შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ დაგვტოვო (თავი 1)


26-01-2019, 18:19
ავტორი უცხო
ნანახია 1 082

გავიღვიძე.. უნივერსიტეტში წასვლამდე ჯერ ადრეა...
დედა სოციალურ ქსელიდან გასულია და ვერ დავურეკავ...
ჩემს დას ალბათ ძინავს და ვერ გავაღვიძებ ცოდოა..
მამა...?!
ის არვიცი სად არის , რას აკეთებს , როგორ არის , მკვდარია?, ცოცხალია?, თუ უბრალოდ არ ვაინტერესებთ და არის თავისთვის მხართეძოზე წამოწოლილი და რასაც უნდა იმას აკეთებს და არაფერიც არ ადარდებს.

ის 13 წელია არ გვინახავს.. მე ჩემს დას და დედას.
გაქრა....
დედა სამი წელი მუშაობდა საქართველოში, ბოლოს კი როცა ძალიან გაგვიჭირდა დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.

საერთოდ სიტყვა "მამა" ს არვარ მიჩვეული.. როცა პატარა ვიყავი ერთხელ დედას ბაზარში წავყევი როცა დედა არჩევდა რა ეყიდა მე ყველა იქ მდგომ კაცს ჩამოვუარე, ერთერთს თითი დავადე და მამა თქო დავუძახე.. დედამ მაშინვე გამიყვანა იქიდან, იმ კაცს ბოდიში მოუხადა და წავედით. ბავშობაში ყოველთვის მინდოდა მამა მყოლოდა მამა რომელიც სხვა ბავშვებივით სკვერში გამასეირნება , სითბოს, და სიყვარულს მაგრძნობინებდა მაგრამ ახლა აღარ.
როცა ჩუმად ყოველთვის ვუყურებდი დედას თუ როგორ ტიროდა, იტანჯებოდა და ვეღარ უძლებდა ამას ჩემთვის დიდი ტკივილი იყო მაშინვე მივდიოდი დედასთან ვეხუტებოდი, ვკოცნიდი , ვეფერებოდი დედა კი თავის ცრემლებს ყოველთვის მალავდა .. მალავდა მაშინაც კი როცა ტირილით ვიღვიძებდი ღამე და ვიძახდი მამა მინდა თქო.. მაშინაც როცა ვუთხარი შენ ჩემთვის მამაც ხარ და დედაც თქო .
ყველაზე მეტად ამ დროის განმავლობაში ის მტკენდა გულს რომ მცხვენოდა რომ მამა არ მყავდა , ზოგს ვატყუებდი საზღვარგარეთ არის და ყოველ წელს ჩამოდის და ვნახულობთ თქო, ზოგზაც იმას ვეუბნებოდი რომ მოკვდა.
ასე გაიარა ჩემი ცხოვრების წლებმა. ახლა 17 წლის ვარ, ვცხოვრობ თბილისში ამ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დიდი ბების სახელი მქვია ნინელი მაგრამ მეგობრები ნინას მეძახიან. ჩემი და 29 წლის არის გათხოვილია და ძალიან ტკბილი და თბილი ოჯახი აქვს . მის ქმარ სოსოთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად მივდივარ მათთან. ახლა მარიამი ჩემი და, პატარა საბუკას ელოდება და ერთი სული მაქვს გულში როდის ჩავიკრავ.
დედა ისევ საზღვარგარეთაა ყოველდღე ვკითხულობ და ვურეკავ ,ვეუბნები მარიამის ამბებს თუ როგორარის ხშირად ჩხუბობს იმაზე რომ არ მირეკავსო .. ხშირად ტირის და ამბობს რომ ძალიან ვენატრებით ..ხშირად ვაცინებ და ვცდილობ ყველაფერი დავავიწყო და გავამხიარულო, უნიდან როცა მოვდივარ უცბად ვურეკავ და ვუყვები რახდებოდა დღეს.
ყველაფრის მიუხედავად კარგად ვიყავით სანამ....
სანამ ტელეფონზე უცხო ნომერი დამირეკავდა..
ვინ იყო ეს უცნობი?!
ან რაუნდოდა ჩემგან?!
საინტერესოა.



№1  offline წევრი Elea_Nora

კარგი დასაწყისია საინტერესო სიუჟეტით! ჯერ პატარა იფორმაციაა, მაგრამ იმედია თავებს გაზრდი. ეჭვები მაქვს ვინაა ეს უცხო ნომერი.
გელი და წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent