომიბრუნდა. -არ დაგიმალავ არაფერს კარგი? შენ კიდევ, მინდა სწორად გაიგო ყველაფერი. -ესე მგონია ვიძაბები-არ დამიმალავს მისთვის ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი. -მე 2 და 3 დღის წინ არ მინახავხარ სოციალურ ქსელში, იმ ქორწილში დაგინახე პირველად, სადაც იმ ფოტოში იყავი მამაშენთან და ბიძაშვილებთან ერთად, ფოტო რომ გამოგიგზავნე. შემოსვლისთანავე დაგინახე და მერე ვკითხე ბიჭებს შენზე, მითხრეს შეყვარებული ყავსო, მაგრამ მართლა არანაერი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ ინფორმაციას ჩემთვის, ეგ ვერც შენს თავს გადამაწონებდა და ვერაფერი, სახელი გვარი რომ მოვიკითხე და გნახე სოციალურ სივრცეში, მართლა ვიფიქრე, რომ უნდა მყოლოდი გვერდით, იმ დღის მერე ყოველ დღე გაკვირდებოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო შენს ცხოვრებაში ვიცოდი, ბოროტი არ ვარ და არ ვიტყვი, რომ დაგაშორებდი და რაღაც თქო, აბსურდია, უბრალოდ ვიცოდი, რომ თუ კი მე ესე მომეწონე, ღმერთი არ გამწირავდა და მისი არ იქნებოდი. -2 წელზე მეტია?-შეშფოთებულმა უეცრად ვკითხე. -2 წელი და 5 თვე გავიდა მას მერე, რაც პირველად დაგინახე-დაბნეულად გადაისვა თავზე ხელი და გაიცინა-დაშორება რომ გავიგე, მიზეზი მოვიკითხე , ამას არ შევეხები, ეს მართლა არაა ჩემი საქმე, პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ თბილისში ჩავედი და ვნახე ის ადამიანი და უბრალოდ მშვიდად გავაფრთხილე, რომ მეტი არ გამოჩენილიყო შენს ცხოვრებაში, რომ უბრალოდ არ ვაპატიებდი და მიხარია, რომ მან ეს ყველაფერი გაიგო და გაიაზრა. -რა ქენი?-მეგონა ზღაპრებს ყვებოდა, იმდენად დაუჯერებელი იყო მისი საუბარი. -პრობლემა თავიდანვე გადავჭარი-ისევ გაეღიმა. -და სხვები? -არა, მთლად ეგეთი ფსიქოპატი არ ვარ, ჩემს გამოჩენამდე თუ ვინმე იქნებოდა გაუყვებოდა გზას, ოღონდ როგორც ვიცით კანონიერად-ყავა მოსვა და დამაკვირდა-მერე ჩამოვყალიბდი იმ მომენტამდე, რომ უკვე მოიწერებოდა და გაიცნობოდა ჩემი თავი შენთვის. -მგონია რაღაც წარმოუდგენელს საუბრობ. -ჰო, მესმის შენი-სივრცეს გახედა და მერე მომიბრუნდა-მილა... საქმე იმაშია რომ, ეს ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. -კიდევ რამე გააკეთე?-უკვე შეშინებულმა ვკითხე. -მშვიდად მომისმინე, კარგი?-შევნიშნე, რომ ჩემს მაგიდაზე დადებული მარცხენა ხელისკენ აპირებდა ხელის წამოღებას რომ ჩაეკიდა და უეცრად გაჩერდა, მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-რომ მოგწერე, იმ დღეს სახლში ვუთხარი მამაჩემს, საუბარში და ცოლის მოყვანაზე ხუმრობაში, ვუთხარი მალე მოვიყვან მეთქი და კოტეს სახელი ვახსენე, მისი შვილი მომწონს თქო. -რა უთხარი?-გაბრაზდი იმ მომენტში, თუ გავოცდი არ ვიცი, გაურკვეველი იყო ჩემთვის თავიდან ბოლომდე ყველაფერი. -დამასრულებინე გთხოვ, როგორც აღმოჩნდა, ბაბუაშენის ბაბუა და დედაჩემის ბებია ბიძაშვილები არიან, არ ვიცი რომელი თაობის მაგრამ, გაირკვა რომ არა სუფთა, მაგრამ მაინც ვართ ნათესავები. -ეგ როგორ? ნათესავები ვართ?-დაბნეულობისგან აღმომხდა. -მე რომ მკითხო არ ვართ, მე შენზე არ მსმენია რამე, შენ ჩემზე. -უჩა, ძაან დაბნეული ვარ-ლამის ყბა ამიკანკალდა იმდენად გაუგებარი იყო ყველაფერი ჩემთვის. 2 წელიწად-ნახევარი მიცნობს, თბილისში ჩააკითხა ჩემს ყოფილს, ნათესაები ვართ, ამ სამ ახალად მოწოდებულ ინფორმაციას ატრიალებდა ჩემი თავი. -დაბნეულობისთვის არ მომიყოლია ეს ყველაფერი. -ეგ არ მამშვიდებს. -სიმართლე რომ გითრა, ეს არაა ის რაც უნდა მეთქვა, მთავარი საერთოდ სხვა რამაა. -უჩა, ასე მგონია, ჩემი გონება და გული ამ ჯერზე მეტს ვეღარ აიტანს. -ცოტა შეგაშინე ხომ?-გაიცინა და ამჯერად ხელის ჩაკიდვა დააპირა, მაგრამ მე გავიწიე ინსტინქტურად-მაპატიე. -გისმენ, რა არის მთავარი რაც უნდა გეთქვა? -მთელი ბათუმის და არამარტო ბათუმის გადაკიდვა რომ მომიწიოს, არ დაგთმობ და იცოდე! ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს და ვხედავდი, რომ წამითაც კი არ ხუმრობდა. ------- თქვენთვის ყველაფრის გაზიარებით ასე მგონია ცოტა გულს მეშვება... ჩემს ნაწილაკს გიზიარებთ! ველი კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.