შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე (ნაწილი მეშვიდე +18)


2-07-2024, 07:12
ავტორი Ninne
ნანახია 2 138

საოცარი გრძნობაა მოლოდინი. უფრო სწორად, თავად არ ვიცით გრძნობაა, თუ განცდა. როდესაც რაღაცას ელი, მოლოდინთან ერთად განიცდი კიდეც. ჰოდა, ალბათ, ორივეა. მნიშვნელობა არ აქვს, ცუდ ამბავს ელი თუ - კარგს, ძვირფას ადამიანს, თუ - საძულველს.
სანამ ლიფტი ჩავიდოდა დაბლა, სული დაელია ქეთას. უდაბნოში დანახული ოაზისივით იყო ქეთასთვის დათას მანქანის დანახვა. გული ისე გამალებით მუშაობდა, თითქოს გეგმა ჰქონდა გადაჭარბებით შესასრულებელი. სულ დაავიწყდა, ნაწყენი რომ იყო. ბედნიერი სახით ჩაჯდა მანქანაში და ჩაეხუტა. თუმცა, უცებ მოშორდა. დათას მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა.
- ეს რა არის? იტკინე? რა მოხდა? გტკივა? - შეშფოთებულმა დააყარა შეკითხვები.
- ისეთი არაფერია. გამივლის. შენ როგორ ხარ? - ფართოდ გაუღიმა დათამ.
- მე კარგად ვარ, მაგრამ შენ რა გჭირს? რამეს მიმალავ? - დაეჭვებულმა შეხედა.
- გამივლისმეთქი, ხომ გითხარი? ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ შენი ნახვა მინდოდა. წამოდი, ცოტა გავიაროთ. არ გშია?
- კაი, გავიაროთ. - უხალისოდ დაეთანხმა ქეთა.
ეგონა დათასთან წავიდოდნენ, მაგრამ კრახი განიცადა მისმა გეგმამ. რა ექნა? ენატრებოდა დათა. მისი ჩახუტება, მისი მოფერება. ნეტავ დათას არ ენატრება? რომ ენატებოდეს, ყავის დასალევად კი არ წაიყვანდა. ალბათ, მის ვერცერთ ქალს ვერ გაუწევს კონკურენციას. მხოლოდ სილამაზე ხომ არაა? თავისი თავის ფასი ქეთამ კარგად იცის. ძალიან ლამაზია. სხეულიც უნაკლო აქვს. ამ ბოლო დროს ძალიან გახდა, მაგრამ მაინც. ყველა ქალს ხომ არ აქვს შავი თმა და ლურჯი თვალები? მაგრამ მხოლოდ გარეგნობა ხომ არაა? კაცებს გამოცდილი ქალები მოწონთ. ქეთა კი... პირველივე სექსის შემდეგ ლამის მოკვდა. მეტჯერ აღარც მოუნდომებია დათას. მას შემდეგ მანქანაში ხვდებიან ერთმანეთს, ძველი ნაცნობებივით.
- რაზე ჩაფიქრდი? - დუმილი დაარღვია დათამ.
- არაფერზე - დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა ქეთა.
- აბა რატომ გაქვს ასეთი სევდიანი სახე?
- არ ვიცი, ალბათ დავიღალე. - მოატყუა ისევ. თან შეხვეული ხელისკენ გაურბოდა მზერა.
ბოსტნეულის სალათი შეუკვეთა დათამ ორივესთვის.
- ქეთ, მინდა, რომ მაგ სამსახურიდან წამოხვიდე. რატი ხომ გახსოვვს, ჩემი მეგობარი? ელექტრო ტექნიკა შემოაქვს და საკმაოდ დიდი ქსელი აქვს. დროებით სათაო ოფისში იქნები მასთან, სანამ მე და ზაზა ფილეალებს დავამატებთ. მერე ჩემთან გადმოგიყვან. არ მინდა, რომ იმ სირთან იყო ერთ სივრცეში. ეგ ეგრე მარტივად არ შეგეშვება. ამიტომაც, ასე აჯობებს და უარი არ მითხრა.
- ქეთამ კარგა ხანს აპროტესტა. ბოლოს უგემურად დათანხმდა.
საუბარი ვეღარ ააწყეს. დათა თავს არიდებდა შეკითხვებს. ქეთამ შეამჩნია, რომ დათას წამოდგომაც გაუჭირდა. - რაღაცნაირად დაემანჭა სახე. სთხოვა, დაღლილი ვარ და სახლში წამიყვანო. სიტყვა არ დასცდენია დათას, ან ცოტა ხანს გავჩერდეთო, ან ჩემთან წამოდიო. უხმოდ მიიყვანა სახლამდე.
უკვე დაბნელებულიყო. ტბასავით მოკრიალებული ციდან რაღაცნაირი სევდით დასცქეროდა მთვარე ლამპიონით განათებულ ქუჩას. თითქოს ფუნქცია წაართვა ლამპიონმა. მანქანების გუგუნი ჯერ არ მიმწყდარიყო. ცენტრალურ ქუჩაზე ხალხი სეირნობდა. გვიან გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა. ქალის გაბრაზებული ყვირილი ისმოდა, - ბავშვს უხმობდა სახლში. მეზობლების გაღებული ფანჯრებიდან ტელევიზორის ხმები გამოდიოდა. ხეებს საფუძვლიანად დაეფარათ სიშიშვლე ფართო ფოთლებით, რომლებსაც სიცხით შეწუხებულნი მარაოსავით ინიავებდნენ. დათამ ბნელ ჩიხში შეაყენა მანქანა.
- ახლა რომ არ გაკოცო, მოვკვდები! - მოწყურებული დაეწაფა. დიდხანს კოცნიდა, მომთხოვნად, თითქოს ხაზს უსვამდა, რომ ქეთა მხოლოდ მისი იყო. ჩარკვიანს წამიერად დავიწყებოდა წყენა და მთელს თავის ოსტატობას აქსოვდა ამ კოცნაში.
- გავჩერდეთ, თორემ გადავიფიქრებ და სახლში წაგიყვან. - ისეთი ხმით უთხრა, ქეთას ლამის კანკალი აუვარდა. არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, მაგრამ დათა გაჩერდა. ყვრიმალზე აკოცა და დაემშვიდობა.
მეორე დღეს, ქეთამ ჯერ მანჩოს მოახსენა გადაწყვეტილების შესახებ, მერე უფროსთან შევიდა განცხადებით.
- გასაგებია. წასვლით წახვალ, მაგრამ 2 კვირა მაინც მოგიწევს მუშაობა, სანამ შენს შემცვლელს ვნახავთ. ასე წერია სამუშაო კონტრაქტშიც. - აცნობა ღიპიან-ულვაშიანმა უფროსმა ვახტანგ მექვაბიშვილმა. განცხადებაზე ხელი მოუწერა და კადრების განყოფილებაში გადაამისამართა პირველ სართულზე. ქეთა ლიფტიდან გამოვიდა და გრძელ დერეფანს გაუყვა.
- საით მიბრძანდება პრინცესა? - ჩაესმა გესლიანი ხმა. ტვინმა უცებ აღიდგინა ნიკას უსაძაგლესი სისინი.
ქეთამ გადაწყვიტა, პასუხი არ გაეცა, მაგამ ნიკა წამოეწია და მკლავში ჩაავლო ხელი:
- რაო, აბა? როგორ გყავს რომეო? გამოჯანმრთელდა? კარგად მოუარე? ეს ლექსი იყო. შემდეგში პოემა იქნება. - და ისე სწრაფად გაეცალა, ქეთას ტვინმა რამდენიმე წამის დაგვიანებით აღიქვა ნათქვამი.
საღამომდე ვერ მოითმენდა. ისევ მექვაბიშვილთან აირბინა და გაშვება სთხოვა. ვახტანგმა ცოტა იბუზღუნა, მერე ცოცხივით ულვაშებზე მოწყალედ ჩამოისვა ხელი და დათანხმდა.
გიჟივით გამოვარდა ჩარკვიანი გარეთ. პირველივე ტაქსი გააჩერა და მისამართი დაახლოებით უკარნახა. თან გამწარებული რეკავდა დათასთან. ეს უკანასკნელი არ პასუხობდა ტელეფონზე. სადარბაზოსთან მივიდა. კოდი ახსოვდა. გიჟივით შევარდა სადარბაზოში. ლიფტს არ დაელოდა, ისე აირბინა კიბეები და კარზე ზარის რეკვა და ბრახუნი ერთდროულად ატეხა. ნახევრად მძინარე დათამ გაუღო კარი. მკერდთან ახლოს გრძლად ჰქონდა დაკრული სამედიცინო ლეიკოპლასტირი.
- ეს რა არის, ჰა? - შეჰკივლა ქეთამ. - რატომ არ მითხარი არაფერი? რა დაგიშავა იმ არაადამიანმა? როგორ დამიმალე? - ერთიანად ცახცახებდა. ფერი დაკარგა, ტუჩები გაულურჯდა, თვალები დაუბნელდა. დათამ ძლივს მოასწრო დაჭერა. ფრთხილად დააწვინა დივანზე და დაელოდა, სანამ დამშვიდდებოდა. ლიმონიანი წყალი მოუტანა, თავი წამოაწევინა და დაალევინა. კაი ხანს ტიროდა ქეთა. ბოლოს ნელნელა დამშვიდდა.
- რა მოხდა, არ მეტყვი? ვინმე დაგახვედრა?
- ჰო, შაბათს გვიან დავბრუნდი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდნენ. ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთს დანა ჰქონდა და ცოტა გამკენწლეს. ისეთი არაფერია. თავადაც კარგად მოხვდათ! - მშვიდად ლაპარაკობდა დათა. – 3 ნაკერი დამადეს. უკვე მირჩება. შენ არ ინერვიულო.
- ამიტომ არ ჩანდი? მე კი ვიფიქრე...
- რა იფიქრე, რომ მოვტყდი? - ისეთი სასიამოვნო ხმით გაიცინა, ჟრუანტელმა დაუარა ქეთას.
წამოდგა დივანიდან, წინ დაუდგა და თამამად ჩახედა თვალებში.
- მომენატრე! - ამ ერთი სიტყვით უთხრა ყველაფერი.
- მეც მენატრებოდი! სიგიჟემდე! - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა დათამ. - ახლა აღარ გაგიშვებ.
ქეთას გონება დაებინდა. მისი სხეული იმახსოვრებდა ყველაფერს. დათას კოცნას, მის მომთხოვნ ხელებს - თამამად რომ დასეირნობდნენ მისი სხეულის ყველა კუჭულში, დათას ენას ყველაზე სენსიტიურ ადგილზე, დათას სხეულის ნაწილს მის სხეულში, დათას ტუჩებს მის სახეზე, ტუჩებზე, ყელზე, მკერდზე... საკუთარი კვნესა შორიდან ჩაესმოდა თითქოს; ეგლისებოდა დათას სხეულს და ამით უფრო აგიჟებდა. სადღაც, მისი ქვეცნობიერი გრძნობდა, რომ გამოუცდელის კვალობაზე იდეალურად გამოსდიოდა ყველაფერი. თავადაც ცდილობდა, მოძრაობაში აჰყოლოდა, მის კოცნას კოცნით პასუხობდა. მის მხრებს ეტანებიდა საკოცნელად. ტუჩზე კბენდა და ამით განუსაზღვრელ სიამოვნებას იღებდა, თუმცა, პიკისკენ რაც მოხდა... ვერ წარმოედგინა ასეთი სიამოვნებაც თუ არსებობდა. სხეული აღარ დაემორჩილა, ერთიანად მოეშვა, კივილი აღმოხდა მისდაუნებურად... შიგნით რაღაც ფეთქავდა და ზეაღმატებული სიამოვნების იმპულსს აწვდივა მთელს სხეულს. მერე დათას ფეთქვაც იგრძნო. სასიამოვნო სიმძიმედ დააწვა მეტრეველის სხეული, რომლის ნაწილს ჯერ კიდევ გრძნობდა შიგნით.
დათამ მძიმედ აკოცა და გვერდზე გადაწვა. კაი ხანს იწვნენ ჩუმად. ქეთას სხეული სასიამოვნოდ უბჟუოდა. ,, აი, თურმე რაზე გიჟდება მანჩო“ - გაეღიმა მისდაუნებურად. დაუოკებელმა სურვილმა მოუარა, თავადაც ისე ესიამოვნებინა დათასთვის, როგორც წეღან - დათამ. მაგრამ მაინც სირცხვილმა დარია ხელი. ჯერ ვერ ბედავდა.
ლალის მიწერა, მანჩოსთან ვრჩებიო. მანჩო გააფრთხილა.
„ამჯერად მართლა მომიყვები“ სწერდა მანჩო და უამრავ სიცილის ემოჯს უგზავნიდა.
ალბათ ყველაზე სასიამოვნო დღე და ღამე იყო ქეთას ცხოვრებაში. ვერ წარმოედგინა, მეტრეველი ასეთი თუ იქნებოდა. როდესაც აბაზანიდან გამოვიდა, ისეთი თვალებით უტყურებდა დათა, აბაზანის ხალათში გახვეულმაც თავი სრულიად შიშვლად იგრძნო. წელსზემოთ შიშველი იჯდა დათა საზოლის კიდეზე. მხოლოდ შორტი ეცვა. ქეთა მიუახლოვდა.
- ნეტავ ეს დღე არასოდეს დამთავრდეს! - ზემოდან დახედა.
- ეს დღე დამთავრდება, მაგრამ უკეთესები გვექნება. - ხალათი შეუხსნა დათამ და შიშველ სხეულზე მიეხუტა. - ნეტავ ადრე მემოქმედა. ადრევე გამხდარიყავი ჩემი, თუმცა, ახლაც ბედნიერი ვარ.
- და სხვა ქალები? - როგორც იქნა, ამოთქვა ქეთამ, რაც აწუხებდა.
- ვინც მყავს, სრულიად საკმარისია! - ამღვრეული მზერით შეხედა დათამ და მოულოდნელად წელზე შემოისვა. - ახლა დროა, რაღაცეები ისწავლო.
ქეთამ თამამად შეხედა.
- ჯერ მაკოცე. ისე, როგორც არავისთვის გიკოცნია აქამდე...
ქეთა თავდავიწყებით ჰკოცნოდა, ზედ ეკვროდა, მერე ხელით შორტის კიდე მოძებნა და ხელი ჩაუცურა. დათამ დაიგმინა. ნელნელა ჩაუწია შორტი. დათაც დაეხმარა.
- მიდი, ახლა შენ თვითონ და იმოძრავე. - მკერდზე ჩააფრინდა დათა. ქეთა ინსტიქტურად აკეთებდა ყველაფერს. იგრძნო როგორ შეავსო დათას სხეულმა. რიტმულად ამოძრავდა. მოწონდა, რომ საყვარელ მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებდა. მოწონდა, რომ დათასგან სწავლობდა ყველაფერს. ალბათ ბევრი ღამე ექნებოდათ, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. დათას ტუჩები მისი სხეულის ყველა ადგილს აღწევდნენ და ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდნენ. მოწონდა ის, რომ დათამ ზღვარი არ იცოდა. ყველანაირად ცდილობდა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. როგორი უნანკლოა ყველაფერში. ქეთა საბოლოოდ მიხვდა, რომ ეს კაცი სიგიჟემდე უყვარდა და მზად იყო, კიდევ უამრავი ღამე გაეტარებინა მასთან. ოღონდ დათას მოესურვებინა და უარს არაფერზე ეტყოდა. გამთენიისას ჩაეძინა სასიამოვნოდ დაღლილს საყვარელი კაცის მკლავებში.

ქეთას ყოველი დილა მეტრეველით იწყებოდა და მთავრდებოდა. ხშირად უწევდა ტყუილის თქმა და ვითომ მანჩოსთან დარჩენა. ლალი უკვე ეჭვის თვალით უყურებდა. ერთ დღეს, როცა თავის საყვარელ სამზარეულოში ფუსფუსებდა, ქეთასაც უხმო დასახმარებლად. მერე კი უცებ ჰკითხა:
- დედიკო, შეყვარებული გყავს?

ქეთა კაი ხანია ელოდა ამ შეკითხვას, ამიტომაც მომზადებული დახვდა:
- კაი რა, დედა, საიდან მოიტანე?
- ასე ხშირად როდის მერე რჩები მანჩოსთან? ხომ იცი, შეგიძლია, ყველაფერზე დამელაპარაკო. პატარა აღარ ხარ. ვიცი და ყველაფერს ვხვდები. თუ გინდა, ნუ მომიყვები, მაგრამ სულელი არ ვარ. დაახლოებით იმასაც ვხვდები, ვინცაა.
- დედა, გთხოვ! - საყვედურით შეხედა ქეთამ.

ძალიანაც უნდოდა თქმა, მაგრამ იცოდა, ლალის არ მოწონდა მეტრეველი მექალთანეობის გამო. სხვა მხრივ, მისი საწინაარმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი შვილი არ ემეტებოდა მისთვის.
დათამ მართლაც დააწყებინა მუშაობა მის მეგობართან. ყველაფერი ისე იდეალურად მიდიოდა, ქარიშხლის წინ რომ სიმშვიდეა. ქეტას სწორედ ეს სიმშვიდე აშინებდა.
უცნაური არსებაა ადამიანი. გენეტიკურად მოსდგამს ცრურწმენები. რაც არ უნდა იძახოს ათეისტი ვარო, რაღაც ჩვევა მაინც აქვს, რომლის არგამეორების(ან პირიქით) შემთხვევაში რაღაც ცუდი მოხდება. ან ბევრს თუ იცინი, შეიძლება რაღაც გეწყინოს. შავმა კატამ თუ გადაგირბინა, ცუდია. არადა, საწყალი კატა თავის საქმეზე მიდის და აზრზეც არაა, რომ შენ ამან დისკომფორტი შეიძლება შეგიქმნას. სინამდვილეში ყველაფერს ადამიანის ქვეცნობიერი წარმართავს. დიდი ოხერი რამეა ეა ქვეცნპბიერი. ცნობიერს, შეიძლება, ბევრი რამ დაავიწყდეს, მაგრამ ქვეცნობიერს - ნურას უკაცრავად. ყველაფერს საგულდაგულოდ ინახავს და ისეთ დროს წამოატივტივებს, შენ რომ აზრზეც ვერ მოხვალ. ზუსტად ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ დადებითზე ვიფიქროთ და მაქსიმალურად ბევრი დადებითი დავდოთ ჩვენს ქვეცნობიერში, რაცდგან ცუდი ისედაც ილექება. განუსაზღვრელი, ჯადოსნური მეხსიერების ბარათი აქვს ჩვენს ქვეცნობიერს.

2 თვე ხდებოდა, რაც დათას და ქეთას სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. იმდენად თბილი და ყურადღებიანი იყო დათა, ქეთას სიზმარში ეგონა თავი. ურთიერთობის გამჟღავნება არცერთს არ უნდოდა. „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა“ - დასცინოდა მანჩო.
რამდენჯერ გამოეღვიძა ქეთას ღამით იმის გამო, რომ დათა დასცქეროდა. კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს ადამიანს: როცა ვინმე დაჟინებით უყურებს, ყოველთვის გრძნობს. ხოდა, ისეთი თვალებით უყურებდა დათა, ქეთა დნებოდა.
- ჩემი ხომ გჯერა? ეკითხებოდა ხშირად. იცოდე, ვინც და რაც არ უნდა გითხრას, მე დამიჯერე. იმიტომ რომ მე ყოველთვის შენ დაგიჯერებ. ურთიერთობაში მთავარი არის ნდობა. მინდა, რომ მენდობოდე. თვალდახუჭული.
- მე რომ აქ, შენ გვერდით ვწევარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობი, დათა! - ყელში უძვრებოდა ქეთა და მის სურნელს ხარბად ისრუტავდა.
არასოდეს უთქვამს მეტრეველს სიტყვა „მიყვარხარ“, მაგრამ მისი საქციელი ყველა სიტყვაზე მეტი იყო.

კვირა დღე იყო, ქეთა მაღაზიაში რომ გააგზავნა ლალიმ. ახალი რეცეპტი აღმოვაჩინე და უნდა გამოვაცხოო. ქეთა და თამაზი ხშირად დასცინოდნენ ლალის, მაგრამ მის ნახელავს მშვენივრად აგემოვნებდნენ.
მაღაზიიდან გამოდიოდა, როცა ყველაზე საძულველი სახე დაინახა. ნიკა ნავერიანი.
- რაო, პრინცესა, ბედნიერი ხარ? - ჩვეული სტილით წაუსისინა. - ცოტა ხანს დაიცადე და გაიგებ, როგორ გღალატობს შენი ძვირფასი მეტრეველი. იქნებ მერე მაინც მიხვდე, ვის უყვარხარ მართლა.
- სულ რომ უკანასკნელი კაცი იყო ამ ქვეყნად და მე უკაცოდ ვკვდებოდე, ახლოს მაინც არ გაგიკარებ. რაც შეხება დათას, ტყუილად ხარჯავ დროს. საწოლში რომ ვნახო სხვა ქალთან ერთად, მაინც არ დავიჯერებ, რომ მღალატობს. - მიახალა ქეთამ. - ახლა კი მოშორდი.
- ნახავ, ნახავ, დამიჯერე! - ისევ წაისისინა ნიკამ და ისე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

დათას სახლში იყვნენ. ფილმს უყურებდნენ. დათას ტელეფონი გამუდმებით რეკავდა. დათა თიშავდა. ვიღაც არ ისვენებდა. შეტყობინებებს აგზავნიდა. მერე ისევ რეკავდა. ქეთა შეწუხდა.
- უპასუხე ბოლოს და ბოლოს! ვინააა, რა უნდა?
- ერთი გოგოა, ყოფილი... - ფრთხილად შეხედა დათამ.
- მერე რა უნდა?
- არ ვიცი, გახსენი მესიჯები და ნახე. - მიაწოდა ტელეფონი.
- სხვისი მესიჯების წაკითხვა საამაყო საქმედ არ მეჩვენება. შენ წაიკითხე და გაეცი პასუხი. - უკან დაუბრუნა ტელეფონი ქეთამ. - ან დაბლოკე. შევწუხდი.

მაინც გაჰკრა გულში ეჭვმა. დათას ენდობოდა, მაგრამ ის გოგო აშკარად არ იყო უკან დამხევი. ისეთი შემართებით რეკავდა და გზავნიდა შეტყობინებებს, ბოლოს დათა იძულებული გახდა ეპასუხა.
- რა გინდა? ხომ უკვე ვილაპარაკეთ? რადგან არ გპასუხობ, ე. ი. არ მცალია შენთვის. ხელს მიშლი. აღარ დამირეკო. - რამდენიმე მოკლე წინადადებით შემოიფარგლა დათა.

სამზარეულოში გავიდა ქეთა წყლის დასალევად. დალია, ჭიქა დადგა და მუცელზე დათას ხელები იგრძნო. ცხვირი მის კისერში ჩამალა მეტრეველმა და დიდხანს იდგნენ ასე. ჩუმად ეფერებოდა, უხმოდ, ძალიან სათუთად. თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო. მისკენ შებრუნდა ჩარკვიანი. მწვანე თვალები დანისლოდა მეტრეველს. როგორ უყვარდა ეს მზერა ქეთას. თითის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს მისწვდა. ეს სახიფათო სიგნალი იყო. რადგანაც დათა უცებ სხვა ადამიანი ხდებოდა. ახლა ქეთას წინ საყვარელი მამაკაცი იდგა, რომელიც მისი სურვილით იწვოდა. არც ფანტაზიას უჩიოდა. მორცხვი ქეთასგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ეს ქალი მეტრეველმა გამოძერწა: თამამი, ვნებიანი, სექსუალური და აღვირახსნილი... სწორედ ასეთი მოსწონდა მეტრეველს საწოლში.
- შენ ჩემი ქალი ხარ. ვერასოდეს, ვერავინ შეგეხება ჩემ მეტი - ხშირად უმეორებდა ამ სიტყვებს.

მთელი დღე დაიკარგა დათა. ტელეფონზე ურეკავდა ქეთა, მაგრამ არ პასუხობდა. მერე მესიჯები მიწერა. უნებურად ის გოგო გაახსენდა, ყოფილად რომ მოიხსენია დათამ. ასე ურეკავდა ისიც. ასე უგზავნიდა მესიჯებს.
დაღამდა. მანჩოს დაურეკა, გამოდი და დარჩი, მჭირდებიო. მანჩო უსწრაფესად გამოვიდა.
- დათა არ ჩანს. მთელი დღეა ვურეკავ. არც ზარზე მპასუხობს, არც მესიჯზე. ვნერვიულობ. იმ ნიკამ ხომ არ დაუშავა რამე? - ცრემლები მოადგა ქეთას.
უცებ ქეთას ტელეფონმა დაიზუზუნა. გახსნა მიმოწერა და ფერი დაკარგა. მანჩომ ტელეფონი გამოსტაცა. მერე დაუბრუნა. მერე ისევ გამოსტაცა.
- ნაძირალა! ნაგავი! - კბილებში გამოსცრა.
ქეთა გახევებული იდგა. პირი გაუშრა. გაიყინა...
ფოტოზე დათა მეტრეველი იყო. ვიღაც გოგოს მოხვეოდა ზურგიდან, თვალები დაეხუჭა და იღიმოდა. რაც მთავარია, საწოლში იწვნენ, შიშვლები.



№1  offline წევრი lilit

აი ამას არ ველოდი მარა თან ველოდი მექალთანე კაცის შეცვლა ცოტა უცნაური ფაქტია მგონი, მარა მაინც ბროო შოკირებული ვარ...ძალიან კარგად წერ შენმა უფროსმა კიდევ დაგასვენოს ცოტა ხანი რაა ძაანა მომწონს, ისე წერ წაკითხვა რომ არ მობეზრდა ადამიანს ძააალიააან ჩამთრევია გააგრძელე <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

დღეს დადებთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

იმედია ეს პროვოკაციაა, რომელსაც ვერ წამოეგება ქეთა. არაჩვეულებრივად წერ და ხასიათებს და ემოციებს ძალიან ლამაზად გადმოსცემ. მომწონს ამათი წყვილი და ქიმია.
მექალთანის იარლიყის მოცილება რთული იქნება დათასთვის.
რა ხანია ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს. შემოვიჭვრიტები ხშირად:დე.
გმადლობ ავტორო❤️

 


№4  offline წევრი Ninne

მადლობა თქვენ, შეფასებისთვის❤️ცოტა გავერთე. თუმცა, დავასრულებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent