ჩაკეტილი სივრცე 29 თავი
-ლევან გთხოვ -ნინი! მანქანაში ჩაჯექი! -არ შემიძლია -ნინი! -ლევან, მინდა რომ წახვიდე!- ვუთხარი გაუბედავად და ოდნავ უკან დავიხიე. ცრემლები მახრჩობდა, ამიტომ მოუთმენლად ველოდი იმ წუთს როცა ზურგს შემაქცევდა და წავიდოდა რომ ხმამაღლა მეტირა, მაგრამ იმის ნაცვლად წასულიყო უემოციო მზერით მომიახლოვდა და მკაცრი ტონით მკითხა- მენდობი?- უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა, ამიტომ ხმის ამოღება ვერ შევძელი და უბრალოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. იმის მიუხედავად რომ ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე გაეღიმა და მაშინვე გულზე მიმიკრო ატირებული. ოდნავ, რომ დავმშვიდდი მაშინვე ხელი ჩამკიდა და მაქანისაკენ წამიყვანა. -კარგად იქნება- დარწმუნებით მითხრა როცა მანქანაში ჩავსხედით- რამე სერიოზული რომ ყოფილიყო გეგა ასე მშვიდად არ იქნებოდა -შენ მას არ იცნობ -რაც არ უნდა იყოს მამაა და შვილის მძიმე მდგომარეობას შენ წინააღმდეგ არ და ვერ გამოიყენებდა დამიჯერე -მისგან ყველაფერია მოსალოდნელი! -ნინი! დამშვიდდი კარგი?!- თანაგრძნობით მითხრა და უეცრად ჩემკენ გადმოიხარა- ძალიან მალე ნახავ ნიცას გპირდები!- გამიღიმა და ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა. ოდნავ რომ დავმშვიდდი თავის ახლო მეგობრებს დაურეკა. მოკლედ აუხსნა სიტუაცია და ნიცას პირადი ნომერი უკარნახა. როცა საუბარი დაასრულა მანქანა დაქოქა და ადგილზე შემოატრიალა- სანამ ბიჭები რამეს გაარკვევენ მანამდე ჩვენ ციციშვილის და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მივიდეთ... იქნებ რამე გავარკვიოთ, თუმცა მეეჭვება იქ დაეწვინა ნიცა მაგ გამოს*რებულს. -რომელიმე კერძო კლინიკაში დაწვენდა -ვიპოვით! -კი მაგრამ როგორ?- ხმა დამეძაბა -ცოტაც მოითმინე კარგი?-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და დაძაბული მზერა ჩემი ალეწილი სახიდან ტელეფონზე გადაიტანა, რომელიც უხმო რეჟიმზე მქონდა დაყენებული. -თუ გინდა უპასუხე და დაელაპარაკე- კარგა ხნის სიჩუმის მერე, ძლივს შეკავებული აგრესიით მითხრა განრისხებულმა, რადგან ზარების გამოშვებას და მუქარის შემცველი შეტობინებების გამოგზავნას არ წყვეტდა გეგა -არ მინდა-ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დავიჩურჩულე და ტელეფონი გამოვრთე -დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ლაპარაკი არ გინდა? -დარწმუნებული ვარ- არცისე დამაჯერებლად ვუპასუხე -დაელაპარაკე, გპირდები ნიცას გამო მის ყველა გამოხტომას მოვითმენ -ლევან -ნინი! შენი კარგად მესმის, ვიცი ახლა რასაც განიცდი ასე რომ... თუ გინდა დაელაპარაკე -არ მინდა!- მტკიცედ ვუთხარი და ტელეფონი ჩანთაში შევინახე. გვიან ღამემდე დავბოდიალობდით თბილისის წვიმიან ქუჩებში მე და ლევანი მანქანით, მაგრამ ამაოდ. ყველა კლინიკაში ერთსა და იგივეს გვპასუხობდნენ რომ უახლოეს დღეებში ამ სახელისა და გვარის პაციენტი არც მიუღიათ და არც გაუწერიათ. ბოლოს როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა ლევანს მისმა ახლო მეგობარმა დაურეკა და რაღაც უთხრა. -იპოვეს?-მოუთმენლად ვკითხე როცა ლაპარაკი დაამთავრა -ჯერ არა მაგრამ მალე იპოვიან!-დარწმუნებით მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა -ახლა სად მივდივართ?-ინტერესით ვკითხე როცა მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა და ადგილზე შემოატრიალა -არსად უბრალოდ დრო გამყავს -შენი მეგობარი სად მუშაობს? რატომაა ასეთი დარწმუნებული რომ ნიცას იპოვის?-ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე -იმიტომ რომ პოლიციელია! ახლა შვებულებაშია თორემ უფრო მალე იპოვიდა შენს გოგონას -გასაგებია-უემოციო ტონით ვითხარი და როცა მანქანა ერთერთი კერძო კლინიკის მიმდებარედ გააჩერა ავღელვებულმა ვკითხე-ესაა? -კი... წინასწარ არ გითხარი იმიტომ რომ ვიცოდი სანამ აქ მოვიდოდით უსასრულოდ გაიწელებოდა შენთვის დრო -მადლობა- მისკენ გადავიხარე და ჩავეხუტე -მემგონი ჩახუტებაზე უფრო მეტს ვიმსახურებ- ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და ანთებული თვალები შემომანათა -ლევან-უმისამართოდ დავიჩურჩულე მისი სახელი და საწყის პოზიციას მოკრძალებით დავუბრუნდი- მადლობა -მადლობა საჭირო არაა! ის გავაკეთე რაც თქვენ ორისთვის უნდა გამეკეთებინა -კარგია რომ არსებობ- გავუღიმე და მანქანის კარი აკანკალებული თითებით გავაღე -ნინი ცოტა ხნას აქ ვიქნები თუ რამე... დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები- მომღიმარი სახით მითხრა როცა მანქანიდან გადასვლა დავაპირე -საჭირო არააა, სახლში წადი და დაისვენე ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩვენთვის -სანამ ნიცა საავადმყოფოში იქნება თბილისში ვიქნები მეც! ჩემს რომელიმე ძმაკაცთან დავრჩები... -ხო მაგრამ სამსახური? -როგორმე გადაიტანენ უჩემობას -კარგი როგორც გინდა-გავუღიმე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ყველაფერისთვის. -შენ აქ რას აკეთებ?-ზიზღით მკითხა გეგამ როცა დამინახა და მაშინვე წინ ამესვეტა -სულ გაგიჟდი ხო?- იგივე ტონალობით ვუპასუხე და მისთვის გვერდის აქცევა ვცადე -იმ ნაბ*ჭვარმა მოგიყვანა ააქ? -გამატარე -კითხვაზე მიპასუხე! -ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა -გგონია რადგან აქ მოხვედი ნიცას ნახვის უფლებას მოგცემ?- აგდებული ტონით მკითხა და სახე კიდევ უფრო მეტად მომიახლოვა. ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. -რა ხდება?- სოფოს დაძაბულმა ხმა შემაკრთო რომელიც არსაიდან გამოჩნდა ჰორიზონტზე -თქვენს შვილს კითხეთ-ისე ვუპასუხე რომ წამით თვალი არ მომიშორებია გეგას ალეწილი სახისთვის -გეგა?! -არ ჩაერიო!-დაუღრინაა გაავებულმა, დაბნეულ ქალს და სწრაფად მომიახლოვდა მკლავზე უხეშად წამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა -ხელი გამიშვი! ახლავე! - მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი და მზერა გავუსწორე. არაფერი მიპასუხა. ცინიკურად გამიღიმა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი კიბეები ძალის გამოყენებით ჩამარბენინა- რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე როცა შენობიდან გამიყვანა და ქუჩის ყველაზე ბნელი კუთხისკენ წამათრია- იცოდე ვიყვირებ- დავემუქრე როცა კედელთან მიმიმწყვდია და ხელები თავს ხემოთ გამიკავა -იყვირე-მკაცრი ტონით მითხრა და გამომწვევი მზერით თვალებში ჩამაცქერდა -ასე რატომ იქცევი? რა გინდა ჩემგან? -არაფერი -მაშინ გამიშვი -რატომ არ ყვირი? -გთხოვ -კითხვაზე მიპასუხე!-ბოლო ხმაზე მიღრიალა და კიდევ უფრო მეტად მომეწება გაყინულ სხეულზე -გთხოვ გამიშვი-შევეხვეწე და მაშინვე მზერა ავარიდე რადგან უკვე აღარ შემეძლო მისი ჩაწითლებული თავალების და საზიზღარო სახის ყურება -ის ნაბიჭვ*რიც აქაა არა?-ზიზღით მკითხა და სახე კიდევ უფრო მეტად მომიახლოვა. -გეყოფა- შევეწინააღმდეგე როცა კოცნა სცადა -ჩემს ზარებს და შეტყობინებებს იმიტომ არ პასუხობდი რომ იმ გამო*ლევებულის იმედი გქონდა არა? იცოდი რომ ნიცას იპოვიდა! იცი ახლა რას ვიზამ სასამართლოში განცხადებას შევიტან და ნიცაზე მეურვეობას მოვითხოვ -რაც გინდა ის გააკეთე-აღმომხდა ხმა აკანკალებულს და სანმ კიდევ რამეს ვეტყოდი ტუჩებზე დამაცხრა მკოცნიდა აგრესიულად მომთხოვნად გიჟურად. იქამდე არ გაჩერდა სანამ ხელიდან არ დავუსხლტი და სახეში მთელი ძალით ხელი არ გავარტყი. სიმწრისგან თვითონაც აწია ხელი დასარტყმელად მაგრამ ვერ გაბედა იცოდა რომ არ დავინდობდი და ციხეში ამოვაყოფინებდი თავს. სანამ დაბნეულობისგან გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა მანამდე მე საავადმყოფოში დაბრუნება მოვახერხე. ფეხაკერეფით შევედი ნიცას პალატაში და უხმოდ დავიწყე ტირილი როცა მისი გამხდარი და გაფერმკრთალებული სახე დავინახე. იმის მიუხედავად რომ ეძინა თავი მაინც ვერ შევიკავე და სიგიჟემდე მონატრებულს ნატანჯი სახე დავუკოცნე. ტელეფონის ზარის ხმამ შემაკრთო ლევანი მირეკავდა. მაშინვე ვუპასუხე -ნიცა როგორაა? -არც ისე კარგად -რა რეაქცია ჰქონდა შენს დანახვაზე? -არანაირი, უკვე ეძინა რომ მოვედი -ახლა მასთან ხარ პალატაში? -კი -პრობლემები ხომ არ შეგიქმნა იმ გამოს... ჯანდაბა, შენმა ყოფილმა -არა -ექიმს ელაპარაკე? -ჯერ არა -გინდა მოვიდე? -აქ მოსვლა არ გაბედო -ის ნაბ*ჭვარიც მანდაა ხო? -კი აქაა -რამე ხომ არ დაგიშავა? -არა რა უნდა დაეშავებინა, ერთმანეთთან არც კი გვილაპარაკია-უტიფრად ვიცრუე და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა -გასაგებია -ისევ აქ რატომ ხარ? შენს მეგობართან წადი და დაისვენე! -შენზე ვღელავ -კარგად ვარ-არცისე დამაჯერებლად ვუპასუხე -დარწმუნებული ხარ? -ლევან გთხოვ წადი, ასე უფრო მშვიდად ვიქნები კარგი? -შენი მარტო დატოვება არ მინდა რამე რომ მოხდეს... -არაფერი მოხდება -კარგი მაშინ წავალ მაგრამ იცოდე თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამირეკე, რა დროც არ უნდა იყოს კარგი? -კარგი- ლევანთან საუბრის შემდეგ როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და ექიმთან შევედი სალაპარაკოდ. განადგურებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. -წყეულო ნაძირალა-გაგიჟებული ვეცი გეგას როცა დავინახე და გააფთრებული პერანგის საყელოში ჩავაფრინდი- ეს რატომ გაკეთე? იმიტომ რომ ჩემი დასჯა გინდოდა? -რას ბოდავ -შენი ბრალია! შენს გამო წევს ნიცა საავადმყოფოში! -უცბათ დაუმძიმდა მდგომარეობა რომ მცოდნოდა... -დაწყნარდი შვილო-ჩაერია სოფო -შვილს ნუ მეძახით! მე თქვენი შვილი არ ვარ! თქვენ მე შვილად არასდროს აღმიქვამდით! -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ -ყოველთვის გძულდით რადგან თქვენი ოჯახის შესაფერისად არ მთვლიდით! არც ნიცა გიყვარდათ... -სიტყვებს დაუკვირდი!- მბრძანებლური ტონით მითხრა გეგამ და მრისხანე მზერა სოფოს არეული სახიდან ჩემზე გადმოიტანა-გესმის რას გეუბნები?- გამოსცრა კბილებში და ხელები უხეშად გამაშვებინა დაჭმუჭნული პერანგიდან. ცრემლები მახრჩობდა ამიტომ, მაშინვე საპირფარეშოში შევვარდი ატორებული. მიამ დამირეკა. თითქოს გულმა უგრძნო. მაშინვე ვუპასუხე -ნინი რა ხდება? სად ხარ? როგორაა ხარ? კარგადაა? -კარგად ვარ- ამოვისლუკუნე -ტირი? -ცოტა ხანში დაგირეკავ კარგი? -ნინი რა ხდება ამიხსენი -ნიცა საა ვადმყოფო შია- ვუთხარი ნაწყვეტ ნაწყვეტ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოვიშორე სახიდან -რატომ? რა მოხდა ? -ფილტვების ანთება აქვს -რაა? -სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს -ვერ გავიგე... შენ რააა? ახლა მართლა ნიცაზე მელაპარაკები? -მია მოგვიანებით დაგირეკავ და მერე ვილაპარაკოთ კარგი? -ნინი ნუ მაგიჟებ წესიერად მაიხსენი რა ხდება -უკვე ხომ აგიხსენი -ნინი -მია გთხოვ ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს -როგორ შეგეძლო? -მია -აქამდე რატომ არ მითხარი? -იმიტომ რომ აქამდე მეც არაფერი ვიცოდი -რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი? -გასაგებად არ მოგწერე? -,,საქმეები მაქვს" ეგაა გასაგებად მოწერილი? დედა ლამის გაგიჟდა -ეგონა ლევანთან ერთად ვიყავი არა? -დედას ხომ იცნობ... -ალბათ ფიქრობდა რომ ერთად ვიწექით -კარგი რა ნინი ხომ იცი დედა რანაირია -კარგი ახლა უნდა გავთიშო ხვალ დაგორეკავ. -ტაქს გამოვიძახებ და ჩამოვალ -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ -ნინი -გათენდება დილა და ჩამოხვალ საჭირო არაა ამ შუაღამისას ვიღაც უცნობ კაცს ჩაუჯდე მანქანაში დ ათბილისში ჩამოხვიდე მითუმეტეს რომ დანიშნული ხარ -რა შუაშია? -შუაში კი არა თავშია! -კარგი რა ნინი... ისე ლევანმა იცის ნიცა რომ საავადმყოფოშია?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა -რა თქმა უნდა იცის -მერე? სადაა ახლა? -თბილისში -მართლა?-აღფრთოვანება ვერ დამალა -ლევანმა გაიგო რომელ საავადმყოფოში იწვა ნიცა -ანუ? -სასამართლოს დასრულებისთანავე დამირეკა გეგამ და მითხრა ნიცა საავადმყოფოში დავაწვინეთო მაგრამ მისამართი არ მოთხრა -ავადმყოფი -ხოდა ლევანმა გაარკვია -საყვარელი -მია! -საავადმყოფოში ლევანმა მიგიყვანა? -კი -მერე? რა რეაქცია ჰქონდა გეგას მის დანახვაზე? -არანაირი. ერთმანეთი არ უნახავთ -გასაგებია -კაი მიდი ახლა უნდა წავიდე -და შენს დანახვაზე რა რეაქცია ჰქონდა გეგას? -საშინელი! ძალდატანებით გამიყვანა ქუჩაში და... -და რა...?! -ტუჩებში მაკოცა... -რააა?! -იცოდა ლევანი აქ რომ იყო და ასე იმიტომ მოიქცა! ეგონა ყვირილს დავიწყებდი და სიტუაციას გავამწვავებდი -მასთან ჩხუბი უნდოდა არა მაგ იდიოტს? ეტყობა არ ეყო წინაზე ძვლები რომ დაუმტვრია ლევანმა -სხვა მიზნით გააკეთა ეს ყველაფერი. -რას გულისხმობ? -ნიცაზე მეურვეობის მოსაპოვებლად -მოიცა რაა? უნდა რომ... -სწორად გაიგე უნდა რომ ნიცას მეურვე გახდეს. -ავადმყოფი -კარგი მიდი უნდა წავიდე-ნაჩქარევად ვუთხარი და გავუთიშე. სანამ ნიცა საავადმყოფოში იწვა გვერდიდან არ ვშორდებოდი. როგორღაც ავუხსენი რომ რაც მოხდა ჩვენს შორის მხოლოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.