შენ აგირჩიე! (ნაწილი 12)
სახლში შემოვიდა და ევას მიესალმა, ლევანი და ევა წავიდნენ და მხოლოდ ორნი დავრჩით სახლში. -როგორ ხარ?-ხმა ჩამხრჩვალი ჰქონდა, საერთოდ სხვა ადამიანი გელაპარაკებაო იტყოდი. -შენ?-ცრემლი ჩამომიგორდა თვალიდან და ლამის გული გამიჩერდა, თითით რომ მომწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი. -მე მკვდარი ვარ-მწარედ გაიღიმა. -მესმის... -მილა... -გთხოვ რა, სისულელეა ახლა რაიმეს თქმა-ხელის აქნევით გავაჩერე. -არაფერი ყოფილა, უბრალოდ ვსაუბრობდით და კედელთან მიყრდნობილს... უბრალოდ ის ახლოს აღმოჩნდა. -იმდენად ახლოს, რომ... მისი ხელიც კისერზე, შემთხვევითობა იყო? -არავინაა ის გოგო, როგორ დაგაჯერო ადამიანო? -ძალიან ვნანობ შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში-კედელს მიჩერებულს აღმომხდა-ოღონდ მართლა. -ოღონდ ეგ არ მითხრა. -მამაჩემს და ჩემს ოჯახს მე ვეტყვი, რომ ყველაფერი დავასრულეთ, შენ შენებს უთხარი, ბებიაშენს გაუხრდება. -არა! არც კი იფიქრო, გესმის? -არ ვაპირებ შენთან ოჯახის შექმნას, მოღალატე მამაკაცთან არ ვაპირებ ოჯახის შექმნას, მხოლოდ ერთი რამ იყო, რაც არ უნდა გაგეკეთებინა და ეს ჩემი უკანა პლანზე გადაწევაა, ღალატია უჩა. -არ მიღალატია მილა! არა! -შენთვის გადაშლილ ფეხებს შორის ყოფნაა მხოლოდ ღალატი ეტყობა-მწარედ გამეღიმა და გამახსენდა ის რამოდენიმე ღამე მასთან ერთად გატარებული. -გეყოს, მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია, გიმეორებ, არ მიღალატია შენთვის თქო! არც კი მივკარებივარ, ხომ დაინახე შენაც, ვსაუბრობდით. -დაშორება მინდა. -შანსი არ არის მეთქი მაგის, ჩემ გარდა შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი ვერ იქნება. -არ მაიძულო დაგანახო, რამდენი მამაკაცი შეიძლება იყოს ჩემს ცხოვრებაში, შენს გარდა! -გაჩერდი მეთქი! ნუ იძახი ეგეთ სისულელეებს! -სისულელეებს მაშინ ვიძახდი, როცა მოგეცი უფლება მომმახლოვებოდი, როცა გენდე. -მილა გამოფიტული ვარ, მითხარი რით დაგაჯერო, რომ ის არავინაა და უბრალოდ ვსაუბრობდით, შენი აზრით, რომ ვინმე ყოფილიყო, ამდენს ვიზამდი? ამდენს გავაკეთებდი? ამდენ ამბავს დავატრიალებდი? -იქნებ სჯობდა, რომ არც გექნა რამე, იქნებ უკეთესი იყო არ გამეცანი. -მორჩი მაგ საუბარს, არავინ, არსავის, არ შორდება, ეგ გამორიცხე, მე გთხოვ, რომ საკუთარ თავს დრო მისცე და გადახარშო ის ყველაფერი რაც მოხდა, მინდა ცივი გონებით შეხედო სიტუაციას და დარწმუნებული ვარ გაიაზრებ, რომ არაფერი დამიშავებია და არ ვარ ღირსი მკრა ხელი. -დაშორება მინდა-ვიმეორებდი შეშლილივით. -არა! -დაშორება მინდა! -არა მეთქი ადამიანო! არა! არ გაგიშვებ, სულ რომ საიქიოში მომიწიოს წასვლა, წავალ და შენს თავს არავის დავუთმობ-დაიღრიალა- ხომ გახსოვს რაც დაგპირდი? მიწაც რომ გასკდეს, სხვისი ვერ გერქმევა, მე არ ვიყო უჩა ვარშანიძე, თუ შევარგო შენი თავი ვინმეს. -ნუ მემუქრები! -გაფრთხილებ უბრალოდ! ხორცით-სულამდე ჩემი ხარ, არ დაგავიწყდეს! -ხორცით ვიყავი შენი, სულით კიდევ, მხოლოდ საკუთარი თავის ვარ, თუ კი შენ შეგიძლია, რომ იმ გატარებული ღამეების მერე სხვასთან დაგეჭირა ურთიერთობა, გგონია მე არ შემიძლია? -ხმა ჩაიგდე!-გაცოფებული წამოვარდა და მაჯაში მწვდა, ფეხზე წამომაყენა და დამიყვირა-არც კი გაიფიქრო, რომ სხვა შეგეხება გოგო, არც კი იოცნებო, რომ სხვა მამაკაცი შეეხება შენს სხეულს! -შენ არავინ გეკითხება!-მეც არანაკლებ ვყვიროდი. -ზუსტადაც რომ მე მეკითხება! -შენ არავინ ხარ უჩა! -მე ვარ შენს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი და ბოლოც! -გამიშვი! -დავასამარებ ნებისმიერს და დაგაყოლებ ზედ!-ღრიალებდა და ლამის იყო გული გამჩერებოდა. უეცრად მომვარდა და მაკოცა, სუნთქვა დამავიწყდა ისეთ დღეში ვიყავი და ნერვიულობისგან და მისი მონატრებისგან, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. -არ გაგიშვებ!-ლუღლუღებდა და თმაზე მეფერებოდა, ისე ეკვროდა მისი ტუჩები ჩემსას, ეჭვი შემეპარა ჩემი ორგანიზმის კარგად ყოფნაში. -მტკივა...-გულზე ხელი მივიტანე და მაგრად მოვუჭირე. -ყველაფერს მოგირჩენ მილა, უბრალოდ გთხოვ, დრო მიეცი საკუთარ თავს. -დავიღალე...-აბსურდულად ჟღერდა ჩემი საუბარი მისი მოფერების ფონზე, ხელებს არ აშორებდა ჩემს სხეულს და ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ მისი მონატრება ჩემში მასზე გაბერაზებას აღემატებოდა. -არ გაგიშვებ!-ტუჩებს არ მაშორებდა, მიკოცნიდა ცხვირს, ლოყებს, შუბლს, ნიკაპს, თვალებს, მერე დამეწაფედოდა ტუჩებზე და ისევ იმეორებდა-არ გაგიშვებ! გამორიცხე! ბოლო სისუსტე ვიგრძენი, როცა მისი ხელი ჩემს შიშველ წელზე ვიგრძენი. -არა მეთქი, არ მინდიხარ და არ ვაპირებ შენთან ყოფნას-დენდარტყმულივით გავშორდი და დავაკვირდი. -ისევ იგივეს იმეორებ, გითხარი ეგ არც კი განიხილება-სახე ხელებში მოიქცია და მკაცრად დამაკვირდა-არავის შევარგებ შენს თავს, მოვკლავ უნამუსო ვიყო, ჩემი ხარ შენ და დასრულდა, ჩემი ქალი ხარ, ჩემი საცოლე, მომავალი ცოლი, ჩემი შვილების დედა, დაივიწყე, რომ შეიძლება დავშორდეთ, უბრალოდ იფიქრე, რამდენიც გინდა იმდენი იფიქრე. ევა და ლევანი დაბრუნდნენ ამ დროში. -მშვიდობაა?-იკითხა ევამ და ალმაცერად დაგვაკვირდა. -ყველაფერი რიგზეა-უკვე დამშვიდებულმა ვუპასუხე. -იფიქრე და გთხოვ, ბევრი იფიქრე, სიკვდილის კარამდე მიყვარხარ და მეყვარები, ახლა არ მკრა ოღონდ ხელი! მე შენი დამთმობი არ ვარ და ჩაიბეჭდე თავში-ეს დამიბარა და გავიდა. ლევანი და უჩა წავიდნენ, მე კი ტირილში ვიხრჩობოდი ისევ. ალბათ 3 დღე არავის დავლაპარაკებივარ, ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში, ჩემებს უჩამ დაურეკა და უთხრა ვიკამათეთ ცოტაო, წინა საქორწინო ამბებს ახლავს ეგ სტრესი და არ ინერვიულოთო, მეც აღარაფერი მითქვამს, რომ მათ არ ენერვიულათ. ფიქრისგან ლამისაა თავი გამხეთქოდა და პანიკა მიპყრობდა ყველა იმ გაფიქრების დროს, როცა ვიაზრებდი, რომ მე უჩას გარეშე უნდა დავრჩენილიყავი. -ხომ იცი, რომ არაა მღალატებელი, ანუ მართლა არაა ეგ ტიპი და ჩემზე კარგად იცი ეგ შენ-გამომიცხადა ევამ მასთან ყოფნის დროს. -ვიცი ჰო, მაგრამ ამაზე რომ ვფიქრობ, მერე ის სცენა მიბრუნდება თვალწინ და ნერვებისგან ვსკდები. -მილა, უკვე ძალიან სულელობ, შენი არ ვიცი, მაგრამ მე კაცი ვერ დამაჯერებს, რომ უჩას სხვა აინტერესებს შენს გარდა, სულ თუ არაფერი, მისი არცერთი საქციელი არ მიუთითებს ამას კიმაგრამ? -მეჩვენება თუ მის მხარეს ხარ?-გამეღიმა. -არა, ეგ რა შუაშია ახლა, არავის მხარეს არ ვარ, უბრალოდ უაზრო ფიქრებისა და წარმოდგენების გამო, არ მინდა რომ ცხოვრების მამაკაცი დაკარგო. -მინდა მანაც მიხვდეს რა დღეში ვარ, როგორ ვნერვიულობ და განვიცდი, იყოს ეგრე ცუდად, ძალიანაც კარგი. -ანუ უბრალოდ აწვალებ, ხომ? -მთლად ეგრე არა, უბრალოდ მინდა მანაც ბევრი იფიქროს ამ ყველაფერზე. -დამიჯერე ფიქრობს და ეს ვიცი დანამდვილებით, ლევანი და დათუნა ჭკუიდან ყავს გადაყვანილი. მეხუთე დღე იწურებოდა, 8 იყო საათი, დათუნას ზარი რომ შემოვიდა ტელეფონზე. -გისმენ დათუნა. -მილა, სახლში ხარ? -კი. -ჩაიცვი და ჩამოდი, ეზოში ვარ. -რა ხდება? მშვიდობაა?-გულში მხოლოდ დარდი მქონდა. -უბრალოდ ჩამო რა, გელოდები. აღარ დამიწყია ზედმეტი კითხვების დასმა, ჩქარა ჩავიცვი და ჩავედი, მანქანაში დავჯექით თუ არა, დაძრა და წავედით. -არ მეტყვი რა ხდება?-მესამე სიგარეტს რომ გაუკიდა შესვენების გარეშე, მხოლოდ მაშინ ვკითხე. -ვერა. -სად მივდივართ?-პანიკა ნაბიჯ-ნაბიჯ მიპყრობდა. -მივალთ და ნახავ. -უჩას ჭირს რამე?-ხმა ჩამიწყდა. -მივალთ და ნახავ-გაიმეორა და საჭეს ისე მოუჭრა ხელი, მეგონა ჩაატყდება თქო. საავადყოფოს რომ მივუახლოვდით, ფეხებში ძალა წამერთვა და კანკალმა ამიტანა, შემაცია და დამიბუჟდა თითის ბალიშები, წაქცევამდე ვიყავი მისული ლამის, ყველაფერი ცუდი გადაალაგა თავში ჩემმა წარმოსახვამ და მხოლოდ მოვლენების განვითარებას დაველოდე. -308-მითხრა დათუნამ, როგორც კი მესამე სართულზე ავედით, შესასვლელი კარებიდან შუაში ვხედავდი ლევანს, ირაკლის, უჩას მშობლებს და მივხვდი, რომ რისიც მეშინოდა ის მოხდა. პალატასთან მისულს არავისთვის არ მეცალა, პატარა გამოჭრილ ფანჯარაში შევიხედე და უჩა რომ დავლანდე, ეგრევე ძალა გამომეცალა და წავიქეცი. -მილა, მილა რა გჭირს?-დაფეთებული მეცა ლევანი. -რა მოხდა?-ძლივს ვკითხე. -კარგად იქნება.. -რა მოხდა, რატომ წევს აქ, რატომ არის ამ დღეში? -დამშვიდდი და ყველაფერს მოგიყვებით. -ახლა მომიყევი! -ჯერ უნდა დამშვიდდე-სიმკაცრე შეემჩნა ხმაში დათუნას. -გონზეა? -არა, ჯერ არა. -გთხოვთ, ამიხსენით რა მოხდა და რატომაა ის ამ დღეში? -ნასვამი იჯდა მანქანაზე, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა, ღმერთს მადლობა, რომ ცოცხალი ნახეს. -როდის მოხდა ეგ? -გუშინ ღამე. -ეს 24 საათია გადამწყვეტი, მაგრამ ძლიერია და ყველაფერი იდეალურად ჩაივლის, აი ნახავ-გამიღიმა ლევანმა. -არ შემიშვებენ?-ამოვიკნავლე და მივხვდი, რომ მხოლოდ ახლა გაიაზრა გონებამ რა მოხდა და რა სიტუაცია იყო. -მილა, შვილო ჯობია ჯერ დამშვიდდე, შეგიშვებენ როგორ არა, უბრალოდ ახლა ჯობია, რომ ცოტა დაისვენო. -მინდა შევიდე მასთან. -ახლა არა და ვსო-გამოაცხადა დათუნამ-გინდა გეწყინოს, გინდა არა, ახლა გაიგე ეს ამბავი და არ მინდა ისეთ სტრესში ჩავარდე, რომ ვინანო-გამოაცხადა. აივანზე გავედი წყლით ხელში და ვცდილობდი სუფთა ჰაერი იმ რაოდენობით ჩამესუნთქა, რომ ცოტა დამელაგებინა ტვინი და თაროებზე დამეწყო ბოლო 1 თვეში მომხდარი, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. საათზე მეტი იყო გასული, დათუნამ რომ გამომაკითხა, ევა მოვიდაო, მეც საავადმყოფოში შევედი. -არ შემიშვებენ ახლა?-დავიკნავლე და მომლოდინე თვალებით გავხედე ბიჭებს. -ვეტყვი ექიმს და შეგიშვებენ-დამაიმედა დათუნამ. -ოღონდ ტირილის და ისტერიკების გარეშე-გამაფრთხილა ლევანმა და მხარზე დამაიმედებელი ხელი დამადო. -გპირდები-პატარა ბავშვივით დავუქნიე თავი. კარები გავაღე თუ არა, წამლების და პალატის სუნი მეცა, თითქოს ოთახმა მამცნო, რომ არ უნდა მოვდუნებულიყავი. -ჩემო ყმაწვილო, უჩა, ღმერთით კარგად იქნები სიყვარულო-მის გვერდით ჩამოვჯექი სკამზე და მისი ხელი, ჩემს ხელში მოვათავსე-ახლა მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა, ოღონდ შენ იცოცხლე და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ ჩემო სიყვარულო, გთხოვ ახლა არ დამტოვო, მე ხომ მთელი ცხოვრებაა შენ გელოდები უჩა, შენს ხმას და სიცილს ნუ წაართმევ ჩემს სმენას, შენს ღიმილს და თვალებს, ნუ წაართმევ ჩემს მხედველობას, შენს სურნელს ნუ წამართმევ გთხოვ, ახლა არ დამტოვო ოღონდ! ჩვენ ხომ ჯერ ქორწილი არ გვქონია, ის ქორწილი, რომელშიც შენ ნერვიულობა გინდოდა და ლამობდი, რომ მალე ყოფილიყო, ჩვენ ხომ ჯერ საკმარისი დრო არ გაგვიტარებია ერთად, ჩვენ ხომ საკმარისი ღამე არ გაგვიტარებია ერთად საწოლში ჩემო ცხოვრება, ახლა არ მიმატოვო და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ოღონდ ახლა არ გამწირო და არ გამიმეტო, ჩვენ ხომ არ გვყოლია ჯერ პატარა გოგონა, რომელიც ასე ძალიან გინდოდა, ჩვენ ჯერ არ დაგვრქმევია ოჯახი, ნუ მიმატოვებ უჩა გევედრები... უჰაერობას, უძლურობას, ტკივილს, სევდასა და დარდს ერთმანეთში ვაზავებდი და ვცდილობდი არ დავცემულიყავი. ამ ყველაფერს ლევანი და დათუნა აკვირდებოდნენ და როცა ფანჯრიდან შეამჩნიეს, რომ გონების დაკარგვამდე ბევრი აღარ მეკლო, შემოვარდნენ ოთახში რომ გავეყვანე. -მილა, მილა გავიდეთ. -მასთან მინდა ლევან, გთხოვ, მასთან მინდა. -მილა, უნდა დამშვიდდე. -გთხოვ, აქ ვიქნები. -უნდა გავიდეთ, არ ხარ კარგად. -არც ვარ კარგად ლევან, ჩემი საყვარელი მამაკაცი საწოლზეა მიბმული და ვერაფერს ვშველი, დროის იმედზე ვარ დარჩენილი ლევან...-ვბღაოდი, ძლივს გამომიყვანეს ოთახიდან. პალატის კარები დახურეს თუ არა, გონება დავკარგე, რასაც მათი ხმაური და ჩემი გამოფხიზლების მცდელობა მოყვა. -მასთან მინდა, საიქიოშიც რომ იყოს, იქაც მასთან მინდა... -მილა, თუ კი კარგად არ იქნები შენ, რომ მოვა გონს და მოგიკითხავს, ნუთუ გინდა ასეთ დღეში გნახოს?-დამტუქსა დედამისმა. -ოღონდ ის გონს მოვიდეს, ოღონდ კარგად იყოს. ამ დროს ჩემს მშობლებსაც გაეგოთ ეს ამბავი ირაკლისგან და სასწრაფოდ მოვარდნენ. მამაჩემი შოკში იყო ჩემი დანახვისას და როცა გაიგო, რომ უჩა ავარიაში მოყვა, სასწაულად ინერვიულა. ღამის 11 იყო საათი, პალატის კარებთან მხოლოდ მე და ბიჭები რომ ვიყავით შემორჩენილი, ყველა პირველ სართულზე ჰოლში იყვნენ, მე თავი მოვიკალი არსად არ წავალ აქედან, სანამ გონს არ მოვა თქო, ბიჭების ადგილიდან დაძვრას კი ამწე კრანიც ვერ შეძლებდა. დავინახე, როგორ შევარდნენ ექიმები პალატაში, მაგრამ იქ რა ხდებოდა, უკვე გაურკვეველი იყო, ექთნებისა და ექიმების რაოდენობა ფარავდა უჩას და ვერ ვხედავდი როგრო იყო. -ოღონდ იცოცხლოს ღმერთო...-ამოვთქვი და ძლიერად შევაერთე ხელები ერთმანეთს ნერვიულობისგან. -ქალბატნი მილა თქვენ ბრძანდებით?-გამოვიდა ახალგაზრდა გოგონა პალატიდან. -დიახ ისაა-მივარდა ლევანი და ეგრევე უპასუხა. -ჯერ გილოცავთ, გონს მოვიდა-ამის თქმა და ტირილი ერთი იყო, მხოლოდ მე კიარ მომდიოდა ღაპა-ღუპით ცრემლები, ბიჭებიც გემოზე ბღაოდნენ-თქვენს სახელს იმეორებთ, მილა აქააო? კითხულობს. -შეიძლება შევიდეთ?-იკითხა დათუნამ. -მხოლოდ ერთი ჯერ, პატიენტისთვის გადაღლა არ არის სასურველი. -კიბატონო, მილა შევა-მხარზე ხელი დამადო ლევამნა-გილოცავ და ჩემს თავსაც ვულოცავ რძალო-გამიღიმა და ცრემლები მოიწმინდა. პალატიდან გამოლაგებული ექიმების მერე, მე შევედი და დავლანდე, უკვე გონს მოსული უჩა, საწოლზე წამომჯდარი როგორ მიყურებდა. -მიხარია შენი ნახვა-დაძაბულმა მითხრა. -როგორ ხარ? უკეთ ხარ? ხომ არაფერი გტკივა?-მივაყარე და მივვარდი მასთან, მის ხელებს ჩავეჭიდე და ბედნიერებისგან ცრემლები ისევ წამომივიდა. -კარგი ეხლა, რა გატირებს პატარავ? ცოცხალი ვარ, ხომ ხედავ? -ლამის გული გამისკდა, რას ქვია რა მანერვიულებს, ერთი სიკვდილით მოვკვდი სანამ გვითხრეს რომ კარგადააო. -ახლა ხომ გაიგე, რომ კარგად ვარ, ნუღარ ტირიხარ. -მართლა კარგად ხარ? რატომ არ იყავი ფრთხილად? რატომ იჯექი საჭეზე ნასვამი? -ალბათ იმიტომ, რომ ღმერთს ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ მე მომესმინა ყველაფერი, რაც ილაპარაკე. -შენ რა... -მესმოდა ყველაფერი-გამიღიმა და ახლა ის ჩაებღაუჭა ჩემს ხელებს. -ნასვამი არ უნდა დამჯდარიყავი საჭესთან-გამოუვალი სიტუაციის განსამუხტად, მხოლოდ ეს მომაფიქრდა. -ჩემი ხარ შენ! კიდევ უამრავჯერ მოვხვდები ავარიაში, ოღონდ შენ იყავი ჩემთან-გაიცინა და ახლოს მოიწია. -ნუ მოძრაობ-დავტუქსე და მივწიე უკან. -ნუ ვმოძრაობ კიარა, აქედან რომ ავდგები მე არ ვიცი, გოგოზე ვიწყებ მუშაობას, არ მაინტერესებს ქორწილი და ამბები-გადაიხარხარა და მთელი ძალით მიმწია მისკენ, უეცრად აღმოვჩნდი მასზე დაბჯენილი, ისე მიაწეპა მისი ტუჩები ჩემსას, სუნთქვის საშუალება დამიკარგა ------- ეს სიცხე შემიწირავს, რა დავწერე ნახევარი არ მახსოვს, იმედია მოგეწონათ, ველოდები კომენტარებსა და შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.