ისევ აქ (თავი 2)
იქვე კაფის გვერდით სანაპიროსთან ერთ-ერთ სკამზე ჩამომსვა და ჩემს გვერდით მალევე დაიკავა ადგილი. სიჩუმე არცერთის საუბარს არ დაურღვევია, მცოლოდ მდინარის ტალღის ხმა ისმოდა,ნავსადგომთან ხის მოაჯირებს რომ ეხეთქებოდა და სასიამოვნო, გრილი ჰაერით გვაჯილდოვებდა, რომელიც ჩემს გადაფითრებულ სახეს საშუალებას აძლევდა მოდუნებულიყო და ცოცხლის ელფერი დაბრუნებოდა,ის კი ამ დროს კვლავ უჩუმრად იჯდა და თითქოს ელოდა როდის გაივლიდა ჩემში მღელვარება,რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამოეხსნა რამ გამოიწვია… სიჩუმე ისევ მე დავარღვიე -გმადლობ, მართლა -კარგი რა, საჭირო დროს აღმოვჩნდი საჭირო ადგილას,ესაა და ეს, მე უფრო ის მაინტერესებს , რა მოხდა ისეთი,ფერი მთლიანად რომ დაკარგე -ამაზე რომ არ გიპასუხო გეწყინება? -მეწყინება, თქვა და თითქოს ხმაში წყენა გაეპარა -ძველმა ნაცნობმა დამირეკა,განსაკუთრებული არაფერი -და შენ გინდა მითხრა რომ არაფრის გამო გახდი ცუდად? -შენი სახელი არ გითქვამს… თემა უცებ შევცვალე მაგრამ არ გამოჰპარვია, უბრალოდ ჩაეღიმა და ისე მიპასუხა თითქოს ამჯერად უფლება მომცა მე გადამეწყვიტა ჩვენი საუბრის მიმართულება. -ალექსი მქვია, არც ალექსანდრე და არც ალეკო, ალექსი -გასაგებია, დავიმახსოვრებ -შენ? არც მე ვიცი შენი სახელი -მარიამი, არც მარი და არც მარია, მარიამი ჩაეცინა-მეც დავიმახსოვრებ -იცი ერთი კვირა გავიდა რაც აქ ჩამოვედი მაგრამ არაფერი მინახავს, გიდობას გამიწევ? არ ვიცი რატომ , მაგრამ არ მინდოდა უარი მეთქვა, რადგან შესაძლოა მეორედ აღარ შემოეთავაზებინა, თავს იმით ვინუგეშებდი,აქ მეგობარი არ მყავს და მოწყენილობის გამო ვარ თანახმა მეთქი… -გაგიწევ, მაგრამ მხოლოდ გვიან შემიძლია…დილით ლექციები მაქვს, როცა არ მაქვს მაგ დღეებში ვცდილობ გამოვიძინო -არ აქვს მნიშვნელობა დროს, მარიამ … თიკას ავტობუსიდანვე დავურეკე, ვერ მოვითმენდი სახლამდე, ყველაფერი უნდა მომეყოლა, მაგრამ მთავარი ამბავი არა ტატო არამედ ალექსი იყო, თითქოს ის უცაბედი ტკივილი რაც ტატოს ზარს მოყვა, სადღაც უკანა პლანზე აღმოჩნდა და მე უფრო მნიშვნელოვანი “ამბავი” გადამხდა თავს, რომელიც ახლა უფრო მეტად წაიღებდა ჩემს დროს, რომელსაც დალევას , დეპრესიას და საკუთარი თავის განადგურებას ვუთმობდი. თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი , მეც სიამოვნება მიმეღო ამ პროცედურით და მენახა ყველა ის ლამაზი ადგილი რომლისთვისაც დრო ვერ გამოვნახე, რადგან თავიდანვე საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენით დავიწყე აქ ცხოვრება და თავი მხოლოდ სასმელს, ნაცნობ ქუჩებში ფეხით სიარულსა და უნივერსიტეტს მივუძღვენი, ახლა კი ხელთ ისეთი შანსი ჩამივარდა, არაფრის გამო რომ არ ღირდა მასზე უარის თქმა… -გისმენ პატარავ -თიკა,ისეთი ამბავი უნდა გითხრა ,შეიძლება გამოშტერდე -რა მოხდა? დაბრუნება გადაწყვიტე? -არა, ტატომ დამირეკა საუბარი ბოლომდე არ დამასრულებინა ისე ჩაერთო გონებაში წითელი და ყურში ყვირილით ჩამძახა გაოცებულმა -როგორ გაბედა, რა გითხრა? არ მითხრა რომ ნანობს და პატიება გთხოვა, იცი არც გამოვრიცხავდი მაგ ამბავს მას შემდეგ რაც ჩვენი შეხვედრისას შენზე მკითხა, ეგ ნაბი*ვარი -კარგი დამაცადე რომ მოგიყვე, რამდენი კითხვა მომაყარე, მოკლედ არაფერი უთქვამს, მხოლოდ სახელი დამიძახა და დაელოდა ნამდვილად მე ვიყავი თუ არა, ან ისედაც მიხვდა და საპასუხო რეაქციას ელოდა, არ ვიცი, გავუთიშე, ცუდად გავხდი მისი ხმის გაგებისას, ხომ იცი ჩემთვის… -არ გაბედო მაგის თქმა, ის შენთვის არაფერს ნიშნავს , მწარე გამოცდილების გარდა რომელიც ნამდვილად კარგი მაგალითი იქნება, დაქალები და შეყვარებული სიფრთხილით რომ უნდა გაიჩინო და ყველას თვალდახუჭული არ ენდო -ნეტავ რის თქმას აპირებდა? -მეღადავები? ეგ მართლა გაინტერესებს თუ ცდილობ გამაგიჟო. დაბლოკე ნომერი და უცხო ზარებს აღარ უპასუხო, დარჩეს თავის გოგოსთან ერთად ეგ ა*ვარი -კარგი ხო, დამშვიდდი, ნუღარ იშლი ნერვებს , სხვა ამბავიც მაქვს მოსაყოლი -თქვი მალე თორემ ისეთი ამბით დაიწყე კარგზე ვეღარაფერზე ვფიქრობ - ერთი ბიჭი გავიცანი, ისეთი არაფერი მომხდარა ან გვისაუბრია, უბრალოდ იცინიატორია რომ შეხვედრები გავაგრძელოთ და ამისთვის შემომთავაზა გიდობა გავუწიო… ჩვენი საუბარი სახლამდე გაგრძელდა, მერე მოვიმიზეზე რომ მშიოდა და ცოტა ხნით გავუთიშე , უნდა ამომესუნთქა, მაგრამ იმდენ შეტყობინებას მიგზავდინა დავნებდი და ისევ დავურეკე, საათობით განვიხილავდით ყველა დეტალს, მასზეც ვისაუბრეთ და საბოლოოდ რომ ვიჯერეთ გული მშვიდად დაძინება გადაწყვიტა და დავიშალეთ. შემდეგ რამდენიმე წუთი დედასაც ვესაუბრე,ყოველ დარეკვაზე მავსებდა სიყვარულით და იმედით, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა და შემდეგ ბედნიერად ვიცხოვრებდით ისევ ერთად, ჩვენს პატარა სახლში , ლამაზი ბაღით, დედა მთელ დროს რომ უთმობდა და შვილივით უვლიდა თითოეულ ყვავილს… ორშაბათი დღე ყოველთვის არასასურველი იყო, მაგრამ დღის ბოლოს ლექციიდან გამოსულს ალექსი უნდა მენახა და პირველი ტური დაგვეწყო… გზის პირას ვიდექი და ფეხის ქუსლს მოუთმენლად ვაბაკუნებდი შუქნიშანზე მწვანე ფერის მოლოდინში -პირველი მცდელობაა ვალის დაბრუნების და უკვე 45 ევრო მაქვს შენი ვალი გვერდით მაღალი ბიჭი ამესვეტა -ალექს, მეგონა ეგ შეთანხმება ჩაგვეშალა -ოჰ, არა რატომ? უბრალოდ მხოლოდ ორშაბათის ეს დრო ვიცი, სხვები ჯერ ვერ გამოვიცანი , მაგრამ ვმუშაობ მაგაზე, თვალი ჩამიკრა და ტუჩი ოდნავ აათამაშა წყალი და ბატარა ბრელოკი გამომიწოდა -მიდი ეს უკვე შემდეგი მწვანეა გამეცინა, ყველაფერის შემჩნევას რომ ახერხებდა როგორც იქნა სალექციო დროც მიიწურა და ახლა გიდად უნდა გადავქცეულიყავი, უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან ვიდექი და ვიცდიდი, შენობის ჩაბურულ შუშაში ვიყურებოდი და ჩუმად ვათვალიერებდი საკუთარ გამოსახულებას, არ ვიცი რატომ,ან ვიცი მაგრამ არ ვაღიარებ, საკუთარ ანარეკლს ფეხის თითებიდან შუბლამდე ავყევი და დავრწმუნდი რომ არც ისე ცუდად გამოვიყურებოდი, თეთრი , თითქმის კოჭებამდე გაშლილი სტილის ქვედაბოლო, შავი ტანზე გამოყვანილი გრძელ მკლავიანი მაისური და თეთრი კეტები მეცვა, ჩემი ყოველდღიური სტილი უფრო რამდენიმე ზომით დიდი სპორტული შარვალი და ასევე ორი ზომით დიდი მაისურებია, თუმცა ლამაზი ადგილების მონახულება რადგან გვქონდა გადაწყვეტილი, ვეცადე არც ისე გადაპრანჭულად,მაგრამ შედარებით ლამაზად ჩამეცვა, ჯერ კიდევ საკუთარი თავის თვალიერებით ვიყავი გართული გზის პირას შავი ჯიპი ხმაურით რომ გაჩერდა ფანჯრიდან ალექსი იყურებოდა -მალე მოდი, აქ პარკირება არ შეიძლება, ამიტომ კარებსაც შემდეგში გაგიღებ მანქანაში ადგილი დავიკავე და ჩემი წიგნებით სავსე ჩანთა უკანა სავარძელზე მოვისროლე -იქირავე? -არა,ჩემია, ნუ გეშინია მაქვს მართვის მოწმობა -ასეთი მანქანა იყიდე და სასტუმროში რჩები? -არ ვრჩები, მე და ჩემი ძმაკაცი დავრჩით პირველ დღეს როცა ჩამოვედით,ახლა შესაფერისი სახლიც ვიშოვე და მანქანაც -შენი ძმაკაცი წავიდა? აი თურმე რატომ დაგჭირდა სხვა გიდი, მარტო რომ არ იარო -წავიდა, მაგრამ ჩემს ახირებებს მაინც არ აყვებოდა , თანაც ახლავე შემიძლია სხვა თანამგზავრის პოვნა, შენც ხომ იცი -რატომ არ ეძებ?წადი და მოძებნე, გამიჩერე მე აქ ჩამოვალ -მარიამ! -ალექს! -დღეს რა ადგილით ვიწყებთ? -გაცნობით ვიწყებთ, დონაუს სანაპიროს ფეხით გავუყვეთ, სადმე დააპარკინგე შენი ჯერ კიდევ არ ვიცი რა გზით ნაპოვნი მანქანა -ნუ გეშინია, ადამიანს წავართვი, მაგრამ ვერ მიჩივლებს რადგან უკვე დავმარხე -ასე ნუ ხუმრობ -არ ვხუმრობ -გეყოფა სიცილს ვერ იკავებდა , რამდენჯერაც შემომხედავდა უფრო მეტად აგრძელებდა -ფეხსაცმელები დატოვე , აქ ყველგან ბალახია, სიცხეში სასიამოვნოც კი იქნება -არის უფროსო სასიამოვნოდ გრილი ამინდი იყო -მარიამ, აქ მარტო ცხოვრობ? -კი, ორი წელია -რატომ გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა? -სწავლის გამო , ისე ვიცრუე თითქოს საკუთარი თავის განვითარებისთვის მივიღე გადაწყვეტილება და არაფერს გამოვქეულოვარ -შენ? რის გამო ჩამოხვედი? -ჩემი ამბავი ჩახლართულია, კანადაში ვცხოვრობდი 9 წელი , სკოლა როგორც კი დავასრულე წავედი, იქ ვსწავლობდი, ვმუშაობდი,საკუთარი ბიზნესი და ცხოვრება მქონდა -რატომ ამბობ წარსულ ფორმაში? დაბრუნებას არ აპირებ? -არა, ერთ ადგილას დიდი ხანი ვერ ვჩერდები -ესეიგი? ახლა აქ აპირებ იქამდე გაჩერებას სანამ შემდეგ ქალაქს არ მოარგებ საკუთარ გემოვნებას? - ასეა, შენზე მომიყევი, ვფიქრობ მხოლოდ სწავლის გამო ჩამოსვლა არ არის შენი მთელი ცხოვრება და მეტად შეგიძლია საკუთარი თავი გამაცნო -ამაზე საუბარი არ მინდა -არ დაგაძალებ , მაგრამ შეგიძლია მენდო, ეს გახსოვდეს ქვის ფილაქანზე ჩამოვსხედით, ფეხები მდინარის კალაპოტისკენ გადავაწყვეთ და ცივმა დინებამ ტანში სასიამოვნოდ გაატარა ელვა ვისხედით და ათას რამეზე ვსაუბრობდით, მიყვებოდა თავის ჰობზე, ხასიათზე, მიზნებზე,მაგრამ არაფერი უთქვამს ცხოვრებაზე, წარსულზე, ნათესავებზე … დრო ისე გავიდა , სიმართლე გითხრათ არც კი გამიგია, ყველაფერი ძალიან მარტივად და ამავდროულად ჩემთვის საინტერესოდ ვითარდებოდა, პირველად გავატარე დღე ისე, რომ არ მიფიქრია ტატოზე, ჩემს “დაქალზე”, ცხოვრებაზე და მის მოპყრობაზე ჩემდამი… პირველად ვიყავი გარეთ ისე რომ არ დამილევია არცერთი წვეთი ალკოჰოლი… ვიცინოდით, დავდიოდით , უამრავ უაზრო და არაფრის მთქმელ თემებზეც გადავედით რამდენჯერმე, თუმცა სასაუბრო თემას ისეთი ინტენსივობით ვიცვლიდით, საიდან სად გადავხტებოდით, მეც ვერ დავითვალე… "მაგრამ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი , რომელთან გატარებულ ერთ საღამოს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე სხვასთან რამდენიმეწლიან ურთიერთობას... მიხვდები რომ თავიდან იბადები, მისცემ თავს უფლებას, კვლავ შეეხონ შენს სულს..." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.