ოიზისი(VIII)
ბესო ზუსტად ორი წამით გაშეშდა, მერე თვალები დახუჭა და ბრმად შემოხვია მათეს სახეს ხელი. მათეს ეგონა ზუსტად ამ წამს მომიშორებს მის ტუჩებზე უმოძრაოდ მიკრულსო და ლამის ცახცახმა აიტანა,მაგრამ ბესომ საპასუხოდ კოცნა დაუბრუნა და მეტიც კოცნისას გაღიმებულმა ქვედა ტუჩზე გამეტებით უკბინა. -მეტკინა. -მოკეტე გალდავა. დაიმსახურე. ბესომ მის ლოყაზე შემოხვეული ხელი თმისკენ ააცურა და ძლიერად მოქაჩა. მათე ლამის ხელებში ადნებოდა და თავს ვერ ერეოდა რომ კოცნა შეეწყვიტა და ბოლოს და ბოლოს დაეწყო საუბარი იმაზე რის გამოც აკოცა. რამდენიმე წუთის შემდეგ როცა სუნთქვა უკვე გაუსაძლისი გახდა და პატარ პატარა შესვენებები აღარ ჰყოფნიდათ ერთმანეთს მოშორდნენ. ბესოს ხელი ჯერ ისევ მისი სახისთვის ჰქონდა შემოხვეული, მათეს კი ცალი ხელი მის მხარზე უღონოდ ედო, მეორე მის თმაში აეხლართა. -არ მესმის... მათემ გაუგებრად ამოიბურტყუნა და აღელვებულმა დაიწყო ბიჭის სახეზე თვალების ცეცება. ბესო გაკვირვებული უყურებდა. -რა არ გესმის? -რატომ ამყევი. -ნუ კარგავ შენს დროს იმ კითხვების დასმაში რომელზე პასუხის მიხვედრაც თავად შეგიძლია. წარბები ღიმილიანი სახით აუწია. მათეს ჩაეცინა. -ხუმრობ არა? -არასოდეს კურუპირა. -მეგონა ვერ მიტანდი. -არც მე მეგონა რომ ასე გამეტებით მოგწონდი. -ნარცისო . მხარზე ხელი მიჰკრა და ბესოც დრამატულად უკან გადაიხარა. ერთმანეთის პირისპირ მსხდომები თვაშეუკავებლად უღიმოდნენ და უყურებდნენ ერთი მეორეს. -რამდენი ხანია იცი? -იმ დღიდან რაც თვალებით შემჭამე შემაღლებულზე წყალში გადმოსახტომად ასული. -პირველივე დღიდან... ჩუმად ჩაიდუდღუნა და მზერა შერცხვენილმა აარიდა, ბესო უფრო ახლოს მიუჩოჩდა და ბიჭის წელის გარშემო ხელები შეკრა. მათე სახეზე აწითლდა, ბესომ ცხვირი ყელში გაუხახუნა, მერე მაღლა ასრიალდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ანუ მე უფრო ადრე მომეწონე... -რა? -მაშინ როცა კახეთში ვიყავით. -აპრილში?! ისტერიულად იკითხა და ორივე ხელით მის ხელებს ჩაეჭიდა, მერე რა რომ იატაკზე ისხდნენ, მაინც ეშინოდა რომ წაიქცეოდა. ბესოს ის 4 თვით ადრე მოეწონა. -ხო, იმ კაცს რომ უმტკიცებდი მთვრალი არ ვარო და ამ დროს ყველაფერი უკუღმა გეცვა. ბესოს ამის გახსენებაზე ისტერიული სიცილი აუტყდა. -ღმერთო რა სამარცხვინო იყო. მათეც არ ჩამორჩა. მერე ერთბაშად დასერიოზულდა. -მაშინ რატომ მაწვალებდი. -არ ვიცოდი სხვა რა მექნა რომ არ შეგემჩნია თან ძალიან საყვარელი ხარ რომ მეჩხუბები. -იუ. -ნამდვილად მარიტას ძმა ხარ. თვალები აატრიალა და ისევ აკოცა. მათეც მოურიდებლად აჰყვა და გათამამებული კალთაშიც კი ჩაუჯდა ბესოს. ბესოს კოცნისას ეცინებოდა და მათესაც იყოლიებდა ღიმილში. -რა გაცინებს? -ის რომ მეგონა არასოდეს გამოტყდებოდი ახლა კი ჩემს მუხლებზე ზიხარ და ლამის ხელებში ჩამადნე. -მე კიდე მეგონა რომ ზედაც არასოდეს შემომხედავდი. -შენს თავს სარკეში არასდროს უყურებ?როგორ შეიძლება მათე ვინმემ არ შემოგხედოს. -თმა უკან გადაუყარა და ლოყები გაუწელა-შენ ძალიან ჭკვიანი, ერთგული, ემპათიური და საყვარელი ხარ(გარეგნობას უკვე აღარ შევეხები). -იცი როგორ ესაუბრო შენით მოხიბლულ ადამიანს, მათემ ტუჩები ენით დაისველა და არეული მზერით შეხედა ბესოს. ........... მარიტა რომ სახლში მივიდა ბესო უკვე წასული იყო, შესვლისთანავე ოთახის კარი შეაღო და საწოლზე ძალაგამოცლილი დავარდა. რამდენიმე წამში ესემესი მოუვიდა. :ახვედი? :კი , იმედი მაქვს ისევ ქვევით არ დგახარ. :შენი აზრით? ;იკა, come on! ჩემს თავზე ზრუნვა შემიძლია. :მაგრამ მინდა მე ვიზრუნო. :მაშინ შემდეგ ჯერზე ნაყინს მიყიდი. :არა! :გაცივდები და მერე ვეღარ გნახავ! :შორენა ხარ!!!!! :ნუ იბუტები! :არ ვიბუტები... : ტკბილი ძილი. :თავიდან მიშორებ ხო? ნწ ნწ, ეგრე იცით კაცებმა... :მორჩი უკვე მაიმუნობას და დაიძინე. :შვილიკოოოო 4 წლის კი არ ვარ 11 საათია ჯერ!!! :სიმაღლეში აღარ გაიზრდები :როგორ ბედავ! :ჩემზე იმდენად მაღალი მაინც იყო რომ თავში წამოსარტყმელად ვერ გწვდებოდე!! :კალათბურთში ვერ მაჯობებ :მაგასაც ვნახავთ. ................... რამდენიმე დღის შემდეგ მარტისთვის ჩვეულმა თავსხმა წვიმებმა გადაიღო და ცაზე მხოლოდ შავი ღრუბელი დაცურავდა. ჰაერი ჯერ ისევ წვიმის სუნით იყო დამძიმებული, მარიტა კი სამყაროს მადლიერი იყო ამ სუნის შექმნისთვის. ცივი ყავა გაიკეთა და აივანზე პლედმოფარებული გავიდა, უკან არავინ გაჰყოლია სევდის გარდა. გარს შემოეხვია,პლედთთან ერთად მკლავები შემოხვია და გოგო თავის ნაცრისფერ გულში ჩაიკრა. სახლში მარტო იყო, მათეს სემინარები ჰქონდა, შორენა ცვლაში მუსოაბდა და ხვალ ნაშუადრევამდე არ დაბრუნდებოდა. მარიტას ეს მარტ ყოფნა ისე ეჩვენებოდა თითქოს ქალაქის ყველა მაცხოვრებელი ერთდროულად გაქრა და შენობების ლაბირინთში მარტო აღმოჩნდა. ამას სიმშვიდე არ მოჰქონდა, არც ბედნიერების ტალკვესს გჰკრავდა რომ ცეცხლი აეგიზგიზებინა. ის თავს უბედურ ნაცრისფერ არსებად გრძნობდა,არც შავი იყო არც თეთღი რაც რამე სხვა,თითქოს სამყაროდან ყველა ფერი ერთიანად აორთქლებულიყო. იმ წამებში მარიტა თბილისს ისე ხედავდა როგორც 1900იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათებში ხალხი. ყველაფერი შავთეთრი და გაუგებარი იყო, უიმედო.თითქოს აწმყოს ჩათვლით ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგა. მარიტა ცივ ფილებზე იჯდა, ფეხები აივნის რიკულებსშორის ჰქონდა გადაყოფილი და აქანავებდა. უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ინსტაგრამი გახსნა, მერე მისსა და იმ ადამიანის ჩათს მიადგა ირაკლის გარდა კიდევ რომ მოსწონდა. ფოტოები მიმოწერები, ყველაფერი ერთიანად ანადგურებდა. როგორ ესიკვდილებოდა იმ შეკრებაზე წასვლა, იქნებ ირაკლი მართალი იყო და არ უნდოდა ვინმეს ის გაეცნო. ყვეალფერი ერთმანეთში იყო არეული. -თავი ბრაზილულ სერიალში მგონია. ეს თქვა და ზურგზე გადაწვა. ისე უნდოდა ახლა რამე ძალიან ძლეირი დაელია ან მოეწია, მაგრამ ილიას დაჰპირდა ზაფხულამდე აღარ მოვწევო, სასმელი კი სახლში აღარ ჰქონდათ. ამის ნაცვლად ფეხზე წამოდგა, ოთახში ლასლასით გავიდა ,პლედი საწოლზე მიაგდო. ოთახის კარი დაკეტა და ტანსაცმელი გაიხადა. ემრე სადღაც მიგდებული საშუალო ზომის ტილო აიღო, იატაკზე დადო და საღებავებთან ერთად ისიც იატაკზე გაერთხა. ტილო ფეხებშორის ჰქონდა მოქცეული ფეხები კი ნახევრად მოკეცილი. საღებავებს გამეტებით ასხავდა და ერთმანეთში ურევდა. ტილო სულ უფრო მეტად წითლდებოდა და სისხლის გუბეს ემსგავსებოდა. მარიტას ხელები , სხეული და საცვლებიც შინდისფერისა და კვასკვასა წითელის პალიტრად იქცა. მერე მარიტა აბაზანაში გავიდა , სხეულიდან სისხლივით ჩამოირეცხა საღებავი და უკვე გამშრალი საღებავებით მოთხვრილი და არა დახატული ტილო რამდნეიმე ადგილზე მაკრატელის ძლიერი დარტყმით ჩახვრიტა და მერე თვაის სულელურ ისტერიულ შემოტევაზე გაეცინა. -შევიშალე. საწოლზე ზურგით დაეცა და ამავე პოზაში დაეძინა. .............. -ჩამოდით ქვევით ვართ უკვე. -ხო ხო ახლავე ლიფტში ვართ თითქმის. გამოადგით ფეხი. -ვის ეჩხუბები? -მათუსას და იკას. -რატო? -იმიტომ რომ ორიევ დაბოდიალებენ სანდრო. კარგი ჩამოვალთ მალე არ იდარდოთ. მარიტამ ყურმილი დაკიდა და ბიჭებს მობეზრებული მზერით შეხედა. მათე მტრულად აღარ უყურებდა ირაკლის, რადგან იცოდა მისი დისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო გვერდში დასდგომოდა და ყველაფერში მხარი დაეჭირა. ირაკლი კი თავის მხრივ ყველანაირად ცდილობდა მათესთან კარგი ურთიერთობა აეწყო. კორპუსის ქვეშ ნაცრისფერი ავტომობილი იდგა და შიგ მსხდომი სანდრო და ქეთი იცდიდნენ სანამ სადარბაზოს კარი არ გაიღებოდა და მასში ორი ერთნაირი წითური არ გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა, თანაც მალევე. თუმც აზუსტად იმ წამს ბესო მამამისისთვის ნათხოვარი მანქანით შემოიჭრა ეზოში და მათეს ფეხებთან დაატორმუზა. მერე მინა ჩასწია და ორივე ხელით კარებს დაეყრდნო. -რომელი წამოხავლთ ჩემთან ერთად? - სოსომ მანქანა როგორ გათხოვა? -ვუთხრაი რომ სექტემბრიდან მასთან დავიწყებდი მუშოაბას და მის ახალ შვილსაც არ ვეჩხუბებოდი. -მაგით დაიკერა? მარიტა გაოცებას არა და არ წყვეტდა. -დიახ, ნიჭიერი ახალგაზრდა ვარ რას ვიზავთ. -ოხ ბესიკა, ოხერი ხარ. -ხო და რომელი წამოხვალთ ჩემთან ერთად? გამიზნულად მათეს უყურებდა, ისედაც მის გამო ეთხოვა მამამისს მანქანას თორემ რომელიმე ბავშვსაც მშვენივრად გაჰყვებოდა. მათემ ჩუმად აათვალიერ ჩაათვალიერა და ქვედატუჩს შიგნიდან უკბინა. იმ საღამოს სემდეგ ბესო სწერდა ხოლმე და კატის სასაცილო ვიდეოებს უყრიდა, მაგრამ ერთმანეთი აღარ უნახავთ, რადგან ორივეს სხვადასხვა დროს ჰქონდათ თავისუფალი დროები და ვერ დაემთხვნენ. არაფერზე უსაუბრიათ, უბრალოდ ერთმანეთს აკოცეს უთხრეს რომ მოსწონდათ და ბესოს კომპლიმენტებიდან მალევე ბიჭი სახლსი წავიდა რადგან ატირებულმა დედამისმა დაურეკა თამთა სახლში მთელი დღეა არ მოსულაო. გასვლისას ბესომ მის ზურგსუკან მდგომი მათეს ასე გაქცევით დატოვება ვერ გაბედა, კარიდან გასული უკან სირბილით შევიდა , ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და პატარა ვნებიან კოცნაში აიყოლია. -დაგირეკავ. -ხო, გამაგებინე რას იზავ თამთაზე. ისე, თუ გინდა, წამოგყვები... მოსაძებნად... თამთას მოსაძებნად წამოგყვები მაგას ვგულისხმობ. ბესომ ქვედატუჩზე იკბინა და თავი გააქნია. -ღმერთო როგორ ვგიჟდები ასე რომ იბნევი, მაგრამ ახლა არა მათე. არ მინდა დარჩი და დაისვენე, ყველაფერს მივხედავ. -მიდი. არ დაგავიწყდეს მომწერო ან დამირეკო სახლში რომ მიხვალ. -არ განერვიულბე არ იდარდო. ახლა კი პარასკევ საღამოს ბესო მამის მანქანის კარზე ხელებ დაყრდნობილი, მათზე თავჩამოდებული ბიჭს ღიმილით უყურებდა, მათე კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ფეხსაცმელს დაჰყურებდა , წინ და უკან ირწეოდა და ტუჩს შიგნიდან ჰკბენდა. მარიტა ირაკლის შემოეხვია. -მე ირაკლის მარტოს ხო არ დავტოვებ იმათთან, თან აქ არიან და არ გამოვა ყველა შენ გამოგყვეთ. -გიმახსოვრებ ოიზის. -ნუ მეძახი... -აი ხედავ, მეც მასე ვღიზიანდებოდი.. -მოკეტე რა მათე. გაყვები? მარიტამ ძმას ოდნავ უჩქმიტა. ისიც შეიშმუშნა. ბესოს თვალები გაუდიდდა და შრეკის კატას დაემსგავსა, ტან ტუჩი სატირლად გამზადებული ბავშვივით ჰქონდა წინ გადმოგდებული. -წამო რა მარტოს ხომ არ გამიშვებ. გთხოოოოოოვ. -არა, არ მაქვს შენი ნერვები. ძალიან სერიოზულად თქვა და ფეხსაცმელიდან მზერა ბიჭზე გადაიტანა. მარიტმა თვალები აატრიალა ბესომ კი უფრო მეტად სცადა საყავრელი ყოფილიყო. -მიდი რა კურუპირა. -თუ მაგას ა... -იოცნებე. მაინც დაგიძახებ. მიდი რა წამოდი. -კარგი ხო ჯანდაბას. ბესო მშვენივრად მიხვდა მათე როგორ ეთამაშებოდა და მოურიდებლად გააყოლა მზერა ბიჭს რომელმაც ჩასაჯდომად მანქანას ნახევარწრე შემოუარა. მარიტა და ირაკლიც სანროს მანქანასთან მივიდნენ და უკანა სავარძლებზე მოთავსდნენ. -შენი ძმა ახლა ვის გაყვა?! -ბესოს. -რა სჭირს მაგ ორს ბოლო დროს? ძან დამეგობრდნენ. _ჩვენთვის უკეთესი საყავრელო, არ მოგვიწევს მაგათი ჩხუბის ატანა. მარიტა ქეთის უკნიდან მოეხვია და შუბლზე აკოცა. მერე სანდროს უცნაურად ემოციებარეული მზერით შეხედა და მასაც მოეხვაი, ტრადიციულად ლოყაზეც აკოცა და ოდნავ შეჰკივლა. -იუუუ, გაიპარსე, მაგ წვერით ჩემ დაქალს როგორ ესიყვარულები. -არ წუწუნებს. -ეს ლავის თავზე რო დაკიდო შამფურით მაშინაც არ იწუწუნებს. -ღმერთო ეს დაქალები... საიდან იგონებთ ეგეთებს. სანდრომ გაიცინა და ნახევარი ტანით უკან მობრუნდა, მერე ირაკლის ხელი მეგობრული ღიმილით გაუწოდა. -სანდრო -ირაკლი. სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. სანდრომ თვალები მოჭუტა და ისე შეათვალიერა ირაკლი. -როგორ დაითანხმე აი ეს შეყვარებულობაზე. -თან მეორეჯერ. მარიტამ სიცილით თქვა და მაშინვე გაჩერდა როგორცკი ქეთის მზერას წააწყდა. -ბევრი არაფერი უნდა უბრლაოდ მისი საყვარელი ლექტორის ლექციაზე უნდა შეხვიდე სრულიად შემთხვევით და აიძულო დაგიცვას, მერე მისი მეგობრის საუკეთესო მეგოაბრი უნდა ღმოჩნდე და ნომეირ გამოართვა იმ მეგოაბრს. მერე დაშორდებით და ორწელიწად ნახევრის მერე ვინდოუსის გადასაყენებლად გამოგიყენებს. ირაკლიმ სიყვარულით სავსე მზერით შეხედა მარიტას და გოგოსაც ნასიამოვნებს ჩაეღიმა. ის დღე მართლა ძალიან უყვარდა. ირაკლისგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული მოდიოდა. თითქოს სიყავრული რომელიც ამთ აკავშირებდათ მათსავე შეხვედრამდე დიდიხნით ადრე გაჩენილიყო და მხოლოდ მარიტას დანახვას ელოდა რომ ირაკლის სხეულში სამუდამოდ გაყვავებულიყვნენ, სუკულენტებივით მოსდებოდნენ ყველაფერს და თავისვე თავად ექციათ ბიჭი. -ოჰოო, ვიღაც ძალიან ძალიან არის შეყვარებული. -ისე ამას რა გაუძლებდა. -ეიიი, მეორედაც არ გამიჭირდება შენი მიტოვება. მარიტამ შეიცხადა და ხელები გულზე დაიკრიფა. -არა კარგი ვიხუმრე მოდი . ორივე ხელი გაშალა ბიჭმა და გოგოც თითქოს ორჭოფობით , მაგრმა თან სიამოვნებით გაეხვა ბიჭის მკლავებში . ცოტახანს ოთხივე დადუმდნენ. მარიტა მზერას ხან ირაკლისა და სანდროს სორის ცვლიდა ხან სანდროსა და ქეთის შორის, მაგრამ მაინც ირაკლის მკლავებშემოხვეულს ეგონა რომ სამყარო იქ და იმ წამს არსებოდა, ახლა რამდენიმე დღის წინ შემოხვეული სევდა აღარც კი ახსოვდა. არც დეპრეიას აქცევდ აყურადღებას სულ უფრო რომ ედებოდა მის ორგანოებს, არც ტკივილს გულში, არც ეჭვიანობებს და არც სინდისის ქენჯნას რომ ირაკლი მთელი მისი სიყვარულით არასოდეს ეყვარებოდა. ........ -ანუ არა? რას მეთამაშები ერთი? ორივემ კარგად ვიცით რომ ერთი სული გქონდა მანქანაში ჩამხტომოდი. -მოკეტე რა! ეგრე ძალიანაც არ მიცნობ. ბესომ გახედა და მათეც გაშესდა. ხმა აღარ ამოუღია. რადიოს აწ კაპუნებდა და ცდილობდა რაიმე ნაცნობი ან ახალი და საინტერეო ეპოვნა. ბოლოს Staring at the Sky მიაგნო და გაჩერდა. ბესომ ცოტახანს უსმინა და თვალები აატრიალა. -კარგი რა ძალიან ნელია. -აბა რა გინდა რომ ჩავრთო?! -ჰმ ვიცი რაც მინდა. ბესომ წითელზე გააჩერა და ტელეფონი მანქანას დაუკავშირა, მერ ეიუთუბში სწრაფად მოძებნა სასურველი მუსიკა და მათესაც ნაცნობი მელოდიის გაგონებაზე გაეცინა. -მიყვარს! -მეც. ვსო ახლა წავედით თორე მოგვიკითხავენ სად ხართო. მანქანა დაძრა და გზას გაუდგა.ცოტახანს ჩუმად იყვნენ, მერე მათემ მისკენ გაიხედა და ტუჩები ენით დაისველა. ბესომ თავი გადააქნია. -მაგას ნუ აკეთებ. -რატომ? არ მოგწონს? -ნუ მიწვევ მათე გალდავა! საჭესთან ვარ და დამსახურებულს ვერ მიიღებ. -და რა დამსახურებულს. -ახხხხ ამოიგმინა და მათეს ერთხელ გახედა, ზუსტად ორი წამით ქვედა ტუჩი კბილებსშორის ჰქონდა მოქცეული და ცისფერი თვალები ანგელოზის მსგავსად უკაშკაშებდა. მათეს ჩაეცინა, რადგან სასურველი უკვე მიიღო. იცოდა როგორ შეეძლო ბესოს ერთი მარტივი მოქმედებით ჭკუიდან გადაყვანა და ეს ახალისებდა. -კარგი და თამთა როგორ არის? -ცოტა გამოკეთდა, წესიერად ჭამს და სკოლაშიც დაიწყო სიარული, მაგრამ მაინც შესინებულია. ნუ ლოგიკურიც არის. ცოტახნით ორივე გაჩუმდნენ.მერე მათეს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და ნახა, ბესო კი გაბრაზებული უყურებდა. -უკვე მღალატობ? -ნუ ბოდავ ბესიკა. -აჰა უკვე შეურაცხადიც ვარ.. ჩაიბურტყუნა და გაზს ფეხი მიაჭირა, საწის სწრაფი მოძრაობით გვერდზე გადავიდა მანქანას გაასწრო და ისევ ხაზში ჩადგა. ეს ყველაფერი ისე უცბად გააკეთა მათეს მობილური ხელიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა. ხელები ჯერ ისევ ჰაერში ჰქონდა გაშეშებული, თითქოს ტელეფონი კვლავ სჭეროდა, გაოცებულმა შეხედა ავალიანს. -ჩემს მოკვლას აპირებ?! -თუ ყურადღებას ჩემს მაგივრად სხვებს მიაქცევ დავფიქრდები კი. -ღმერთო რა ფსიქოპატი ავიკიდე ეს. გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და მობილურის ასაღებად წინ გადაიხარა. ბესომ ისეთი სიამაყით ასწია თავი თითქოს კარგ რამეს ეთანხმებოდა. -დიახაც. -რა გიხარია რო ფსიქოპატი ხარ? -აჰა. -უფალოოოო!!! ნუ მომკლავ და მცხეთაში რომ ჩავალთ ლიზის ვთხოვ ერთ ოთახში დავიძინოთ. ეშმაკურად შეხედა მათემ და ხელი ნელა აუსრიალა მტევნიდან მკლავზე მერე კი კისერსა და ლოყაზე. ბესომ თავი მარჯვენა მხარეს გადმოსწია და მათეს ხელი მხარსა და ლოყას სორის მოიქცია, მერე მოუხერხებლად აკოცა ხელისგულზე. - ძალიან კარგი. მათემ ჩაიცინა და ფანჯრიდან გზას გახედა. ჰაერში გაზაფხული ტრიალებდა, ბუნიაობა რამდნეიმე დღის წინ დასრულდა და ახლა ყველას თამამად შეეძლო ეთქვა რომ გაზაფხული მათში ცხოვრობდა. შიგადაშიგ ხეებზე კვირტები გამოსულიყო , ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ, ქარი სუსტად ქროდა და ბალახებსა და თოთო ყლორტებს თავის მიმართულებით ხრიდა, თითქოს უნდოდა ყველაფერი დაესაკუთრებინა. მანქანაში I Thnk I’m OKAY იყო ჩარათული, თბილისიდან ახალი გასულები იყვნენ. ბესო ავტობანზე მანქანას სწრაფად ატარებდა ,მაგრამ მათე ვერც კი იაზრებდა რომ სადმე მიდიოდნენ.მარჯვენა მოკეცილი ხელისთვის თავი ჩამოედო, ნახევრად შუბლით ფანჯარას ეხებოდა, მეორე ხელი მარჯვენა მკლავისთვის ჰქონდა შემოხვეული და უყურებდა როგორ იღვიძებდა მის გარშემო ბუნება. უცბად ფეხზე ხელი იგრძნო და ისე რომ პოზიცია არ შუეცვლია ჯერ ბესოს ხელს დახედა მერე ბესოს რომელიც ნახევრად გზას უყურებდა ნახევრად კი ბიჭს და ცალყბად იღიმოდა. ბიჭმა სუსტად მოუჭირა ბარძაყზე ხელი მერე გაუშვა და თმაში შეუცურა. მათეს თვალები მიენაბა. -არ ქნა.. -რატომ? -დამეძინება. -არაუშავს კნუტო. -იუუუუუუუუუუ. -მოკეტე რა, მაცადე საყვარელი ვიყო სულ ასე არ გაგრძელდება. ...... -კარგი და თქვენ როგორ შეხვდით. -მარიტასთან ერთად ჩეხეთში ვიყავით მე და ბესო. -მოცია როდის მოასწარით. -ზაფხულში. მარიტამ ხელი ჩაიქნია და მეორე ფეხსაცმელიც გაიხადა. - ბესომ ამ ვაჟბატონს თხოვა ფოტო გადაეღო ჩვენთვის. -უფალო რანაირად გამოიჭირეთ.. სანამ ქეთი და ირაკლი იმ ისტორიას განიხილავდნენ როგორ გაიცნეს სანდრო და მისი სამეგობრო, მარიტამ ფეხსაცმელები ლამაზად დააწყო და ფეხები ირაკლის ფეხებს გადაადო, მერე ხელები წელზე შემოხვია წრედ შეკრა და თავი მკერდზე ჩამოადო. ირაკლიმ გოგოს დახედა, მხრების გარსემო მარიტასავით წრედ შეკრა ხელები და გოგოს შუბლზე აკოცა. -დაიღალე ბლუმ? მარიტამ სუსტად დაუქნია თავი და თვალები დახუჭა. სანდრომ სარკიდან გახედა, ჩაეცინა და ქეთის ხელი თავისაში მოიქცია. -ვერასდროს წარმოვიდგენდი ვიქნმე მაგ ქაჯს ასე თუ მოარჯულებდა. -ენა მიიგდე ქალის მონავ. მარიტამ სიცილით თქვა და ისე რომ თვალები არ გაუხელია თავი უკან გადააგდო. -მაკოცე რა. -ეი ეი, ნუ გამხდი გვამს, მომკლასვ ქეთი. -ვერ გიტან. -მშვენივრად ვიცი რომ ეგრე არაა. -აჰა კარგი. ………… მცხეთაში რომ ჩავიდნენ და როგორღაც ლიზის სახლს რიგრიგობით ხან სანდრომ და ხანაც ბესომ გაჭირვებით მიაგნეს ლიზის უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. მარიმ მან ილიამ, ლაშამ და გიორგიმ პიცის გამოცხობაც მოასწრეს, სასმელების გამოტაან გადასხმაც და სუფრის გაწყობაც. -მოვედიიიით! სახლში ორი ღვინის ბოთლით ხელში, ხელებაწეული ყვირილით შევარდა სანდრო და უკან მთელი არმია მიჰყვა. მარიტა ნახევრად გამოფხიზლებულიყო, გზაში ირაკლიზე მიკრულს ჩაეძინა და გაღვიძების ნაცვლად სანდრომ ბიჭს უთხრა საბარგულში პლედი დევს და გადააფარეო. ერთმანეთ რომ მოიკითხეს ლიზიმ ირაკლი შეათვალეირა და მარიტას მხარი გაჰკრა. -ეს სიმპათიური ვინ არის? -ჰეი ჰეი, თვალები და ხელები დაიმოკლე ჩემია. მარიტამ ვითომ ბრაზიანი,სიცილნარევი ტონით უთხრა და გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი დაუქნია. ილიამ ხელი მომუჭა, სახესთან მიიტანა და ჩაიფხუკუნა. ლიზი გაშტერებული უყურებდა გოგოს ,მერე ყველას ხარხარი აუტყდა მარტიას ჩათვლით. -ეს რა ეჭვიანი ყოფილა.არ გართმევ არ იდარდო, მაგრამ ღმერთო ნეტავ მასთან შანს მქონდეს. -ლიზი! მარიტამ სიცილით წამოიყვირა და მხარზე ხელი ოდნავ მიარტყა. ირაკლი გაკვირვებული იდგა და ეღიმებოდა, როცა მოცინარ მხიარულ მარიტას უყურებდა. ილიამ გოგოს ხელი გადახვია და ქეთის შეხედა. -არასოდეს გაპატიებს ქეთი მასთან რომ ხარ და არა ჩემთან. -მოკეტ.. მარიტა სიცილით ამბობდა როცა ირაკლის გაოცებულს აღმოხდა. -უკაცრავად? ყველა მას უყურებდა, ილია სიცილისგან ლამის ჩაბჟირდა, მაგრამ მარიტასთვის გადახვეული ხელი არ გაუშვია. ირაკლიმ ორი თითით ააწევინა და ხელი მოაშორებინა. -ღმერთო ახლა მოვკვდები. ეს თვქა სანდრომ და ისეთი ხმები ამოუშვა სიცილის გარდა ყველაფერს რომ ჰგავდა, ბესო და მათე ერთმანეთს ჩუმი ხითხითით უყურებდნენ და მალულად ეფერებოდნენ ხელის მტევნებსა და თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ წელზე. -ორი მესაკუთრე, უპოვნიათ ერთმანეთი. -სანდრო... -ხო კარგი გალდავა ვჩუმდები. შენ კი ილია ნამდვილად ცუდ დღეში ხარ, შეხედე როგორ გიყურებს. -არაფერი ქეთი ცდილობდა ერთად ვყოფილიყავით, არ იდარდო მარიტა უბრალოდ ჩემი კარგი მეგობარია. ძმაო შენთვის აჯობებს თუ გაუფრთხილდები. -ვიცი. -მოკლედ შევიდეთ რა რას ვდგავართ ამ ღია კარში ვინმე ხო არ მოკვდა. წამოდით უგემრიელესი პიცა გავაკეტეთ მე და მარიმ. ყველანი მისაღებისკენ წავიდნენ, სადაც მოზრდილ მაგიდაზე თეფშები , სასმელი, საჭმელი და ყველაფერი ელოდათ რითიც მშვენიერი ვიქნედის გატარებას აპირებდნენ, იმ ნაშუადღევის მაინც. მარიტამ იგრძნო როგორ მოხვდა პურის პატარა ნატეხი შუბლში და თავი გაბრაზებით ასწია. -ვერ გადამირჩები! ილიას დაუბღვირა და საპასუხოდაც ესროლა თუმცა ბიჭს ასცდა და ლაშას კალთაში ჩაუვარდა რაზეც ბიჭმა ნატეხი აიღო და მარიტას გადაუგდო. -ჰეი ნუ თამაშობთ საჭმლით! ლიზიმ სამივეს დაუცაცხანა. მარიტა სკამზე გადაწვა, ლიზის დაუძახა და გოგომ რომ გამოხედა დაეტლატა. -დედიკო ხარ! -ჰეი სუფრასთან როგორ საუბრობთ. ეს უკვე ამრი იყო რომელიც სიცილისგან ბჭირდებოდა. -მარი იუუუუუუ. ირაკლი მარიტასკენ დაიხარა და ყურში უჩურჩულა. -ძალიან შეშლილი სამეგობრო გყავს. მარიტამ ლოყაზე აკოცა , სანდროს ტკივილნარევი , ერთდროულად სიძულვილით და თან რაღაცნაირი სიყავრულით სავსე მზერით გახედა და ირაკლის თავით მასზე ანიშნა. -მე არაფერ შუაში ვარ, ისინი სანდროსი არიან. -რა? -ირაკლიმ კარგი სამეგობრო გყავსო.. მხრები აიჩეჩა და ჭამა ჩუმად განაგრძო. სანდროს სიტყვები ერთმანეთში აერია, მარიტა სულ უხეშად ექცეოდა,ან დასცინოდა მაგრამ ბიჭს გულწრფელად უყვარდა, ისე როგორც მეგობარი. -ნუ ბოდავ. კაი ვაღიარებთ ზოგჯერ სნობი იდიიოტები ვართ , მაგრამ დნაარჩენად გიყვარვართ ხომ იცი. მარიტამ სანდროს თვალებში შეხედა, არც კი იცოდა ბიჭის მიამრთ რას გრძნობდა. სიყავრულს? ზიზღს? სიბრალურს? დანაშაულს? ან იქნებ არაფერს და უნდოდა რამე ეგრძნო. იქნებ იმდენად არაფერს განიცდიდა სანდროს მიმართ რომ თავს ყველაზე ძლიერი გრძნობებით იტყუებდა და აჯერებდა რომ ვერ იტანდა რომ უყვარდა რომ მის წინაშე დამნაშავე იყო და ასე შემდეგ? იქნებ არცერღი სანდროს მეგობრის მიამრთ არ გრძნობდა მეგობრობას და სწორედ ამსი გამო უთხრა ირაკლის ისინი ყველანი სანდროსი არიანო. მარიტა სანდროს უცნაურად უყრუებდა და ირაკლის ეს მზერა არ გამორჩენია. ირაკლიმ მარიტას სასმელი დაუსხა და ხმა აღარავის ამოუღია. ყველას ეზარებოდა ამრიტასთვის იმის მტკიცება რომ მისი მეგობრბეი იყვნენ ან რა საჭირო იყო , ყველაფერი აშკარა იყო. მარიტას ილიას გარდა მეგობრად არავინ თვლიდა მარიც კი. ისინი გოგოსთან ერთად იცინოდნენ, ისტორიებს უსმენდნენ, თავადაც ყვებოდნენ, ყველაზე პირადულებსაც კი მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. მარიტა მათ ცხოვრებაში ერთი უბრალო გამვლელი იყო, გოგო რომელიც ცოტახანს მათ სახლში შეიპატიჟეს და მერე როცა დრო მოვიდოდა ისე გაუშვებდნენ თვალს წამითაც არ დაახამხამებდნენ. წლები რომ გავიდოდა მდიდარ ქმრებთან და ცოლებთან ერტად სეიკრიბებოდნენ, სადღაც სხვა ოტახში მათი შვილები ითამაშებდნენ და სასტუმრო ოთახში ხმები სუსტად სეაღწევდა, ისინი კი ძველ ამბებს გაიხსენებდნენ, მარიტასაც მოიგონებდნენ მის შეყავრებულსაც და ძმასაც მაგრამ სახელები არ ემახსოვრებოდათ. -ის წითური ტყუპები გახსოვთ? -ბუნდოვნად ვერ ვიხსენებ რა ერქვატ მაგრამ მგონი ერთ ასოზე იწყებოდა ორივესი. გაიცინებნენ, მერე ღვინოს ჩამოასხავდნენ წიქებში და იმაზე დაიწყებდნენ საუბარს საერთოდ რატომ უყადრებდნენ თავს. ამას მსოფლიო პრობლემებს ისე მოაყოლებდნენ თითქოს მართლა ედარდებოდათ. მარიტამ თავი გადააქნია გაიღიმასავით და ირაკლის შეხედა. ნახევარი გულით და ნახევარი სიყვარულით, მაგრამ მაინც ძვირფასი აციმციმებული მზერით. ჭამას რომ მორჩნენ გოგოემბა სუფრა აალაგეს, ჭურჭელი გარეცხეს და მერე ლიზიმ ყველანი მისაღებში ერთად შეყარა. -კარგი მომისმინეთ სულ 5 საძინებელიამ,თუ გინდათ ვინემ აქაც შეგიძლაით დაწვეთ. -ხელით დივანზე ანიშნა და გაააგრძელა.-ესეიგი ვინ ვისთან ხართ? ნუ სანდრო-ქეთი ერთად გასაგებია. მარიტა შენ და შენი ძმა თუ შენი ბიჭი? -ირაკლი. -მე და ბესოს შეგვიძლია ოთახი გავიყოთ. მათემ უცბად ამოილაპარაკა და კმაყოფილმა ლიზიმ გაუღიმა, მაგრამ მარიტა და ქეთიმ უცნაური მზერები გაცვალეს და მერე ბიჭები შეათვალიერეს. ქეთიმ მარიტას უჩურჩულა. -დარწმუნებული ხარ რომ უცხო პლანეტელებმა არ გამოგიცვალეს ჩუმად? -უკვე აღარ. -რას ჭოროაბთ მეც მაინტერესებს. ირაკლიმ მათკენ დახარა თავი და ჩუმად ჩაიკისკისა. - ამის ძმა უცხოპლანეტელია. -ესეც მერე?! -არა შეცვალეს გეუბნები. -ე გოგო გავიგე შემეშვი. ბესოს დაუმეგობრდა ჩემო ერთადერთო ჭორიკანავ და მაგიტო ანერვიულდა ქეთა. -ანუ ვნერვიულობ მე აქ. -ნევრილობს ხო ნტუ ნტუ ნტუ. ქეთიმ ირაკლის მხარზე ხელი ძლიერად მიარტყა, გულხელი დაიკრიფა და ისე ჩაისისინა. -ისედაც ვერასდროს გიტანდი. -მე მომწონდი სამაგიეროდ გველგესლვავ. ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ხელი გადახვია ქეთიმ კი უხეშად მოიშორა. ემრე შეყავრებულთან გადაინაცვლა და დატოვა ორივე მარყო. მარიტამ თავი სიცილით გააქნია და ირაკლისკენ მიჩოჩდა.ბიჭმა ხელები უკნიდან მხრებზე მოხვია და საფეთქელზე შეუმჩნევლად აკოცა.. .......... საღამოს ყველანი სახლის უკანა ეზოში ბალახზე ისხდნენ და ელოდნენ როდის დაანთებდნენ კოცონს ლაშა და ილია. თავად აიჩემეს ჩვენ დავანთებთო და ახლა გაჭირვებით ჩეხდნენ ნედლ შეშას, რომელიც ნედლზე ემტად წვიმებსი დროს წყლით იყო გაჟღენთილი. ბევრი რამე სცადეს მაგრამა რაფერი გამოუვიდათ. -ამას არ ჯობდა სახლში დავმსხდარიყავით? ცივა აქ. ლიზი ჯუჯღუნს განაგრძობდა. არა და საკმაოდ თბილი საღამო იყო, მარტისთვის უჩვეულო თუმცა თბილი. პლედები ჰქონდათ შემოხურული და კოცონიც ოდესმე აინთებოდა. მათე ბესოს გვერდიდან არ სცილდებოდა და თუ ცდას მაინც გაბედავდა ბიჭი ბუზღუნით მასთან გარბოდა, მათე კი წუწუნებდა რას გაკოცე საერთოდ ახლა ხო მშვიდად მომისლიდი ნერვებს და 5 მეტრზე არ გამეკარებოდიო. ბესომ თავი მხარზე ჩამოადო და ქვედა ტუჩი გადმოაგდო. -იცი ხო რომ მწყინს ეგრე რომ მელაპარაკები. -ბესიკა!ამომასუნთქე რა თუ ღმერთი გწამს. -არ მწამს. თავი გადააქნაია და ბავშვურად გაუღიმა, მათემ თავში წაიშინა ხელი და ამოიკვნესა როცა მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. ბესიკა მოშორდა და მალევე მათეს ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა. :სხვა დროსაც ეგრე კვნესი თუ უფრო მეტად? წამით გაშეშდა, მერე ტელეფონი უცბად დაბლოკა და ჯიბეში ჩაიდო. ერთიანად აწითლებული იყო სახეზე და სირცხვილისგან არარ იცოდა სად წასულიყო. ბესოს მოშორდა და დასთან გადაჯდა. -პაწკა, მეც მომაქციე ყურადღება. -ხო მარწყვო. -ბესო მაბრაზებს. -მოდი აქ. მარიტამ მოხრილი ფეხები გასალა, მათე შეტრიალდა მათ შორის ჩაჯდა და დას ზურგით მიეყრდნო. -ჰეი ეგრე ძანაც არა გადავვარდები სიცილით თქვა და მხრებზე პლედი მოახვია. ყველაფერი ისე იყო როგორც ტოველთVის, მარიტა თავს სხვა პლანეტაზე გრძნობდა. გრძნობდა როგორ იშლებოდა ნაწილებად და ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ..................... ოთახებში რომ ავიდნენ მარიტა მოწყევტით დაეცა საწოლზე, ირაკლიმ აკურატულად შემოუარა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. -ჰეი, ძან ნუ გაუტევ. -თითქოს კონცერტის მერე თავად არ მეხვეწე ტანსაცმელი გამეხადა. გამომწვევად შეხედა გოგოს და გაუღიმა. მარიტა მუცელზე გადაგორდა და თავი ბალიშებს შორის ჩარგო. -ჩაააქვრე რა შუქი. -როგორც მიბრძანებთ მილედი. -აჰჰჰჰჰ იკაა. როგორ მომწონხარ რომ იცოდე. უკვე საბნის ქვეშ იყო შემძვრალი ირაკლი, მარიტა წელზე რომ მოეხვია და ცხვირით კისერში შეუძვრა. ზედ ბიჭის კანზე ამოილაპარაკა. ოთახში ბნელოდა, ფარდები ჩამოფარებული იყო და სახლშიც სამარისებული სიჩუმე იდგა. ბიჭმა წითურს ხელი მოხვია და სიბნელეში მისი ტუჩები მოძებნა. სანამ აკოცებდა წამებით ადრე ან წამითაც კი ზედ მის ტუჩებთან დაილაპარაკა,თითქოს ხმამაღლა არც წარმოუთქვამს და ტუჩებმა ტუჩებს აზრი გადასცეს. -მე კი გაგიჟებით მიყვარხარ ამრიტა. მარიტას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.ირაკლის უყვარდა, ამდენი ხნის შემდეგაც უყვარდა. თავს ერთდროულად არარაობად და ბედნიერად გრძნობდა. ეზიზღებოდა საკუთარი პოლირომატიკობა, ის რომ ერთჯერზე ერთის სიყავრული არ შეეძლო. ირაკლიმ გოგოს წელზე მოხვეული ხელი მაისურის შიგნით შეუსრიალა და შიშველ წელზე მოეფერა. .......... ოთახში არც კი იყვნენ შესულები ქეთიმ რომ ტანსაცმლის გახდა და სანდროს კოცნა ერთდროულად დაიწყო. ლიზიმ ასვლამდე გააფრთხილა რომ ხმის იზოლატორები ჰქონდათ და ხმას მაქსიმალურად ჩაახშობდა მაგრამ ძალიანაც ნუ იწივლებდნენ. ქეთის და სანდროს ოთახი ზუსტად მარიტას ოთახის ზემოთ იყო. -ძალიან ჩუმად უნდა ვიყოთ. საკმაოდ მთვრალმა ქეთიმ სანდროს ტუჩებზე თითი დაადო და სიცილით უთხრა, ბიჭმა წელზე ხელი მხოვაი რომ წაბორძიკებული გოგო არ დაცემულიყო. -ჩშშ. ამ მდგომარეობაში დაწოლის აგრდა რისი თავი გაქვს ერთი. -მოკეტე რა. რას დამმცინი. -არ დაგცინი საყვარელო. ბიჭმა ძალიან ძალიან ნაზად აკოცა და ხელით მის უკან კარს მიეყრდნო. ............ ბესო და მათე სიბნელეში იატაკზე ისხდნენ და საწოლს ზურგით ეყრდნობოდნენ. მოულოდნელად მათე ბესოსკენ გადაიხარა და თავი კალთაში ჩაუდო. ბესოს ჩაეღიმა და ხელი სახეზე აუსრიალა. ნაზად ეხებოდა თითოეულ მის ნაკვთს ,ისე თითქოს ანტიკური მარმარილოს ქანდაკება ყოფილიყო. - არ მესმის მათე. ჩემში რა დაინახე. მათემ მინაბული თვალები გაახილა და ყველაზე თბილი მზერით შეხედა მათშორის რაც კი გააჩნდა. თვალებიდან ოკეანის სითბო ეღვრებოდა, თითქოს მათეში მზე წამი წამზე ამოვიდოდა და მის წინ მყოფ კაცს თავის სხივებს შემოხვევდა. -შენ. შენში შენივე თავი დავინახე. ბანალურობაზე ბესოს გაეცინა და ლოყაზე ხელი სულ ოდნავ წამაორტყა, მათე მის ყურებას არ წყვეტდა. -არა მართლა!შენში არაფრის დანახვა არ მჭირდება. შენ ყველაზე მომაბეზრებელი, ლოთი, მხიარული, სულელი, ამვე დროს ჭკვიანი, საოცრად ნიჭიერი და ღვთაებრივად მშვენიერი ხარ. ყველა შენი გამაღიზიანებელი ქცევა შენია და მათ გარეშე უბრალოდ ვერ იქნები. შენი ნიშა აქვთ, ეს ჩვევები ისეთი უბრალოა,ისეთი მარტივი. როგორ დადიხარ, როგორ ცდილობ ყველა ბედნიერი იყოს შენს გარშემო. ყველას იმას ეუბნები რისი მოსმენაც უნდათ და არასოდეს წუწუნებ. ბესო ღიმილს ვერ წყვეტდა და მათეს ცერით ღაწვებზე ეთამაშებოდა. შორიდან ძაღლის ყეფის ხმა ისმოდა. სიმყუდროვეს არაფერი არღვევდა. ბესო დაიხარა და ტუჩებში მოწყევტით აკოცა. მერე მათე წამოჯდა მთელი ტანით მისკენ შებრუნდა და ფეხები მოხარა. ბესო მისკენ არ შებრუნებულა, მხოლოდ თავი ჩახარა და მათეს ხელს თავისი შემოხვაი. ცოტახანს ისევ სიჩუმე იყო. -მინდა რომ ერთად ვიყოთ. ისე როგორც წყვილი. -ეგრე აპირებ ჩემს ლოგინში შეტყუებას? -ჰეი-ბესომ თავი ასწია და პირდაპირ მათეს დამცინავ ცისფერ თვალებს შეეფეთა-ნუ ხუმრობ ეგრე კურუპირავ. -მეც მინდა. მოდი აქ შე შეშლილო ბავშვო. ორივე ხელი სახეზე შემოხვია და ძალიან ღრმა და ვნებიან კოცნაში ჩაითრია. ბესო ერთიანად მის სხეულს აეკრო და სიმძიმისგან მათე იატაკზე გადავარდა. -მოდი დავიძინიოთ. ყველა ენერგია წამართვი. -ახტი მათუს. ჯერ ბესო წამოდაგ და მათეს ხელი გაუწოდა, მერე ბიჭმაც ჩაჰკიდა და ფეხზე წამოდგა. ..... ლიზის სახლში ყველა ბედნიერი იყო, ლზიი და ამრი გვიანობამდე ჭორაობდნენ ბიჭები კი სამზარეულოში გამთენიამდე კარტს თამაშობდნენ. არავის ჰქონდა სევდის მწიკვიც კი, მარიტას გარდა, მარიტას და კიდევ ერთი ადამაინის გარდა რომელიც შეყვარებულის გვერდით იწვა და მის სხეულს ძლიერად იკრავდა გულში, თითქოს ასე მის კარს გააღებდა და გვერდით მწოლს მართლა შეუშვებდა. ამ ორის თავზე დიდი შავი ღრუბელი ტრიალებდა. წინ კიდევ ბევრი რამ ელოდათ, ორივეს ჰყავდა ვიღაც ვინც უყვარდათ და ვისაც სულ მალე დაკარგავდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.