შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე (ნაწილი მერვე)


3-07-2024, 23:46
ავტორი Ninne
ნანახია 1 497

მდებარეობს ერთი ულამაზესი კურორტი მანგლისი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კურორტებისგან განსხვავების ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, იდეალური ჰაერი და ბუნების საოცარი საოცარი სილამაზე მაინც იზიდავს დამსვენებლს. მთელი დაბა ფიჭვნარშია ჩაფლული. ეს ისტორიული მხარე თითქოს დავიწყებია ყველას. მხოლოდ ზაფხულში ახმაურდებახოლმე, როცა სუფთა ჰაერს დანატრებული ქალაქელები თბილისურ ხვატს თავს გაარიდებენ და მანგლისს სტუმრობენ.
ქეთა ეზოში გაბმულ ჰამაკში იჯდა და მონოტონურად ირწეოდა. ფიქრებით სადღაც, შორს, დაჰქროდა. ხანდახან თითქოს ღიმილი გაუკრთებოდა სახეზე, მაგრამ წამიერად. მერე ისევ ჩვეული სევდა დაისადგურებდა.
აგვისტოს დასაწყისი იდგა. ზაფხულის ხვატს მკაცრად ეკავა პოზიციები, თუმცა მწვანედ დაბურულ ეზოში სასიამოვნო სიგრილე იყო. ხშირი ხეივანი და ხეები მზის სხივებს თითქმის არ ატარებდნენ. .
- ქეთი, შვილო, იქნებ ცოტა გეჭამა... - შეაპარა თამარამ.
- არ მშია, თამარა დეიდა, დიდი მადლობა.
- მოსაღამოვდა უკვე და ჯერ ლუკმა არ ჩაგსვლია პირში. - წუხდა თამარა.
ქეთას შერცხვა.
- კარგი, ჩაის დავლევ.
- ყველი და პურიც მიატანე ცოტა. ახლა დავაცხვე ფურნეში. - შეეხვეწა თამარა.
- კარგი, კარგი. - გაუღიმა ქეთამ.
თამარა ჩოხელი ლალის ბიძაშვილად ეკუთვნოდა. თავის დღე და მოსწრება მანგლისში ცხოვრობდა. ადრე დაქვრივდა. 1 ბიჭი დარჩა. ულამაზესი იყო თამარა ახალგაზრდობაში, მაგრამ არავინ გაიკარა ახლოს, ჩემს შვილს მამინაცვალს ვერ დავაყენებ თავზეო. მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელმა შრომამ და ჯაფამ გაახუნა თამარას სილამაზე, მაგრამ არაფერს ჯავრობდა. მთავარია, ვაჟკაცი გავზარდე და არაფერი მოვაკელიო. გულიანი და სამართლიანი ქალი იყო თამარა. ამიტომაც ამბობდნენ ავ-კარგიანიაო. სწორედ თამარასთან გაუშვა ლალიმ შვილი გაურკვეველი ვადით მას შემდეგ, რაც მანჩოს განწირულ კივილზე ოთაცში შევარდა და თავისი ერთადერთი შვილი გულწასული იპოვა.
არც გამოკითხვა დაუწყია ლალის, არც შეგონება. ისედაც კარგად ხვდებოდა ყველაფერს. იმ საღამოსვე დაურეკა თამარას და გააფრთხილა. თავისი ხელით ჩაულაგა ყველა საჭირო ნივთი და მეორე დღეს მანჩოსთან ერთად წაიყვანა მანგლისში. თამაზს უთხრა, გადაიღალა ქეთა და დასვენება სჭირდებაო. ტელეფონის ნომერი შეუცვალა, რომ არავის შეეწუხებინა, ჩააბარა თამარას თავისი ერთადერთი და დაბრუნდა თბილისში.
ყოველ საღამოს ურეკავდა და მთელი დღის ამბებს უყვებოდა. მერე ქეტასაც გამოჰკითხავდა მანგლისის ამბებს და დააყოლებდა:
- არაფერზე ინერვიულო, დედი, დრო ყველაფრის მკურნალია.
ქეთა ავტომატურად დაემორჩილა ლალის განაჩენს. წინაარმდეგობის გაწევის არც თავი ჰქონდა და არც - სურვილი.
თამარა, მისი შვილი და რძალი თავს ევლებოდნენ ქეთას. გიგასთან ბავშვობაში ახლოს იყო, წლების მატებასთან ერთად თითქოს გაუცხოვდნენ, მაგრამ დედისერთა გიგას დასავით უყვარდა ქეთა.
ქეთამ და გიგას მეუღლემ - ნათიამ, კარგად გაუგეს ერთმანეთს. ნათიაც მანგლისელი იყო. ქეთას ტოლი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მოიტაცა გიგამ. ძალიან გული სწყდებოდა ნათიას, რომ მაგისტრატურას ვეღარ აგრძელებდა. განათლებული და კარგი მოსაუბრე იყო. ათას ამბავს უყვებოდა ქეთას და სულ ცდილობდა რამენაირად გაემხიარულებინა.
- წამოდი, მდინარეზე ჩავიდეთ. მართალია, ხალხი ახლა ტბაზე უფრო მიდის, მაგრამ შენ ხალხმრავლობა არ გიყვარს, ამას უკვე მივხვდი. ამიტომაც, ალგეთზე ჩავიდეთ. უარი არ მიიღება. - გამოუცხადა ქეთას.
გიგას გამოართვა მანქანის გასაღები. პლედი, წასახემსებლები და წყალი ჩადო მანქანაში. დაიძრნენ.
საოცარი სისწრაფით მოჰქროდა ალგეთი. ისე მიაქანებდა გამჭვირვალე ტალღებს, თითქოს სადმე აგვიანდებოდა.
- როგორი გამჭვირვალეა, თითქოს წყაროს წყალია. - აღფრთოვანება ვერ დამალა ქეთამ.
- ჰო, კარგ ამინდში ასეა, მაგრამ არ მოტყუვდე. თუ ადიდდა, ძალიან საშიშია. იცი სად იღებს სათავეს? კლდეკარის ციხეზე. ბაღვაშების სამფლობელოში. ამბობენ, რომ იქ 3 ნაძვი დგას და იმ ნაძვების ძირიდან იღებს სათავეს. თუ იქ გაწვიმდა, იქიდანვე რომ ადიდდება, რაც შეხვდება გზაში, წალეკავსხოლმე ყველაფერს. ალბათ ლიპარიტ ბაღვაშიც ბრაზიც მოაქვს.
ისე, როგორი ბედის ირონიაა, დავით აღმაშენებელს სწორედ მოღალატე ბაღვაშის ქალი - დედის იმედი რომ შეუყვარდა. ალბათ, რამდენჯერ უნატრია, არ ყოფილიყო მეფე და საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ ცხოვრებამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ მისცა. სახელიც ჰქონდა, დიდებაც, ამდენი წლის მერეც საამაყო და საარაკო მეფის მეფის სახელით ვიცნობთ…. ყველაფერი ჰქონდა, გარდა სიყვარულისა. - სევდიანი ხმით ყვებოდა ნათია.
ქეთას ცრემლები მოადგა. მდინარეს გახედა. მიჰქროდა ალგეთი და უცნაურ ხმაზე ღრიალებდა ხეობაში. თითქოს გლოვობდა დავითისა და დედის იმედის სიყვარულს.
- ტბის ისტორია ხომ იცი? - განაგრძობდა ნათია. - ამ ტბის მეპატრონემ თავის ცოლს აჩუქა ეს ტბა სიყვარულის ნიშნად. „ოცნების ტბა“ დაარქვა, მაგრამ ყველა ბურატინოს ტბას ეძახის, მეპატრონის მეტსახელიდან გამომდინარე. წარმოიდგინე, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი, ასეთი რამ რომ მოიფიქრო. შეიძლება ყვავილები აჩუქო, სახლი, მანქანა, თუნდაც ტყე, მაგრამ საკუთარი ხელით რომ აკეთებ ტბას და მეუღლეს სჩუქნი, ეს სულ სხვაა. მოფიქრებაც ხომ უნდა?
- შენგან კარგი გიდი დადგებოდა. - გაუღიმა ქეთამ.
- მაგაზე მეც ვოცნებობდი, - გატეხილი ხმით გააჟღერა ნათიამ - მაგრამ მართლა ოცნება აღმოჩნდა. მომიტაცა გიგამ და ახლა არცერთ ოცნებას ახდენა აღარ უწერია. ასეა აქ. გათხოვილი ქალი უფლებაშეზღუდულია. სკოლაში იმუშავეო. არაა მასწავლებლობა ჩემი საქმე და რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა.
- შენს ოცნებაზე უარი არ უნდა თქვა. თუ უყვარხარ, არ უნდა აგიკრძალოს. სიყვარული ნდობა და გვერდში დგომაა. - თავისივე ბაგეებს მოწყვეტილი სიტყვები გულზე მოხვდა ქეთას.
- ცოტახანს ვიყოთ და მერე ტაძარშიც ავიდეთ. კარგი? - თვალები შეანათა ნათიამ.
ღვთისმშობლის ტაძარი მანგლისის განაპირას იდგა. შორიდანვე საოცარი ხედი იშლებოდა. ულამაზეს გუმბათიან ტაძარს ქვის გალავანი ერტყა. სამრეკლოს ქვეშ თაღად იყო გამოჭრილი ტაძრის ეზოში შესასვლელი, რომელსაც რიკულებიანი, რკინის ორფრთიანი კარი ჰქონდა შებმული. ეზოში ასწლოვანი ხეები შრიალებდენ. ეზოს სიღრმეში ძელსკამები მიმოფანტულიყვნენ. სიმშვიდე იღვრებოდა ტაძრის გუმბათიდან.
- შეხედე, გუმბათის თავზე, ჯვრის ქვეშ შაჰ-აბასის ქუდია. იცი რატომ? როცა შემოესეოდნენ მაჰმადიანები, ამ ქუდის გამო ბევრჯერ გადარჩა ტაძარი დარბევას. მეოთხე საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ პირველი ტაძარი ამ ადგილზე. აქ იესო ქრისტეს სამსჭვალი და ჯვრის წმინდა ნაწილებიც ინახებოდა.
ულამაზესი ფრესკები იყო კედლებზე, მაგრამ კომუნისტების დროს შეათეთრეს. აი ამ ჯვრის ქვეშ კი, თევდორე კველთელის ნაწილებმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.
სიამოვნებით უსმენდა ქეთა ამ ხალისიან გოგოს. საკმაოდ გვიან შენიშნეს, რომ შებინდდა.
- მერე არსენას გამოქვაბულიც მოვინახულოთ. არსენა მარაბდელი ხომ იცი? იქ იმალებოდა.
- „ შაირ სიტყვითა მესტვირემ
ღმერთი მაღალი ახსენა.
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება
ოძელაშბილო არსენა“. - ბეჯითი მოსწავლესავით ჩააბარა ქეთამ.
- ჰოო. ეგაა. - გაეცინა ნათიას. - ნაკრძალშიც შეგვიძლია გავისეირნოთ, ოღონდ რეინჯერებს ვთხოვოთ დახმარება. გიგას ვეტყვი. უამრავი ისტორიული ძეგლი და სანახაობაა მანგლისში, მაგრამ ყველასგან მივიწყებულია და მხოლოდ ღმერთის იმედზე ვართ. - რაღაცნაირი სევდით ჩაილაპარაკა ნათიამ.
მთელი კვირის განმავლობაში პირველად ეძინა ქეთას მშვიდად. ერთხელაც არ გაღვიძებია.
2 კვირა მიიწურა, რაც ქეთა მანგლისში იყო. 1 დღით ამოაკითხა მანჩომ. მეტრეველი გადარეული გეძებსო. შენებთანაც იყო მისული, ლალიმ ზრდილობიანად გაუშვა სახლიდანო. მერე ჩემთან მოვიდა, მერე ჩემი ძმაც კი მომიგზავნა, რომ გამოვეტეხეო. გაგიჟებული დადის და ყველგან გეძებსო.
გული ეტკინა. მიუხედავად ყველაფრისა, საშინლად ენატრებოდა.
ნათია კარგად ხვდებოდა, რაც სჭირდა ქეთას.
- ფოტოს მანახებ? - შეაპარა
- ვის ფოტოს?
- ვის გამოც ხარ ამ დღეში. თუ გინდა, მელაპარაკე. რას გრძნობ, თქვი, რომ დაიცალო. უფრო გაგიადვილდება.
- მენატრება. ვეღარ ვძლებ. ძალიან მენატრება და ამავე დროს მძულს. 2 ბედნიერი თვე მაჩუქა და მთელი ცხოვრება გამიმწარა. სუნთქვა მიჭირს მის გარეშე. მგონია, რომ ვერ გავუძლებ და მოვკვდები. ხომ შეიძლება იმ 2 თვის განმავლობაში რამე ცუდი გაეკეთებინა? არა! ყველაფერში იდეალური იყო. ურთიერთობაშიც, სექსშიც...
- მოიცადე. თქვენ რა... - დაიბნა ნათია.
- რა მოხდა? - ვერ გაიაზრა ქეთამ.
- ყურადღებას ნუ მომაქცევ. გიგამ რომ მომიტაცა, მაშინ იყო ჩემთვის პირველი შეხებაც, პირველი კოცნაც, პირველი ღამეც. ნუ მიყურებ გაოცებული. აქ დრო გაჩერებულია. კი ვართ თბილისთან ახლოს, მაგრამ აქ მთის ხალხი ცხოვრობს ძირითადად და ტრადიციებს მისდევენ. მე გიგა მიყვარდა, მაგრამ რომც არ მყვარებოდა, დარჩენა მომიწევდა. თეთრი შურით მშურს შენი. მეც მინდოდა, შეყვარებულობის პერიოდი გამომეცადა. ჩუმი პაემნები... ალბათ სხვანაირი ხიბლი აქვს ასეთ ურთიერთობას. - სევდიანი ხმით დაასრულა.

შუადღისით თავის ოთახში ოყო წამოწოლილი, თამარამ რომ მიუკაკუნა კარებზე, გეძახიანო. იფიქრა, ნათია და გიგა მეძახიან ალბათ, სადმე უნდა წამიყვანონო. გაღიმებული გამოვიდა და გაშრა. მეტრეველი იდგა მის წინ.
საოცრად შეცვლილიყო. გამხდარიყო. წვერი მოეშვა, სახე ჩავარდნოდა და თვალები ამოღამებოდა.
- ქეთა...- ნაბიჯი გადადგა დათამ.
ქეთა ადგილიდან ვერ იძვროდა. დათა აღარ დალოდებია, მივარდა და გულში ჩაიკრა.
- როგორ მენატრებოდი. რატომ დამტოვე ასე? - მძიმედ სუნთქავდა და სახეს უკოცნიდა.
დრო გაჩერდა. ჩარკვიანს ეგონა, აქამდე სუნთქვა ჰქონდა შეჩერებული და ახლა ჟანგბადით ამოევსო ფილტვები. ხარბად შეისუნთა დათას სურნელი, ასე რომ ენატრებოდა. ტვინმა ყველა მოვლენა წარსულიდან დაბლოკა. მხოლოდ დათა არსებობდა. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს ბედნიერება. მეხსიერებამ ის ფოტო წამოატივტივა ზედაპირზე.
- ხელი გამიშვი! - უხეშად მოიშორა. - აქ რას აკეთებ? მე შენთვის არ ვარსებობ! ახლავე წადი აქედან!
- მისმინე, გთხოვ. საშუალება მომეცი, რომ აგიხსნა. როგორ ფიქრობ, ნორმალურ მდგომარეობაში მაგას გავაკეტებდი? არ ვიყავი ფხიზელი.
- ანუ, რამდენჯერაც დალევ, იგივეს იზამ და მე უნდა გაპატიო, ხო? - გიჟს ჰგავდა ქეთა.
- რა დალევა, გოგო, რა სიმთვრალე? 1 ჭიქა დავლიე. ერთი ჭიქა მე დამათრობდა? რაღაც ჩამიყარეს. საერთოდ არაფერი მახსოვს. ხომ მენდობოდი? ჩემი ხომ გჯეროდა? გთხოვ, დამიჯერე! - გული ამოაყოლა სათქმელს.
- შენ რომ გენახა ჩემი ასეთი ფოტო, დაიჯერებდი? - გაცეცხლებული იყო ქეთა.
- თავიდან, ალბათ არა. მაგრამ ეს პირველი რეაქცია იქნებოდა. მოგისმენდი და ახსნის საშუალებას მოგცემდი. შენთვის რამე მიზეზი მომიცია? მომიტყუებიხარ? მოვკვდები უშენოდ. უნდა დამიჯერო, გესმის? უნდა დამიჯერო! ჩემთან ერთად წამოდი. - ლამის დაუჩოქა.
- წადი. დანახვაც არ მინდა შენი. არ მჯერა შენი. ავარიაში რომ მოვყევი, იმიტომ გადამარჩინე, რომ მერე შენ მოგეკალი? მეზიზღები! აღარ ახსენო ჩემი სახელი! - განაჩენს ჰგავდა ქეთას სიტყვები. შებრუნდა და შევიდა სახლში.
მთელი ღამე ღრიალებდა ქეთა. მთელი ღამე აწყნარებდნენ ნათია და თამარა. ყოველთვის თავშეკავებული ქეთა ემოციებს ვერ აკონტროლებდა. თამარას რამდენჯერ დაუტოვებია თავისთან ბავშვობაში. გაზრდილიც რამდენჯერ დარჩენილა მათთან. შვილივით უყვარდა თამარას და ასეთი ქეთა არ ახსოვდა. განიცდიდა მის მდგომარეობას. ქეთასთან ერთად მასაც სდიოდა ცრემლები.
- შვილო, მოგესმინა. იქნებ მართალია ის ბიჭი. შენც იტანჯები და იმასაც სტანჯავ. გული მიკვდება, ასეთს რომ გიყურებ. - ცრემლები გამჭვირვალე ზოლებად იკვალავდნენ გზას თამარას სახეზე.
- წადი, მარინას დაუძახე, რამე დამამშვიდებელი გაუკეთოს ამას, სხვანაირად ვერ დაწყნარდება. - გააგზავნა ნათია მეზობელთან.

დამამშვიდებლის გავლენით ჩაეძინა. დილით მანჩო ამოვიდა. შეშლილი სახე ჰქონდა.
- ჩაიცვი, მივდივართ. - გამოუცხადა ქეთას.
ისედაც აპირებდა ქეთა წასვლას, მაგრამ მანჩოს სახე ცუდად ენიშნა.
- რამეს მიმალავ?
- წამოდი და გზაში გეტყვი.
- არა. ახლა მითხარი.
- ნუ მევაჭრები. გზაში გეტყვი. - ძალით შეტენა მანქანაში.
გიჟივით მიაქროლებდა. ქეთა მოლოდინად იყო ქცეული.
- დათა დაჭრეს გამთენიისას. ოპერაციას უკეთებენ. - მოულოდნელად თქვა.
ქეთასთვის დრო გაჩერდა.
მერე იყო საავადმყოფო. საათების განმავლობაში ლოდინი. უმძიმესი ოპერაცია...
- ურთულესი მდგომარეობა იყო. გადარჩა. თუმცა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. - თქვა ექიმაა.
- ხელოვნურ კომაში გადავიყვანეთ, დროებით. გულს რამდენიმე მილიმეტრით აცდა ტყვია. მეორე ტყვიამ კი საძილე არტერიათან ახლოს გაიარა. ჩათვალეთ, რომ ბეწვზეა გადარჩენილი. ვიღაცამ გამიზნულად ესროლა. ასე მგონია. დანარჩენი კი გამოძიებას მივანდოთ.
1 კვირა გავიდა. ქეთა ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში. მდგომარეობა ისევ მძიმე იყო, მაგრამ ექიმს იმედი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი სხეული ამას გაუძლებდა. ზოგადად, ექიმები არ იძლევიანხოლმე დამაიმედებელ პროგნოზს, თავის დაზღვევის მიზნით. ამიტომაც, ქეთა დარწმუნებული იყო, რომ დათა მალე გონს მოვიდოდა.
საავადმყოფოში მისულს დერეფანში ექიმი შეხვდა.
- გილოცავთ. თქვენი შეყვარებული უკვე გონზეა და მალე პალატაშიც გადავიყვანთ.
ცრემლი ჩამოუგორდა. დათა გადარჩა. დამთავრდა. აწი ფეხს აღარ დაადგამს აქ. არ შეუძლია მისი ნახვა.

რამდენიმე დღეში უფრო მოღონიერდა დათა. მკურნალმა ექიმმა დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა:
- ცოტახანში გაგწერთ, მაგრამ რომ გამოჯანმრთელდები, შენს ქორწილში უნდა დამპატიჟო.
- სიამოვნებით დაგპატიჟებდით, მაგრამ ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. - ნაძალადევად გაუღიმა დათამ.
- აბა იმ კარგ გოგოს რა უპირებ?
- ვინ გოგოს? - გაუკვირდა
- დედაშენმა მითხრა, შეყვარებულიაო. მთელი კვირა ტიროდა. 2-ჯერ მე შემოვაპარე შენთან რეანიმაციაში. არ აწყენინო მაგ გოგოს! - თითი დაუქნია ექიმმა.
ე. ი. აქ იყო ქეთა. ტიროდა ჩემ გამო. რეანიმაციაშიც შემოპარულა. - კმაყოფილი იღიმებოდა.


როცა გამოწერეს, ლალისთან ერთად მივიდა ქეთა. მეტრეველი არავის მოერიდა და სთხოვა, ცოტახანს დარჩი, ვილაპარაკოთო, მაგრამ ცივი უარი მოახსენა ქეთამ, გამოჯანმრთელება უსურვა და წავიდა.

ოქტომბრის შუა რიცხვები იყო. მატარებლის ვაგონებივით მიყვებოდნენ ერთმანეთს წვიმიანი და მოღუშული დღეები. ქეთა ტაქსით მიდიოდა მანჩოსთან. უცებ, ნაცნობ წითელთმიან გოგოს მოჰკრა თვალი. ის იყო. გოგონა ფოტოდან, დათას მკლავებში რომ ნებივრობდა. კაფეში იჯდა. ვიღაც ახლდა. ეჭვიანობამ დარია ხელი. სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი და გადმოვიდა. მამაკაცი ზურგით იჯდა. ძალიან ეცნობოდა ქეთას ეს სილუეტი. არა, დათა არ იყო. არც ის უნდოდა, რომ შეემჩნიათ. გადაწყვიტა, დალოდებოდა, სანამ გამოვიდოდნენ. საკმაოდ შეაგვიანდათ. გოგოს სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე კამათონდნენ. როგორც იქნა, გამოვიდნენ.
ქეთა მოპირდაპირე მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელთან იდგა. უფრო სწორად რამდენიმე კიბით ქვემოთ იდგა. მხოლოდ თვალები უჩანდა, რომ წყვილს არ შეემჩნია.
- ღმერთო! ნიკა! ამათ ერთად რა უნდათ? - უცებ გაახსენდა, როგორ უთხრა ნიკამ, მალე ნახავ მეტრეველს სხვა ქალის საწოლშიო. მერე მეტრეველის ნათქვამიც, მხოლოდ 1 ჭიქა ვისკი დავლიე, მაგრამ არ მახსოვს არაფერიო. თუ ნიკას ხელი ურევია ამ საქმეში, მწარედ ანანებს. იქნებ მართლა უდანაშაულოა დათა და „გაუჩალიჩეს“ ? მაგრამ ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვის. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

დღე არ გასულა, დათაზე არ ეფიქროს. სიგიჟემდე ენატრებოდა. მის დანახვაზე სუნთქვა ეკვროდა. მეტრეველი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მშობლებთან ცხოვრობდა. ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ცივად მიესალმებოდა ქეთა და ჩაუვლიდა. დანისლულ თვალებს აყოლებდა დათა, ქეთას რომ უყვარდა - ისეთს. რამდენჯერ სთხოვა, ვილაპარაკოთო. თუ გინდა, არ მაპატიო, უბრალოდ მომისმინეო. ქეთა ცივად იშორებდა.
გადაწყვეტილება უცებ მიიღო. დათას დაურეკა.
- სალაპარაკო გვაქვს. გამოდი. - მისამართი უკარნახა.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.
- მანქანაში ჩაჯექი - ხელით ანიშნა.
ქეთა ჩაჯდა.
- ძალიან მენატრები! - ნათქვამს გული ამოაყოლა მეტრეველმა.
ქეთამ წამიერად სისუსტე იგრძნო. მეტრეველმა დუმილით ისარგებლა. მოიზიდა და ჩაიხუტა. სახე ქეთას თმაში ჩამალა და ხარბად შეისუნთქა მონატრებული სურნელი. თითქოს წამი გაჩერდა. ირგვლივ ყველაფერი გაიყინა. ცოტახანს იყვნენ ასე. ქეთამ მძიმედ მოიშორა.
- ამისთვის არ დამიბარებიხარ. ის საღამო გაიხსენე, როცა.... - ვეღარ გააგრძელა.
- როცა „გიღალატე“ არა? - წაეშველა დათა მწარედ ჩაეცინა. ნერვიულად შეუხტა ცალი ყბა. - ახლა, ამდენი ხნის მერე, რატომ მეკითხები? მე ხომ მოღალატე ვარ შენს თვალში, რომელსაც თავის გამართლების საშუალებაც არ მიეცი? კიდევ კარგი, დამჭრეს, თორემ შენს ნახვასაც სანატრელს გამიხდიდი. მალე გადავალ ისევ ჩემს სახლში და აღარ შეგექმნება დისკომფორტი ჩემი დანახვით.
- დათა, გთხოვ. ზუსტად მითხარი რაც გახსოვს. ან ის გოგო ვინაა? ადრე გქონდათ რამე? - ეცადა მშვიდად ეთქვა სათქმელი.
- კარგი, კარგი. გეტყვი. ჩვენს ბარში ვიყავი, მე და შენ სადაც დავდიოდით. 1 ჭიქა ვისკი შევუკვეთე. ვიღაც ბავშვი მოვიდა, შენმა შეყვარებულმა დამაბარა, გამოვიდეს, ველოდებიო. გამოვედი გარეთ. რა თქმა უნდა არ იყავი. ის ბავშვიც სადღაც გაქრა. შემოვბრუნდი და დავლიე ჩემი ვისკი. მერე აღარაფერი მახსოვს. იმ გოგოს არ ვიცნობ. ვერ დაგიწყებ მტკიცებას, რომ რამე მქონდა, ან არ მქონდა მასთან. მართლა არაფერი მახსოვს. შენმა გადაკარგვამ ისეთ შოკში ჩამაგდო, ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ გამერკვია, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი თუ არა. გონს რომ მოვეგე, უკვე დაგვიანებული იყო. თუმცა, 99% დარწმუნებული ვარ, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ვიღაცამ გამიჩალიჩა მაგრად. მაგრამ აზრზე ვერ მოვდივარ.
- ნიკამ!
- ვინაა ნიკა?
- ჩემი ყოფილი თანამშრომელი. ჩხუბი რომ მოგივიდათ. სანამ შენ ფოტოს მივიღებდი, მანამდე მითხრა, გღალატობს მეტრეველიო. დღეს იმ გოგოსთან ერთად კაფედან გამოსული ვნახე.
- ეგ ტიპი ვაბშე აღარ მახსოვდა. იმედია, ჩემს დაჭრაშიც მაგისი ხელი არ ურევია. - კბილებში გამოსცრა.
- გამოძიებამ რაო?
- რა ვიცი, ქუჩის კამერებში არაფერი ჩანს. ეჭვი არავიზე მქონია...
ჩუმად ისხდნენ კარგა ხანს.
- წამოდი, სახლში გაგიყვან და მერე საქმეები მაქვს. - თავისთვის ჩაილაპარაკა.
- დათა, მე შენი მჯერა. - ძლივს ამოღერღა ქეთამ.
დათას ჩაეცინა.
- არა, ქეთ, შენ ჩემი არ გჯერა. უბრალოდ რაღაცეები ერთმანეთს დაუკავშირე და ლოგიკურ დასკვნამდე მიხვედი. თუმცა, ამდენ ხანს რომ გიყვარვარ მაინც, ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ქეთამ თავი დახარა. დათამ ნიკაპის ქვეშ ამოსდო 2 თითი და თავი ააწევინა. ბნელოდა. კოკისპირულად წვიმდა. ალაგ-ალაგ ელვა არღვევდა ღამის უკუნს. დათა დაიხარა და მსუბუქად გაუსვა თავისი ბაგეები ქეთასას. მერე, იგივე გზა გაიმეორა დათას ცერა თითმა, თითქოს კოცნის კვალი წაშალა.
- მაკოცე. - შეეხვეწა ქეთა.
- სახლში ადი. მე რაღაც საქმეები მაქვს გასარკვევი - ხმაურით აკოცა ლოყაზე. - ახლა რომ გაკოცო, არ მოხდება კაი ამბავი. მერე გნახავ. - ისევ დანისლული თვალებით უყურებდა.



№1 სტუმარი nini

rodis gamiva shemdegi tavi?

 


№2 სტუმარი სტუმარი Enene

Male daideba axali tavi?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent