მდინარეში ნაპოვნი სიყვარული
დაახლოებით ერთი თვე იქნებოდა გასული, რაც ოჯახი არ ენახა. სამარშუტო ტაქსში იჯდა და თავში ძველი ქართული ფილმის დასაწყისი უტრიალებდა. “იმერული ესკიზები”–ს შესავალი გაახსენდა თავის ახლანდელ სიტუაციაში. მართალია თავად კახელი გოგონა იყო, მაგრამ რაღაცნაირად გაახსენდა ეს ფილმი. თბილისიდან კახეთამდე დიდი დრო არ დასჭირდა, თანაც მგზავრობა უყვარდა. ფანჯრიდან ათვალიერებდა უკვე მრავალჯერ გავლილ გზას და მაინც არ ბეზრდებოდა. თანაც კახეთში თავისი პატარა ოჯახი ელოდა, სულ სამი კაცი. დედა, მამა და თვითონ. ბავშვობაში სწყინდა დედისერთა რომ იყო, მერე უკვე აღარ. როგორც პატარაობისას ახლაც თან გაჰყვა საქმეზე წასულ მშობლებს და აჟიტირებულმა დაიკავა უკანა სავარძელზე ადგილი. მთელი გზა ქალაქურ ამბებს უყვებოდა დედ–მამას და მათაც ეცინებოდათ. –ჩვენ ეს მატრაკვეცა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს გურამ, რა ეტყობა ახლა ამას 21 წლის რომაა და არა თერთმეტის. – უკანა გზაზე დაიწუწუნა გოგონას დედამ. –არა უშავრს დე, მე ხომ შენთვის სულ პატარა ვიქნები. – მაშინვე გამოეხმაურა უკანა სავარძლიდან მოტიტინე ხმა. –კი დედიკო, შენ სულ პატარა იქნები, შენ რა შეგცვლის. – უპასუხა ქალმაც. შემდეგ იყო ყვირილი, კივილი და სიბნელე. შემდეგ ამ გრძნობებს საშინელი ტკივილი დაემატა და სიბნელეში ნელ–ნელა გამიკვეთა ფერები. ვერაფერი გაიხსენა, რატომ იყო აქ, ან სად იყო, რატომ სტკიოდა მთელი სხეული, ან ვინ იყო ეს მამაკაცი ასე რომ მისჩერებოდა. შემდეგ ხმების აღქმაც დაიწყო. ვერაფრით მიხვდა რატომ ელაპარაკებოდა ეს კაცი ინგლისურად, როცა ქართულიც მშვენივრად ესმოდა. –რა მოხდა, სად ვარ? – თავისი ხმა ძლივს იცნო გოგომ. –ქართველი ხარ, ასეც ვიცოდი. მადლობა ღმერთს გაიღვიძე. – უპასუხა უცნობმა ხმამ, რომელის პატრონიც აშკარად არ იყო ექიმი. –თქვენ ვინ ხართ? სად ვარ? – შემდეგ უცებ გაახსენდა, რომ მშობლებთან ერთად იჯდა ავტომობილში, მაგრამ შემდგომი მოვლენები საშინელმა თავის ტკივილმა გადაფარა. – ჩემი მშობლები სად არიან? –ნუ მოძრაობ, ექიმმა თქვა, რომ სავარაუდოდ ტვინის შერყევა გაქვს. გაგსინჯავს და შემდეგ მოგიყვები ყველაფერს, რაც ვიცი. საშუალო ასაკის ქალმა სწრაფად გაუზომა წნევა, უამრავი კითხვაც დაუსვა და კალამზე თვალის გაყოლებაც მოსთხოვა. ძალიან დაბნეული იყო გოგონა, თანაც ყველაფერი საშინლად სტკიოდა. იმდენად, რომ სულ გადაავიწყდა თავისი ნემსების შიში, როცა ექიმმა ტკივილგამაყუჩებელი შეუყვანა და გადასხმაც ოსტატურად დაუდგა. –ლია დეიდა იმ კაცებს გადაეცი, გოგო ქართველია და დაიკარგეთ აქედან–თქო. ქალმაც უჩუმრად გაიხურა კარი. –ვინ კაცები, გამაგებინეთ ვინმემ რამე. რა ხდება საერთოდ. – წამოჯდომა ცადა გოგონამ, მაგრამ თავი ისე სტკიოდა, რომ მაშინვე გადაიფიქრა. –დამშვიდდი კარგი? შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ყველაფერს გეტყვი. მე ამირანი მქვია, ამირან მიქაძე. ეს სამხედრო დანაყოფის საავადმყოფოა. მე ბრიგადის გენერალი ვარ და ამჟამად აზერბაიჯანის სასაზღვრო დანაყოფის მეთაური ვარ. –აზერბაიჯანი? მე აქ რა მინდა? ჩემი მშობლები სად არიან? მარტო ის მახსოვს, მანქანაში ვისხედით და მერე აქ გამეღვიძა. აქ როგორ აღმოვჩნდი? –შენი მშობლები არ ვიცი სად არიან. მხოლოდ შენ გიპოვეთ. არ ვიცი როგორ, მაგრამ მდინარეს მოჰყევი. ერთ მხარეს ჩვენ ვდგავართ, მეორე მხარეს აზერბაიჯანელები. მდინარეა საზღვარი და ისინი ალბათ გესროდნენ დროზე რომ არ მემოქმედა. ძლივს გადავაფიქრებინე და ამოგიყვანეთ. უგონოდ რადგან იყავი არაფერი დაგიშავეს, მაგრამ თან ისეთი არაფერი გქონდა, რითაც შენს ეროვნებას გავიგებდით. მათ შენი აზერბაიჯანში გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ არ დავანებე. ზუსტად ვიცოდი, რომ ქართველი იყავი, გული მიგრძნობდა. თან რომ წაეყვანე, დაგსჯიდნენ საზღვრის გადაკვეთისთვის, გადარჩენილი ხარ. ორი დღეა უგონოდ ხარ, ვერც პოლიციაში დავრეკეთ. არ ვიცდით სადაური იყავი. ახლა საფრთხე აღარ გემუქრება, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. –ორი დღე? ალბათ ჩემები როგორ ნერვიულობენ. ნეტავ თვითონ როგორ არიან? ან აქ საიდან აღმოვჩნდი. ღმერთო თავი როგორ მტკივა, ვერაფრით ვიხსენებ. – ნერვიულობისგან ისედაც აბურდულ თმაში შეიცურა თითები, ასე იცოდა ხოლმე. – რა მჭირს საერთოდ? –ბევრს ნუ იდარდებ, ყველაფერი გაგახსენდება. ჩვენ აქ საჭირო აპარატურა არ გვაქვს და ზედაპირულად ნაკაწრები და დაჟეჟილობები გაქვს. –ზედაპირულად შეამჩნიეთ? – მხოლოდ ახლა დაიხედა ტანზე და სირცხვილით სად წასულიყო, არ იცოდა. ტანს მხოლოდ თეთრი ფერის თხელი მატერია უფარავდა. ხელები და ყელ–კისერი სულ მოშიშვლებული და სიცივისგან დახორკლილი ჰქონდა. გაბრაზებულმა წარბები შეკრა, თან სიმორცხვესაც ვერაფერს უხერხებდა. რა გამოდის, რომ ამ კაცმა შიშველი ნახა? –არა, არ გაბრაზდე. აქ თითქმის ყველა ექიმი ქალია. ცუდად გამომივიდა, არ იდარდო მე არაფერი მინახავს, მართლა. მგონი გცივა ხო? გავალ ექთანს ვეტყვი რამე მოგიტანოს, თან პოლიციაშიც დავრეკავ. შვებით ამოისუნთქა გოგომ, მაგრამ სანამ ოჯახის ამბავს არ გაიგებდა, რა მოასვენებდა. კარი ბოლომდე არ იყო მიხურული, ამიტომ დერეფნიდან საუბარი ჩვეულებრივ ისმოდა. თავიდან ცოტა დრო დასჭირდა ინგლისურისთვის ყურის შესაჩვევად, შემდეგ უკვე თამამად ესმოდა კაცების საუბარი. ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული ამირანი უკან რომ დაბრუნდა. –აზერბაიჯანელებს შენი ნახვა უნდათ. ვალდებულები არიან დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხარ. არ მინდოდა შემოსულიყვნენ, მაგრამ ჯობია აქედანვე მოვიცილოთ თავიდან. –აზერბაიჯანელებს? უნდა წამიყვანონ? მაგრამ მე ხომ საზღვარი ძალით არ დამირღვევია არა? შემთხვევით მოხდა. იქ ციხეში ჩამსვამენ? ღმერთო ეს რა შარში ვარ! –შენს წაყვანას არ აპირებენ, უბრალოდ შემოვლენ, რომ დარწმუნდნენ სიმართლეში. პირადობა ან რაიმე ისეთი ხომ არ გაქვს თან? –არა, არაფერი. მე ქართულად ვლაპარაკობ, ეს საკმარისი არ არის? – ნერვიულობისგან ხმა აუკანკალდა გოგოს. –არ ვიცი, მაგრამ ალბათ საკმარისია. ნუ განიცდი კარგი? მეც აქ ვიქნები, ვერაფერს დაგიშავებენ. –რომ ვერ დავამტკიცო ჩემი ქართველობა, წამიყვანენ? –არა, არავინ არ წაგიყვანს, ვერ წაგიყვანენ. არ მივცემ ამის უფლებას, შენ კანონი არ დაგირღვევია, ვით უმეტეს ისე მძიმედ, რომ ციხეში გამოგკეტონ. ნუ გეშინია, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. –კარგი, მჯერა. – თავის ტანს დახედა და ძალიან მოერიდა. ამდენ უცხო კაცს მისთვის უნდა ეყურებინა ასეთ მდგომარეობაში. –გინდა ოდნავ წამოჯდე? ვფიქრობ უფრო კომფორტული იქნება. გოგომ თავი დაუქნია და გადასაფარებელი ტანზე მჭიდროდ დაიჭირა. ცოტათი წამოჯდა, მეტი ფიზიკურად ვერ შეძლო, მთელი სხეული სტკიოდა. პატარა ბალიში მის წელთან აღმოჩნდა და ასე უფრო მყარად იგრძნო თავი. კაცი კარისკენ წავიდა, მაგრამ მანამდე გოგოს შეხედა და იგივე აზრმა გაუელვა თავში. სამხედრო ფორმის მოსაცმელი უცებ გაიხადა და გოგონას წინიდან მიაფარა. შემდეგ კი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში ორ კაცთან ერთად დაბრუნდა. თვალებით გადაუხადა ბიჭს მადლობა და მანაც საპასუხოდ გაუღიმა. –გაუღვიძია ქალბატონს. ანუ ქართველი ხარ? – ინგლისურად დაიწყო საუბარი ერთ–ერთმა. –დიახ, ქართველი ვარ. – ცოტა დაიბნა გოგო, მაგრამ შემდეგ საუბარი განაახლა. – იცით მე ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. როგორც მითხრეს ჩემდა უნებურად საზღვარი გადმოვკვეთე. ახლაც ვერ ვიხსენებ როგორ აღმოვჩნდი მდინარეში. მე ჩემს ოჯახთან ერთად ავტომობილით ვმგზავრობდი, შემდეგ რაღაც მოხდა და აქ გამეღვიძა. სამწუხაროდ არ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბოდიშს გიხდით. ძალით არ მინდოდა. –კარგი, ვთქვათ ეს ყველაფერი დავიჯერე. როგორ დამიმტკიცებ, რომ ქართველი ხარ? –მე მგზავრობისას თან არც პირადობის მოწმობა მქონია და არც სხვა მსგავსი დოკუმენტი. ალბათ ტელეფონიც დავკარგე, მაგრამ მე ქართულად ვლაპარაკობ. ეს ხომ ნიშნავს, რომ ქართველი ვარ არა? –არა, ეს ამას არ ნიშნავს– თუ ქართველი ხარ გეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი ძალიან კარგად ლაპარაკობენ ქართულად. –რაში აწყობს მას თქვენი მოტყუება? – საუბარში ამირანიც ჩაერთო. ზუსტად ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. სახეზე აშკარად შეეტყო გაკვირვება, მაგრამ გათიშა. –მართალია, აზერბაიჯანელი რომ ვიყო რატომ დაგიმალავდით? ასეთ შემთხვევაში ხომ აღარ დამადანაშაულებდით საზღვრის გადაკვეთაში. –პირიქით, უფრო მკაცრად დაისჯები, თუ ვერ დაამტკიცებ შენს ქართველობას. ასეთი დემოკრატიულები ვართ ჩვენ. ბიჭის ტელეფონმა კიდევ ერთხელ დაიწკრიალა და სიტუაცია უხერხული გახდა. –უპასუხე, კი არ შევჭამთ ამ გოგოს. – გაბრაზდა ერთ–ერთი. –სხვა დროს გადავურეკავ, არა მგონია რამე საჩქარო იყოს. – ჯერ გოგოს შეხედა, შემდეგ კი მოცინარ კაცებს. –იქნებ მარტო გვინდა საუბარი, აქ რას ჩამოგვიდექი? – აბუზღუნდა მეორეც. –უპასუხე, იქნებ საჩქაროა. უფრო ვაღიზიანებთ ამათ. – ჩაერია გოგოც. –რა საუბარი გააბით, გვითხარით ჩვენც. –არაფერი, აი ხომ ხედავთ აქცენტიც ქართული მაქვს. სხვა რით დაგიმტკიცოთ? მესამედ რომ აწკარუნა ტელეფონი უკვე მართლა უნდა გასულიყო. –ორი წუთით გავალ ხო? ალბათ მართლა რამე მოხდა. არ შეგეშინდეს მალე დავბრუნდები, ექიმიც კართან იქნება. რამე თუ მოხდა დაუძახე. –კარგი. –არ მაინტერესებს მე შენი აქცენტი და უაქცენტობა. სად წავიდა შენი მცველი? –მალე დაბრუნდება. – ცოტა დაიძაბა გოგო. –რა იყო ჩვენი გეშინია? ხოდა ძალიანაც კარგი. თქვი, რომ აზერბაიჯანელი ხარ და გამოგვყევი. ძალიან არ დაგსჯით. –უკაცრავად, მაგრამ მე ქართველი ვარ და ესეც რომ არა, თავად მითხარით, რომ თქვენიანებს უფრო მკაცრად სჯით. –ნახე რა ეშმაკი ყოფილა. ციხეში არ გაგიშვებთ. შენი ჩაყვანის გამო, კარგ პრემიას გამოგვიწერენ. შენ კი უკან გამოგიშვებთ. –თქვენი არ მჯერა და რომც მჯეროდეს, მე ქართველი ვარ. – გაბრაზდა გოგოც. ხელი ყელთან მიიტანა და პიჯაკ ქვეშ რაღაც იგრძნო. უცებ გაეღიმა და გაუხარდა. –მაქვს ქართველობის დასტური. – ჯვარი აჩვენა კაცებს. – ამას ხედავთ? ქრისტიანი ვარ, თქვენი ხალხი კი მუსლიმანია. –ჯანდაბა შენს თავს. ამის გამო მე ფულს ვერ დავკარგავ. მოიხსენი და მოგვეცი. შენ აზერბაიჯანელი კანონდამრღვევი ხარ, რომლის დაჭერისთვისაც მე პრემიას მომცემენ. –რას ამბობთ გესმით? მე უკვე დაგიმტკიცეთ ჩემი წარმომავლობა. ასე, რომ ვწუხვარ თქვენი პრემიების გამო. –შენ გგონია სიტყვებით შეგვაშინებ? შენით თუ არ მოიხსნი, მე მოგხსნი. – ფეხზე წამოვარდა გაბრაზებული კაცი. –ახლოს არ მომეკარო იცოდე. ვიყვირებ. ახლა მე კი არა, თქვენ არღვევთ კანონს. –იკივლებს! ავკანკალდი პირდაპირ. მომეცი ეგ ჯვარი აქ, თორემ ინანებ. –არა, არ მოგცემ. არც იფიქრო რამის დაშავება. ეს ჩემი პირადი საკუთრებაა და შენ მისი წართმევის უფლება არ გაქვს. –ახლა გაჩვენებ მე შენ უფლება მაქვს თუ არა. შეშინებულმა გოგომ უკან გაწევა სცადა, მაგრამ სად წავიდოდა. ერთი მათგანი აქტიურობდა, მეორეს თითქოს ვერ გაებედა. კაცმა მოსაცმელი ხელებიდან გამოგლიჯა აკივლებულ გოგოს და ყელზე წაეტანა. ხმაურზე მაშინვე ექიმი შემოვარდა და ამ კაცის გაწევა სცადა. გოგონა ხელს იქნევდა და ამ კაცის მოშორებას ცდილობდა. მეორე ხელით მხრებს კარგა ხნის წინ ჩამოცილებული გადასაფარებლის დაჭერას ცდილობდა. ექიმი ვერაფერს რომ ვერ გახდა, მაშინვე გარეთ გავარდა. კართან მდგომი ჯარისკაციც მას აედევნა. ამ დროს ამირანი ტელეფონზე საუბრობდა. ერთი ძველი ნაცნობი ურეკავდა დახმარების სათხოვნელად ბოლომდე მოსმენა რომ არ დასცალდა. დაინახა თუ არა მისკენ გამოქცეული ექიმი, ტელეფონი გათიშა და მასთან მივიდა. –რა ხდება ლია დეიდა? –შვილო ის აზერბაიჯანელი გოგოს ეჩხუბება. გინდა თუ არა ჯვარი მომეციო. ამ გოგომ არ დაუთმო არაფრით და წართმევას ცდილობს. ვერაფრით მოვაშორე იმ საწყალს. ამირანი მაშინვე პალატისკენ გაქცა, მაგრამ გზაზე ჯარისკაცი გადაეღობა. გააფთრებულმა მაშინვე კედელს მიანარცხა და ოთახში შევარდა. აზერბაიჯანელი გოგოს კვლავ ეჯაჯგურებოდა. თითქოს ჩხუბის მიზეზი დაავიწყდაო, გოგონას მოშიშვლებულ ყელს მარწუხებს დასახრჩობად უჭერდა. საბრალო ხელებს ურტყამდა და დაძახებას ცდილობდა. ბიჭმა მაშინვე მოისროლა გააფთრებული კაცი. ერთდროულად ტიროდა და ახველებდა გოგო. ამირანმა ძირს დავარდნილი პიჯაკი მოშიშვლებულ მხრებზე შემოახვია და კარს იქით მდგარ კაცს მიუბრუნდა. თავისი პარტნიორი ძლივს აკავებდა გაბრაზებულ და შეურაცხყოფილ კაცს. –შენ ვინ მოგცა უფლება, რომ მე ხელი მკარი? – გაავებული ყვიროდა კაცი. საპასუხოდ კი სახეში მთელი ძალით მოქნეული ხელი მიიღო. –შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ხელით შეეხე? ატკინე და ატირე? გეკითხები ვინ მოგცა უფლება – მეთქი?! – ორჯერ ხმამაღლა უყვირა ბიჭმა. – აქედან დაიკარგე და გირჩევნია აღარსად გადამეყარო. როგორც უკვე გაიგე, გოგო ქართველია. კარი გაბრაზებით მოხურა და გოგოსთან მივიდა. აღარ ახველებდა, მაგრამ ყელზე ნათითურებს მუქი წითელი ფერი მიეღო. ცრემლებიც ბლომად სდიოდა. –ცუდად ხარ? გინდა ექიმს დავუძახო? – ასეთი ფერდაკარგული რომ დაინახა, შეეშინდა. გოგომ თავი უარის ნიშნად გაუქნია. –არ იტირო რა? ყველაფერი მორჩა. ბოლო იყო, როცა ისინი დაინახე. მაპატიე არ უნდა დამეტოვებინე. ვერ გავთვალე ასეთი რამ თუ მოხდებოდა. – სინანული იგრძნობოდა მის ხმაში. –შენ არაფერ შუაში ხარ. პირიქით მადლობა, რომ სიკვდილს გადამარჩინე. მდინარისგან და ამ კაცისგანაც. –მადლობა აღარ გამაგონო. რამ გააბრაზა ასე ძალიან? –ჯვარი ვაჩვენე. გაბრაზდა, რომ ქართველი აღმოვჩნდი. წართმევა უნდოდა, სულ არ მაინტერესებს სადაური ხარ, შენს მიყვანაში მე პრემიას მომცემენო. –ჯანდაბა, ეგ არაკაცი. – ტირილისგან აწითლებულ სახეზე შეხედა გოგოს, მაგრამ ერთი მხარე უფრო მუქი ჰქონდა. –გაგარტყა? –რა? –დაგარტყა– მეთქი? კი, ასე იყო, დაგარტყა. ფუ ეგ ნაბი***რი. ძალიან გტკივა? –არა, ძალიან არა. –გავალ ექთანს ვეტყვი რამე წაგისვას, თან დავრეკავ. გაბრაზებულმა გაიხურა კარი და გემრიელად შეიკურთხა. პოლიციასაც შეატყობინა მათ საავადმყოფოში მოხვედრილი გოგონას შესახებ, რომელიც სავარაუდოდ იძებნებოდა. ექიმთან შესვლის შემდეგ კი სატელეფონო ზარი განაახლა. –ალუ გურამი ძია, მაპატიეთ, რომ გაგითიშეთ. უბრალოდ ძალიან სასწრაფო საქმეზე დამიძახეს და.. –არა შვილი. მე მაპატიე უდროო დროს რომ გირეკავ, მაგრამ ჩემთვის ახლა შენ ბოლო ხავსივით ხარ. –რა მოხდა, მშვიდობაა? ხომ კარგად ხართ? –კარგად კი არა, გული რატომ არ მისკდება, ჩემი თავის მიკვირს. –ასეთი რა მოხდა გურამი ძია, თქვენი მეუღლე ხომ კარგადაა? –არა შვილო, არც ის და არც მე. ეს რა დღეში ვართ, ცოცხალ–მკვდრები ვართ ორივე. ავარიაში მოვყევით შვილო. –ავარიაში? სერიოზულად ხართ დაშავებულები? –ჩვენ რა გვიჭირს ამირან. მე ფეხი მაქვს მოტეხილი, ნათიას მარჯვენა ხელი. ამას ვინღა ჩივის, ჩვენი შვილიც მანქანაში გვეჯდა, უკან. პოლიცია ვერ პოულობს ვერსად. მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ ვერ გავიგეთ. იმიტომ არ ვკვდები ალბათ, რომ მისი სიცოცხლის იმედი მაქვს. –რას მეუბნებით გურამი ძია, საერთოდ ვერაფერი იპოვეს? –ვერა, საერთოდ ვერაფერი. ახლახან დაგვირეკეს პოლიციიდან, აზერბაიჯანის საზღვართან, საავადმყოფოში ვიღაც გოგო მიუყვანიათ. სახელი, გვარი, ასაკი არაფერი არ იციან თურმე. შენ ამიტომ გირეკავ. იქნებ გამირკვიო რამენაირად ვინაა ის გოგო. იქნებ ჩემი სესილია. ეგ გოგოა ჩვენი ბოლო იმედი. –გურამი ძია, ახლა აქ ვარ. დროებით აქ გადმომიყვანეს. მე ამოვიყვანე ეგ გოგო მდინარიდან, ახლაც თავზე ვადგავარ. ახლავე შევალ და ვკითხავ. –მართლა შვილო? სახელი არ უთქვამს? ან ასაკი? –არა, არაფერი. დღეს მოვიდა გონს, ორი დღე ისე იწვა. –ჩვენ სამი დღის წინ მოვყევით ავარიაში, იქნებ ისაა, იქნებ სესილია. –გურამი ძია, სძინავს გოგოს. ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული. თვითონაც მითხრა, მშობლებთან ერთად მანქანაში ვიჯექი და მერე არაფერი მახსოვსო. –ნათია გაიგონე? იქნებ ჩვენი გოგოა? –როგორია ამირან შვილო? –გამარჯობა ნათია დეიდა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ღმერთმა ქნას თქვენი შვილი იყოს. თვითონაც ისე დარდობს მშობლებზე. –გვითხარი შვილო, როგორ გამოიყურება. –გრძელი, მუქი ქერა თმა და თეთრი კანი აქვს. ალბათ საშუალო სიმაღლისაა. –სესილი, სესილიც ასეთია გურამ. კიდევ ამირან? –კიდევ... ყავისფერი თვალები აქვს, ოღონდ ღია ყავისფერი. –როგორ მიხარია სესილის გარეგნობას რომ ემთხვევა, მაგრამ საქართველოში უამრავი ასეთი გოგოა. –როგორც კი გაიღვიძებს მაშინვე დაგირეკავთ გურამი ძია, არ ინერვიულოთ. –მარტო არ დატოვო ამირან, ძალიან გთხოვ. –არა, ნათია დეიდა. ეს ორი დღე ისედაც აქ ვიყავი. არ დავტოვებ. უი გამახსენდა, ხის ჯვარი უკეთია ყელზე, პატარა, მომრგვალებული ჯვარი. –გურამ სესილი იქნება, აი ნახავ. გული მიგრძნობს ჩემი გოგო იქნება. –კარგი შვილო დაგვირეკე ძალიან გთხოვ. ისედაც ზრუნავდა გოგოზე ამირანი, მაგრამ ახლა თითქოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა თავის თავს. გურამი და ამირანის მამა ნაცნობები იყვნენ, ომის მეგობრები. მას შემდეგ ერთად ხშირად იკრიბებოდა ომში შეკრული სამეგობრო და ერთმანეთს დღემდე მოჰყვებოდნენ. ამირანი ბევრ მათგანს იცნობდა, მათ ვაჟებთანაც მეგობრობდა. ნათიას და გურამს პირადად იცნობდა და ძალიან უყვარდა ბავშვობაში ეს წყვილი. ისეთი მხიარულები, კეთილები და საყვარლები იყვნენ იმ დროიდანვე. სულ გეგმავდნენ სესილის თან წამოყვანას სამეგობროს შეკრებებზე, მაგრამ ვერაფრით გამოუვიდათ. თურმე გოგონას ასეთი სიტუაციები არ უყვარდა და სახლში ყოფნა ერჩია. შემდეგ სტუდენტი გახდა და მშობლებს თუ ნახავდა ხოლმე, მამის მეგობრებთან ქეიფი, მისთვის ზედმეტი იყო. გოგოს ოთახში ფეხაკრეფით შევიდა და სკამზე ჩამოჯდა. ახლა რომ დაუკვირდა, მართლა ჰგავდა გოგონა ნათიას. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიღვიძა გოგომ და თავიდან გაიაზრა მომხდარი. ძალიან განიცდიდა მშობლების ამბავს. ამირანი დროებით იყო გასული და მაშინ დაბრუნდა პალატაში. –სესილი.. –რა? –შენ სესილი სიდამონიძე ხარ? –კი, მე ვარ. შენ საიდან იცი. –სესილი, სესილი ხარ შენ. ნათიას და გურამის შვილი სესილი. –მიცნობ? –კი გიცნობ. წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამიხარდა შენი გაცნობა სესილი. როგორ გამიხარდა, რომ კარგად ხარ. ახლავე დავურეკავ გურამი ძიას, ანდაც შენ დაურეკე. პირველივე ზარზე აიღო კაცმა. –ამირან გაიღვიძა? მითხარი, რომ ჩემი სესილია. –მამა.. მე ვარ. შენი სესილი ვარ მამა. –ნათია, სესილია. ჩვენი სესილია. დე, კარგად ხარ დედი? მოვალთ და წამოგიყვანთ მამიკო. ახლავე მოვალთ. –კარგად ვარ დე, არ ინერვიულო, მართლა კარგად ვარ. ტელეფონი დაკიდა და სიხარულისგან ტირილი დაიწყო. –კარგად ხარ? –კი, ძალიან კარგად. უბედნიერესი ვარ ამირან. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შენ საიდან მიცნობ? –გაგონილი გექნება მამაშენის სამეგობროს შესახებ. ერთ–ერთის შვილი ვარ. მამაშენს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან, საავადმყოფოში ერთი გოგო იწვა. მან კი მე დამირეკა, იქნებ როგორმე გამირკვიოო. მეც ყველაფერი მოვუყევი. უი ახლა გამახსენდა, მამაშენს უნდა ვუთხრა, რომ პოლიციას შეატყობინოს. –მადლობა, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. –ეგ აღარ გამაგონო მეორედ. გამომართვი ტელეფონი და რამე თუ გჭირდება უთხარი შენებს. მთელი ორი საათი მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. თანაც არაფერი უთქვამთ თავიანთ ჯანმრთელობაზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კარში ჯერ ეტლში მჯდარი მამაჩემი და ამირანი, შემდეგ კი დედაჩემი გამოჩნდნენ. ასეთ მდგომარეობაში, რომ დავინახე ამეტირა. დედა მაშინვე მომეხვია და თვითონაც ატირდა. მამას მე თვითონ მოვხვიე ხელი, რადგან ამ სიტუაციაში ფეხზე ვერც ერთი ვერ ვდგებოდით. სანამ მამა და ამირანი გარეთ საუბრობდნენ, დედაჩემი ჩაცმასა და მოწესრიგებაში დამეხმარა. რა თქმა უნდა ჩემს მშობლებს პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც გამოჰყვათ, რათა საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში გადავეყვანე. ექიმებმა გამსინჯეს და მსუბუქი ტვინის შერყევა დამიდგინეს სხვა მხრივ სასწაულებრივად გადავრჩი. გარკვეული ვადით გადაადგილება და დაღლა ამიკრძალეს. საავადმყოფოში მოხვედრასაც გადავურჩი. აქედან ჩემი ფეხით გასვლის შანსები მცირე იყო, მაგრამ თეორიულად არსებობდა. ამით გახარებულმა დავიჟინე ჩემი ფეხით უნდა გავიარო–მეთქი. დედაჩემმა გადამაფიქრებინა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ საკაცეს რაღაც მოსტყდა და ეტლიც არ ჰქონდათ. ლოგინზე ძლივს წამოვჯექი, რომელ გავლაზე იყო საუბარი. ხელმოტეხილი დედაჩემი დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მე ვერ ავდექი. ექიმმა და ამირანმა შემაშველეს ხელი და დერეფანში გავედით. ისინი მიჭერდნენ, თორემ მე აქამდე უკვე დავეცემოდი. შუა გზაზე დაჯდომა მოვითხოვე, რადგან ფიზიკურად ვეღარ ვადგამდი ნაბიჯებს. ჩემები ძალიან განიცდიდნენ ამ ყველაფერს. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ცოტა კიდევ ვიარე, მაგრამ შემდეგ ამირანმა ჩამსვა მანქანაში. ძალიან უხერხული იყო და მერიდებოდა, მაგრამ იმ დერეფანში ჯდომას ყველაფერი სჯობდა. ყველამ სათითაოდ უამრავი მადლობა გადავუხადეთ ამირანს და ისე წამოვედით. გზაში ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მომხდარზე და ჩემი ძებნის პროცესიც დეტალურად მოვისმინე. ყველანი ძალიან დაზაფრულები ვიყავით და დროსი ძალიან მშვიდად და წყნარად გატარებას ვაპირებდით. თანაც დასვენება არცერთს გვაწყენდა. სახლში მისულმა კიდევ ერთხელ გავიაზრე, რამხელა სიკეთე გააკეთა ამირანმა ჩემთვის და არამარტო ჩემთვის. ისეთი მადლიერი ვიყავი მისი, რომ სიტყვებით გადმოცემა ძნელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.