ვერ დაგთმობ (თავი 3)
ჩვენი ცხოვრება არაფერია თუ არა ერთი დიდი თამაში სადაც უამრავი წინაღობის გავლა გიწევს გამარჯვებისთვის, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ბევრჯერ ვაგებთ მაგრამ თამაშს მაინც ვარგძელებთ, მოგების იმედი გვაძლიერებეს „ახლა გამოვა“ „ მოდი ამ ერთხელაც“ და ასე შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელოთ თამაში. ხანდახან ისევე როგოც თამაში ჩვენი ცხოვრებაც განახლებას საჭიროებს. ხანდახან საჭიროა ყველაფერი განაახლო მათ შორის ადამიანები რომელთა გარშემოც ხარ. უკვე მესამე ღამეა ერთი და იმავე სიზმარს ვხედავ, ახსნას ვერ ვუძებნი, ისევ იგივე ხმა რომელიც გაქცევას მთხოვს. სიზმრიდან გამოფხიზლებული სამზარეულოში ჩავედი საშინლად მშიოდა თან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მჭირდებოდა. სამზარეულოში დამხვდენ თეჯუნი და იუნჯეც. რატომღაც ჩემი დანახვის შემდეგ დიალოგი შეწყვიტეს -გავიგე ბუსანში იყავი, აბა როგორი ქალაქია -მეკითხება იუნჯე -შესანიშნავი, ორი დღე არ აღმოჩნდა საკმარისი, -მარტო წახვედი?-აგრძელებს ჩემს დაკითხვას იუნჯე -კი მარტო წავედი -ლიზა წყალს დალევ-მეუბნება თეჯუნი და ჭიქას მაწვდის , ჭიქას ვართმევ წყალს ვსვამ შემდეგ კი დაუბარს ვაგრძელებ - აქ მარტო ჩამოხვედი ხო -კი -მეგობრები ნათესაბები არავინ აქ გამოგყვნენ -სიმართლე გითხრა ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ ერთადერთი ბებია მყავდა და მანაც დამტოვა, შეიძლება ითქვას სრულიად მარტო ვარ ამ მბრუნავ დედამიწაზე - ცუდია, ოჯახის გარეშე ალბათ ძალიან გიჭირს -იცი ყოველთვის ვგრძნობ მათ არსებობას ჩემში და ვთვლი რომ მარტო არ ვარ -არც მე მყავს მშობლები, დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, ქუჩაში ვიზრდებოდი მერე დეიდა იუნამ მიპოვა და შემიფარა, მისი დამსახურებაა ცხოვრებაში რაც კი გამაჩნია-მიყვება მის შესახებ იუნჯე ეს ცოტა მაკვირვებს აქამდე საკუთარ თავზე არაფერს ამბობდა, მის მიმართ კარგი გრძნობები გამიჩნდა -ვიცი როგორია მშობლების გარეშე ცხოვრება, ბეწვის ხიდზე სიარულს გავს, შიშში ცხოვრების მსგავსია, ყოველწამს ფიქრობ რომ სადღაც დაეცემი და ვერავინ დაგიჭერს- ვამბობ და გული მიმძიმდება მათ გარეშე მართლა მასე ვარ, წინ მიმავალი ზურგს უკან ხშირად ვიხედები და მათ ვერ ვხედავ ამიტომ დღითიდღე უფრო მიპყრობს შიში -დედაჩემს გულის დაავადება ჰქონდა, გულის გადანერგვა სჭირდებოდა, მისთვის ყოველი დღე სარისკო იყო, დონორთა სიაში შეიყვანეს, მაგრამ ლოდინი დიდი ხანი მოგვიხდა, ვერღარ გაუძლო მისმა გულმა, ყველაფერი დავკარგეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მისი გულისთვის საბოლოოდ კი ჩვენი თავგანწირვა ამაო აღმოჩნდა, დედას გარდაცვალებიდან ერთ საათში მამას გარდაცვალების ამბავიც გავიგე. საავადმყოფოს სახურავიდან გადაეშვა. მარტო ვერ გაუშვა სრულიად სხვა სამყაროში დედაჩემი. -საშინელებაა რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია -შეიძლებოდა დედაჩემის გადარჩენა მას უბრალოდ გული სჭირებოდა, ისინი კი არაფერს აკეთებდნენ -ასე მარტივიც არაა ვიღაც უნდა მომკვდარიყო დედაშენს გული რომ მიეღო, ვიღაცას ეს ნებაყოფლობით უნდა გაეკეთებინა, ალბათ ბევრი იყო და არის შენი მსგავსი ბავშვის მშობლები მომლოდინეთა სიაში, მათაც შენს მსგავსად უნდათ მისმა მშობლებმა იცოცხლონ, უბრალოდ შეუძლებელია ყველას გადარჩენა -შესაძლებელია, უბრალოდ არ მოინდომეს-ამბობს იუნჯე და ხმაში ზიზღი უკრთება. ამ ამგავმა ემოციურად გამანადგურა, გული ამიჩქარდა და თავბრუსხვევა ვიგრძენი -ლიზა, კარგად ხარ, სახეზე ფერი არ გადავეს -არ ვიცი თეჯუნ-სიტყვებს ძლისვს ვამბობ შემდეგ კი სიბნელე მშთანთქავს გონს საავადმყოფოში მოვდივარ. ვხედავ როგორ ესაუბრება თეჯუნი ექიმს, მერე კი ჩემსკენ მოემართება -შემაშინე-ხმაში სითბო ეღვრება -მეც შემეშნდა, ექიმმა რა გითხრა -მითხრა რომ ემოციურის შოკის და სტრესის ბრალია ყველაფერი, დასვენება გჭირდება, საბუთებს მე მივხედავ მანამდე კი აქ დამელოდე -მადლობა თეჯუნ არვიცი ყველაფრისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო -მოგეცემა მაგის საშუალება თეჯუნი მიდის მეც ვემზადები ტელეფონის ზარის ხმა რომ სწვდება ყურებს, ნომერი არ მეცნობა, ვყოყმანობდი მეპასუხა თუ არა საბოლოოდ მაინც პასუხი ვარჩია -გისმენთ -შენი ბარგი ჩემთანაა-მეცნო იუჯინის ბოხი ბარიტონი -შეგიძლია კურიერს გამოატანო -დღეს ყველა დაკავებულია -ვიღაცას ეცლება აუცილებლად -ძალიან არ მინდა ხელი ამიცდეს და გავხსნა, -ჩემი თეთრეულის ნახვას აპირებ -ვიმედოვნებ ტოტებიანი საცვლები არ დამხვდება - ნანახით აღფრთოვანებული დარჩები -ვერაფრით გამაკვირვებ, საღამომდე თუ არ მოხვალ და წაიღებ გადავყრი-ამბობს და ყურმილს კიდებს -ხეპრე ყეყეჩი იდიოტი-ვილანძღები მშობლიურ ენაზე -წავედით ლიზა-მესმის თეჯუნის ხმა და მეც მას მივყვები -თეჯუნ მე აქ ჩამოვა- ვეუბნები იუჯინის ბინასთან ახლოს მყოფი -აქ რატომ -მინდა ფეხით გავისეირნო, უკეთ ვარ ჩემზე არ ინერვიულო -კარგი თუ რამე მოხდება შემატყობინე -კარგი- მანქანიდან ჩავდივარ და ტროტუარს მივუყვები. ვამჩნევ თეჯუნის დაკვირვებულ მზერას, რატომღაც არ მინდა რომ იუჯინის არსებობის შესახებ გაიგოს. ახლოს მდებარე პარკში შევდივარ და სიღრმეში ვუჩინარდები. ხეს ამოფარებული ვამჩნევ როგორ გადმოდის თეჯუნი მანქანიდან და პარკისკენ მოემართება, რა ხდება? ჩემზე ნერვიულობს. სიღრმისკენ მიმავალ ბილიკს მშვიდად მივუყვები უკან არც კი ვიხედები, საბოლოოდ ერთ ერთი ხის ჩრდილის ქვეშ ჩამოვჯექი თავი ფიქრს მივეცი. საბოლოოდ თეჯუნი წავიდა. ალბათ დარწმუნდა რომ კარგად ვიყავი. მეც დრო ვიხელთე და იუჯინის ბინისკენ წავედი. კართან მყოფი ვფიქრობდი ზარი დამერეკა თუ არა -დიდხანს აპირებ მანდ დგომას-მესმის ხმა კარს უკან და მალევე კარიც იღება -ახლახანს მოვედი -დარწმუნებული ვარ-ამბობს და ღიმილი ეპარება -სადაა ჩემი ბარგი? -აი იქ-მეუბნება და დივნისკენ იწვდის საჩვენებელ თითს. დივნისკენ მივდივარ უცებ რომ მაჩერებს ხელებს მუცელზე მხვევს სახეს კისერში რგავს და ზურგიდან მეხუტება -რას აკეთებ?-მთელს სხეულში ჭიანჭველებს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ თვითონაც გრძნობს -საავადმყოფოს სუნი გაქვს-ამბობს და სახეს მანჭავს -იქედან მოვდივარ -ყველაფერი რიგზეა?-მეკითხება და ჩემს საფუძვლიან შესწავლას იწყებს -კარგად ვარ უბრალოდ ემოციური სტრესის გამო გავითიშე -რატომ არ მითხარ-ბრაზი უკრთება ხმაში -ყურმილი მე მიგათიშე ალბათ- ვამბობ და თვალებს ვატრიალებ -შემდეგში შემატყობინე რამე თუ მოხდება -გათიშულიც რომ ვიყო დაგირეკავ- ვეუბნები და მეცინება -ასე მგონია ბედისწერა დამცინის -რას გულისხმობ -მაშინ შემახვედრა შენთან როცა ცხოვრებას დავნებდი, ახლა კი ვერც ცხოვრებას ვთმობ და ვერც შენ -შენგან ვერ გავიქცევი არა ?-ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები -უკვე გვიანია, შანსი ვერ გამოიყენე- ამბობს და კოცნას მპარავს. კოცნაში ვყვები, გული გამალებით მიცემს, ისე როგორც არასდროს, მის გვერდით ჩემი გული ცოცხლდება. -მე წავალ- ვეუბნები როგორც კი ჩემს ბაგეებს შორდება -მოდი რამე ფილმს ვუყუროთ-ფრთხილად მაპარებს -ფილმს მე შევარჩევ -ნება შენია- მეუბნება და ტელევიზორისკენ მიმანიშნებს -ჟანრი? -სულერთია -კარგი-პულტს ხელში ვიღებ და ფილმების შერჩევას ვიწყებ. -დარწმუნებული ხარ რომ დღეს ჩართავ რამეს-მეუბნება 20 წუთიანი ლოდინით შეწუხებული -კარგი რა ვცდილობ რამე კარგი შევარჩიო - იმედია თმაში ჭაღარა არ შემეპარება -არაფერიც-ვამბობ და შემდეგ გვერდზე გადასვლის ღილაკს ვაწვები -გაჭაღარავებასთან ერთად მგონი მხედველობაც დამაკდება და მოგიწევს მაგ ფილმის მოყოლა -ნუ დამცინი -ეს ჩართე ამას ვუყუროთ -ეს ნანახი გაქვს უეჭველი არ მინდა - ოხ ეს ქალები -არ შეგვეხო დაგწვავთ -უკვე ვიწვი -სააბაზანოში შედი ცივი წყალი გადაივლე გესიამოვნება -ვიმედოვნებ შემომიერთდები -შხაპის გელსაც წაგისმევ -ხუთ წუთში ფილმს თუ ვერ ჩართავ, მართლა მოგიწევს შხაპის გელის წასმა ჩემთვის -მოუთმენელი არსებები ხართ კაცები -მაგას რომ ამბობ სულ არ გრცხვევია -სირცხვილი რა არის? რამე საჭმელია- საჭმლის გახსენებაზე ჩემი კუჭი უცნაური ხმების გამოცემას იწყებს და მახსენდება რომ არაფერი მიჭამია -წავალ რამეს მოვამზადებ - შენ რა მომზადებაც იცი ? -კიდევ ბევრი რამ ვიცი , ვერ წარმოიდგენ როგორ გაგიმართლა -თვითკმაყოფილი ნარცისის სიტყვებია -რამეზე ალერგია ხომ არ გაქვს-მეკითხება სხვათაშორის -კი, შენს ნარცისიზმზე -ხილზე და ბოსტნეულზე ვიგულისხმე, არ მინდა ისევ ცუდად გახდე-ამბობს უკვე სამზარეულოს მაგიდასთან მყოფი -არ მაქვს ალერგია არაფერზე, ყველაფერის ჭამა შემიძლია -რას ელოდები მერე -რას გულისხმობ -უფლებას გაძლევ დამაგემოვნო-ამბობს და ღიმილი ეპარება -მასხარა-ფილმის არჩევას ათ წუთს ვანდომებ საბოლოოდ კი ისევ სამხრეთ კორეულ ფილმს ვირჩევ „The call” . სამზარეულოდან საოცარი სურნელი მოდის და მთელს სახლში იფანტება. ვეღარ ვითმენ ტელევიზორს ვშორდები და სამზარეულოში მივდივარ. ფილმებში და უმეტესს ალბათ რეალურ ცხოვრებასშიც გყავთ ნანახი სამზარეულოში მოფუსფუსე საყვარელი მამაკაცი ნანახი, ალბათ ყველას გაგჩენიათ სურვილი მისულიყავით და ზურგიდან ჩახუტებოდით, გასაკვირი არაა რომ სამზარეულოში მოფუსფუსე იუჯინის ჩახუტების სურვილი მეც გამიჩნდა. ხომ არაა გასაკვირი ? -კიდევ დიდხანს აპირებ ჩემზე დაკვირვებას- მოულოდნელობისგან ვკრთები -რას ამზადებ ? -ჯაპაჩის -უბრალოდ კვერცხი რომ შეგეწვა არა -გადი ჩემი სამზარეულოდან -კარგი რა ეგ როდის იქნება, ძალიან მშია -იცი რაც შეგიძლია გააკეთო დასანაყრებლად-ამბობს და დამეფიცება იღიმის -არ მომწონს ეგ აზრი -მარტო აზრი ? -დიახაც -ანუ მე მოგწონვარ?-მეკითხება და ჩემსკენ მოდის ნელი ნაბიჯებით -მე ეგ არ მითქვამს- შეცდომის გამოსწორებას ვცდილობ -გინდა თქვა რომ არასწორად გავიგე-უკვე ახლოს მყოფი არ მაშორებს მის სფეროებს - არც ეგ მითქვამს-საუბარს ძლივს ვახერხებ მისი დაჟინებული მზერის გამო. მზერას ტუჩებისკენ აპარებს წინ იხრება მე კი ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს, კოცნის მოლოდინში ვინაბები. -უბრალოდ აღარე რომ მოგწონვარ-ჩურჩულებს ყურთან და მშორდება -რა თქვი?-ვკადრულებ თვალების გახელას და დაბნეული გავცქერი -საჭმელი თითქმის მზადაა დაჯექი და მეც მოვალ-მიყურებს ღიმილიანი სახით და ისედაც არეულს საერთოდ მირევს აზრებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საჭმელი საოცრად კარგი იყო, რასაც ფილმზე ვერ ვიტყვი, ალბათ ორჯერ მაინც შემიწუხდა გული ფილმის ყურების დროს, იუჯინმა ორჯერ აიღო პულტი ფილმის გასათიშად მაგრამ ორივეჯერ შევაჩერე, საშინლად მაინტერესებდა ამ ორი ქალის დასასრული. -ჭკუიდან გადამიყვან გეშინია და მაინც აგრძელებ ყურებას - შიშის გამო დასასრულის ნახვაზე უარს არ ვიტყვი -თუნდაც იცოდე რომ კარგად არ დასრულდება -იცი რა არის ჩევენი ცხოვრებაც ფილმს გავს არა, არ იცი როგორი გაგრძელება გექნება , დასაწყისი არ გვახსოვს, დასასრული არ ვიცით, ყოველდღე შიშით ვცხოვრობთ, გვეშინია ცვლილებების, ახალი ადამიანების, და სიკვდილის, მაგრამ შიში ხელს ვერ გვიშლის ცხოვრება გავაგრძელოთ. თუნდაც ჩემი ცხოვრების დასასრული ვიცოდე მაინც მომინდებოდა მისი ბოლო წამამდე ნახვა. მომინდებოდა მისი შეგრძნება. შიშის გამო დასასრულამდე არ შევწყვეტდი მას. აააა ისევ ის ქალი ღმერთო მოულოდნელი იყოო-ვყვირი მოულოდნელობისგან -ზოგჯერ ტკივილი გაიძულებს დასასრულამდე ცხოვრების შეწყვეტას -იმდენად ნაღვლიანი იყო მისი ხმა იფიქრებდით სათქმელს გული ამოაყოლაო -ტკივილის ატანა შესაძლებელია -შესაძლებელია მაგრამ დიდხანს არა -ტკივილიც ნელდება საბოლოოდ -ყველა არა -ფიზიკურიც და სურიერი ტკივილიც ერთ დღეს ნელდება -ფილმს დავუბრუნდეთ ეს დიალოგი შორს წაგვიყვანს-ისეთი შეგრძნება დამრა თითქოს რათავას ბოლომდე არ ამბობდა ან ვერ ამბობდა ფილმის ყურებას გვიან მოვრჩით, სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. -მე გაგიყვან -არა, მინდა მარტო დავბრუნდე - ასე გვიან მარტო რანაირად გაგიშვა -ხუთი წლის აღარ ვარ -არადა არც დიდის ხარ -გიდა ვიჩხუბოთ -ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა -მაშინ მარტო წავალ -ამ ერთელ წავალ დათმობაზე -კიდევ ბევრ დათმობაზე მოგიწევს წასვლა-ვეუბნები ნიშნის მოგებით -ეგეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი შენს ადგილას -ჩემს ადგილას არ ხარ -სწორედ მაგიტომ არუნდა იყო თავდაჯერებული -თუ აცნობიერებ რას ამბობ -თუ დაფიქრდები შენც გააცნობიერებ. არაფერი მითქვამს ჩემი ბარგი ავიღე ტაქსი გავაჩერე და სახლისაკენ წავედი გულ აჩქარებული ალბათ დაძინებას მართლა ვერ შევძლებდი, მაგრამ მიზეზი ფილმი კი არა იუჯინია. ************************ დაგიბრუნდით ახალი თავით და ახალი ემოციებით <3 ველი თქვენს შეფასებებს. კარგსაც და ცუდსაც. მივიღებ კრიტიკასაც <3 ყველა სახის საღი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის სიყვარულით ევაკო <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.