შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე! (დასასრული)


15-07-2024, 15:05
ავტორი llella
ნანახია 2 392

ნიშნობიდან დიდი დრო არ იყო გასული, უჩას დიდი სურვილი იყო, რომ ქორწილი დროულად და რაც შეიძლება მალე ყოფილიყო, არავის სიმართლე რომ ვთქვა, მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ისიც უზომოდ ბედნიერი იყო. ევასა და ლევანს ყველაფერი დაულაგდათ და მეტსაც გეტყვით, იმდენად კარგად არის ევა ლევანთან, რომ მგონია ხოლმე, დაქალს ვერ ვცნობ თქო, თუმცა ეგეც კარგი ამბავია.
-უჩა, საით აპირებთ?-კითხა დედამ და ყავა დაუდგა წინ.
-ბახმაროში ჯერ-ჯერობით, ამ პერიოდში ხელი არ მეწყობა სამსახურიდან ქვეყანა რომ დავტოვო და ამიტომაც, აქეთ მოგვიწია.
-რას უწუნებ მერე, ძალიან კარგი ადგილია-დავიწუწუნე-მე პირადად ძალიან მომწონს, სიმშვიდეა და კარგი ჰაერი.
-მეც ეგ მინდა, რომ მოგწონდეს და გიხაროდეს-გამიღიმა.
-ხომ არ დალევ?-შესთავაზა მამამ.
-არა, აქედან უნდა წავიდეთ დარბაზში, რაღაც მომენტები უნდა გავიაროთ საბოლოოდ, ბოლოს და ბოლოს ზეგ ქორწილი მაქ-გაიცინა უჩამ.
-განა მჯერა...
-ეგ ჩვეულებრივი ამბავია დედიკო, დრო და დრო მოდის გააზრება ყველაფრის, მაგრამ ახლა გეწყებათ ყველაზე კარგი და სასიამოვნო პერიოდი.
-ნერვიულობა, მაინც რჩება ნერვიულობად.
როგორც იქნა ავლაგდით და წავედით დარბაზისკენ.
-რაღაც სახეზე ფერი არ გადევს ქალბატონო-გამომხედა უჩამ.
-ნერვიულობის ბრალია, სტრესია ბოლოს და ბოლოს.
-არა, თითქოს გაციებული ხარ.
-მართლა არაფერი მჭირს, უბრალოდ გადაღლილი ვარ, თან ამდენი რამ მოხდა ამ თვენახევარში მე არ ვიცი, ადამიანი ჩამოიხრჩობდა თავს ჩემს ადგილას რომ იყოს.
-ბედნიერებისგან პატარავ?-გაიცინა.
-აბა ბიჭოს.
-რა აბა, უარყოფ? სექს მაშინა და აჭარისა და მთელი საქართველოს სანატრელი სასიძო ჩაიგდე ხელში-თმაზე ხელი გადაისვა.
-ეგ შენ გქონია გენაცვალე თავი ბედნიერების გამო მოსაკლავი, 3 წელი მე არ დაგსდევდი ჩუმ-ჩუმად-გავახსენე ძველი ცოდვები და ინტერესით გავხედე.
-მერე ვერ ხედავ მილა? ჩემი სხეული ზის აქ, თორემ პირველად რომ მაკოცე, მაშინ დატოვა სხეული სულმა და გამასვენეს-ახარხარდა-მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ და ჯერაც არ მჯერა, რომ ზეგ ჩემი ოფიციალური ცოლი გახდები.
-თუ გაინტერესებს, აღდიც გავაკეთეთ და ხელიც მოვაწერეთ, ასე რომ სადღაც ერთი კვირაა, ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ-შევახსენე ერთი კვირის წინ მომხდარი.
-არა, ისე დააკვირდი აღდის დადების დროს როგორ დაელვა? თან მერე წვიმა წამოვიდა-სიცილი დაიწყო.
-ეხლა დებილობა თუ უნდა თქვა, მანქანიდან გადაგიშვებ-წინასწარ გავაფრთხილე.
-ანუ, რატომ უნდა გადამიშვა, მე იმას ვგულისხმობ, რომ ღმერთიც კი დარდობდა იმ მომენტში, ჩემს მომავალზე, მამცნო ფაქტიურად, რომ მალე გავჭაღარავდებოდი-სიცილს არ წყვეტდა.
-იმიტომ გაშავდი ეტყობა სახეზე, თუ გახსოვს დაელვა ზუსტად იმ დროს, როცა ხოჯა ამბობდა, რომ 50 გრამი ოქრო უნდა გეჩუქებინა მიჰრზე-მეც გავიცინე.
-გააჩალიჩა დედას ვფიცავარ, სანამ ოქროს ვიყიდდით, მაშინ ეთქვა რა იქნებოდა, მერე მივაყოლებიდ ბარემ მიჰრში და წნევაც არ ამიწევდა.
სიცილში თითქოს ის სტრესი და ყველაფერი გამქრალიყო. დარბაზში მივედით თუ არა, ენერგიაზე მოვედი, ბედნიერი ვიყავი და ყველაფრის ინტერესი მკლავდა. მენეჯერი გოგონა კუდში დამსდევდა და ყველაფერში მეხმარებოდა, ზუსტად ისე ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, როგორც მქონდა იმ პატარა ბავშვის ოცნებებში.
ქორწილის დღეც დადგა და მხოლოდ ის ფიქრები მქონდა თავში, რასაც ბედნიერება და სიყვარული ქვია.
დარბაზში მისვლამდე, წუწუნი ამივარდა, საპირფარეშო მოძებნეთ, ძაან ცუდად ვარ მეთქი, რაზეც ყველამ დიდ და გაშლილ კაბაზე დამაკვირდა, ევამ ამას მე ვითავებო და აფთიაქთან გააჩერებინა, შევიდა ამ აფთიაქში და რაღაცას ხელებგაშლილი და მთელი ემოციით უხსნიდა ფარმაცევტ გოგონას, მერე ბედნიერი და გამარჯვებული სახით წამოვიდა ჩვენკენ და კაი ძმა ბიჭივით დამიქნია ხელი წამოო.
ანუ... ისეთ საპირფარეშოში შევედით, სადაც ალბათ მხოლოდ ერთი ადამიანი ძლივს შევიდოდა, ჩვენ კიდევ ორი ვიყავით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთი კვადრატიც არ იყო ოთახი, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა. გამოსვლისას დაცლილებმა და ბედნიერებმა მადლობა გადავუხადეთ მომუშავე ფარმაცევტ გოგონას და ისევ მანქანაში დავსხედით, ბიჭებსაც ბედნიერი და განთავისუფლებული სახეები ჰქონდათ და საბოლოოს, 15 წუთიანი დაგვიანებით მივედით დარბაზში.
ალბათ ყველა იყო ჩვენს ქორწილში, ვისაც ვიცნობდით და გვიყვარდა, ისინიც იყვნენ, ვისაც არ ვიცნობდით და მაინც ვუყვარდით, სასწაული დღე იყო, სითბოთი და ბედნიერებით სავსე.
როცა მე გავჩნდი, იმ დღეს მამაჩემმა შუშის ხანჯლის ფორმაში ჩასხმული კონიაკი იყიდა და იმ დღეს თქვა, რომ როცა მე გავთხოვდებოდი, მაშინ უნდა გაეხსნა და გადმოეცა ჩემთვის.
ანერვიულებული და დაბნეული კოტე, პირველად დავინახე ცხოვრებაში და მეგონა მელანდებოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ კიდევ კარგად იყო მამაჩემი, იმდენად მოჯაჭვული იყო მამაჩემი ზოგადად ჩემზე, რომ საერთოდ თუ შეეგუებოდა ამ დღეს და ჩემს ქმარს ცოცხალს დატოვებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა გოგონას მამა ეგრეა და ამაზე დიდი ბედნიერება და თანაც სევდა, არაფერია, მე თუ მკითხავთ.
სიტყვისა და სადღეგრძელოს მერე, მამამ გადმოგვცა ასე ვთქვათ ეს კონიაკი და მეც გამოვართვი, აჟიოტაჟი და ტაში მოყვა ამას, ყველას გაუკვირდა მომხდარის და ჩვენც კმაყოფილები და ნასიამოვნებები ვიყავით.
უჩა ისეთი შეშინებული და ანერვიულებული იყო, ლამის შევთავაზე წადი დაისვენე თქო, მე კიდე წამითაც არ გავჩერებულვარ, მგონი სხვის ქორწილებში ყოფნის დროს, არ მიცეკვია და არ მიმხიარულია ამდენი, რაც საკუთარში ვქენი, არც უჩას დაუკლია გართობა, მაგრამ მაინც ნერვიულობა უფრო მეტი იყო მასში.
ქორწილი დასრულდა და ჩემს თავთან დადებული პირობა, რომ არ უნდა მეტირა და არ უნდა მენერვიულა წამოსვლის დროს, კრახით დასრულდა და საბოლოოდ გავტყდი, ისე ვიტირე მანქანაში დაჯდომისთანავე, რომ ასე მეგონა, მოსაკლავად და მერე დასაკლავად მივყავდი ვინმეს, უჩა მაქსიმალურად ცდილობდა დავემშვიდებინე, მაგრამ ესეც კრახით დამთავრდა, საბოლოოდ სტრესი რომ დაილია ჩემში, როგორც იქნა დავმშვიდდი და ტირილსაც შევეშვი.
კოლიზეუმში აღებული ნომერი, საკმაოდ მყუდრო აღმოჩნდა და კაბის გახდაში მომხმარე უჩა, ენას არ აჩერებდა.
-ხომ სწორად ვშვრები?
-კი უჩა.
-ხომ არ გტკენ გული?
-არა, არ მტკენ-უკვე მეცინებოდა.
-აუ ნაღდად? ნახე როგორ გემჩნევა კაბის ზოლები.
-ეგ ჩვეულებრივი ამბავია უჩა, დამშვიდდი.
-არ გტკივა ნაღდად? ასე მგონია მატყუებ ისე გემჩნევა ეს ზოლები, შეუძლებელია არ გტკიოდეს.
-ადამიანო, შენთან სექსის მერე თუ დალეწილი ძვლების ფონზე არ მტკივა სხეული, კაბა მატკენდა რამეს?-სიცილი ამივარდა და საცვლის ამარა დარჩენილმა გავტრიალდი მისკენ.
-ახლა რას გიზამ იცი?!-დამემუქრა და თითი დამიქნია.
-რას?
-რას და ძვლების დალეწვას განახებ-გაიცინა და ხელები შემომხვია წელზე.
-კაი რაიყო, ჭიდაობა საჭირო არაა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-შენ გშია ხო გული?-მკითხა მზრუნველი ხმით.
-აუ კი, თან სასწაულად, იქ ვერც ვჭამე, ფოტოების გადაღების დროს არავინ მაცალა და ისეც ახლა ხომ არ დავიწყებდი ჭამა-სმას-გამეცინა.
-ჰოდა მე უცებ გადავივლებ, მაკში ჩავალ ამოვიტან რამეს და შენც მანამდე გადაივლე, იქნებ დაღლილობა მოგიხსნას.
ასეც მოვიქეცით, ვჭამეთ გადავივლეთ და ნუ... ნუ იყო ყველაზე მთავარი.
ასეთი ნაზი უჩა საწოლში, მე ის არასოდეს მახსოვს, ყოველი მისი შეხება, ბამბის დაგორებას ჰგავდა სხეულზე, უზომოდ სასიამოვნო იყო და ამავდროულად მსუბუქი, იმ ღამეს, უჩა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი ღამე იყო, ალბათ იმიტომ, რომ უკვე საწოლის წინ, დაღლილსა და დაქანცულ სადედოფლო კაბას ვხედავდი, რომელიც ჩვენკენ გამალებით იხედებოდა და მეც თავში ერთი წინადადება მიტრიალებდა „მისი ცოლი ვარ“ და ეს იყო ის ემოცია და სიმშვიდე, ეს იყო ის სტატუსი, რომელიც მე ასე მაბედნიერებდა.
მეორე დღეს უჩას სახლში, ეგრეთწოდებულ „სეფაში“ გვქონდა მეორე დღე, მამებმა მოიკლეს თავი, ჩვენ ქეიფი გვინდაო და შეგვარგეთ მეორე დღე ჩვენო, თუ კი ყველაფერს ვაპირებდით წესის მიხედვით, აღარ დაგვიწყია ბევრი ჯუჯღუნი და წუწუნი ამასთან დაკავშირებით, როცა მოსაღამოვდა, დავსხედით მანქანაში და თაფლობის 10 დღეზე წავედით ბახმაროში ბედნიერებმა, ყველაზე უცნაური და სასაცილო ის იყო, რომ მარტონი კი არ წავედით, მე და უჩამ გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც, აღვირახსნილობა უკვე უკან გვქონდა მოტოვებული, მაინც და მაინც რომანტიული საკვნესო ღამეებისათვის არ მივდიოდით დასასვენებლად, ლევანსა და ევას შევთავაზეთ ჩვენთან ერთად წამოსვლა, რაზეც დათუნა დაგვემუქრა, ნახეთ ხმა თუ გაგცეთო, მაგრამ სიცივეებზე რომ გაიგო ბახმაროში ცივაო, კარგად იყავით და ბედნიერ გზას გისურვებთო, რაზეც ყველას გაგვეცინა, ოთხივე წავედით ბახმაროში. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ეს იყო ყველაზე კარგი დასვენება რაც ოდესმე გვქონია, რათქმაუნდა დათუნამ მარტო ვერ გაძლო ბათუმში და მე6 დღეს ამოვიდა ბახმაროში, არ მაინტერესებს, აწი მიშვილეთ თუ გინდათო.
ამ ყველაფერს მოვიტოვებ და ვიტყვი, რომ უკვე უბედნიერესი და უმშვიდესი 1 თვე გავიდა ქორწილიდან და ეს მამაკაცი უბრალოდ ღმერთისგან გამოგზავნილია, შექმნილია იმისთვის, რომ მე ვიგრძნო თავი ქალად და მეტსაც ვიტყვი, ყველაზე ლამაზ და ბედნიერ ქალად.
ჩემებთან სტუმრობის მერე წამოვედით თუ არა, ისეთი საშინელი შიმშილი შემომაწვა, საკუთარი თავის შემრცხვა ლამის.
-აუ, სიყვარულო...
-რაღაც მოხდა?
-რა შუაშია?
-რა გინდა აბა?
-აუ ვსო, აღარაფერი არ მინდა შენგან საერთოდ-გავებუტე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
-კაი რა იყო, რა გეწყინა.
-არც არაფერი არ მწყენია, აღარ დამელაპარაკო საერთოდ.
-გაგლახავ იცოდე, მითხარი რა გინდოდა, თორემ მერე გადავიფიქრებ.
-უზრდელი ხარ ერთი შენ!
-გისმენ მეთქი-გაიცინა ჩემს ჯუჯღუნზე.
-ხინკალი მინდა...
-რა გინდა?-სვლა შეანელა და სიცილით გამომხედა.
-რა და ხინკალი, ქალაქური მინდა და სოკოს კიდე-თვალებგაფართოებული ვაწვდიდი ინფორმაციას.
-შენ და მოგშივდა? შენ ოღონდ ჭამეზე თქვი რამე, ჰაერით რომ იკვებები-გაიცინა და რესტორნისაკენ გაეშურა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი კუჭისთვის, ქალაქური ხიხნკალიც ვჭამე და სოკოსიც, ზედ სალათაც დავაყოლე და ბედნიერი ვიყავი.
-აუ ძაან გემრიელი იყო, გეფიცები.
-მაგაზე კარგს ვერაფერს იტყოდი-გაეცინა ბედნიერ უჩას და სახლისაენ გაეშურა.
თავის ტკივილები დამეწყო და რაც მთავარია, თავს არ ვგრძნობდი კარგად, რაც გასაკვირი იყო, არაფერზე ვნერვიულობდი, არ ვიღლებოდი იმ დონეზე, რომ ასე ძალაგამოცლილი ვყოფილიყავი, უჩა ამას უზომოდ განიცდიდა და ყოველ დღე მემუქრებოდა, ეტყობა იღლები ძაან, ან რაღაცა ხდება, მიმალავ და შენით ნერვიულობო, ექიმთან არ მივყვებოდი და ჰქონდა ომი ერთი სიტყვით.
საბოლოოდ სოციალური ქსელის სქროლვის დროს, პატარა ჩვილი ბავშვის ვიდეო ამომიგდო და მეც ყურებით გავერთე. თავში აზრმა გამიელვა და სასწრაფოდ გავეშურე აფთიაქისკენ.
-შეიძლება გავაფრინო...
ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ბედნიერებისგან ვუყურებდი ტესტს, რომელზეც ნათლად ჩანდა ორი წითელი ხაზი. იმ ღამეს თავი როგორ შევიკავე, მე არ ვიცი, მაგრამ ხმა არ ამომიღია და უჩასთვის არაფერი მითქვამს. დილით მაღაზიებში წავედი, პატარა ყუთი ვიყიდე და ბაჩუჩები, ყველაფერი ჩავალაგე ლამაზად და უჩას დაველოდე.
ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
-რას შვრება ჩემი ქალბატონი?-მისი თბილი და მოსიყვარულე ხმა მესიამოვნა.
-არაფერს, ისვენებს და ელოდება ქმარს, რომ იმან სასეირნოდ წაიყვანოს-გავიცინე.
-სადაცაა მოვალ, შენ შეგიძლია მომზადება დაიწყო.
-კარგი, მომწერე და ჩამოვალ.
რამოდენიმე წუთში მზად ვიყავი და მოსული შეტყობინების მერე, ეზოში ჩავედი.
-ეგ რა გაქ?-თეთრ კოლოფზე მკითხა და ალმაცერად დამაკვირდა.
-ჯერ ატმის წვენი მიყიდე და მერე გეტყვი-გავუცინე.
-მომზადებული ვიყავი-„ბარდაჩოკი“ გამოაღო და წვენი გამოიღო-ახლა კიდე გისმენ.
-გავიდეთ სადმე რა, ეს კიდე ევასია, გამოიწერა კოსმეტიკა და შემთხვეით ჩვენი მისამართი მიუთითა-ვეცადე ტყუილი გამომსვლოდა.
-გასაგებია.
აღარ უკითხავს მეტი და ჩვენც ბულვარისკენ წავედით, მანქანიდან სანამ გადავიდოდით მანამ გავაჩერე და ეს კოლოფი მივაწოდე.
-ევას არაა?-გაუკვირდა.
-არა, შენია.
აღარაფერი უთქვამს, კოლოფს თავი მოხადა თუარა, ეგრევე ამოიღო თეთრი ბაჩუჩები და ლამაზად დააკვირდა.
-ღმერთს გაფიცებ.
-მალე მამა გახდები-ბედნიერმა ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ ამიცრემლიანდა თვალები.
-კაი ჩემს თავს გაფიცებ, არ მატყუებ?-პირველად დავინახე, როცა ასე ტიროდა.
-შენს თავს ვფიცავარ არ გატყუებ.
მანქანიდან გადავიდა სასწრაფოდ, მოუარა მანქანას, კარები გამიღო და ელვის სისწრაფით გადმომიყვანა მანქანიდან ხელში აყვანილმა.
-მადლობა ჩემო პატარავ! ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ მე ამ ქვეყანაზე!
-უჩა.
-ეს რა სასიხარულო რამ მითხარი მილა.
-უჩა დამსვი-სიცილი ამივარდა მის ბავშვურ საქციელებზე.
-მამას პრინცესა გოგო, მა გელოდები მე შენ სულმოუთქმელად-დაიხარა და მუცელთან ჩაიმუხლა.
-იქნებ ბიჭია უჩა-გამეცინა.
-გოგოა, გული მიგრძნობს მილა-მუცელს ეფერებოდა და ისევ ტიროდა ჩუმად-მამიკოს ახდენილი ოცნება ხარ მა! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ პატარავ-ხელები მომხვია და ლიერად მაკოცა.
-მეც მიყვარხარ!
მე არ ვიცი, ალბათ მართლა დავიმსახურე, ვიფიქრე და ამივარდა ტირილი. ბედნიერებას არ ჰქონდა საზღვარი და მართლაც, რომ ეს ის მამაკაცია, რომელიც მე ცხოვრებაში მჭირდებოდა.
მე არ ვიცი, ალბათ თუ კი რაიმე სერიოზული ოცნება ჰქონდა უჩას, ეს მე და შვილი ვიყავით და ჩვენი ახდენის მერე, სრულაიდ გადმორთული იყო ჩვენზე, ადამიანი, რომელიც უზომოდ მკაცრი და ჯმუხი იყო ყველასთან და ყველაფერთან დაკავშირებით, ისე არ დაწებოდა დასაძინებლად, რომ პატარას არ გამოლაპარაკებოდა და თავს იმრთლებდა, ესმის და ხვდება ყველაფერსო, საუკეთესო და მზრუნველი ქმარია.
-პატარას სამოსი როდის უნდა ვიყიდოთ?-დილით გამოღვიძებულზე მკითხა უჩამ.
-როცა მოგვინდება, ნებისმიერ დროს შეიძლება გასვლა და ყიდვა.
-აუ, წარმოიდგინე, კაბებს რომ ჩავაცვამთ, ლამაზ გეტრებს რომ ჩაიცვამს, ბაფთებიანს და თავზე კიკინები ექნება, ეს იქნება რაღაც სასწაული-დაიხარა მუცლისკენ და როგორც ყოველთვის პატარას გამოელაპარაკა-მამიკო, შენ იქნები ყველაზე ლამაზი და საყვარელი მა.
-ასე მგონია, მე ზედმეტი ვარ თქვენ ორთან-გავიცინე და გაბრაზების ნიშნად დოინჯი შემოვირტყი.
-მამა, ჩვენს ძმაკაცობაში ჩავრთოთ დედიკო?!-გაიცინა და ამომხედა.
-ჩაგრთავთ ახლა მე თქვენ.
-ნუ ბრაზდები.
-არ ვბრაზდები-ამოვთქვი და დავაკვირდი.
-იცი რა ლამაზი ხარ, როცა იბუტები?!-მხარზე მაკოცა და ხელები მომხვია.
-არა, არ ვიცი.
-ყველაზე ლამაზი და საყვარელი ხარ პატარავ, ხასიათი რომ გემღვრევა უცებ და რომ ცდილობ არ შეიმჩნიო.
-მერე რა? ეგ ცუდია?-დავიწუწუნე და ტუჩები გავბზიკე.
-მოგაჭამ იცოდე მაგ ტუჩებს და მერე იტირებ.
-ნუ მომაჭამ შენაც, ძალაზე ხარ?-გავიცინე და ისევ გავიმეორე.
-ძალაზე მე კიარა, შენ ხარ ახლა-ცუდად ჩაეცინა და მაკოცა გაცხარებულმა.

ადგები ერთ დღეს თურმე დილით და გგონია სამსახურში მიდიხარ და არაფერი სერიოზული არ მოხდება, ადგები და არც კი იფიქრებ, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებაში, გგონია სისტემატიური და ჩვეულებრივი დღეა და თურმე სად ხარ, ის დღეა თურმე, ზუსტად გადამწყვეტი და მთავარი შენს ცხოვრებაში, ის დღეა, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება და იაზრებ, რომ არც არაფერი ყოფილა მანამდე და ახლა იწყება შენი ბედნიერების დრო.
ზუსტად ის დღე იყო ეგეთი, უჩას შეტყობინება რომ მომივიდა და მე ყურადღებაც არ გავამახვილე, თურმე მილა, სად ხარ...
ცხოვრება ლამაზია, უცნაურია და საინტერესო.
აი თურმე, როგორი ყოფილა, უჩა ვარშანიძის სამყარო.



-----

ესეც ასე, ეს ისტორიაც მივიდა დასასრულთან. relaxed
მე ამ რამოდენიმე თავში, ჩემი ცხოვრების ნაწილი გაგიზიარეთ და როცა ვიხსენებ რა როგორ იყო ბედნიერი ვარ. მე და ჩემი მეუღლე მართლაც გოგონას ველოდებით heart_eyes რასაც ოცნებობდა ის აუხდა smile
ვეცადე მაქსიმალურად დამეწერა იმაზე რაც იყო მთავარი და ეს სასიამოვნო წასაკითხი ყოფილიყო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ჩემი ცხოვრება თუ იქნებოდა "საისტორიო" relaxed
ველოდები შეფასებებსა და კომენტარებს relieved



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი საინტერესო საოცარი სასიამოვნო წასაკითხია მომეწონა საუკეთესო წყვილი საუკეთესო მეგობრებით და სიყვარულით საუკეთესო დასასრულით...ჯამთელი ბედნიერი გახარებული წარმატებული ყოფილიყავით თქვენ და თქვენი პატარა მადლობა ????????????

 


№2  offline წევრი llella

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი საინტერესო საოცარი სასიამოვნო წასაკითხია მომეწონა საუკეთესო წყვილი საუკეთესო მეგობრებით და სიყვარულით საუკეთესო დასასრულით...ჯამთელი ბედნიერი გახარებული წარმატებული ყოფილიყავით თქვენ და თქვენი პატარა მადლობა ????????????

ugrmesi madloba ????

 


№3 სტუმარი mari

ძალიან დიდი მადლიბა ამ ემოციებისთვის...????
ბედნიერი ქალი-დედა ყოფილიყავი მუდამ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცარი და სასიამოვნო ისტორიაა-თან პირადი ცხოვრება, მადლობა ზღვა ემოციებისათვის.
ძალიან ლამაზი და საოცარი დასასრულია. ბედნიერი ოჯახის მეუღლეობას, ბედნიერი შვილის ბედნიერ დედობას გისურვებ!!!!

 


№5 სტუმარი Ana-maria

მომეწონა ისტორია. კარგია როცა საყვარელ ადამიანში,მეგობრებში გიმართლებს. კარგია როცა ოჯახი მხარს გიჭერს და ყოველთვის გვერდით გყავს. წარმატებები ავტორს პირად ცხოვრებაში. მე კი დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent