შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ აქ (თავი 3)


17-07-2024, 23:51
ავტორი შემოდგომა
ნანახია 702

3
-წავიდეთ?
-თუ მოიწყინე წავიდეთ
-არა, უბრალოდ ცოტა შემცივდა, ფეხსაცმელების დატოვებას ვნანობ კიდეც, ფეხის თითები გამეყინა.-ჩემს ტერფს ორი თითი დაადო და ტემპერატურა გადაამოწმა, მის შეხებაზე სასიამოვნოდ გადაიარა ტალღამ ჩემს სხეულში, შარვლის უკანა ჯიბიდან წინდა ამოიღო და გამომიწოდა
-შენ რა მანიაკი ხარ? არარსებობს
- მანქანაში მქონდა, დღეს ვიყიდე, ხომ იცი ახალი ჩამოსული ვარ და ნელ-ნელა ვცდილობ საჭირო ნივთების შეძენას
-რეალური მიზეზი გეთქვა ან სანამ შემომთავაზებდი გონებაში გევარჯიშა
- კარგი ხო, წინდები მართლა მანქანაში მქონდა, მაგრამ ფეხსაცმელების დატოვების დროს წინდებიც საგულდაგულოდ რომ გადაკეცე და გვერდით მიუწყვე, მაშინ წამოვიღე .-არც კი დალოდებია როდის გამოვართმევდი, ჩემს ფეხთან დაიხარა და მარჯვენა ტერფი მის მუხლზე მოათავსა, მშვიდად გაწმინდა მტვრისგან და წინდა მომარგო , როცა დაასრულა წამოდგა და დამაკვირდა, თითქოს ჩემს თვალებში რაიმეს ამოკითხვა სცადა
-არ მეტყვი სასწავლებლად ასე შორს რატომ წამოხვედი?
-კარგი რაა, ისევ ამ თემას ვუბრუნდებით?
-როგორც ჩანს
-წავიდეთ და გზაში მოგიყვები.-მივუყვებოდით სანაპიროს იმ მხარეს სადაც მანქანა გვეგულებოდა , სიჩუმე გავარღვიე და ვეცადე კითხვაზე პასუხი ამომწურავად გამეცა, რადგან შემდეგში იგივე საკითხს არ ჩაძიებოდა…
-შეყვარებული მყავდა, მეცხრე კლასიდან ვიყავით ერთად , უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე, მესამე კურსზე გადავდიოდით როდესაც ჩემს დაქალთან მიღალატა, ან მანამდეც მღალატობდა და მე გავიგე გვიან , მობილობა გავაკეთე და აქ, ლინცის სამხატვრო აკადემიაში დავიწყე სწავლა .-ყველაფერი ისე ჩამოვურაკრაკე სუნთქვაც არ ამიღია, გულის ცემა გამიხშირდა ,თუმცა არა მოყოლის ტემპის გამო, არამედ იმ ამბის გახსენების გამო, აქამდე თავს ვიტანჯავდი, მაგრამ ახლა როცა ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, საყვარელი ადამიანები სულელად რომ მთვლიდნენ და ამასთანავე უფლება მივეცი მათ, ასე დავემცირებინე, ნუთუ ასეთი უმწეო და ზედმეტად გულუბრყვილო ვიყავი, სხვაში ცუდის დანახვის მცდელობა არასდროს რომ მქონია.
-სულელი ყოფილა, არ მესმის ცხოვრებამ ასეთი ლამაზი ქალბატონი გარგუნოს ბედად, შენ კი ადგე და უფლება მისცე წავიდეს
-ასე გამოვიდა , მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, არ ვფიქრობ მასზე, ბედნიერი ვარ და…
-არ დაასრულო, ერთ ფაქტს გეტყვი ჩემზე, ტყულები არ მიყვარს, მაგრამ ის უფრო მეტად, როცა ადამიანს სტკივა და ცდილობს თავი ისე წარმოადგინოს, ამაყად და მედიდურად გამოგიცხადოს იდეალურად ვარო,თითქოს ნაწილებად არ დაშალეს მისი გული, შემდეგ სული და ბოლოს ცხოვრება
-მტკივა.-მხოლოდ ესღა ვუპასუხე, მისი სიტყვების შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა
-არ გინდა, მის გამო ნამდვილად არ ღირს , მოდი ჩემთან .-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლი შემიმშრალა, მის მკერდთან ვიყავი მიხუტებული და მისი გულის გახშირებულ ფეთქვას ვგრძნობდი , მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე რამდენად მაღალი იყო, ცხვირს სასიამოვნოდ მიწვავდა მისი გრილი სუნამოს სურნელი,რომელიც ლიმონისა და სხვა ციტრუსოვანი ხილით იყო გაჟღენთილი.
მანქანის კარი გამიღო
-ხომ დაგპირდი შემდეგში გაგიღებ მეთქი.ჩემს სახეზე ღიმილს ყოველთვის ახერხებდა
-სახლის მისამართს მეტყვი თუ ჯერ კიდევ არ მენდობი ასე?
- თაუბენზე ჩამოვალ,იქიდან ფეხით წავალ, ვიწრო გზა არის და მანქანის სავალი არაა.

შემდეგ უკვე დანიშნულების ადგილამდე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია …სიჩუმეს ძლივს შესამჩნევ ხმაზე ჩართული დებიუსის მთვარის შუქი არღვევდა , მელოდიამ მთლიანად მოიცვა ჩემი გონება,
ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამეძინა …


დილით ომლეტის სასიამოვნო, გემრიელ სუნზე გამოვფხიზლდი
ადგილი არ მეცნო, არც საწოლი, არც კედლები რომელიც სურათებით იყო გადატვირთული.
გულანთებული წამოვფრინდი საწოლიდან , ტანსაცმელი მეცვა, რამაც ცოტა დამამშვიდა .
საძინებლიდან გავედი, ვიწრო დერეფანში არაფერი იყო პატარა კიბის გარდა რომელიც ქვემოთ ჩადიოდა
სამზარეულოსთან ალექსი იდგა, მხოლოდ ქვედა სპორტულ შარვალში გამოწყობილი
-აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?
-გეძინა ხომ ხედავ
-მაგას ისედაც ვხვდები, აქ რატომ მეძინა?
-დამშვიდდი, თაუბენზე როცა მივედით რამდენჯერმე ფრთხილად ვცადე შენი გაღვიძება მაგრამ ღრმად გეძინა, ავდექი და ჩემთან წამოგიყვანე, ტახტზე მეძინა პატარავ
- მე შენი პაარა არავარ!
-მაგას ჩემითაც მივხვდებოდი როგორმე ,მოდი ისაუზმე, გემრიელად ვამზადებ რომ იცოდე.-ცხვირი ავიბზუე, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი, პირველივე შეხვედრისას მის ოთახში რომ ამოვყავი თავი, მაგრამ ჯანდაბა, საჭმელს მართლა კარგი არომატი ჰქონდა, მე კი ნამდვილად მშიოდა
-დღეს ლექცია არ გაქვს?
-კი, მქონდა, რვაზე.-შევუბღვირე
-მაპატიე, თავიდანვე გამოცდის მოწყობა რომ არ გადაგეწყვიტა და გეთქვა , ახლა მეცოდინებოდა , გაგაღვიძებდი, მაგრამ შენ სასტიკი განაჩენი გამომიტანე
-რადგან სიმპათიური ხარ მაშინვე უნდა მეთქვა ყველაფერი ჩემს შესახებ?
-ანუ თვლი რომ სიმპათიური ვარ, -სახე გაენაბა და ინტერესით მომაშტერდა
-თუ ჭამას მორჩი , შენის ნებართვით მე წავალ უკვე
- ასე მალე? ლექცია ხომ აღარ გაქვს?
- ლექცია შეიძლება არა მაგრამ სახლი მაქვს
-ყოველთვის ნუ ცდილობ წამკბინო
-არ ვცდილობ
-სახლში გაგიყვანო?
-არა, ჩემით წავალ
-ზრდილობის გამო გითხარი, კითხვა არ ყოფილა.-წამოდგა და გასაღები მოიმარჯვა , კარი გააღო და ხელით მანიშნა გავედითო
-ასე წამოხვალ?
-როგორ ასე
თვალით ზედა ტანისკენ მივუთითე
-მაპატიე, სახლში მუდამ ასე დავდივარ, ჭამის დროს უნდა ჩამეცვა
-არაუშავს , ახლა ჩაიცვი, თორემ შეიძლება ავარია გამოიწვიო
-აი ხომ ხედავ , მაგით კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს რომ სიმპათიური ვარ…საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და მანქანისკენ წავედი.

შემდეგი შეხვედრის დღე და თარიღი არ შეგვითანხმებია, კვირის ბოლომდე არც ალექსი გამოჩენილა და არც მე მიცდია დაკონტაქტება, ისიც საკმარისი იყო რამდენიმე დღის გაცნობილ ბიჭს მთელი ჩემი სასიყვარულო ამბები რომ ჩამოვურაკრაკე და საბოლოოდ მისი საძინებლის მითვისებით დავასრულე.

მთელი კვირა ზუსტად ისეთი მიმდევრობით მიდიოდა როგორც მანამდე, ვესაუბრებოდი თიკას, დედას, დავდიოდი ლექციებზე და რამდენიმეჯერ კაფეშიც გავიარე…არც იქ მოსულა…

ოქტომბერი იწურებოდა,როდესაც ჩემს კედელზე გაკრულ თაბახის ფურცელს წინ ავესვეტე და მარკერით საგულდაგულოდ გადავხაზე კიდევ ერთი თარიღი…
ახალ წლოამდე ცოტა დრო რჩებოდა, თიკას ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდი.

***
-ალექს, მამაშენი ისევ არ ეშვება თავისას,აქ ცუდი სიტუაციაა,დედაშენი შემხვდა უბანში , ალექსს დაურეკე და უთხარი არ გამოჩნდეს, სამშობლოში დაბრუნება არ მოუნდესო.
-მაგ კაცმა უკვე ტვინი მოტ*ნა. მაკა მეცოდება, არ დაასრულებს კარგად და მაკა გადაყვება ნერვიულობას
-მაკას მივაქცევ ყურადღებას შე*ემა
-ვიცი ,ძმა ხარ



ნუგზარი ჯერ კიდევ მაშინ გაერია საქმეში რაიონის მაჟორიტარად რომ იყარა კენჭი…
ალექსი სასწავლებლად ამიტომ გადაიხვეწა საზღვარგარეთ და ცხოვრებაც სამშობლოსგან შორს გააგრძელა.
არ იკმარა ნუგზარმა მაჟორიტარობა, რამდენიმე მილიონიც მიითვისა ბიუჯეტიდან და საკუთარი პარტია შექმნა… პრობლემები ჰქონდა მთელს ოჯახს, მაგრამ ისე იყო დაბრმავებული ახალგაზრდა კაცი, რომ მთელი სიშმაგით ეშვებოდა მორევში და საკუთარ თავს კარგავდა, საბოლოოდ სახეშეცვლილმა, სრულიად უგრძნობმა,ფულზე გაავებულმა კაცმა აფხაზეთში გადაინაცვლა და ბავშვობის მეგობართან ერთად დაიწყო კერძო ბიზნესი… თუმცა არასდროს გამხდარა ცნობილი მისი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ …
ნუგზარი და ბორია ბოლო წლების განმავლობაში ხშირად იყვნენ მითქმა - მოთქმის ობიექტები, თუმცა რა თქმა უნდა ეს მათ ვერ შეაჩერებდა.

ალექსი ბავშვობიდან ნიჭიერი და კარგად აღზრდილი ბიჭი იყო, მიუხედავად ბევრი მცდელობისა ის მუდამ მაჟორიტარის შვილის სტატუსით მოიხსენიებოდა, როცა წამოიზარდა და ასაკი მოუვიდა თავმომწონეობისა და ყმაწვილობის, ხშირად ხდებოდა მამამისის გავლენის მსხვერპლი და მუდამ ეჯახებოდა გალავანს, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა, ყველაფერს შეძლებ,შენ ხომ ნუგზარის ერთადერთი ვაჟი ხარ…
სხვა გზა რომ არ დარჩა ადგა და კანადაში გადავიდა, იქ მამამისის სახელს არ გაუკვალავს გზა ვაჟისთვის და უფლება მისცა შეეგრძნო რას ნიშნავს იყო წარმატებული, დამოუკიდებელი , საკუთარი თავის იმედად მყოფი ახალგაზრდა…
ალექსის ცხოვრებაც არეული იყო, მიუხედავად მისი ოჯახის სტატუსისა და ფინანსების, მას არ ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა…
ხშირად უფიქრია , მამამისი უბრალო გლეხი რომ ყოფილიყო და თავი ისე ერჩინა როგორც სხვებს, საღამოობით მხოლოდ პურითა და რამდენიმე პროდუქტით დაბრუნებულიყო, რასაც დედა ჩამოუწერდა ვახშმისთვის, თუნდაც დასვრილი ხელები ჰქონოდა, ის იქნებოდა ბედნიერი და ეყოლებოდა მამა,რომელიც იზრუნებდა ოჯახზე, ცოლსა და ბიჭუნაზე,რომლებიც არ დააკვირდებოდნენ მისი საფულის სისქეს და ყოველ საღამოს ერთნაირი შემართებითა და უფრო მეტად გაძლიერებული სიყვარულით დაუცდიდნენ…
მაგრამ ალექსი მხოლოდ ფიქრობდა… ფრთებშესხმული იყო მისი ეს ფიქრი…

ამდენი წლის შემდეგ , როცა ავსტრიაში უბრალოდ მეგობარს ჩამოყვა საქმის მოსაგვარებლად, მაგრამ მარიამი დაინახა, გადაწყვიტა კანადური ცხოვრებაც გვერდით გადაედო, რომელიც არც იყო მნიშვნელოვანი, რადგან იქ არავინ ელოდა ისე , როგორც საყვარელი ქალი დაგელოდება ყოველ საღამოს, ისე როგორც მამამისს უნდა დალოდებოდა დედამისი…
გაყიდა სახლი, აიღო მთელი სხვა დანაზოგი და ლინცის მკვიდრი გახდა, იქამდე სანამ მარიამი იცხოვრებდა და გაიზიარებდა საერთო ჰაერს…
მისთვის ამჯერად ესეც საკმარისი იყო…


***
იდგა კაფის კარებთან და აკვირდებოდა გოგონას, რომელიც კვლავ იგივე მაგიდის კიდეში იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა, ის ისეთი უბრალო იყო , სპორტული ტანსაცმლითა და აკოსილი , ხორბლისფერი თმით, გოგონა რომელიც ისევე ებრძოდა ცხოვრებას , როგორც ალექსი წლების განმავლობაში…
მათ არ ჰქონდათ ამ ეტაპზე საკუთარი ქვეყანა, ოჯახი, სახლი, ყოველ ღამით საკუთარ თავთან რჩებოდნენ და სრულიად მარტოები იძინებდნენ…
იდგა და უყურებდა გოგონას რომელიც მისი სახლი უნდა გამხდარიყო, მისი ოჯახი, თავშესაფარი, მესაიდუმლე, ფსიქოლოგი, საყვარელი ქალი და იმედი…
აღარ უნდა დაეშვა იგივე შეცდომა , არცერთი წამით არ უნდა გაებედა, მოქცეულიყო მას ისე როგორც მოექცნენ, ან გააღმერთებდა და ყველაფერს მისცემდა, ამოუვსებდა იმ ბზარებს რაც გულში ჰქონდა, ან სამუდამოდ გამოიკეტებოდა მის კედლებში…

***
-შეიძლება ? -თვალით ცარიელ სკამზე მანიშნა
- რა თქმა უნდა .-ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი და ფანჯარაში უსასრულობას გაუსწორა თვალი…
-არ მკითხავ ამდენი ხანი სად ვიყავი?
-რატომ უნდა მაინტერესებდეს?
-კარგი, რას დალევ?
-ლუდს
არც კი დალოდებია მიმტანს , ისე მიუახლოვდა ბარს და პერსონალს რამდენიმე სიტყვა გაუცვალა…
მიმტანმა ბოთლით ლუდი დაგვიტოვა და თბილი ღიმილი გამიცვალა…
-ეს უალკოჰოლოა…მე ამას არ ვსვამ
-ეგ უალკოჰოლოა და შენ მარიამ, დღეიდან მხოლოდ უალკოჰოლოს სვამ
-თავს რამდენის უფლებას აძლევ?
-ხომ ხედავ შენითაც
-თავხედი ხარ, ჩემს სივრცეში ვერ გადმოხვალ
-შენ მეხმარები რომ ქალაქი უკეთ გავიცნო, სანამ მისიას არ დავასრულებთ, იქამდე ალკოჰოლს არ მიიღებ, თანაც არ მომწონს ალკოჰოლის სუნი რომ აგდის
-ლოთივით ნუ მელაპარაკები, მე არასდროს ვსვამ იმდენს რომ დავთვრე
-იქამდე სანამ ქალაქს გავიცნობ, მერე შენს ცხოვრებისეულ ჩვევებს დაუბრუნდი, ოღონდ ახლა არა, დამპირდი
-ოჰ,როგორ მძულს ეს საუბარი. კარგი, ყოველ დღე გამოვნახავ დროს, ასე მალე დავასრულებთ
-რატომ ჩქარობ?ალკოჰოლს ვერ თმობ თუ ჩემი თავიდან მოცილება გინდა?
-ახლა ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ,არის ის, რომ შენი მოცილება კი არა, ახლოს ყოფნა მჭირდება…



№1  offline წევრი La dolce vita

ძალიან მომწონს და ველოედები გაგრძელებას.

 


№2 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საინტერესოა,მაგრამ ძალიან პატარა თავებს ვდებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent