შენ აგირჩიე! (ნაწილი 7)
ცოტახანს კიდევ გავჩერდით და მანქანაში ჩავსხედით ისე, უეცრად რომ აღმომხდა. -აუ, უჩა. -ჰო, გისმენ-შუქნიშანთან ვიდექით, წითელი იყო და გამომხედა ღიმილით. -არ მიყვირო ახლა-გავიცინე. -რა მოხდა ამისთანა. -მაკის, მარწყვის შეიკი მინდა. -აუ-გაიცინა და თავი გააქანა-ლამის გული გამისკდა, წავიდეთ მერე და ვიყიდოთ ეგ შეიკი. უკან მოვბრუნდით და შეკვეთის აღების მერე მანქანა ბულვართან ახლოს გააჩერა. -ხვალ სოფელში მივდივარ, მინიმუმ 3 დღით-სწრაფად მივაყარე და ჩემი შეიკი მოვსვი. -რა? რატომ? -ბებოსთან და ბაბუსთან უნდა დავრჩე, ჩხაკაურაში მიდიან, ქორწილია მემგონი. -და მე? მე რა ვქნა?-პატარა ბაშვივით მართლა შეიცხადა. -სამუდამოდ ხომარ მივდივარ. -ღმერთს გაფიცებ, მართლა მიდიხარ?-რაღაცნაერად ვერ დავიჯერე, რომ ჩემს წინ 28 წლის ახმახი იყო და წუწუნებდა ჩემს წასვლაზე. -უჩა ჩამოვალ ისევ, იქ კიარ ვრჩები-გავიცინე და მექანიკურად ლოყაზე ვუჩქმიტე პატარა ბავშვივით, მერე ჩემი საქციელის მევე შემრცხვა. -მე ჩაგიყვან-გამოაცხადა. -აუფ. -მართლა მე ჩაგიყვან, გამორიცხულია სხვა ვარიანტი. -ბაბუაჩემს თან წნევა დაარტყამს, შენ რომ დაგინახავს-გავიცინე და გავახსენე ზოგადად მომხდარი. -რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ მე მიმყავხარ. ცოტა ვისაუბრეთ და სახლში მიმიყვანა. ბედნიერება არის ბედნიერება. გათენებული არ იყო, მომზადება რომ დავიწყე, მინდოდა დროულად ჩავსულიყავი ჩემებთან, მილიონი გაფრთხილებისა და დარიგების შემდეგ, რომ არ გადამეყვანა ბებია და ბაბუა ჭკუიდან, როგორც იქნა გავედი სახლიდან, ეზოში კი აწ უკვე ჩემთვის საყვარელ მამაკაცს მოვკარი თვალი. -დილამშვიდობისა ჩემო პატარავ-დაიხარა და ღაწვზე მაკოცა-გამოიძინე? -დილამშვიდობისა, კი შენ წარმოიდგინე, თანაც საკმაოდ კარგად, შენ? -მეც ეგრე, კარგა ხანია ეგრე არ მძინებია. -ისა და, პატარავ?-გავიცინე და ღვედი შევიკარი. -შენ რომ ჩემი ხარ, ეგ ვთქვი და პატარაც ხარ, ასე რომ რატომ გიკვირს-სიგარეტს გაუკიდა და მანქანა დაძრა-რა უთხარი შენებ,ს ვის მიყავარო? -არაფერი მითქვამს. -მე დაგტოვებ და მოვბრუნდები ეგრევე, საქმე მაქვს და დღეს შეიძლება ხაზზე ვერ გამოვიდე და იცოდე. -მშვიდობაა?-მეუცნაურა ეს ნათქვამი. -კი როგორ არა, უბრალოდ რაღაც მოსაგვარებელი მაქვს, როგორც კი მოვიცლი დაგირეკავ და ბევრს გეჭორავები-სიჩქარის გადამრთველზე ჰქონდა ხელი და მანიშნა, მომეცი შენი ხელიო, მეც დავთანხმდი და მის დიდ ტორში, ჩემი ხელი შევაცურე-გაყინული ხარ. -მერე და გამათბე-გავუცინე და გზას გავხედე. -ეგრე რომ შვრები, შემიძლია რომ დედამიწა გავაჩერო და გიყურო-არც კი გამოუხედავს ისე მითხრა. -მეჩვენება თუ დაიხვეწე კომპლიმენტებში. -აა უკე აღარაა ფლირტი და კომპლიმენტია ხო?-გაეცინა. -ეგრე გამოდის. ყურადღება მანქანაში ჩართულმა სიმღერამ მიიპყრო „macan-IVL” -მომწონს ეს სიმღერა სიმართლე რომ გითხრა. ოზურგეთში ჩასვლამდე მხოლოდ იმას წუწუნებდა, რომ უკან წამოვსულიყავით და რა საჭირო იყო სოფელში წამოსვლა, ძლივს დავითანხმე, რომ არ დარჩენილიყო და წასულიყო, ისიც გავახსენე, რომ საქმე ჰქონდა, პატარა ჯუჯღუნა ბავშვივით ლაპარაკობდა. -ჭკუით იყავი იცოდე, რამე რომ დაგჭირდეს დამირეკე, ისეც დამირეკე რამე რომ არ დაგჭირდეს, ეცადე ტელეფონი სულ ახლოს გქონდეს, ფულზე და მსგავსზე არ ინერვიულო, თუ რამე დარეკე და ჩაგირიცხავ, არ გააბრაზო ბებია და ბაბუა და მიყვარხარ იცოდე-ჩამომირაკრაკა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა. ბებიასთან და ბაბუასთან მისვლისთანავე, უზომო სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ის ბავშვობა და დრო გამახსენდა. -როგორა ხართ ახალგაზრდებო? -დაგვცინე ჰო-გაეცინა ბებოს-რაგვინდა ბებია, კარგად ვართ, შენ როგორ ხარ? -მეც რავქნა, სამსახური, სამსახური და სამსახური. -შენს მშობლებს შვილიშვილი უნდათ ბაბუა. -ჩემი მშობლები ისე არიან ბაბუა, ლამისაა და ან ძმა მეყოლოს, სულ არ აწუხებთ ეგ ამბავი მე თუ მკითხავ-გავიცინე და ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური გავიქანე პირისკენ. -ნეტა როდის უნდა გაიზარდო რა. -მაგას თქვენ კიარა, მთელი გვარი ელოდება. დაბნელება დაიწყო და რატომღაც გადავწყვიტე მიმოწერაზე გადამევლო თვალი. -მაინც არ გცალია-ჩავიდუდღუნე და წამოვწექი, მალევე ჩამეძინა. სიბნელეში მთვარის შუქი მკრთალად ელვარებდა, ზარის ხმა რომ გავიგე. -ალო-ძლივს ამოვილუღლუღე. -გაგაღვიძე-მომესმა ნაცნობი ხმა-მაპატიე რა. -რომელი საათია? -03:40-გაიცინა, დამნაშავესავეთ მითხრა. -მშვიდობაა? რამე ხომარ გჭირს? ამ დროს რამ დაგარეკინა? -იმან, რომ მომენატრე და ძლივს ვნახე დრო, რომ დამერეკა, მითუმეტეს, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა, გაურკვეველი იყო-სიცილით მითხრა. -ეგ როგორ? -რომ ჩამოხვალ ყველაფერს გაიგებ, ახლა კიდე მომიყევი, დროს როგორ ატარებ. -24 წლის გოგო ვარ სოფელში, მალდივებზე კიარა-გამეცინა-ვისვენებ მორალურად, ეს მაქსიმუმია. -მეც ეგ მინდა რომ დაისვენო, რამე ხომ არ გჭირდება? -არა არაფერი, მოაგვარე ის საქმე რაც გქონდა? -თითქმის, პატარ-პატარა ნიუანსები დამრჩა და ეგაა. -გილოცავ, კარგია. არავინ ცემო და არ იჩხუბო-გავიცინე-მე აქ შენს მაგივრად დავისვენებ. -შენ დამცინი, მე კიდევ შენი წასვლის გამო, ამხელა კაცს ლამის დეპრესია დამეწყოს. -კარგი ეხლა რა. -შენი ხმა გავიგონე რაც მთავარია, ახლა მშვიდად ვარ, მიდი დაიძინე და დილით შეგეხმიანები. -ძილინებისა უჩა. -ძილინებისა ჩემო პატარა. არაფერი სასწაული არ მომხდარა ამ 4 დღეზე, ჩემები მეოთხე დღეს ჩამოვიდნენ და მეც ბათუმისკენ წავედი, ბატონი უჩა, როგორც ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩევა და ოზურგეთში დამხვდა, პირდაპირ გზიდან რომ ჩამოგიყვანო, ლაპარაკში მოკვდებიან და შენით მშვიდად ჩამოდიო, ბათუმამდე გზა საუბარში გავლიეთ. -დღეს არ დაიღალო, 8 საათზე უნდა წაგიყვანო ერთ ადგილას-გადასვლას ვაპირებდი, რომ მითხრა. -სად? -გამოიპრანჭე, მაგრამ ისე არ ჩაიცვა, როგორც იმ დღეს. -არ მგონია მოვახერხო, ხომ იცი როგორი სიტუაციაც გვაქვს, მოტყუება კიდე არ მინდა ჩემების. -შენ ახლა ადი სახლში, წინ 5 საათია, სამი ახლა ხდება და 8ის ნახევარზე მე მოგაკითხავ. ლოყაზე მაკოცა, დამარიგა, რომ ჭკუით ვყოფილიყავი და სახლში გამიშვა. -მოვედი-წამოვიძახე სახლში შესვლისთანავე. -გშია?-დედა შემეგება. -ძაან არა, მაგრამ ვჭამ. უჩას ნაამბობი: -ბიჭო წნევის აპარატი მოიტანეთ ვინმემ-წამოიძახა დათუნამ და ჩემს მაჯას წვდა-300 აქ 200ზე ბიჭო. -მიგაკლა თუ რა ვქნა ახლა-დავუღრინე და გავაგდე. -კაი რაიყო, ვინ არ მომკვდარა ნერვიულობით სანამ სიმამრს დაურეკავს? -სვანი, გვარს ჩამოგართმევ იცოდე და დარჩები ცარიელი. -ეს მჟავე კიტრი რა, მაცადე ბიჭო, ბოლოს შიშის და ნერვიულობის ოფლი როდის გასხამდა არ მახსოვს-ლევანი მომიახლოვდა და გვერდით ჩამოჯდა. -გარშოკზე რომ იჯდა და კუკუებს შობოდა მაშინ-დათუნას ამის თქმა და ხარხარი ერთი იყო. უეცრად ზარი შემოვიდა, ბიძაჩემი რეკავდა. -უჩა ბიძია, ვესაუბრე. -მერე? რაო? -მიეცი ნომერიო. -ღმერთს გაფიცებ. -ჰო, დაურეკე მარა შენებურად არა, წესიერად ახლა მანდ, შენი ტოლა არაა. -მაგის შეხსენება მინდა მე ირა? -დამირეკე რას იტყვის. წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ახლა ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ნერვიულობა იმატებდა და ვერანაერი ხუმრობა ვეღარ გადაფარავდა მას. -რაო ირამ? -დამირეკოსო-ჩუმად ვთქვი და ტელეფონზე აკრეფილ 9 ციფრს დავხედე. -ჰე, დარეკე ახლა-მიჯიკა თორნიკემ(სვანი) -ჰო, დავრეკავ. ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი, ვხედავდი, რომ ბიჭები ჩემზე არანაკლებ დაძაბულები იყვნენ, რამოდენიმე ზარი და ხმაც გავიგე. -გისმენთ. -ბატონო კოტე, გამარჯობა, უჩა ვარ-ნერწყვი ლამის გადამცდა. -ჰო, გისმენ უჩა. -თქვენი ნახვა მინდა, იქნებ გამონახოთ დრო და ვისაუბროთ, არა მარტო რა თქმა უნდა, მე ახლა თქვენი ასაკის არ ვარ, რომ პირისპირ დაგიჯდეთ და ისეთ თემაზე გესაუბროთ, რაზეც ვაპირებ, ასე რომ ირაკლი ბიძიას გამოვიყოლებ, მადლობელი ვიქნები, თუ კი გამომინახავთ დროს. -კარგი აზრია, საღამოს შემეხმიანეთ. -მადლობა. გულის ცემას სხეულის ყველა წერტილში ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ეს საუბარი ზღვაში წვეთი იყო, იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდა, უკან შებრუნებულს, სერიოზული სახით მომლოდინე ბიჭები დამხვდნენ. -რაო? გაგინა?-მკითხა სვანიმ. -მე გაგინებ ახლა შენ-გამეცინა-არა, შევხვდეთო, ვისაუბროთო, მგონია მასაც უნდოდა, რომ გველაპარაკა. -ჰოდა ჩამოყალიბდებით და გაირკვევა რა და როგორ, ეგ გოგოც ცოდოა, ამ სიტუაციასთან დაჯახება პატარა ამბავი არაა, მითუმეტეს პატარა დროა გასული და თან ოჯახიც რომაა გარეული მისთვის ძნელია-სერიოზულობას მოეცვა ლევანი. -გეთანხმები, ჩვენც წამოვალთ, არ შეგყვებით, მაგრამ ვიქნებით იქვე ყოველი შემთხვევისთვის-დაეთანხმა დათუნა. ნახვის დრო ახლოვდებოდა და მეც სადაც იყო, ყველა ნერვიულობაზე გულის ცემის მომატება მეგრძნო. -ლამაზად რომ არ დამთავრდეს ყველაფერი, მერე რას უპირებ იმ გოგოს?-აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასულს მომაკითხა ლევანმა. -აზრზე არ ვარ-ნაპასი დავარტყი და გავხედე-ოღონდ მართლა აზრზე არ ვარ. -მისებს ხომარ დააკარგინებ, თანაც ეგ ისე გასაქნევი კაცი არაა, მისი შვილი უყვარს და ითვალისწინებს, თორემ, ხომ იცი სხვა შემთხვევაში რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს. -მეც მაგის იმედი მაქვს, რომ მის შვილს არ გაიმეტებს. -შენი თავი გეცოდება ახლა თუ მილა? -სიმართლე გითხრა?-თავი დამიქნია-საკუთარი თავი მეცოდება, თანაც მაგრად, ახლა რომ ვიდექი აქ, ვფიქრობდი, რომ აი მიადგა ამ კაცმა ფეხები არაო და ვსო, უფლებაც აქვს ეგ რომ ქნას, მისი შეხედულებები აქვს, რასიზამ, მოტაცება თქო ვიტყოდი, მაგრამ ეგ გოგო ცოდოა, კი მე ჩემსას ჩემთან დავიტოვებ, მაგრამ მან რა ქნას, ოჯახს ხომ ვერ დავაკარგინებ, თანაც რა გარანტია მაქვს, რომ აპატიებს მამამისი და ლამაზი შემორიგება და ამბები იქნება. მივატოვებ და შევეშვები თქო რომ ვთქვა, აი იმენა მოვიტყუები, რამდენჯერაც ეგ გავიელვე თავში, რომ ეგ გოგო ჩემთან არ იქნება, მე ვერ ვნახავ, ვერ დაველაპარაკები, ვერ შევეხები, წლების მერე ჩემთან ერთად არ დაიძინებს და არ გაიღვიძებს, მე არ ვიქნები ის კაცი, ვინც მის დარდსა და სიხარულს გაიზიარებს და ამ ყველაფერს შეიძლება მის გვერდით სხვა ეღირსოს, პირველი რასაც ვფიქრობ, ისაა რომ არ შევარგებ იმ ვიღაცას მილას თავს, აი იმენა არ შევარგებ და კი იცი, რომ ამ მხრივ არ ვხუმრობ, ცხოვრებას გავინადგურებ, მარა სხვა კაცს მის თავს არ მივცემ. -ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო, რთული სიტუაციაა, კი ვიცინით და ვლაზღანდარაობთ, მაგრამ რეალურად, ყველაზე ცოდო ამ სიტუაციაში ეგ გოგოა, ეუცრად ჩნდები მის ცხოვრებაში, ყველაფერს თავდაყირა უყენებ, უახლოვდები, მერე ჩნდება ესეთი პრობლემა და რეალურად გაურკვევლობაში, სტრესში, უიმედობაში და საშინელ დღეში ის რჩება, შენ ვარიანტებს განიხილავ და ის რეალურად ვერავისკენ ვერ გადაიხრება. -ვნახოთ დღეს რა იქნება, ცოცხალი თუ გადავრჩი და იქვე არ მიმაკლა მამამისმა, ეგეც კაია ამ ჯერზე-მწარედ გავიღიმე და გავხედე. რესტორანში მივედით და მაგიდაზე დასხდომისას სიტუაციას გადავავლე თვალი, მგონი დრო იყო მისთვის რამე მეთქვა. -მოკლედ, რისთვისაც დაგირეკეთ, იმ თემას შევეხები. -გისმენ, სიმართლე გითხრა, მე მინდოდა შენი ნახვა,მაგრამ გამიხარდა შენ თვითონ რომ დამირეკე. -ბატონო კოტე, ბევრი თუ არა, ცოტა მაინც გექნებათ ჩემზე მონასმენი, იქნებ ამ ბოლო დროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა მეტიც მოიკითხეთ და მე ამის მომხრე ვარ. მე ცუდი მიზნებით არ მითხოვია შეხვედრა, როგორც ცუდი მიზნებით არ გამოვჩენილვარ თქვენი შვილის ცხოვრებაში. მე პატარა ბიჭი არ ვარ, რომ ემოციებს და წინააღმდეგობებზე აწყობილ ურთიერთობას დავხამდე, სიმართლე ვთქვა, ჩემი შეცდომაა რაც აეწყო თავიდანვე, გეგმა ცოტა სხვანაერად მქონდა, უნდა მოვსულიყავი თქვენთან და გამესაუბრა, მაგრამ ის სადავეეი რაც მეგონა, რომ მყარად მეკავა, ეუცრად მომიშვია და ის ზარი შემოვიდა თქვენთან, რომელიც არ უნდა შემოსულიყო. ამ ამბავზე დიდი ხანია ვიბრძვი და ვარკვევ, მე რომ მინდა ვიყო მილას გვერდით, ეს ჩემი გულისა და გონების კანონია და მე იმ კანონების დაცვა ვიცი, რაც ცხოვრებაში და მომავალში მჭირდება, მიმორკვევის მერე გამოჩნდა, რომ არ ვართ ჩვენ ნათესავები, ნაშვილებია ბაბუაჩემი და სისხლის არევა არ მოხდება, ეგ მთავარი პრობლემა, რომელიც იდგა და ვფიქრობ გადაიჭრა, ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს, მეორე პრობლემა ოჯახია და ვიცი, მესმის, მე რომ ვიქნები თქვენს ადგილას, ზუსტად ეგ სადარდებელი მექნება, მაგრამ მაგის გარანტი არა საბუთი, არა სისხლი, არამედ მე ვარ, თქვენს შვილს თვალებში ვერავინ ჩახედავს და თუ კი საჭიროება მოითხოვს, ცალკე გადავალთ და იქ ვიცხოვრებთ. -მეუცნაურება ახალგაზრდა ბიჭისგან ამ სიტყვების მოსმენა-კოტე მიუბრუნდა ბიძაჩემს. -მე მიყვარს თქვენი შვილი, გულით და გონებით მიყვარს, ალლაჰის წინაშე მიყვარს და მაგიტომაც ვდგავარ ასე მყარად. -რამდენად მართებულია შენი სიტყვები? -იმდენად, რამდენადაც მე ჩემი სახელისა და გვარის მატარებელი ვარ. ყველას და ყველაფერს გადავიმტერებ ბატონო კოტე და დავკარგავ ყველას, თუ კი საჭირო გახდება, ოღონდ თქვენი შვილი ჩემთან იყოს, მანდეთ მე ეს ცხოვრების ნაწილი და არ ინანებთ. არავინ არ თქვას, კაცებს ნერვიულობა არ შეუძლიათო, ამ 1 საათში, ლამის სიცოცხლის 20 წელი მომაკლდა და დარდსა და კარგს ერთიანად შეეპყრო ჩემი გონება. -განდობ მას, ვინც მე მთელს ცხოვრებას მიღირს, შეცდომებს მოერიდე, მე მსგავსი არ მიყვარს. საუბარს რომელიც მოვისმინე და ჩემი შვილის სურვილს ვეყრდნობი და იცოდე. აწ უკვე მომავალ სიმამრს ხელი ჩამოვართვი და სევდა, რომელიც ჩემს გულსა და გონებას იკავებდა, ერთიანად კარგს. მილას ნაამბობი: ვჭამეთ ყველამ ერთად და ყავის დალევა აივანზე გადავწყვიტეთ, უეცრად მამამ დაიწყო საუბარი. -გითხრა, რომ გაკვირვებული ვარ, ჩათვალე, რომ არაფრის თქმაა, გაოგნებული, გაოცებული და ამასთანავე ნასიამოვნები ვარ-ვუსმენდი, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი, რაში იყო საქმე და რა ხდებოდა. -რაზე ამბობ?-ვკითხე და დედას გავხედე, ნერვიულობამ იმატა. -მოუსმინე, მოუსმინე-ღიმილით მითხრა და მამას გახედა. -რომ წახვედი, იმ დღეს ირაკლიმ დამირეკა, უჩას ბიძიამ, აი ვინც გიხსენა პირველად, ვის მაღაზიაშიც მე მნახა, იმან. -მერე?-დავიძაბე სასწაულად და ვგრძნობდი, როგორ გამალებით დაიწყო გულმა ფეთქვა. -ნომერი მთხოვაო შენი უჩამო და მივცე თუარაო, ფაქტია, რომ მაგ ბიჭს ჩემი ნომერი მას მერე აქ, რაც ზოგადად შენზე გაიკითხა, მაგრამ სწორ ადამიანს აკითხინა უბრალოდ, ღირდა თუ არა ჩემთან დარეკვა. მეც ვუპასუხე მიეცი თქო და იქედან საათის შუალედში, უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი. -უჩამ დაგირეკა?-გაოგნებულმა ვკითხე, რაზეც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია-მერე? -არაფერი, გამარჯობაო, როგორ ბრძანდებითო, ბატონო კოტეო, თქვენთან საუბარი მინდაო, გნახავდით ბიძაჩემთან ერთადო. -მერე?-გაოგნება უკვე სხვა საფეხურზე იყო. -მერე ის რომ დავთანხმდი, ხომ იცი, ჩემზე დარეკვას შნო უნდა მამა, ამის თქმას კი, რაც მან მითხრა, კარგად დაფიქრება და გაანალიზება უნდა. ირაკლიმ დამირეკა მოვალთ სადაცაა და ჩამოდიო, გადმოვიდა მანქანიდან, ხელი ჩამომართვა, ხმა არ ამოუღია ზედმეტად, რომ მივედით რესტორანში, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, მან მისი აზრები გამიზიარა, მისი შეხედულებები, ის თუ რას აპირებდა ზოგადად ცხოვრებაში და შენთან დაკავშირებით, მაგრამ, ყველაზე მეტად ერთი წინადადება დამამახსოვრდა და ჩამებეჭდა ტვინში „საჭირო რომ გახდეს, ყველას და ყველაფერს დაკვარგავ, ყველას გადავიმტერებ და ყველას წინააღმდეგ წავალ, ოღონდ თქვენი შვილი ჩემს გვერდით იყოსო“ ალბათ 10 წუთიანი სიჩუმე ჩამოვარდა, ხმა არავის ამოგვიღია და მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქროდი, რომ ეს იყიო გიჟი და გადარეული ადამიანი, რომელიც მართლაც რომ მიყვებოდა მის პრონციპებს და ის სიტყვები, რაც მაშინ დამიტოვა, შეასრულა და სცადა ამ ყველაფრის მოგვარება და დალაგება. იმ ფაქტის აღქმა ჩემი ტვინისთვის, რომ ამდენი რამე გადაწყვიტა, ილაპარაკა და გააკეთა, უდიდეს სიმშვიდეს, სითბოსა და სიამაყეს მგვრიდა უჩაზე. -ვისაუბრეთ ასევე იმ პრობლემაზე, რაც ჩემთვის უპირველესი იყო, ოჯახის თემა გავიარეთ და ჩამოყალიბდით რაღაც-რაღაცეებზე. -ნათესაობა?-უეცრად ვიკითხე. -იმდენი უქექია-გაიცინა-ლამის საგვარეულო ხეზე ავიდა და აღარ ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ დედამისის მამა ნაშვილებია და გამომდინარე აქედან არანაერი ნათესავები არ ხართ, მართალია ამ ინფორმაციამ ცოტა არეულობა გამოიწვია მათ ოჯახში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მან ის მიიღო და ის გაარკვია, რაც უნდოდა. -შოკში ვარ თქო რომ გითხრათ, არაფრის თქმა არ იქნება. -მე გაოცებული და ნასიამონები ვარ-არ დაუმალია მამას-მართალია ყველაფერი იდეალურად არ იყო და ეს საუბარი მეგობრული არ იყო, არც მშვიდი, მაგრამ მთლიანობაში კარგად და სტაბილურად დასრულდა. -თუ გახსოვს, თავიდანვე ამას ვამბობდი-შეეპასუხა დედაჩემი-შენ გგავს ძალიან თქო. -ვითვალისწინებ მის გადმოდგმულ ნაბიჯებს და შენს სურვილს. -გაურკვევლობას და სიამოვნებას ერთაიანდ ვყავარ აყვანილი. -შენ არ ემზადები?-მკითხა მამამ. -რისთვის?-გავიოცე. -უჩამ მთხოვა მასთან ერთად გამეშვი დღეს, არ ვიცი სად მიყავხარ, მაგრამ მთხოვა. -რა ქნა?-უკვე იმდენად მქონდა გონება ამღვრეული, რასაც საუბრობდნენ, ყველაფერი უცნაური მეგონა. -მიდი მიდი მოემზადე-თავი კარებისკენ გაიქნია მამამ-კარგი ბიჭია ეგ შენი უჩა. -ეგ კარგია მამიკო-სიხარულით ლოყაზე ვაკოცე და აბაზანისკენ გავედი. მომზადებამდე, 1 საათი დავიძინე, ისე იმ სტილს მივყევი, რასაც უჩას ჭკუიდან გადაყვანა ერქვა, გამოვიპრანჭე კიარა, გადავიპრანჭე კიდევაც, თმა ისევ დაიხვიე, უფრო მკვეთრად უბრალოდ, ისევ მკვეთრი მაკიაჟი, ჩემი საყვარელი სუნამოც და მზად ვიყავი. -რას შვრება ჩემი პატარა?-ხმა დაბოხებოდა. -არაფერს, ცოტაც და მზად ვიქნები, მოხვედი? -კი, ეზოში ვარ, გელოდები, არ იჩქარო. -2 წუთიც და ჩამოვალ. ------- სალამი. მეგობრებო, იმედია მოგწონთ, ველოდები თქვენს კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.