შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე დასასრული I ნაწილი


23-07-2024, 02:32
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 985

საბედნიეროდ მალევე ჩაეძინა.

-საით? -უემოციო ტონით მკითხა გეგამ, როცა საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი- ნინი!
-შენი აზრით?- ბრაზნარევი ტონით ვკითხე და წამიერად მისკენ შევტრიალდი
-მალე დაბრუნდები?
-არ დავბრუნდები!- დაუფიქრებლად ვუპასუხე და მაშინვე ზურგი ვაქციე
-შენი სიტყვები როგორ გავიგო?- მკაცრი ტონით მკითხა და თავისკენ უხეშად შემატრიალა
-სწორედ ისე როგორც გესმის-დაუფიქრებლად ვუპასუხე და სიბნელეს მიჩვეული თვალით მზერა გავუსწორე
-ნიცა, მარტო უნდა დატოვო პალატაში?!
-შენ ხომ აქ ხარ?!
-მას შენ ჭირდები- გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და მომღიმარი მზერით თვალებში ჩამაცქერდა.
-გეგა- ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მივმართე სახელით- მინდა რომ წახვიდე!
-არ წავალ-გატაცებით მითხრა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა
-აქ შენთან ერთად ყოფნა არ მინდა!- მომაბეზრებლად ვუთხარი და ოდნავ უკან დავიხიე
-ნინი! ნუ მაღიზიანებ!- ხმა დაეძაბა
-საშინელი ადამიანი ხარ!- ვუთხარი როცა ნიცა შეიშმუშნა და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა პალატიდან ელვის სისწრაფით გავედი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ამიტომ ცოტა ხნით აივანზე გავედი, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
-საავადმყოფოდან როგორც კი გაწერენ ნიცას, მაშინვე ჩემთან წავიყვან და მის ნახვას არ გაღირსებ- ზურგს უკნიდან მომესმა გეგას მრისხანე ხმა
-რაც გინდა ის გააკეთე! -მომაბეზრებლად ვუთხარი და კარგა ხნის სიჩუმის მერე გაავაბული მისკენ მივტრიალდი- მკ*დია!
-ასეთი გამბედავი როდიდან გახდი?!- ცინიკური ტონით მკითხა და ნელა მომიახლოვდა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ჩემი არეული სახისთვის. არაფერი ვუპასუხე, მშვიდად ავუარე გვერდი და პალატაში დავბრუნდი.

ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდეობდა. გვიან ღამით მოდიოდა საავადმყოფოში მთვრალი ან დაბოლ*ლ* გეგა და ღამეებს ჩემთან ერთად ათევდა ნიცას პალატაში. ჩემს ჩხუბს, ყვირილს, ხვეწნას და მუდარას მისთვის მისთვის აზრი არ ჰქონდა. დილამდე პალატიდან არ გადიოდა და არც მე მაძლევდა გასვლის უფლებას.

მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შევძელი საავადმყოფოდან გასვლა და ლევანთან შეხვედრა, ისიც რამდენიმე წუთით.
-რაღაც უნდა გითხრა -ჩამწყდარი ხმით ვუთხარი როცა მანქანაში ჩავსხედით სალაპარაკოდ
-მითხარი!
-ხომ იცი ნიცას მდგომარეობა საკმაოდ რთულია
-კი ვიცი... მერე?!
-ამის გამო, ღამე პალატაში მარტო ვერ ვტოვებ...
-ნინი! პირდაპირ მითხარი რის თქმას ცდილობ- ჩვეული სიდინჯით მითხრა და უემოციო მზერით გამომხედა
-ზოგჯერ... გეგაც რჩება ხოლმე...ღამე...პალატაში...ჩემთან ერთად- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი და წამიერად მზერა გავუსწორე. ბრაზისგან და მრისხანებისგან ხელები აუკანკალდა, მაგრამ სახეზე არაფერი შეიმჩნია და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით მკითხა
-როდის უნდა გაწერონ ნიცა?
-ჯერ არ ვიცი
-თავს უკეთ გრძნობს?
-კი მაგრამ ჯერ ისევ ძალიან სუსტადაა-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით და როცა სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა სახეზე ნაზად შევახე თლილი თითები და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დავუჩურჩულე -უნდა წავიდე- და სანამ დაბნეულობისგან რამეს მეტყოდა ტუჩის კუთხეში ნაზად ვაკოცე.

ნიცას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, ამიტომ მკურნალმა ექიმმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღი.
-რა მაგარია-აღფრთოვანდა ნიცა როცა ეს ამბავი გაიგო
-მამიკო ხვალ ვმიშაობ, ამიტომ დილით ადრე გაგაღვიძებ რომ შენი სახლში მიყვანა, მოწერიგება და სამსახურში წასვლა მოვასწრო- თბილად უთხრა გეგამ როცა სათამაშოების პარკში ჩალაგება დაიწყო ნიცამ
-დედიკოსთან მინდა
-მაშინ ნახავ დედიკოს როცა მოგინდება...
-უკაცრავად?!- აღელვებული ჩავერიე მათ საუბარში
-მამიკო ცოტა ხნით დედიკოსთან დავრჩები მომენატრა- მომღიმარი სახით შეხედა ნიცამ გაგიჟებულ გეგას და ჩამეხუტა. კარგა ხანს ცდილობდა გეგა ნიცას დარწმუნებას რომ არაფერი გამოუვიდა ჩხუბზე და ყვირილზე გადავიდა. მეც რომ ჩავერიე მათ საუბარში ნიცას დასაცავად უარესად გაგიჟდა.
-რა გაღრიალებს? ვერ ხედავ ბავშვი რომ ტირის?!- ზიზღით ვკითხე როცა უმისამართო გინება დაიწყო. ბოლოს ისე ვიჩხუბეთ რომ სავადმყოფოდან წავიდა და საბედნიეროდ სოფოც მას გაყვა.



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო დასასრულის შემდეგი მაწილიც აქ დაემატება და სულ მალე დავასრულებ ამ ისტორიას მადლობა რომ კითხულობდით და ბოდიშს გიხდით იმის გამო რომ ასე უსასრულოდ გავწელე დროში

 


№2 სტუმარი ნია

წარმატებებს გისურვებთ, დაგელოდებით

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

იმედია მალე დაასრულებთ და დიდხანს არ გვალოდინებთ. გელით მოუთმენლად

 


№4 სტუმარი ეკა

გელოდებით წარმატებები იმედია .ნინის გაახარებ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დაგვიდებ ახალს?❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent