შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 30 თავი


11-07-2024, 00:02
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 148

სანამ პალატაში დავბრუნდებოდი ლევანს დავურეკე და მოკლედ ავუხსენი ნიცას მდგომარეობა
-ფილტვების ანთება?! სერიოზულად?-ბავშვი ამ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანეს?- გაღიზიანება ვერ დამალა
-გეგამ მითხრა უცბათ დაუმძიმდა მდგომარეობაო
-რა ნაბიჭვ*რია- გამოსცრა კბილებში და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალირა დმშვიდი ტონით მკითხა- ახლა როგორაა პატარა პრინცესა?
-სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს, ასე მითხრა ექიმმა- ამოვისლუკუნე
-უხე და მაშინვე ზურგი ვაქციე
-სად მიდიხარ?! მოდი აქ!- უეცრად მკლავზე ხელი წამავლო და თავისკენ მიმიზიდა.
-გამიშვი!- შევეწინააღმდეგე რის გამოც კიდევ უფრო მტკივნეულად მომიჭირა უხეში თითები მკლავზე და კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით მკითხა
-უკვე გა*ჟ*მა იმ ნაბ*ჭვარმა?- და ბეჭებით კედელს მიმანარცხა.
-მთვრალი ხარ!-ზიზღით ვითხარი და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებიდან გასხლტომა ვცადე, რის გამოც კიდევ უფრო მეტად მომეწება აკანკალებულ სხეულზე და მოძრაობის უნარი საერთოდ შემიზღუდა
-იცი? ზოგჯერ შენი მოკვლის სურვილი მიჩნდება- გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სანამ რამეს ვეტყოდი ტუჩებზე დამაცხრა. მკოცნიდა აგრესიულად, მომთხოვნად, უხეშად. მხოლოდ მაშინ შევძელი მისგან თავის დაღწევა როცა ქვედა ტუჩზე ძლიერად ვუკბინე -შენს დედას შევ*ცი-ზიზღით მითხრა, როცა საკუთარი სისხლის გემო იგრძნო პირში და პალატიდან გიჟივით გავარდა. მთელი ღამე გეგაზე ფიქრში გავათენე. მეგონა ისევ თავს დამესხმებოდა, ამიტომ პალატიდან ჰოლში გავედი და ღამე იქ გავათენე. ტელეფონის ჩართვა მინდოდა მაგრამ ვერ გავბედე. შემეშინდა ლევანს არ დაერეკა და მოულოდნელად გეგა არ წამომდგომოდა თავზე. ასე შიში, შფოთში და ნერვიულობაში გავათენე მთელი ღამე. დილით სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი. სასწრაფოდ დავიბანე სახე, შეძლებისდაგვარად მოვიწერიგე თმა და მთავარი ექიმს კაბინეტში ისე შევედი.

დილით თვალები სუსტად გაახილა ნიცამ და გაოცებული მზერა, ექიმის მომღიმარი სახიდან ჩემზე გადმოიტანა
-შეიძლება რომ ჩაგეხუტო?-ვკითხე ხმა აკანკალებულმა და როცა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია წამში დავფარე ჩვენს შორის არსებული მანძილი და მაშინვე გულში ჩავიკარი ატირებული.
-დედიკო იცი როგორ მენატრებოდი?- ჩამწყდარი ხმით მითხრა და ცრემლიანი თვალებით ამომხედა
-მეც დედიკო, მეც ძალიან მენატრებოდი- სევდიანად გავუღიმე და სწრაფად მოვაშორე გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სახიდან
-თუ ასეა ჩემს სანახავად რატომ არ მოდიოდი?-წყენა გაერია ხმაში
-მამიკომ არ გითხრა?-დავინტერესდი. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ცრემლიანი დიდრონი თვალები სახეში შემომანათა
-როგორ არა! მითხრა, აქ იმიტომ არ მოდის დედიკო რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს და შენს სანახავად არ სცალიაო
-სიმართლე უთქვამს მამიკოს! მართლა ძალიან ბევრი საქმე მქონდა მაგრამ... მე თითქმის ყოველდღე ჩამოვდიოდი თბილისში შენს სანახავად! უბრალოდ არასწორ დროს
-არასწორი დრო რას ნიშნავს?- დაინტერესდა
-შენ ხომ იცი რომ მე და მამიკო ერთმანეთს არ ველაპარაკებით?- მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვკითხე და როცა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია სწრაფად დავამატე- სწორედ ამიტომ! დედიკოს ფერია, შენ ხომ ისევ დადიხარ ინგლისურზე, ცეკვაზე, ცურვაზე და ახლა უკვე მუსიკაზეც?
-კიი დედიკო
-ხოდა მე არ ვიცოდი რა დღეებში დაყავდი ბებოს და მამას ამ წრეებზე ან რომელ საათზე... ახლაც არ ვიცი... ამიტომაც ვერ მოვახერხე აქამდე შენი ნახვა
-როცა მთვრალი იყო მამიკომ სულ მეუბნებოდა რომ დედიკოს მე და შენ აღარ ვუყვარვართო
-შენ რას პასუხობდი?
-არაფერს-მხრები აიჩეჩა- სულ ვტიროდი
-მამიკო ასეთ სისულელებს იმიტომ გეუბნებოდა რომ ჩემზე იყო გაბრაზებული
-მხოლოდ ამიტომ?
-რა თქმა უნდა! დედიკოს ფერია, მე შენ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ დედიკო-გამიღიმა და პატარა თითები ყელზე შემომხვია
-მამიკოს აღარ დაუჯერო კარგი?
-კარგი
-დედიკოს ფერია შენ ხომ ტელეფონი გქონდა?
-მამიკოს გამიტეხა... შემთხვევით. შესაკეთებლად წაიღო, მაგრამ ხელოსანს უთქვამს ამას 2/3 თვე მაინც დასჭირდებაო
-მართლა?- შევიცხადე- და ახალი რატომ არ გიყიდა?
-ფული არ მაქვსო ასე მითხრა.
-გასაგებია-გავუღიმე და სახეზე ნაზად მოვეფერე.

საღამოს ანდრია, მია და დედაჩემი მოვიდნენ ნიცას სანახავად.
-ის არანორმალური სადაა?- ხმა დაბალი ტონით მკითხა მიამ როცა ნიცას ჩაეძინა და ყველანი ეზოში ჩავედით სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
-არ ვიცი- მხრები ავიჩეჩე-ჯერ არ მოსულა
-ქალბატონი სოფიკო? ის სადღაა
-წარმოდგენა არ მაქვს
-მია მე გავალ ცოტა ხნით...- ანდრია მოგვიახლოვდა -თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკე და მაშინვე აქ გავჩნდები
-კარგი-გაუღიმა მიამ და ლოყაზე ხმაურით აკოცა. ანდრია წავიდა თუ არა გაოცებულმა ვკითხე
-როგორ დაითანხმეთ დედა წამოსვლაზე?
-რავი- მხრები აიჩეჩა-დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირვებია, ვკითხეთ წამოვიდოდა თუ არა ჩვენთან ერთად ნიცას სანახავად და გვითხრა კიო
-ეს იგი ანდრიამ სახლში მანქანით რომ მოგაკითხა, არ გაუპროტესტებია?
-არა
-უცნაურია
-სიმართლე გითხრა მეც გამიკვირდა- გაეღიმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით მითხრა- ამაღამ შენთან ერთად დავრჩები საავადმყოფოში
-საჭირო არაა
-ხო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! ანდრიასთან და დედასთან ერთად სოფელში დაბრუნდები!-გადაჭრით ვითხარი და მზერა გავუსწორე
-კარგი რა ნინი-მომაბეზრებლად მითხრა და გამიღიმა
-ის გააკეთე რასაც გეუბნები!
-მერე გეგა?
-რა გეგა?!
-რამე რომ დაგიშაოს?
-არაფერს დამიშავებს ნუ ღელავ
-ანდრიას გამო თუ იკავებ თავს...
-ანდრია არაფერ შუაშია
-თუ ასეა მაშინ უარს რატომ მეუბნები?
-იმიტომ რომ ასეა საჭირო!
-შენი არ მესმის
-არცაა საჭირო- გავუღიმე და მაშინვე ზურგი ვაქციე
-ნინი! ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი!- აბუზღუნდა და ჩქარი ნაბიჯით გამომყვა უკან
-მია! -გაბრაზებული სახით მივტრიალდი მისკენ და დაღლილი ხმით ვუთხარი- რა აზრი აქვს შენს აქ დარჩენას? არავითარი! მთელი ცხოვრება მაინც ვერ დამიცავთ ვერც შენ, ვერც დედა ვერც ლევანი და ვერც პოლიცია გეგას აგრესიისგან! ხვდები ამას?
-ხო მაგრამ...
-არ უნდა იგრძნოს რომ მისი მეშინია თორემ მთელ ცხოვრებას შიში გამატარებინებს...
-გასაგებია- სევდიანად გამიღიმა და ძლიერად ჩამეხუტა.

- რა რექცია ჰქონდა ნიცას შენს დანახვაზე?- უემოციო ტონით მკითხა დედამ როცა მაღლა ავედით მე და მია
-რავი ჩვეულებრივი- მხრები ავიჩეჩე
-მეგონა შენს ნახვას არ მოისურვებდა
-მეც ასე მეგონა
-არ გკითხა ჩემს სანახავად რატომ არ მოდიოდიო?
-მკითხა
-მერე?
-მერე არაფერი...
-რას ნიშნავს არაფერი?-გაღიზიანდა
-ავუხსენი რომ ყველაფერი ისე იყო როგორც მამამისმა უთხრა, იმ განსხვავებით რომ...
-ეს რატომ გააკეთე?- სიტყვა გამაწყვეტინა აღშფოთებულმა დედაჩემმა
-იმიტომ რომ არ მინდა მამისი შეიძულოს-ნინიმ უკეთ იცის მისი შვილისთვის რა ჯობია-საუბარში ჩაერია მია
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ!- მრისხანე მზერა შეხედა დედამ
-ანდრიამ მომწერა, დაბლა გველოდება-სიტყვა ბანზე აუგდო მიამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა, ნაჩქარევად დამემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ წაიქცა
-ნიცას როდის გამოწერენ- უემოციო ტონით მკითხა დედამ და მზერა გამისწორა
-ჯერ არ ვიცი
-სამსახურშიბპრობლემები ხომ არ შეგექმნება?
-არა ნუ ღელავ
-კარგია-უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა და ლოყაზე უგრძნობლად მაკოცა.
მას შემდეგ რაც ანდრიამ, სოფელში წაიყვანა მია და დედაჩემი, ცოტა ხნით ტელეფონი ჩავრთე ლევანს დავურეკე
-წავიდნენ შენები?
-კი
-პატარა პრინცესა როგორაა?
-უკეთ
-ძინავს?
-კიი
-სად ხარ ახლა? პალატაში?
-კი
-ასე მშვიდად იმიტომ მელაპარაკები, რომ ჯერ კიდევ არ მოსულა საავადმყოფოში ის ნაბიჭვ*რი?!
-ლევან გთხოვ
-მითხარი!
-ლევან...
-ნინი!- ხმა დაეძაბა
-არა არ მოსულაა არც ის და არც დედამისი
-და არც დაურეკია?!
-გამორთული მაქვს ტელეფონი ხომ იცი
-კარგი! რადგან ამ თემაზე ლაპარაკი არ გინდა არ ჩაგაცივდები
-მადლობა!- ცივად ვუთხარი და მის სიცილზე მეც გამეცინა
-ლაპარაკის ხასიათზე არ ხარ გეტყობა გინდა გაგითიშო?
-არა ცოტა ხანს კიდევ მელაპარაკე
-რაზე?
-რაზეც გინდა- დაუფიქრებლად ვუპასუხე და ოდნავ შეღებული ფანჯრიდან თბილისის ცარიელ ქუჩებს გადავხედე.
ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ დიდხანს აღარ გვისაუბრია.
-ამაღამ ისევ უნდა გამორთო ტელეფონი?
-ასე მირჩევნია
-ისევ იმ გამოსირ*ბულის გამო?
-ლევან! -ავღელდი
-კითხვაზე მიპასუხე
-უკვე გიპასუხე
-კარგი მაშინ ხვალ...შენს ზარს მოთმინებით დაველოდები
-ნასვამი ხარ?- ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე
-სულ რამდენიმე ჭიქა დავლიეთ მე და იკამ
-გასაგებია-გამეღიმა- კარგი ახლა უნდა გავთიშო
-კარგი- უკმაყოფილო ტონით მითხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ტკბილი ძილი მთელი სულითა და გულით მისურვა.
ნიცას გვერდით დავწექი დასაძინებლად მაგრამ გულმა არ მომითმინა და მიას დავურეკე
-უკვე სახლთან ახლოს ვართ ნინი არაფერზე ინერვიულო- დამამშვიდა- მიდი დაწექი და დაიძინე- ხვალ შემოგეხმიანები
-მიყვარხარ
-მეც- გულწრფელი ემოციით მითხრა და გამითიშა.
როგორც კი მიასთან საუბარი დავასრულე მაშინვე გამოვრთე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე.ჩვეულმა შფოთვამ, ღელვამ, შიშმა და ნერვიულობამ, ძილი გამიკრთო, მაგრამ ნიცასთან ჩახუტებამ მალევე დამამშვიდა. არც კი ვიცი რადის ან როგორ ჩამეძინა. გამთენიისას, ვიღაცის, უხეში თითების სახეზე შეხებამ ძილი გამიკრთო. თვალები სუსტად გავახილე და დაბნეული მზერით მიავაჩერდი, სახეში ირონიულად მომღიმარ გეგას
-როდის მოხვედი?-უინტერესოდ ვკითხე და საწოლზე ფრთხილად წამოვჯექი ნიცა რომ არ გამეღვიძებინა
-ახლახანს- უემოციო ტონით მითხრა და წამიერად მზერა გამისწორა
-ნიცასთან ყოფნა თუ გინდა...მაშინ მე გავალ-ნაჩქარევად ვუთხარი და აღელვებული ფეხზე წამოვდექი
-ცოტა ხანს დარჩი, ვილაპარაკოთ-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა და რომ არ შევეშინებინე ოდნავ უკან დაიხია
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს!- ძლივს გასაგონად უმისამართოდ დავიჩურჩულე და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა!-ხმა გაიმკაცრა როცა კარის სახელურს ხელი წავავლე
-რა გინდა?- უინტერესოდ ვკითხე და წამიერად მისკენ შევტრიალდი. არაფერი მიპასუხა, ამიტომ გაბრაზებულმა მაშინვე ზურგი ვაქციე და კარის სახელური ქვემოთ დავქაჩე
-საით?-აგდებული ტონით მკითხა და ჩვენს შორის არსებული მანძილი წამებშორის დაფარა. ხმაზე და ქცევაზე შევატყვე რომ ისევ დაბოლ*ლ* იყო, ამიტომ კარის გაღება და პალატიდან გამოსვლა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი- ხომ გითხარი სალაპარაკო გვაქვს მეთქი!- ცინიკური ტონით მითხრა გეგამ როცა კარს ხელი მიაბჯინა და უხეშად დაკეტა
-რას აკეთებ?!- თვალები დავუბრიალე როცა გაცეცხლებული მისკენ შევტრიალდი
-ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გამიკეთებია-უემოციო ტონით მითხრა და სახე კიდევ უფრო მეტად მომიახლოვა
-გააღე!- აღმომხდა ხმა აკანკალებულს და გაბრაზებულმა სახელური რამდენჯერმე ნერვიულად დავქაჩე
-ისევ ისეთი გიჟი ხარ-კმაყოფილი ტონით მითხრა როცა მეორე ხელიც მიაბჯინა კარს და შუაში მომიმწყვდია
-გააღე- არ ვჩუნდებოდი
-ამის დედაც-გაეცინა როცა მკერდზე ხელები მივაბჯინე და მისი უკან დახევა ვცადე
-დედიკო-ნიცას ხმამ შემაკრთო-ჩხუბობთ შენ და მამიკო?
-არა საყვარელო, უბრალოდ ვსაუბრობთ-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი და კარიდან უხეშად ჩამოვაწევინე ხელი გეგას
-შეგიძლია ჩემთან ერთად რომ დაიძინო?
-რა თქმა უნდა ჩემო პატარა
-შეიძლება მამიკოც აქ რომ იყოს?
-შენ თუ გინდა კიი
-მამიკო დარჩები ჩვენთან?-გეგას გახედა რომელიც ჯერ კიდევ კართან იდგა სახე მონგრეული
-შენ თუ გინდა დავრჩები
-მინდა!-აღფრთოვანებულმა ნიცამ ტაში შემოკრა და როცა მის გვერდით დავწექი ძლიერად ჩამეხუტა.



№1 სტუმარი ნია

მახარებს თქვენი გამოჩენა. როგორც ყოველთვის საუკეთესოდ წერთ და არაჩვეულებრივად გადმოსცემთ ადამიანურ ემოციებს. მადლობა თქვენ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება და იქნებ ძალიან აღარ გაწელოთ და რამდენიმე თავით დაამთავროთ.

 


№3 სტუმარი ნინიკო2

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს, იმედია მალე დაგვიდებ❤️❤️

 


№4 სტუმარი Sandra makharadze

რატომ მინდა რო გეგა გამოსწორდეს ვახ ????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent