შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული (თავი 2)


18-07-2024, 20:58
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 1 638

ერთი კვირა გასულიყო ამ ამბიდან და ამირანს ისე. რომ თავადაც ვერ ხვდებოდა, სულ გოგონაზე ეფიქრებოდა. მის ჯანმრთელობას მდგომარეობაზე, ანდაც სად იყო, როგორ იყო. თითქოს საკუთარი ფიქრების უარყოფას ცდილობსო, მუდამ საქმეში იყო გადავარდნილი. ოჯახის წევრებს მოუყვა მომხდარის შესახებ ორი დღის წინ და მათაც ძალიან განიცადეს მეგობრების ამბავი. პატარა კაბინეტი ჰქონდა ბრიგადის გენერალს. იქ ატარებდა ძირითად დროს მაშინ, როცა პოსტზე არ იდგა. პატარა ოთახი იყო ერთი დიდი ფანჯრით. საიდანაც საზღვრის მცირე ნაწილი მოჩანდა. შეიარაღებასთან დაკავშირებით ამოწმებდა რაღაც დოკუმენტებს მობილურმა რომ დაურეკა. მაშინვე უპასუხა მამის ზარს.
-გისმენ მამა.
-ამირან დღეს თუ გცალია სიდამონიძეებთან გვინდა წასვლა მე და დედაშენს, იქნებ წამოვსულიყავი შენც.
ეს გვარი გაიგონა თუ არა, მაშინვე გოგო წარმოუდგა თვალწინ.
-კი მოვიცლი მამა, მაგრამ უხერხული ხომ არ იქნება? დასვენება სჭირდებათ, სიმშვიდე, ჩვენ კი გაუფრთხილებლად რომ მივალთ.
-მართალი ხარ, მაგრამ გავიგეთ და რომ არ მოვიკითხოთ უფრო ცუდად გამოვა. - საუბარში ჩაერია დედაც -თან სანამ სესილი თბილისში წავა მინდა, რომ ვნახო. ისე მომენატრა ეგ მეტიჩარა.
-დედა რა საუბარია? ასე ახლოდან იცნობ მაგ გოგოს, რომ მეტიჩარა ეძახო?
-ეს შენ არ იცნობ სესილის, თორემ მე სულ ვნახულობ ხოლმე. ეს ორი წელი დაგვემთხვა უბრალოდ. ზაფხულში სულ გვსტუმრობდა.
-აბა მე რატომ არ მახსოვს. თვითონაც ვერ მიცნო. ეგ რანაირად?
-იმიტომ ვერ გიცნო ამირან, რომ არ გიცნობს. შენ, გენაცვალე შენს ძმაკაცებთან ერთად ხან მთაში იყავი, ხან ბარში. მთელ საქართველოს შემოუვლი ხოლმე შვებულებაზე და ის გოგო ზაფხულში ჩამოდის აქ.
-კარგი მამა მივხვდი შეფარულად რომ მსაყვედურობ. წამოვალ სიდამონიძეებთან. გაემზადეთ და საათ ნახევარში ჩამოვალ.
დღეს ბევრი საქმე მაინც არ ჰქონდა, ამიტომაც ყველაფერი მეგობარს გადააბარა და სახლში წავიდა. არ აღიარებდა, მაგრამ გულში უხაროდა გოგოსთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ტკბილეული და ყვავილები შეიძინეს და მოსაღამოვებულს ესტუმრნენ ოჯახს. მასპინძლები მოულოდნელობისგან ძალიან გახარებულები ჩანდნენ. მისაღებში ნათია შეუძღვა. გურამი დივანზე იჯდა და გაზეთს ათვალიერებდა. თვითონაც აღფრთოვანებული დარჩა მეგობრების სტუმრობით. ბევრი ისაუბრეს, ამირანი ვერ აცნობიერებდა, მაგრამ შინაგანად მთელი ეს დრო სესილის გამოჩენას ელოდა. გოგონას ოთახიდან ხმაური გაისმა და მალევე შემოვიდა მისაღებში. თხელი მუხლებს ჩამოცილებული კაბა ეცვა და თმაც გაშლილი ჰქონდა. გოგომ სიხარულით მოიკითხა დიდი ხნის უნახავი ნაცნობები და ამირანიც ღიმილით დაასაჩუქრა.
–გეძინა სესილი? ჩვენ ხომ არ გაგაღვიძეთ?
–ჩამძინებია ირმა დეიდა. იმდენ გამაყუჩებლებს ვსვამ, მთელი დღეები მძინავს.
–ძალიან გტკივა დაჟეჟილობები?
–ახლა ისე ძალიან აღარ კახა ძია. აქამდე უფრო მტკიოდა. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.
–ჩვენც ჩემო გოგო, მინდოდა წასვლამდე მენახე. როდის აპირებ დაბრუნებას?
–ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ორი კვირის შემდეგ მომიწვეს წასვლა, შეიძლება მერე ცოტა ხნით კიდევ ჩამოვიდე.
–ასე წასვლას რა აზრი აქვს სესილი, თუ წახვალ დიდი ხნით უნდა წახვიდე.
–მეც ვიცი ირმა დეიდა და არ წავიდოდი, მაგრამ კურსელებმა გადაწყვიტეს შევიკრიბოთო, აღვნიშნოთო, უარი ვეღარ ვუთხარი. გოგოებმა ძალიან მთხოვეს.
–რას აღნიშნავთ? – ხმა ამოიღო ბიჭმაც.
–უი, არადა ნათიამ მითხრა, მესამე კურსის დამთავრება აღნიშნესო.
–ხო ეგ აღვნიშნეთ, ამჯერად ზაფხულს ვზეიმობთ, თუ არ ვცდები.
–არ გინდა წასვლა ხო?
–არა კახა ძია, ხომ მიცნობთ არა? ერთხელ ხომ უკვე ვიყავი, მაგრამ ჩემმა გოგოებმა დაიჟინეს და უნდა წავიდე.
–რა მეშველება ირმა ამის ხელში? არც გართობა უნდა, არც სადმე წასვლა.
–კარგი ახლა, რას ერჩით ამ ბავშვს? არ უყვარს ეს ღრეობები და მოკალით. აბა ის ჯობია ყოველ ღამეს კლუბში ათევდეს?
–შენც მართალი ხარ კახა.
–მოკლედ უნდა წავიდე და მერე ვნახოთ.
–სესილი შენ გოგონებთან ერთად დასასვენებლად წელსაც წახვალ?
–ჯერ თბილისში რჩებიან თვის ბოლომდე და არ ვიცი. ისე შარშან ძალია კარგად დავისვენეთ. ამ აღნიშვნამ ჩაიაროს და სექტემბრამდე იმ მოქეიფეების დანახვა არ მინდა. ბოლოსდაბოლოს, მე ვარ კახელი თუ ისინი.
–რამდენს ბუზღუნებ შვილო, სულ ნუ წახვალ.
–უთხარი ტვინის შერყევა მაქვს და ჩემთვის გადატვირთვა არ შეიძლება–თქო.
–მაგაზე მეც კი ვიფიქრე ამირან, მაგრამ ერთ ჩემს კურსელს ჰქონდა წელს და ასე მითხრა ერთ კვირაში მშვენივრად ვიყავიო.
–სიმძიმესაც ხომ გააჩნია არა?
–მანამდე წამომცდა, რომ მსუბუქ ფორმაში მჭირს.
–არაუშავს სესილი, წახვალ, გაერთობი, რა ჯობია მაგას.
–კარგი, მოვრჩი წუწუნს. თქვენ მითხარით როგორ ხართ.
–რა ვიცი, კარგად ვართ. ამირანი სულ მუშაობს და მოწყენილები ვართ.
–ყველასთან ამაზე ნუ წუწუნებ დედა, უხერხულია.
–სულ ჩემს თვალწინ გაიზარდა ამირანი. ისე უცებ გავიდა დრო, ვერც გავიგე.
–მართალია. მოგესწრო კახა ბიჭი, მოგესწრო!
–უი ამ თვეში გაქვს დაბადების დღე არა?
–არასდროს არ გავიწყდებათ ნათია დეიდა.
–რა დამავიწყებს ამ დღეს. ირმა ბლოკში რომ შეიყვანეს, ყველა გარეთ ვიყავით. როგორ ინერვიულე კახა მაშინ, გახსოვს?
–რა დამავიწყებს მაგ დღეს გურამ. იმ დღეს შენ ირმის ყანწით რომ დალოცე ამირანი, რა დამავიწყებს.
–მგონი თქვენი ყანწის დამსახურებაა გურამი ძია ამხელა რომ ვარ.
–სამაგიეროდ ჯიხვის ყანწმა არ გაჭრა. შეხედე სესილის, მოცუცქნული მყავს.
–ყანწი რა შუაშია მამა? ისე რომელი ჯობია, ჯიხვი თუ ირემი?
–რა მნიშვნელობა აქვს დედი მაგას?
–უბრალოდ მაინტერესებს, გოგოს და ბიჭის დაბადებას ერთნაირად შეხვდნენ თუ არა.
–შენ საერთოდ ყველას ბიჭი გვეგონე. მშობიარობის შემდეგ გავიგეთ, რომ გოგო დაიბადე.
–მართლა?
–კი სესილი, ისე გლოცავდნენ ესენი, მამაცი, ძლიერი, ვაჟკაცი გვეყოლოსო და ექთანი გამოვიდა და გვითხრა, პატარა გოგო დაიბადაო.
–აუ ყველას პირები დაგვრჩა ღია, გურამი სიხარულით დაფრინავდა, პრინცესა მეყოლაო.
–მამა რა საყვარელი იქნებოდი...
–ჰო დე, გურამმა პირველად რომ დაგიჭირა, ხელები უკანკალებდა, რამე არ ვატკინოო. იცი რა პატარა იყავი?
–თან ისეთი ლამაზი იყავი, გურამს ბიჭები აბრაზებდნენ, ამ გოგოს ვინ გაგიჩერებს, მოგტაცებენო.
–მართლა? შენ თუ არ გინდა სულ არ გავთხოვდები მა...
–მე არ მეკითხებით? შვილიშვილები მინდა.
–კარგი დედა, კარგი.
–ნათია გახსოვს? სახლში რომ გამოგწერეს და სუფრა დაგახვედრეთ, მთელი სტუმრები პატარა ბიჭს ელოდებოდნენ და ერთი ციდა, ვარდისფერ კაბაში ჩაცმული სესილი შემოიყვანეთ.
–ვაა , ეს რა დახვედრა მოგიწყვიათ.
–აბა როგორ გინდა. კახამ დაიჩემა ჩემთან გადავიხადოთო.
–მამა მე სად დამხვდით?
–ხო არ შეგშურდა ამირან? – აკისკისდა გოგო. ისე ლამაზად იცინოდა, თვალს ვერ მოწყვეტდი.
–არა, სესილი. პრინცესას საკადრისი დახვედრა სჭირდება.
–არც პრინცს დავხვედრილვართ ცუდად, არა გურამ?
–კი ირმა ასე იყო. ორი დღე ვქეიფობდით თქვენთან.
საუბრისას ქუჩიდან მანქანის სიგნალი გაისმა და ნათიამ გაიხედა. ეზოში შემოსულ სტუმრებს სიცილით შეხვდა ქალი და სახლშიც შეიპატიჟა.
–სესილი დე, ნახე ვინ მოვიდნენ.
–არ არსებობს. გოგო რატომ არ მითხარით ჩამოსვლას თუ აპირებდით? ვინ ჩამოგიყვანათ საერთოდ.
სიცილით გადაეხვია გოგონა სამ უახლოვეს მეგობარს.
–აქამდეც გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ უფროსმა მხოლოდ დღეს მომცა შვებულება. აჩიკომ წამოგვიყვანა, მანანას გააჩერებს და შემოვა.
–აჩიკომ? რას დგახართ, დასხედით. გოგონებო გაიცანით ირმა დეიდა და კახა ძია. ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობრები და ამირანი, მათი ვაჟი და ჩემი გადამრჩენელი.
–სესილი, კარგი რა! სასიამოვნოა, ამირანი.
–მე ნანუკა ვარ, სესილის კურსელი. სასიამოვნოა.
–მე ანანო, სესილის მეზობელი, თან ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ. გამიხარდა თქვენი გაცნობა.
–მე ქეთი, საერთო უნივერსიტეტში ვსწავლობთ.
–რა ლამაზი მეგობრები გყოლია სესილი. ჩვენი წასვლის დროა კახა, ნუღარ შევაწუხებთ ბავშვებს.
–არა ირმა სად უნდა წახვიდეთ, ერთად ვივახშმოთ ყველამ. სესილი დე, იმ ბიჭს გახედე.
აჩიკოც ამ დროს შემოვიდა ეზოდან და გოგოს ჩაეხუტა.
–სესილი როგორ ხარ? იცი როგორ ვინერვიულე? გტკივა რამე?
–კარგად ვარ აჩიკო, მადლობა. დაჯექი. ესენი ჩემი მშობლები არიან ნათია და გურამი.
–სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
–ეს უსაყვარლესი წყვილი ჩემი ოჯახის ახლო მეგობრები არიან. ეს ამირანია, მათი ვაჟი.
–ძალიან სასიამოვნოა. მე სესილისთან ერთად ვსწავლობდი უნივერსიტეტში და წელს დავამთავრე.
–ჩვენთვისაც. – აქამდე მომღიმარი სახე დაუსერიოზულდა ბიჭს.
–მე ღვინოს მოვიტან, კახა წამო მომეხმარე.
–მეც ნათიასთან გავალ, ახალგაზრდებმა ისაუბრეთ.
–სესილი გტკივა რამე?
–არა ან, არაფერი. დაწითლებები მტკივა, ისიც ხელს თუ მივიდებ.
–მაჩვენე. როგორ გაგლურჯებია, ალბათ როგორ გეტკინა და შეგეშინდა, ჩემი საბრალო.
–არაფერი აჩიკო, მართლა.
–ძალიან შეგეშინდა სეს?
–არა ქეთი, საერთოდ არ შემშინებია, უფრო დაბნეული ვიყავი. მადლობა ამირანს, წამით არ მომცილებია გვერდიდან.
–სესილი ხომ გთხოვე არა? არ მინდა ამაზე საუბარი, ყველა ასე მოიქცეოდა.
–კარგი ხო, ბოლო იყო, მეტჯერ აღარ გეტყვი მადლობას.
–ამირანი იქ იყო?
–ჰო, ამირანმა ამომიყვანა წყლიდან. მეტს აღარ მოვყვები, მთავარია გადავრჩი. ჯობია ამაზე აღარ ვისაუბროთ.
–მართალი ხარ ნუ გაიხსენებ. მაშინ მოგვიყევი რას აპირებ.
–რას უნდა ვაპირებდე ნანუკა, დავისვენებ და შემდეგ თბილისში წამოვალ. პირობა პირობაა.
–ანუ მოდიხარ ბანკეტზე?
–ბანკეტი დავარქვათ? კარგი, იყოს ასე. შენც იქნები?
–კი, თქვენმა ბიჭებმა დაგვპატიჟეს მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი.
–არ ვიცოდი. ანუ შევხვდებით ბანკეტზე.
–კი. იმედია მანამდე აქ დარჩენას არ აპირებ. ძალიან დაგვაკლდი თბილისში.
–კარგი რა აჩიკო, კვირაში ერთხელ ან გხედავ ან ვერა.
–ჰოდა ეგ უნდა გამოვასწოროთ. ყოველ შემთხვევაში უნდა ვცადო მაინც არა?
–ძალიან გთხოვ აქ ამაზე საუბარი არ გვინდა კარგი?
–შენ საუბარი არასდროს არ გინდა.
–სესილი წამო სახლი გვაჩვენე. – ყურადღების გადატანა სცადეს გოგონებმა. მასპინძელსაც მობეზრებული ჰქონდა ეს საუბარი და უსიტყვოდ ადგა. გოგონებმა მთელი სახლი შემოიარეს, თან ისაუბრეს. შემდეგ ქეთის მობილურმა დაურეკა და სახლში შებრუნდნენ. სესილი ცოტა ხნით ეზოში დარჩა. მოქანავე ხის სავარძელში ჩაჯდა და დამშვიდდა. ძალიან არ მოეწონა აჩიკოს საქციელი. აქ ჩამოსვლა და მისი ქცევები. გოგონებმა იციან მის შესახებ და პრობლემა არაა, მაგრამ ამირანიც ხომ იქ იყო. ესეც რომ არა, გოგომ ძალიან ბევრჯერ აუხსნა აჩიკოს, რომ ასე არ მოქცეულიყო. ის კი ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს. მაღალი სხეული ჩუმად მიუახლოვდა ჩაფიქრებულ სხეულს.
–მარტო ხარ?
გოგოს ცოტა შეეშინდა და სწრაფად ადგა, რი გამოც თავბრუსხვევა იგრძნო დ წონასწორობა დაეკარგა. ამირანმაც მაშივე ხელი შეაშველა და საქანელაში დააბრუნა.
–ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება.
–არაუშავს, ჩავფიქრდი და ვერ გავიგე როდის მოხვედი.
–ცუდად ხომ არ ხარ?
–არა, სწრაფად რომ ავდექი თავბრუ დამეხვა. რამე ხომ არ გინდოდა?
–არა, არაფერი. დაგინახე და მოვედი. ძალიან გახარებული ჩანხარ.
–ხო ასეა, გამიხარდა. მენატრებოდნენ გოგონები.
–და ა.. დიდი ანია რაც არ გინახავს? – ბიჭი აჩიკოზე კითხვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.
–წამოსვლამდე ვნახე. არც ისე დიდი ხანი.
–კარგი მეგობრები გყავს, როგორ განიცადეს შენი ამბავი. იმ ბიჭმა განსაკუთრებით. – ბოლოდ მაინც ვერ შეიკავა თავი.
–ხო აჩიკო ასეთია. ემოციების გამოხატვა უყვარს. ყველას ველოდი აქ მის გარდა. მგონი მოახერხა რაც უნდოდა. – უფრო თავისთვის საუბრობდა გოგო.
–სესილი... გაწუხებს?
–რა? აჩიკო? არა, უბრალოდ გამიკვირდა, მსგავსი არაფერი. თავიდან ყველას ასე ეჩვენება, უბრალოდ ცოტა ემოციურია.
–ზოგადად?
–ვერ მივხვდი
–ანუ შენს მიმართაა ასეთი თუ ზოგადად. – იცოდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ ინტერესი უფრო ძლიერი იყო.
–ამირან, იცი ეს ცოტა პირადულია. არ გეწყინოს.
ამ დროს მშობლებმა დაუძახეს და ისინიც შევიდნენ. სესილი ცოტა გაოცებული იყო ასეთი პირდაპირი კითხვებით, თან ვერც ბრაზდებოდა. რაღაცნაირად ამართლებდა ამირანს. ვახშმისას ბევრი ისაუბრეს, ძველი ამბები გაიხსენეს, კარგი დრო გაატარეს. გოგო და დედა აცილებდნენ მეგობრების ოჯახს.
–სესილი.. მაპატიე კარგი? ზედმეტი მომივიდა. არ მინდოდა შენი წყენინება.
–არ მწყენია, არაუშავს. ნახვამდის.
–ნახვამდის.
დიდხანს ისაუბრეს მეგობრებმა და შემდეგ ოთახებში გადანაწილდნენ. ქეთის სესილის გვერდით მშვიდად ეძინა. გოგომ ბევრი იფიქრა ამირანის სიტყვებზე და მიხვდა, რომ მართალი იყო. აჩიკო ცოტა არ იყოს და აწუხებდა გოგოს. თავიდან სესილის ამაზე ეცინებოდა, შემდეგ უკვე სერიოზულად აღიქვა ბიჭის მოტივები და მიხვდა, რომ სასაცილო არაფერი იყო. ბევრჯერ უსაუბრიათ მათ ამ თემაზე, მაგრამ აჩიკო მაინც არ იხევდა უკან. სესილის ის უფრო გაუკვირდა ამირანმა რომ შეამჩნია ეს ყველაფერი. თითქოს შორიდან ეს აუ უნდა გამოჩენილიყო ან გოგოს ეგონა ასე.



№1 სტუმარი Gvanca gvalia

ჩემო კარგო უნდა გააგრძელო თუნდაც ის შედეგი ვერ დადო რომელსაც ფიქრობ მერე უფრო დახვეწა...ნუ აზრი არის წასაკითხია რაც მთავარია ცოტა სიუჟეტები დახვეწე თანმიმდევრობით.ვფიქრობ სასიამოვნოდ დასრულდება და მგონია მშვენივრად გაართმევ თავს აბა გელით

 


№2 სტუმარი ეკ

აუუ გაანააგრძეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent