ზოგჯერ წინ გვყავს(15)
თავი15 – ქვეყნიდან მივდივარ დედა, გთხოვ ნურაფერს მკითხავ მივდივარ, რადგან ასეა საჭირო, შემდეგ მას მოვეხვიე და სახლიდან გავედი. მანქანის საბარგულში მოვათავსე ბარგი და აეროპორტისკენ წავედი. ***** დილით, როდესაც გავიღვიძე ოთახში არავინ დამხვდა გულში რაღაცნაირად ტკივილმა გამკრა, თითქოს რაღაც წესრიგში ვერ იყო, საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ყველგან დავიწყე მისი მოძებნა, მაგრამ არსად იყო ბოლოს საწოლის ტუმბოზე ფურცელს ვამჩნევ ხელს ვავლებ და წერილს ვკითხულობ ამის წაკითხვამ კი გამანადგურა, დამშალა და ბოლო მომიღო, რა გამოდის, რომ მან გამომიყენა და მომატყუა ეს რა რაღაც ახალი თამაშია, თუ მართლა ხდება ჩემ თავს. სწრაფად გადავიცვი შარვალი და მაისური შემდეგ კი, მათ სახლში გავვარდი. გიჟივით შევვარდი და კარზე ბრაზუნი ავტეხე. კარები კი შეშინებულმა სესილიმ გამიღო. – რა მოხდა დანიელ?! ხომ მშვიდობაა?- დაბნეულმა მომიგო. – სად არის?!- დავიყვირე. – ვინ? – შენი მეგობარი სად არის სად?! – შენთან ერთად არ უნდა იყოს? – არ არის, წავიდა. – რა ხდება აქ? - ერეკლე შემოვიდა ოთახში. – მე თქვენ გეკითხებით სად არის დეა?! და რას ნიშნავს ეს ყოველივე? – დანიელ, დეა შენ ჩაგაბარე და მე მეკითხები სად არის?!- სიბრაზისგან სახე აუწითლდა ერეკლეს. – აი წაიკითხე და ნახე რაც ჩაიდინა შენმა დამ.- ფურცელი ხელებში ჩავუდე მან კითხვა დაიწყო და შევნიშნე, როგორ მოექუფრა სახე სიბრაზისგან. – ხომ არ გაგიჟდა ეს გოგო, რა ჩაიდინა?!- ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს. – გისმენ დედა? – შვილო, სასწრაფოდ ჩამოდი მე ვერ ვაკავებ შენ დას რომ არ წავიდეს იქნებ შენ მაინც მოუსწრო და შეაჩერო. – რა ხდება? – ბარგს ალაგებს და არადეკვატურად იქცება ამბობს ქვეყნიდან მივდივარო. არავის უსმენს. – ჯანდაბა, დედა იქნებ როგორმე შეაყოვნო ახლავე წამოვალთ.- წამოიძახა და გათიშა. – რა ხდება ერეკლე?- იკითხეს ყველამ – ახლა ახსნის დრო არ არის უნდა დროულად ჩავიდეთ, რომ აეროპორტში მიუსწროს დანიელმა. გზაში გიამბობთ ყველაფერს. – მიდი დანიელ, სწარაფად უნდა მიუსწრო.ჩვენ უკან მოგყვებით. მანქანაში ჩავჯექი გაზის პედალს მივაჭირე და მთელი სისწრაფიდ მოვწყდი ადგილს. – არ გაგიშვებ დეა, გიპოვი და ყველაფერზე პასუხს მოგთხოვ ისე ვერ წახვალ სანამ ყველაფერს არ ამიხსნი. ისე დამყავდა მანქანა გზაში, ლამის ავარიაში მოვყევი, მაგრამ ახლა ეს არ მადარდებდა მთავარი იყო მიმესწრო მისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ეზოში გავაჩერე მანქანა და გიჟივით შევვარდი შენობაში და ყველგან მას ვეძებდი დავინახე გასასვლელისკენ რომ მიდიოდა და დავუყვირე. – დეაა!!- დავიყვირე და უეცრად ცუდად გავხდი თვალთ დამიბნელდა და ჩავიკეცე. ჯერ კიდევ გონებაზე ვიყავი დავინახე დეა, როგორ გამოიქცა და ჩაიმუხლა. ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოს გამოუძახა. – არ წახვიდე.- სუსტი ხმით ამოვთქვი. – მაპატიე…- ამოიტირა მის სახიდან ცრემლი ჩამოგორდა და ჩემს ლოყაზე დაეცა, როდესაც ხალხი მოცვივდა ის ადგა და უკან მოუხედავად დატოვა აქაურობა. – კარგად ხართ ბატონო?- მითხრა უცნობმა და წამოდგომაში დამეხმარა. – მადლობა, კარგად ვარ.- ურეაქციოთ მივუგე და იქიდან წამოვედი. – რა ქენი დანიელ?- წამოიძახა ერეკლემ. – ვერ შევაჩერე… – რაა? – ვნახე მე ის უკვე გასასვლელს უახლოვდებოდა, დავუძახე კიდეც, მაგრამ ცუდად გავხდი შემამჩნია, კიდეც და ჩემკენ წამოვიდა. ვთხოვე არ წასულიყო, თუმცა ისე წავიდა უკან არც მოუხედავს. – დღეიდან მისი სახელი არავინ მიხსენოს, ის ჩემთვის აღარ არსებობს. – დანიელ, ასე ნუ ამბობ იქნებ რამემ აიძულა ასე მოქცეულიყო იქნებ ეს სიტყვები სიმართლე არ არის.- ნაღვლიანად მომიგო სესილიმ. – მის საქციელს გამართლება არ აქვს ამხელა სპექტაკლი დადგა ვითომ ვუყვარდი წარმოდგენა გაქვს რამხელა შეცდომა დაუშვა. პირველი ის რომ ჩემ გრძნობებზე ითამაშა და მერე ამისთვის ეკლესია გამოიყენა და ჯვარი დავიწერეთ. – რაც არ უნდა თქვა მართალი ხარ, ჩემი დაა ცუდად მოიქცა და ისე წავიდა არაფერი აგვიხსნა. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი დალაგდება. – წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა, დღეიდან ის ჩემთვის აღარ არსებობს. - წამოვიძახე ცივად. ლაშამ დარეკა და მითხრა, რომ ერეკლესთან ერთად განყოფილებაში მივსულიყავი. – რა ხდება ლაშა? – მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანი, რომელიც დეას დაეჯახა დაკავებულია. – რა?- წამოვიძახეთ. – დიახ, ასეა. – როგორ, მიაგენით? – ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დავიჭირეთ. – რა აზრი აქვს დაჭერას დეა აქ აღარ არის უკვე.ახლა გინდ ცა ჩამოიქცეს ჩემთვის სულ ერთია. – აქვს აზრი,რადგან ეს შენც გეხება. გამომყევი. – არ მაინტერესებს ვინ არის ლაშა, რაც მთავარია უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.- ხელი ჩავიქნიე და გასასვლელისკენ გავემართე. – ასე მალე, დანებდი!- ბრაზით მომიგო.- განა შენ არ იყავი ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა იქამდე არ მოვისვენებო სანამ დეას გულს არ მოვიგებო. ახლა რა გჭირს გამაგებინე?! – ლაშა, მან ჩემს გრძნობებზე ითამაშა, გესმის? მხოლოდ მის გამო ვაგრძელებდი ცხლვრებას,მაგრამ…- მწარედ ჩავიცინე. – მაგრამ რა? – მაგრამ მან საბოოლოდ გაანადგურა ჩემი გრძნობები ამას არ ვაპატიებ. – უნდა შეძლო… – არა და ძალიან გთხოვ მის სახელს ნუღარ მიხსენებთ, რადგან ის ჩემთვის აღარ არსებობს, რაც შეეხება ბანდიტებს თქვენ მიხედეთ. – იცი, მაინც ვის უნდოდა, დეას მოკვლა? – ვის? – ახლავე გაიგებ, ნათქვამია,თუ მთა არ მიდის მუჰამედთან მაშინ მთა მიდის მასთანო. - გურამ შემოიყვანეთ დამნაშავეები ჩემს ოთახში.- უთხრა თანამშრომელს და ისიც გაემართა მათ მოსაყვანად. ცოტახანში ოთახში ორი დამნაშავე შემოიყვანეს და მათ დანახვამ სრული შოკი მიმაღებინა. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი იყო, მეორე კი… ჩემი ასლი იყო ოღონდ ცოტა განსხვავდებოდა ჩემგან. – რაო, შოკში ხარ ნანახით არა?- ამაზრზენად ჩაეცინა მამაკაცს. – ვინ ხარ?- კბილებში გამოვცერი. – საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, მე შენი ტყუპისცალი ვარ. – რა?!- გამეცინა. – დიახ, მე შენი აჩრდილი შენი ტყუპი ვარ, რომელიც წლების წინ მიატოვეს. – რას როშავ, გესმის მაინც რას ამბობ?!-- გავმწარდი. – რას ვიზამთ სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა და არავის უნდა ამის გაგება. – ამას ,მოგვიანებით გავარკვევ ახლა კი ამიხსენი რას ერჩოდი ჩემ ცოლს?! – ოოო, შენ ცოლს, რომელ ცოლს?რომელმაც მეორე დღესვე მიგატოვა.- ახარხარდა. – მოგკლავ შენი!!- გამწარებულმა წამოვიძახე და დასარტყმელად გავემართე ერთი მუშტიც მიიღო ჩემგან. – დანიელ, დანიელ! გაჩერდი ხომ არ დაგავიწყდა სად ხარ?- დაიყვირა ლაშამ. – თუ გინდა დამიჭირე მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს. – მხდალი ხარ? ცოლმა მიგატოვა შენ კიდევ ფარხმალი დაყარე და მოთქვამ. – გეფიცები შემომაკვდება. - ნერვებისგან ვცახცახებდი უკვე. – დაწყნარდი, ვერ ხვდები, რომ შენი პროვოცირება უნდა. – ამოღერღეთ, რომელი თქვენთაგანი დაეჯახა დეა ანჩიბაიას? – მე ვიყავი.- ამაყად წარმორთქვა ,სარამ ისე თითქოს რაიმე კარგი ჩაედინოს. – რატომ? – იმიტომ, რომ ვხედავდი დანიელს,როგორ მოეწონა ეგ გოგო პირველივე დღიდან და ვიფიქრე სანამ ღრმად არ შეუტოპია თავიდან მოვიშორებ- თქო, მაგარამ გამოძვრა. – და გადაწყვიტე შანტაჟზე გადასულიყავი არა? – დიახ.. – და შენ რა მოტივი გქონდა?!- ახლა მეორეს მიუბრუნდა. – მე შენი გამწარება მინდოდა და გამომივიდა კიდეც. – ლაშა, საკმარისია,რაც მოვისმინე და გავიგე მე მივდივარ.- აღარ დაველოდე ერეკლეს იქაურობა დავტოვე და წამოვედი. სახლში მივედი გამწარებული და რაც კი ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე. ყვირილი მინდოდა, მინდოდა მთელი ეს ემოცია გარეთ გამომეშვა. *** ჩემი ცხოვრება ერთ დიდი კოშმარად იქცა სინათლის სხივი საბოლოოდ ჩაქვრა და ჩემში სიბნელემ დაისადგურა,აქამდე მჯეროდა, რომ წინ უკეთესი დღეები მელოდა, თუმცა შევცდი და თან მწარედ ზურგში დანა ჩამარსეს ნათქვამია დანას ის ადამიანი ჩაგასობს ზურგში ვისგანაც არ მოელიო. ზუსტად ასე დამემართა ზუსტად ასე ჩამცა ზურგში დანა დეამ.გამანადგურა ჩემი სიყვარულიც ჩააქრო. მე ვერასდროს შევძლებ მის პატიებას ალბათ თვითონ მშვიდად სძინავს და სულ არ ვახსოვარ მე კი აქ ვიტანჯები ვცდილობ გულიდან და გონებიდან ამოვიგდო, ყველა დავაჯერე, რომ დავივიწყე, მაგრამ ასე მხოლოდ თავს ვუტყუებ და სხვასაც ვატყუებ წავიდა მაგრამ ის მაინც ჩემი ცოლია და რომც უნდოდეს ვერ გამეყრება, რადგან უფალი დგას ჩვენ შორის არ ვაპირებ მას გავეყარო, ასე დავტანჯავ და ჩემგან თავს ვერ დაიხსნის ვერასოდეს. წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან. ტელეფონი აწკრიალდა ეკრანს დავხედე და სესილი მირეკავდა. – გისმენ?- ყურმილი ყურთან მივიტანე და ვუპასუხე. – სად ხარ დანიელ?- მღელვარედ წამოიძახა. – სახლში ვარ ,რა ხდება? – მანდ იყავი არსად წახვიდე შენთან მოვდივარ.- გამაფრთხილა და გათიშა. ცოტახანის შემდეგ ისიც მოვიდა საკმაოდ აღელვებული მეჩვენა. ქოშინებდა და სულს ძლივს ითქვამდა. – რა ხდება? სესილი?- ვკითხე დაბნეულმა – რაღაც მინდა გაჩვენო, ოღონდ არ ვიცი რა რეაქცია გექნება ამაზე.- შეპარვით მელაპარაკებოდა. – რისი ჩვენება გინდა? – აი გამომართვი ..- ხელში სრიალა ფურცლებიანი ჟურნალი ჩამიდო და რაც ვნახე შოკში ჩამაგდო . ყდაზე დეას სურათი იყო ამობეჭდილი გავხევდი, ტვინში სისხლმა დამარტყა ,თვალები ჩამიწითლდა. ვერ ვიჯერებდი, ნახულს. მის სურათის გვერდით კი წარწერა იყო სადაც ეწერა.” წარმატებული ფოტო მოდელი დეა ანჩიბაია,, სიმწრისგან ხელები მოვმუშტე და ჟურნალი დავკუჭე. – აი თურმე რა ყოფილა, მე აქ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, თვითონ კი ცხოვრება მოიწყო უცხოეთში. დამაცადე!- გავიფიქრე გულში. – სესილი,შეგიძლია ეს ჟურნალი დამიტოვო. – რა თქმა უნდა. – მადლობა. – არაფრის, კარგი წავალ ამის ჩვენება მინდოდა უბრალოდ.- მითხრა და დამემშვიდობა. სავარძელზე ჩამოვჯექი და ჟურნალის თვალიერება დავიწყე კიდევ შემხვდა მისი ფოტოები მის ქვეშ კი ეწერა ესპანეთის კერძოდ კი მადრიდის მშვენება. ასე არა, ქალბატონო დეა, გეგონა ვერ გიპოვიდი ხო? - მზაკრულად ჩამეცინა. მადრიდში ერთი მეგობარი მყავდა მას დავურეკავ და ვთხოვ დახმარებას.ტელეფონზე მის ნომერს ვკრეფ და სულ მალე ზარიც გავიდა. – გისმენთ? _ გამარჯობა, დამიანე მე ვარ დანიელი. – დანიელ, ძმაო , რამდენი ხანია შენი ხმა აღარ გამიგია, როგორ მოხდა,რომ შენი ძველი მეგობარი გაგახსენდა. – მართალი ხარ, სულ დავივიწყეთ ერთმანეთი ესპანეთში მოვდივარ საქმეებზე და თან შენც გნახავ. – მართლა? – კი. – როდის აპირებ? – თუ მოვახერხე შეიძლება ხვალაც წამოვიდე. – ძალიან კარგი, გელოდები.- მხიარულად წამოიძახა.- .გამაგებინე, ბილეთს როდის იშოვი, რომ ვიცოდე. – აუცილებლად. ერთი წელი წყეული ერთი წელი გავატარე გაურკვევლობაში და შენგან მიტოვებულმა დეა, მორჩა დღეიდან სადაც არ უნდა იყო გიპოვი და აი მაშინ ყველაფერზე პასუხს გამცემ. ბილეთები ხვალისთვის დავჯაშნე და მზადება დავიწყე ახალი დღე ახალი დღის დასაწყისია და კიდევ ერთი გადატანილი და ახალი შანსი ცხოვრების,სიცოცხლის ზოგადად ყველაფრისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლის, რომ გვაჩუქა კიდევ ერთი დღე. სანამ წავიდოდი წასვლის წინ მამაოს გავუარე. –გამიხარდა, რომ მოხვედი შვილო. მზრუნველი ტონით მომიგო. – თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ ვინც დამრჩა მამა გიორგი..- მძიმედ ამოვთქვი. – რატომ გგონია რომ მარტო ხარ? –ვინც მიყვარდა ყველა ის ადამიანი წავიდა ჩემგან. – არასოდეს დაკარგო უფლის იმედი შენ ეს კარგად იცი, რაც ხდება ყველაფერი უკეთესობიკენ შეიცვლება მთავარია სიმშვიდე და მოთმინებაა. – მთელი ეს დრო ვითმენდი მამაო. თქვენი დახმარებით გადავიტანე ეს ერთი წელი აქამდე, როგორც მთხოვა მისი მოძებნა არ დავიწყე, მაგრამ დღეს საბოოლოდ გადავწყვიტე მოვძებნო და ყველა კითხვაზე პასუხი გამცეს. – ძალიან კარგი იმედია შეძელი მისი პატიება. –არა, მისთვის ჯერ არ მიპატიებია, რაც ჩაიდინა.- ბრაზ მორეულმა მივუგე. – ნუ იქნები სასტიკი შვილო, ჩვენ ყველა ცოდვის შვილები ვართ ყველა ვაშავებთ ნებით თუ უნებლიეთ. ეცადე მიუტევო მაშ ჩვენ ვინ ვართ, როდესაც უფალმა მთელს კაცობრიობას მიუტევა. – მე ღმერთი არ ვარ მამაო, ერთი ჩვეულებრვი მოკვდაი კაცი ვარ, რომელსაც უღალატეს. -ნუ ამბობ მასე, ღმერთი არ ხარ და ვერც იქნები, მაგრამ უნდა ეცადო მას მიემსგავსო კეთილ გონიერებაში. – ალბათ ოდესმე ვაპატიებ, მაგრამ ახლა არა (ახლა ამის დრო არ არის.)- გავიფიქრე უფრო ჩემთვის. – კარგი, მაგრამ სიტუაციის მხოლოდ ერთ მხარეს ნუ ხედავ შეეცადე მეორეც დაინახო. რამდენი ხნით მიდიხარ? – არ ვიცი, ალბათ იქამდე სანამ არ ვიპოვი და ყველაფერს არ გავარკვევ. – ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გონება გაგინათოს.- მშვიდი ხმით მომიგო. გადაწყვეტილი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მას ვიპივიდი და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვდი მის აჩრდილად ვიქცევი. ყველაფრის და მიუხედვად მის ოჯახთან და მეგობრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს მთელი ეს პერიოდი გვერდში მედგნენ – ოჰ, ჩვენი სიძე მოსულა?- ხმაურით შემეგება დეას დედა. – გამარჯობა, თინა დეიდა ერეკლე შინ არის? – კი, შვილო შემოდი.- სევდიანად გამიღიმა და კარები ფართოდ გამიღო, რომ შევსულიყავი. ეს ხალხიც ძალიან მეცოდება, კაი მე არ ვადარდებ, მაგრამ ამათ რა დააშავეს, რომ არ აგებინებს თავის ამბავს საწყალი ქალი დარსისგან აღარ იყო. მისაღებ ოთახში ბატონი რეზო და ერეკლე ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდნენ. – სტუმარი გვყავს!- ხმაურით შევიდა მისაღებ ოთახში. – რა ხანია არ გამოჩენილხარ ძმაო.- მხარზე ხელი დამკრა. – ვიცი, მაგრამ აქ მოსვლა მის თავს მახსენებს და ტკივილს მაყენებს. – მესმის… - ამოლოპარაკა ერეკლემ. – არ ვიცი თქვენც გაიგეთ, თუ არა, მაგრამ დღეს დილით ჟურნალში დეას ფოტო ვნახე. – ხო, სესილიმ გვითხრა. – მოკლედ ამ ჟურნალის მეშვეობით დავავდგინე სად იმყოფება. – და სად ბრძანდება??- გაჯავრებით ამოილაპარაკა ქალბატონმა თინამ. – ესპანეთში კერძოდ მადრიდში. ამის ნახვის გადავწყვიტე ყველაფერს ბოლო მოვუღო, სადაც არ უნდა იყოს ვიპოვი და ყველაფერზე პასუხს მოვთხოვ. – როდის მიდიხარ? – ხვალ გვიან ღამით მოვფრინავ იქ ერთი მეგობარი მყავს და ის დამეხმარება. კიდევ იმის სათქმელად მოვედი, რომ გითხრათ მას არ დავინდობ. – რაც გინდა ის ქენი შვილო შენი ცოლია და უფლება გაქვს ყველაფრის. – გპირდებით აქ მის გარეშე არ ჩამოვალ. – კარგი. – წარმატებები ძმაო, ადვილი არ იქნება ეს ყოველივე, მაგრამ იბრძოლე. – შვილო, რადგან მიემგზავრები დღეს ჩვენთან დარჩი და ხვალ დილით წახვალ სახლში. – თქვენი შეწუხება არ მინდა. – რა შეწუხებაა, შენ უკვე ჩვენიანი ხარ. უნდა ეს იმ ქალბატონს თუ არა. მათთან ერთად გავატარე დრო შემდეგ კი, ყველა ოთახებში გავედით ქალბატონმა თინამ მითხრა სხვა ოთახში გაგიშლი ლოგინსო, მაგრამ მე დეას ოთახში გადავწყვიტე დარჩენა. არაფერი გამოვაცვლევინე, როგორც იყო ისე დავატოვებინე მის ოთახში შევედი და ოთახს თვალი მოვავლე პატარა და ნათელი ოთახი იყო კედელზე მისი ფოტოები იყო გაკრული მეგობრებთან ერთად. იქვე პატარა აივანი იყო საფაც პატარა მაგიდა და პუფი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა ოთახში მაიმც იდგა მისი სუნამოს სურნელი. – რატომ, მოიქეცი ასე დეა? რატომ ჩაყარე ყველა ამ დღეში, ყველას ტკივილი მიაყენე. საწოლზე წამოვწექი და ბალიშს ჩავებღაუჭე. არ ვიცი, როდის ჩამეძინა . **** ღამის 11 საათზე იყო ჩემი რეისი ყველა ჩემთან იყვნენ და მამხნევებდნენ აეროპორტშიც გამომყვნენ და გამაცილეს. თვითმფრინავში ავედი და ჩემი ადგილი დავიკავე, რაც არ უნდა მოხდეს მაინც გიპოვი და ისე გავაკეთებ, რომ ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ. და მაინც რა არის სიყვარული, სიყვარულს ყველაა სხვადა სხვა ნაირად აღიქვავს ზოგს ვნება ჰგონია სიყვარული ზოგს კი რაღაც სიმპატიები, თუმცა მე ის ნამდვილი და რწფელი სიყვარულით მიყვარდა. მაგრამ მან ყველაფერს ბოლო მოუღო. ხაგრძლივი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავაღწიე ესპანეთში. ბარგი ავიღე და დამიანეს მოძებნა დავიწყე. მოშორებით მაღალ სიმპატიურ მამაკაცს ვამჩნევ, რომელიც ხელს მიქნევდა მივხვდი, რომ ეს დამიანე იყო. – რამდენი ხანია არ მინახიხარ ძმაო.- გადამეხვია. – თითქმის ბავშვობის შემდეგ. – ჰო, მართალია ბავშვობის მერე აღარც გვინახავს ერთმანეთი. გამიხარდა, რომ ჩამოხვედი. აეროპორტის შენობიდან გავედით და დამიანეს მანქანამდე მივედით. –ოჰო, შენ როგორც ჩანს ფერარის მოდელის მანქანები მოგწონს. – ჰო, რაღა დაგიმალო და სპორტული მანქანები მომწომს განსაკუთრებით ეს მოდელი და შენ? – მე ჩემი გიჟი გერმანელი მირჩევნია? –გერმანელი ანუ bmw არა? – კი, bmw ჩემი ცხოვრებაა. მანქანაში ჩავსხედით და დამიანემ მადრიდის ქუჩებში გააქროლა თავისი ფერარი. – მომიყევი რა ხდება შენკენ? რა ხდება სამშობლოში? – საინტერესო არაფერი…- ამოვიოხრე მძიმედ. – რატომ როგორ არის სოფია, დეიდა? – ის აღარ არის.. – რა?- ხმა ჩაუწყდა. - რა მოუვიდა? – გრძელი ამბავია, რომ გაიგებ გაგიჟდები… – ძალიან ვწუხვარ… სხვა შენკენ რა ხდება არ გყავს მეორე ნახევარი? ამაზე სიმწრისგან ჩამეცინა. – სწორედ მაგიტომ ჩამოვწდი აქ რომ ვიპოვო.. – ვერ მოგიხვდი?- დაბნეულმა მომიგო. – ეჰ, ძმაო ჩემი ცხოვრება სრული კატასტროფაა, ისეა არეული ვერ გაიგებ თავს და ბოლოს. წარმოიდგინე ცოლი მოვიყვანე და მეორე დღეს დამტოვა და წავიდა.- ნერვიული სიცილი ამიტყდა. – კი,მაგრამ ასე რატომ მოგექცა.- წარბები ზევით აზიდა. – წერილი დამიტოვა, სადაც მწერდა, რომ ჩემს გრძნობებზე ითამაშა. მითხრა არ მომძებნოვო, მაგრამ დრო მოვიდა წერტილი დავუსვლა ამ გაურკვევლობას ჟურნალში შემთხვევით მისი ფოტოები ვნახე თურმე მოდელი გახდა რომელიღაც მადრიდის სააგენტოსი..ხოდა გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და თუ საჭირო გახდა სამყაროს ბოლოში მომიხდეს მისი მოძებნა, ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ ყველაფრისთვის. – დაგეხმარები ძმაო, მისი ადგილ მდებარეობის დადგენაში. კარგი ახლა ჩემს რესტორანში წაგიყვან დაღლილი და მოშოებული იქნები. მანქანა დიდი შენობის წინ გააჩერა და შემდეგ შიგნით შემიპატიჟა, კარგი და თბილი ატმოსფერო იყო. – ბექა, ერთი წუთით შეგიძლია მოხვიდე!- დაუძახა იქვე მომუშავე ბიჭს. – გისმენთ? – გაიცანი ეს დანიელია, ჩემი დიდიხნის მეგობარი და აბა შენ იცი კარგად გაუმასპინძლდი.- ღიმილით მიუგო. – რას მიირთმევთ? – არაფერი არ მინდა უბრალოდ ერთი ფინჯანი ყავა და რამე მისაყოლებელი მომიტამეთ. – კარგი, ახლავე. – მართლა არ გშია? – ძალიან დაღლილი ვარ უბრალოდ ყავას დავლევ და მერე სასტუმროში წავალ დავისვენებ. – გგონია სასტუმროში გაგიშვებ? – ახლა არ დაიწყო გთხოვ არ მინდა შენი შეწუხება. – არ მაწუხებ.- წამოიძახა. – უკვე დაჯაფშნილი მაქვს და ვერ გავაუქმებ. – კარგი, ხო რამდენი ხნით რჩები? – ულიმიტოდ.იქამდე სანამ ქალბატონს არ მივაგნებ და არ გავარკვევ ყველაფერს. – კარგი, მაშინ შემომიარე ხოლმე. – აუცილებლად. ყავა დავლიე ჩემი პატარა ჩანთა ავიღე ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. მალევე დიდი შენობის წინ ვიდექი ფული გადავუხადე სასტუმროში შევედი ჩემი ნომრის გასაღები ავიღე და ნომერში ავედი. პირველ რიგში წყალი გადავივლე, შემდეგ ცოტა დავისვენე გვიან ღამით კი გარეთ გადავწყვიტე გასვლა შორტები და მაისური გადავიცვი და გარეთ გავედი. ღამის მადრიდი ძალიან ლამაზი იყო, ეს ქალაქი ღამით ცოცხლდებოდა და მთელი ქუჩები ხალხით იყო მოჭედილი. უმეტეს წილად შეყვარებული წყვილები სეირნობდნენ რა დასანანია, ჩვენც შეგვეძლო ასე ხელჩაკიდებულებს გვევლო დეა, მაგრამ შენ ერთი ხელის მოსმით გაანადგურე ყველაზე წმინდა და სუფთა გრძნობა არც კი ვიცი არც კი ვიცი რომ გნახავ რას ვიზამ რა რეაქცია მექნება ჩემი გული და გონება ერთმანეთს ებრძვის გონება აბალანსებს ყველა ემოციას ჩემში. იქვე პატარა ბარივით იყო მეც ჩამოვჯექი ტელევიზორი მაღალ ხმაზე გუგუნებდა. ეკრანზე კი დეას გამოსახულებას ვაწყდები სუნთქვა მეკვრის დიდი ეკრანზე იყო გამოჭიმული და რეკლამას უკეთებდა, რომელიღაც ბრენდს. ცივმა ოფლმა დამასხა ისედაც, ხომ ლამაზი იყო, მაგრამ ახლა უფრო დახვეწილი და ქალური მეჩვენა ეკტანზე ნახვისას რა მემართება და როდესაც პირისპირ ვნახავ რა იქნება. გულმა ისევ დაიწყო ძგერა, თუმცა გონებამ ისევ გაფილტრა ეს მოჭარბებეული ემოციები შემახსენა რისთვისაც ვიყავი აქ მოსული. ნერვები მომეშალა არც არაფერი შემიკვეთია ავდექი და იმწამსვე დავტოვე იქაურობა. უცნაურია ეს ცხოვრება არავინ იცის ვის რა სიურპრიზი ელოდება, რაც არ უნდა დაგეგმო და ფიქრობდე, რომ ეს გამოგივა, ბოლოს მაინც სხვანაიარად მიდის ყველაფერი არის გამონათქვამი კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. შეიძლება შენ ეს მიგაჩნია კარგი და სწორი ,მაგრამ ღმერთს ჩვენზე სზვა გეგმები აქვს იგი იოლ გზებით არ გვატარებს არამედ ურთულეს გზებზე წაგიყვანს ამ რთულ გზებზე, ბევრ განსაცდელს გამოივლი. რაც არ უნდა საპირისპირო ვამტკიცო, რომ მე ის აღარ მიყვარს სადღაც გულის კუნჭულში მაინც ცოცხლობს მისდამი სიყვარული ,თუმცა ვერ ვპატიობ, ვერ ვივიწყებ იმ დაწყევლილ დღეს. ***** ალბათ იმის წარმოდგენაც კი, რთულია, თუ რისი გადატანა მომიხდა მას შემდეგ რაც ყველაფერი დავტოვე და წამოვედი ალბათ ბევრი მლანძღავს ამის გამო, არავინ იცის რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება. რთული იყო ჩემთვის უცხო ქვეყანაში ჩამოსვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება. უფალმა არ გამწირა და არ მაქცია ზურგი და მოწყალე თვალით გადმომხედა თვითმფრინავში ის კაცი შემხვდა ვინც მოდელობა შემომთავაზა, მაშინ მისი იქ ხილვა ჩემთვის დიდი საჩუქრი იყო უფლისგან ზუსტად, რომ საჭირო დროს და ადგილზე გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში მე არ ვიყავი ღირსი ამ წყალობისთვის,მაგრამ უფალი, ხომ დიდსულოვანი,უკეთილშობილესი და მოწყალეა მიუხედავად ყველაფრისა, არ მიმატოვა არ მიატოვა თავისი უგნური შვილი.( ამ ყველაფრის გახსენებისას მეტირება მაშინაც ამეტირა, როდესაც მარტოდ დარჩენილი და იმედ გადაწურული ვიყავი სწორედ მაშინ გამოანათა უფალმა და კვლავ დამიბრუნა იმედი.) ეს კაცი მართლაც, რომ უფლის წყალობა იყო მან ისევ შემომთავაზა მასთან მუშაობა რაზეც უყოყმანოდ დავთანმხდი შემდეგ კი მითხრა, რომ შემეძლო მის სახლში მეცხოვრა, როგორც დგმურს. პირველი ერთი თვე საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი ის დამელოდა იქამდე სანამ მდგომარეობიდან არ გამოვედი. ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღე, როდესაც ჩემ თავს გამოვუტყდი რომ მე ჩაჩავა მიყვარდა დიდიხანია უკვე. უფრო მეტად მტკიოდა გული. მუშაობა დავიწყე საკმაოდ მოეწონათ ჩემი აღნაგობა და ვიზუალი და ფოტომოდელად ამიყვანეს. სამი თვის შემდეგ შევიტყვე, რომ მუცლით პატარა სიცოცხლეს ვატარებდი ეს ხომ ჩემი და დანიელის სიყვარულის ნაყოფი იყო, მინდოდა მისთვის შემეტყობინებინა ეს ამბავი დავურეკე კიდეც, როდესაც მისი ბოხი, მაგრამ სასიამოვნო ხმა გავიგე გამბედაობა არ მეყო, დიახ შემიშინდა ვერ გავბედე ხმა ამომეღო და დავლაპარაკებოდი, ამიტომ მთელი ორსულობის პერიოდს ვიდეო ფირით ვიღებდი . ახლა უკვე წელიწადზე მეტია გასული ჩემი პატარაც წამოიზარდა და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. მის ყურებისას დანიელი მახსენდება. – კარგია, ასე იდექი.- მითხრა მაქსმა და ბოლო ფოტოც გადამიღო.- ყველა ფოტოში ულამაზესი ხარ. – მადლობა.- უხალისოდ ჩავილაპარაკე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. – რა მოხდა?- გვერდით მომიჯდა. – არაფერი, უბრალოდ არ ვარ განწყობაზე. – ისევ მოგონებები შემოგაწვა?- დანაღვლიანდა მაქსი.- ისევ მასზე ფიქრობ არა? – ჰო.. – კარგი, რა თუ გიყვარს დღემდე რატომ არ გინდა დაელაპარაკო? – მეშინია.. – რისი? – მისი მეშინია, რომ აღარ ვუყვარვარ და შესაძლოა ვძულვარ კიდეც. – ნუ ხარ სულელი.- უკმაყოფილოდ გაიქნია ხელი. – არ შემიძლია, გესმის? ვერ ჩავხედავ თვალებში მეშინია, რომ მის თვალებში სიცივეს დავიჭერ. – შენ სიცივე მერე ნახე ბავშვზე,თუ შეიტყო შესაძლოა წაგართვას კიდეც.-სერიოზული სახით მომიგო. – რაა?? კარგი, რა ნუ მიხეთქავ გულს.- ამოვიტირე. მას გაეცინა და მომიგო. – რატომ ხართ ქალები ასეთი სულელები.- აღმოხვდა მაქსს.- შესაძლოა გაგიბრაზდეს კიდეც და ეს სრულიად ნორმალური რეაქცია იქნება მისი მხრიდან, მაგრამ მას უფლება არ აქვს შვილი წაგართვას იურისტი მაინც არ იყო. – ო,კაი რა. – ახლა კი მიდი მოწესრიგსი სახლში წადი და დაისვენე დევიდი ჩამიკოცნე.- ასე გამომისტუმრა მაქსმა ის, რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა ამ უცხო ქვეყანაში. მადრიდის ქუჩებში დავიარებოდი და რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მის სიახლოვეს სადღაც აქვე ვგრძნობდი.მგონი ჭკუიდან ვიშლები.- გავიფიქრე ჩემთვის. უეცრად გაწვიმდა და შხაპუნა წვიმა წამოვიდა მე კი თვალწინ ის მომენტი გამახსენდა მე და დანიელი თავსხმა წვიმაში რომანტიულად რომ ვცეკვავდით. სევდიანად ჩამეცინა მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიტანდი ჩაჩავას, თუმცა იმ დროს სულ სხვანაირად ვგრძნობდი თავს ჯერ მომშხამა რესტორანში მერე კი ამედევნა და პატიებას მთხოვდა ან იქნებ იმ დროსაც მქონდა მის მომართ გრძნობა მე სულელიი კი ვერ ვამჩნევდი ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მიმხვადარიყავი. წვიმის წვეთები ნაზად მეხებოდნენ სხეულზე გამეცინა და ჩემთვის დავიწყე წვიმაში ცეკვა ალბათ გამვლელებს გიჟი ვეგონებოდი, თუმცა სხვისი აზრი არ მადარდებდა. თვალები მქომდა დახუჭული და გონებაში იმ კადრებს ვაცოცხლებდი. მოულოდნელად სიგნალის ხმა შემომესმა და მეც გამოვერკვიე. სწრაფად გავეცალე და დავტოვე იქაურობა გიჟივით ამიტყდა სიცილი ამდენი ბოლოს როდის ვიცინე აღარც კი მახსოვს. სახლში შევედი ტანის სამოსი გამოვიცვალე და ჩემს ბიჭუნას დავხედე, რომელსაც ტკბილად ეძინა. – მოხვედით ქალბატინო?- ოთახში დამხმარე შემოვიდა. – ჰო, როგორ იქცეოდა დევიდი? – ცოტა ჭირვეულობდა, მაგრამ დამშვიდდა. – კარგი, მადლობა შეგიძლია წახვიდე და დაისვენო დანარჩენს მე მივხედავ. გოგონა, დამემშვიდობა და წავიდა. ამ ბოლო დროს ბავშვს ყურადღებად ვერ ვაქცევ დროა, პაუზა ავიღო და მთელი დრო ამ ონავარს დავუთმო. სასტიკად მომინდა მისი ხმის გაგონება ინსტიქტურად ავიღე ტელეფონი და მისი ნომერი ავრკრიფე. – გისმენთ?- გაისმა მისისი დაბოხებული ხმა. ..... ველი თქვენს შთაბეჭდილებებს და რეაქციებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.