მისი ქალიშვილი (მეევსე)
მისი ქალიშვილი 6 #მისიქალიშვილი _ მომიყევი მასზე ლულუ!_ მოვიდა და საქანელაში ჩემს გვერდით ჩაჯდა._ მომიყევი და ცოტათი მაინც მოგეშვება! სივიწროვის მიუხედავად უხერხულობას არ გრძნობდა. ძირს გადმოკიდებულ ფეხებზე ხელი მომკიდა და კალთაში ფრთხილად ჩაიწყო. _ ხომ გითხრეს, რომ ფეხები მაღლა ასწიო ხოლმე!_ დასიებული ტერფების მასაჟი დამიწყო. ფაქიზად დაასრიალებდა გრძელ თითებს ჩემს ფეხებზე და მაოცებდა მისი უშუალობა. ყოველთვის მიკვირდა ჩემთან მისი ეს თავისუფალი სიახლოვე. არასდროს ერთი პატარა მზერითაც კი არ მოუცია ჩემთვის უხერხულობის საბაბი. უფრო ახლოდან ინტერესით შევათვალიერე. _ რა ლამაზი ხარ კორბენ!_ ამოვთქვი გულწრფელად._ რანაირად ხდება, რომ ისევ მარტო ხარ? ახლა ჩემს ნაცვლად ვინმე მშვენიერ ქალბატონს უნდა უკეთებდე მაგ ლამაზი თითებით მასაჟს! _ მარტო?_ გაეცინა მას. _ ვინ მოგახსენა? გაოცებული წამოვიწიე და საკუთარ უკვე მოზრდილ მუცელს დავეყრდენი ცალი ხელი. _ ვინმე გყავს? _ ან იმას ვყავარ! როდის როგორ!_ ისევ ვერ მივუხვდი ნათქვამს. _ და რატომ არ გამაცანი აქამდე? ვის მიმალავ შე მელაკუდა?_ ამოიოხრა და ოდნავშესამჩნევად გაფართხალებულ მუცელზე ხელი მხიარულად დამაჭირა. _ ნახე იგრძნო, რომ აქ ვარ! უკვე მეთამაშება!_ მხიარულად შემომხედა და ჩემი სევდიანი თვალების დანახვისას დასერიოზულდა. _ რაღაც მინდა გითხრა ლუ! რაღაც მნიშვნელოვანი! მაგრამ არ ვიცი როგორ გამიგებ! შენი დაკარგვის კი ძალიან მეშინია! ამიტომ წლებია ჩუმად ვარ. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე და ეს ორივესთვის მყარი გარანტი იქნება, რომ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელოთ! არა სამივესთვის! მაგრამ მანამდე სიმართლე უნდა იცოდე, რომ ჩემი გაგება გაგიადვილდეს! _ რას ამბობ? გარკვევით ამიხსნი!_ ვკითხე დაინტერესებულმა. _ უნდა ოფიციალურად ვიქორწინოთ ლუ!_ მითხრა და ვედრებით შემომხედა. _ მე უფრო მჭირდებით ახლა თქვენ, ვიდრე მე თქვენ! გესმის? მჭირდებით ლუ! _ რაო?_ წამოვჯექი გაოგნებული._ წამის წინ არ მითხარი, რომ შეყვარებული გყავს? და ახლა დაქორწინებას მთავაზობ? გაგიჟდი? შუბლზე ხელი მივადე და შევამოწმე ცხელი ხომ არ ჰქონდა. _ რას ბოდავ? _ ბავშვს ოჯახი სჭირდება! მე კი შემიძლია კარგი მამა ვიყო მისთ ის, საუკეთესო!_ თავი ჩაქინდრა და მზერა ამარიდა. _ მე არ მიყვარხარ ლევან!_ ფრთხილად წამოვდექი. საკუთარ თავს ვუსაყვედურე იმ სიახლოვის გამო, რაზეც თავშიც მოგახსენეთ, ალბათ ჩემდაუნებურად ასეთი ფიქრის მიზეზი მივეცი. შემებრალა კიდეც. გული მომეწურა. მაგრამ მის მოტყუებას არ ვაპირებდი. _ შენ ალბათ შემეჩვიე და ეს სიყვარული გგონია! შენ არ გიყვარვარ ლევან! ეს შეუძლებელია... _ მიყვარხარ?_ ჯერ გაკვირვებით ამომხედა და მერე გიჟივით ახარხარდა. _ შენ ყველაფერი არასწორად გაიგე ლუ! იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არ იცი ჩემზე!_ თვალი გამისწორა. უღმერთოდ ლამაზი თვალები ჰქონდა. ნებისმიერის გულს წამში დაიპყრობდა ეს კაცი. _ მე..._ტუჩი მოიკვნიტა. სურდა თქმა, მაგრამ ერიდებოდა_ მე შენ არ მომწონხარ ლუ! ჩემი გაოგნებული სახის დანახვისას ამოიოხრა. _არა, შენ კი არა საერთოდ... საერთოდ ქალები... ეს ჩემთვის არაა..._ ფრთხილად ამომხედა, ამოწმებდა, გავიაზრე თუ არა მისი ნათქვამი. ფეხზე წამოდგა. ჩემზე ორი თავით მაღალი საოცრად ნავარჯიშები სხეულით, უღმერთოდ ქარიზმატული და ყველაზე ადამიანური ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. _ ანუ?_ ვიფიქრე რაღაც მომეჩვენა. მან კი უბრალოდ გაიღიმა და თავი დამიქნია. ბავშვობის მოგონებებმა კადრებივით დაიწყეს ჩემს გარშემო ფრენა. ახლაღა ვიაზრებდი ყველაფერს. სკოლის დროინდელ იმ უაზრო აგრესიას მისდამი, მუდმივად გატეხილ წარბს, ახლაც რომ უყოფდა მკრთალი იარა მარცხენა თვალთან. ღმერთო ეს პატარა დეტალიც კი როგორ უხდებოდა. მისი ფერადოვნება, სიცივე საკუთარი ოჯახისგან, და ბოლოს მისი ეს ხანგრძლივი გაქცევა საკუთარი მკაცრი და შეუბრალებელი სამშობლოდან. _ ლევან!_ მის ნაცვლად განმიახლდა ყველა მის მიერ განცდილი უსამართლო ტკივილი._ რატომ არასდროს მითხარი? რატომ არ მენდე? რატომ დამიმალე? _ დაგიმალე? შენ ერთადერთი ხარ ვისთვისაც არაფერი დამიმალავს, მაგრამ შენ ვერ შემამჩნიე. შენი გონება ასეა მოწყობილი ლუ, ნაკლს ადამიანის ღირსებად აღიქვამ! _ ნაკლს?_ ისე მეტკინა მისი ასეთი თვითგამოხატვა. _ წლებია დაბრუნება მინდა ლუ! მინდა მაგრამ ვერ ვბედავ! ახლა კი მე და შენ, საერთო გამოსავალი ვიპოვნეთ! მე ოჯახი მეყოლება, ოჯახი, რომელიც მათგან დამიცავს. შენ და ჩემი ქლიშვილი ჩემი ფარი იქნებით! მე კი თავს არ დავზოგავ ამ სიკეთისთვის!_ ხელი საკუთარ ყელზე დაკიდული საქართველოს დროშიანი ყელსაბამისკენ გაიშვირა . _ მომენატრა იქაურობა ლუ! აქ უცხო ვარ! დიდი ხანია თავი სახლში არ მიგრძვნია! ძალიან დავიღალე ლუ!_ მივედი და ჩავეხუტე. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ლევანი, რა არჩევანიც არ უნდა ჰქონიდა ცხოვრებაში, ის ჩემი ნაწილი იყო. ადამიანი ვინც დახმარების ხელი ისე გამომიწოდა, რომ არც კი მკითხა, თუ რა ცოდვას გავურბოდი საკუთარი ცხოვრებიდან _ მე და შენ, როგორც ლილუ და კორბენ დალასი და თუნდაც მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ!_ ვუთხარი აცრემლებულმა. თავზე მაკოცა და თბილად მომეფერა. _ ვატყობ აღიარების საღამო გვაქვს, ახლა შენ მიამბე ლუ! მიამბე და გული მოიოხე!_ ხელში ამიყვანა. საქანელაში ჩაჯდა და გულში ჩამიხუტა. _ რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე!_ მერე კი მშვიდად შეასწორა_ თქვენ! _ იმ დღეს ძალიან წვიმდა ლევან! ისე წვიმდა, მეგონა ცა გაიხა და შუაზე გაიფხრიწა. ქუჩაზე წვიმის ნიაღვარი მოდიოდა. უნივერსიტეტიდან გამოვედი და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ წავედი. მოუწესრიგებელი და წლობით გაურემონტებელი, შარდის სუნად ამყრალებული გადასასვლელი წყალში ტივტივებდა. წელამდე წყალი იდგა. გზის მეორე მხარეს გაჩერებას გავხედე. და გადასვლა გავბედე. ზუსტად გზის შუაწელზე ფეხებთან დამიმუხრუჭა მანქანამ. შიშისგან ვიკივლე და ორივე ხელით დავეყრდენი მანქანის ცხვირს. _ გააფრინე გოგო?_ მანქანიდან ისე გადმოხტა, გაქცევა მომინდა მისგან. მკლავში ხელი ჩამავლო და შემათვალიერა. _ დაგეჯახე?_ ისე მკითხა აშკარად თვითონაც ძალიან იყო შეშინებული. _არა?_ თავი გავუქნიე უარის ნიშნად. განცდილი შიში ისევ მუხლებში მივლიდა კანკალად._ აბა რატომ კანკალებ? _ კარგად ვარ!_ ვუთხარი და ხელი ნელა გამოვართვი. წვიმა სახეზე დაგვდიოდა. გალუმპული ვიყავი, ისიც. _ წავალ, თუ შეიძლება!_ ვუთხარი და გაჩერებისკენ გავაბიჯე ფეხარეულმა. _ არა, ასე არ გამოვა! _ წამომეწია და მკლავში მომკიდა ხელი._ დანაშაულის გამოსასყიდად რამე ცხელზე რომ დაგპატიჟო, ხომ შეიძლება? თვალებში ჩამოფხატული თმა ხელებში მოვიქციე და მონდომებით გავწურე. ინტერესით მიყურებდა. _ მგონი გაცივდები!_ ცალი წარბი ასწია, როცა თმა მაღლა ავიწიე და უბრალო რეზინით კოსად შევიკარი. მომბაძა და თავადაც გადაიწია შუბლზე დაყრილი თმები. ახლაღა დავინახე მისი თვალები. იმ ღრუბლიან წვიმიან, ნაცრისფერ დღეს მისი თვალებიდან კრიალა უღრუბლო ცა მიყურებდა. გაეღიმა როცა ჩემი ინტერესი შეამჩნია. _ შენ უფრო ლამაზი გაქვს!_ მითხრა და შუაგზაზე უხერხულად გაჩერებულ მანქანს გახედა. _ რა?_ ვკითხე გაოცებით. _ მიყვარს შავი თვალები!_ მიპასუხა სწრაფად. მაჯაზე ხელი ჩამავლო და მანქანისკენ გამაქცია. _ გამომყვები?_ მეკითხებოდა სრულებით უცნობი ადამიანი. თან გაღებული მანქანის კართან მოუთმენლად იცდიდა. _ მგონი არა უნდა გითხრა, არა?_ გავუღიმე და მანქანაში დავჯექი. რადგან უღმერთოდ წვიმდა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი გიჟური და არაორდინალური ამბავი. ის დრო იყო საკუთარ ბიზნესში პირველ მტკიცე ნაბიჯებს დგამდა და უამრავ გეგმას თუ იდეას მიზიარებდა. მინდოდა მისთვის სიმშვიდე და მყუდროება მიმეცა. მინდოდა ისეთივე ბედნიერი და სავსე ყოფილიყო ჩემი არსებობით, როგორც მე მისით. ხომ გახსოვს როგორ დამცინოდი, ბავშვურ აღტაცებას ეძახდი და მიმტკიცებდი, პირველი სიყვარული საბოლოო თითქმის არასდროს არისო, მაგრამ მე ის შემიყვარდა, მგონი საკუთარ თავზე მეტადაც. ის იყო ჰაერი და მე ვსუნთქავდი. ეჭვისთვის საბაბი არასდროს მქონია, მე იმდენად ერთგული ვიყავი მისი, რომ ფიქრებშიც კი არასდროს მიღალატია და მეგონა ორმხრივი იყო ეს გრძნობა. ცხოვრება ისე მომიწყო, როგორც პრინცესას. დიდი გალავნიანი ციხე-კოშკი ამიშენა და შიგნით გამომკეტა, მაგრამ ეს არ მიგრძვნია გესმის? თავს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი. ზღაპრული ქორწილი გადაიხადა, თუმცა ჩემთვის ნაცნობი ათიოდე სახე იყო მხოლოდ. იმ ზღვა ხალხს არ ვიცნობდი. მხოლოდ გაზეთებიდან ვიცოდი მათზე. ეს გავლენიანი და პატივსაცემი ხალხი რატომ სცემდა ჩემს ქმარს ამხელა პატივს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ სულელი ბავშვივით მჯეროდა, რომ ის ამას იმსახურებდა თავისი შრომისმოყვარეობით, და მონდომებით. დრო გადიოდა და მისი მივლინებების ხანგრძლივობა და რაოდენობა მისი წარმატების და შემოსავლის პირდაპირ პროპორციულად იზრდებოდა. ის რომ დასავლეთში მიფრინავდა, მე აღმოსავლეთში მგზავნიდა, ჩემივე უსაფრთხოებისთვის, დაცვის და პერსონალის თანხლებით, თითქოს პრინცესობიდან დედოფლად დამსვა პირდაპირ. არადა მასთან ერთად უბრალო სოფელში წასვლაზე ვოცნებობდი. _დაღლილი გავჩუმდი. ლევანი სიჩუმის მიზეზს მიმიხვდა. __ ანუ შენც ჩემსავით მარტოსული იყავი სინამდვილეში არა?_ მკითხა ლევანმა და საჩვენებელი თითით საპასუხოდ დაუკაკუნა მუცლის ბაიას._ ნახე მპასუხობს უკვე! აჟიტირდა ბავშვივით. გამეცინა. _ იცი რას ვფიქრობ ლევან?_ ჩემი გოგონა შენზე უკეთეს მამას ვერასდროს იპოვნიდა! _ბედნიერს გაეღიმა. _ რა იცი რომ გოგოა? _ დედური ინტუიცია ლევან! _ მამიკოს პრინცესა!მოიცა, ანუ დამთანხმდი? _ ისე მთხოვე , როგორც წესია და ვინ იცის, იქნებ დაგთანხმდე კიდეც!_ ვუთხარი ჭირვეულად. წამოდგა და საქანელაში ჩამსვა. სახლში შევიდა და უკან პატარა შავი კოლოფით დაბრუნდა. ჩემ წინ სერიოზული სახით დაიჩოქა და ბეჭედი გამომიწოდა: _ იქნები ჩემი საუკეთესო მეგობარი ჭირშიც და ლხინშიც ლულუ?_ მკითხა ღიმილით. _ დიახ, შენ ჩემო სულისსაფერო!_ ვუთხარი და პირდაპირ ისე დამჯდარი ჩავეხუტე. როცა ჩემი გოგონა დაიბადა, ის ისე განიცდიდა, ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ სამყაროს მისი ქალიშვილი მოევლინა, რომელსაც სახელიც კი თავად შეურჩია. პატარა ნენე მუჯირი, ლევანის სიამაყე და ღირსება გახდა... ახლა კი ისე გავიდა იასეს სახლიდან, თითქოს სულ არ განიცდიდა უჩვენობას. _ამით მაშინებდი სიხარულო? ხედავ შენი თავი მე ჩამაბარა!_ ვიგრძენი, როგორ მომეხვია იასე და ცხვირი გაშლილ თმაში ჩამიყო_ როგორ ვსუნთქავდი უშენოდ?! მკითხა ჩურჩულით. _ ალბათ ისე, როგორც მაშინ საყვარლებთან ერთად ვითომ მივლინებაში რომ მიემგზავრებოდი!_ ვუპასუხე ზიზღით და მისი მოშორება ვცადე. _ არ მყოლია მე შენს მეტი ქალი!_ ისე მომიჭირა ხელები, სუნთქვა შემეკრა._ არასდროს მიღალატია შენთვის! ძალით შემაბრუნა მისკენ. ვხედავდი გიჟდებოდა. სურვილი კლავდა, მაგრამ მე სამაგიეროს ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლება ბევრჯერ ჩამერტყა შურისძიების დანა მისთვის გულში. _ მომიყევი რატომ წახვედი?!_ თან მკითხა თან მიბრძანა. _ მოგიყვები, თუ შენც სიმართლეს მეტყვი, აქ რატომ დაგვტოვა ლევანმა. რა ხდება იასე? ლევანს საფრთხე ემუქრება?_ ვხვდებოდი ახლა აწმყოში ხდებოდა, რაღაც ძალიან სახიფათო, და ახლა წარსულის დრო არ იყო. რაღაცას მიმალავდნენ. _ მხოლოდ მასზე ღელავ არა? ჩემზე არ ნერვიულობ?_ მოეღრუბლა სახე. _ ის ჩემი ქმარია იასე! შენ? შენ არავინ არ ხარ!_ ვუპასუხე ცივად. _ ჰო, ქმარი, რომელსაც ერთხელაც არ აკოცე! _ რა გინდა, პირდაპირ შენ წინ მოგვეწყო ორგია?_ ხელი ვკარი და ოთახისკენ წავედი. უკან გამომყვა მონუსხულივით. _ ლუ!_ დაუკითხავად შემოაბიჯა ოთახში. _ შენზე ვგიჟდები ლუ! უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ ამ ოთახში ისევ გნახავდი!_ ისევ ჩახუტება სცადა. რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი._ დამიმტკიცე, რომ აღარ გაღელვებ და ჩამოგეხსნები! თუ არადა ხომ მიცნობ, შენს თავს არავის დავუთმობ! _ როგორ დაგიმტკიცო? დედა დავიფიცო?_ ისევ დავცინოდი, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, სიცილი სახეზე შემახმა. _ ჩემთან დაწექი ლუ!_ ხმა დაუმძიმდა აშკარა სურვილისგან. _ დედას ჩემთან ძინავს!_ სრულებით მოულოდნელად გაისმა ნენეს ხმა. ორივე მისკენ მივტრიალდით. კარებში იდგა წარბშეკრული, გულზე ხელებდაკრეფილი და თვალებს ავად აბრიალებდა. სული შემიკრა მათმა აშკარა მსგავსებამ. იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ამის ვერშემჩნევა დანაშაული იყო. _ შენთან?_ ჩაეცინა იასეს. _ ჩემთან!_ მტკიცედ უპასუხა ნენემ და ჩვენს შორის ჩადგა. _ სულ?_ თვალები მოჭუტა იასემ. _ სულ!_ ფეხი დააბაკუნა ნენემ. იასემ ისეთი ნიშნისმოგებით გამომხედა, ისეთმა ბედნიერმა ღიმილმა გაუპო ტუჩები. ვერ მივხვდი, რა უხაროდა. _ და მამას?_ ისე ჰკითხა ჩემთვის გამარჯვებულის მზერა არ მოუცილებია. _ ხანდახან მამაც იძინებს ჩემთან! მაგრამ დედა სულ ჩემია! გასაგებია?_ თითი მუქარით დაუქნია და ლიას ძახილზე ოთახიდან გაიქცა. გამშრალი ვიდექი. _ ესეც ახალი ამბავი! _ მოვიდა და წინ ამესვეტა. თვალი გავუსწორე._ რაო ცოლ_ ქმარს შორის გაუგებრობაა? _ ეგ არ არის შენი საქმე იასე!_ ვუპასუხე, რაც შემეძლო ცივად. _ ნეტავ როგორ შეუძლია კაცს შენ ყავდე და სხვაგან დაიძინოს? ეგ საერყოდ ნორმალურია? _ სახისკენ წამოიღო ხელი და თავი ავარიდე. _ მომენატრე ლუ! გაუსაძლისად მომენატრე და არ ვიცი, როდემდე ვითამაშებ შენთან ამ კუკუ_დამალობანას!_ სწრაფად და მოულოდნელად მომხვია ხელი და ტუჩებში მაკოცა. რამდენი წელი იყო მარტოობას ვიტანდი. მხოლოდ ნენე მყავდა მისგან და სრულებით კმაროდა, რომ მესუნთქა, მაგრამ იასე იმაზე მეტად მაკლდა, ვიდრე თავს ვუტყდებოდი. სულ წამით მივეცი ნება საკუთრ თავს, რომ ეს კაცი ისევ ჩემად მეგრძნო. ვინატრე, წამი გაშეშებულიყო, თუნდაც სულ რამდენიმე წუთით. მაგრამ დროს გაჩერება არ სურდა, უმოწყალოდ მიქროდა და რაღაც გაუგებარი აწმყოდან კიდევ უფრო აბურდულ მომავალში სინათლის სისწრაფით მიგვაქანებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.