შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული (თავი 3)


25-07-2024, 19:53
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 1 177

სესილიმ მეგობრები ორი დღის შემდეგ გააცილა და პირობაც დადო, რომ ბანკეტზე მივიდოდა. ძალიან უყვარდა მეგობრები და ვერ აწყენინებდა. მთელი დღე მშვიდად გაატარა ოჯახმა, მხოლოდ იმას განიხილავდნენ თუ რა შეიძლება ხვალ ამირანისთვის ეჩუქებინათ. სესილი ამაში არ ჩარეულა, რადგან ბიჭის გემოვნებას საერთოდ არ იცნობდა. დედამაც უთხრა და თავადაც ხვდებოდა, რომ ამირანი მასაც დაპატიჟებდა. თავიდანვე განიზრახა უარს ვიტყვიო, მაგრამ მეორე დილით თავად იუბილარმა რომ მიიპატიჟა, ადვილად გადაიფიქრა. პარასკევ დღეს უწევდა ბიჭის იუბილე და დილიდან სამსახურში გააფარა თავი. არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ინტერნეტის საშუალებით დაურეკეს გურამმა და ნათიამ და ლამაზად მიულოცეს. კიდევ ერთი მადლობაც არ დავიწყებიათ.
-რა გაჩუქოთ ამირან? რამე ხომ არ გინდა ისეთი?
-კარგი რა გურამი ძია, რა უნდა მაჩუქოთ. არაფერი არ მინდა თქვენი მოსვლაც საჩუქარი იქნება.
-ასე არ გამოვა შვილო, რამეს ავარჩევთ.
-კარგით ნათია დეიდა, მაგრამ იცი წლის ხომ აღარ ვარ არა?!
ამ დროს გამოვიდა საძინებლიდან გოგო და ამ წინადადების გამო გადაწყვიტა კომპიუტერში შეეხედა.
-რას უწუნებს შენ იცი წელს? გილოცავ ბატონო იუბილარო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას.
-მადლობა სესილი. არაფერს არ ვუწუნებ. მოიცა ოცი წლის ხარ? მეტის არა? რა პატარა ყოფილხარ.
გოგომ ცხვირი აიბზუა და გზა სამზარეულოსკენ გააგრძელა.
-ოცდაერთისაა. - გაეცინა გურამს.
-კარგი, მოკლედ ხომ იცით დღეს გელოდებით სამივეს. გაიგე ქალბატონო სესილი?
მიაძახა ეკრანთან ჩავლილ გოგოს.
-ამირან მადლობა, მაგრამ..
-არანაირი მაგრამ სესილი. მეწყინება იცოდე. თან ოდესმე ხომ უნდა გაიცნო მამაშენის მეგობრები არა?
-კარგი ხო, რადგან გეწყინება, სხვა რა გზა მაქვს.
-კარგია. მადლობა მოლოცვისთვის, ახლა უნდა გავთიშო საქმე მაქვს.
სესილია ცოტა იწუწუნა, მაგრამ შემდეგ დანებდა და სიტუაციაში გარკვევა სცადა. მამამ დაამშვიდა ძალიან ბევრი ხალხი არ იქნებაო. ექვსი საათისთვის სამივე მზად იყვნენ. მასპინძლებს სუფრა ეზოში გაეშალათ. გრძელ მაგიდას თავზე საჩრდილობლად ჰქონდა გადახურული. იუბილარი ჯერ არსად ჩანდა და ყველა სტუმარიც არ იყო მოსული. სამივემ მოიკითხეს ირმა და კახა. ნათიაც მაშინვე სუფრის გაშლის პროცესში ჩაერთო. სესილი თავიდან უხერხულად იყო, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ ყველა იცნობდა და ახლობლად თვლიდა. ეზო ადგილიდან მოათვალიერა და ძალიან მოეწონა. არემარე მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული. ვარდებიც საოცარ განწყობას ქმნიდა. გასეირნება უნდოდა, მაგრამ მოერიდა უცხო სახლში ბოდიალი. იუბილარი მალევე გამოჩნდა და ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველა ულოცავდა და უღიმოდა. მშობლებთან ერთად გადასცა ამირანს საჩუქარი და მასაც ორნამენტებიანი დანა ძალიან მოეწონა. ხალხი ჯერ კიდევ მოსასვლელი იყო და სუფრასთან არავინ იჯდა. ისე ჩუმად მიუახლოვდა ბიჭი უხერხულად ჩამომდგარ სესილის, რომ გოგომ ვერც გაიგო.
-ლამაზი ეზოა არა?
-კი ძალიან. სულ ამწვანებულია.
-დედაჩემის დამსახურებით, ძალიან უყვარს ბაღისა და ეზოს მოვლა. წამოდი გავიაროთ ცოტა.
ჩუმად და სეირნობდნენ ეზოში. აქა -იქა თუ იტყოდნენ რამეს. შემდეგ მოქანავე, გრძელ სავარძელზე დასხდნენ.
-მიხარია საჩუქარი რომ მოგეწონა.
-ჰო, მიყვარს ასეთი რაღაცეები.
-ისე იუბილარს დიდიად არ გავხარ.
-რატომ? უბრალოდ რომ მაცვია?
-ჰო, პომპეზურობა გაკლია.
-არ მიყვარს ყურადღების მიქცევა. დილიდან ამიტომ გავიქეცი სამსახურში.
-გასაგებია. ისე დილიდან მუშაობ, ახლა ეს სუფრა, დამღლელია.
-არც ისე. პირიქით მხიარულ გარემოში უფრო ვისვენებ. ყურადღება კარგ რაღაცეებზე გადამაქვს.
-მართალია. კიდევ ბევრ სტუმარს ელოდები?
-არა. არ გიყვარს ხალხი ხო?
-ასეა. არაკომფორტულად ვარ ბევრი ადამიანის გარემოცვაში.
-ჩემი აზრით კომფორტი ადამიანების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.
-აბა?
-აი მაგალითად, შეიძლება შენ გარშემო ბევრი კარგი მეგობარი იყოს და კომფორტულად იყო. ან პირიქით ცოტა ადამიანი იყოს და ისეთი სიტუაცია, რომ დაიძაბო.
-მართალია. სიტუაციას და ხალხს გააჩნია. აქ არ იქნება ცუდი.
-შენ გააცილე შენი მეგობრები?
-კი, გუშინ დილით. დავპირდი ჩამოვალ ბანკეტისთვის თქო. აი იქ ნამდვილად ცუდად ვიქნები.
-ასე თუ მიუდგები მართლა ცუდი გამოვა.
-შეიძლება ასეა, მაგრამ არ მიზიდავს ეს აზრი და რა ვქნა. მეოთხე კურსელები დაპატიჟეს თურმე, ეგ უარესია. რა სულელი ვარ, რაზე გაწუწუნები.
-რამდენიმე საათით აიტან ამ ყველაფერს. ასეთი საშინელება ვერ იქნება, არა? ნუ ამბობ სისულელეებს, მე არ მაწუხებს შენი წუწუნი.
-კარგი აღარ ვიტყვი. უი რამდენის გახდი?
-ოცდაექვსი წლის. შენზე ხუთი წლით დიდი ვარ.
-ჰო. მაგდენს ვერ მოგცემს ადამიანი. ახალგაზრდად გამოიყურები.
-ეს კომპლიმენტი იყო?
-კი იყო.
-მაშინ მადლობა. მოიცა, აი შენ დედას თეთრი ვარდი.
-მადლობა ძალიან ლამაზია. მიყვარს თეთრი ვარდები.
-კარგია. წამო მივიდეთ, ბიჭებიც მოვლენ ახლა.
სესილია ბევრი ადამიანი გაიცნო. ზოგთან კარგადაც დამეგობრდა. მშვენიერი აღნიშვნა გამოუვიდათ. სათითაოდ ლოცავდნენ იუბილარს. დალიეს, იმღერეს, იცეკვეს. მოკლედ მშვენიერი დრომ ატარეს. გვიანობამდე გეგმავდნენ დარჩენას სესილის მშობლები და თვითონაც არ გასჩენია წასვლის სურვილი. მხოლოდ ძველი მეგობრები შემორჩნენ სუფრას. ზოგი წავიდა, ზოგსაც საერთოდ ჩაეძინა. ამ მიზეზის გამო განაახლეს ეზოში სეირნობა მხოლოდ ამირანმა და სესილიმ, მას შემდეგ, რაც უფროსებს გამოექცნენ. უკვე დაბინდებას იწყებდა და ბევრი არ უვლით, იქვე ეზოს სავარძლებში ჩასხდნენ და ცხელი ყავა მოიშველიეს.
–კარგი დღე იყო.
–კი, კმაყოფილი ვარ.
–კარგია, მადლობა, რომ მოსვლა მთხოვე.
–რის მადლობა სესილი. ინანებდი?
–ალბათ არა. მე არ მეცოდინებოდა აქაური სიტუაცია, შესაბამისად არ ვინანებდი.
–მართალი ხარ. ანუ დღეიდან მშობლებს გამოჰყვები ხოლმე შეკრებებზე.
–რა ვიცი, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში შენს დაბადების დღეებზე მოვალ ხოლმე, თუ დამპატიჟებ.
–კარგია. მიხარია თუ მოგეწონა.
–ჰო. მართალი იყავი იცი? აქ ყოფნით რაღაცნაირად მოვდუნდი და გამოვეთიშე სამყაროს.
–კარგია, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, ერთი ჭიქა რომ დაგელია, რა დაშავდებოდა?
–კარგი რა ამირან, თავიდან იწყებ?
–არ ვიწყებ, არც არფერს გაძალებ, უბრალოდ გეკითხები.
–არ მიყვარს ალკოჰოლი. მე ხომ უკვე შევუსრულე იუბილარს სურვილი ჩემი აქ მოსვლით არა?
–მართალი ხარ. იცი მამას ღვინო განთქმულია, შენ კიდე დაიწუნე.
–ნაწყენი ხარ?
–არა, რას ამბობ. უბრალოდ ვხუმრობ.
–კარგია ნაწყენი რომ არ ხარ. თორემ უკვე ვფიქრობდი განთქმული ღვინის დაჭაშნიკებაზე.
–იცი რა, გადავიფიქრე. ძალიან მეწყინება თუ ჩემთან ერთად არ დალევ ერთ ჭიქას.
–ამირან, კარგი რა. – გაეცინა გოგოს.
–კარგი რა სესილი. – გაიღიმა ბიჭმაც. – მხოლოდ ერთი ჭიქა.
–კარგი ხო. დამიყოლე.
ამირანი გაუჩინარდა და უკან ღვინის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა. დაბალ ხის მაგიდაზე დააწყო ნივთები და გოგოს გვერდით მიუჯდა. ჭიქები სანახევროდ შეავსო და სესილისაც მიაწოდა.
–აბა, რას გაუმარჯოს?
–შე გაგიმარჯოს ბატონო იუბილარო, სიტყვიერად კი დაგლოცე, მაგრამ ღვინითაც მომიწევს. გილოცავ ამირან.
–მადლობა სესილი.
გოგომ ოდნავ მოსვა ღვინო, მას შემდეგ რაც სურნელი კარგად შეიგრძნო. პირველ ყლუპს მეორეც მოჰყვა.
–აბა?
–გემრიელი და არომატულია. დიდად გამოცდილი არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ კარგი ღვინოა.
–მშვენიერი. ახლა ჩემი სადღეგრძელოს ჯერია. ამ ჭიქით ასე უცნაურად გაცნობილ სესილის გაუმარჯოს. რომელმაც არ მაწყენინა.
–მადლობა ამირან.
–არაფრის. – ბიჭმა ჭიქები ხელახლა შეავსო.
–ამირან, მხოლოდ ერთი ჭიქაო არ თქვი?
–ამ სადღეგრძელოს გარშე ჩემი დაბადების დღე სრულყოფილი არ იქნება. სუფრასთან გადამავიწყდა, ხოდა შენ უნდა მომისმინო.
–გისმენ.
–ამ ჭიქით მე მინდა დაღუპული გმირების სადღეგრძელო დავლიო. მათი სული მოვიხსენიო და ნათელი ვუსურვო. ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მათი პატრიოტიზმი რომ არა, საქართველო დღეს არ იარსებებდა. იქნებოდა რომელიმე ქვეყნის ნაწილი და არა ქართველების სამშობლო. ბავშვობიდან მათი პატრიოტიზმი გავიაზრე და ამან მიმყვანა ჩემს საქმემდე. დაღუპული გმირების ხსოვნა იყოს!
–ხსოვნა იყოს.
–ამ ჭიქას ბოლომდე ვსვამთ სესილი.
–კარგი ხო. ამაზე ვერ შეგედავები, მაგრამ ბოლოა იცოდე.
–წასულებზე გაჩერება არ შეიძლება სესილი.
–ამირან, მეჩვენება თუ ჩემს დათრობას ცდილობ? – გაეცინა გოგოს.
–მამაშენი ძალიან გამიბრაზდება? – აჰყვა ბიჭიც.
–გაგიბრაზდება? რას ამბობ ამირან, ჩემი დათრობისთვის ჯილდოს გადმოგცემს.
–ასეთი რთულია შენი დათრობა სესილი? აკი გამოუცდელი ვარო.
–რთული არა ამირან, პირველი. ჩემი პირველი დათრობა იქნება კიდევ თუ დამალევინებ.
–სერიოზულად?
–არ გჯერა ხო? არც მამაჩემს? ეს კახელი გოგო რანაირად არ სვამო, მებუზღუნება.
–მაშინ ვეცდები ჯილდოს მოპოვებას. მოდი ამ ჭიქით მე და შენს გაცნობას გაუმარჯოს.
–გაუმარჯოს. მიხარია, რომ გაგიცანი ამირან.
–მეც მიხარია სესილი. – ბიჭს გოგოს ამღვრეულ თვალებზე და აწითლებულ ლოყებზე გულწრფელად გაეცინა.
–რა მოხდა?
–არაფერი. მთვრალი ძალიან საყვარელი ხარ. წამოდი მგონი მიდიან შენები.
–წავიდეთ.
–გურამი ძია, კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის.
–რა ამბავი?
–რა ამბავი და ძვირფასო მამა, ბატონმა იუბილარმა თქვენი შვილი დაათრო.
–რა?
–სულ სამი ჭიქა დალია და ცოტა შეთვრა.
–ეს რას მოვესწარი შვილო. ყოჩაღ ამირან.
–წამო დე წავიდეთ და დაიძინე.
–კაი. მადლობა ამირან დაპატიჟებისთვის და თუ ცოცხალი გადავრჩი, კიდევ შევხვდებით.
–სამი ჭიქა არ მოგკლავს სესილი.
–ნახვამდის ამირან.
–ნახვამდის. მადლობა, რომ მოხვედით.
ღვინის წყალობით მშვენივრად გამოიძინა გოგომ. არც აქამდე უჩიოდა უძილობას, მაგრამ მაინც. დიდად არაფერი აწუხებდა, მხოლოდ მსუბუქი თავის ტკივილი. მთელი დღე დასცინოდა მამა, მომესწრო შვილიო. დღის ბოლოს ამირანმაც დაურეკა მოსაკითხად და ცოტა ისაუბრეს. მთელი კვირა მონდომებით წუწუნებდა სესილი მომავალ ბანკეტთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. ხუთშაბათს ავტობუსის გაჩერებაზე ისეთი სახით იჯდა, თითქოს ვინმეს საწამებლად მიჰყავდა. ავტობუსამდე ამირანის მანქანა გამოჩნდა.
–გამარჯობა, თბილისში მიდიხარ?
–გამარჯობა, კი. ავტობუსს ვუცდი.
–წამოდი მე წაგიყვან. მეც თბილისში მივდივარ საქმეზე.
–იყოს ნუ შეწუხდები, წუთი წუთზე მოვა ავტობუსი.
–არ ვწუხდები სესილი. ასეთ შემთხვევაში ხომ არ გავჩერდებოდი. თანაც იმ ავტობუსით ჯაყჯაყს ჩემთან ერთად წამოსვლა ჯობია.
–კარგი, მართალი ხარ. მადლობა.
–არაფრის სესილი. – ერთად განაგრძეს გზა. – როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
–რა ვიცი, კარგი მგონი. ხვალის შემდეგ როგორი იქნება, ვერ გეტყვი.
–ასე ძალიან არ გინდა?
–ჰო, მაგრამ თან ვიცი, რომ უნდა მივიდე.
–მიდი და მალე წამოდი.
–არ გამომიშვებენ, ნუ ვიზამ რამეს.
–ანუ ხვალ ხო?
–კი. თან ეს რესტორანიც რანაირი აარჩიეს.
–რესტორანს რაღას უწუნებ?
–სახელს ვუწუნებ. იცი რა ქვია? “ THE BEST” .
-სასაცილოა.
–ჰო.
–თბილისში რჩები?
–ორშაბათს ვბრუნდები. შენ?
–მე ოთხშაბათს. მანამდე რაღაც საქმეები მაქვს.
–კარგია.
თბილისში ჩუმად ჩავიდნენ და ამირანის დაჟინებული თხოვნით გოგო სახლამდე მიიყვანა.
–ძალიან დიდი მადლობა ამირან. მართლა.
–არაფრის სესილი. ნახვამდის, კარგ გართობას გისურვებ.
–არ მგონია. მაინც მადლობა. ყავაზე დაგპატიჟებ, გინდა?
–დაღლილი ხარ, ნუ შეწუხდები.
–რა შეწუხებაა. შენც ცოტას ფეხს გაშლი, ამდენი ხანია საჭესთან ზიხარ.
–კარგი მაშინ. უარს არ გეტყვი.
პატარა მისაღები ჰქონდა სახლს და ერთი საძიებელი. პატარა სააბაზანო და სამზარეულო. უცებ გაკეთა ყავა და თეთრ მაგიდას შემოუსხდნენ. ამ ოთახში თითქმის ყველაფერი თეთრი იყო. ცოტა ხნის შემდეგ გააცილა ამირანი და თვითონ მეგობრებს დაურეკა. გოგონებიც მაშინვე მასთან გაჩნდნენ. გადაწყვიტეს ერთად გაევლოთ მაღაზიებში და კაბები აერჩიათ ხვალისთვის. სესილი ძალიან არ იყო დაღლილი და გოგონებს გაჰყვა. ისეთი კაბა აარჩია, რომელიც არც ძალიან უბრალო იყო და არც პომპეზური. საათიც შეათანხმეს და კაფეში სადილის შემდეგ დაიშალნენ. თითქმის მთელი დღე ძილში გაატარა გოგომ და კარგად დაისვენა. მეორე დლით ადრიანად გამოეღვიძა და ძილიც ვერ შეიბრუნა. მახლობელ მაღაზიაში იყო პროდუქტების საყიდლად. შემდეგ ისაუზმა და გოგონებს უმასპინძლა. გადაწყვიტეს ერთად მომზადებულიყვნენ, მაგრამ ბევრი იყო დარჩენილი და ისაუბრეს. ანანომ ზედმიწევნით ჩაუკაკლა ვინ მოდიოდნენ მეოთხე კურსიდან და ვინ ვერა. ნაშუადღევს მომზადება დაიწყეს. ჯერ თმა, შემდეგ მაკიაჟი, ბოლოს კაბები მოირგეს და ოთხი საათიც შესრულდა. კურსელმა ბიჭმა მოაკითხა და ყველანი ერთად წავიდნენ. თითქმის ყველა ადგილზე იყო. გოგო მუდამ იღიმოდა ზოგთან გულწრფელად, ზოგთან არა. მალე შემოიკრიბა ხალხი და გართობაც დაიწყო. თავიდან სუფრასთან ისხდნენ, შემდეგ ზოგმა ცეკვა გადაწყვიტა. დიდად არ ხიბლავდა ეს აზრი, მაგრამ თავადაც მოუწია ცოტა ხნით სკამიდან ადგომა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ სუფრასთან შეიკრიბნენ და საუბარი განაგრძეს. ამ დროს ამირანი საქმიანი შეხვედრიდან ახალი გამოსული იყო და კოლეგებთან ერთად სასადილოდ მიდიოდა. ერთ–ერთ ნაკლებად გადატვირთულ რესტორანში შევიდნენ და ბიჭმა მოგვიანებით გაიაზრა, რომ ნაცნობი სახე მოპირდაპირე დარბაზიდან სესილი იყო. შორიდან აკვირდებოდა მის ქმედებებს, სახის მიმიკებს, რომელიც იშვიათად ჩანდა, რადგან ზურგით იჯდა.
–რაზე ფიქრობთ ამირან?
–რა?
–მზერა გაგიშეშდათ და რაზე ფიქრობთ?
–არაფერზე.
შემდეგ აჩიკოც ამოიცნო, რომელიც გამუდმებით გოგოს ეჯდა გვერდით და რაღაცას ელაპარაკებოდა. ხანდახან დასარწმუნებლად ხელებსაც იშველიებდა. შემდეგ როგორც ჩანს დაიყოლია სესილი და სხვებს შეუერთდნენ საცეკვაოდ. ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა, მაგრამ ბოლოს მისვლა გადაწყვიტა. უკვე მაგიდასთან იჯდა გოგო და აჩიკო თავზე დადგომოდა. უკვე საუბრის მოსმენაც შეეძლო ამირანს.
–კარგი რა სესილი, წამოდი ვიცეკვოთ.
–დავიღალე აჩიკო, სხვასთან იცეკვე რა. მე ვიჯდები.
–კარგი, დაისვენე და მერე იყოს.
ბიჭი დანარჩენებს შეუერთდა, ამირანი კი ახლოს მივიდა.
–სესილი გამარჯობა.
–ამირან? აქ რა გინდა?
–კოლეგებთან ერთად ვარ, დაგინახე და მოსასალმებლად მოვედი.
–კარგია. გემრიელად მიირთვით.
–როგორ ერთობი?
–ნორმალურად. დიდად არ მეხალისება, მაგრამ დაჯდომას არ მაცდინ.
–წამო აივანზე გავიდეთ აქ ჩახუთული ჰაერია.
–შენი კოლეგები?
–არაუშავს. ცოტა ხნით გავიდეთ.
–კარგი.
–დაიღალე?
–ისე რა. ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არ მომწონს დამღლელია.
–ცეკვა?
–ჰო. თან ახლა დიდად ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს.
–ცუდად გრძნობ თავს?
–არა. ისე ვამბობ.
–კარგი.
–შევიდეთ უხერხულია.
–თუ ცუდად გახდი არ გაჩერდე დიდხანს.
–ასე ვიზამ.
გოგო თავის მაგიდასთან დაბრუნდა. დაქალებმა გამოჰკითხეს ამბავი და არც აჩიკო ჩამორჩა. ბიჭი უმიზეზოდ გაღიზიანდა რაც სესილის არ გამოჰპარვია. თვითონაც მოეშალა ნერვები. ამის მიუხედავად მაინც იღიმოდა და გახალისებას ცდილობდა. ყველა კარგად ერთობოდა და თავს უხერხულად იგრძნობდა სხვა შემთხვევაში. დრო და დრო ამირანის მზერას გადააწყდებოდა ხოლმე და გაუღიმებდა, პასუხსაც იღებდა. ამის გამო აჩიკო წაეჩხუბა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია. აივანზე გავიდა დასაწყნარებლად და მალევე დაბრუნდა. ყელაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. გართობა, ქეიფი, ცეკვა და სიმღერა. დიდხანს აღარ გაჩერებულა და გოგონებთან ერთად დატოვა რესტორანი. დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა ამირანს და ნელ–ნელა გაუყვა ქუჩას. არც ისე შორს იყო სახლიდან და ფეხით წასვლა გადაწყვიტა, თან ცივი ჰაერი მოსწონდა. მშვიდად მივიდა სახლამდე და გამოცვლის შემდეგ პირდაპირ დაწვა. ჯიუტად აიგნორებდა აჩიკოს ზარებს. დარეკვის მიზეზი ისედაც იცოდა, დამშვიდობების გარეშე წამოვიდა, რადგან ბიჭი ცეკვით იყო გართული. ადგა სესილი და წამოვიდა. სხვა შემთხვევაში აჩიკო არ გამოუშვებდა ან თვითონაც გამოჰყვებოდა, რაც არ უნდოდა. მშვიდად გაატარა შაბათი დღე და კვირას ტელეფონმა გააღვიძა. უცხო ნომერი ურეკავდა და დაბნეულობისგან უპასუხა.
–ალო?
–სესილი დილა მშვიდობისა, ამირანი ვარ.
–ამირან? გამარჯობა.
–აუ გაგაღვიძე? მაპატიე რა? მიჩვეული ვარ ამ დროს გაღვიძებას.
–არაუშავს. რა ხდება?
–დღეს მიდიხარ ხო. სანამ წახვალ შენი ნახვა მინდოდა.
–კარგი. წასვლამდე გნახავ. მშვიდობაა?
–კი, კი. დალაპარაკება მინდა რაღაც საკითხზე.
–კარგი. ცხრაზე უნდა ვიყო ისანში და მანამდე შევხვდეთ.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

მართლა საოცარი საკითხავია. მოცულობითიც და შინაარსობრივიც. ამირანსა და სესილიზე უკვე ვგიჟდები. საოცარი წყვილია. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება უფრო ხშირად დადე რა ახალი თავები. წარმატებები...

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესოა,ეს აჩიკო არ მომეწონა ძალით ვერავის შეაყვარებ თავს არ იციან ამ ხალხმა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№3 წევრი La dolce vita

ძალიან კარგი და სასიამოვნო საკითხავია.

 


№4 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ერთმა ეპიზოდმა გამაკვირვა: 26 წლის ვარო და არ გეტყობა ეგ ასაკიო, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიო.
ეს ხუმრობით უთხრა? თუ მართლა ასე ფიქრობს.
გავვოცდი. 26 წელი ახალგაზრდა არ არის? ან 29 და 30 ? მე 17 საუკუნეში ვართ?

 


№5  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

სტუმარი ხათუნა
ერთმა ეპიზოდმა გამაკვირვა: 26 წლის ვარო და არ გეტყობა ეგ ასაკიო, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიო.
ეს ხუმრობით უთხრა? თუ მართლა ასე ფიქრობს.
გავვოცდი. 26 წელი ახალგაზრდა არ არის? ან 29 და 30 ? მე 17 საუკუნეში ვართ?

გამარჯობა. ანუ ეს ასაკი როგორც მოხუცის ან დიდის კი არა შეხედულებაზე არ გეტყობაო. ესაა ნაგულისხმები. ამ გოგოს დაახლოებით თავის ხელა მოეჩვენა უბრალოდ უფრო პატარაა გავს გადაპარსული თავით მეტი არაფერი. და რათქმაუნდა 26 წელი ბევრი არაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent