შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეათე


3-07-2024, 12:02
ნანახია 389

ორმა დღემ ერთნაირად, მდორედ და უსიცოცხლოდ ჩაიარა. აღარც ის დასწრებია გაკვეთილებს. განა რა უნდა მომხდარიყო გასაოცარი... დაკრძალვას მდუმარედ დავესწარი. როგორღაც მოვახერხე, ჯოჯოხეთის ცეცხლით დამწვარი, შინაგნად დათუთქული, გულმდუღარე ადამიანთა უსასრულო გლოვისათვის უცრემლოდ მეცქირა. იმის ყურება, თუ როგორი უძლეველი, დაუმარცხებელი და ამაზრზენია სიკვდილი, მზარავდა და ცხადად მიჩვენებდა, რომ ოდესმე იგივე მელოდა. ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად გასაგიჟებელი კი ის იყო, რომ შეიძლებოდა ეს ამ დამზაფრავ წამს მომხდარიყო ან სულაც ერთი წუთის შემდგომ დასრულებულიყო ყველაფერი.
და აი ამოვისუნთქე.
ისიც არ ვიცოდი, კიდევ თუ ჩავისუნთქავდი ამ ცოდვით დამძიმებულ ჰაერს.
ტვინი დამიმძიმდა.
თუმცა ესეც დასრულდებოდა ოდესღაც...
დრო, ეს ვერაგი დრო... მიქრის და გართმევს ხანმოკლე სიცოცხლის ხანმოკლე წამებს. გწამლავს და კი არ ჩერდება...
ყველაფერი ილუზიაა.
დრო არაფერს შველის. მხოლოდ მასთან ერთად ცხოვრებასა და უზომო ტკივილთან გამკლავებას გვაჩვევს, სინამდვილეში კი აღრმავებს გულზე ცხელი შანთით მოყენებულ იარებს მანამ, სანამ არ მოგვსპობს და არ გაგვსრესს, გაგვანადგურებს და მიწას არ მოგვაყრის.
თუმცა ამას ვხედავდი, მაინც ვერ ვგრძნობდი. თითქოს ყველაფერი დავკარგე. განცდას ვეღარ ვახერხებდი, ვერც შევძლებდი და არც ვმალავდი. ვიცოდი, არავის შეეძლო თავის იმ ადგილას წარმოდგენა, თუკი თავად იგივე არ გადაეტანა. მიჯობდა ცრემლდამშრალი, ცივი სახით დგომა, ტყუილად და ყალბად ცრემლთა ონკანის მოშვებასა და არა ცრემლის, არამედ სველი, მლაშე სითხის თვალებიდან ფრქვევას.
ყველაფერი შავ-თეთრად დაიფერა. ცხოვრებაში ცვლილების შეტანას ვეღარ ვბედავდი. დეკემბრის პირველმა დღეებმაც თავისი ქნა და დღის ბნელი სინათლე აუტანელი გახადა. აღარაფერი ხდებოდა.
თუმცა არც ეს უსიცოცხლო, მკვდარი, ცივი და გულისამრევი სიჩუმით გაჟღენთილი დღეები გაგრძელებულა უსასრულოდ.
რვა დეკემბრის დილა სხვა მომქანცველ დღეთა დასა- წყისისაგან რაღაცით გამოირჩეოდა. ამ ერთი კვირისა და სამი დღის განმავლობაში, ზამთრის მზის მოთბო სხივები პირველად გადაეფარენ არემარეს თხელ საბნად და ოდნავი ფერადოვნება შესძინეს მას. გათოშილი ხალხის გულში ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო წუთებმა კვლავ დაიდეს ბინა და ერთი დღით გაანებივრეს მოსახლეობა და ყოველგვარად რთულიპერიო- დისაგან მცირე ხნით შვებულება მისცეს. ენთუზიაზმის მარაგი კვლავ შემევსო დღის კარგად თუ არა, ნორმალურად დასაწყებად მაინც და მეც მეტი რა მსურდა!
ლოგინიდან ადგომა უკეთესი ამინდის გამო აღარ მომჩვენებია კატასტროფად.
აღარც სკოლის შეულესავი კედლები იყო გათოშილი.
და ყველაზე უჩვეულო, რაც შევნიშნე იყო ის, რომ გაბრიელს სახეზე შეუმჩნევლად დასთამაშებდა ღიმილი; თითქოს ისიც უცქერდა ამომავალი მზის ნაზ სხივებს, როგორ აფრქვევდნენ სითბოს, სინათლესა და იმედს არემარეში.
-„ალბათ, ისიც ხედავს მზეს...“- გამიელვა თავში.
რამდენიმე გაცდენილი გაკვეთილის შემდგომ ინგლისურის მასწავლებელი კვლავ შემოგვიერთდა და პირველად იხილა ახალი მოსწავლე, რომლის შესახებაც გაკვეთილის დაწყებამდე 2 წუთით ადრე დამრიგებელმა ჩუმად შეატყობინა. ალბათ, მიხვდებით რაც.
სამწუხაროდ, ჩემთვის გასახარი დავალება ჩაიშალა, რადგან საპრეზენტაციო გაკვეთილი მასწავლებლის ავადმყოფობის გამო გაგვიცდა. უკან კი არავინ დაიხევდა ერთი „უმნიშვნელო“ დავალების გულისათვის.
ფერმკრთალმა და ნაავადმყოფარმა მისის შენგელიამ შემოსვლისთანავე შენიშნა სიახლე.
-Good morning, class! I see, we’ve got a new pupil here, right?- პირდაპირ მოგვახალა.
-Yes, it’s not necessary to talk loud, like I’m not here.-მოულოდნელად ჩამესმა მარცხენა ყურში.
-Oh, you speak English?-გაიოცა მასწავლებელმა.
-Yup, I do, why do you think, that I don’t?
მასწავლებელი გაშრა.
-No, I just liked that.-სიტუაციის გამოსწორებას პირ- ველკლასელი ბავშვის ინგლისურით შეეცადა, თუმცა უფრო უხერხული გახადა და ერთი სიტყვით ჩააფლავა.
-Okay, if you say so... - გაიღიმა.
-Tell me about yourself! Who are you, what’s your hobby and so on.
-I’m Gabriel, 14 years old, was born in Tbilissi and the other information is not necessary for you to know.
- And what’s your hobby, drawing, playing video games?.. Oh!..
ცდილობდა მასთან მიმართებით ლექსიკა არ შეეცვალა, უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო, თუმცა უარესი დაატრიალა.
სახე მთელ კლასს აეწვა. ელენე ახარხარდა. ზოგმა კი თავი ჩაღუნა და ამოიოხრა.
გაბრიელს აღარაფერი უპასუხია, თუმცა სირცხვილით დამწ- ვარ მასწავლებელზე გაეღიმა.
-I’m so sorry, I…
-That’s worse…-მიუგო.
-I didn’t mean to…
-My god…
-Right! Let’s move onto the next task! -უარესისაგან თავის ასაცილებლად ესღა მოიმოქმედა.- You know, I was sick and I could not come to school. I’m not allright right now, so I decided, to let you go early, than as usual! Until the lesson’s over, you can do what you want, but be quiet, okay?
-OK!
ყველა პუნქტი შესრულდა, ბოლო მათგანის გარდა. თუმცა მე
არცერთი არ მეხებოდა, რადგანაც მორიგეობა და კლასის მოწესრიგება მიწევდა გაკვეთილების შემდგომ. ხმაურითა და ცალხაზიანი რვეულების შუა ორი ფურცლისაგან გაკეთებულმა ქაღალდის თვითმფრინავების ფრენამ, ამას მოყოლილმა ჟივილ-ხივილმა და მასწავლებლის განწირული ხმით კივილმა თავის ქალა ამხადა და ტვინი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ისე აჯანჯღარა, რომ საკუთარი თავის ცნობაც კი მიჭირდა, არათუ მისი გაკონტროლება. სამაგიეროდ, ამ ნახევარი საათისა თუ ოცი წუთის შემდგომ ისე ამოვისუნთქე, თითქოს სხეულს რკინის გახურებული მარწუხებით მიძიძგნიდნენ და ერთიანად ყველასაგან განმათავისუფლესო.
ამ წარმოდგენის მერე კვლავ ერთი კვირის წინანდელი განმეორდა. კლასში მხოლოდ მე და ის დავრჩით. ყურადღება აღარც მიმიქცევია, საკუთარი საქმეც ბლომად მქონდა და სწრაფად ვგვიდი იატაკს, მისგან საუბრისაგან რომ თავი დამეღწია. იატაკიდან აფრენილი მტვრის მარცვლები ფანჯრების მინებიდან შემოსულ მზის თბილ სხვებზე ნაირფრად ციმციმებდნენ და ღიმილს მფენდნენ სახეზე, ამავდროულად კი ცხვირში მიღიტინებდნენ და განუწყვეტლივ ცემინებას მაიძულებდნენ. გაზიანი სასმელებით მოსვრილ და წებოვან იატაკზე მტვრის აღება არც ისე ადვილად მეჩვენა, თან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სკოლა სულ მთლად დაცარიელდა და მხოლოდ მე მიწევდა შემესრულებინა დაკისრებული და ამავ- დროულად გულისამრევი სამუშაო.
-გამომიყვანეს დამლაგებელი! დადგნენ და თვითონ გაწ- მინდონ! მე ჩემს საკუთარ სახლს მივხედავ! რა გამიწყალეს ცხოვრება! ოჰ... ეს მტვერი კიდევ სულ ამ ადგილს რატომ ეწე-ბება! -გავცოფდი და ნახევრადდალეწილი ცოცხის ბოლოს ერთ ადგილზე ხახუნს მოვყევი. -ვაააჰ!- ავყვირდი და მხოლოდ უკან მიხედვისას შევნიშნე, რომ მარტო არ ვიყავი. ენა მუცელში ჩავიგდე.
-„გაბრაზებასაც არ დაგაცდიან, რა!..“-ჩავილაპარაკე.
ამ დროს კი ნაცნობი ზარიც გაისმა, რომელიც აშკარად იუწყე-ბოდა, მის დედას უნდა დაგვიანებოდა.
-რამე ხომ არ გინდა?..- გაღიზიანებულმა ვკითხე და მერეღა მომაგონდა, რაც მოჰყვებოდა და შევემზადე, თუმცა აღმოჩნდა მთლად კარგად ვერც წარმომედგინა შედეგი.
- გეტყობა, ლაპარაკი გიყვარს.
-გააჩნია ვისთან.
-ჰოდა ჩემგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი, მეორედ გეუბნები! უკვე შენი ვითომ „მზრუნველობა“ ყელში ამომივიდა! შემეშვი, გირჩევ და შენი შესაფერი, კიკინებიანი და ტვინის მბურღავი გოგონები შეარჩიე სამეგობროდ! გასაგებია?- მშვიდი ტონით, თუმცა საკმაოდ გამაღიზიანებლად მომიგო,რამაც ლამის მდგომარეობიდან გამომიყვანა.
-იცი რა, კიკინებიანი და საღეჭრეზინაპირშიგაჩრილი გოგონები სხვაგან მოიკითხე! ზედმეტი მოგდის! მიუხედავად იმისა, რომ გადამეტებულ, ხელოვნურ ურთიერთობებს ვერ ვიტან და ცოტათი უხეშიც კი ვარ ხოლმე ამ ტიპის ადამიანების მიმართ, ასეთი სულაც არ ვარ და თავაზიანობის გამოჩენა სულაც არ ნიშნავს ხელოვნურობას, - საკმაოდ მშვიდი და აუღელვებელი ტონით მივმართე და დაგვა გავაგრძელე. სიმარ- თლე ვთქვა, საკუთარი მოთმინებისა და სიმშვიდისაგან გაკვირვებული დავრჩი.
-„ვააჰ, ყოჩაღ მე!“- გავიფიქრე.
პასუხი აღარ მიმიღია. მხოლოდ დახრილ ლურჯ თვალებს მოვკარი თვალი.
საქმის მოთავებისთანავე სირბილით გავეშურე სახლისაკენ. ნელ-ნელა სვლა შევანელე და სირბილი სეირნობად ვაქციე. ცივი დეკემბრის ამ მზიანი დღის მთელი სხეულით შეგრძნება და სუფთა ჰაერით ფილტვების გავსება ყველაფერი ავისა და უფერულის დავიწყებისა და ცხოვრების გაფერადების საშუალებას იძლეოდა და მეც სხვა რა მსურდა!.. დავივიწყე ფორტეპიანოს გაკვეთილი, ტკივილი და ყველაფერი ცუდი, ანუ მთელი სამყარო. წინა დღეებში სევდით, სიცივით, ცრემლით და სიმძიმით სავსე ჰაერი ახლა სიმსუბუქითა და ცხოვრების ხალისით სავსე ჰაერით შეცვლილიყო და ფილტვებში მოხვედრისას ავტომატურად იწვევდა სიამოვნებისა და სი-ცოცხლის ხალისის, ყოველივე ამქვეყნიურის დავიწყებასა და წარსულისათვის გატანებას.
-„ოჰ, ნეტავ სამუდამოდ ასე გაგრძელდეს!..“-კვლავ გა- ვიფიქრე, როგორც ადრე და სწრაფად გამოვფხიზლდი. რეალობა მაინც რეალობა იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent