შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვია


27-07-2024, 21:05
ავტორი Screenwriter
ნანახია 513

თავი 1
- გამარჯობა ქალბატონო ანასტასია, ნინიკო ვოპოვეთ.
- მართლა? სად არის? სად არის ჩემი და? როდის მომიყვანთ სახლში?
- ქალბატონო ანასტასია...
- მე მოვალ, განყოფილებაში ხართ?
- ქალბატონო ანასტასია... ნინიკო აღარ არის.
- ...


4 წლის შემდეგ
დილიდან ეს გამაყრუებელი მანქანების ხმა რომ გაღვიძებს რთულია კარგ ხასიათზე იყო. რთულია ამ სასტიკ სამყაროში განწყობა შეინარჩუნო. გაღვიძებისთანავე სიგარეტს დაავლო ხელი და ყავის აპარატი ჩართო. 2 წუთში აივანზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. რთულია ცხოვრების თავიდან დაწყება. მით უმეტეს, როდესად მარტო ხარ და არავინ გყავს. ანასტასია ძლიერი ქალია. გაუჭირდა, მაგრამ იბრძოლა და დღეს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მწერალია. ანასტასია გამყრელიძეს ყველა იცნობს. ყველამ იცის მის პატარა დაზე. 19 წლის ნინიკოს მკვლელობის ამბავი თბილისს მალევე მოედო. გოგონა კრიმინალურ გარჩევას შეესწრო სახლში დაბრუნებისას, იმ დროს ანასტასია მედდად მუშაობდა კლინიკაში. ობოლი დები ერთ-ერთ უსახურ უბანში ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ამიტომ უკრძალავდა ტასო ნინიკოს ღამე ქუჩაში ბოდიალს. გოგონა იქვე მოკლა იმ დროისთვის ცნობილმა კრიმინალმა ბათუ შარაშენიძემ და მიიმალა. გამოძიებისთვის ცნობილი იყო მკვლელობის დეტალები და მკვლელის ვინაობაც, მაგრამ რატომღაც არავის შეუწუხებია თავი მისი დაკავებისთვის. ანასტასიამ ბევრი იწვალა, ყველა ხელმოსაჭიდი და მტკიცებულება შეაგროვა. ადგა და წიგნი დაწერა, პირდაპირ დაადანაშაულა ბათუ, დაასაბუთა კიდეც. მხოლოდ ნინიკოს სახელი შეცვალა. ვერ აიტანდა მისი სახელის ხსენებას უცხო ადამიანებისგან. წიგნმა ფურორი მოახდინა. დაბეჭდვიდან 2 დღეში, ხოლო მკვლელობიდან 6 თვეში და 2 დღეში შარაშენიძე დააკავეს. აქვე შესრულდა ანასტასიას მთავარი მიზანიც. ქალს ყოველდღე ურეკავდნენ რედაქციები და ახალ წიგნს თხოვდნენ, მაგრამ უარზე იყო. „ტყვია“ აღიარებული ბესტსელერი დეტექტივი გახდა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ანასტასიამ თავი დააღწია გაჭირვებას მაგრამ სახლი არ შეუცვლია. იყიდა კიდეც ბინა, სადაც ნინიკოსთან ერთად ცხოვრობდა. აივნიდან კარგად ჩანდა ადგილი, სადაც ნინიკომ ბოლოჯერ ამოისუნთქა. ამ ფიქრებით იწყებოდა და მთავრდებოდა ქალის დღე აივანზე ერთ ადგილას მიშტერებული. 10 საათი იყო დაწყებული გასეირნება რომ მოუნდა. მაშინვე წამოდგა და იქვე დაკიდულ პალტოში გაუყარა ხელი. ნაცრისფერი სპორტულები და პალტო ძალიან უხდებოდა ანასტასიას, ამოღამებული თვალები და შავი გრძელი თმა კი მეტ სიმკაცრეს სძენდა. უნებურად სწორედ იმ ადგილისკენ დაიძრა. ვინ იცის რამდენი საათი აქვს აქ გატარებული საკუთარი აივნისთვის ყურებაში, ვინ იცის რამდენჯერ უფიქრია რა მოხდებოდა სახლში რომ ყოფილიყო?


4 წლის წინ
- ესეიგი ანასტასია. - უცნობმა შემოაღო კარები, მისაღებში სავარძელში დაჯდა და ფეხები იქვე მდგარ მაგიდაზე დააწყო.
- უკაცრავად ვინ ბრძანდებით? დაკეტილ კარებში როგორ შემოხვედით? - შიშმა აიტანა გოგონა.
- მე არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ. მთავარია შენ ვინ ხარ. - მხოლოდმთვარის შუქი ანათებდა კაცს და მის სახეს ანასტასია ვერ ხედავდა.
- რა გინდათ?
- მე მინდა რომ შეეშვა გამოძიებას, დატოვე ყველაფერი ისე როგორც არის. - მკაცრი ხმით წარმოსთქვა კაცმა სიტყვები და სიგარეტს გაუკიდა.
- უკაცრავად? ახლავე წაბრძანდით აქედან. როგორ ბედავთ. მე მხოლოდ სამართალი მსურს. - ყვირილით ადგა ფეხზე ანასტასია და კარისკენ მიანიშნა მამაკაცს. მაშივე წამოდგა მამაკაციც კარისკენ წავიდა. კოჭლობდა, აშკარად აწუხებს ფეხი - გაიფიქრა ანასტასიამ მაგრამ მაშინვე უკუაგდო ფიქრები. ანასტასიათან ძალიან ახლოს გაჩერდა. გოგონას ხელები წელზე შემოხვია, ახლოს მიიზიდა და ყურთან უჩურჩულა.
- შენ არ იცი რა მოხდა, ვერც ვერასდროს გაიგებ. გაჩერდი სანამ რამე ჩემზე უფრო საშიშს არ გამოთხრი. - სწორედ ამ დროს ჩაიარა მანქანამ იმ მიყრიებულ ბინაში და კარგად გაარჩია ანასტასიამ ბათუ შარაშენიძის ნაკვთები.
- ახლავე მომშორდი როგორ ბედავ! მკვლელო! გარეწარო! - ჩხუბობდა გოგონა მაგრამ იქ აღარვინ იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent