ოცნებებთან ასე ახლოს
ოცნებებთან ასე ახლოს (თავი ) -ანიტა სწრაფად ადექი საწოლიდან, აღარ გავიმეორებ , ბოლო ხანებში , როგორც ყოველ დილას ხდება ხოლმე , ამჯერადაც ხმაურიანად შემოდის ოთახში მამიდაჩემი -ასე როგორ შეიძლება , დღეს ხომ პირველი დღე გაქვს უნივერსიტეტში! კიდევ უფრო მეტი სიბრაზე ერევა ხმაში, ხელში ჩემი მწვანე ატლასის პერანგი უჭირავს, როგორ მივხვდი უკვე გაუთოვებული, მესიამოვნა მისი ეს მზრუნველი დამოკიებულება ჩემდამი. მამიდა დაახლოებით 4 წელია არ მინახავს იმგავარდ რომ საუბრის საშუალება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა მოგვეხერხებინა, ასე რომ მის ასე ვთქვათ ახალ ახალ თვისებებს ყოველდღიურად ვეცნობი. 14 წლის ვიყავი როდესაც ქვეყნიდან წავიდა სამუშაოდ, იმდენი მოახერხა რომ საკუთარი შრომით სახლი შეიძინა თბილისში, სადაც ახლა მასთან ერთად უკვე მეც ვცხოვრობ და ვიცხოვრებ კიდევ მინიმუმ ოთხი წელი, სანამ უნივერსიტეტს არ დავასრულებ.ფიქრებიდან ისევ მის ხმას გამოვყავარ -დედეშენმა და მამაშენმა უკვე დარეკეს დილიდან, ნერვიულობენ შენზე -კი მაგრამ რატომ? განა სანერვიულო რა არის, გამოცდებზე არ ნერვიულობდნენ ასე -სანერვიულოდ ისიც დაემატათ რომ ქუთაისიდან შორს ხარ, უკვე ახალ ქალაქში, ახალ ცხოვრებას იწყებ , სწრაფად გადის გამოდის მამიდაჩემი და ოთახში ფინჯანი ყავით ხელში ბრუნდება -ხომ მაგრამ მე ჩემი ქალაქის დავიწყებას და მით უმეტეს სახლის არ ვაპირებ, უქმეებზე ყოველთვის ჩავალ, საწოლიდან ფეხს ვდგამ და იქვე სკამზე გადადებულ ხალათს ხელით ვწვდები -თანაც იქ ოჯახის გარდა ბავშვობის მეგობრები დავტოვე, ვაგრძელებ საუბარს და თან ფიქრებში მივდივარ, მახსენდება ჩემი სახლის სუნი, ჩემი ეზო, დილით ყოველთვის ეზოში მივირთმევდი ყავას , შემდეგ დედაც შემომიერთდებოდა ხოლმე და ორივე ერთად ვიცინოდით მამაჩემზე რომელიც, როგორც ყოველთვის სამსახურში აგვიანებდა, დედას იმ ერთი ფინჯანი ყავის დალევის საშუალებასაც არ აძლევდა გაუთავებელი კითხვებით-ლელა სად არის ჩემი ლურჯი პერანგი? - საწოლთან დაგიდე კარგად გაახილე თვალები ხოლმე, პასუხს უბრუნებდა დედა , მართლა მომენატრა ეს ყველაფერი -ანიტა დროზე თორემ დაიგვიანებ, ეს ქუთაისი არ გეგონოს, საცობებია გზებზე შენ კიდევ საკმაოდ დიდი მანძილი გჭირდება უნივერსიტეტამდე მართალს ამბობდა როგორც ყოველთვის, სააბაზანოში შევვარდი და თან ჩემი ყავით სავსე ფინჯანი წავიღე. მომზადებაში დიდ დროს არასდროს ვკარგავ, მით უმეტეს რომ მაკიაჟი და ზედმეტად კლასიკური სტილი ჩემი არასდროს ყოფილა, წარმოვიდგენ გონებაში როგორი გაპრანჭული მოვა დღეს ნენე, და მეცინება, არა მასზე არა უფრო საკუთარ თავზე, ნენეს ხსენებაზე ჩემი მობილურის ეკრანიც აინთო -ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე , სიცილით ვპასუხობ -რაღაც არსებობს ნამდვილად, სიცილით მპასუხობს ისიც ,- აბა რას შვები გაემზადე ? -კარგი რა, არ მიცნობდე მაინც, ხომ იცი სტრანდარტულად - კი ასეც ვვარაუდობდი, - ანიტა მოკლედ ათ წუთში გამოგივლი კარგი? დღეს მე გეპატიჟები , სანამ გზებს დავამუღამებთ ტაქსით გაგიყვან, თან საუბრობს და თან იცინის , მისი ეს მხიარული განწყობა რა თქმა უნდა ჩემზეც გამოდის და ორივე ერთად ვხარხარებთ, როგორც წესი ასე ხდება ბავშვობიდან, სრულიად განსხვავებულები , მაგრამ ამავე დროს ყველაზე მეტად ახლონი ერთმანეთისთვის ეს ვართ მე და ნენე. კორპუსის ეზოში ნენეს ველოდები დაახლოებით სამი წუთია, თან გარემოს ვათვალიერებ , ამ უბანში და ზოგადად ქალაქში ყველაფერი ახალია ჩემთვის, კიბეებზე ასაკოვანი ქალი ჩამოვიდა და მომესალმა , მეც თავაზიანი სალამი დავუბრუნე, გარეთ გაწვიმდა , დილის 09.30 წუთია თუმცა გეგონება ახლა თენდება იმგვარად ჩამოღამდა ცა, წვიმამ უმატა და ნენეს ტაქსის ანთებული ფარებიც ჯერ კიდევ მოსახვევიდან შევნიშნე, სწრაფად გავიარე მანძილი მანქანამდე და ნენეს გვერდით მოვკალათდი. -ჯანდაბა ! ხედავ ამ ამინდს? ვარცხნილობა სულ დამეშალა, რისთვის დავიხვიე თმა? ჩემს დანახვაზე როგორც წესი წუწუნის ხარისხს უმატებს -მშვენიერება ხარ თვით ხომ იცი! ჩემი კომპლიმენტები ყოველთვის ამშვიდებს და ასე ვთქვათ მის ისედაც საკმაოდ კარგ თვითშეფასებას ურო მეტაც მატებს თავდაჯერებულობას -პირველი ლექცია რომელზე გაქვს? -10 ზე და იმედია მოვასწრებთ, როგორც საგნის ჩათიდან გავიგე საკმაოდ პრეტენზიული ლექტორია და არ მინდა დაგვიანებით საბაბი მივცე -აჰ ანუ ქალია, ხმაურიანად ამოისუნთქვა და ტუჩის კუთხე შეათამაშა როგორც ბავშვობიდან სჩვეოდა მაშინ როცა დარწმუნებული იყო იმაში რასაც ამბობდა -მოიცა კაცი ლექტორი არ შეიძლება იყოს პრეტენზიული? ჩავეკითხე -როგორც წესი ნაკლებად, მეტსაც გეტყვი თუ ისეთია როგორც შენ დაგიხასიათეს დიდი ალბათობით არც დაოჯახებული იქნება, ანუ შუა ხსნის მარტოხელა ქალია რა, თან საუბრობს და თან ტელეფონს დასჩერებია -კარგი კარგი, გეტყვი რამდენად გამართლდება შენი მოსაზრება მამიდაჩემი არ ტყუოდა როდესაც მაფრთხილებდა საშინელი საცობებია დილაობითო, აი უკვე გახდა ათი საათი და ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ უნივერსიტეტამდე ... სწრაფად ავირბინე კიბეები და გრძელ დერეფანში აუდიტორიის ნომრებს დავუწყე თვალიერება -402 , ეს არის , ღრმად ამოვისუნთქე და აუდიტორიის კარები შევაღე, ლექტორს რომელსაც ლექცია უკვე დაწყებული ჰქონდა თავი დავუკარი და საკუთარი ადგილის ძებნა დავიწყე ისედაც გადაჭედილ აუდიტორიაში , ბოლოდან მესამე რიგი, აი როგორც იქნა დავლანდე თავისუფალი სკამი, მიმართულებისკენ დავიძარი,პარალელურად გოგონებისკენ გამექცა თვალი , ყველა ისეთი ლამაზი და გამოპრანჭულია , ჩემი ნახევრად სველი პიჯაკის საყელო შევისწორე და სანამ ადგილს დავიკავებდი ჩემს გვერდით მჯდომს მივმართე -უკაცრავად ეს ადგილი თავისუფალია? ჩემს ხმაზე ქვემოდან მწვანეთვალება , ქერა ნარევი თმით საკმაოდ მხარბეჭიანმა ბიჭმა ამომხედა, ცოტა არ იყოს დავიბენი, საკუთარმა არადამაჯერებელმა ხმის ტონმა გამაღიზიანა და უფრო მეტად შემბოჭა -მგონი. საკმაოდ ბოხი ხმით მიპასუხა , სადღაც ერთი წუთის შემდეგ მისი პასუხიდან ,ალბათ გაიაზრა რომ ჯერ კიდევ ფეხზე ვიდექი, ან რას ვაკეთებდი ამდენხანს მეც არ ვიცი, თავი ასწია ტელეფონი ჯიბეში შეინახა და მომმართა -შეგიძლია დაჯდე. თვალით მანიშნა სკამზე და მისმა ხმამ მეც თითქოს რეალობაში დამაბრუნა, გვერდზე გადაკიდებული ჩანთა მოვიხსენი და სწრაფად დავჯექი მის გვერდით. მართალი იყო დედაჩემი , როდესაც მეუბნება გაგიჭირდება ახალ გარემოსთან შეგუებაო, სკოლის მერხიდან უცებ ამხელა აუდიტორიაში ამდენ უცხო ადამიანთან ერთად, ლექტორი რაღაც საკითხის შესახებ გაცხარებულ დისკუსიას მართავს, უმეტესობა ჩართულია , თითქმის ყველა ხან ერთდროულად ხან ცალ-ცალკე საუბრობს მე კი არ მესმის არაფერი, თითქოს თან აქ ვარ და თან არა ამ გაუგებრობიდან ისევ ბოხ ხავერდოვან ხმას გამოვყავარ -ლექსო.. უფრო სწორად ალექსანდრე დადიანი . ვხედავ ჩემსკენ გამოწვდილ უზარმაზარ ხელს , მოსაუბრის მიმართულებით ვიხედები და ვრწმუნდები რომ ნამდვილად მე მომმართავს, თანაც სახეზე ამჯერად ღიმილი დასთამაშებს , თვალი თვალში აქვს გაყრილი და ჩემგან პასუხს ელოდება -მმმ ანიტა, ანიტა ბრეგვაძე, ვპასუხობ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საცაა ხმა უნდა ჩამიწყდეს , გამოწვდილ ხელზე ხელს ვართმევ, ჩემს ერთიციდა ხელს მის ხელში იმწყვდევს და ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს პირველად მეხება ბიჭი. -ანი...ტა დამარცვლით წარმოსთქვამს ჩემს სახელს და ველოდები როდის გამიშვებს ხელს რომელიც ნერვიულობისგან უკვე გამიოფლიანდა -სასიამოვნოა შენი გაცნობა , ანი...ტა ,წარმოსთქვამს რატომღაც ისევ დამარცვლით და ვატყობ როგორ ართობს და სიამოვნებას ანიჭებს ეს პროცესი, ამჯერად თვალს თვალში ვუსწორებ და საშუალება მაქვს დავათვალიერო მისი სახის ნაკვთები , რომელიც თან უხეშია და თან ნაზი, ალბათ გააჩნია როგორ გამომეტყველებას იღებს, ამჯერად იცინის და შემიძლია ვთქვა რომ უფრო მეტად ნაზია ვიდრე უხეში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.