შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლის კერა ნანგრევებში(5)


26-07-2024, 23:12
ავტორი Azula
ნანახია 855

***
9–ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. შეღებული ფანჯრიდან გრილი ნიავი მევლებოდა სახეზე. მესიამოვნა, დაჩი მთლიანად ჩემზე იყო შემოკრობილი და ჩემი თავი მკერდსა და ხელს შორის მოექცია. აშკარად ძილში ღრმად ჩაძირულს, პირი ოდნავ შეეღო და მშვიდად ფშვინავდა.
იმდენი წელია, რაც მსგავსი ხედის ნაცვლად, სიცარიელე იშლებოდა გაღვიძებისას, მძიმე და უსიამოვნო სიცარიელე. ახლა კი ცხოვრების ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაში, ყველაზე აბსურდული სცენარის დროს, დაჩი მძლავრად ექაჩებოდა ჩემს სხეულს და ტკბილად ეძინა. დილის გარიჟრაჟზეც კი ცრემლები მომერია. ტუჩებით დაჩის ყბას მივწვდი და ვაკოცე. უფრო ზემოთ ავიქაჩე და ჩემი სახე მისი სახის პირისპირ მოვაქციე. ლოყებზე ძლიერად ვაკოცე, ხელები შემოვაჭდე და ზურგზე მოვეფერე. თითებით შიშველ ზურგზე ვეხებოდი და თან მის გამოფხიზლებას ველოდი.
დაჩიმ ნელ–ნელა, ზარმაცად შეაღო თვალები. თავი წამოწია და მოჭუტული მზერით შემომხედა.
–არ დამსიზმრებია,–ჩაილაპარაკა ნამძინარევი, დაბალი ხმით და ხელები სახეზე ჩამოისვა.
–გეწყინა?–გამეცინა მე.
–არ არის შენი საქმე,–ცალყბად ჩაეცინა და წამოდგა. მხრებში გასწორდა და სარკეში თავის თავს თვალი შეავლო.
–ლამაზი ხარ,–გავძახე მე და თვალები მოვიფშვნიტე.
–ისევ?–იცინოდა დაჩი,–აი, ამ წვერ–ულვაშით?–ხელები წვერზე მოივლო.
–მაგითაც, გრძელ წამწამებს და ლამაზ თვალებს რას უშველი?–გავეპრანჭე მე და გავუცინე.
–უიმე, შენ რა გითხარი,–გაეცინა დაჩისაც,–მეპრანჭები, გოგო?–გამობრუნდა ის და ეშმკაურად შემომცინა.
–საიდან მოიტანე,–თავი დავიცავი მე,–აბა, დღეს რა საქმეები გვაქვს?–თემა გადავიტანე.
–10–ზე მოვლენ ბიჭები და გააგრძელებენ საქმეს, დღეს კედლის უსწორ–მასწორებებს გამოასწორებენ. დიდ დროს არ წაიღებს, უბრალოდ მოსალაგებელი დარჩება.
-კარგი, მოვწესრიგდები მაშინ და სანამ მოვლენ ვისაუზმოთ,–წამოვდექი მეც,–თუ უძილარზე ისევ გეზიზღება საჭმელი?–მივუახლოვდი დაჩის.
–დიახ, უძილარზე ისევ ყველა საჭმელი მეზიზღება, შენ გარდა,–გაიცინა მან და მხოლოდ და მხოლოდ მაისურით შემოსილ სხეულზე მიმითითა.
–ეს რა დღეშია,–მხარზე ვუბწკინე მას.
–შენ რა დღეში ხარ, ყოფილ მეუღლესთან როგორი ტორტივით დასეირნობ,–ხელები წელზე ჩამიცურა მან და მძლავრად შემომაჭდო. სახე კისერთან მომიახლოვა და ჩემი კანის სურნელი ნება–ნება გამოიკვლია,–ისევ რა ტკბილი ხარ,–ყურთან ჩაილაპარაკა მან,–გემრიელი,–ბიბილოზე მაკოცა და ცალი ხელი თმებში შემიცურა.
მთლიანად გავბრუვდი. თვალები თავისით დამეხუჭა. დაჩიმ ტუჩები სახეზე გადამატარა, თან ხელით თმებს ეალერსებოდა, მეორე ხელით კი ჩემს სხეულს თავისზე იკრავდა. ნელ–ნელა ხელი მაისურის შიგნით შეაცურა, მუცელზე მომეფერა და თავისი გრძელი, მშვენიერი თითები მაღლა ააცოცა. მუცელში ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა სიცხე და როგორ ამითრთოლდა სხეული. თითები გამაგრებულ ძუძუს თავებზე გადამატარა და ხმადაბლა, მაგრამ შესამჩნევად გაუკრთა სიცილი. ნიკაპზე მაკოცა და ქვედა ტუჩზე კბილები დამასო. ხელებში მოიქცია მკერდი და ძლიერად მოხვია თითები. ტუჩზე ვიკბინე.
წამიერად, მუცელში დაგროვილი სიცხე გაქრა, დაჩი მომშორდა.
–აბა, უნდა მოვწესრიგდეო?–ხელებგადაჯვარედინებული შემომცქეროდა ის.
ვგრძნობდი გადაწითლებულ ლოყებს. ნერვები ამეშალა. რისთვის, რა მიზნით მოიქცა ასე.
–ღმერთო, რა საშინელება ხარ,–გავბრაზდი მე და ზედა გადავიძრე, პირდაპირ სახეში გავუქანე და აბაზანაში შევვარდი. დაჩიმ ამ მოკლე დროში მაინც მოასწრო კარგად შეეთვალიერებინა ჩემი სხეული.
ბანაობისას ღიმილს სახიდან მაინც ვერ ვიშორებდი, ვბრაზობდი, თუმცა ეს ბრაზი ჩემში იმაზე ასჯერ ბევრ დადებით ემოციას იწვევდა, ვიდრე ნებისმიერი სიმშვიდე.
გარეთ პირსახოცშემოხვეული გამოვედი, საძინებელში შევვარდი, დაჩი უკვე შიგნით აღარ იყო. უცებ შევიმოსე გუშინდელი დაღეჭილი ტანსაცმლით და ოთახიდან გამოვედი. ვიცოდი, დაჩი გარეთ დამხვდებოდა. მართლაც ფეხზემდგარი შესცქეროდა ჩვენს ბაღს და სიგარეტს ეწეოდა.
უსიტყვოდ გამომიწოდა ერთი ღერი.
–გული ხომ არ დაგწყდა, რომ არ დაგხვდი?–გამომხედა დაჩიმ,–ბანაობის მერე სხვა რიტუალები გვქონდა ჩვენ,–არ ჩერდებოდა ის.
–შეწყვიტე უკვე, ზედმეტი მოგდის,–ნერვების აშლა განმიახლდა მე.
–რატომ? შეყვარებული ხომ არ გიშლის?–გადმომხედა მან.
–არავინ ჩემი შეყვარებული არ არის, ჩემი თანამშრომელია, რომელსაც დახმარება ვთხოვე და მე მგონი, შენ არ გაქვს ჩემთან არაფერი სალაპარაკო შეყვარებულის თაობაზე,–ბრაზი მომედო მე.
–ხო? ქრისტინამ შეგაწუხა?–იღიმოდა დაჩი.
–შემაწუხა? აი, ქრისტინას რითი უნდა შევეწუხებინე?–შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
–არა, აშკარად შეგაწუხა,–არ ჩერდებოდა დაჩი.
–ნეტა, შენ რას გელაპარაკები,– გავმწარდი მე, სიგარეტი ჩავწვი და სახლში შემოვვარდი. საათს დავხედე, 15 წუთი უკლდა ათს.
როგორ შეიძლებოდა არ გავღიზიანებულიყავი, დაჩი თავის თავს უფლებას აძლევდა ჩემზე გაბრაზებულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ერეკლემ მომაკითხა, მაშინ, როცა ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავის ძვირფას შეყვარებულს მტენიდა თვალებში.ისევ თეკლა იყო ცუდი? რას ითხოვდა ჩემგან, ან ეს სიტუაცია რას ნიშნავდა, ფაქტია, ქრისტინას ერთგულების ფიცი ნამდვილად არ ჰქონდა აღთქმული, თუ მის დილანდელ საქციელებს გადავხედავდი. მაშინ, რისთვის ჰყავდა ეს ადამიანი ამხელა გზაზე ჩამოყვანილი, რისთვის, ნუთუ მთელი ეს აქტი, უბრალოდ სცენარი იყო, ჩემს გასამწარებლად. თავად ქრისტინამ თუ იცოდა, სპექტაკლის ნაწილად რომ ხდიდა დაჩი. და თუ იცოდა, მაშინ რა მიზეზით თანხმდებოდა?
ნერვებმოშლილი ვიჯექი საწოლზე და დროის გასვლას ვუცდიდი.
„ერთი სიყვარული ათასჯერ სიკვდილს ნიშნავს“– გამიარა თავში წლების წინ მოსმენილი მუსიკის ტექსტმა.
მუხლებზე ხელი შემოვიხვიე და გავირნიდე. აღარ მინდოდა, მინდოდა მორჩენილიყო, დასრულებულიყო, ამომესუნთქა, აღარ მყვარებოდა.
თუმცა, რომ არ მყვარებოდა–რაღასთვის მეცხოვრა?
დილის მზე ისევ მკაფიოდ აჭერდა, თვალებში სხივები მყიფედ მეჩეხებოდნენ, საათის მიხედვით, ათის შესრულებას 5 წუთი ეკლდა.
კარები გაიღო.
„ადრე მოსულან“–გამეფიქრა თავში და ფეხზე წამოვდექი.
შემოსასვლელში ნათლად დავინახე, როგორ მოეხვია ღიმილიანი ქრისტინა დაჩის. ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო, ეს ბიჭი უკვე გაუგონარ თამაშს თამაშობდა, მე ამას ვერ გავუძლებდი, მენანებოდა ჩემი თავი, ნერვები, გული, ემოცია. სახეზე სიმწრის ღიმილი შემეპარა. შესასვლელი ღიმილით გავიარე. ჩანთას ვწვდი და გაკვირვებულ წყვილს ხელი დავუქნიე.
–კარგი მუშაობა, გვრიტებო,–ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მათ, მეორედ დავტოვე ჩემი საკუთარი სახლი და საყვარელი ადამიანი სრულიად სხვა ქალის გვერდით.
ჩემს სახლამდე მივედი, ტირილს აღარ ვაპირებდი. გული გამისკდებოდა ამასობაში, შევედი საძინებელ ოთახში, სრულიად გავშიშვლდი, ფანჯრები გამოვაღე, გრილ ნიავს გასაქანი მივეცი და საწოლში გემრიელად მოვთავსდი. მე აღარ ვიტირებდი, დაჩის გამო–აღარ. ადამიანის გამო, რომელიც მხოლოდ ერთი კი არა, ორი ქალის ემოციებით თამაშობდა, მე მის გამო ცრემლს აღარ დავღვრიდი.
იმედიანად დავისახე მიზნები და გავიტრუნე. ძილშიც კი დაჩის ვხედავდი, გულში ვყავდი ჩაკრული და მეალერსებოდა.
***
შაბათის მადლით მთელი დღე საწოლში გავატარე.ძილ–ღვიძილში გარემოს ღამის ბინდიც გადაეკრა. ფანჯრიდან მომზირალ ქალაქს გავცქეროდი და ვტკბებოდი სილამაზით. ფეხზე წამოვდექი და თაროებში გადანახული მამაჩემის ნაჩუქარი წითელი ღვინო გამოვიტანე. ლამაზი ბოკალი ხელში მოვიქციე და ბოთლი გავხსენი. წითელი, სისხლივით მჩქეფარე ღვინო ბოკალში ჩხრიალით გადავიტანე და ღვთიური სითხის გრილი, გემრიელი სუნი ღრმად შევისუნთქე.
ფანჯრის რაფაზე ბოთლი მოვათავსე და ღვინოს გემრიელად შევექეცი. მოტკბო, არომატული გემო მოხვდა ჩემს რეცეფტორებს და გავინაბე.
სულ ერთსა და იმავეზე მეფიქრებოდა, ერთი და იგივე საკითხი მიბურღავდა ტვინს. არ მესვენებოდა. გული არ მიჩერდებოდა. რა იყო ჩემი ცხოვრება, რა იყო ჩემი არსებობა, ჩემი მიზნები, გეგმები, რას ველოდი ცხოვრებისგან. ნუთუ, ასეთი სუსტი ვიყავი, სიყვარულმა ასე დამაბეჩავა? ხომ არსებობენ წყვილები, ისმება წერტილი, თუმცა წერტილი მხოლოდ ურთიერთობას დაესმის და არა მათ ცალკეულ ცხოვრებას. რატომ ჩვენ შემთხვევაში არ მოხდა ასე. რად არ მყოფნიდა ჩემი თავი, ჩემი პიროვნება, ისევ დაჩის რატომ მიველტვოდი, ამდენი რამის მიუხედავად. გაუგებარი და ამოუცნობი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ის გრძნობა, ის სიყვარული, ყველაფერზე ძლიერი იყო. მარტოსული, გუნატკენი, ტრავმირებული, მხოლოდ და მხოლოდ დაჩისგან ველოდი განკურნებას, თითქოს მხოლოდ მას ჰქონდა ჩემი შველის წამალი. თითქოს მხოლოდ მის გულში, სხეულსა და გონებაში, ლამაზ თვალებში, ტუჩებსა და ღიმილში ჰქონდა გაბნეული წამლის ნაწილაკები და სანამ ისევ არ შევესისხლხორცებოდით ერთმანეთს, ეს წამალი ჩემამდე სრული სახით ვერ მოაღწევდა.
ღვინოს შევექცეოდი ფიქრებში ჩაძირული. ტკბილი არომატი ნელ–ნელა სხეულს მიდუღებდა, თავბრუს მახვევდა. მთელ სახლს მხოლოდ გარედან შემოსული სინათლე აცოცხლებდა. მთვარის მოლურჯო შუქი მკერდზე მეცემოდა. ალკოჰოლი მაბრუებდა.
ტელეფონი ახმაურდა.
ღვინის ჭიქა ფანჯრის რაფაზე დავაბრუნე და ტელეფონი ხელში მოვიქციე, ზედ დაჩის ნომერი იყო გამოსახული. გავუთიშე, ნერვები მართლა არ მქონდა.
კიდევ სამჯერ დარეკა, მეოთხედ უკვე კარგად ნერვებმოშლილმა ვუპასუხე.
–რა ხდება?–მივუგე უხეშად.
–სად ხარ?–მიპასუხა მშვიდად მან,–დედაშენთან ვიყავი, აქ არ მოსულა, თავისთან წავიდოდაო, საუბარი მინდა შენთან, ბინასთან ვარ, შეგიძლია ჩამოხვიდე?
–შენ გაქვს სალაპარაკო და კიდევ მე ჩამოვიდე? ამობრძანდი მე–12–ზე.
დაჩი დამთანხმდა. გულში დრო გადავითვალე, რა დრო დასჭირდებოდა მანქანიდან გადმოსვლას, ლიფტის დალოდებას, შემდეგ კი 12 სართულის ამოვლას. მაინც მეღიმებოდა, ბრაზის მიღმა, მაინც მიხაროდა მისი ნახვა.
თხელი ღამის პერანგი ჩამოვიცვი.
მალევე კარის ხმა გაისმა, ღვინის ჭიქასთან ერთად წამოვდექი და კარი შევაღე. მოღლილი, დასევდიანებული დაჩი დამხვდა კარს მიღმა. შემოვატარე, თავი დამიკრა და ოთახში შემოვიდა. ღვინის ბოთლი სამზარეულოში გამოვდგი და ფანჯრები მანდაც შევაღე. მთვარის შუქი მოედო კუთხე–კუნჭულს. მეორე ბოკალი გადმოვიღე და დაჩის წინ მოვათავსე. ფეხები სკამზე ავკეცე და გემრიელად მოვთავსდი.
–აბა, გისმენ,–გავირინდე მე.
–დღეს არასწორად გაიგე, ქრისტინა მე არ მომიპატიჟია, თვითონ მოვიდა, იქაურობის მოწესრიგებაში მეხმარება ხოლმე, თორემ, ღმერთმანი, დღეს არც მომაფიქრდებოდა მასთან დარეკვა,–ხსნიდა დაჩი.
–მადლობა, რომ დღეს არ მოგაფიქრდებოდა, ხვალ ხომ მოგაფიქრდებოდა, სამაგიეროდ?–გავიღიმე მე და ღვინის ჭიქა ბოლომდე გავცალე.
–ა*რაკებ, ვერ ხვდები აზრს, რა გითხარი?–გაღიზიანდა დაჩი.
–ა, მე ვა*რაკებ, კიდევ? ჩამოსვლის დღიდან თვალებში მჩრი მაგ შენს გოგოს და ჩვენს შორის გამ*რაკებელი, მე ვარ?–გავიოცე მე.
–თეკლა, მეღადავები? ისე გამა*მევინე ამ ქვეყნიდან, თითქოს შენი საყვარელი ადამიანი კი არა, შენი ტვირთი ვიყავი. როგორ ვცდილობდი მდგომარეობიდან გამომეყვანე, თავზე გყვებოდი, მთელ ჩემს დროს შენ და შენს მენტალურ მდგომარეობას ვახმარდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი, შენი სააქაოს მობრუნებას, მე გელოდი, ყოველ წამს და წუთს გელოდი, როდის შემომხედავდი ისევ ისეთი თვალებით და ამის სანაცვლოდ, რა გააკეთე? მთელი ბრაზი და გაღიზიანება ჩემზე გადმოიტანე და ბოლოს დამშორდი კიდეც. ისე შეგრცხვა, ისე შეგეშინდა შენი დაშავებულის, იმდენად უკან დასახევი არ დაიტოვე, იმდენად უიმედო იყავი, შენი საზიზღრული საქციელის მონანიებას და ჩემთვის ბრძოლას არჩიე უკანმოუხედავად გაქცევა, აი, რა გააკეთე შენ, ჩემო თეკლა, და ახლა გიკვირს, რომ 5 წლის მერე სხვა ქალთან ერთად მხედავ? ვცდილობ, ჩემი ცხოვრება რაღაცას დავამსგავსო და მხოლოდ შენ არ გხედავდე, ცხადშიც და სიზმარშიც, მხოლოდ შენ არ მელანდებოდე, გესმის, რას ვამბობ?–ემოციებს ვერ აკონტროლებდა დაჩი.
–მაპატიე, დაჩი, ეგ ხუთი წელი მაპატიე, გთხოვ, რით გამოვისყიდი, რა შემიძლია, რომ მაპატიო?–ვერ გავექცეოდი დაჩის სიტყვებს, ის ხომ ზუსტად აღწერდა იმას, რაც მე გამოვატარე და რაც თავად გამოიარა.
–განა, რამ შეიძლება ეგ ჯოჯოხეთი დამავიწყოს? რამ შეიძლება შენზე გული მომიბრუნოს, რაც მეტად გიყურებ, მეტად ვბრაზობ, ვბრაზობ ყოველი წამისთვის, რომელიც უშენოდ გამატარებინე. ვერ აღგიწერ, რა ძლიერად ვბრაზობ, რა ძლიერი აგრესია მაქვს.–არ ტყუოდა ის, მის თითოეულ მზერის გაელვებაში ვხედავდი ამ ურყევ ემოციებს.
–გამოხატე, გააკეთე ნებისმიერი რამ, მითხარი, რით გიშველო,–მეტირებოდა მე. მთელი ბოთლი ჩავცალე. დაჩის ლამაზ თვალებში აკიაფებული ცეცხლი ჩამდგარიყო.
„ერთი სიყვარული ათასჯერ სიკვდილს ნიშნავს“–გამიელვა ისევ.
დაჩი სუნთქვას აკონტროლებდა, მისი ხელები ხელში მოვიქციე, თავი დავხარე და თითები დავუკოცნე. ხელის გულები ლოყაზე შევიხე და გავინაბე. რა ტკბილი იყო, მისი ხელის მტევანიც კი უტკბესი იყო.
დაჩიმ ცერა თითი ლოყაზე გამისვა და აკიაფებულ ცეცხლში ნაღვლის ნაპერწკლებმა გაიელვეს. მისი ხელი ნელ–ნელა კისერზე ჩამოვიცურე და შემოვიჭდე. თითები უკეთესად შემომხვია და მთელი ძალით მომიჭირა, თვალებში სისხლი მომაწვა, თუნდაც მოვეკალი, ოღონდ მისი პატიება ამ გზით მაინც მომეპოვა.ხელი ნელ–ნელა შემიშვა. ცეცხლი ნელ–ნელა ქრებოდა, დარდი და სითბო მეტი ჩანდა მის მზერაში.მის ხელის მტევანს ენა გადავატარე და მკერდისკენ ჩავწიე. დაჩი პერანგიდან მეფერებოდა. პერანგს ხელი მოვხვიე და ნელ–ნელა სხეულიდან მოვიშორე. სრულიად დედიშობილა დავრჩი მის წინ. დაჩი ვნებააშლილი მიცქერდა. ფეხზე წამოდგა და წელზე ხელები მომხვია, ტუჩებზე მომეკრო და კბილებში მოიქცია. სხეულზე მიმეკრა, ბაგეები ნდომით დამიკოცნა. ორივე ხელი კისერზე მომხვია და კოცნით გაიკვლია გზა მუცლამდე. ნება–ნება მეალერსებოდა, ტუჩებს ჩემს ჟრუანტელ დავლილ, ალმოდებულ სხეულზე დააცოცებდა. ვდუღდი, ვთრთიდი. დაჩი მუცელზე მომეხვია. ვიგრძენი კანზე გამავალი კურცხალი სითხე. სასწრაფოდ დავიხარე და დაჩის აკანკალებულ მხრებს მოვეხვიე.
–საშინლად მატკინე,–ვნება და ტკივილი ერთმანეთში გადაგლესოდა მას,–შენი სხეული, შენი გამჭვირვალე კანი როგორ მენატრებოდა, სითეთრისგან ვენები და კაპილარებიც რომ ყვიროდნენ, ლამაზ ბილიკებს რომ ქმნიდა შენს სხეულზე,–ხელებს დაატარებდა ჩემს სხეულზე ის. ცრემლები უკვე ჩემი სახის ოჯახის წევრებად იქცნენ, არა მხოლოდ ხშირ სტუმრებად. ახლაც დაედოთ ბინა თბილ კანზე და არსად წასვლას აპირებდნენ.
–მაპატიე,–კიდევ ერთხელ ვუთხარი მას და ცრემლები ტუჩებით დავუშრე,–საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მძიმე სიბრაზე და აგრესია მქონდა, მჭირდებოდა როგორმე გამოთავისუფლება და ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს შემოგავლე, დაგტანჯე, ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთან ურთიერთობა ტანჯვას უფრო მოგიტანდა და დავასრულე,–თავი გავიმართლე მე.
–დაასრულე? იმის ნაცვლად, რომ ყველაფრის გამოსწორებისთვის გვეზრუნა, შენ უბრალოდ ადექი და დაასრულე, სულ ეს იყო მთელი სიყვარული?–ბრაზი მოეძალა დაჩის.
–სხვაგვარად არ გამომდიოდა, ასე გვჭირდებოდა,–ვერ ვჩერდებოდი მე.
–მართლა გგონია, რომ ეს გვჭირდებოდა? რამე სარგებელი მიიღე ამ ხუთი წლით?–თვალებში შემომხედა დაჩიმ.
–მგონია,რომ იმ მომენტში კიდევ რომ გაგვეგრძელებინა, ავაფეთქებდით ერთმანეთს, გესმის?
–არ გამართლებს,–თავი გააქნია მან და ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა, ძირს დაგდებული პერანგი სხეულზე მომაცვა.
–არც ვცდილობ გავიმართლო,–ვღიზიანდებოდი მე.
–მაშინ დამანახე, დამანახე რომ ცდილობ, გაპატიო,–ბრაზით მომშორდა ის და კარისკენ გაიწია.
სახლში ათრთოლებული, ანერვიულებული და აკანკალებული დავრჩი, კარებთან ჩავიმუხლე და ტირილი ამიტყდა.
მერამდენედ?
***
კვირა დილას ვაკვირდებოდი კედელზე როგორ იკლაკნებოდნენ წყლის წვეთები. ისეთი ყურადღებით ვუცქერდი, თითქოს ამ წვეთებში ყველა იმ კითხვაზე პასუხი უნდა მეპოვნა, რომელიც ასე მაინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ მე დაჩი მიყვარდა და მასაც ისევ ვუყვარდი. ჩვენი ურთიერთობის დასაბრუნებლად კი ყველაფერი უნდა მექნა, რაც კი შემეძლებოდა და მეტიც.
10 საათზე უკვე ჩვენი სახლის კართან ვიდექი.
ჯერ მუშები აშკარად არ იყვნენ. ცარიელ სახლს თვალი მოვავლე და ფანჯარასთან მდგარი დაჩი დავინახე, სიგარეტი ხელში მოექცია და ცხელ სასმელს მიირთმევდა.
–აგვიანებენ ბიჭები?–ვკითხე მიუსალმებლად და მის ზურგს თვალი შევავლე.
დაჩი მყისიერად შემობრუნდა და ამათვალიერა.
–დღეს კვირაა, კვირას არ მუშაობენ,–მშვიდად მითხრა მან და სიგარეტი ჩაწვა,–ყავას ხომ არ დალევ?–მომიგო მან.
–დიდი სიამოვნებით,–სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვჯექი მე.
–აქ რამ მოგიყვანა?–ყავას მისხამდა დაჩი და თან ეჭვის თვალით მათვალიერებდა.
–შენი პატიების მოპოვებას ვცდილობ,–უაზროდ ვიღიმოდი,–ამიერიდან სადაც შენ ხარ, იქ ვარ მეც,–ხელები გავშალე მე.
–ბევრი იფიქრე მაგ აზრამდე მისასვლელად?–გულიანად გაეცინა დაჩის და ცისფერი ჭიქა მომაწოდა.
–სხვათა შორის, ფიქრი არ დამჭირვებია, გულს მივყევი და გულმა აქამდე მომიყვანა,–ვსულელობდი მე.
–კიდევ კარგი, გული მაინც გიმუშავებს, თუ გონება ვერა,–მიკბინა დაჩიმ.
–მდედრი მუშა გამოცხადდება დღეს? თუ მასაც დასვენება აქვს?–არც მე ჩამოვრჩი.
–ქრისტინა ქალაქში არ არის, მეგობართან ერთად წავიდა ზღვაზე, რამდენიმე დღე იქ დარჩება.
–ძალიან კარგი, იმედია, ისე მოეწონება, აღარც ჩამოვიდეს აქეთ,–ვუღიმოდი მას.
–რა დღეში ხარ,–თავი გააქნია დაჩიმ და ფეხზე წამოდგა.
–სად მიდიხარ?–ფეხზე წამოვდექი მეც.
–საპირფარეშოში, მანდაც უნდა წამომყვე?–გაეცინა მას.
–არა, არა, მიბრძანდი,–უკან დავბრუნდი მე.
თან ნერვები მაწყდებოდა, საერთოდ ისევ ამ ქვეყანაში რატომ იყო ქრისტინა, როდემდე აპირებდა აქ დარჩენას, ნუთუ დაჩის უცდიდა, ერთად როდის წავიდოდნენ. მაინც გამალებით ვეჭვიანობდი. ტვინი მიხურდა.
–აბა, ხომ არ მოიწყინე?–შემოვიდა დაჩი.
–დღეს რა გეგმები გვაქვს?–ფეხზე წამოვდექი მე და მაცივარი შევაღე,–მინიმუმ საჭმლისთვის გასვლა მოგვიწევს,–შევათვალიერე მე სიცარიელე.
–მშვიდად ვაპირებდი არსებობას, სხვა გეგმა არ მქონია,–მხრები აიჩეჩა დაჩიმ.
–მე გიშლი ხელს სიმშვიდეში?–შევიცხადე.
–როგორ გეკადრება,–თავი გააქნია მან და ფეხზე წამოდგა,–აბა, რა გინდა რომ მოგიტანო, რა გინდა გავამზადოთ?
მე და დაჩი ჩვენს დასახლებასთან არსებულ უახლოეს ხილ–ბოსტანში წავედით და ახალთახალი პომიდორი, ხორცი და მწვანილეული შევიძინეთ. სამზარეულოში ტრიალი ორივეს გვიყვარდა, განსაკუთრებით კი ერთად. ტაფაზე კანგაცლილი პომიდორი მოვშუშეთ ხორცთან ერთად და სუნელებსა და მწვანილებში შევაზავეთ. თეფშებზე გადავინაწილეთ და გემრიელად შევექეცით.
–მარტო ჩვენ თუ შევჭამთ საუზმედ ჩაშუშულ ხორცს,–ვიცინოდი მე.
–ვინ დააწესა, კაცო, რა როდის უნდა მივირთვათ,–დანაყრებული დაჩი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა, გვერდით ჩამოვუჯექი და მეც გავუკიდე. ვაკვირდებოდი თვალის კუთხეებში გახაზულ ნაოჭებს და დაზაგრულ კანს. ლამაზი, მუქი ტუჩებიდან როგორ მოიპარებოდა ნაცრისფერი ბოლი და ფანჯრის მიღმა სივრცეში იკარგებოდა. უჩუმრად ვუცქერდი. დაჩიმ ჩემკენ მოაბრუნა მზერა და ღიმილი გაეპარა. თავი გვერდზე გადახარა და ჩემი თმის მოხვეულ ბოლოებს თვალი შეავლო. თითები ფრთხილად გადამატარა თმებზე.
–გიხდება, პატარა საყვარელ ბიჭს გავხარ,–ცხივრთან მიიტანა თმების კულულა დაჩიმ.
–იცი, რა, კომპლიმენტები!–ენა გამოვუყავი და ცხვირზე ვუჩქმიტე.
–რატომ შეიჭერი?–თაფლისფერი, წყლიანი თვალები მომანათა მან.
–ეგეთ ხასიათზე ვიყავი,–მხრები ავიჩეჩე მე და მასთან ახლოს მივიწიე, სახე მივუახლოვე და გავუღიმე.
–ხასიათის გამო შეელიე თმას?–კიდევ ერთხელ მომეფერა თმაზე და სურნელი შეიგრძნო.
–უფრო მდგომარეობის გამო,–თავი დავუქნიე დაჩის.
–მდგომარეობას რა ერქვა?–ფიქრიანი მზერა მომაპყრო.
–სასოწარკვეთილი,–გავუცინე.
–რა ცუდი იუმორის გრძნობა გაქვს,–თავი გააქნია დაჩიმ და ისევ ფანჯარას აუქცია მზერა.
–არ მიხუმრია,–სახე ჩემკენ მოვაბრუნებინე მას, ცხვირზე ვაკოცე და მისი სახე ხელებში მოვიქციე,–ძალიან მენატრები, შენთან არსებობა მენატრება,–შუბლზე მივაწვდინე ტუჩები,–ჩვენი ყოველდღიურობა მენატრება, შენთან ერთად გაღვიძება მენატრება, შენთან ერთად დაძინება მენატრება, შენი ტკბილი, თბილი ხმის მოსმენა მენატრება, შენთან ერთად ბანაობა მენატრება, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება, ყველაფერი მენატრება შენთან ერთად. შენი სიყვარული მენატრება,–ტუჩებით სახეზე ვეხებოდი და მის წვერით დაფარულ, სახეცვლილ, მკაცრ ნაკვთებს მივუყვებოდი. გრძელ, შავ წამწამებს შორის ბრილიანტივით ჩამჯდარი ჩამავალი მზისფერი თვალები სითბოთი მიცქერდნენ, თბილ სხივებს მიწილადებდნენ. ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე,–ეს მენატრება,–გულ–მკერდზე ვაკოცე და გავინაბე.
დაჩი უხმოდ მეფერებოდა, თავზე მკოცნიდა, თმის სურნელს შეიგრძნობდა, ზურგზე მეალერსებოდა. სიტკბოთი გაბრუებული შევცქეროდი მის პერანგზე არსებულ ლურჯ ზოლებს. ავხედავდი ხოლმე და კარგად ვიაზრებდი, მართლა მას რომ ვეკროდი. ვიწრო ფანჯრის რაფაზე ისე კომფორტულად ვიყავი მოთავსებული, თითქოს მეფის ზომის საწოლზე ვარსკვლავივით გავშხლართულიყავი. დაჩის ნატიფი მკლავები იმაზე კომფორტული, ასჯერ სამყოფი იყო ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი ზომის საწოლი. დაჩი დაყვავებით მეფერებოდა, პასუხი არ გაუცია, უბრალოდ ყურს უგდებდა ჩემს გულის ცემას, მის გულის ცემას და ფანჯარაზე მიყრდნობილი ხმაამოუღებლივ მიზიარებდა იმას, რაც ჩემთვის უსიტყვოდაც ნათელი იყო.
მხარი რომ გამიბუჟდა თავი სასაცილოდ წამოვყავი და დაჩის მზერა მივიქციე.
–ჰო?–დამთბარი ხმით მომიგო მან.
–არ გინდა, რეალურ საწოლზე წამოვწვეთ ფანჯრის რაფის მაგივრად?–შევაპარე მას. დაჩის გაეცინა და წამომაყენა. უხმოდ დამიქნია თავი და გეზი საძინებლისკენ აიღო. ორივე მორიდებით მოვთავსდით ოდესღაც ჩვენს საკუთრებაში არსებულ საწოლში და ზურგზე გავწექით. ჭერამდე მოღწეულ მზის სხივებს ვადევნებდით თვალს.
–გერმანიაში პირველად რომ ჩავედი, დაახლოებით ორი თვე სასტუმროდან არ გამოვსულვარ, აი, ზუსტად ამ პოზაში, საწოლზე გაწოლილი და ჭერზე ჭეშმარიტი დებილივით შეშტერებული, ხმაჩავარდნილი ვიყავი. ჩემი ხმა დამავიწყდა როგორი იყო, თუ დამიჯერებ. ემოციურად დაშრეტილი, მართლა განადგურებული ვეძებდი იმის ძალას, რომ უბრალოდ წამოვმდგარიყავი. სადღაც ორ თვეში დათიმ ჩამომაკითხა, გარეთ პირველად მაგან გამომიყვანა, შენზე მიყვებოდა, ისე ცუდად არის, ოჯახის წევრებსაც აღარ ეკონტაქტებაო, ისე მეტკინა, ისე გავიბზარე, ჩემი ტკივილი დამავიწყდა, მართლა! მის მერე აღარ დავწოლილვარ, მეგონა, მე თუ ვიბრძოლებდი, მოდუნების საშუალებას თუ არ მივცემდი ჩემს თავს, შორიდან შენც დაგეხმარებოდი. ეს 5 წელი ერთი დღეც არ მიცხოვრია უშენოდ, რაც არ უნდა მეკეთებინა, გულში შენ გესაუბრებოდი, შენ გიზიარებდი, ჩემი სულიერი მეგობარი იყავი, შენ გარდა ისევ არავინ მყავდა, მაინც შენით ვიღვიძებდი და ვიძინებდი. საჭმელს რომ ვაკეთებდი, რეცეპტსაც კი გულში შენ გიყვებოდი. რეალითი შოუ მქონდა მოკლედ და წარმოსახვითი შენ იყავი მხოლოდ დამსწრე,–გაეცინა დაჩის და ცრემლი გადმოუცურდა.
დაჩისკენ გადმოვბრუნდი და მის სხეულზე მოვთავსდი. გულში ძლიერად ჩავეკარი.
–ხო ვამბობდით, თან ზუსტად ერთი და იგივე ადამიანი ვართ, თან როგორი სხვადასხვა–თქო, იგივე გზა გავიარე მეც. სული მეწვოდა უშენობით, მეგონა, რომ იმ წამს უბრალოდ დავსრულდი, შენს წასვლასთან ერთად მეც დავსრულდი და ჩემი ცხოვრების ბოლო ამოსუნთქვა მანდ დავხარჯე. შენ იყავი და ხარ ჩემი სუნთქვა, ჩემი იმედი და ჩემი სიცოცხლის ხალისი. 5 წელი არ მიცხოვრია, ცხოვრება იმ მომენტში განვაგრძე, რა წამს შენი ლამაზი თვალები დავინახე ამ სახლში. ისეთი ცივი და მოქუფრული, მაგრამ მაინც ხომ დაგინახე, ჩემი გული დავინახე, ჩემი ერთადერთი პატრონი, მეგობარი, ოჯახი, სიყვარული, არსებობა,–მივეალერსე ტუჩებზე და დავტკბი.
–დიდ ხანს ვამზადებდი მაგ მზერას,–გამიღიმა დაჩიმ,–ფეხები კინაღამ მომეკვეთა, შენი დახატული ცხვირ–პირი რომ დავინახე, შენი ცქრიალა, ცისფერი თვალები და დაბუშტული ტუჩები, თვალი როგორ უნდა მომეწყვიტა არ ვიცოდი, ის კი მიხაროდა, ფორიაქი რომ შეგამჩნიე,–ეშმაკური სიხარული გაუკრთა თვალებში.
–ფორიაქი? კინაღამ მოვკვდი, მართლა, სული დავლიე, რომ წახვედი, ბევრი ვიტირე, აი, ამ ოთახში, ამ სურათს დავტიროდი,–ხელი გადავაწვდინე თაროზე არსებულ ჩარჩოს და თვალწინ მივუბრუნე.
–რა საყვარლები ვართ, აქ გახსოვს, რატომ მეხუტები?–სითბოთი ათვალიერებდა სურათს დაჩი.
–როგორ არ მახსოვს, შემპირდი ზღვაზე წაგიყვანო, მართლა ნახევარ საათში ბათუმის გზას ვედექით უკვე,–ვიცინოდი მე,–სამყაროში რა უნდა მომესურვებინა, შენ რომ არ აგესრულა.
–ხედავ, რა ბიჭი დამკარგე?–წამკბინა მან.
–კარგი, რა, დაჩი, –ცხვირი ავიბზუე მე.
–როგორ მიყვარს სახელს რომ მეძახი, ეგეც კი მომენატრა, დაჩი, დადა, მაჩვი,დაჩვი–მაჩვი, რას არ მეძახდი?
–დაჩი, ტკბილი დაჩი,–ცხვირზე გავუსვი ცხვირი მე.
თავი გულზე დავადე და სიმშვიდეში ჩამეძინა კიდეც.
სიცხემ და დახუთულობამ გამაღვიძეს. ოთახი ცარიელი იყო, ფანჯრიდან ჩამავალი მზე იწონებდა თავს. წამში წამოვვარდი, მთელი დღე მძინებია. სწრაფად გავიკვლიე გზა სამზარეულოსკენ, სადაც დაჩი მეგულებოდა. სამზარეულოში ხორცის საოცარი სუნი ტრიალებდა, დაჩი მოზრდილ ტაფაზე წითელ ღვინოში ხორცის რბილ ნაწილს წვავდა. როზმარინის და ნივრის მკაფიო სუნი ხვდებოდა ჩემს რეცეფტორებს.
–უკვე მეგონა, რომ გაიგუდე,–გაიცინა დაჩიმ ჩემი დანახვისას.
–ვერ გამაღვიძე? მთელმა დღემ ჩაიარა,–გავუჯავრდი მე.
–ისე ტკბილად გეძინა, შემენანე, თან მეც კარგა ხანს მეძინა, თუ დაგამშვიდებს,–ტაფას ოსტატურად აბზრიალებდა დაჩი.
–ოჰ, გისწავლია,–ცერა თითი ავუწიე მას.
–კიდევ ბევრი რამე ვისწავლე, თუ დაიმსახურებ, გაზიარებ,–თვალი ჩამიკრა დაჩიმ და მხარზე გადაკიდებული პირსახოცით შუბლი შეიმშრალა.
მაგიდაზე მოთავსებულ ღვინოს ხელი ვკიდე. პირდაპირ ბოთლიდანვე მოვიყუდე, ისეთი სურნელი უდიოდა.
დაჩიმ ორი ნაჭერი ხორცი თეფშებზე მოათავსა და სამზარეულოს ცენტრში, მაგიდაზე გადმოიტანა. ღვინის მეორე ბოთლი გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა.
–უგემრიელესია,–მოვიწონე შეფის ნახელავი.
–დიდი მადლობა,–თავი დამიკრა დაჩიმ და თავადაც დააგემოვნა.
ჩუმად შევექცეოდით ვახშამს და ერთმანეთს თვალს არ ვაცილებდით.
თეფშების დარეცხვას მე შევუდექი, სამზარეულო მოვაწესრიგე. სააბაზანოში წყლის ხმაური შეწყდა. ბევრი არ მიფიქრია, უხმაუროდ შევედი და დაორთქლილ სარკესთან მდგარ, პირსახოცშემოვლებულ დაჩის თვალი შევავლე. ღვინისგან დაბინდული, გულაოფრიაქებული ვიყავი. მივუახლოვდი დაჩის განიერ, რელიეფურ სხეულს და ტუჩები ლავიწის ძვლებთან მივაკარი. ეშხით დავუკოცნე ტორსო და პირსახოცი ერთი ხელით მოვაცილე.
–ვგიჟდები შენს თხელ, ლამაზ თითებზე,–დაგუდული ხმით მითხრა დაჩიმ.
–ჩემს თითებზე გიჟდები თუ იმაზე, რასაც ეს თითები აკეთებენ?–გავთამამდი მე და თითები ძლიერად შემოვხვიე. პასუხის გაცემა არ ვაცალე, ისე ვეამბორე ტუჩებზე, დაჩის დაძაბულ, ცხელ სხეულს მთლიანად შევიგრძნობდი. ცოტაც და გადავიწვებოდი. დაჩიმ ნიჟარაზე შემომსვა და მთლიანად მიმიზიდა, ვიგრძენი, როგორ შემოიჭდო ჩემი სხეული და როგორ გავერთიანდით. გიჟურ სიამოვნებასთან ერთად, დაჩის ტკივილს, აღელვებას და უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. მატკბობდა მისი ხშირი, მძიმე ოხვრა. მისი ძლიერი ხელები და ვნებამორეული, დაბინდული მზერა. სიამოვნების პიკში გარკვევით მითხრა:
–მიყვარხარ,– და ჩემი სხეული ჰაერში აიტაცა.
5 წლის მერე პირველად დავიძინე ბედნიერმა, პირველად ვგრძნობდი ჩემ გვერდით იმ ადამიანს, ვისთვისაც ვცოცხლობდი და ვისთვისაც მოვკვდებოდი კიდეც.

___
სალამი, ჩემო საყვარლებო, მადლობა, ვინც ელოდით, დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს და წერასაც, მომდევნოს აღარ დავაგვიანებ. იმედია, ისიამოვნებთ. ველი შეფასებებს.
<3 <3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი nina

ძალიან კარგია, მხატვრულად, შინაარსით, ყველანაირად. იმედია, არ გვალოდინებთ.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lulu

Aaaaa zaan kargiaa????????

 


№3  offline წევრი Azula

სტუმარი nina
ძალიან კარგია, მხატვრულად, შინაარსით, ყველანაირად. იმედია, არ გვალოდინებთ.

მადლობა<3<3<3

სტუმარი Lulu
Aaaaa zaan kargiaa????????

მადლობა ❤️❤️

 


№4 სტუმარი ნესტან

მგონი ეშველათ ამათ კარგი თავი იყო იმედია ისევ არ სურს ენა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№5 სტუმარი ვერო ვერო

როგორ გელოდი, მადლობა რომ იმედებს არასდროს მიცრუებ, ძალიან მომწონს იმედია შემდეგსაც მალე დაგვიდებ გელიი❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Azula

ნესტან
მგონი ეშველათ ამათ კარგი თავი იყო იმედია ისევ არ სურს ენა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

მადლობა <333

ვერო ვერო
როგორ გელოდი, მადლობა რომ იმედებს არასდროს მიცრუებ, ძალიან მომწონს იმედია შემდეგსაც მალე დაგვიდებ გელიი❤️❤️❤️❤️

მადლობა<333

 


№7 სტუმარი Lillia

შემდეგს როდის დაგვიდებ, გელოდებიით..❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent