შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,იბრძოლე ან მოკვდი,, (II თავი)


4-07-2024, 23:02
ავტორი Tuta Moon
ნანახია 784

ყოყმანის შემდეგ უნდობლად ვაგებებ მის გამოწვდილ ხელს ჩემსას. ფეხზე ვდგები, ჯერ მას ვავლებ თვალს, ფეხის თითებიდან ვაყოლებ მზერას თმებამდე, ჩემზე საკმაოდ მაღალია და სპორტული აღნაგობის, ზემოდან ისე დამყურებს თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ და სამი ნაბიჯით ვშორდები. თვალში ქვაფენილის ის მონაკვეთი მხვდება სადაც რამდენიმე წუთის წინ ადამიანი გაქრა.
- წარმოუდგენელია. - ვბუტბუტებ ჩემთვის და კითხვების კორიანტელი მიგროვდება თავში.
- იცი მე..
- მანდ დარჩი! - ხელის აწევით ვაჩერებ, ამ უცნაურ ადამიანს. - რა გქვია?
- ტაი, - მპასუხობს და მოთმინებით ელის მომდევნო კითხვას.
- კარგია, ამათ? - თავით ქვაფენილზე ვანიშნებ.
- მათი სახელები? არ ვიცი. - თვალებში ვაკვირდები, გულწრფელია.
- აბა რა იცი? ჩემგან რა უნდოდათ? ვინ იყვნენ? შენ თვითონ ვინ ხარ? ჩემზე რა იცი? - მისკენ ნაბიჯს ვდგამ და ხმას ვუწევ - რას გადამეკიდეთ? რატომ დამყვებით..
- დამშვიდდი გრეტა. - მხრებზე ხელებს მხვევს.
- ნუ მამშვიდებ, ხელები გასწიე. - უხეშად ვიშორებ და უკან ვიხევ.
- აგიხსნი უბრალოდ, უმჯობესი იქნება აქედან თუ წავალთ. - საპასუხოდ მხოლოდ ვუბღვერ. - სახლში წაგიყვან, კარგი?
- აბა ერთი მიპასუხე რომელი უფრო რეალურია, უცხო და თანაც ხმლიან კაცს სახლში რომ გავყვე, თუ იგივე უცნაური ვინმე თავად რომ მივიპატიჟო შინ?
- ცოტა შეურაწმყოფველია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უცნაური სულაც არ ვარ. - ხელებს შლის და მიღიმის.
- ჰო როგორ არა, სულო და გულო ყოველი მეორე ხმლით არ დარბის თბილისში? თუნდაც სხვა რომელიმე ქალაქში, მიდი გააჩერე ვინც გინდა. - ხელს უდარდელად ვიქნევ ქუჩისკენ.
- კარგი, მესმის, რომ ახლა ძალიან გაოცებული და დაბნეული ხარ, მაგრამ უნდა მენდო და როცა ყველაფერს გაიგებ იმედი მაქვს, რომ სწორ არჩევანს გააკეთებ.
ვფიქრობ მართალია ასე გაუგებრად აქედან ვერ გავიქცევი, რომც გავიქცე ვიღაც მაინც მიპოვნის, მაგალითად ის გველებიანი გადარჩენილი ძმა, თუ ერთხელ მიპოვნა, არც მეორედ გაუჭირდება.
- კარგი, წამოდი, ოღონდ ჯერ ის მითხარი ეგ ,,ვარსკვლავური ომების,, მანათობელი ხმალი სად გააქრე მოულოდნელად? - კაპიუშონს ვიმხობ თავზე და სკვერის გასასვლელისკენ ვიღებ გეზს.
ტაი ორ ნაბიჯში მეწევა და გვერდით მესვეტება გაღიმებული.
- ეს ერთერთი საინტერესო რამ არის, ის მაშინ ხდება ხილული როცა გამოუვალი სიტუაციაა და გულით მჭირდება.
- უჩინარი იარაღები? ღმერთო ჩემო ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა. - ვამბობ უმისამართოდ, მის ჩაცინებას ვგრძნობ. სასიამოვნო სიმშვიდე მეუფლება, თითქოს ეს ყველაფერი ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.
სანამ კარში გარჭობილ გასაღებს გადავატრიალებდე მახსენდება, რომ გამოსვლამდე საგულდაგულოდ დავალაგე იქაურობა, გულში შვებას ვგრძნობ და მეცინება.
- რა მოხდა? - კითხულობს ჩემს უკან მდგომი ტაი.
- ამჯერად არაფერი. - ვპასუხობ და კარს ვაღებ.
ჯერ მე შევდივარ, მერე ვანიშნებ შემოდითქო და ისევ საგულდაგულოდ ვრაზავ კარიბჭეს. ოთახების ფართო არ ჩევანი არ მაქვს, რადგან სულ ერთი ოთახიანი სახლია, ამიტომ საძინებელი რომელიც მისაღებადაც მაქვს მის შეყვანას არ ვაპირებ. ისევ სამზარეულოში შეპატიჟებას ვირჩევ და ვანიშნებ დაჯექითქო. ელექტრო ჩაიდანს დენში ვაერთებ და პეტრე მახსენდება, რომელიც სულ მეკამათება, რომ მოხარშული ყავა ბევრად სჯობს ამ ძალით ადუღებულ წყალს. ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ.
- გვიდააა.. - ვყვირი აღტაცებით და ლამის სტუმარს ვაფრთხობ.
- ვინ გავიდა?
- მოიცადე, ჩუმად - ტუჩებზე თითს ვიდებ და პასუხს მოუთმენლად ველი.
მანამ ვიცდი, სანამ თავისით არ ითიშება ზარი. მობილურს გაოცებული დავყურებ, გაოცებას ბრაზი ცვლის და ეკრანჩამსხვრეულ ნივთს მაგიდის კუთხეში ვაცურებ.
- კისერი გიტეხია პეტო, ეხლა თავად მომძებნე. - არარსებულ მეგობარს ვუღრენ და ჭიქებს ვიღებ კარადიდან.
- ვინ არის პეტო? - მეკითხება კინაღამ მივიწყებული ტაი.
- შენ ის მითხარი თვითონ ვინ ხარ.
- რა უხეში ხარ? - მეუბნება წარბის აწევით
- უფრო უხეში შემიძლია ვიყო. - ვამბობ და ჭიქები მაგიდაზე გადმომაქვს.
- შენს პეტოზე გაბრაზებული ჯავრს ჩემზე ნუ იყრი.. - სიმართლეა, მაგრამ ცოტა ხმამაღალი.
- ნუ მიყვირი! - წარბებს ვკრავ.
- არ გიყვირი! - ისიც კოპებშეკრული მიმზერს.
ორივე ვჩუმდებით და ყურადღება ყავაზე გადაგვქვს. მართალია მასზე ტყუილად ვბრაზობ, მაგრამ იმდენი რამ მოხდა ერთიანად, რომ ცოტა მიჭირს ამ ყველაფრის მიღება. ყველდღე ხომ არ ვხედავთ გველებიან ხალხს, ნათება ამოცლილ ქალებს და მანათობელ უჩინარ ხმლებს, არც მეგობრებს ვკარგავთ ყოველდღე იმედებივით. აღარც სუსტი ვარ და აღარც მშიშარა! მე ადამინი ვარ! არსება რომელსაც ყველაფრის ატანა და გაგება შეუძლია, ამასაც შევძლებ, ამასაც გავიგებ, ამასაც გადავიტან. თითს საათის გაცვეთილ სამაჯურებს ვუსვამ და ღრმად ვსუნთქავ, ყურებში სარკის ანარეკლის ხმა ჩამესმის ისევ ,,ან იბრძვი, ან კვდები,,.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შედეგ, სიჩუმეს ტაი არღვევს:
- ვიცი რომ ყველაფერი გაინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ პირველრიგში ის უნდა იცოდე, თუ რატომ ვარ მე აქ, ანუ რომ არა ისინი ვინც დღეს თავს დაგესხნენ, ჩვენ ჩვენ არ ვიქნებოდით. ეს არსებები მთლად ადამიანები არ არიან.. - ტაი ნელა და შეპარვით მიხსნის, ალბათ, იმიტომ რომ ადვილად გავიგო და ნელნელა შევეგუო დაუჯერებელ რეალობას. - დაზუსტებით თქმა რთულია, მაგრამ ისინი გორგონას შთამომავლები არიან. ისინი..
- მოიცადე, მოიცადე. - საჩვნებელი თითის აწევით ვაჩერებ. - ვისი შთამომავლები?
- გორგონა, მედუზა..
- ძველი ბერძნული მითოლოგიური არსებას გორგონას გულისხმობ? სოწრად გავიგე? - ვცდილობ დავაზუსტო, მართლა იმ არარეალურ ქალზეა ლაპარაკი თუ ფანტაზია ამიფეთქდა.
ყოველთვის ნაკლებად მეოცნებე ვიყავი, უფრო სწორად შეუძლებელზე და წარმოუდგენელზე არ მიოცნებია არასდროს. რადგან ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ოდესმე შეიძლება ზღაპარში გამწვანებულ მდელოზე, ჩიტების ჭიკჭიკსა და პეპლების ფარფატში გამღვიძებოდა. დაუჯერებელი იყო ყველა სასწაული, რომელიც შემქმნელმა ამდენი უიმედო ადამინისთვის ვერ გაიმეტა.
- ზუსტად მაგას ვგულისხმობ. - თავს მიქნევს ტაი, მე კი გაოცებისგან პირს ვაღებ ,,ამის დედაც,,. - როგორც ჩვენთვის ცნობილია, გორგონას სამყოფელში შესული ადამიანებიდან უკან არცერთი დაბრუნებულა..
- რატომ პერსევსი გამოვიდა თანაც გამარჯვებული..
- ნუ მაწყვეტინებ გრეტა! - ხელებს უმწეოდ შლის და მეც ვდუმდები. - არსებობს თქმულებები იმის შესახებ, რომ გორგონას სანამ თავს მოკვეთდნენ მას უკვე ჰყავდა შვილი..
- ვისგან?
- გრეტააა!
- კარგი ბოდიში..
- მას უკვე ყავდა შვილი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისგან და მისმა შთამომავლებმა არსებობა გააგრძელეს, მაგრამ რადგან მათ გენებში გორგონას სისხლზე მეტად ადამიანის სისხლი ჭარბობს, ამიტომ იშვიათად იბადებიან ამ ძმების მსგავსები. მათ სხვადასხვა ძალების გამოვლენა შუძლიათ, მაგალითად: გონებაში შემოღწევა, მსხვერპლის დაჰიპნოზება, მოწამვლა კოცნით, გარკვეული სახის სისწრაფე.
- კარგი, როგორც ვხვდები ამ ორი ძმის გარდა კიდევ არიან მათნაირები ხომ? - ტუჩს ვიბზუებ ზიზღით. გველებს ვერ ვიტან. ტაი თავს მიქნევს თანხმობისნიშნად. - დაა ესეიგი საფრთხეს მხოლოდ ეგენი წარმოადგენენ? - იმედი მაქვს ამაზეც დამეთანხმება და არ მეტყვის რომ სხვა სახის მონსტრებიც მრავლადაა ქალაქში.
- სამწუხაროდ მხოლოდ ეგენი არა გრეტა, - ამბობს ტაი და კიდევ ერთხელ მიცრუვდება იმედი. - მაგრამ ეხლა სანამ სხვა რამეებზე მომაყოლებ იმას გეტყვი რატომაც გეძებდი და არმხოლოდ მე. შენ უბრალოდ ადამიანი არ ხარ, შენ მონადირე ხარ, ისევე როგორც ჩვენ..
- ვინ თქვენ? შენს გარდა კიდევ არიან?..
- გრეტა ოდესმე ჩუმდები? - თავს ხელებში რგავს ტაი.
- ზოგადად იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, რომ არ შემიძლია გესმის? ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს შუაღამისას გამაღვიძეს და ,,ვეფხისტყაოსანს,, მიკითხავენ ხმის გამაძლიერებლების დახმარებით. მე ჩვეულებრივი გოგო ვარ, გოგო რომელიც ფაქტობრივად არაფრისგან გაიზარდა, გოგო რომელიც ყოველდღე ცდილობს გადარჩეს, გოგო რომელსაც ეს ყველაფერი არ უთხოვია. - აშკარად ისევ ნერვები მღალატობს და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, ვჩუმდები და ღრმად ვსუნთქავ.
- რაც შეეხება მაგას. - ტაი შესანიშნავად ინარჩუნებს სიმშვიდეს, - ყველაფერი ბოლომდე არც მე ვიცი ამიტომ ვცადოთ, შენი ამბავი ჩემს ინფორმაციას შევადაროთ, იქნებ მთლიანი სურათის დანახვა შევძლოთ.
- ჩემზე რა იცი?
- შენზე? შენი მშობლები.. - წინადადებას ვერ ასრულებს რადგან კარზე განუწყვეტელ კაკუნს იწყებს ვიღაც, მოულოდნელობისგან ვხტები. - ვინმეს ელოდები?
- არა, არავის. - კარის გასაღებად მივდივარ. ტაი უკან მომყვება.
- მოცადე, არ გააღო. - მკლავში მავლებს ხელს და მაჩერებს.
კარს დაძაბული ვუყურებ, ნუთუ შეიძლება გაქცეულმა ძმამ მიპოვა. კაკუნი ნელდება და ჩუმი ძლივს გასარჩევი ნაცნობი ხმა ისმის:
- გრეტა..
- გამიშვი! - მკლავს ძალით ვინთავისუფლებ - ეს პეტრეა!
საკეტებს გამალებით ვხსნი და კარს ვაღებ. ზღურბლზე მართლაც რომ პეტრეა. ტალახიანი და სველი, ტუჩიდან წვრილ ზოლად სისხლი ნიკაპზე ჩამოსდის, წარბიც ასევე გახეთქილი და არასასიამოვნო შესახედაობის აქვს. სადაცაა წაიქცევა, ხელს ვაშველებ, ტაიც ინსტიქტურად მისკენ იწევს.
- ვინ არის?
- ესაა პეტო. - ვპასუხობ და ორივეს ერთად სახლში შემოგვყავს.
ნახევრად გათიშული და უღონოდ იქვე კართან იკეცება, თან რაღაცას ბუტბუტებს, მის წინ ვიმუხლები.
- რა მოხდა? რა მოგივიდა? ხმა ამოიღე. - საცოდავად ჩამოკიდულ თავს მაღლა ვაწევინებ, თვალებს გაჭირვებით ახელს და მზერას მიწორებს.
- გაიქეცი გრეტა, ისინი შენ გეძებენ..
- ვინ მეძებს? - პეტრე ისევ ხუჭავს თვალებს, ტუჩები უცნაურად ულურჯდება, სახეზე ფითრდება და შუბლი ცივი ოფლით ენამება. - ტაი გააკეთე რამე, ის კვდება. - ტაის შევყურებ, ისიც არანაკლებ აღშფოთებული სჩანს. თუმცა ჩვენ არ გვიყურებს სახე კარისკენ აქვს მიბრუნებული, თითქოს რაღაცას აყურადებსო. - ტაიი!
- ეგ მოიცდის, ჩქარა ცოტა იქით გავწიოთ.
პეტრეს უგონო სხეულის გათრევაში ვეხმარები, მერე კარს კეტავს, მოსასხამის მკლავს, რომელიც ჯერ ისევ ზედ აცვია ერთ ხელზე იდაყვამდე იწევს, საიდანაც ისეთივე უცნაური იეროგლიფები მოუჩანს, როგორც იმ გველებიან ბიჭს. ხელს კარისკენ იშვერს და ჩემთვის გაუგებას სიტყვებს სწრაფსწრაფად ბუტბუტებს. იეროგნიფები მკრთალ ნათებას იწყებენ ლურჯ-მწვანე ფერში. გაოცებული შევყურებ მკლავსა და მკლავის პატრონს. მაშინ ვფხიზლდებ, როცა პეტრესთან ჩამუხლული ტაი რაღაც იგივეს იმეორებს რაც ცოტახნის წინ კართან გააკეთა. ჯერ ისევ იმ კედელთან ვდგავარ პირდაღებული.
- გრეტა, ბოთლით წყალი მოიტანე. - ტაი მითითებებს მაძლევს და მეც მაშინვე ვასრულებ. - თავი ავაწევინოთ და წყალი მივცეთ, სველი ტილოებიც დაგვჭირდება. სიცხის დამწევი რაც გაქვს, დაა სუნთქვა.
- რა სუნთქვა? - ვინტერესდები და ტილოს პირდაპირ იატაკზე ვწურავ.
- ისუნთქე გრეტა, ისუნთქე, შენც ნუ გამიხდები მოსასულიერებელი. - მიღიმის და ისევ პეტრეზე გადააქვს ყურადღება.
ვაანალიზებ ჩემი დაძაბულობის პიკს, მაგრამ მისი მშვიდი ხმა მეც მეხმარება დაწყნარებაში, რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვას ვაკეთებ და მეგობრისთვის გამზადებულ გაწურულ ტილოს სახეზე ვისვამ.


ძილში მოუსვენრად ბორგავს და გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებს პეტრე. რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ. პირველადი დახმარების სახით. ახლა კი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, როგორც ეს ტაიმ თქვა. კიდევ ერთ სველ ტილოს ვუცვლი შუბლზე და სამზარეულოში გავდივარ.
- არც კი მჯერა, - ფანჯარასთან მდგარი ტაი ჩემსკენ ბრუნდება და სკამზე ჯდება. საკმაოდ დაღლი და ძალა გამოცლილი მეჩვენება.
- რა? - მაშინვე ვინტერესდები.
- მართალია მე დაჯერება მიჭირს, მაგრამ შენი მეგობარი დიდი ალბათობით კოცნით მოწამლეს.
- იმის მერე რაც ვნახე და მოვისმინე მე მჯერა და შენ რატომ ვერ იჯერებ? - სკამს ვწევ და მის პირდაპირ ვჯდები.
- იმიტომ რომ ძალიან დიდიხანია, ასეთი რამ აღარ მომხდარა. მისი განკურნების პროცესში რაღაც ვიგრძენი, დაბრკოლება, შეწინააღმდეგება, თითქოს ის მოაჯადოვეს.
- შეიძლებოდა ეს იმ გაქცეულ ძმას ექნა? - შურისმაძიებლური ბრაზი მეკიდება.
- არა, არა, ასეთი რამ მხოლოდ ობობებს შეუძლიათ.
- ღმერთო ჩემო რატომ მაინცდამაინც ეს გველები, ობობები, ბარემ ტარაკნები და კალიებიც გამოჩდნენ - ტაის ჩემ ზიზღით დამანჭულ სახეზე და გაჟრჟოლებაზე ეცინება.
- მთავარია შენ მოინდომო და ჯადოქრებიც ვერ შეგაშინებენ, მაგ მწერებზე და ქვეწარმავლებზე, რომ აღარაფერი ვთქვა. - მალევე სერიოზულდება. ის კი სერიოზულდება, მაგრამ მე ეს ჯადოქრები ისე მხვდება ყურში როგორც ბომბდამშენის ხმა.
- რა უნდათ ჩვენგან? - ჩემი გაბზარული ხმა უცნაურად ჩამესმის.
- ჩვენგან ის უნდათ, რომ მონადირეებმა აღარ იარსებონ, ხოლო ჩვეულებრივი ხალხისგან მხოლოდ ხალხი. ისინი სისხლით, ენერგიი, შიშით და მსგავსი რამეებით იკვებებიან.
- კარგი, გასაგებია.. - ფეხზე ვდგები, ამ ინფორმაციას გადახარშვა სჭირდება. - პეტოს დავხედავ.
გვერდით ოთახში გავდივარ. პეტრეს ტემპერატურას ვამოწმებ, იქვე დივანზე მის ფეხებთან ვჯდები და მისი შარვლის ჯიბიდან ამოჩრილ მობილურის კუთხეს ვამჩნევ. ბოდიშის მოხდით ვაცლი ტელეფონს და მისი თითის ანაბეჭდით განბლოკვასაც ვაკეთებ. ზარებში განსაკუთრებული არაფერია, ჩემი გამოტოვებული ზარების გარდა. შემდეგ ფოტოებს ვამოწმებ იქნებ კლუბში რამე გადაიღეს. მოგებული ჯეკპოტივით მიმართლებს, ოდნავ გადღაბნილი სელფის სახით. ფოტოზე პეტრეა ვიღაც გოგოსთან ერთად, გოგო კამერისკენ არ იხედება, მაგრამ მისი სახე კარგად ჩანს, მხრებამდე შეჭრილი მუქი და ხვეული თმა აქვს, პატარა მისკუპებული ცხვირი, მსხვილი ტუჩები და როგორც ამბობენ შველის თვალები. საერთოდ ვერ ვცნობ, ისინი კი ისე არიან სახით ერთმანეთზე მიკრულები, ნამდვილად ის გოგოა ლედი ვისზეც ლაპარაკობდა. ტაისთან ვბრუნდები თან ფოტოს დავჩერებივარ თვალმოუცილებლად.
- კლუბში მითხრეს, რომ პეტოს შეყვარებული ახლდა, მაგრამ ვიცი ზუსტად და დარწმუნებით, რომ მის გვერდით ჯერ ამ სტატუსით არავინაა. - ფოტოს ტაისკენ ვაბრუნებ. - ამას შეხედე.
ტაი მობილურში გადიდებულ ფოტოს დაჰყურებს.
- რა იყო მოგეწონა? - ალმაცერად ვუმზერ.
მობილურს მიბრუნებს.
- ეგ ადამიანი არ იქნება!
- ფოტოთი მიხვდი?
- ვფიქრობ შენს კვალზე გამოსასვლელად, შენი მეგობარი გამოიყენეს.
- მე კიდე ვფიქრობ, რომ ღამის ორი საათია და ძილი მჭირდება. - ინტერესის მიუხედავად ვნებდები, ჯობია ძალები მოვიკრიბო. არც მშობლებზე სალაპარაკოდ ვარ მზად ამ წამს და არც მეტი ინფორმაციის მოსასმენად.
- გეფიცები თუ კიდევ მიხსენებ ჯადოქრებს, ობობებს და კაციჭამია მონსტრებს, შენივე ხმლით მოგკლავ. - ვდგები და ისევ საძინებლისკენ ვაპირებ წასვლას.
- თუ გეძინება ჩემი არ მოგერიდოს, მე დავრჩები და გიდარაჯებ. - როგორც კი ჩემს გაოცებისგან აზიდულ წარბს ამჩნევს, ამატებს. - თქვენ, ორივეს გიდარაჯებთ.
- კარგი და თუ ძილს გატაწყვეტ, გაფრთხილებ! დისტანცია დაიცავი და არ მომეკარო. - თვალებთან მიტანილი ორი თითით ვანიშნებ თვალყურს გადევნებთქო და საწოლისკენ მივლასლასებ.

ვიღაცის მსუბუქ შეხებას ვგრძნობ მხარზე და ნელ-ნელა გონზე მოვდივარ. თვალებს გაჭირვებით ვახელ და თავზე წამომდგარ სილუეტს ძლივს აღვიქვამ. ფანჯრიდან შემოპარულ დილის მკრთალ შუქზე პეტრეს სახეს ვცნობ და წამოსადგომად ვიწევი.
- გრეტაა. - აღელვებული პეტო ჩურჩულით მომმართავს.
- მიხარია, რომ უკეთ ხარ მეგობარო, გუშინ ძალიან შემაშინე..
- ჩუმად, ჩუმად რა გაყვირებს? - პირზე ხელს მაფარებს და სამზარეულოს აყურადებს. - იქ ვიღაცაა, სანამ გონზე მოვა შევძლებთ გაქცევს.
მის ხელს სახიდან ვიშორებ.
- იმ ვიღაცამ შენი უკანალი სიკვდილისგან იხსნა. - იმის მიუხედავად, რომ პეტრე რაღაც შარში გაეხვა, მახსენდება, რომ მასზე გაბრაზებული ვარ და ვუბღვერ.
- ჩემი? საერთოდ ვინაა? - ჯერ ისევ ჩურჩულებს.
- გრძელი ამბავია!
- მოკლედ მითხარიი..
- სიკვდილს გადამარჩინა. მაშინ, როცა შენ ვიღაც ხუჭუჭასთან ფლირტს აბამდი..
- სიკვდილს?..
სიტყვის დასრულებას არ ვაცდი.
- შენ არ იყავი? რომ მითხარი გამოუვალ სიტუაციაში, როცა დაგჭირდე დამირეკე და შენთან გავჩნდებიო? - ჩემს სიტყვებზე უცნობი ქალის მოცემული სავიზიტო ბარათი მახსენდება, მაგრამ ჯერ პეტრესთან მაქვს საქმე და ამ მოგონებას დროებით უკან ვხევ. - ლამის ავაფეთქე შენი ტელეფონი.. ვინერვიულე.
- ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. - პეტრე თავს იმართლებს.
- ხოდა სანამ აღმოჩნდებოდი, მანამ უნდა გეფიქრა მაგაზე.
საწოლის ბოლოზე ჩამომჯდრები, ხმადაბლა გამწარებულები ვჯაჯღანებთ, სხვა შემთხვევაში ალბათ ეს ფაქტი ძალიან გამახალისებდა.
- კიდევ დიდხანს უნდა იბუტბუტოთ მანდ, თუ ინებებთ ოთახიდან გამოსვლას?! - ორივეს გვაკრთობს მოულოდნელად შემოსული ტაის ხმა.
- მოვდივართ! რა თქმა უნდა.
საწოლიდან ვდგები და ოთახიდან გასვლამდე პეტრეს მტრულ მზერას ვავლებ. ვიცი მესმის, რომ ისიც პრობლემებში იყო, მაგრამ მე ხომ ერთხელ დამჭირდა მისი გვერდში დგომა, ის კი თითქოს დედამიწის ზურგიდან გაქრა. ბრაზზე მეტად მეგობრის დაკარგვის შიში ვიგრძენი და ახლა ამ შიშის გამომწვევ რეალურ მიზეზს, რომ ვერაფერს ვუხერხებ, ბრაზი ამიტომაც გადამაქვს მასზე.
- ვხედავ შენი მეგობარი უკეთაა. - ფანჯარასთან ზურგით მიყრდნობილ ტაის თვალს ვავლებ.
ხელები ფანჯრის რაფაზე აქეთ-იქიდან აქვს ჩამოყრდნობილი, თავი ძირს ჩაუხრია და იატაკზე აქვს მზერა შეჩერებული. ლაბადა გაუხდია და უკეთ აღსაქმელია მისი ვიზუალური მხარე. ეტყობა, რომ დიდი ხნის ნავარჯიშებია, საინტერესოა რამდენი ურჩხულია მის ანგარიშზე. რატომ ჩავთვალე, რომ ლაბადის შიგნით, კოსტუმი და მსგავსი სოლიდური ტანისამოსი უნდა ცმოდა არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი სისულელე აღმოჩნდა, ფეხზე ბათინკი საშუალო ყელით, ზემოთ კი უბრალო შავი ფერის სადა, მკლავზე მანჟეტით მაისური და ასევე შავი ფერის ჯინსი მშვენივრად აქვს შეხამებული. კისერზე ვიწრო თოკით შებმული სხივებიანი მზის ფორმის თილისმა მოუჩანს. ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები ყელსაბამის უკეთ შესათვალიერებლად და ხელს ინსტიქტურად ვწევ მაღლა, ნივთზე შესახებად. ამ დროს სამზარეულოში პეტრე შემოდის და მეც მისკენ ვბრუნდები. ტაის თავის დაკვრით ესალმება და მზერა ჩემზე გადმოაქვს. თვალებით ვანიშნებ დაჯექითქო და კარადიდან სამ ჭიქას ვიღებ. პეტრე ხვდება, რომ ყავის დასხმას დენის მადუღარიდან ვაპირებ, მაშინვე შეკამათებას ცდილობს, ხელის აწევით ვაჩერებ
- არ გაბედო და ახლა ნერვები არ მომიშალო, თუ არ დალევ შენს თავს დააბრალე, ეს ერთი და მეორე.. - ახლა მზერა ტაიზე გადამაქვს. - დღეს სამსახურში მივდივარ და ჩემი შეჩერება არ სცადო!
- ეგეც თუ სამსახურია.. - პეტრე ჩუმად ბუტბუტებს, თან თავის ჭიქაში გულმოდგინედ ურევს უკვე გამდნარ შაქარს.
- შენ გირჩევნია გაჩუმდე და დეტალებში მოყვე, რა ჯანდაბა მოხდა იმ კლუბში. - სკამს ხმაურით ვწევ და მაგიდასთან ვჯდები.
- დილით კურსელებმა მითხრეს, რომ კლუბში წასვლას აპირებდნენ. ვიფიქრე შენთვისაც კარგი იქნებოდა გართობა და შეტყობინება დაგიტოვე. იქ შედარებით ადრე მომიწია მისვლა და ბართან ვიცდიდი, სანამ რომელიმე თქვენგანი მოხვიდოდით. ერთი გოგო დაჯდა ჩემთან და სასმელი შემომთავაზა, მითხრა სოფი მქვია და ქალაქში ახლახანს დავბრუნდიო. ძალიან საყვარელი ჩანდა და თაან..
- სექსუალური? - ვეხმარები შესაბამისი სიტყვის პოვნაში.
პირდაპირ მიხლილი სიმართლე აბრკოლებს პეტრეს.
- არაა.. ცოტა გამომწვევი. - თვალმოჭუტული თითებით მცირე დისტანციას მაჩვენებს და უხერხულად იღიმება.
- ნერვებს მიშლით კაცების მოდგმა.. - მოხუცი დატანჯული ქალივით ვჯაჟღანებ და ტაის მზერას ყურადღებას არ ვაქცევ. - გააგრძელე.
- მოკლედ მერე ის, რომ ძალიან დავახლოვდით და..
- ბოლო-ბოლო აკოცეთ ერთმანეთს? - აქამდე ჩუმად მყოფ ტაის ნერვები ღალატობს. იმ კითხვას სვამს რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოწამვლასთან დაკავშირებით.
- შენ საერთოდ ვინ ხარ? - პეტრეც ფეხზე იჭრება. - რას აკეთებ გრეტას სახლში..
- აბა, აბა უკვე ზედმეტად ხმამაღლა ყვირით! ორივე გაჩუმდით. - მათ შუაში ჩამდგარი, ორივეს დაშოშმინებას ვცდილობ.
- რადგან დამეხმარა, ეს იმის უფლებას არ აძლევს, რომ ზემოდან მიყუროს.
- გაჩუმდი და მომისმინე! საქმე შენ არ გეხება მხოლოდ. გუშინ როცა აქ მოხვედი თქვი, რომ ისინი მე მეძებდნენ, მაგრამ მეტი არაფერი გითქვამს ამიტომ დამშვიდდი და მოყევი რაც მოხდა. ზემოდან არავინ გიყურებს! საფრთხეში მხოლოდ ჩვენ არ ვართ! ქალაქში უცნაური და მკვლელი არსებები დაძრწიან! - თან ვყვირი, თან პეტრეს ვაიძულებ ისევ დაჯდეს. - სულ ერთია იმ გოგოსთან რა გქონდა, მთავარია გავიგოთ მოგწამლა თუ არა მან! იმედი მაქვს, რომ ჯერ ისევ მისი შხამის ზემოქმედების ქვეშ ხარ და ასე სულელურად იმიტომ იქცევი, სხვა შემთხვევაში... სხვანაირად მოგექცევი!
პეტრე დასჯილი ბავშვივით ხრის თავს დაბლა.
- კარგი მაპატიე! ნორმალურად არც კი მახსოვს რა მოხდა. მახსოვს, რომ ის გოგო სახელი სოფით გამეცნო. როგორც გითხარი. მითხრა მიყვარხარო.. მახსოვს, რომ ვიცეკვეთ.. კურსელები გავაცანი.. სოფიმ კლუბიდან გამომიყვანა, მანქანაში ჩამსვა, თუმცა თავად არ გამოგვყოლია. რაღაც დიდ და ცარიელ შენობაში მივედით. იქ კიდევ იყვნენ ვიღაცეები.. - პეტრე მცირე პაუზას აკეთებს და ისევ აგრძელებს თხრობას:
- იქ ერთი ჩვენზე რამოდენიმე წლით უფროსი ქალი იყო და მან ძალიან უცნაური რამ მითხრა, ვფიქრობ მომეჩვენა, მაგრამ არვიცი.. მან თქვა: როგორ გაზრდილხარ და ხელის ზურგით ლოყაზე მომეფერა. - პეტრე ისე გვიყურებს თითქოს პასუხი რომელიმეს გაგვაჩნდეს.
- როგორ გამოიქეცი? ან საიდან გაიგე, რომ მეძებდნენ?
- მათ ცეცხლს გადარჩენილი, ბავშვთა სახლში აღზრდილი გოგო ახსენეს. - შესაძლოა ამ წამს ტაი ვერაფერს ხვდება, მაგრამ პეტრემ ჩემი ამბავი კარგად იცის.
- შენ როგორ დააღწიე თავი? - ვცდილობ ჩემი ახლად ამოტივტივებული მოგონება, ისევ შორეულ კუნჭულში შევტენო.
- სიმართლე გითხრათ ჩემი გატაცების მიზეზი ვერც მივხვდი, იმ ქალმა თქვა, რომ ჩემი დანახვაც ნერვებს უშლიდა, რამდენჯერმე დამარტყა და ბრძანება გასცა იქიდან მოვეშორებინეთ. ეს უფრო პირად შურისძიებას გავდა, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ გიცნობ.. ვფიქრობ ეს უბრალოდ დამთხვევაა.
- ასე ადვილად დამთხვევები არ ხდება. - ტაი საკუთარ აზრს გამოთქვამს და ლაბადას იცვამს.
- მიდიხარ? - უცნაურ გულისწყვეტას ვგრძნობ.
- მხოლოდ მე არა, შენც უნდა შეიცვალო სახცოვრებელი. დროა ამ საქმეში უკეთ გაერკვე. ჩემი ნომერი ჩაგიწერე ტელეფონში, სანამ ისწავლი როგორ დამიკავშირდე ტელეფონის გარეშე.
მე და პეტრე დაჰიპნოზებულებივით შევყურებთ კარებში ჩამომდგარ ტაის, ვფიქრობ ორივეს უტელეფონო კავშირზე გვაქვს გონება გაჭედილი.
- აბა, მოდიხართ? - ტაი საკეტებს ხსნის.

მთელი ნახევარი საათით ადრე მოვდივართ ბართან. ჩემს უკან პირადი დაცვასავით ჩამომდგარ ტაის და პეტრეს ვუბრუნდები:
- მადლობა, რომ მომიყვანეთ ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. - ხელით ისეთ მოძრაობას ვაკეთებ, თითქოს ჩიტებს ვაქშევდე.
პეტრე ტაისკენ აპარებს თვალს:
- შემიძლია აქ დავრჩე, იქნებ რამე დაგჭირდეს..
- არა, არა, არა.. წადი დაისვენე და თავს მიხედე.
- კარგი ჰო, კარგი. - მნებდება, რადგან შესანიშნავად იცის, ამ დარაჯობაზე და თვალის დევნებაზე რა დამოკიდებულებაც მაქვს. მიახლოვდება და მეხვევა
- მადლობა გრეტა და თუ დაგჭირდეს...
- ვიცი სადაც მოგძებნო თუ დაგირეკო? - ცოტა ირონიულად ჟღერს ჩემი ხმა.
გაბუსხული ბავშვივით დგამს ნაბიჯს უკან. ერთი წამით მწყრალად მავლებს მზერას, მერე ტაის უბრუნდება, მასაც მადლობას უხდის. ხელს ართმევს და გვემშვიდობება. უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს საუკეთესო მეგობარს, კიდეებჩამონგრეული უშველებელი უფსკული ნელ-ნელა მაშორებს და არა უბრალოდ მანძილი. წლების წინ ცეცხლში დაკარგული მეგობრის შემდეგ, ყველანაირი მეგობრობა მაფრთხობდა და მითუმეტეს საპირისპირო სქესის, მაგრამ შემდეგ დროსთან ერთად აღმოვაჩინე, რომ სწორედ საუკეთესო მეგობრების ხარჯზეა ადამიანი ძლიერი. მე დიდი სამეგობრო წრით ვერ დავიკვეხნი, რადგან მხოლოდ ერთი მყავს ასეთი. ახლა კი მგონია მასაც ვკარგავ. უსიამოვნო ფიქრებისგან ტაის ხმას გამოვყავარ.
- გრეტა კარგად ხარ? - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. - კარგი. მაშინ მე, უნდა წავიდე. ერთი-ორი საქმე მაქვს..
- რა თქმა უნდა..
- მოიცადე კინაღამ დამავიწყდა. - ტაი ყელსაბამს იხსნის.
გააზრებას ვერ ვასწრებ, ისე მიახლოვდება და მის მკერდთან თავდახრილს, უცნაურად სიმშვიდემოგვრილს, თმაში თითებს მიცურებს. რამდენიმე წამიანი მცდელობის შემდეგ კისერთან შესაკრავს ამაგრებს. უკან იხევს. გონს სწრაფად მოვდივარ და მისი სურნელისგან გაბრუებული ფეხზე მაინც მყარად ვდგები.
- ეს რატომ გააკეთე? - ვკითხულობ დაბნეულად.
- იმდენად ანათებ, რომ ყველაფერს იზიდავ, ეს კი ცოტა გონებას აურევს შენით მოწყურებულ მონსტრებს. - ოდნავ დაგვიანებული პასუხის შემდეგ, ისევ ჩემთვის გაუგებარ რამეს ამბობს და მიდის. - თავს მიხედე გრეტა.
სხივებგადაწნულ, მზის ფორმის თილისმას თითებში ვიქცევ და ბარში შევდივარ.

ბარმენით ვხვდები, რომ ნატუკას ცვლაა. მაგრამ თვითონ არსად სჩანს. ჯონის ოთახთან არსებული პერსონალის გამოსაცვლელისკენ მივდივარ. შეხსნილი კარიდან მისი ხმა მესმის და ვხვდები, ნატალიას ადგილსამყოფელს. ჭორიკანა მიმყურადებელი არ ვარ, მაგრამ დიალოგი მკაფიოდ მესმის.
- მოვიდა ქალბატონი? - ჯონის ხრინწიანი ხმა ყრუდ ისმის.
- მოვიდა და გარეთ ვიღაცას ელაპარაკება. - ამ პასუხზე წარმოვიდგენ ნატას ზიზღით აწეულ წარბს.
ვხვდები იმ წამს ჯონი როგორ ავლებს თვალს საათს.
- რატომ გადაიყვანე ლიკუნა ჯონი?
- გიჟი გრეტას გამო!
- ესეიგი ამ ბარში ჯერ შენ ხარ და მერე ეგ გრეტა ხომ? თუ პირიქით! - ბრაზით ანთხევს ნატა.
- ახლა გაჩუმდები თუ ყოველკვირეული მოხსენებებიც გაბარო?
- არაფერი არ მჭირდება, გარდა იმისა რომ ლიკუნა ისევ ჩემთან დააბრუნო. - ხმა ურბილდება ნატალიას. ვიცი რატომაც უნდა ლიკუნა, რადგან ადვილად დაჩაგრავს და როგორც თვითონაა ჯონის მონა, ისე საწყალ გოგოს გაიხდის თავის ხელქვეითად. გაღიმებული სახით თავს აქეთ-იქით ვამოძრავებ და კისრის პატარა ვარჯიშს ვაკეთებ ,,ღმერთო, როგორი დაძაბული ვყოფილვარ ამ ბოლო დღეების გამო,, ახლა კი პატარა ბონუს განტვირთვა ჩემთვის. სულ სამ ნაბიჯში არსებულ, ყველაზე საშიშ მონსტრებს ,,ვაი ადამიანებს,, ვუახლოვდები და თავს ოთახში ვყოფ.
- სალამი საზოგადოებავ. - თვალებ მოწკურული ვუღიმი, ჩემს ხმაზე შემხტარ ნატუკას. - აბა რაო რა ხდებაო?
- არაფერი გრეტა, შეგიძლია საქმეს მიხედო. ნატალია შენ კი შეგიძლია წახვიდე. - ჯონი აშკარად არაა დღეს ჩვენ ხასიათზე.
- რა ხდება და ლიკა ისევ ჩემს ცვლაში უნდა ჩაჯდეს. - გულზეხელდაკრეფილი ნატუკა მე მომმართავს და ჯონის ზურგს აქცევს.
- სერიოზულად? - თითქოს სულ ახლახანს გამეგოს ისე ვსერიოზულდები და ოთახში მთელი ტანით შევდივარ.
- თანაც მოსწონს ჩემთან, თან უფრო ისწავლის რაღაცეებს! - ახლა ვრწმუნდები, რომ მთლად ჯონის იდეა არ ყოფილა ლიკუნას აქეთ-იქით ტარება. სწორედ ამ საძაგელი ნატუკას ჩაწვეთებული აზრი იყო. რაც უმალ აიტაცა ჯონიმ, თავის ზრახვების განსახორციელებლად.
- რას მეუბნები? - ვიკვირვებ და ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები.
ჯონი ისე აკვირდება ამ სცენას გვერდიდან, რომ მინდება ჭიქა პოპ-კორნი შემოვუტანო.
- მოკლედ, ლიკუ ჩემთან გადმოვა. - ნატა ჩემგან თავის არიდებას ცდილობს, მაგრამ გზას ვუღობავ.
- ნატა, ნატა... - სახესთან ვესვეტები და თვალებში ვუყურებ, არც მისი სხეულის სარკმლიდან არ მოსჩანს სული, თვალებში მხოლოდ სიცარიელე, სიბნელე და უკიდეგანო შური აქვს.
სახეზე ჩამოშლილი თმის კულულს ყურს უკან ვუწევ და ვუღიმი.
- იმდენს ნუ იზამ, რომ შენს ლამაზ ცვლაში მე ჩავჯდე. - ზიზღით მიყურებს, თუმცა ვიცი, რომ ჩემს მიმართ არც ზიზღს არ განიცდის, არც შურს, სიძულვილითაც კი არ ვძულვარ. ჩემს მიმართ მხოლოდ შიშს გრძნობს, ეს კი ისეთ სიამოვნებას მაყენებს, სისხლიც კი მიჩქარდება.
- გეყოფათ! - ჯონის ახსენდება იქ რომაა და ხმას იღებს. - ნატა თავისუფალი ხარ.
ნატა ოთახიდან გარბის და კარს იჯახუნებს.
- ეს რა იყო გრეტა? რა საჭირო იყო? - ახლა მე მიბრუნდება მისი უდიდებულესობა.
- ხოო.. აი მე კი ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც დააკლდა.. რაღაც პატარა დეტალი. - ამ სიტყებით ვტოვებ ნელ-ნელა მის ოთახს და მისი ღაღადი სწვდება ჩემს ყურს
- ღმერთო მიშველე ამ არანორმალურებისგან..
,, ღმერთი ვერა, მაგრამ სატანა კი გადაგარჩენს, მაშინ როცა, ჯოჯოხეთში ჩაგითრევს თავისთან,, - გონებაში საკუთარი ფიქრი და ბოროტული სიცილი ჩამესმის.

სულელურ წინსაფარ აფარებული ბართან ვბრუნდები. კარში ოლი და ლიკუნა ერთად შემოდიან. ოლი ხელს მიქნევს ლიკა კი მორბის და მეხუტება, თითქოს საუკუნე არ ვყავდე ნანახი.
- როგორ ხარ გრეტაა? მადლობა, რომ ისევ შენთან გადმომიყვანეს.
- კარგი გეყოფა, სამადლობელი არაფერია. - მისი მკლავებიდან თავს ვიხსნი. - მეც მიხარია.
გამოსაცვლელისკენ მიმავალს თვალს ვაყოლებ. რაღაცნაირად სუსტი და დაუცველია. გამხდარი და სიფრიფანაა, თითქოს ნიავის წამოქროლებაზე წაიქცევა. მხრებამდე შეჭრილი ღია ჩალისფერი თმა აქვს, ზუსტად ისეთი როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარს თავშესაფრიდან. მისი მუდმივი დაცვის სურვილი და მცდელობაც ალბათ აქედან ავიჩემე. ინსტიქტურად ისევ გაცვეთილ მაჯის საათს ვუსვამ თითს. ბავშვობის ტკივილის ერთადერთ სახსოვარს.

დღის მეორე ნახევარია და ხალხმრავლობა, უფრო სწორად კაცთმრავლობა იგრძნობა ბარში. ერთმხრივ მიხარია, რადგან ბევრი ფიქრისგან აღარ კავდება გონება. ბართან დადგმულ მაგიდას ვწმენდ გადახრილი, როცა ჩემზე მოშტერებულ ოლიას ვამჩნევ.
- რა იყო ოლი? - მივმართავ შეეჭვებული ღიმილით.
- არაფერი, ცოტა დაიღალა. - დაბნეულად მპასუხობს თავისი პერსონალური გრამატიკით.
- გასაგებია, ეს დღე მართლაც დამღლელი გამოდგა. - მის დახლს ვუახლოვდები და ახლა მის გაწმენდვას ვიწყებ.
ოლი ცოტა დაძაბული, თუ აღელვებული მეჩვენება, უჩვეულოა მისი ასეთი ცვლილება. ის ხომ ყოველთვის მხიარული და მოცინარეა. ისევ თვალი უშტერდება და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მკერდზე დამჩერებია.
- ოლი მშვიდობა გაქვს? - ვეკითხები ცოტა გაღიზიანებული.
- კი, კი.. ეს საიდან გაქვს? - თითით გულსაკიდზე მანიშნებს.
- ეეს?.. - თილისმას მაღლა ვწევ, მეჩვენება, რომ ოლიკო კრთება და უკან იხევს. - მაჩუქეს.. შესაძლოა მათხოვეს, ნუ მოკლედ ისეთი არაფერია.
მისი ინტერესი მაფიქრებს, სამკაულებს არ ვიყენებ, თუმცა არასდროს შემიმჩნევია ოლი ასე გამოკიდებოდა ვინმეს აქსესუარს.
- მოგწონს?
- ჰა? ჰოო.. ლამაზი არის.. - კიდევ ერთხელ მათვალიერებს ძირფესვიანად და ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს.
- გრეეტ.. - თვალებანთებული და გაბადრული ლიკუნა მხიარულად გვიახლოვდება. - ვიღაც გკითხულობს.
- ვინ ვიღაც..
- ვიღაც კი არა, ისეთი სიმპატიურია, ლამის გონება დავკარგე, რომ შევხედე. - ლიკა ორივე ხელით სახეზე ინიავებს და ღიმილი არ შორდება. - გარეთ გელოდება.
კარს ვაღებ და ქუჩაში გამოვდივარ. სიურპრიზების ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. დაძაბულობა მეხსნება, როცა ოდნავ მოშორებით, კუთხესთან ტაის ვამჩნევ. ისევ შავებშია გამოწყობილი, მაგრამ ამჯერად საფირმო ლაბადის გარეშე. კაპიუშონიან მაისურზე ტყავის ქურთუკი აცვია, ჯინსი და ბოტასები.
- აბა არ მორჩი მუშაობას? - მეკითხება როგორც კი ვუახლოვდები.
- სულ ცოტა დარჩა..
- დაგიცდი. - ჯიბეებში იწყობს ხელებს და ზურგით კედელს ეყრდნობა.
- არა, მადლობა, ნუ შეწუხდები. მე ჯერ..
- არ ვწუხდები. წადი. - თავით კარისკენ მანიშნებს.
- კაარგი. - რამდენიმე ნაბიჯს უკუსვლით ვდგამ, მერე სწრაფად ვუჩინარდები ბარში.
თავს როგორც კი სამშვიდობოს ვგრძნობ ღრმად ვსუნთქავ. მაგრამ ვინ მადცის დამშვიდებას. ლიკუნა დაბარებულივით ჩნდება ჩემს გვერდით.
- ვინ არის გრეტა? - თვალებ გაფართოებული შემომციცინებს.
- დამშვიდდი ლიკა. - ვცდილობ კითხვებს თავი ავარიდო.
- ხვდებით? - ის კი არ მეშვება.
- შეხედე, იმ მაგიდასთან შეკვეთა უნდათ. და გირჩევნია ბიჭებზე ფიქრს სწავლაზე იფიქრო. - გაბუსული ლიკუნა მტოვებს.
მე კი ისე ვგრძნობ თავს როგორც გაბრაზებული დედა. მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა და ვაწყენინე, აბა მე საიდან უნდა ვიცოდე რამე დედობაზე. ისევ საქმეს ვუბრუნდები, ბოლო ნახევარი საათის გადასაგორებლად. ხუთ წუთში ოლი მეძახის:
- გრეეტ.. შენ თუ გელოდებიან წადი.
- არა, ვიქნები ბოლომდე.
- სულ შენ გვიშვებ ხოლმე. - ოლი არ ნებდება. - მარტლა, მარტლა.. ჯობია წახვიდე. ჯონი ვერ გაიგებს, თუ გიკითხავს დაგფარავთ.
პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობრივად მაგდებს ჯერ გამოსაცვლელში მერე კი ბარის კარებში. მინის კედლიდან ვხედავ, თითქოს გულზე ეშვება ჩემგან მოშორებით ყოფნა. ვერაფერს ვხვდები.
- ასე მალე? - ტაი მიახლოვდება.
- რამდენიმე წუთით ადრე გამომიშვეს. - ვპასუხობ შეფიქრიანებული.
- მზად ხარ?
- რისთვის?
- ორი სიახლე მაქვს, მაგრამ ასე მოვიქცეთ, ჯერ ერთს გაჩვენებ და რომ მივალთ მერე მეორეს. - გამომყევიო მანიშნებს და შენობის კუთხისკენ მიდის.
მართალია ვერაფერი გავიგე და საერთოდაც ვერ ვიტან სიურპრიზებს. რადგან ცხოვრებისგან მუდამ ცუდ სიურპრიზებს ვიღებდი. ტუჩაბზუებული ფეხისთრევით მაინც მივყვები ტაის უკან.
როგორც კი თვალს მოფარებულ მოტოციკლს ვამჩნევ, თვალები მიფართოვდება, გაოცებას ვერ ვმალავ.
- სრულყოფილია..
- ესიგი არ გეშინია? - ტაი ჩაფხუტს მამხობს თავზე.
- დაა უნდა მეშინოდეს? - თავს უკან ვწევ და თვითონ ვასრულებ ჩაფხუტის შეკვრას.
- სულაც არა, სულაც არა... - იღიმის საეჭვოდ.

რაღაც მომენტში თავს ვერ ვიკავებ და, ინსტიქტურად უკან ვიწევი, ადგილიდან უეცრად მოწყვეტილ მონსტრზე. ტაი სწრაფად მავლებს ხელს, მასზე მოხვეულ მაჯაში და თავისკენ მიზიდავს. ჩემს შინაგან ხმას მინდობილი, უფრო მჭიდროდ ვხვევ მკლავებს მის სხეულს. თავს გვერდულად ვადებ ზურგზე და თვალს ვავლებ, ჩვენი სისწრაფის ფონზე შენელებულ ქალაქს.
დიდი სისწრაფით ვტოვებთ ლამპიონებით განათებულ ქუჩებს.

(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი მკითხველი

როდის გააგრძელებთ?

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

Daamate maiteresebs rogor თავრდება

ეს რომანი როგორ დამთავრდება

 


№3  offline წევრი Tuta Moon

სტუმარი ნინო
Daamate maiteresebs rogor თავრდება

ეს რომანი როგორ დამთავრდება

ატვირთულია და მალე დაემატება.

მკითხველი
როდის გააგრძელებთ?

უკვე ატვირთულია მესამე თავი.

 


№4 სტუმარი Debra

Il est donc essentiel de maintenir des niveaux adéquats de zinc dans le corps afin de prévenir ces effets indésirables et de favoriser une
augmentation naturelle de la testostérone. Il est necessary de souligner que la supplémentation en zinc ne doit pas se substituer
à une alimentation équilibrée. Il est préférable de privilégier une
alimentation riche en aliments sources de zinc pour couvrir les besoins en cet élément essentiel.
Mise avant tout sur ta diète pour obtenir le maximum de zinc sans passer par les compléments alimentaires.
Si tu es à risque de carence, comme on a vu plus haut, alors la supplémentation pourrait t’aider.

Il augmente non seulement la libération de testostérone, mais optimise également la libération d’hormone de croissance pendant la
phase de sommeil profond. Le ZMA d’autre part, assure la qualité de votre sommeil et améliore également la croissance musculaire.
Il s’adresse également aux personnes qui
souffrent de réveils nocturnes affectant leur qualité de sommeil.

Pour optimiser l’absorption du zinc, il est
conseillé de prendre du zinc entre les repas.
Les aliments qui contiennent de l’acide phytique
(soja, blé, lentilles…), du fer ou du calcium peuvent nuire au zinc
et limiter son absorption. Les capsules de zinc sont
mieux, prises au moins 2 heures avant ou 2 heures après un repas.
Il a été remarqué que la perte de zinc pendant l’éjaculation peut représenter jusqu’à 9
% du zinc total, en particulier chez les personnes ayant
une carence en zinc.
C’est pour cette raison que l’on peut voir parfois sur les indications des boites de zinc qu’il
est recommandé de rester assis dans l’heure qui suis la prise.
Dans tous les cas l’absorption du zinc est toujours meilleure en dehors des repas.
Il a été en effet constaté une absorption de
60-70% du zinc consommé entre le repas contre 33% en moyenne lorsqu’il est consommé durant un repas (12).

Une combinaison synergique pour corriger la carence en zinc et augmenter le taux de testostérone est de prendre des suppléments.
Il contient du zinc et du magnésium, qui est généralement un facteur d’absorption, en l’occurrence de
la vitamine B6. Vous avez besoin de zinc pour que votre système immunitaire fonctionne correctement et pour la division cellulaire.
Il joue également un rôle essential dans les enzymes qui construisent des protéines.


Ne vous méprenez pas en pensant qu’il s’agit d’un minéral à prendre à la légère.
Il régule non seulement l’activité métabolique de centaines d’enzymes
dans le corps, mais contrôle également une partie de la
croissance musculaire. Le zinc est un minéral impliqué dans plus de 300 réactions
chimiques au niveau cellulaire.
Donc si tu as un déficit en zinc, une easy correction peut relancer ta
testostérone. Si tu as déjà un bon taux de testostérone, prendre du zinc ne l’augmentera pas davantage.
Au mieux, tu obtiendras ton taux de testo le plus élevé selon ton âge et ton mode de vie, ce qui est déjà une bonne nouvelle.
L'alimentation est l’un des leviers les plus puissants pour soutenir la
production hormonale, en particulier la testostérone.
Le fromage, en particulier le cheddar et le parmesan, est
une bonne source de zinc. En plus de fournir des
protéines et des graisses saturées, il contient également du
calcium et d’autres vitamines essentielles pour la santé.


Dans la majeure partie des cas, l’absorption du zinc est toujours meilleure en dehors des repas.

Il a été constaté qu’une absorption du zinc, consommé entre les
repas, est de 60 à 70 %, contre 33 % en moyenne lorsqu’il est consommé durant un repas.

Cette défaillance courante peut être causée par plusieurs facteurs, dont votre
régime alimentaire. Dans certains cas, une carence en testostérone peut être
causée par une combinaison de facteurs primaires et secondaires.
Certains aliments riches en zinc sont les huîtres, le foie, les viandes, les fromages, les Åufs,
les céréales entières, les légumes secs, les graines oléagineuses et les pommes de terre.
Il est donc necessary de respecter les doses recommandées en zinc et de ne pas dépasser les apports journaliers recommandés, sauf sur prescription médicale.
Les nausées apparaissent le plus souvent lorsqu’un effort physique est réalisé dans la demie-heure qui suis
la prise de zinc.
Il favorise la manufacturing de la testostérone dans le
corps de l’homme et la stabilise. Afin d’augmenter la libido naturellement, il est recommandé de consommer des aliments riches
en zinc. Les huîtres, le bÅuf, les grains entiers, les noix et les
légumes-feuilles sont d’excellentes sources de zinc.
Il est également potential de prendre des suppléments
de zinc, en veillant à respecter les doses recommandées.
Le zinc est essentiel pour la manufacturing et la régulation de la testostérone, l’hormone sexuelle masculine responsable de
la libido chez les hommes.
En plus des vitamines et des minéraux, il existe des extraits
de plantes et des adaptogènes qui ont montré des effets bénéfiques sur les hormones et la libido..
Ces signes peuvent être liés à des défaillances dans la manufacturing, la régulation ou l’élimination de certaines
hormones comme l’œstrogène, la testostérone, la progestérone, le cortisol ou l’insuline..

Le Zinc pourrait augmenter la libido après la ménopause [taqarec.Co.uk] les niveaux d’hormones T3 et T4 pendant une période d’effort prolongé (lorsque les niveaux de ces deux
hormones chute naturellement). Si une situation sous-jacente trigger votre
faible taux de testostérone, le traitement de la trigger pourrait améliorer ce symptôme.
Troisièmement, ils ont donné un supplément de zinc à neuf hommes
âgés (64 ans en moyenne) qui n’en mangeaient
pas assez. La testostérone de ces hommes est passée de 239,20 ng/dL à 461,09 ng/dL (une augmentation de 93 %).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent