შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილთა ოცნებანი (ნაწილი პირველი)


22-07-2024, 14:15
ავტორი WhSCrow
ნანახია 597

ნაწილი პირველი უცნაური დღე

მე გამომეღვიძა. დავინახე, მთვარე ჩაესვენებოდა, და მაგ დროს გავიფიქრე, თუ რა უმწეო ვიყავი. შემდგომ დავწექი და ძილი გავაგრძელე. მეორე დღეს ავდექი და, როგორც ყოველთვის, სკოლისკენ გავეშურე, რათა პირველი მივსულიყავი და არავის სალაპარაკო არ გავხმდარიყავი.

სკოლაში ბავშვების სიის ამოკითხვა დავიწყე, და როდესაც ვამთავრებდი, ერთმა გოგომ ჩემთვის უცნაური კითხვა დამისვა. კითხვა ასე ჟღერდა „რატომ ვართ ჩვენ ასეთი უბრალონი და რატომ ვერაფერს ვხვდებით ამ ცხოვრების“ მსგავსი კითხვას რვა წლის გოგოსგან არ ველოდი, ამიტომ მაშინვე მისი მშობლები დავიბარე, რათა გამერკვია, რატომ გაუჩნდა საერთოდ ასეთი კითხვა რვა წლის გოგოს თავში. კითხვაზე მე ძალიან მარტივი პასუხი გავეცი, რომ ინტერესი არ გამოეწვია და ასე ვუპასუხე იმიტომ, რომ ღმერთმა ასეთები შეგვქმნა!

ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი დღე იყო, როდესაც სკოლაში რაღაც ახალი აღმოვაჩინე – ეს იყო რვა წლის გოგო.

უცნაური დაკვირვებები

მუშაობას რომ მოვრჩი, სახლისკენ გავეშურე. ამ დროს ქუჩაში ოთხი მოზარდი ჩემს მოპირდაპირედ რაღაცას თხრიდა, თითქოს რამეს მალავდნენ. დავინტერესდი და მათკენ გავემართე, რათა მენახა, რა აკეთებდნენ. მერე კი ვინანე. მოზარდებთან რომ მივედი, დავინახე, რომ პატარა ბაყაყი ცოცხლად გაეტყავებინათ და ტკივილისგან მომკვდარიყო. საცოდავი თურმე მიწას მის დასამარხად თხრიდნენ. მაშინვე მოვშორდი ქუჩას და სახლისკენ გავეშურე. მსურდა მათი მშობლები, გამელანძღა მაგრამ მე რას ვიზამდი, რომ მივსულიყავი მათთან და გამელანძღა რო.

უცნაური ღამე

სახლში მივედი, მოსწავლეების დავალებები გავასწორე, ვისაუზმე და დავიძინე. მაშინვე კოშმარი დამესიზმრა. ვითომ მე ვიყავი ის ბაყაყი და მოზარდები ცოცხლად მატყავებდნენ! მერწმუნეთ, ამაზე საშინელი კოშმარი არასდროს დამსიზმრებია. ამ კოშმარმა დილის ორ საათზე წამომახტუნა, და მაშინვე ინსტინქტურად აბაზანაში შევარდი, რომ წყალი შემესხა სახეზე.

დილის გასეირნება

შემდეგ რატომღაც მომინდა, რომ დილით ქუჩაში გავსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. გარეთ გავედი და მაშინვე პარკისკენ გავეშურე, რათა სუფთა ჰაერით დავმტკბარიყავი. პარკში შევედი და თავისუფალ სკამზე დავჯექი. ათი წუთი ვიჯექი და სუფთა ჰაერით ვტკბებოდი. პარკიდან რომ გამოვდიოდი, მოზარდები დავინახე, რომლებიც სადღაც მირბოდნენ. ცოტახანში გავაცნობიერე, რომ ჩემსკენ მორბოდნენ. დავაიგნორე და სახლისკენ გავიწიე, ვფიქრობდი, ამ ქალაქში დილით მარტო ხომ არ ვარ-მეთქი, და თანაც მოზარდები არიან-მეთქი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოზარდებმა დამიჭირეს და ჩემს ცემას შეეცადნენ. პატარა ბავშვები 12-14 წლის იქნებოდნენ. მე სუსტი ნამდვილად არ ვიყავი და ვერ მომერეოდნენ. მე არ მსურდა, რომ მეცემა, ამიტომ გავლანძღე და დავუყვირე. ალბათ მაგან დაფრთხო.

უცნაური სამუშაო

სახლში წავედი, ვიბანავე და სკოლაში წავედი. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, მოზარდები ჩვენს სკოლაში არ სწავლობდნენ, არადა ამ ქალაქში მხოლოდ ჩვენი სკოლა იყო მოქმედი. რადგანაც პატარა ქალაქი იყო. სკოლაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ამიტომ არ დავიწყებ მის აღწერას. სკოლიდან რომ გამოვედი, დავინახე, სკოლასთან ახლოს ერთი მოხუცი. თვალში იმიტომ მომხვდა, რომ სახეზე წითელი ლაქა ჰქონდა! ამიტომ მასთან გავეშურე, ხოლო როცა მივახლოვდი, მივხვდი, რომ ვიღაცამ დაჭრა. სისხლი მკერდიდან ხელებით შეჩერებინა და სახეზე შემთხვევით ხელი მოხვედროდა. მაშინვე სასწრაფოს დავურეკე. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა და პოლიციამ დამკითხა ამ ინციდენტის გამო, სკოლა დაკეტეს, რადგან სკოლასთან ერთი კვარტალიც არ იყო დაშორებული. მოხდა მკვლელობა. დიდად არ მესიამოვნა, რადგან სკოლა ერთადერთი დაწესებულება იყო, სადაც უსაქმოდ არ ვიყავი! უსაქმურობას საშინლად ვერ ვიტან. პატრულმა თქვა, სკოლა ათ დღეში გაიხსნებაო! სავარაუდოდ, როცა ყველაფერი დასრულდება. ამიტომ სკოლის დირექტორმა არდადეგები გამოაცხადა სამთვიანი, რადგან ივნისის 20 რიცხვი იყო და 20 დღეში მაინც არდადეგები იწყებოდა!

ახალი სამუშაო

შემდეგ სახლისკენ გავეშურე და იმ ადგილას მოზარდები აღარ იყვნენ! თითქოს გულზე მომეშვა. იქვე ბოძზე განცხადებას მოვკარი თვალი – ეძებდნენ მიმტანს. ხოდა მეც მივედი, რათა უსაქმოდ არ გავჩერებულიყავი. მივედი და მაშინვე ამიყვანეს! გავიფიქრე, ხვალიდან მიმტანად ვიმუშავებ-მეთქი. ბევრს არ იხდიან, მაგრამ უსაქმოდ ყოფნას ხომ მაინც ჯობდა.

უცნაური შემთხვევა რესტორანში

მეორე დღეს შუადღეს მივედი რესტორანში და მუშაობას შეუდექი. რომ არ მოგატყუოთ, მაინცდამაინც ნორმალური სამუშაო არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან იღლებოდი და თავი გტკივდებოდა. სამუშაოს რომ მოვრჩი, მაშინვე რესტორნიდან გამოვედი და მოზარდებმა დამინახეს. ჩემსკენ გამოიქცნენ და ქუჩის ჩაკეტილ ზონაში მომაქციეს, რადგან მე გავიქეცი და ასე აღმოვჩნდი ობობის ქსელებში. აი ასე დამემართა.

ობობა ქსელს ქსოვს იმ ადგილას, სადაც ის დაცულია დიდი მწერების შემოტევებისგან. შესაბამისად, ქსელიც მხოლოდ იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ მისთვის სასურველი მწერი, მაგალითად ბუზი, გაებას. ამიტომ როგორც კი ბუზი ქსელს შეეხება, ის ქსელიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებს. ამ მომენტით ობობა სარგებლობს და ცოცხლად ჭრის ნაწილებად. ხოდა მეც ასე აღმოვჩნდი და ბიჭებმა ჯერ დამიჭირეს, კარგად მიმტყიპეს, მერე იძალადეს ჩემზე და შემდეგ დამჭრეს და საბოლოოდ მომკლეს. მაგრამ ერთი რამ გამორჩათ – ის, რომ მე უკვდავი ვარ და ვერაფრით მომკლავენ ეს ნაძლირლები. ამ ჩლუნგმა ბავშვებმა ისიც მომიყვეს, რომ ის მოხუცი ჩვენ მოვკალითო.

გარშემოწერილობა და შურისძიება

ამ ბავშვებმა მერე გააცნობიერეს, რაც ჩაიდინეს, როდესაც მე პოლიციით დავადგექი და თითოეულს სახე ავაძრე. ალბათ იმით უფრო დიდი შიში ჭამეს, რომ მკვდარი მათ წინ დადგა და გასამართლა. თითოეულს ის საფასური გადავახდევინე, რაც დაიმსახურეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent