შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაგთმობ (თავი 1)


16-06-2024, 09:44
ავტორი ეველინა
ნანახია 1 803

ყველაფერი იმით დაიწყო რომ დავიბადე ერთ საოცარ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება მსოფლიო რუკაზე თითისტოლაა, მაგრამ უდუდეს სილამაზეს სიყვარულსა და სითბოს იტოვეს. სწორედ ეს ნაზავი ქმნის ჩვენს სამშობლოს საქართველოს. ადრე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ არც თუ ისე განსაკუთრებულ დღეს ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. დღეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ბედნიერება იმაზე ახლოსაა ვიდრე შენ გგონია, დროს არ მოაქვს ბედნიერება, მას არც ლანგრით მოგართმევენ, ის ყოველთვის თან გვსდევდა, მისით არის გაჟღენთილი ყოველი კუთხე, სხეულის ყოველი უჯრედი, უბრალოდ უნდა იპოვო ძალა მის შესაგრძნობად, მერე კი უბრალოდ მასზე დამოკიდებული ხდები. ახლაც კი გავლილ ცხოვრებას რომ ვიხსენებ, არცერთი წუთით არ ვნანობ ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვგრძნობ სინანულს, რადგან მე ბედნიერი ვიყავი, მე ეს მინდოდა.
************************

მე ლიზა შენგელია ვარ 23 წლის, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი. რაც თავი მახსოვს მთელი ბავშვობა ამ ენის შესწავლას მოვუნდი და მიუხედავად მუხლჩაუხრელად შრომისა ვთვლი რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მშობლელბი პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალნენ. ჯერ მამამ დამტოვა, შემდეგ რამოდენიმე თვეში დედამ და დავრჩი ბედის ანაბარა ბებიასთან ერთად, რომელიც უკვე ღრმად მოხუცებული იყო. ბებია გახდლათ ჩემი ერთადერთი იმედის სხივი, მაგრამ ეს სხივიც დავკარგე უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ბინაში სასწრაფო რომ დამხვდა გულმა დარტყმა გამოტოვა. სამყაროში სულ მარტო დავრჩი.
16 წლის ასაკში გატაცება გამიჩნდა. ფილმებისა და სერიალების ყურება ჩემი ჰობი გახდა, უნდა ითქვას რომ თავდაპირველად მათი ყურება ინგლისურის უნარების განსავითარებლად დავიწყე და ვერც კი შევამჩნიე ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურ რუტინად და საყვარელ საქმიანობად როდის იქცა.
მახსოვს სოციალურ ქსელში სქროლვის დროს პატარა ვიდეო აღმოვაჩინე, მომეწონა სახალისო ჩანდა, როგორც შემდგომში გავიგე სერიალი ყოფილა თანაც არც მეტი არც ნაკლები კორეული. არ დაგიმალავთ დიდად არ ვწყალობდი კორეულ ფილმებსა და სერიალებს, ერთადერთი სერიალი, რომელიც კარგად მახსენდება „ჟუმონგი“ იყო. სწორედ ამ სერიალმა გადამაწყვეტინა შანსი მიმეცა მათთვის. საბოლოოდ ლეპტოპში ჩავრთე სერიალი სახელად „ლურჯი ზღვის ლეგენდა“ რასაც შემდგომ მოყვა „გობლინი“ „ჰილერი“ „ალისფერი გული“ „ჰვარანგი“ „ჩემი სიყვარული სხვა ვასკვლავიდან“ და ბევრი სხვა. ვერც კი გავაცნობიერე ისე მივეჯაჭვე კორეას, სერიალებიდან ფილმებში გადავინაცვლე, ფილმებიდან სიმღერებში თეატრიში და ბოლოს ისტორიასაც კი გავეცანი. არვიცი რატომ, მაგრამ გული სხვანაირად იწყებდა ფეთქვას როდესაც კორეის ფოტოებს ვუყურებდი. მაშინ დავისახე მიზანი კორეაში წასვლისა. 16 წლის გოგონამ კორეა ჩემს მეორე სამშობლოდ ვაქციე და ინგლისურ ენასთან ერთად მისი შესწავლაც დავიწყე. თავდაპირველად სირთულეებს შევეჩეხე, კორეული ჩემთვის აქამდე ნაცნობ არცერთ ენას არ ჰგავდა. არაფორმალური ფორმალური და ზეფორმალური სიტყვათა წყობა მაღიზიანებდა, მაგრამ სირთულეები მხოლოდ მაძლიერებდა. 22 წლისამ უკვე საკმაოდ კარგად ვიცოდი როგორც კორეული ასევე ინგლისური.
კორეაში წასვლაზე 18 წლის რომ გავხვდი მაშინ ამეკვიატა ფიქრი, ნახევარ განაკვეთზე სამსახური დავიწყე. ფინანსების უქონლობა მიშლიდა ხელს ჩემი გეგმის განხორციელებაში. მეორეს მხრივ კი ბებიას ვერ ვტოვებდი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ქვეყანაში აღარაფერი მაკავებდა. 23 წლისამ გავაცნობიერე რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობით კორეში ცხოვრებას ვერ შევძლებდი ამიტომ მხოლოდ სამი თვით გადავწყვიტე წასვლა. ყველაფერი გავთვალე საბუთებს თავი მოვუყარე, სასტუმროები სეულში ძალიან ძვირი აღმოჩნდა ამიტომ საოჯახო სასტუმროების ძიება დავიწყე, მალევე აღმოვაჩინე სეულთან ახლოს სასტუმრო. რომლის დაჯავშნა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლებოდა
15 მაისის დილა თენდებოდა მე უკვე აეროპორტში ვიჯექი და ერთი სული მქონდა როდის გადავეშვებოდი ახალ სამყაროში და ახალ თავგადასავლებში. აეროპორტში სულ მარტო ვიდექი არავინ მაცილებდა, მაგრამ მაინც თავს მშვიდად ვგრძნობდი. უცნაირი სიმშვიდეე შეეპარა ჩემს სულს და შიგ გაზაფხულზე მოფრენილი მერცხალივით ბუდე აიშენა.
კორეამდე პირდაპირი რეისები არ იყო თბილისიდან ამიტომ თურქეთში გადაჯდომა მოგვიხდა, მგზავრობისას ჩამეძინა, გონს რომ მოვედი თვითმფრინავი უკვე მიწაზე დაშვებულიყო და მგზავრები ჩადიოდნენ. სეულის აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსს გავყევი. მძღოლს მისამართი ვუკარნახე და მანქნის საქარე მინას ავეკარი. გადაწყვეტილი მქონდა ყველაფრის ნახვა.
სასტუმროს მეპატრონე ძალიან კარგად შემხვდა, იცით სტუმრის დახვედრა ისევე იციან როგორც ჩვენთან საქართველოში. ჩემი ოთახი მაჩვენეს და განმარტოების საშუალება მომცეს, საღამოს კი ვახშამზე მიმიპატიჟეს. გამიმართლა. შხაპი მივიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლისკენ მივაშურე. თვითმფრინავში ძილის მიუხედავად საკმაოდ დაღლილი ვიყავი. მაღვიძარა დავაყენე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. 12 წლის შემდეგ პირველად დედაჩემი დამესიზმრა, სევდანარევი ღიმილით მიყურებდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, გული შემეკუმშა, მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი და მთელი ძალით ჩავხუტებოდის მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა მაკავებდა... საბოლოოდ ზურგი მაქცია და ბნელს შეერია. ვეძახდი მაგრამ არ მიგონებდა ბოლოს ყვირილზე გადავედი ისევ ამაოდ
-ქალბატონო გაიღვიძეთ-ჩამესმის ხმა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ მე ჯერ კიდევ დედჩემს დავეძებ ეგებ სადმე მოვკრა თვალი
-ყველაფერი კარგადაა, მე თქვენთან ვარ, დამშვიდიით და გონს მოდით-გონებამდე აღწევს აქამდე უცნობი მაგრამ მშიდი ხმა, წამით ვმშვიდდები, ვგრძნობ როგორ მხვევს ცალ ხელს წელზე და მისკენ მიზიდავს, მეორე ხელით თმაზე მეფერება, მკლავებში მოქცეულს მესმის მისი გულის ცემაც. საბოლოოდ ვკადრულობ სიზმრიდან გამოვიძებას და ზევით ვიხედები საიდანაც ორი შეკრული კოპი მიყურებს
-სანამ რამეს გაიფიქრებთ ნება მომეცით აგისხნათ-ამბობს როგორც კი ჩემს დაბნეულ მზერას ხედავს და ხელს მიშვებს
-რა მოხდა-ძლივს ვიღებ ხმას
-პირველ რიგში მე იუნჯე ვარ, თეჯუნის სანახავად მოვედი, მის ოთახში მივდიდოდი ყვირილის ხმა რომ გავიგე. კარი ღია იყო და ამიტომ შემოვედი, მივხვდი რომ ცუდ სიზმარს ხედავდით და ჩარევა გადვწყვიტე, თქვენი გამოფხიზლება ვერ შევძელი ამიტომ დამშვიდება ვცადე-ამბობს და უხერხულად იცინის
-მადლობა. არაუშავს, სხვათაშორის საკმაოდ კარგად საუბრობთ ინგლისურად ცოტა არ იყოს მიკვირს,
-რა გიკვირთ
-გამიგია რომ კორეელთა უმეტესობამ ინგლისური არიცის,
-ეგ ადრე იყო, ახლა ყველამ თუ არა ნახევარმა კორეამ მაინც იცის ინგლისური
-გაგონილს ნანახი სჯობია
-იუნჯე სად წახვედი?- გარედან გაისმა ხმა სავარაუდიდ თეჯუნის
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ,
-ნახვამდის.
სააბაზანოში შევედი სახე დავიბანე თავი მოვიწესრიგე და ქვევით ჩასვლა გადავწტვიტე, ჩემი მხრიდან უზრდელობა იქნებოდა დიასახლისის შემოთავაზებაზე უარის თქმა თანაც ძალიან მშიოდა, დაბლა ჩასულს მაგიდა სავსე დამხვდა თვაი მოვკარი იუნჯესაც.
-მოდი შვილო დაგვეწვიე-მეპატიჟება დიასახლისი
-ყველაფერი ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება თქვენს მიპატიჟებაზე უარის თქმა არ შემიძლია-ვავლენ ჩემი კორეული ენიც ცოდნის დონეს და მაგიდას ვუერთდები
-კორეული იცი?-მეკითხება ჩემს პირდაპირ მჯდომი ახალგაზრდა სავარაუდოდ თეჯუნი
-ჯერ კიდევ ვსწავლობ
-მაგრად გამოგდის. მე პაკ თეჯუნი ვარ შეგიძლია თეჯუნი დამიძახო. ეს ჩემი მეგობარია კიმ იუნჯე ის ასევე...
-უკვე იცის-წინადადების დასრულებას არ აცდის თეჯუნს
-სასიამოვნოა შენი გაცნომა მე ლიზა ვარ
-ლისა? ბლექფინქის ლისას მსგავსად
-ლიზა და არა ლისა-ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ათ წუთიანი წვალების შემდეგ ძლივს მოახერხეს ჩემი სახელის სწორად წარმოთმა
-აქ რამდენი ხნით რჩებით?
-სამი თვით, სანამ წავალ მინდა ყველაფრი მოვინახულო, სამწუხაროა რომ აქ არავის ვიცნობ ისეთს ვისთან ერთადაც ყველაფერს მოვინახულებდი
-თეჯუნ შენ ხომ შვებულება გაქვს, იქნებ დაათვალიერებინო ქალაქი რაღაცეები აუხსნა მერე კი თავადაც გაერკკვევა
-შვებულებაში? მოიცა მუშაობთ ?
-კი ვმუშაობთ
-რამდენი წლისები ხართ თუ საიდუმლო არაა?
-29-მპასუხობს ორივე ერთხმად
-სტუდენტები მეგონეთ
-ეგ არაფერი. ანუ გინდა სეული შემოიარო, საქმე მაინც არ მქონდა გაჩვენებ ყველაფრს
-მადობა თეჯუნ.
ვახშამმა იდეალურად ჩაიარა გავიცანი დეიდა იუნა რომელმაც საოცარი პირველი შთაბეჭდილება დამიტოვა მისი მეუღე ბატონი ვუბინი. ზუსტად ისეთი ოჯახი აღმოჩნდა რომელზედაც ხშირად მიოცნებია ღამღამობით ცაში ვარსკვლავებზე შემყურეს.
კორეაში ყოფნისან ერთი თვის თავზე იმდენად შევეჩვიე ყველაფერს რომ თავს როგორც ადგილობრივს ისე წარმოვიდგენდი. ხანდახან მავიწყდებოდა ფაქტი, რომ მალე სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. საოცარი აღმოჩნდა კორეა ყველაფერი მოვინახულე რისი მონახულებქც შესაძლებელი იყო. ვისმენდი რა თეჯუნის წუწუნს დავიღალე ფეხით სიარულით მანქანით წავიდეთო, სურვილი მიჩნდბოდა გამელახა, მაგრამ არ შემეძლო მომერეოდა. თეჯუნი ტაიკვანდოს ოსტატი აღმონდა და რამოდენიმე ილეთი მეც მასწავლა. იუნჯეს შესახებ კი ვერაფერს გეტყვით როგორც კი თეჯუნი რამის სათქმელად პირს გააღებს მაშინცე აწყვეტინებს საუბარს და თემას ცვლის. მიუხედავად იმისა რომ ერთი თვეა თითქმის ყოველ დღე ვხედავ ის ჩემთვის მართლაც ამოუხსნელია.
-ლიზა გცალია დღეს საღამოს კლუბში წავიდეთ-ოთახში დაუკაკუნებლად აჭრის თეჯუნი-ისე გცალია რასუნდა აკეთებდე აქ არავის იცნობ არ მუშაობ არავინ არ გყავს ჩემს გარდა მეც რომ არ გყავდე რა გეშველება
-იდიოტო-ბალიშს ვიღებ და მისიმიმართულებით ვისვრი
-მემგონი მიზანში სროლაც უნდა გასწავლოთ-მეუბნება და მისგან ორ მეტრში დავარდნილ ბალიშს უყურებს
-არ მითხრა ეგეც ვიციო
-მე არა იუნჯემ იცის-ამბოს და თვალები მიფართოვდება-წამოხვალ საღამოს
-რა თქმა უნდა
-მაშინ მოემზადე.
შეიძლება ითქვას გადავქექე მთელი გარდერობი და ვერცერთი ისეთი კაბა ვერ ვიპოვე რომელსაც ჩავიცვამდი, გული დამწტდა. ისევ ჯინსის შარვალი და ტოპი შევარჩიე, სადა მაკიაში გავიკეთე თმები გავიშალე და ბიჭემის მოლოდინის რეჟიმში გადავედი. კიდევ ერთი ფაქტი კორეაში ბიჭებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ მოსამზადებლად ვიდრე გოგონებს, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ იკადრა თეჯუნმა გამოსვლა.
-აბა წავედით
-თეჯუნ რაიმე წვეულებაზე მივდივართ
-არა კლუბში მივდივართთქო ხომ გითხარი
-მაშინ ასე სადღესასწაულოდ რატომ გამოეწყე
-მერე აგიხსნი, წავედით-ხელს მკიდებს და გარეთ გავყავარ სადაც იუნჯე გველოდება თურმე მანქანით, ნახევარ საათში უკვე კლუბში ვიყავით სადაც საოცრად ბევრი ხალხი იყო.
ბართან დავიჭირე ადგილი და ნეგრონი შევუკვეთე
-ძალიან ძლიერია, გათიშვას აპირებთ?-მეკითხება ბარმენი
-არ მაწყებდა-ვამბობ და უკვე ჩემს წინ მდგარ ჭიქას ხელებში ვიქცევ
-ლიზა შემოგვიერთდი-მეძახის თეჯუნი მეც დასალევ ერთი ყლუპით ვისხამ ყელში და მათკენ მივდივარ. მუსიკას ვაყოლებ სხეულს, სხეულში სითბო მეღვრება, სასმელი მოქმედებას იწყებს.
ვერ გეტყვით საბოლოოდ რამდენი დავლიე მაგრამ ის კი მახსოვს რომ საშინლად მთვრალი ბარის კუთხეში ვიჯექი, ბოლოს ვიკადრე ფეხზე წამოდგომა და ბიჭების მოძებნა. წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი გზას, რომ არა ვიღაც უცნობი ალბათ უკვე იატაკზე ვიქნებოდი ჩახუტებული და ჩემი იქედან აფხეკა მოუწევდათ. ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოთავსებული და ისე ვაგრძელებდით გზას, საშინლად მიხურდა ის ადგილი სადაც ხელი ჰქონდა და მაშინ ეს სასმელს დავაბრალე.
-ამდენი არ უნდა დაგელიათ-იღებს ბოლოს ხმას და ახლაღა ვაკვირდები მისთვის უჩვეულო ბოხ ბარიტონს
-შენ რა დედაჩემი ხარ?-ვპასუხობ მის ინგლისურს ჩემი კორეულით რასაც გაოცება მოყვება
-ფაქტია ფეხზე ძლივს დგახარ
-დახმარება არ მითხოვია-ვამბობ და მის ხელს ვიშორებ წელიდან-ჩემითაც შემიძლია.- ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა ლამის ისევ იატაკს ავეწებე
-შენ არა შენი თვალები ითხოვენ-ამბობს და კმაყოფილი სახით დამყურებს მის მკლავებში მყოფს, სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს.
-იმედია არ ფიქრობთ რომ რადგან მთვრალი ვარ თავის დაცვა არ შემიძლია
-ეგ არც მიფიქრია მაგას შენ ფიქრობ-სახეზე ცივი ჰაერი ვიგრძენი და მივხვდი რომ გარეთ ვიყავი უკვე
-სად მიგყავარ-ვეკითხები უკვე შემკრთალი
-სახლში წაგიყვან- მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს
- მართლა-მახარებს ეგ ფაქტი და მანქანაში დაუფიქრებლად ვჯდები უკან ვიხედები და უკანა სავარძელზე მყოფ ახალგაზრდა გოგონას ვხედავ
-მისამართი მითხარი აბა-მეკითხება უკვე საჭესთან მყოფი
-შენ რა გამტაცებელი ხარ და ახალგაზრდა გოგონებს იტაცებ მერე კი კლავ-ვეკითხები შიშნარევი ხმით
-ძალიან ბევრ ფილმებს უყურებ ხომ
-შენ საიდან იცი ჩემზე ინფორმაციას აგროვებდი-სადაცაა კანკალს დავიწყებდი
-მთვრალი ხარ და არ იცი რას ამბობ
-იცოდე ჩემს გატაცებას და გამოსასყიდის მოთხოვნას თუ აპირებ სულ ტყუილად არავინ მყავს, ფულს ვერ მიიღებ, ის გოგონა მაინც გაუშვი ძალიან ახალგაზრდაა-ვბუტბუტებ ჩემთვის
-არა ორივეს გიტაცებთ ასეთია გეგმა
-იცოდე ვიყვირებ
-მომისმინეთ ქალბატონო ის პატარა გოგონა როგორც თქვენ უწოდებთ ჩემი უმცროსი დაა რომელიც იმდენად გამოთვრა რომ გაითიშა და მის წასაყვანად მოვედი. არც თქვენ ხართ მასზე უკეთეს დღეში ამიტომ დახმარებას ვცდილობ და სანამ ჩემში ადამიანურ მხარეს ჯერ კიდევ ღვიძავს მისამართი მიკარნახე სად ცხოვრობ
-ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #X- ინსტიქტურად ვპასუხობ და ვხედავ მის ატრიალებულ თვალებს ვაკვირდები საჭეს როგორ უჭერს ხელებს და ვხვდები რომ მის ნერვებზე ვმოქმედებ
-შეგიძლია რეალური მისამართი მითხრა
-დედამ მითხრა უცნობებს მისამართი არ უთხრაო
-ახლა აქ დედაშენი არ არის და ვერაფერს გაიგებს
-დედაჩემი სულ ჩემს გვერდითაა-ვამბობ და გაბუტული ბავშვივით ტუჩებს ვბრიცავ
-რა დავაშავე-ამბობს და მანაქანს წყვეტს ადგილიდან
-სად მიგყავარ
-ნაგავსაყრელზე უნდა გადაგაგდოთ ორივე
-იქ ძალიან ბნელა და თან საშიშია
-შენ რა იცი როგორია ნაგავსაყრელი
-ერთხელ ბებიაჩემმა საყვარელი სათამაშო გადამიგდო რადგან ძალიან გაცვეთილი იყო. მე არ მინდოდა მისი დაკარგვა ნაგვის მანქანას გავყევი და იქ ამოვყავი თავი ბევრი ძებნის მიუხედავად მაინც ვერ ვიპოვე ამასობაშ დაღამდა ძალიან შემეშინდა, ისევ ბებიამ მიპოვა, დასვრილი სახე მოთხაპნული-მაგ დღეს მომხვდა კიდეც მისგან-ვამბობ და მეღიმება. გზას ვუყურებდი და ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი საბოლოოდ მაინც ჩამეძინა. ძილბურანში მყოფს ჯერ კიდევ მესმოდა მისი სიტყვები მაგრამ პასუხის გაცემა აღარ შემეძლო.
საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. თვალებს ვახელ და მახარებს ის ფაქტი რომ სანაგვეზე კი არა რბილ საწოლში ვწევარ. გვერდით ვიხედები და საკმაოდ განიერ მხრებს ვეჩეხები. ახლაღა ვიკადრე გამოფხიზლება. საბანს ვწევს და ტანსაცმელს რომ ვხედავ ვმშვიდდები
-ტანსაცმელი რომ გაცვია იმას არ ნიშნავს რომ არაფერი მომხდარა-მესმის ბოხი ბარიტონი
-უზრდელი ტუტუცი და ხეპრე ხარ-ვამბობ და ელვის სისწრაფით ვდგები საწოლიდან
-მთელი ღამე მეკვროდი და დარჩენას მთხოვდი და ახლა უზრდელი ვარ
-იტყუები
-ცრემლებსაც კი გწმენდდი იმდენი იტირე მაისურიც კი დამისვარე
-შუძლებელია-ვამბობ და მახსენდება იუნჯეს გაცნობა
- შეგიძლია არ დაიჯერო, მოვწესრიგებდი და სახლში წაგიყვან იმედია ახლა მაინც მეტყვი მისამართს
-არა არ შეწუხდე, ჩემითაც წავალ. მადლობა რომ გარეთ არ დამტოვე და ასე დამეხმარე, იმედი მაქვს ერთმანეთს აღარასდროს ვნახავთ-ჩემს ნივთებს ვიღებ და ოთახიდან რაც შეიძლება სწრაფად გავდივარ
-იმედის იმედად დარჩენა საშინელი გადაწყეტილებაა-მესმის უკვე კართან მყოფს მისი ხმა. მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი დამეფიცება იღიმოდა ასე ვგრძნობდი.

*******************
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით ამჯერად სრულიად განსხვავებულით. წერა რომ დავიწყე არ ვიციდი რა გამომივიდოდა. ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა. იმედია მოგეწონებათ <3 <3 ველი თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი მია 15

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარია

ეს სერიალები არ ვიცი , მაგრამ კორეული ,, თაგვი” თუ არ გინახავს, სიამოვნება წინ გქონია! წარმატებები.

 


№3  offline წევრი ეველინა

მია 15
ძალიან კარგი ისტორია მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

მიხარია რომ მოგწონს ძალიან დიდი მადლობა მალე ავტვირთავ ახალ თავს <3 <3

სტუმარი მარია
ეს სერიალები არ ვიცი , მაგრამ კორეული ,, თაგვი” თუ არ გინახავს, სიამოვნება წინ გქონია! წარმატებები.

მეც არ ვიცი ეს სერიალები, არცერთი არ მინახავს <3 <3 ჩემი ნათლულის ინტერპრეტაციით ვწერ <3 <3 კორეაზე განგნამსთაილის გარდა არაფერი ვიცი <3 <3 მადლობა და წარმატებები შენც

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები ახალ თავს

 


№5 სტუმარი ნესტან

გააგრძელე რაღაც უცხოა სასიამოვნო წასაკითხია საინტერესო მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№6  offline წევრი ეველინა

სტუმარი ანა
ველოდები ახალ თავს

ახლახანს ავტვირთე და საიტზე როდისთვის დაიდება ვერ გეტყვით

ნესტან
გააგრძელე რაღაც უცხოა სასიამოვნო წასაკითხია საინტერესო მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 ახლახანს ავტვირთე ახალი თავი
იმედია მოგეწონებათ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent