შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეთოთხმეტე


7-07-2024, 12:50
ნანახია 455

-იცი...
-კი, განზრახ იყო გაკეთებული. ნეტავ იქვე დასრუ- ლებულიყო...
-რას ამბობ! გაგიჟდი?
-მერჩივნა...
-ჰოდა, მე დამბრალდებოდა, არა?!
-.
-გვერდები მეტკინა. პარკში ხომ არ დავმსხდარიყავით?
სათვალე მოიხსნა.
ღრმა ზღვამ თავისი მძლავრი მკლავები შემომხვია და სული შემიხუთა.
-ჰო, მაგრამ აქ კიბეა! მე... მე მეშინია, რომ... და წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო, რამე...-ავლუღლუღდი.
სიღრმეში ჩათრეულს ამოყურყუმალავება და ჟანგბადით ფილტვების გავსება აღარ შემეძლო. ზვირთები შუბლზე მასკ- დებოდა და მთვარის შუქზე მშვიდად ბრწყინავდა, თითქოს მისი მოვალეობა იყო ჩემი ჩანთქმა და გულის გადაშლა.
ფსკერზე ჩასულს კლდეზე დამსხვრეული ტალღებისა და თოლიების ჩუმი კივილი ძლივსღა მწვდებოდა და ბოლო ბგერებად მიმაჩნდა, რის გაგონებასაც აწი შევძლებდი.
-მერი,-კვლავ ჩამესმა ზღვის იდუმალებით სავსე საუბარი.
-რა გინდა!
-არ იდარდო იმაზე, მოახერხებ თუ არა.
-რა?
-სულერთია, ჩავაღწევ ცოცხალი თუ ვერა.
-რას ნიშნავს, სულერთია?! შენ ისიც არ გაინტერესებს, მე რაში გავეხვევი! სულ რომ არაფერი, რას იფიქრებს დედაშენი!
-უბრალოდ ხელი მომკიდე.
-და?..
-მენდე.
-რატომ?
-გეტყვი.
გაყინული ხელი კანკალით შევახე მის თბილ ხელს.
-ნუ კანკალებ.
-მეშინია!
გულის ფანცქალით და ნელი ნაბიჯით ჩავედით ფოიეში. იგი მიყურებდა. მზერით ჩემში შემოჭრას ლამობდა, თუმცა არ შეეძლო ისევე, როგორც არავის.
-ახლა?
-რა ახლა?
-პარკი შორსაა.
-არაუშავს.
-რას ნიშნავს, არაუშავს?! მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე, შენ კი!.. შენ კი ასე მპასუხობ!
-თუ ახლა დამეხმარები, პირობას ვდებ, გეტყვი.
გრძელი წამწამები ააფახულა.
-კარგი, რა! აღარ უნდა დასრულდეს ეს თამაში? კარგი, კარგი! ხელი მომკიდე და არ გამიშვა.
გადასასვლელამდე მდუმარედ მივედით.
-გადასასვლელთან ვართ?
-კი.
კვლავ დუმილი.
-ხელი არ გამიშვა!-გავუმეორე
ერთი ნაბიჯი... მეორე...
ძრავის ღმუილი, ღრჭიალი, ბუბუნი...
ხის სკამი.
-მადლობა ღმერთს!-ჩავიჩურჩულე და მოწყვეტით დავე- ნარცხე სკამზე.
-კარგია.
-რომ ციხეს გადავურჩი?
-ზუსტად.
-ოჰ შე!..
ღიმილითა და აწითლებული ღაწვებით შემომხედა და ვეღა- რაფერი ვუთხარი.
-იცი, ეს ყველაფერი უკვე მუდმივია.
-მუდმივი არაფერია.
-არ დასრულდება და არასოდეს მითხრა, რომ გამიგებ.
-არც ვაპირებ. უბრალოდ არ გამომიცდია და არ ვიცი. სიმართლე ვთქვა, არც მინდა.
-გისურვებ, არასოდეს ნახო. უბრალოდ, აზრი აღარ აქვს არაფერს. მომავალი აღარ ჩანს.
-მომავალს ვერავინ ხედავს რეალობაში. ფანტაზია- ესაა ჩვენი „ხედვა“!
-მე აწმყოსაც ვერ ვხედავ, მერი.
-და მე? მე ვხედავ?!
-კი.
-არ გამოგიცდია და არ იცი...
- ოდნავი წარმოდგენა გაქვს კი, როგორია ყოველ დილით სამარეში გაღვიძება?! რა შემიძლია, მითხარი! ჰო, ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, ქუჩაში ყველა მე რომ მაშტერდება, გეგონება უცხოპლანეტელი ვიყო! ვეღარაფერს ვაკეთებ, რაც მახარებს! მაგას ეძახი შენ არსებობას?!
-მე ეგრე არ ვფიქრობ. ასე ჯდომის მაგივრად მე შენს ადგილას რამეს ვეცდებოდი მაინც.
-სხვის მაგივრად ლაპარაკი ადვილი რამეა.
-მე არ მითქვამს, რომ ვიცი, რას გრძნობ. უბრალოდ გითხარი, რომ ასე ყოფნას, რამის გაკეთება, ცდა მერჩივნებოდა-მეთქი.
-შენ რა გიყვარს?
-ერთი წამი, რაღაც მაინტერესებს. რატომ დაბრმავდი?
-რაღაც ზედმეტად პირდაპირი კითხვაა. ასე არასოდეს არავის დაუსვამს. ნათლიას არ მოუყოლია შენთვის?
-ამმ...არა.
-ტვინის შეტევა.
-ეგ რა არის?
-ერთხელ დამემართა. ჟანგბადის მიწოდება ფერხდება ტვი- ნის რომელიმე უბნისთვის და უჯრედები კვდომას იწყებს. მე მხედველობაზე პასუხისმგებელი უბანი გამეთიშა.
-ვაი... ისე, რამე გზა არ არსებობს მკურნალობის?
-როცა ტვინის რომელიმე უბანი კვდება, მას ვეღარ გააცოცხლებ.
-რატომ?
-არ ვიცი.
-ადრე რას აკეთებდი ხოლმე? მაგრამ კარგი, ზედმეტი მომდის, ალბათ, ბოდიში. დედა მოვა ხომ აქ? თუ კი მე წავალ...-გაუაზრებლად წამოვროშე და წამოვდექი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ათრთოლებულმა ხმამ შემაჩერა:
-არა... არაა ზედმეტი. შენ თუ გინდა, წადი. რომც არ მოვიდეს დედაჩემი, არაუშავს. მე დაღამებას ვერ ვიგრძნობ და ვერაფერი... ჩანთა გრჩება.
-მართლა?
-კი, ჩანთა მართლა აქაა.
-მაგას ვხედავ და ეს არც მიგულისხმია.
-ჰო, მე ვერ ვხედავ.
-მართლა არ გაწუხებს ჩემი ლაპარაკი?
-რომ მაწუხებდეს, ახლა აქ არ იდგებოდი.
ისევ გვერდით მივუჯექი. გაეღიმა. ქარმა ძლიერად დაუბერა. ელვა შესაკრავის აწევა ვცადე და... გაფუჭდა!
-ჯანდაბა!.. გაფუჭდა რა!- წვალება დავუწყე და მთლად მოვტეხე.-ფუი! ამას ქვია ბედი?-ავწუწუნდი და ქურთუკი გულმკერდზე ხელით მოვიფარე.
მარჯვენა მხარზე თბილი ხელი შემეხო.
-აი, აიღე...-მომესმა გვერდიდან.
გაბრიელმა ჩანთიდან პატარა, გასაშლელი პლედი ამოაძვრინა.
-არა, იყოს, არ მინდა, აქვე ვცხოვრობ.
-ვიცი, მაგრამ მაინც.
-არ მცივა.
-ცივი ხარ.
-მერე რა.
პლედი ხელში შემაჩეჩა, მერე ხელისგული მკერდთან მიმატანინა და გაყინულ კისერთან მიმაფარებინა.
-მადლობა.
-არაფრის.
-უცნაურად ჩანს.
-მერე რა.
-არც არაფერი.
-წეღან კითხვა დაგისვი.
-ვიცი.
-მერე?
-მერე ის, რომ დაკვრის, ხატვის, საპირფარეშოში სიმღერის და ძილის მეტს არაფერს ვაკეთებ.
-რას აკეთებ-მეთქი, არ მიკითხავს.
-კარგი, მაშინ დეტალებზე დაკვირვება მიყვარს.
-ეგ არავისგან არ გამიგონია.
-რას ვიზამთ. შენ?
-არაფერი.
-ეგ როგორ?
-ჩვეულებრივად. შენ რას ხატავ ხოლმე?
-პორტრეტებს, ქალაქის ხედებს. სხვას არაფერს განსაკუთ- რებულს.
-მაჩვენებ?
-კი, რა თქმა უნდა, ჩანთაშიც მაქვს რამდენიმე...
ახარხარდა.
უცებ გავიაზრე.
-რატომ აკეთებ ასეთ საძაგლობებს...
გაეცინა.
-არაფერია, რის გაკეთებაც გინდა?
-მე...მე არ ვიცი... უბრალოდ, რატომ უნდა გითხრა...
-იმიტომ, რომ გეკითხები.
-წერა მინდა, მემგონი.
-და რატომ არ ცდილობ?
-მგონია, შეთხზვა კარგად გამომდის.
-სცადე მერე.
-ღირს?
-როგორ არა! მაგალითად მე, თხრობა არასოდეს მე- ხერხებოდა. ქართულის თემებში 7-იანზე მაღალ ნიშანს ვერ ვიღებდი ხოლმე. რომ შემეძლოს, ალბათ, ვცდიდი.
-მაგრამ, აი როგორ აგიხსნა, რაღაც დიდი მინდა საბოლოო ჯამში რომ მივიღო რა. ხვდები?
-და ცხოვრებას სად აპირებ?
-სად ვაპირებ! აქ მომიწევს ყოფნა. მერე ფინანსისტობა ან რამე მსგავსი, გათხოვება, დიასახლისობა და სიკვდილი.
-ჰო, მაგრამ უცხოეთში რომ გაემგზავრო, გინდა?
-აბა რა!
-მერე ეცადე.
-მეღადავები?
-რამე მსგავსს მატყობ?
-ვერა.
-ჰოდა, ცადე-მეთქი, ადამიანს რეალური სურვილი არ გა- უჩნდება, თუკი მისი ახდენის შანსი არ აქვს.
-რა, დედაჩემს ვუთხრა, გამიშვი, უცხოეთში ცხოვრება მინდა-მეთქი?!
-დედაშენის დახმარება რაში გჭირდება, შენით ვერ მოა- ხერხებ?
-შენ რა, მილიონერი გგონივარ?
-არა.
-მერე, სკოლას რომ დავამთავრებ, პროფესიას რომ ავირჩევ, სად მექნება იმხელა შემოსავალი, დავკრა ფეხი და ინგლისში გავფრინდე? თან საცხოვრებლად! დედამ კიდევ არ მინდა, რომ რამით შემიწყოს ხელი რა!
-ესეიგი ინგლისი?
-ნუ, ჰო. მაგრამ არა მგონია, ეს ჩემგან ადრე არ გაგეგონოს.
-მართალია,-გაიღიმა.-ისე, მარტო ცხოვრებაზე რას ფიქრობ?
-მაგარია.
-მართლა?
-გადასარევია.
-ჰო, მაგრამ, ყველაფრის თავად გაკეთება გიწევს, არავინ გეხმარება და რთული არ გგონია?
-ეგ მართალია, მაგრამ კარგია, როცა საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი. არავინ ყვირის, არავინ ჩხუბობს. ხარ წყნარად და მშვიდად. ისე, დღეს ავტობუსით რატომ იმგზავრე?
-საწვავი გათავებულიყო ავზში და გვეჩქარებოდა. ისე, ეგ საიდან?- არ ელოდა, თუმცა ეცადა, მოულოდნელობისაგან გამოწვეული რეაქცია არ გამოემჟღავნებინა.
მესიამოვნა და გამიხარდა, ჩემს ერთწლიან შრომას ტყუილუბრალოდ რომ არ ჩაევლო.
-ახლა რომ დაგაკვირდი, შარვალზე, მუხლთან, ოღონდ უკანა მხარეს მტვრის ერთი სწორი ხაზი გაგდევს. მუხლსქვემოთაც ოდნავ გეტყობა მტვრის კვალი. პლუს ამას შარვალზე ერთ სწორი, გრძელი ნაკეცია ჰორიზონტალურად. დასკვნა: შესასვლელშივე იჯექი, მარტივად რომ მოგეხერხებინა ავტობუსიდან გადმოსვლა. არ მომიტყუებიხარ, დეტალებზე დაკვირვება მიყვარს-მეთქი, რომ გითხარი. არ ვბრწყინავ, მაგრამ არა მიშავს რა,- შევიფერე.
წარბები მაღლა აზიდა, თავი ოდნავ გააქნია და წამოხტა, ჯოხი დაიქნია, რომელიც აქამდე არც კი მენახა მის ხელში, გაშალა და სამაგიეროს გადასახდელად, კიბეზე ჩაირბინა.
-რაა?!- შევკივლე.
-შენ გეგონა, მოძრაობა არ შემეძლო?
ახარხარებული იქვე, გაყინულბეტონზე ჩამოჯდა.
-კარგი რა!
-ღმერთო, ამას თუ დაიჯერებდი არ მეგონა!
-ბოროტი ხარ! არც წრიპინა იყო გადასასვლელთან, მე კი გულის შეტევა მივიღე!
-რაში განაღვლებდი, მე ხომ შენი მეგობარი არა ვარ.
-ადამიანიც არ უნდა იყო, მგონი. ისე, ხარ თუ არა? მითხარი ბარემ, რომ ვიცოდე.
გზის მეორე მხარეს ქალის ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა.
-მოგაკითხეს.-ნაწყენი ხმით მივუგე.
-გაბრიელ! აქ რატომ მოხვედი, ხომ გითხარი... ოჰ, მერი! გამარჯობა!- ბეტონის კიბეზე ამოკაკუნდა მწვანე შალისკაბიანიქალი.
-გამარჯობა!
-ეს ბავშვიც შეგიწუხებია!..
უხერხულობა დაეტყო. ალბათ, მიხვდა, განზრახ რომ გამი- კეთა, თუმცა ვერაფერი თქვა.
-არა, რას ამბობთ!-ჩავილაპარაკე და ბრაზისაგან სახეზე ალმურმოკიდებულმა ღრმად ამოვიოხრე.
-ოჰ, ოჰ!-მოგვიახლოვდა.-ხელი მომეცი! ამის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს! მე გაძლევ უფლებას, უარი სტკიცო ხოლმე! აბა, კარგად იყავი! დამდეგს გილოცავ!
-ნახვამდის, მეც გილოცავთ!- მივაძახე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent