შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვიცი რა დავარქვა!!!!!


25-07-2024, 01:21
ავტორი LunaM
ნანახია 1 771

- მითხარი, არ დაიღალე? - პასუხს საკმაოდ დიდ ხანს ველოდე , მაგრამ მხოლოდ სიჩუმე იყო, ზოგჯერ კი ეს სიჩუმე ყველაზე მეტს ამბობს.არ მინდოდა ზურგი მექცია მისთვის.. ჩვენთვის...
კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ. ამ ერთხელ... იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს.
ჩემს თავს ვატყუებდი? - მთელი ეს დრო ჩემს თავს ვატყუებდი... თვეების განმავლობაში გავურბოდი ამ მომენტს. გავურბოდი, რადგან დაბრუნდა. გავურბოდი, რადგან ვიცოდი, რომ ისევ მატკენდა. როგორ მეგონა, რომ ეს გრძნობა მოკვდა, მაგრამ არა.. მას უბრალოდ ეძინა...
მომწონდა მასთან საუბარლი. მისი ღიმილი კი მიყვარს ძლიერ, თვალები რომ ეჭუტება და ლოყებზე პატარა ჭუტები უჩნდება. მასთან ერთად დაძინება და მის გვერდით უბრალოდ არსებობა.. ეს ბედნიერებას მძენდა და რეალობას აძინებდა. რაღაც იმედიც კი მომცა... მაგრამ გავიღვიძე. მიწაზე დავეშვი და მივხვდი, რომ დავიწვებოდი, იმაზე მეტად გამანადგურებდა ვიდრე ოდესმე.
- დავიღალე სან.. არ უნდა დამეწყო. ბოდიში, რომ კვლავ გამოვჩნდი. ბოდიში, რომ მაშინ დედაშენი იქ ვერ დავტოვე და გვერდი ვერ ავუარე. ბოდიში, რომ გაღიზიანებ. ბოდიში, რომ მიყვარხარ და ეს ამაზრზენია შენთვის.. მე აღარ მინდა გესმის? დღეს... ხვალ... არ აქვს მნიშვნელობა როდის, მაგრამ შენ კვლავ მასთან იქნები. მე კი კვლავ თავს ბინძურ, მიგდებულ ნივთად ვიგრძნობ და სანამ ეს მოხდება უნდა წავდიე, გესმის? ეს ჩემთვისაა კარგი, გთხოვ დავასრულოთ.. ამაზე ძლიერ ნუღარ მატკენ...- აცრემლებული თვალები მივაბყარი ადამიანს, რომელიც უამრავი მიზეზის გამო მიყვარდა და რომლისგანაც სამუდამოდ წასვლას ვაპირებდი. ეს იმდენად ცუდად მხიდდა, იმდენად მამძიმებდა, რომ მთლად მაქრობდა, მიმაქანებდა, იქ სადაც მხოლოდ ხმა იყო..
ჩემს სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, ათრთოლებული ტუჩები ძლივს დავიმორჩილე, რომ ბოლოჯერ მეთხოვა და ცრემლებიც სახეზე გადმოეშვა.
- გთხოვ, ბოლოჯერ ჩამეხუტები?
ხელების კანკალი, რომ დამემალა მუჭი მაგრად შევკარი და მისკენ ბოლოჯერ გადავდგი ნაბიჯები.. მიწა მეცლებოდა, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ტკივილი მაბუჟებდა.წარბები შეკროდა ჩემს სიყვარულს და ღრმად სუნთქავდა, თითქოს ფიქრობდა მოეცა თუ არა ჩემთის ეს ჯილდო.. ვიმსახურებდი თუ არა, საჭირო იყო თუ არა...
მაჯაში ჩავლებული ხელით თავისთან მიმიზიდა და მის მკლავებში მომიქცია... ახლა, მისი სითბოც კი ცივი იყო ჩემთვის. მისი გულიც. ისიც...
“გთხოვ მითხარი რამე! გთხოვ არ გამიშვა! გთხოვ გააკეთე რამე! ჯანდაბა! ჯანდაბა! გთხოვვ....“ როგორ მინდოდა, რომ მისთვის მეყვირა, დამერტყა, ოღონდ ემოციებზე გამოსულიყო... რაღაც მაინც ეთქვა, ის კი უბრალოდ გულთან მიხუტებდა. ამაზე მეტი რა გინდა დია? დამცინოდნენ ჩემში გრძნობები..
ხელები მოვაშორე და მოვცილდი მის ძლიერ ხელებს, ზურგი ვაქციე. ბოლოჯერ გადავდგი ეს ნაბიჯი და დავასრულე. ჩემი თავით ვამაყობდი კიდეც, მაგრამ როდესაც მანქანის დაძვრის ხმა გავიგონე, ყველაფერი თავზე დამემხო. ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი დასრულდა... ძალაგამოცლილი მიწას დავენარცხე და სიცილი ამიტყდა, ათრთოლებული ხელებით ვცდილობდი თვალებიდან ცრემლების მოშორებას, ჩემს თავს ვეხუტებოდი და დამშვიდებას ვცდილობდი, ეს უარესად მხდიდა..
- რა საცოდავი ხარ... რა საცოდავი ხარ...- ჩემს ტუჩებს სიტყვებთან ერთად ყვირილი ამოყვა, კარგი იქნებოდა ტკივილიც წაეღო თან.. მეც გავყვებოდი... ბნელოდა, ციოდა, ჩემი თვალები ვერაფერს ხედავდნენ. არაფერი ესმოდათ. აღარაფერს გრძნობდა ჩემი სხეულიც. მეძინება. ვიცი რომ უნდა ავდგე და წავიდე. წავიდე როგორც ის... მაგრამ ძლიერ მეძინება.. თვალებს ვნაბავ და ჩემს გულისცემას ვუსმენ. სხვა არაფერი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent