შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს გარიგება : W (თავი 3)


20-07-2024, 17:59
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 1 379

თავი 3

საღამოს ვახშმისთვის კომპანიაშივე გამოეწყვნენ. სემმა თავის მდივანს ვივიენისთვის რამდენიმე ლამაზი კაბა და სამკაული მოატანინა და მის არჩევანს დაელოდა. რამდენიმე წამით დაკვირვებით უყურა სამივე კაბას ვივიენმა, ბოლოს ერთისკენ დაიხარა და ლამაზი, ატლასის ნაჭრის, წელზე გამოყვანილი, კაბა ხელში აიღო. მწვანე პრიალა ნაჭერმა ოთახის ხელოვნური განათება აირეკლა და თითქოს ფერი იცვალაო, გაღიავდა.
- მწვანე ფერი ძალიან მიყვარს, - კმაყოფილი ღიმილი ეხატა სახეზე.
- მახსოვს, - კაბისთვის თვალმოუშორებლად უპასუხა ვივიენმა,- სემ, თუ მიბრუნდები, ჩავიცმევ.
მამაკაცმა თავი დაუქნია და ზურგი შეაქცია. თავისი მდივანის მიერ მოტანილ სამკაულებს გადახედა. თითოეული ნიმუში ხელში აიღო, თვალებით სიღრმისეულად შეისწავლა, თითქოს იმაზე ფიქრობდა, რომელი უფრო მოუხდებოდა ვივიენს. საბოლოოდ არჩევანი გააკეთა პაწაწინა მარგალიტებით მორთულ ყელსაბამსა და შესაბამის საყურეებზე, რომელიც მისი აზრით ქალის ბუნებრივ სილამაზეს ხაზს გაუსვავდა.
- ამაზე რას იტყვი? - იკითხა მან, ცდილობდა ხმის სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა გულის სიღრმეში ჩუმი იმედითა და სიყვარულით ცოცხლობდა. ვივიენმა ღიმილით შეხედა და ნაბიჯი სემისკენ გადადგა.
- მშვენიერია, - უპასუხა მან და ნაზად, მოხდენილი მოძრაობით, წინ ზურგით დაუდგა, თმა გვერდზე გადაიყარა,- დამეხმარები?- სემმა იგრძნო, როგორ გაერია მისი სურნელი და სითბო გულში, მაგრამ იცოდა, რომ ვივიენი მასში მხოლოდ საუკეთესო მეგობარს ხედავდა.
- რა თქმა უნდა, - ქალის სურნელისგან სუნთქვაშეკრულმა, თითებში მოქცეული მარგალიტის მწკრივი ნაზად შემოატარა ვივიენს კისერზე.
სემის თითები ნაზად შეეხო ქალის კანს, თითქოს ისევე ნაზად, როგორც მარგალიტები. მისი გულისცემა უფრო აჩქარდა, ხოლო მისი სუნთქვა უფრო ღრმა და ნელი გაუხდა. ის ამ მომენტში განსაკუთრებულად ახლოს გრძნობდა ვივიენს, მისი თმების სურნელი და სხეულის სითბო მასში ღრმა ემოციებს აღვიძებდა. მისთვის ეს მომენტი განსაკუთრებით ძვირფასი იყო, რადგან იცოდა, რომ ვივიენი არასდროს გახდებოდა მისი და ვერასდროს იქნებოდა მასთან იმაზე ახლოს, ვიდრე ახლა იყო. ვივიენის ღიმილი, მისი თვალების სითბო და მისი სინაზე სემის მეხსიერებაში სამუდამოდ იქნებოდა ჩაწერილი, თუმცა ისიც იცოდა, რომ ეს მეხსიერება არასდროს იქნებოდა საკმარისი მისთვის. მამაკაცის სიყვარული ქალილს მიმართ ამდენი წლის მიუხედავად არასოდეს განელებულა. ეს იყო სიყვარული, რომელიც დროსა და მანძილს უძლებდა, რომელიც კვლავაც გამალებით ცდილობდა გაღვივებას მის გულში, როგორც იმ პირველი დღისას, როდესაც ის პირველად შეხვდა ვივიენს.
წლების განმავლობაში, სემმა უამრავი მომენტი გაატარა ვივიენზე ფიქრებში, მასზე ოცნებებში, და მისი ღიმილის წარმოდგენაში. მისი გული ყოველთვის იმედით სავსე იყო, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა სასტიკი იყო და ვივიენი მისთვის მიუწვდომელი დარჩა. ყოველი შეხვედრა, ყოველი საუბარი, ყოველი შეხება ვივიენთან, განსაკუთრებული იყო მისთვის. ეს სიყვარული იმაზე ძლიერი და ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე თავადაც ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეალობა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა მის ოცნებებს, მისი გული მაინც არ ნებდებოდა და იმედს არ კარგავდა.
"ის არასდროს იქნება ჩემი,"- ფიქრობდა სემი,- "მაგრამ ეს წამი, ეს შეხება, ეს სითბო, რომელიც ვიგრძენი, დარჩება მარადიული. ეს მახსენებს, რომ ვივიენი ჩემი ოცნებაა, თუმცა არასდროს იქნება ჩემი რეალობა."
- ძალიან ლამაზია,- ფიქრებიდან გამოარკვია ქალის ხმამ,- მადლობა, სემ, შენ ყოველთვის კარგად იცოდი ჩემი გემოვნება,- სემმა იგრძნო, როგორ გაეცინა გულში ტკივილითა და სიხარული ერთდროულად. მისთვის ვივიენი ყველაფერი იყო, მაგრამ ვივიენის გულში ის მხოლოდ მეგობარი იყო. მისთვის ვივიენი ყოველთვის იქნებოდა ის ქალი, რომელიც მას სიცოცხლის მანძილზე შეუყვარდა, ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება ნათელით აავსო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნათელი არასდროს იქნებოდა სრულად მისი.
- თუ მზად ხარ, მაშინ წავიდეთ,- გაჭირვებით ამოილაპარაკა, ქალის ლამაზ სახეს თვალს ვერ წყვეტდა. ვივიენმა თავი დაუქნია და მამაკაცის გაწვდილ ხელს თავისი შეაგება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არსებული გრძნობების განსხვავება მას გულში ტკივილს უტოვებდა, იცოდა, რომ ვივიენის ბედნიერება მისი მთავარი მიზანი იყო.
- იცი, - ლიფტში შესულმა, ვივიენი სემისკენ შებრუნდა და თვალებში შეხედა, - შენ ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია,- სემმა თავი დაუქნია და გაუღიმა, მაგრამ მისი გული კიდევ უფრო მეტად ივსებოდა ტკივილით.
- შენც, ვივიენ, - უპასუხა მან, მაგრამ გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა- "მიყვარხარ".

***

რესტორანი, სადაც სემი და ვივიენი ვახშმობდნენ, რომანტიკული და დახვეწილი იყო. ძველ იტალიურ სტილში მოწყობილ სივრცეს, ფართო ჭაღები სუსტი და თბილი შუქებით ანათებდა, რაც ნაზ ჩრდილებს ქმნიდა და გარემოს უფრო მეტად მყუდრო ატმოსფეროს უქმნიდა. თითოეული მაგიდა ბორდოსფერი ხავერდის გადასაფარებლით იყო გაწყობილი, ცენტრში ძველი ოქროსფერი შანდლებით.
კედლები გაფორმებული იყო ნატურალური მასალებითა და მქრქალი ფერებით, რაც კლასიკური ელეგანტურობის განცდას ქმნიდა. შორიშორს ფერწერული ტილოები ეკიდა, რომლებიც იტალიური პეიზაჟების და ძველი ქალაქების მშვენიერებას ასახავდა. კუთხეებში ფართოფოთლოვანი, მწვანე, მცენარეები განეთავსებინათ, რომელიც სივრცეს უფრო სიცოცხლის და ბუნებრივობის შთაბეჭდილებას სძენდა. რესტორნის შუაგულში, პატარა სცენაზე, პიანისტი და მევიოლინე ნაზ მელოდიებს უკრავდნენ. სცენის გარშემო, რამდენიმე მაგიდასთან სხვა სტუმრებიც ისხდნენ. მათი ხმადაბალი სიცილი და მეგობრული საუბრები ერთმანეთს ერეოდა, თუმცა არანაირად უშლიდა ხელს დანარჩენებს.
სემი და ვივიენი პატარა, მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ, ფანჯარასთან, საიდანაც ღამის ქალაქის ნათება მოჩანდა. მათი მაგიდაც ბორდოსფერი ხავერდის გადასაფარებლით იყო დაფარული, რომელიც მდიდრულად ეშვებოდა იატაკამდე. ცენტრში აქაც მაღალი, ძველი ოქროსფერი შანდალი იდგა, რომლის თავზეც ეული სანთელი ციმციმებდა. სუფრა მარტივად, მაგრამ დახვეწილად იყო გაწყობილი. ვერცხლის დანა- ჩანგლები, კრისტალის ბოკალები და თეთრი, ფაქიზად დაკეცილი ნაჭრები დიზაინერის მიერ ჩაფიქრებულ, ძველ იტალიურ, გარემოს უფრო მეტად უსვავდა სწორ ხაზს.
სემის თითებმა, ჯიბეში ჩამალულ, ნიშნობის ბეჭდის ნაცნობ კონტურებს მიაკვლია. ეს ბეჭედი წლების წინ ვივიენისთვის იყიდა, რათა მისთვის ხელი ეთხოვა. იმ დროს, სემი სიყვარულით ივსებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ვივიენიც იგივეს გრძნობდა, მაგრამ ეს იმედი მიწასთან დაენარცხა, როცა ქალმა ჯოელისადმი სიყვარულზე უამბო. მაშინ მან პირობა დადო, რომ ამ ბეჭედს აღარასოდეს გაიხსენებდა და თავის სიყვარულსაც გულში ჩაკლავდა. ახლა კი, წლების შემდეგ, ახალი შანსი ჰქონდა, ეს ბეჭედი ვივიენის თითზე მოეხვედრებინა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დიდი ტყუილი და ფორმალობა იქნებოდა.
და მაშინ, როცა საღამო დასასრულს თითქმის უკვე მიუახლოვდა, მამაკაცი ფეხზე წამოდგა, მაგიდას შემოუარა, ქალს ხელი გაუწოდა და სცენისკენ გაუძღვა. თითქოს ყველაფერი წინასწარ დადგმული იყოვო, მუსიკა შეიცვალა, თითქოს განათებაც უფრო მომნუსხველი გახდა გარშემო. იქ მყოფთა მზერა მაშინვე მიეპყრო წყვილს, რომელიც იმ საცეკვაო მოედნისკენ მიდიოდა, სადაც არავინ ცეკვავდა.
სემმა მძიმედ ამოისუნთქა, როცა საცეკვაო მოედნის შუაგულს მიაღწია და ბეჭდის ყუთი, რომელსაც მთელი საღამოს განმავლობაში თითებს შორის ატრიალებდა, ჯიბიდან ამოიღო, მისი ხელი ოდნავ კანკალებდა. ვივიენისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა.
- ვიცი, რომ ეს არაა ის, რაც გვინდოდა, - სემმა ჩურჩულით ამოთქვა, ისე რომ სხვას ვერ გაეგო მისი ნათქვამი, - მაგრამ თუ ერთად ცხოვრება გვიწერია, თუნდაც ფორმალურად, მინდა ყველაფერი ისე იყოს, თითქოს ერთმანეთზე სიგიჟემდე ვიყოთ შეყვარებულები,- ვივიენის თვალები ბეჭედზე გაჩერდა, მის სახეზე სევდა და მადლიერება ერთდროულად აისახა.
- სემ, - აღმოხდა ვივიენს და მისი ხმა სემს გულში ჩაესმა, - მიუხედავად ამ ფორმალური ურთიერთობისა, მადლიერი ვარ შენი, რადგან არ მიმატოვე, მაშინ როცა მჭირდებოდა. მამაკაცი წამით დადუმდა, შემდეგ კი მხედველობა ხალხისკენ მიაპყრო.
- მაშ, გახდები ჩემი ცოლი?- მისი ხმა უფრო ხმამაღალი და მტკიცე გახდა, როცა ეს წარმოთქვა. მის გულში უთქმელი სიყვარული ისე მძაფრად იგრძნობოდა, თითქოს დანის წვერით სერავდნენ. ეს სიყვარული იყო, რომელიც ვივიენს არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც არსებობდა.
- კი, გავხდები შენი ცოლი, - ხმამაღლა წარმოთქვა ვივიენმა და სემს მარცხენა ხელი გაუწოდა, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კი მოჩვენებითი ცრემლი მოიწმინდა თვალზე. ეს იყო თამაში, რომელსაც წინასწარ რეპეტიცია არ სჭირდებოდა. ორივემ კარგად იცოდა თავისი როლი და ორივემ იცოდა, როგორ იცხოვრებდნენ ამ თამაშით მომავალში.
როცა სემმა ვივიენს ბეჭედი თითზე გაუკეთა, მის გულში შერეული ემოციები დასახლდნენ. მან იგრძნო მადლიერება, რომელიც ვივიენის თვალებში ჩანდა, მაგრამ ეს მადლიერება მისთვის სხვა მნიშვნელობას ატარებდა. სემს სულ სხვა რამ სჭირდებოდა ამ ქალისგან, რომელსაც იცოდა ვერასოდეს მიიღებდა.
ხალხში ჯერ მორიდებული, შემდეგ კი ხმამაღალი ტაშის ხმა გაისმა. ეს იყო ტაში სიყვარულისთვის, რომელიც მათი თვალებიდან გამოსჭვიოდა. მათ გარშემო მყოფები მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც გარეგნულად ჩანდა - ორი ადამიანი, თითქოს შეყვარებულები, ერთად ყოფნას ირჩევდა. სინამდვილეში კი, მათი გულები ტკივილით სავსე იყო. სემისთვის ეს იყო მტკივნეული სიყვარული, რომელიც არასოდეს იქნებოდა პასუხ გაცემული. ვივიენის თვალები კი სევდით ივსებოდა, რადგან იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილებით შეიძლებოდა სემის ცხოვრება გაენადგურებინა.
- ხალხი ბედნიერად იცინის და ტაშს უკრავს, - ჩურჩულით თქვა მამაკაცმა, ხმაში ჩუმი სევდა იგრძნობოდა. - მათ არ იციან, რა ხდება სინამდვილეში.
- მართალი ხარ, - ვივიენმა ნაზად უპასუხა და სემის თითებში თავისი ახლართა,- მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ.
- წავიდეთ,- წინ ხელი გაიშვირა და თავიანთი მაგიდისკენ წაუძღვა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯშივე შეჩერდა,- ჯანდაბა.
- რა მოხდა?
- ჯოელი,- ზიზღით ამოთქვა.
- სად,- შიშით მიმოიხედა.
- კართან.
რესტორანში მოულოდნელად ჯოელი გამოჩნდა. სახეზეც და სიარულის მანერაზეც ეტყობოდა ნასვამი იყო. რესტორნის მენეჯერი ცდილობდა იქაურობისთვის გაერიდებინა და მისი საპატიო სტუმრების კომფორტი არ დაერღვია, მაგრამ ის მაინც ჯიუტად ითხოვდა შესვლას.
- ბატონო, გთხოვთ, მშვიდად იყავით, - მორიდებით ითხოვდა მენეჯერი, ხელით ფრთხილად ეჭიდებოდა მამაკაცის მკლავს, რომელიც აქამდეც ბევრჯელ ყოფილა მათი სტუმარი, მაგრამ არა ამ მდგომარეობაში,- ჩვენი სტუმრები ვახშმობენ და არ გვინდა, რომ ვინმე შევაწუხოთ.
- არა, მე ვიცი, რომ სემი და ვივიენი აქ არიან, თქვენი სხვა სტუმრები არ მაინტერესებს, - ჯოელმა ბრაზით ამოილაპარაკა და ნაძალადევად გაეცალა მენეჯერის ხელიდან დაფეხარეული წავიდა იქით, სადაც წყვილი ეგულებოდა. მენეჯერმა ქალმა მაშინვე დაცვის დახმარება ითხოვა.
- ჯოელ? - ვივიენის თვალებში გაოცება და შიში ერთმანეთს ერწყმოდა, როცა მათკენ მიმავალი ნასვამი ჯოელი დაინახა.
- ვივიენ, - ბრაზი და სიძულვილი ახრჩობდა,- რა ჯანდაბას აკეთებ აქ? შენ რა, სემთან მღალატობ?- სემმა ვივიენი ხელით გაწია და ზურგს უკან ამოიყენა, მისი დაცვა უნდოდა.
- ჯოელ, საკმარისია. მთვრალი ხარ, რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი, წადი,- სემმა მკაცრად, მაგრამ მაინც მშვიდად უთხრა.
- შენ ვინ გეკითხება მე რას ვიზამ, - სიძულვილით სავსე მზერა მიაპყრო სემს,-ვივიენი ჩემი ქალია.
- ჯოელ, მე შენი ქალი არ ვარ, - ვივიენმა მტკიცედ წარმოთქვა,- შენ უკვე გამცვალე სხვაში.
- ჩემგან ვერასოდეს წახვალ, - სასმლისგან დამძიმებულმა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელით მაგიდას დაეჭირა.
- უკვე წავედი, ჯოელ, - კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და სიმკაცრე შეერია ქალის ხმაში. მის წინ მდგარ სემს მხარზე თითები ჩამოუსვა და მის მკლავს დაეჭიდა,- ჩვენ ვქორწინდებით.
- რა,- იყვირა ჯოელმა და გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია. მისი ხმაში მრისხანება და გაოცება ერთდროულად იკვეთებოდა.
- ეს სიმართლეა, - სემმა მტკიცედ და მშვიდად უპასუხა, ჯოელის ბრაზს ყურადღება არ მიაქცია,- ვივიენი ჩემთან ერთად ბედნიერი იქნება, და შენ ამას ვერ შეცვლი.
- ეს ყველაფერი ტყუილია!, - კიდევ ერთხელ იყვირა და მათკენ შეკრული მუშტით გაიწია, მაგრამ რესტორნის დაცვამ ადგილზე მიალურსმა. აქეთ- იქიდან ორი ზორბა ბიჭი ედგა და მის დამშვიდებას და იქაურობისგან გარიდებას ცდილობდნენ,- ეს არ შეგრჩებათ,- ჯოელი ჩხუბით და წყევლით გაემართა გაჰყვა მათ გასასვლელისკენ, თვალებიდან სიძულვილი უნათებდა.
- მაპატიეთ,- მენეჯერი მათ მიუახლოვდა, სახეზე აღელვება ეტყობოდა,- ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო, ვეცადე გამეჩერებინა, მაგრამ ჩემს ძალა აღემატა მისი შეჩერება, ამიტომ დამჭირდა დაცვის გამოძახება და სანამ ისინი მოვიდნენ, ესეც მოხდა სამწუხაროდ. როგორ შემიძლია დანაშაული გამოვასწორო თქვენს წინაშე?
- საჭირო არ არის არაფრის გაკეთება,- სემმა მშვიდად უპასუხა,- თქვენ არაფერ შუაში ხართ, ყველაფერი რიგზეა.
- დარწმუნებული ხართ? მის?- ვივიენს მიმართა, რომელიც ცდილობდა ნერვიულობის ღიმილში გადამალვას.
- ყველაფერი რიგზეა, მადლობა. მაგრამ, სემ, გთხოვ, წასვლა მინდა,- მავედრებელი თვალებით ახედა მამაკაცს.
- კარგი, წავიდეთ,- მხრებზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა,- ანგარიში მოგვიტანეთ, თუ შეიძლება.
- ყველაფერი რესტორნის ხარჯზე იქნება, თქვენ არ იდარდოთ. ეს იქნება ჩვენიი დანაშაულის გამოსყიდვა, ბედნიერებას გისურვებთ,- თავი დაუკრა ქალმა ორივეს და იქაურობას გაეცალა.
რესტორნიდან გამოსულებს ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. ნელი ნაბიჯით მიიწევდნენ იქვე მომლოდინე მანქანისკენ, რომლის კარიც უკვე გაეღო პირად მძღოლს. ორივეს გონებაში დღევანდელი საღამოს მოვლენები ტრიალებდა. იცოდნენ, რომ ნაბიჯები რომელიც გადადგეს, მათ ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კითხვები და შიშები ჰქონდათ.
- სემ, - მანქანა ადგილიდან დაიძრა თუ არა, მაშინვე წარმოთქვა ვივიენმა მისი სახელი.
- გისმენ, - სემის ხმა სითბო სავსე იყო.
- ახლა რა იქნება? - ვივიენმა ნერვიულად გახედა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს, მისი თვალები გაურკვევლობას და შფოთვას ავლენდა.
- ახლა, - სემმა ნაზად მოიქცია მისი ხელი თავისაში, მისმა შეხებამ მომენტალურად დაამშვიდა ქალი,- ყველას გავაგებინებთ, რომ ვქორწინდებით,- ვივიენის გულში სითბო გავრცელდა. სემის სიტყვებმა მისი შფოთვა ნაწილობრივ გააქრო, მაგრამ მაინც ცოტა ხანი სიჩუმე იყო მანქანაში. ქალაქის ღამის განათებები ფანჯრებს შორის იშლებოდა და ვივიენი ხანდახან იხედებოდა გარეთ, ცდილობდა სემის სიტყვები სრულად შეეგრძნო.
- ამას ისე მშვიდად ამბობ, - მის მხარზე თავი ჩამოდო ქალმა, მისი ხმა თითქოს ღამის წყვდიადში იკარგებოდა,- მე კი ისე მეშინია,- სემმა მზრუნველად შემოაჭდო ხელი ვივიენს.
- ეს ბუნებრივია, რომ გეშინია. მაგრამ ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთმანეთის გვერდით ვართ.
- მართლა გჯერა, რომ ამას შევძლებთ? - ვივიენის ხმა ნაზად გაისმა.
- დიახ, ვივიენ, - სიმტკიცით უპასუხა,- მე მჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, თუ ერთად ვიქნებით,- ვივიენმა ღრმად ჩაისუნთქა და სემს გულზე მიეკრო.
- მადლობა, სემ. შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს,- სემმა ნაზად აკოცა ქალს თმაზე და იქვე იჩურჩულა სიტყვები, რომელიც ჰაერშივე გაიფანტა. ვივიენის თვალები ღამის ქალაქს მისშტერებოდა, გრძნობდა იმ ემოციების მოზღვავებას, რომელიც აქამდე არასოდეს ეგრძნო. მამაკაცის სუნთქვის სითბო მის ყურთან გულისცემას უჩქარებდა.



№1 სტუმარი Ana-maria

იმედია ვივიენი დაინახავს სემის სიყვარულს ❤️

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Ana-maria
იმედია ვივიენი დაინახავს სემის სიყვარულს ❤️

❤️❤️

 


№3  offline წევრი მე♥უცნაურე

მომწონს სემი და ვივიენი.
რამხელა ძალა სჭირდება, რომ მეგობარს "დაუთმო" საყვარელი ქალი და დაფარო გრძნობა, რომელიც მოვარდნილი ტალღასავით წალეკავს ხოლმე ყველაფერს.

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

მე♥უცნაურე
მომწონს სემი და ვივიენი.
რამხელა ძალა სჭირდება, რომ მეგობარს "დაუთმო" საყვარელი ქალი და დაფარო გრძნობა, რომელიც მოვარდნილი ტალღასავით წალეკავს ხოლმე ყველაფერს.

<3 <3

 


№5 სტუმარი ნია

მომწონს კარგია დასრულდა თუ გაფრძელება აქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent