შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით(სულ)


29-07-2024, 15:33
ავტორი La dolce vita
ნანახია 3 838

საღამოს 22:00 საათი იყო, სახლიდან გამოპარული მოკლე კაბითა და ქუსლებით ძლივს მივჩანჩალებდი კლუბისკენ, სადაცაა შევედი, თუმცა, მოიცა, მოიცა! შენ რა, მართლა გეგონა რომ მე კლუბში მივდიოდი? ჰაჰ, კარგი რა. მე და ქუსლიანები ხომ საერთოდ შორს ვართ ერთმანეთისგან, კი ბატონო ნამდვილად გარეთ ვარ, ნამდვილად შეჯიბრზე, მაგრამ არა კლუბში. ვერ ვიტან ეს გოგოები გამომწვევად რომ ჩაიცვამენ და კაცების დასათრევად მიდიან ერთი ღამისთვის, მართლია ყველა არაა ეგეთი, თუმცა უმეტესობა სამწუხაროდ ასეა. შავი კომბინიზონი ჩავიცვი, ბათინკები და ჩემს გაპრიალებულ მანქნაში ჩავჯექი, ჩაფხუტი დავიფარე, ღვედი შევიკრი და მოვემზადე მანქანებს შორის მყოფი გოგო როდის ააფრიალებდა დროშას. მოუთმენლობა მიპყრობდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა იმის წარმოდგენაზე, რომ მალე რბოლაზე უნდა გავსულიყავი, თქვენთვის ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ ერთი პატარა სიფრიფანა გოგონა რბოლაში იღებდა მონაწილეობას, თანაც მინდა ავღნიშნო პირველად ეს ცოტა არ იყოს საშიშიც კი იყო, თუმცა როდის იყო დეა საფრთხეს უშინდებოდა, სირთულეები და რისკი ყოველთვის მიზიდავდა, ახლაც ვზივარ და ერთი სული მაქვს ჩემი გაპრიალებული მუქ ნაცრისფერ

bmw-თი როდის ჩავატარებ მასტერ კლასს, დადგა ეს ნანატრი წუთიც, გოგონამ, როგორც იქნა ჩამოუშა ხელი, ყველა დაიძრა ადგილიდან და მიმოიფანტნენ, მე კი ვდგავარ აუღელვებლად, ტერიტორიას ვაკვირდები , პერიმეტრს ვნიშნავ თვალით შემდეგ კი, გიჟური სისწრაფით ვწყდები ადგილიდან, ადრენალინის მოზღვავებისგან ერთი ამოვიკივლე, რაღაცნაირი შეგრძნება გეუფლება, სუთქვა გეკვრის და გული გიჩქარდება, მაგრამ მერე სრულ სიამოვნებას იღებ. ძალიან მალე დანარჩენებსაც ვეწევი, შემდეგ კი, მოხერხებულად ვუჭრი გზას და წინ მივიწევი, იმასაც ვხვდები, რომ აქ გამოსვლით არაფრით ვარ დაზღვეული, შეიძლება დავშავდე კიდეც , თუმცა ეს ამად ღირს. თითქმის ყველა ჩამოვიტოვე, წინ გავიჭერი მთელი სისწრაფით, როცა მეგონა ყველა ჩამოვიტოვე, სწორედ მაშინ ვიღაც გვერდით ამომიდგა, როგორც მივხვდი ჩემი გზიდან გადაგდება უნდოდა, მხარიც გამკრა, ერთი სიტყვით ეს რაღაც პროცენტით გამოუვიდა კიდეც, გზიდან ჩამომიშორა, ამაზე ნერვები მომეშალა, -ვიფიქრე, არ შევარჩენ ამასთქო და საჭეს დავატრიალე, გაზს დავაჭირე და ძალიან სწრაფად დავიწყე სვლა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც, არ ვიმჩნევ შიშს, ვეწევი იმ მანქანას, ჩემს ბიჭს ვატრიალებ და უკუსვლით ვიწყებ ტარებას. ეს ისეთი მაგარი იყო გადავუსწარი, სულ ცოტაღა რჩებოდა ფინიშის ხაზამდე, გადავკვეთე ეს ხაზიც დაბოლოვება კი დრიფტით აქდავასრულე. საჭეს მოვეჭიდე, კარგად მოვკალათდი, გაზის პედალს მივაჭირე, მოტორის ხმაც გაისმა, შემდეგ დრიფტი დავიწყე, ვაბზრიალებდი მანქანას, გარშემო ბოლს ვაყენებდი, ერთიც მოვაბზრიალე და გავაჩერე. ვზივარ და ჯერაც ვერ ვიჯერებ მომხდარს, სიამოვნებისგან ღიმილი მეფინება სახეზე, ადგილიდან არ ვიძვროდი ხო დამავიწყდა მეთქვა ჩემმა მშობლებმა არ იციან აქ რომ ვარ,მხოლოდ ჩემმა დაქალმა და ძმამ იცის.
უსმენ.

– არა, რადგან ეს მუსიკა ძალიან მიყვარს, თანაც ჩემს მანქანას მაგრად უხდება.

– გიჟი ხარ. - გაეცინა სესილის.


შუქნიშანთან ვიყავით გაჩერებული, როდესაც მოსახვევ ხაზთან უბედური შემთხვევა მოხდა, სამარშუტო ტაქსს პატარა მანქანა დაეჯახა, შეჯახება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ მარშუტკა მთლიანად ამოყირავებულიყო. ამ ყველაფერთან საშინელი ჭრიალის ხმა ისმოდა. მე კი გაყინული სახით ვადევნებდი თვალს, ძალიან შემეშინდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ გაუაზრებლად გადავედი მანქანიდან, იმ ადგილას მივედი და აი აქ ვინანე ნეტავ არ მივსულიყავი. ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა, აქეთ- იქით ხალხის გამაყრუებელი ხმა ისმოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე ცუდად ვხდებოდი, სუნთქვა დამიმძიმდა და თვალთ დამიბნელდა.

– დეა, კარგად ხარ? შემომხედე. -წამოიძახა სესილიმ. - დამეხმარეთ გთხოვთ, ცუდად არის! - სანამ სესილი შველას ითხოვდა მე თვალები გადამიტრიალდა და უკვე ვვარდებოდი,როდესაც უკნიდან ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი, როცა გონს მოვედი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი.

– რა მოხდა, რა მომივიდა? - წამოვიძახე.

– გონება დაკარგე…

– ანუ, ეს საშინელება არ დამესიზმრა და რეალურად მოხდა?

– ჰო…

– წავიდეთ გთხოვ აქედან აქ გაჩერება აღარ მინდა.

– ერეკლეს დავურეკე და მოვა საცაა.- მითხრა სესილიმ.

შეშინებული და განერვიულებული მომვარდა ერეკლე და ჩემი შემოწმება დაიწყო, ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა..

– დეა,რა მოგივიდა ხომ არ დაშავდი?

– რატომ, დაურეკე სესილი ხომ იცი რა როგორი ნერვიულიც არის ჩემი ძმა! - წყრომით ვუთხარი.

– არაფერია, კარგად ვარ, უბრალოდ აქ უბედური შემთხვევა მოხდა ცოტახნისწინ ამან იმოქმედა ჩემზე.

– რა მოხდა?

– მერე მოგიყვები გთხოვ აქედან წავიდეთ…

ერეკლეს აღარაფერი უკითხავს მეტი, სამივე მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით.


და მაინც რამდენი უბედურება ხდება ყოველდღიურად ქვეყანაზე, დღე არ გავა რაიმე საშინელება, რომ არ მოხდეს, ნეტა სულ არ მივსულიყავი იქ, რა მინდოდა, ახლა ეს სურათი უნდა ჩამრჩეს გონებაში.

– აღარ იტყვით რა მოხდა? - წამოიძახა მოთმინება დაკარგულმა.

– გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსს პატარა მანქანა შეასკდა. - აუხსნა სესილიმ.

– და თქვენ იქ რა გინდოდათ, სახლში ვერ წამოხვედით?- მკითხა წარბებშეყრილმა.

-რატომ ხართ ჩუმად? ახლა არ მითხრათ იქ ვიყავითო.

– ჰო… - ჩავიჩურჩულე.

– გოგო, ნორმალური თუ ხარ, რა გინდოდა იქ, ხომ იცი, რომ ცუდად ხდები ასეთ რაღაცებზე.

გზაში უკეთ ვგრძნობდი თავს, მაგრამ მაინც რაღაცნაირი შეგრძნება დამრჩა, იმდენად ხანმოკლეა ცხოვრება, სულაც არ არის ხანგრძლივი, არავინ იცის ვის რა მოგველის, ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და უცაბედად ტირილი წამსკდა, ვერ ვჩერდებოდი. ერეკლე და სესილი გაკვირვებული სახით მიყურებედნენ, ვერ მიხვდნენ, თუ რატომ ამიტყდა ტირილი, ნუ მიყურებთ გარეგნულად, როგორიც ვარ შინაგანად ასეთი ძლიერიც არ ვარ.

– დეა, რა გჭირს?- მეკითხება ჩემი ძმა აღელვებული.

– არაფერია, უბრალოდ ჩემზე ძალიან იმოქმედა მომხდარმა…

– კარგი, ნუღარ იხსნებ მომხდარს, ამით ვერაფერს უშველი, არ უნდა მისულიყავი, ხომ იცი, რომ ცუდად ხდები ასეთ რაღაცებზე. - დამტუქსა ერეკლემ.

-კარგი, ნუ მეჩუბები. - თავი დავხარე და ტუჩები წინ გამოვწიე, აი ისე ბავშვები როგორც იბუტებიან.

სესილი სახლამდე მივაცილეთ, მერე კი შინ დავბრუნდით.

კარების ხმაზე ჩემი გადარეული ჯინა შემომეგება ყეფით, ეს ჩემი ანტიდეპრესანტია, მის გვერდით ყველაფერი მავიწყდება ხოლმე, მისი შემოხტომა და ლოკვა ერთი იყო, ჩვენს შემყურე ერეკლე კვდებდა სიცილით.

– კარგი, ჯინა, გეყოფა, აბა უყურე სულ დამასველე… - მაგრამ რას გააგებინებდიამას, ესეც პატრონივით ჯიუტი და გადარეული იყო, თავი რომ იჯერა თამაშით დაწყნარდა და კუდის ქიცინით გაიქცა.

– სახლში, როგორც ჩანს არავინაა ჩვენს მეტი.
ვკითხე.

– სახლში როგორც ჩანს არავინაა ჩვენს მეტი.

–ჰო, დედა საქმეზე გავიდა, ალბათ მალე მოვა. - მითხრა ერეკლემ.

– კარგი, მე ჩემს ოთხში ვიქნები.


წყალი გადავივლე, მერე კი საღამურებით შევწექი საწოლში. ფიქრებმა შემიპყრო, მოსვენება დამეკარგა, თვალს ვხუჭავდი და თვალწინ სულ ის კადრი მიდგებოდა.





*******


ოთხშაბათიც გათენდა, ძალიან მეზარებოდა დილაადრიან წამოდგომა და მომზადება, ლექცია მაინც 13:00 საათზე უნდა მქონოდა, ამიტომ გადავწყვიტე გამოუფხიზლებულს ძილი შემებრუნებინა, თუმცა მეორე ოთახში ჩემი ძმა ხმაურობდა და შემიცვალა გეგმები. ბუზღუნით წამოვდექი, საწოლი მივალაგე, ხალათი მოვიცვი და გავბაჯბაჯდი სამზარეულოში, სადაც ბატონი ერეკლე რაღაცის გაკეთებას ცდილობდა.

– რას აკეთებ ერეკლე? - ვკითხე და ისიც ჩემსკენ შემობრუნდა.

–ოჰ, ქალბატინო, გაიღვიძეთ?

– გავიღვიძებდი, გენაცვალე, სამზარეულოში ომი გაქვს გაჩაღებული. – ვუპასუხე. იქაურობას გადავავლე თვალი, მთელი სამზარეულო არეული და დასვრილი იყო. –დედა ,რომ მოვა ინფარქტს მიიღებს. - მივუგე სიცილით. შემდეგ ჯინას პედიგრი ავიღე და საჭმელად დავუძახე.


– ჯინა, ახლა ვერ გაგიყვან არ მცალია, თანაც გარეთ საშინლად წვიმს. უქმე დღეებში აუცილებლად გაგასეირნებ. - ვუთხარი, როდესაც მისი სახე დავინახე, როგორ მიძუნძულებდა კარებისკენ.

სწრაფად ჩავირბინე მეხუთე სართულის კიბეები, ლიფტით მგზავრობა არ მიყვარდა.

დერეფნიდან გავედი და გარეთ უკვე გამოფენილიყვნენ ჭორბიუროები, ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი ასეთ რაღაცებს, ვეცადე შეუმჩნევლად წავსულიყავი, მაგრამ თალიკომ შემამჩნია და დამიძახა.

–უი, დეა შვილო რამდენი ხანია, არ გვინახიხარ, მოდი ცოტახნით შემოგვიერთდი. - ვითომ ძალიან გაუხარდათ ახლა ჩემი ნახვა, უბრალოდ ახალი ამბების გაგება უნდოდათ ჩემგან. სხვა რა გზა, მქონდა, მათ მივუახლოვდი, კორპუსის მოშორებით ხის დაწნული სკამები და მაგიდა იდგა ხის ძირში, მეც მათთან ჩამოვჯექი.

– თალია დეიდა, რამე საქმე გაქვთ ჩემთან? - ვეკითხები მობეზრებით.

– არა, შვილო, უბრალოდ დიდიხანია არ გვინახიხარ და დაგიძახეთ. - მომიგო დაბნეულმა.

–აა. - უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. - თურმე არ დავუნახივარ, არა რა, როგორ არ მიყვარს ეს აფერისტობები.

– ხო, შვილო, ისე რახდება შენკენ?

– რა უნდა ხდებოდეს ლალი დეიდა? - სიცილით ვკითხე.



– ისე მიკვირს შენი მშობლების რომ გაძლევენ მანქანის ტარების უფლებას.

– მაი, არ თქვა ლალი რომ გევიგო ჩემი შვილი მანქანას ყიდულობს ჩემს შვილიშვილს რამფერ ამბებს დავატეხ იცი?აპ, აპაპ.

– მართალი ხარ თალიკო, მანქანა რა ქალის საქმეა, ქალი უნდა იჯდეს სახლში და ოჯახს მიხედოს, ქმარს მოუაროს.

უკვე ნერვები მეშლებოდა ამათ ლაპარაკზე, ასეც ვიცოდი, რომ რაღაც სისულელეს დააბრეხვებდნენ.

– უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს ქალის საქმე არ არის მანქანის ტარება?! - წამოვენთე მე, ან რას ნიშნავს ქალი სახლში უნდა იჯდეს და სახლს მიხედოს მარტო?!

– დედა, დეინახე რამფერ წაუგრძელებია ენა, ეტყობა კარგად ვერ აღზარდეს მისმა მშობლებმა. - შეიცხადა თალიამ. აი აქ საერთოდ გადამეკეტა, ეს უკვე ზედმეტი იყო.

– იცით რას გეტყვით, როგორი ჩამორჩენილებიც ხართ თქვენ ისეთებიც გაზარდეთ თქვენი შვილები. სანამ სხვაზე გაიშვერდეთ თითს, ჯერ საკუთარ თავებს დახედეთ. ჩემს მშობლებს რომ აძაგებთ და რადგან შეგეპასუხეთ ესეიგი ცუდად აღზრდილი ვარ არა?! და თქვენს შვილზე რაღას იტყვით, საცაა 30 წლის უნდა გახდეს და არაფრის გაკეთება რომ არ უნდა, დღე და ღამ კაიფში რომ არის მაგას რატომ არ უყურებთ? ან თქვენ თალია დეიდა, თქვენ რას მეტყვით? საბრალო თქვენი რძალი ამდენი ხანია ამ უბნის რძალია და წესივრად არავის უნახავს საბრალო, დააბეჩავეთ თქვენ და თქვენმა ტირანმა შვილმა. დღესდღეობით კარზე 21 საუკუნეა და ახლა ქალიც და კაციც თანასწორია, ასევე ქალს შეუძლია თავის უფლელები მოითხოვოს. კიდევ ერთი, თქვენგან განსხვავებით ჩემმა მშობლებმა ღირსეული და ვაჟკაცი ბიჭი გაზარდეს, ასევე, მეც ღირსეულად ამღზარდეს. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, მაგვიანდება. - მივახალე მკვახედ, შევბრუნდი და გავეცალე იქაურობას.

ტიპიური გონებაჩამორჩენილი ადამიანები არიან, საკუთარ თავებს ვერ უყურებენ ან ყველა თავისნაირი უვარგისი გონიათ, როგორც იტყვიან ყველა ადამიანს ისეთი ჰგონია სხვები, როგორებიც თავად არიან. მართალიც არის, ცხოვრებაში უსამართლობას ვერ ვიტანდი, ყოველთვის სამართლიანი ვიყავი, ამიტომაც ჩვაბარე სამართალზე, დღეს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ.

მანქანაში, როგორც ყოველთვის ახლაც მუსიკა, მქონდა ჩართული, რადგან მუსიკა ყოველთვის მეხმარება ფიქრში და სტრესულ დღეებში. ასე მივაღწიე უნივერსიტეტში, შენობაში შევედი, ფეხით ავირბინე მეათე სართულზე, 291 აუდიტორიაში შევედი და იქ ნინია დამხვდა, მასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სესილი დასავით მყავდა.


– გამარჯობა, ნინია. - მივესალმე და მის გვერდით დავიკავე ადგილი.



– რა გჭირს? - შემეკითხა, როდესაც ჩემი არეული სახე შეამჩნია.

– არაფერი ისეთი, უბრალოდ დილით ჩემმა ჭორიკანა მეზობლებმა ნერვები მომიშალეს, ისეთი რაღაცები მითხრეს ჭკუიდან გადამიყვანეს. - ამოვილაპარაკე.

–უიმე, კარგი და სესილი არ მოვა დღეს?- მკითხა ნინიამ.

– არა, ქალბატონი დღეს არ მობრძანდება.


უკვე გითხარით, რომ სამართალზე ვსწავლობდი ჩემი ოცნება იყო სამართალზე ჩამებარებინა და მე ეს შევძელი, ავიხდინე ეს სურვილი. ახლა ვზივარ, ლექტორს ვუსმენ, რომელიც ადამიანების უფლებებზე, კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობაზე და მათ უფლელებზე საუბრობდა. დილანდელი გამახენდა, ის უვიცი ქალები, რომლებიც არაფრის აზრზე არ იყვნენ.
ბატონმა გიორგიმ, დღევანდელი თემა აგვიხსნა, შემდეგ კი, კითხვები დაგვისვა რას ვფიქრობდით ამ თემაზე.

– ბავშვებო, თქვენი აზრით არის თუ არა დაცული ქალის უფლებები?

მე ხელი ავიწიე.

– შეიძლება მე ვთქვა? - წამოვიძახე.

– გისმენთ, დეა.

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კარგია, რომ ამ თემას შევეხეთ, დღეს დილით მსგავი თემას წავაწყდი. მოკლედ, დილით სახლიდან გამოსვლისას ჩემს მეზობლებს წავაწყდი, ცოტახნით მათ სიახლოვეს მომოწია ყოფნა და აი რასაც ქვია ჭკუიდან გადამიყვანეს. მათი თქმით ქალს არაფრის უფლება არ აქვს, მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს და ქმარს უაროს. ჩემი გაკრიტიკება დაიწყეს იმის გამო, რომ მანქანა მყავს. ამის გარდა კიდევ იქიდან ერთ- ერთს რძალი ჰყავს და საბრალო გოგო დააბეჩავეს. არაფრის უფლებას არ აძლევენ. მონოლოგი ძალიან გამიგრძელდა, მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ქალთა მიმართ უფლებები საქართველოში დაცული არ არის.


– ძალიან საინტერესო თემა, წამოიწყე დეა, სამწუხაროდ არსებობენ ასეთი ჩამორჩენილი გონების ადამიანები ასეთი მენტალიტეტით. ამიტომ არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებები.

გვითხრა,ბატონმა გიორგიმ. ლექცია საღამოს 20:00 დაგვისრულდა. გარეთ უკვე მობინდენულიყო ქუჩები. სწრაფად ჩავირბინე კიბეები გარეთ გავედი მანქანაში ჩავჯექი ,ღვედი შევიკარი შემდეგ ძრავი ავამუშავე და ადგილს მოვწყდი, თუმცა დაახლოებით 20 კილომეტის მოშორებით ძრავი გამოირთო. გასაღებს ვატრიალებ, მაგრამ არ იქოქება მატორი ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის წამოვიძახე და მანქანიდან გადმოვედი ახლა რა უნდა მექნა არ მინდოდა ვინმეს შეწუხება და მითუმეტეს ჩემი ძმის ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოებრივ ტრანსპორტით წავსულიყავი შინ მანქანა პულტით დავბლოკე და გზის
მეორე მხარეს გადავირბინე.





ვაპირებდი გადარბენას ,როდესაც მოულოდნელად დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დამეჯახა ეს არ ჰგავდა უბედურ შემთხვევას ეს უფრო განძრახ გაკეთებული იყო.
– გოგონა,კარგად ხართ?!- ჩამესმოდა ყრუდ ბიჭის ხმა, ცდილობდა ჩემს გონზე მოყვანას, მაგრამ არაფერი შემეძლო თავს ძალა დავატანე თვალები მოვჭუტე და ოდნავ გავახილე მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი სიბნელეში მის სახეს, მერე კი უკუნით სიბნელეში ჩავიკარგე.







******


მანქანით შინ ვბრუნდებოდი, შუქნიშათან შევჩერდი დავინახე,როგორ დაეჯახა მთელი სიმძლავრით ავტომობილი გოგონას შეჯახება იმდენად ძლიერი იყო საბრალო ჰაერში აიტაცა და შემდეგ ძირს დაენარცხა ის ნაძირალა კი, ადგილიდან მიიმალა. იმ წამსვე გადავედი და მასთან მივედი სახე სულ სისხლით ჰქონდა დასვრილი. ხელი მოვკიდე და ჩემსკენ გადმოვაბრუნე.
–გოგონა, კარგად ხართ?!- ვუთხარი მას,შემდეგ რაც მას დავხედე. ვუყვიროდი სახეზე რამდენჯერმე შემოვარტყი, რომ გონს მომეყვანა, ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ არ რეაგირებდა ოდნავ თვალები მოჭუტა შემომხედა შემდეგ კი, გაითიშა. სწაფად ავიტაცე ხელში მანქანის უკანა სავარძელზე მოვათავსე საჭეს მივუჯექი და საავადმყოფოში წავიყანე. ხელში აყვანილი შევვარდი დერეფანში და შველა ვითხოვე.
– დამეხმარეთ, არავინ ხართ აქ!- დავიყვირე ჩემს ხმაზე კი ექთნები მოვიდნენ.
– რა სჭირს?
– ვერ ხედავთ რა სჭირს ავარიაში მოყვა.- ნერვებმა მიმტყუნეს.
– საკაცე მოიტანეთ სასწრაფოდ!- დაიძახა მორიგე ექიმმა და ინტესიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
საბრალო გოგონა, ნეტა გამაგებინა ვინ არის ის ნაძირალა ვინც ამ დღეში ჩააგდო. ტელეფონი აწკლიალდა ჩემი ნამდვილად არ იყო ალბათ იმ გოგოსია გავიფიქრე და ჩანთიდან მობილური ამოვიღე ეკრანზე ,,ერეკლე “ ეწერა ყურმილს დავაჭირე და ვუასუხე.
– სად ხარ გოგო,ამდენ ხანს?
– უკავრავად თქვენ ვინ ბრძანდებით ამ ტელეფონის მფლობელის?- ვიკითხე მე
– მე მისი უფროსი ძმა ვარ და თქვენ ვინ ბრძანდებით?
– იცით, სამწუხაროდ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ…
– რა ხდება? სად არის დეა?!- დაიყვირა აღელვებულმა.
– თქვენს დას მანქანა დაეჯახა ცოტახნისწინ.
– რაა?! სად ხართ ახლავე მოვდივარ.



ადგილმდებარეობა ვუთხარი შემდეგ კი, მათ მოსვლას დაველოდე. მალე ისინიც გამოჩდნენ ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო ის ძმა უმდა ყოფილიყო, დანარჩენი ორი კი მშობლები.
– სად არის ჩემი დაა? - ყვირილით მომიახლოვდა.
– ახლა საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი
– დედა, შვილოო! ჩემო პატარა გოგონავ..- აქვითინდა გოგონას დედა და უღონოდ ჩაეშვა სავარძელში.
– რა მოხდა? რანაირად დაეჯახა მანქანა, ან თქვენ როგორ დაინახეთ?
– შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული ამ დროს თქვენმა დამ გადაირბინა გზაზე, მოულონელად არსაიდან დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დაეჯახა არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს განძრახ იყო დაგეგმილი და ჩასაფრებული იყო, როგორც კი დაეჯახა ადგილიდან მიიმალა ის ნაძირალა.
– არ შევარჩენ ვინც არ უნდა იყოს მიწიდან ამოვთხრი და გავანადგურებ.- გამწარებული საუბრობდა დეას ძმა.
– უკაცრავად არ გაგეცანით ამდენ ხანს მე დანიელ ჩაჩავა ვარ - წარვიდგინე ჩემი თავი
– მე ერეკლე ვარ დეას ძმა, მადლობა მინდა გითხრათ ჩემი დის დახმარებისთვის.

საშინლად გაიწელა დრო, ექიმები კი ჯერაც არ ჩანდნენ ყველა საოპერაციოს თავზე წითელ ნათურას შევყურებდით. მალე ექიმიც გამოვიდა დაღლილი სახით და ჩვენკენ წამოვიდა.
– ექიმო, როგორ არის ჩემი შვილი?- იკითხა სასოწარკვეთილებაში მყოფმა ქალმა.
– ოპერაცია, წარმატებით დასრულდა, მაგრამ გოგონამ ბევრი სისხლი დაკარგა და სასწრაფოდ გვჭირდება რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი.- აგვიხსნა ექიმმა.
_ კარგი, მე გადავუსხავ ჩემ დას სისხლს - წამოიძახა ერეკლემ
– კარგი, მედდა მოვა და გეტყვით რაც უნდა ქნათ. - თქვა და საოპერაციოში შევიდა.
– მეც გადავუსხავ სისხლს, თუ გამოდგება ჩემი. - გამოვთქვი სურვილი და მედდას გავყევით ჯერ ანალიზები აგვიღეს, იმის გასაგებად ემთხვევოდა თუ არა სისხის ჯგუფი. 15 წუთში ანალიზის პასუხებიც მოვიდა ერეკლეს სისხლი არ გამოდგა, რადგან პირველი დადებითი აღმოაჩნდა ჩემი კი რეზუს უარყოფითი იყო. შიგნით შემიყვანეს სისხლოს ასაღებად სადღაც ასე 20 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი საოპერაციო ოთახში და ჩემს გვერდით მწოლიარე გოგონას ვაკვირდებოდი გვერდიდან ახლა ჩემი სისხლი მის ძარღვებშიც იჩქებდა. გადასხმებიც მორჩა ხელიდან მომხსნეს წვეთოვანის შლანგი მითხრეს ცოტახანი ვწილოლოყავი მერე კი ალუბლის წვენი მიმეღო გემოგლობინის. ასამაღლებლად,როდესაც გარეთ გავედი ერეკლეს ყვირილის ხმა შემომესმა.
მშობლებს ეჩხუბებოდა რაღაცაზე
– ეს, როგორ დამიმალე დედა, დეა ჩემი დაა არ არის?!
– ის შენი დაა, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს…
– მაგრამ ნაშვილებია ხო?
– ბავშვთა სახლიდან აყვანილი არ არის, ის ჩემი დისშვილია გესმის ჩემმა დამ სიკვდილის წინ მე ჩამაბარა და მას შემდეგ მე ვზრდი. ის შენი დეიდაშვილია.- ქვითინებდა ქალი.
– დედა, ჩემთვის ეს არაფერს ცვლის დეა, ისევ ჩემი თვალის ჩინია,მაგრამ ეს რატომ დამიმალე?!
– ჩემი დის სურვილი იყო, შვილო.
კიდევ გააგრძელებდნენ კამათს, მაგრამ მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ.
– დანიელ რა ქენი?
– სისხლი გადაუსხეს. მე გავალ და მალე მოვალ.- ვუთხარი და გარეთ გავედი. არ ვიცი რატომ არ მივდიოდი საავადმყოფოდან
ეს უცნობი გოგონა, რატომ მაღელვებდა ასე თან საიდანღაც მეცნობოდა მისი სახე.გარეთ გავედი და ახლო მდებარე მაღაზიაში შევედი, რომ ალუბლის წვენი მეყიდა, ჯერ კიდევ სისუსტეს ვგრძნობდი. დახლებს ჩამოვუარე და წვენების სენქციასთან მივედი იქიდან დიდი ყუთუთ ნატურალური ალუბლის წვენი ავიღე სალაროსთან მივედი და წვენი ვიყიდე. ცოტახნი ჰაერზე გადავწყვიტე გაჩერება უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ათი წუთის შემდეგ უკან დავბრუნდი.
– დანიელ,მე მეგონა შენ უკვე წახვედი?- მკითხა გაკვირვებით ერეკლემ, როდესაც ფოიეში დამინახა.
– არა,არ წავსულვარ მაღაზიაში ვიყავი.
რატომ არ მიდიხარ შინ. შენ უკვე გააკეთე შენი საქმე ,რისთვისაც მადლიერი ვარ შენი.
– დაველოდები საბოლოო პასუხს და წავალ. - ესღა ვუთხარი და სავარძელზე ჩამოვჯექი. ჩემი ტელეფონი აწრკიალდა ღმერთო სულ დამავიწყდა დამერეკა ჩემემებისთვის.
– გისმენ ლაშა?
– ბიჭო, სად ხარ ამდენ ხანს?! - მითხრა ყვირილით.
– მოვალ მალე და მოგიყვები ახლა უნდა წავიდე ექიმი გამოვიდა.- ყურმილი გავუთიშე და ინტერესით გავემართე მათკენ.
– როგორ არის ექიმო?- შეეკითხა ერეკლე.
– ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გაღვიძებას, რადგან შესაძლოა რაიმე ტრავმები აღმოაჩნდეს კიდურებში.
– რას ამბობთ ექიმო?- შეიცხადა ერეკლემ
– ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, დაველოდოთ მის გაღვიძებას და შემდეგ ტომოგრაფიას გადავუღებთ ზუსტად გავიგებთ მიზეზს.
– როდის შევძლებთ მის ნახვას?
_ შეგატყობინებთ. - გვითხრა და წავიდა

ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, რა თქმა უნდა ,ჩავარდებოდა ვის გაუხარდებოდა იმის გაგება,რომ საყვარელმა ადამიანმა სიარული ვეღარ შეძლოს ეს ხომ სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის.
დაახლოებით ოც წუთში ექიმმა ნება დაგვრთო,რომ დეა მოგვენახულებინა
– მხოლოდ ხუთი წუთით შეგიძლიათ მოინახულოთ ძალიან ნუ გადაღლით.- გაგვაფრთხილა მე სახლში დავაპირე წასვლა, მაგრამ ერეკლემ მითხრა მეც შევსულიყავი
პალატაში საწოლზე უღონოდ იწვა, დეა სახეზე ფერი დაკარგვოდა და თვალებზე სისხლ ჩაქცევები აღენიშნებოდა. ერეკლემ მისი სუსტი ხელი თავის მტევნებში მოიქცია, შემდეგ კი სახეზე მოეფერა. დედა ჩუმად ქვითინებდა და მის სასთუმალთან იჯდა.
შეხებაზე თვალები სუსტად გაახილა ჯერ ოთახს მოავლო თვალი და შემდეგ მის გვერდით მყოფ ძმას.

– ერ…ეკლ...ლე.- ენის ბორძიკით წარმოთქვა მისი სახელი.
– ჩემო, ბაჭიავ, როგორც იქნა გაიღვიძე.- ამოთქვა ერეკლემ.
– რა მოხდა? სად ვარ? - წამოიძახა და წამოდგომა სცადა, თუმცა ვერ წანოდგა.
– რა ხდება? რა მჭირს?
_ დამშვიდდი, სიხარულო ახლა ყველაფერი კარგად არის, საშიშროებამ უკვე გადაიარა. ავარიაში მოყევი და ღვთის წყალობით ცოცხალი და უვნებელი ხარ.
– ავარიაში?...-ხო, გამახსენდა გზაზე, გადმოვდიოდი და ვიღაც არანორმალური დამეჯახა, მეგონა ვეღარ გნახავდით.- თვალები აუწყლიანდა.

პალატაში ექიმი შემოვიდა და დეას გასინჯვა დაიწყო, ჯერ თხოვა ფეხის თითები გაემოძრავებინა, მაგრამ რომ ვერ მოახერხა, პატარა ჩაქუჩით ნერვის შენოწმება დაუწყო.
არაფერზე არ ქონდა რეაგირება აქ უკვე ყველაფერი გასაგები იყო.




– ექიმო, რა ხდება? რატომ ვერ ვგრძნობ კიდურებში ძალას? - პანიკებში ვარდებოდა.
– დამშვიდდი, შვილო ეს ანესეზისგან არის გამოწვეული სხეული ჯერ გაბრუჟებჯლი გაქვს.დრო უნდა რომ ჩვეულ ფორმაში დაბრუნდე.- ცხადია, მის დასამშვიდებლად ამბობდა ამას.
– ახლა,ექთანი მოვა და გამოკვლევებზე წაგიყვანს.


ექთანმა გამოკვლევებზე წაიყვანა დეა, ყველა დაძაბული იყო და ნერვიულობდნენ. ტომოგრაფია, გადაუღეს შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს.
– ექიმო, რა ხდება?
– გამოკვლევებმა აჩვენეს რომ….


***

– ექიმო, რა ხდება ? ყველაფერი რიგზეა?- იკითხა მამამ
_ გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გოგონას კიდურები აქვს დაზიანებული და გაურკვეველი დროით სიარულს ვეღარ შეძლებს.

– რა?!- შეიცხადა დედამ- რას ნიშნავს ვეღარ გაივლის?- ანუ ჩემი შვილი ხეიბარია?

– დამშვიდდით, ვიცი ძალიან რთულია, ამის მოსმენა, მაგრამ ამის მკურნალობა შეიძლება, რეაბილიტაციებს გაივლის იმკურნალებს და შემდეგ შეძლებს სიარულს.


– როდის შევძლებთ სახლში წაყვანას?
– ხვალ დღის მეორე ნახევარში შეგეძლებათ, მანამდე კი ჩვენ დაკვირვების ქვეშ იქნება.

შოკირებულები და დამწუხრებულები გამოვიდნენ ექიმის კაბინეტიდან სამივე.

– ეს როგორ უნდა ვუთხრათ დეას, ხომ გაგიჟდება ამას, რომ გაიგებს.

პალატაში შევიდნენ და გული მომიკვდა,როდესაც დავინახე როგორ ცდილობდა დეა, ადგომას, თუმცა წონასწორობა დაკარგა ის იყო, უნდა დაცემულიყო,რომ ერეკლემ დაიჭირა და საწოლში დააბრუნა.
– დეა,რას აკეთებ? რატომ ადექი ჯერ არ შეიძლება, შენთვის ადგომა.- უსაყვედურა.
– ძმაო, მინდოდა გამევლო,მაგრამ ვერ დავდექი ვერ შევძელი ფეხზე დგომა,მითხარი რა მჭირს, რა თქვა ექიმმა, ვეღარ შევძლებ გავლას ხომ?- ტუჩები უთრთოდა და მის ლამაზ სახეზე ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მიგორავდნენ. ერეკლე მას მოეხვია და გულში ჩაიკრა.
_ ნუ, ტირი გთხოვ, ხომ იცი ვერ ვუძლებ შენ თვალებზე ცრემლებს. მისმინე ბაჭიავ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენ ჩემი თვალის ჩინი ხარ მადლობა, ღმერთს შენი გადარჩენისთვის რაიმე, რომ დაგმართნოდა, მე ამას ვერ გადავიტანდი.
– ეს რას ნიშნავს, ანუ ვეღარ გავივლი?- საბოლოოდ წასკდა ცრემლები და ატირდა.
– არა, ეს ვინ გითხრა შენ აუცილებლად გაივლი,ოღონდ მანამდე უნდა იმკურნალო, პროცედურები უნდა ჩაიტარო და სიარულსაც შეძლებ

– რა? ანუ ახლა ხეიბრის ეტლით უნდა ვიმოძრავო?!
– დროებით…
– გთხოვთ, მარტო დამტოვეთ გადით!
– დეა…?
– გადით!- დაიყვირა და ჩვენც გავედით
ძალიან შემეცოდა, გოგონა ასეთი ახალგაზრდა და ხეიბრის ეტლს უნდა მიეჯაჭვოს ახლა, არადა რა სიცოცხლით სავსე და ექატრემალურია.
უკვე ძალიან გვიან იყო, ამიტომ იქ მეტი აღარ გავჩერებულვარ. მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გოგონა,გადარჩა დანარჩენი კი დროის ამბავია.საავადმყოფოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და შინ წავედი. ძალიან მძიმე დღე იყო, ის არამზადა კი არ ამომდის თვალებიდან ამას ასე არ დავტოვებ და აუცილებლად გავარკვევ მის ვინაობას. ეს გოგო გონებიდან არ ამომდიოდა მისი სახე მეცნობოდა. მანქანა დავაპარკინგე შემდეგ კი, სახლში ავედი. დაღლილ დაქანცული შევედი ოთახში სავადმყოფოს ვერ ვიტანდი იქაური ატმოსფერო და მედიკამენტების სუნი ცუდად მხდიდა. გაბრუებული ვიწექი და ვფიქრობდი მომხდარზე ვაანალიზებ იმასაც, რომ დღეს ვიღაცის სიცოცხლე ორჯერ გადავარჩინე. თან რაღაცნაირ შეგრძნებას მიტოვებდა სხეულში დღეიდან სისხლი მის ძარღვებშიც იჩქეფდა. უეცრად გონებაში რბოლის მომენტი ამომიტივტივდა კერძოდ კი, ის სცენა სადაც მე ვეუბნეოდი გამარჯვებულს თავიდან ჩაფხუტი მოეხსნა და გოგონას სახე ეს სახე თვალწინ დამიდგა ნუთუ ეს ის გოგონა იყო,
რბოლიდან -წამოვიძახე გაოგნებულმა შემდეგ კი დაღლილობისგან ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.

იმ დღის შემდეგ გოგონას ამბავი აღარ გამიგია, მეც მივლინება დამიმთავრდა და ჩემს ქალაქში დავბრუნდი კარგია, რა თქმა უნდა, გართობა და თავისუფლება, მაგრამ დროა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე საქმე არ იცდის ჩემებიც ძალიან მომენატრნენ ერთი თვეა არ მინახავს.
ჩემი სახლი სანაპიროსთან ახლოს იყო ლამაზი ხედებით გადაშლილი.მანქანიდან გადავედი და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარებს და ზარი დავრეკე.
კარები დედამ გამიღო.
– დანი,შვილოო -წამოიძახა გახარებულმა და მომეხვია.- დაბრუნდი?
– ჰო, ქალბატონო სოფია ,დავბრუნდი. - ვუთხარი გაღიმებულმა და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
შინ შევედი და დივანზე დავსხედით.
– აბა, მომიყევი რა ხდებოდა აქ უჩემოდ?
–არაფერი ისეთი, შვილო, მხლოდ სარამ გიკითხა რამდენჯერმე.
– მოკლედ, რით ვერ შეიგნო ამ გოგომ,რომ ტყუილად ცდილობს შერიგებას. - გაბრაზებით წარმოვთქვი.
– მე არ ვამართლებ რაც გააკეთა, მაგრამ იქნებ სცადო და დაელაპარაკო ძალიან არის შეცვლილი შვილო… დაელაპარაკე შენგან რა მიდის.
– რა გულკეთილი მყავხარ სოფიკო. - გავუღიმე. - მაგრამ რატომ ცდილობ ჩვენს შერიგებას?
– არა,შვილო უბრალოდ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს დაელაპარაკე და გაარკვიე იმ გოგოსთან ყველაფერი ასე აჯობებს. - თბილად გამიღიმა ,შემდეგ წამოდგა და მითხრა.- კარგი წავალ სუფრას გავაწყობ ალბათ მოშიებული იქნები.


….

ყოველთვის მაოცებდა ამ ქალის სათნოება და სიმშვიდე.დედაჩემი ძალიან კეთილი, გულთბილი, სათნო და გულმოწყალე იყო.აგრეთვე ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყვებოდა, ისედაც ეკლესიური იყო, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა იმის მერე სულ ეკლესიაშია. მეც ბავშვობიდანვე ჩამინერგა ეს თვისებები ბავშვობიდან მასწავლიდა უფლის სიყვარულს და დღითი დღე უფრო იზრდებოდა ჩემში რწმენა და სიყვარული უფლისადმი ახლა რასაც გეტყვით ძალიან გაგაოცებთ ალბათ, რადგან როგორ შეიძლება ასეთი ექსტრემალისტი ეკლესიური იყოს,თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის ამიტომ სტიქაროსანიც ვარ.
დედაჩემმა სუფრა გააწყო და სავახშმოდ მიხმო.
– რა გემრიელი სურნელი ტრიალებს?- ვუთხარი, როდესაც მაგიდას მივუჯექი.
– გემრიელად მიირთვი შვილო.- თბილი ღიმილით მომიგო. - შვილო ისე ცოლი, როდის უნდა მოიყვანო?
– კარგი რა დედა, ისევ ამაზე დამიწყე საუბარი ხომ იცი, რაც სარამ გამიკეთა მას შემდეგ ქალისკენ გახედვაც აღარ მინდა და მითუმეტეს ცოლის მოყვანა.- ამოვიოხრე.
– რა ვქნა შვილო, ვბერდები მეც, მინდა შვილიშვილებს მოვესწრო…
– ჯერ რა დროს შენი დაბერებაა. - ვეუბნები სიცილით.


*****



დედაჩემის თხოვნით სარას უნდა შევხვდე არ ვიცი რისი იმედი ქონდა, მაგრამ დღეს ყველაფერს დავუსმევ წერტილს. კაფეში ვიჯექი უკვე 20 წუთზე მეტია და ქალბატონი ჯერ არ გამოჩენილა. ძლივს გამოჩნდა, როგორც კი დამინახა ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია.
– როგორ გამიხარდა შენი ნახვა დანი, ვიცოდი რომ მაინც მაპატიებდი…
– იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან აქ შესარიგებლად არ მოვსულვარ აქ იმის სათქმელად დაგიბარე, რომ გითხრა და შეიგნო და თავი დამანებო. არ ვიცი დედაჩემს რა უთხარი ასეთი, რომ მთხოვა,შენთვის შანსი მომეცა, მოკლედ ბოლოჯერ გაფრთხილებ დამივიწყე და ნუ ცდილობ შემორიგებას გასაგებია? ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა
შენი ხელით გაანადგურე ჩვენი ურთიერთობა.- გაბრაზებით ვუთხარი.
– რა იქნება, რომ ერთი შანსი მომცე…
– რა იყო, იმ ადამიანმა ვისზეც გამცვალე მიგატოვა და ახლა ჩემთან განოიქეცი? თუ ასეა ,მინდა გითხრა, რომ არაფერი გამოგივა.
ვუთხარი და წამოვედი.


მაინც, როგორი სულმდაბალი უნდა იყოს ადამიანი, რომ მიხვიდე ნაგლად და შერიგება თხოვო, მის საქციელს გამართლება არ ქონდა, მისთვის არაფერი დამიკლია,მაგრამ მან სხვაში გამცვალა ხოდა წარსულს უკან ვეღარ დააბრუნებს. დიდიხნისწინ ვაპატიე,მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელა. ბოლოს მივხვდი ის არ იყო ის ადამიანი ვინც მე მჭირდება.
არ გეგონოთ, რომ ავარიის ამბავი დამავიწყდა, თბილისში მეგობარი მყავს და მას ვთხოვე თვალი ედევნა სიტვაციისთვის.
დავუბრუნდი ჩემს ჯგუფს და ასგილს სადაც მსიამოვნებს ყოფნა. დარბაზში შევედი და ბიჭები ხმაუეიანად შემეგებნენ.
– როგორც იქნა დაგვიბრუნდი დანიელ.
– ხო, დავბრუნდი და აღარსად წავალ. ძალიან მომენატრა აქაურობა და ჩემი სიმღერები..

საღამოს ჩემს ბენდთან ერთად ვიმღერე და მინდა ავღნიშნო, რომ ეს მომენტები ძალიან მომენატრა. ხალხის ოვაციები.


სახლში დავბრუნდი ხელში გიტარა მოვიმარჯვე და გადავწყვიტე რამე ახალი სიმღერა დამეწერა, ისეთი განსხვავებილი
გრძნობებით აღსავსე და ამავდროულად სევდიანიც.
ნაწილნაწილ ვქმნიდი მელოდიას და ფურცელზე გადამქონდა.
ჯერ არ ვიცი მიზეზი იმისა, რატომ გადავწყვუტე ამის შექმნა და არც არავის გავუმხელ ამ სიმღერის შესახებ. იქამდე სანამ ამ სიმღერას არ ეყოლება ადრესატი.
ცოტა დავწერე და შემდეგ კალმისტარი და ფურცელი უჯრაში შევინახე.
თავი მოვიწესრიგე და საწოლზე წამოვწექი. და ფიქრებში ჩავიკარგე. ვაანალიზებდი ყველაფერს, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. დეაზე ამეკვიატა ფიქრი,მის უმწეობაზე.



*****


წირვა ლოცვა იყო აღვლენილი და მეც რა თქმა უნდა, მამაოს ვეხმარებოდი წირვების დროს, ტაძარში დროის გატარება ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი მეორე სახლია, ვიცი შეიძლება თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ასეთი ექსტრემალისტი ბიჭი ეკლესიური,მაგრამ ასეა, უსასრულო რწმენა მაქვს ის ყველაფერი რაც დღეს გამაჩნია მისი წყალობით მოვიპოვე.
ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი ყველა უფლის სადიდებლად იყო მოსული.
არ ვიცი, მაგრამ უეცრად თვალში ნაცნობი სახე მხვდება, სულ უკან იჯდა ხეიბრის ეტლში თვალები დაეხუჭა და ცხარედ ტიროდა. ბაგეები კი ოდნავ შეეხსნა და გულში რაღაცას იმეორებდა. ცხადია იგი ლოცულობდა. მიუხედავად იმისა,რომ თვალ დახუჭული იყო მაინც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. თავზე თავშალი ქონდა მოხვეული თვალებ მინაბული და ბაგე შეხსნილი ხელები კი შეეკრა და გულმხურვალედ ღაღადებდა უფალთან. ხვეული თმა წინ ჩამოყროდა.დიდხანს ვაკვკირდებოდი შემდეგ დანამული ხაკისფერი თვალები გაახილა და თითქოს ჩემსკენ გამოიხედა, რა საკვირველია ვიცანი, როგორ შეიძლება დამვიწყებოდა მისი სახე. ამ წუთას კი შეიძლება მკრეხელობაში ჩამეთვალოდა, მაგრამ ანგელოზს ჰგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანებს შორის იკარგებოდა. მაინც შესამჩნევი იყო ეს სილამაზე.
– დანიელ ერთი წუთით მოდი! - მამაომ დამიძახა და ცოტახნით კელიაში გავედი, რომ დავბრუნდი იქ აღარ დამხვდა ლ,ნუთუ მომეჩვენა შეუძლებელია, ცხადად დავინახე დეა აქ. დაბნეულმა მოვისრისე შუბლი.
ამასობაში კი წირვაც დასრულდა და ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა.
მამაომ თხოვა, მრევლს დარჩენილიყვნენ. ვისაც აღსარების ჩაბარება უნდოდათ.
უკან მივბრუნდი ტაძარში მამაოსთვის რაღაც უნდა მეთქვა, როდესაც მოულოდნელად დეა დავინახე. კედელს ამოვეფარე არ მინდოდა დავენახე.თვალები ნაღვლიანი, მაგრამ ამავდროულად იმედის სხივი მოუჩანდა თვალებში. შემდეგ მანქანით მოაკითხეს ალბათ ერეკლეა გავიფიქრე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი.


******





საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი ბოლო ერთი თვე უიმედობამ შემიპყრო და სასოწარკეთილებამ არავის დანახვა მინდოდა საერთოდ არავის ბოლოს კი, როდესაც სული ძლიერ დამიმძიმდა და უარესად გავხდი ჩემმა ერთმა ახლობელმა ტაძარში მამაოსთან მიმიყვანა. მამაოს გავესაუბრე ავუხსენი ჩემი სიტვაცია და ასე დავიწყე წირვა-ლოცვაზე სიარული. თვეზე ცოტა მეტია რაც დავდივარ ახლაც საღამოს ლოცვებზე ვიყავი მისული იქვე კუთხეში ვიდექი და გულმხურვალედ ვევედრებოდი უფალს შეწევნას. ვუსმენ ამ საგალობლებს და მამაოს ქადაგებებს და ახლა ვაცნობიერებ სად ვიყავი აქამდე რატომ არ მოვდიოდი უფლის წიაღში. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. გაუჩერებლად ვიმეორებდი ლოცვებს და თან ვტიროდი. წირვები უკვე სრულდებოდა, როდესაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი და ეზოში გავედი ყველა, რომ დაიშალა მამაოსთან მივედი ვეზიარე და აღსარებაც ჩავაბარე ვესაუბრე ჩემს სისუსტერბზე და ნაკლებზე.
მოთმინებით დაელოდა როდის დავასრულებდი ჩემ სათქმელს შემდეგ კი რჩევა დარიგება მომცა. ეკლესიიდან გამოსვის თანავე ისევ სევდა მომეძალა, ისევ ამა სოფლის პრობლემებს და ჩემს უძლურებაზე ვიწყებ ფიქრს. ვხვდები, რომ ტაძარში ყოფნისას უფლის მადლი გადმოდის და გვავიწყებს აქაურ პრობლემებზე. ჩემკენ ერეკლე გამოემართა და მანქანაში ჩამსვა.
– აბა, როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ერეკლემ და ლოყაზე მიმჩქვნიტა.
– სანამ იქ ვიყავი კარგად,მაგრამ….
– მაგრამ?
– მაგრამ ახლა ისევ , სევდა მომეძალა.- დანაღვლიანებულმა მივუგე.- ძმიკო, ძალიან მეშინია, მეშენია, რომ ვეღარასდროს გავივლი ეს მტანჯავს..- ტირილი ამივარდა.
– კარგი, რა დეა, ნუ ხარ ასე განწყობილი უფლის ხომ გწამს? დადიხარ წირვებზე მისი წყალობის გჯეროდეს დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. მალე ოპერაციასაც გაიკეთებ და შეძლებ სიარულს.
– ხომ იცი, რა აზრისაც ვარ ოპერაციის გაკეთებაზე.
– დეა, კარგი რა თუ არ გარისკე ვერ შევძლებთ კიდურების აღდგენას.
– არა, მე ვერ გავრისკავ,რომ არ გამოვიდეს არაფერი და უარესად გავხდე ამას ვერ გადავიტან.

ერეკლემ აღარაფერი მითხრა იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი გვიან იყო, თუმცა ეზოში როგორც ყოველთვის ახლაც გამოფენილიყვნენ თალიკო და ლალი მაგიდასთან იჯდნენ და მზესუმზირას მიირთმევდნენ. ნეტა მეტი საქმე არ ქონდეთ რა. ერეკლეს ვთხოვე სწრაფად წავსუკიყავით, რომ არ დავენახეთ
სახლში შევედით და დედა შემოგვეგება.
– მოხვედით შვილო?
_ ჰო…- უხალისოდ ვპასუხობ.
ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ყველას და ყველაფერს ჩამოვცილდი უნივერსიტეტს , მეგობრებს ჩემს მანქანას და ძველი დეასგან აღარაფერი იყო დარჩენილი. არაფრის მაქნისად ვიქეცი, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო,რატომ უნდა ვყოფილიყავი მე ასე? სულ ამას ვიმეორებდი გონებაში.

– შვილო, ასე ნუ იქცევი გთხოვ.
– როგორ დედა? - ჩავეკითხე.
– აი უსიცოცხლოდ, უხალისოდ…
– აბა, როგორ უნდა ვიყო დედა?! მითხარი ვერ ხედავ რას დავემსგავსე , ასეთ სიცოცხლეს ჯობდა სულ არ გადავრჩენილიყავი.- წამოვიძახე გულმოსულმა.
– დაუფიქრდი რას ამბობ! შენ ახლა, სევდა გალაპარაკებს, მაგრამ იმაზეც იფიქრე შენ რომ რაიმე დაგმართნოდა რა დღეში ჩავარდებოდით ყველა.
უფლის წყალობით გადარჩი ეს დიდი წყალობაა, ტაძარში დადიხარ მამაოს ესაუბრები და შენზე მაინც არ მოქმედებს იქ სიარული მეგონა ცოტას მაინც მოხვიდოდი გონს, თუმცა შევცდი, თუ ასე გააგრძელებ უხეშობას და იმას რომ შენს სოცოცხლეს აზრი აღარ აქვს აჯობებს სულ აღარ იარო იქ .- გბარაზებულმა მომახალა,ყველაფერი.
– კარგი, დედა ხომ იცი არა,როგორ უჭირს ისედაც.- ჩემი დაცვა სცადა ერეკლემ.
– შენ გაჩუმდი სულ შენი გათამამებულია ეს გოგო, ერთხელ და სამუდაოდ უნდა გაიაზროს ის რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ასეთ განწყობით და ნეგატივით ვერაფერს გახდები სამყაროს ,როგორი თვალითაც შეხედავ იმას გამოგიგზავნის პასუხადაც. - ესღა თქვა და გავიდა
მე კი ვიჯექი და ვტიროდი.
– ეკო, მართლა ასეთი ცუდი ვარ?...
– არა, ჩემო პატარა, მაგრამ დედა მართალია, უფლის მადლობელი უნდა იყო რომ სიცოცხლე გაჩუქა ისევ, შენ კი ამას უარყოფ. უბრალოდ ეცადე მშვიდად იყო.
– იქნებ არ ვიმსახურებ ამ ყოველივეს და თქვენთავს აა? იქნებ მართლა საშინელი ადამიანი ვარ და უფალი ამიტომ მივლენს ამ განსაცდელებს.
– დეა, ახლა მართლა გავბრაზდები იცოდე სისულელებს ნუ ლაპარაკობ.


ოთახში შევედი საწოლზე გადავწექი და დედას სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა, ნუთუ მართლა ასეთი საშინელი ვარ? ყველაფერს რომ ჩავუღრმავდი მივხვდი, რომ მართლა ცუდად ვიქცეოდი… ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი ჩამოვშორდი, რატომ ვარ უფალო ასეთი აუტანელი ,რატომ? ხელის კანკალით ავიღე ტელეფონი და სესილის დავურეკე. თავიდან არ მპასუხობდა შემდეგ კი, მიპასუხა.

– დეა.. ნუთუ მართლა შენ მირეკავ?- გაოცებით მეკითხება.
– მე ვარ სესილი…- ცრემლიანი თვალებით ვიწყებ ლაპარაკს.- მინდა პატიება, გთხოვო, იმის გამო რომ გული გატკინე…ძალიან მაკლიხარ და მენატრები.
– მეც, მენატრები ჩემო.გადარეულო…

სესილისთან საუბრის, შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება ნუთუ ხეიბრად დავრჩებოდი მთელი ცხოვრება და ვეღარ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც უწინ ვიყავი ვერ ვეგუებოდი ასეთ დეას არ შემიძლო, მამაოს სიტყვები მაგონდება,რომელმაც მითხრა.
,,– შვილო, იმედი არასოდეს დაკარგო,გახსოვდეს, რომ ყველა ის განსაცდელი, რაც
შეგემთხვა შენს გამოსაცსელად დაუშვა უფალმა, რათა გამოგცადოს რამდენად გაუმკლავდები ამ სუტვაციას. რთულ სიტვაციაში უფალს უხმე და სთხოვე დახმარება,რაც მთავარია რწმენა არასდროს დაკარგო.
ამ ფიქრებში გართულს ისე გავითიშე ვერც გავიგე.

,,
უკუნითი სიბნელე სუფევდა, ირგვლივ კი საშინელი ქარის ზუზუნი ისმოდა ელ-ჭექით ამ უკუნით სიბნელეში ჩავიკარგე და იქიდან გამოსვლას ვლამობდი, თუმცა ამაოდ თითქოს სადღაც უკაცრიელ ტყეში ვიყავი დაკარგული, შემდეგ ეს ყოველივე ქრება და უფსკრულისკენ მივექანებოდი საცაა, უნდა გადავჩეხილიყავი, მაგრამ არსაიდან ვიღაცის ხმა, მაჩერებს.
– დეა,დეა! გაიღვიძე!- მიყვიროდა ჩემი ძმა და ცდილობდა გონს მოვეყვანე. ერთი ამოვიკივლე და შეშინებული წამოვხტი.
– რა მოგივიდა?- მკითხა შეშფოთებულმა- კოშმარი დაგესიზმრა?
– უჰუმ, ძალიან შემეშინდა ძამიკო - ვუთხარი და მოვეხვიე.
– ეს იმის ბრალია, რაც ბოლო დროს თავს გადაგხდა. აი წყალი გამომართვი დალიე ცოტა მოგეშვება.
წყალი დავლიე შემდეგ წამოვწექი და ვცდილობდი დაძინებას, თუმცა ვერ ვიძინებდი.

კვირა დღეს დილის 9 საათზე გვქონდა წირვა და მეც ადრიანად გავემზადე და წავედი ტაძარში, როგორც ყოველთვის ახლაც გულმხურვალედ შევთხოვდი უფალს დახმარებას.
წირვები, რომ დასრულდა მამაოს დავუძახე.
– გისმენ შვილო?- როგორც ყოველთვის ახლაც თბილი მზერით და მშვიდი ხმით მომიგო.
– მამა, გიორგი რაღაც მინდა გიამბოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით რა ახსნა გექნებათ.
– გისმენ.
– წუხელ კოშმარი დამესიზმრა, მაგრამ ვფიქრობ ეს სიზმარზე მეტი უნდა იყოფილიყო.
უკიდეგანო სიბნელეში ვიყავი ჩაკარგული და იქიდან ვერ გამოვდიოდი ,შემდეგ ეს ყოველივე სადღაც ქრება და უფსკრულისკენ მივექანებოდი ის იყო უნდა ჩავვარდნილიყავი, თუმცა რაღაც ძლიერმა ხმამ ხელი შემიშალა.
– შვილო სიმზრები არსებობს სამი სახის ერთია, როცა უბრალოდ გულში ჩაგყვა რაღაც და დაგესიზმრა მეორეა, უფლისგან ასევე ეშმაკისგანაც.
შენს სიზმარს,რაც შეეხება ამას, მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ის,რაც ნახე იყო შენი სულიერი მდგომარეობა, ის რომ შენ შენი თავი დაკარგე და ახლა ვეღარ პოულობ შენს პიროვნებას, რომელიც შენში ცხოვრობს უნდა იპოვო, შენი მე მაგრამ არ ცდილობ მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის უნდა დააფასო, ის რომ უფალმა კიდევ ერთი შანსი მოგცა,რომ გეცხოვრა კიდევ ნუ იქნები უმადური. ჩემი რჩევა იქნება ყოველ დილია საღამოს უფალს მადლობა უთხრა ყოველი ახალი დღისთვის დამიჯერე ეს დაგეხმარება, რაც შეეხება ხმას რომელმაც არ მოგცა უფლება უფსკრულში გადაჩეხვის ვფიქრობ, ეს შენი მფარველი ანგელოზი უნდა იყოფილიყო.
– მფარველი ანგელოზი?- გავვოცდი მე.
– კი… - გამიღიმა თბილად. - იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. კიდევ ერთხელ შემომაგება თავის თბილი მზერა და წავიდა. საოცარი ადამიანი იყო მამა გიორგი, ისეთი თბილი და მშვიდი, რომ გინდოდა სულ გესმინა მისთვის.



*******


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე გამერისკა და ოპერაცია გამეკეთებია. ახლა საოპერაციოდ ვემზადები საშინლად ვნერვიულობ, მეშინია, ვაი თუ ამ ოპერაციამ ვერ მიშველოს და ეს უკანასკვნელი შანსიც დავკარგო. პალატაში ჩემები მამხნევებდნენ.
– დეა, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ გჯერა ამის?- მითხრა ერეკლემ.
– იმედია…
პალატის კარები იღება და ოთახში მამა გიორგი შემოდის.
– კარგია, მოგისწარი..- ძალიან გამიკვირდა და თან გამახარა მისმა ვიზიტმა.
– მამაო, თქვენ?
– არ მელოდი ხო?- გაეცინა შემდეგ კი,მომიახლოვდა. - აქ იმიტომ ვარ,რომ შენი სულიერი მამა ვარ თანაც შენი სულიერი მდგომარეობაც კარგად ვიცი და ვიცი ახლა რასაც განიცდი ამიტომ მოვედი.
– მადლობა,მამაო…
– შეგიძლიათ დეასთან ცოტახნით მარტო დამტოვოთ .- მაშინვე გავიდნენ ყველა მერე კი საუბარი დაიწყო.
– დეა, ახლა რასაც გეტყვი მინდა, რომ მუდამ გახსოვდეს მისმინე ვიცი ნერვიულობ, რადგან არ იცი რა შედეგს დაიდებ,მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე რა შედეგიც არ უნდა მოვიდეს არ დანებდე იბრძოლე გახადე შენი თავი უკეთესი და კიდევ რა განწყობითაც შეხვალ საოპერაციოში სამყაროც იმას გამოგიზავნის ამიტომ კარგზე იფიქრე შვილო.
– დამლოცეთ მამაო.
– უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს - პირჯვარი გადამსახა, შემდეგ კი საოპერაციოში გამიყვანეს. საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლებოდა ვუყურებდი ექიმებს და ექთნებს, რომლებიც ოპერაციის დასაწყებად ემზადებოდნენ. გული ამიჩქარდა. წვეთოვანში დამაძინებელი შეუსვეს და მალე მეც ძილს მივეცი თავი. რომ გავიღვიძე უკვე პალატაში ვიყავი და გარს ჩემები მეხვივნენ.
– ეკო…- ვუხმე ჩემ ძმას მე და ერეკლე განუყრელები ვიყავით ერთმანეთისთვის ბავშვობიდან დღემდე. იგი მომიახოვდა და სავარძელზე ჩამოჯდა
– გაიღვიძე ბაჭიავ,- მომიგო ჩემმა ძმამ- თავს როგორ გრძნობ?
– მორჩა დასრულდა ყველაფერი ხომ?!
– მორჩა. ახლა ექიმი შემოვა და გვეტყვის შედეგებს.
ჯერ კიდევ ანესთეზიის ქვეშ ვიყავი. გათიშული ბოლო წუთამდე არ ვკარგავდი იმედს და არც მამა გიორგის სიტყვებს ვივიწყებდი,რომელმაც მითხრა რომ იმედი არ დამეკარგა და სულით არ დავცემულიყავი.პალატაში ექიმი შემოდის და ღიმილით მეგებება.
– თავს როგორ გრძნობ შვილო?
– ჯერ კიდევ სუსტად ვარ ექიმო,მაგრამ მითხარით ოპერაციამ, როგორ ჩაიარა?- ვერ მოვითმინე და ჩავეკითხე. მას ჩაეღიმა და მომიგო.
– ოპერაციამ კარგად ჩაირა, კიდურებში დროებით პლატა ჩაგისვით.
– პლატა რა არის ექიმო?
– პლატა ძვალს ამაგრებს და ეხმარება აღდგენაში. ცოტახნით მოგიწევს მისი ტარება შემეგ მოგხსით და უკვე დავუწყებთ თერაპიებს. ოღონდ მარტო ამით ვერ დაეხმარები შენ თავს შენ თუ არ იბრძოლე და არ მოინდომე გამოჯანმრთელება ხელი უნდა შემიწყო. ახლა კი დასივენე მერე კვლავ მოგინახულებ.

ექიმის გავსლის შემდეგ ცოტახანში სესილი, მესტუმრა და ვერ ავღწერ სიტყვებით, როგორ გამახარა მისმა დანახვამ ცრემლები მომეძალა ეს ადამიანი ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო..
– სესო, როგორ გამახარე რომ იცოდე ძალიან მომენატრე.
–მეც ჩემო შუმახერო.- თვალ-ცრემლიანმა გამიღიმა ამის გაგებისას მელანქოლია მომაწვა.
_ რა მოხდა?- მკითხა,როდესაც შეამჩნია, რომ სახე შემეცვალა.
– არაფერი, უბრალოდ ძველი დრო, გამახსენდა და ის გიჟობები ერთად სევდიანმა გავიღიმე.
– აბა,ახლა მორჩი ტირილს, შენ აუცილებლად დადგები ფეხზე და უარესს გიჟობებს ჩავიდენთ ერთად შენს ბიჭთან ერთად.- გაეცინა.- ისე შენს ბიჭს რატომ ეძახი?
– რავი ისე უბრალოდ.- მხრები ავიჩეჩე.
– დღეიდან ძველი დეა უნდა დვაბრუნოთ აღარ გვინდა ეს დეპრესიონერა.- ამის მოსმენისას გულიანად გამეციმა, ამ სიტყვაზე რაღაც გამახსენდა.
– როგორც იქნა ჩვენმა გაუცინარმა ხელმწიფემ გაიცინა. - თქვა ერეკლემ.
_ თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.- თვალები ამიწყლიანდა.


იმ წუთას ძალიან ბედნიერი ვიყავი, გარს საყვარელი ადამიანები მეხვივნენ. ვუყურებდი და უფალს მადლობას ვუხდიდი მათი თავი რომ მაჩუქა.






*******

ღამის 22:00 საათზე ბათუმის ქუჩებში ჩემი შავი ბეემვეთი ვსეირნოდი შავი ტყავის ქურთუკი მეცვა მანქანაში დაბალ ხმაზე მუსკები მქონდა ჩართული და დავიარები მარტოხელა მგელივით ღამის ქუჩებში მარტოხელა მგელივით იმიტომ, რომ გვერდით თანამგზავრი არ მყავს
მიუხედვად იმისა, რომ მგელს თავისი ხროვა, ჰყავს და ასევე მეწყვილეც ჰყავს
არსებობს მარტოხელაც, რომელსაც გვერდით თანამგზარი არ ჰყავდეს მეც ასე ვარ 30 წლის განმავლობაში პირვლად შემიყვარდა, მაგრამ არ გამოდგა ის ადამიანი,როლემსაც ვეძებდი შესაბამისად არც ის გრძნობა იყო ნამდვილი ამიტომაც გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან სარაც. ფიქრებოდან ტელეფონის ხმამ გამომოყვანა ზარს ვუპასუხე და მიკროფონი ჩავურთე.
– გისმენთ?
– დანიელ შვილო, თქვენი მეზობელი ნელი ვარ.
– დიახ, რა ხდება ნელი დეიდა?
– იცი, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ დედაშენი…- ხმა გაუწყდა.
– დედას რა მოუვიდა?!- ავნერვიულდი
– ცუდად გახდა და სასწრაფოთი საავასმყოფოში გადაიყვანეს.
– ახლავე მოვდივარ.-წამოვიძახე ტელეფონი გავთიშე მანქანა საპკრისპირო მიმართულებით შემოვაბრუნე გაზის პედალს მივაჭირე და მთელი სისწრაგით მოვწყდი ადგილს.
მივქროდი მთელი სისწრაფით აღარ ვუყურებდი არაფერს ირგვლივ თვალწინ სულ დედა მედგა და რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ აღარ მაინტერესებდა უფრო ვუმატე სიჩქარეს
საშინელი სიჩქარით დავიწყე მოძრაობა, მინდოდა დედასთან დროულად მივსულიყავი. იმდენად გართული ვიყავი ფიქრებში ვერც კი შევნიშნე ჩემს მოპირდაპირედ სატვირთო მანქანა,რომელმაც ჯერ ფარები შემომანათა თვალებში და ამას დამაყრუებელი სიგნალის ხმაც მოჰყვა, სიგნალმა გამომაფხიზლა ,როდესაც საქარემინას თვალი გავუსწორე დიდმა სინათლემ თვალი მომჭრა, სატვირთო,მანქნა ძალიან ახლოს იყო საჭე დავატრიალე და ვეცადე გზიდან გადამეხვია, თუმცა ვერ დავიმორჩილე და ხეს შევასკდი თავს დავარტყი და შემდეგ გონებას ვკარგავ.
4 თავი

გონს მოვდივარ ვცდილობ გავიხსენო რა დამემართა. ყველაფერი ამომიტივტივდა დედას ამბავი. გასაღებს ვატრიალებ ვცდილობ მოტორი ავამუშავო,
მაგრამ არ მუშაობს კარებს ვაღებ და ბარბაცით გადმოვდივარ მანქანიდან
– ჯანდაბა,ჯანდაბა ახლა ამის დრო იყო, დედას ვჭირდები.- წამოვიძახე გამწარებულმა. საჭირო ნივთებს ვიღებ მანქანის სალონიდან შემდეგ პულტით ვბლპკავ და გზატკეცილზე გავდივარ რომ გამვლელელი მანქანა გავჩერო.
მალევე ერთმა მანქანამ გამოიარა ვთხოვე მძღოლს საავადმყოფომდე მივეყვანე და დამთანხდა.
– დიდი მადლობა დახმარებისთვის.
– მადლობის გადახდა არ არის საჭირო, მაგრამ თქვენ ხომ კარგად ხართ? შუბლიდან სისხლი გდით. - ხელით შუბლზე მიმითითა.
– არაფერია, მსუბუქად დავშავდი ახლა მთავარი დედას მდგომარეობაა.

საავადმყოფოში მივედით და მაშინვე დედაჩემის მოძებნა დავიწყე.
_ გამარჯობა, აქ ახლახანს 54 წლის ქალი დააწვინეს…
– დანიელ, როგორც იქნა მოხვედი.- მომესმა შორიდან ნაცნობი ხმა ეს ნელი დეიდა იყო და მეც მასთან მივედი.
– დედას რა მოუვიდა?
– მიკრო ინფარქტი გადაიტანა შვილო.- ჩამწყდარი ხმით მომიგო.
– რას ამბობთ? ახლა, როგორ არის?
– ექიმებმა თქვეს რომ ამაჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მისთვის ზედმეტი გადაღლა და ნერვიულობა არ შეიძლება. შენ რა გჭირს?
– არაფერია, წავალ დედას ვნახავ, თუ დამრთეს ნება.
– კარგი, მაგრამ ჯერ თავი მოიწესრიგე ასე ნუ შეხვალ, თორემ ინერვიულებს.
– მართალი ხართ ეს ვეღარ მოვტვინე.-
საავადმყოფოს საპირფარეშოში შევედივარ და თავი მოვიწესრიგე მერე კი, პალატაში შევედი ისეთი მისუსტებული და გაფითრებული იყო. მის გარდა არავინ გამაჩნია და ვერ დავუშვებ, რომ მას რამე დაემართნოდა. მის სასთუმალთან ჩამოვჯექი და მისი ოდნავ მომჭკნარი ხელი ჩემს მკლავებში მოვიქციე.
შეხებაზე გამოფხიზლდა.
– შვილო, მოხვედი…
– ჰო…
– შვილო, რაღაც მინდა გითხრა…
– გისმენ დედა?- უკვე ვხვდებოდი, რისი თქმაც უნდოდა.
– მისმინე, ხომ ხედავ ჯამრთელობა უკვე ხელს აღარ მიწყობს. მინდა შენს დაქორწინებას და შვილიშვილებს მოვესწრო.
– დედა,გთხოვ ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ შენ აუცილებლად მოესწრები ამ ყოველივეს აი ნახავ.
– მპირდები?
– გპირდები დედა, როდესაც გამოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც მე ვეძებ დავქორწინდები. ახლა კი დაისვენე.- ვეუბნები შემდეგ კი, პალატიდან გავდივარ.

საავასმყოფოს ეზოში გავდივარ ეზოში რკინის ბოძზე ჩამოვჯექი და ნერვებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორც წესი არ ვეწეოდი, მაგრამ როდესაც ფიქრი და დამშვიდება მჭირდებოდა,, მხოლოდ მაშინ თუ მოვწევ თითო ღერს.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე იქიდან ერთი ღერი ამოვიღე თითებს შორის მოვიქციე ასანთი გავუკისე და მოწევა დავიწყე
– ეს რა ცუდ დღეში ხარ დანიელ.- ვუთხარი ჩემ თავს, დედას უნდა, რომ ცოლი მოვიყვანო, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის.
– დანიელ რა მოხდა?- მკითხა ლაშამ, როდესაც მომიახლობდა.
– დედაა, ცუდად მიკრო ინფარქტი გადაიტანა.- ამოვიოხრე და ნატკენი ადგილი მოვისრისე.
– რას ამბობ? - შეიცხადა
– ჰო, ახლა პალატაშია ისვენებს,მაგრამ მთხოვს, რომ ცოლი მოვიყვანო. გონია,რომ რამე მოუვა.
–მერე რას აპირებ?
– რას უნდა ვაპირებდე, ხომ იცი არა, რომ აღარავის ვენდობი და ვერც მოვატყუებ ვერავის, დედას ვუთხარი, რომ თუ გამოჩნდა ჩემი გულისწორი მას აუცილებლად მოვიყვანდი ცოლად.
– შენ რა ქენი ხომ არ გაგირკვევია, იმ გოგოს ამბავი?
– კი, გავარკვიე იმ გოგონას ამბავი, როგორც გავიგე ოპერაცია გაიკეთა კიდურებზე და მალე ალბათ გაივლის კიდეც.
– მართლა?
–კი…
– და იმ არამზადაზე გაიგეთ რამე, ვინ იყო და რა უნდოდა?- მოქუფრული სახით ვეკითხები.
– არ ვიცი,როგორ მოახერხა ,მაგრამ მის კვალს ჯერ ვერ მივაგენით, თუმცა მას აუცილებლად ვიპოვით. შეიძლება გავიგო,რატომ გაინგერესებს ამ გოგოს ამბავი შემთხვევით ხომ არ მოვწონს?- წარბები ამითამაშა.
– არა, რა სისულელეა წესიერად არც კი ვიცნობ და რანაირად უნდა მომწონდეს.- ამის თქმაზე ლაშამ ჩაიფრუტუნა.
– და ამ ზღაპრების შენ თუ გჯერა? საკმარისია ერთხელ შეხედო ადამიანს იმისათვის, რომ მოგეწონოს.
– ლაშა, არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ. უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ იყო ავარიის შემდეგ.
– ჰო, კაი ,კაი. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.- ჩაილაპარკა და წამოდგა.
– საით?- ვკითხე მე როდესაც დავინახე რომ წასასვლელად ემზადებოდა.
– წავალ საქმეები მაქვს კიდევ გნახავ.
– კარგი. დავემშვიდობე და შენობისკენ სვლა დავიწყე, მაგრამ ქალის ხმა მაჩერებს.
– დანიელ!- მისკენ ვბრუნდები და ოღონდ ეს არა.
– შენ?.- თვალებს ვერ ვუჯერებდი ჩემს წინ სარა იდგა.
– ვიცი, ჩემი დანახვა არ გიჰიხარდა,მაგრამ მე მაინც მოვედი შენს სანახავად.- ჩემკენ წამოვიდა და უტიფრად მომეხვია.- როგორ არის სოფია დეიდა.
– თავიდან მომწყდი. - უხეშად მოვიცილე მისი ხელები ჩემი კისრიდან.
– რა გინდა ვერ გავიგე თავს რატომ არ მანებებ ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს!- მოქუფრული სახით ვეუბნები.
– კარგი რა დანიიი…- უაზტოდ წარმოთქვა ჩემი სახელი.
– ჯერ ერთი დანიი არა, დანიელ და მეორე თავი დამანებე.- ცივად მივუგე და გავეცალე.
– დანიელ იცოდე ადრე თუ გვიან მაინც დამიბრუნდები!- დამიყვირა. ეს ვინ ყოფილა, საკუთარ თავს პატივს საერთოდ არ სცემს ეს გოგო,ფუ! სულ დავკარგე წარმოდგენა. ახლა ვხვდები რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე,რიდესაც დავშორდი ან რა მომეწონდა საერთოდ ამ გოგოში.
პალატაში, რომ შევედი დედას უკვე ეძინა იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე ყველაფერზე. მგონი აჯობებს თბილისში გადავიდე საცხოვრებლად ასე ჩამოვიშორებ სარას თავიდან კი გამიჭირდება აქედან წასვლა, მაგრამ ასე აჯობებს. ფიქრებში გართულს ჩამეძინა
და უცნაური სიზმარიც დამესიზმრა.


****


– ანუ წასვლას აპირებ?- დანაღვლიანებულმა მომიგო საბამ.
– ჰო,ასე გადავწყვიტე ძალიან კი გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ასეა საჭირო.
– და ჩვენს ბენდს რა ბედი ეწევა?
– მაგაზეც ვიფიქრე და ასე მოვიფიქრე ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და რეპეტიციებს კონცერტისთვის ჩამოხვალთ ხოლმე ან მე ჩამოვალ და ვივარჯიშებთ.
– მოვიფიქრებთ ხან ისე იქნება ხან ასე.- მითხრა საბამ შემდეგ ყველას გადავეხვიე გამოვემშვიდობე და წამოვედი.
პულტით განვბლოკე მანქანა შ საჭეს მივუჯექი ძრავი ავამუშავე და გზას დავადექი. სახლში დედას მივაკითხე მანქანაში ჩავსვი,შემდეგ ბარგი გამოვიტანე საბარგულში ვათავსებ საჭეს მივუჯექი სახეზე შავი სათვალები მოვირგე ძრავი ჩავრთე და გავეშურე თბილისისკენ.
რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს თითქოს გული იქით მიიწევდა, აჟიტირებული ვიყავი უცნაური კი ის იყო , რომ ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა ახალი გარემო და ახალი გამოწვევები მელოდა წინ ყოველთვის მიზიდავდა გამოწვევები და სიახლები.
– შვილო, იქ სად ვიცხოვრებთ?
– დროებით ლაშასთან და შემდეგ ბინას ვიქრავებთ და გადავალთ.
– თბილისში რა უნდა ვაკეთო, შვილო? არავის ვიცნობ…
– დედა იქ ლაშას ოჯახი ცხოვრობს ლაშას დედას გაიცნობ და ნელ-ნელა მიეჩვევი ახალ გარემოსაც.- მივუგე დედას. მთელი დღე მოვუნდით მგზავრობას და გვიან ღამით ჩავედით თბილისში იქვე სავაჭრო ცენტრთან გავაჩერე მანქანა და გადავედი.
– დედა, მე მაღაზიაში შევალ რამეს ვიყიდი და მალე მოვალ.- გავაფრთხილე და წავედი. შენობაში შევედი და ტკბილეულის სენქციებს ჩამოვუარე ხელცარიელი არ მინდოდა იმ ოჯახში მისვლა, ამიტომ გადავწყვიტე ტკბილეული მეყიდა. ერთი შეკვრა როშენის ავიღე და გამაგრილებელი სასმელები სალაროსთან მივიტანე შემდეგ გადავიხადე ფული წამოვედი, თუმცა დავინახე მოშორებით გოგონას როგორ გაუვარდა ხელიდან პაკეტი, შემდეგ ხელჯოხი გაუვარდა და ცდილობდა წონასწორების შენარჩუნებას არც დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი დასახმარებლად ის იყო მივუსწარი და ისიც უმალვე ჩემს მკლავებში ჩაესვენა ისე საყვარლად და სასაცილოდ ქონდა თვალები დახუჭული ტუჩები კი წინ სასაცილოდ გამოეწინა. ჩამეცინა, შემდეგ ნელ-ნელა გაახილა თვალები და თავი წინ წამოწია.
– შენ ვინ ხარ?- მკითხა გაოცებით და თავის დაბნეული ხაკისფერი თვალები შემომანათა. მოიცა, მოიცა ეს თვალები საიდან მეცნობა არა შეუძლებელია გავიფიქრე გულში ნუთი ის არის.
– დიდხანს აპირებ ასე გამოშტერებული სახით დგომას?- წამოიძახა ნერვიულად.
– უკაცრავად.- მივუგე ხელი შევუშვი და მაშინვე წასვლა დააპირა.
– და მადლობა სად დაკარგე!- გავძახე.
– გეტყოდი, მაგრამ გადავიფიქრე.- მომაძახა და გზა, განატგრძო მის ამ ქცევაზე მეცინება, შემდეგ ჩემს პაკეტს ვიღებ მანქანასთან მივდივარ და საჭესთან ვჯდები.
– სად ხარ შვილო აქამდე?- წამოიძახა სოფიამ, როდესაც დამინახა.
– მოვედი ქალბატონო სოფია,ნუ გეშინია, უბრალოდ გზად ერთ გოგონას დავეხმარე და.
– გოგონას?
– კი.
– ლამაზი იყო?- მკითხა ინტერესით.
– დედა,.კარგი რა რა დროს ეგ არის ახლა.- ავწუწუნდი თუმცა გულში კი ავღნიშნე ის ფაქტი რომ დეა, ძალიან ლამაზი გოგონა იყო.
როგორც იქნა ჩავაღწიეთ ლაშას სახლამდე ძალიან ლამაზი სახლი ჰქონდა ლაშას პატარა, თუმცა კომფორტული .კარებთან მივედი და ზარი დავრეკე კარები ლაშამ გაგვიღო.
– როგორც იქნა ჩამოაღწიეთ ჩვენამდე ბატონო დანიელ.- მითხრა სიცილით.- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში.
– მადლობა, შვილო.- თბილი ღიმილით მიუგო დედამ
– ლაშა, ვინ არის შვილო?- დაუძახა დედამისმა და შემდეგ შემოსასვლელში გამოვიდა.
– დანიელი, მოვიდა დედა.
– რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ შვილო, აქეთ.- მითხრა ლაშას დედამ.
– დიახ ასე იცის,როდესაც სხვა სა სხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა ხშირად გნახავთ.
– ძალიან კარგი, შემოდით რა კარებში დგახართ
შეგვიპატიჟა ქალბატონმა ლიამ.



*******

ოპერაციის შემდეგ ექიმმა ნება დამრთო ყავარჯნებით მევლო, მართალია მე ვერ ვატარებ ჯერ მანქანას, მაგრამ საჭესთან სესილი დავსვი. სავაჭრო ცენტრში შევედი რათა სასუნავები მეყიდა სესილისთან ერთად ფილმის ყურებას ვაპირებდი. მაღაზიიდან გამოსვლისას უეცრად თავბრუ დამეხვა ჯერ პაკეტები გამივარდა ხელიდან შემდეგ კი, ყავარჯნები წაქცევისგან კი ვიღაც უცნობმა მიხსნა, როდესაც თვალები გავახილე უცნაურად მომზირალი ბიჭის სახეს წავაწყდი. არ ვიცი რა დაემართა და რატომ ჰქონდა ასეთი გაოცებული სახე ჩემს დანახვისას. ნერვები მომეშალა ამ საქციელზე და დავუყვირე მანაც ხელი გამიშვა ჩემი ნავაჭრი და ყავარჯნები ავიღე და წასვლა დავაპირე, როდესაც უკნიდან მომაძახა( მადლობა სად დაკარგეო) მე კი მივახახე მის გასაბრაზებლად რომ ვაპირებდი და გადავიფიქრე. ფხუკუნით მივედი და ჩავჯექი მანქანაში.
_ სად ხარ გოგო, ამდენ ხანს?!- წამოიძახა სესილიმ.
– რაიყო, მოვედი ხომ ხედავ.
_ ვინ იყო ის ბიჭი?- მომახალა მაშინვე.
–უიმე,მოკლედ ამას ხომ არაფერი გამოეპარება რა.. მე საიდან უნდა ვიცოდე ვინ იყო.
– აბა,შენთან რა უნდოდა რას მიმალავ ქალბატონო?- წარბების აზიდვით მითხრა.
– არ ხარ შენ ნორმალური, რას უნდა გიმალავდე პირველად ვნახე გზაში ცუდად გავხდი და დამეხმარა უბრალოდ სულ ეს არის.-ბუზღუნით ვეუბნები.
– კარგი, მჯერა. - მითხრა სესილიმ მასთან ბინაში ავედით.ფილმისთვის სასუნავები გავამზადეთ სესილიმ ბატი ბუტი გააკეთა და შემდეგ დიდი პლაზმურ ტელევიზორში ფილმების არჩევა დაიწყო რაღაც კომედია ჩართო სახელწოდებით ,, თაღლითები “ ისეთი სასაცილო იყო რომ მოვკვდით სიცილით.
– ვაიმე, ეს რა იყო მეტი აღარ შემიძლია.- მუცელზე ვიდებ ხელს იმდენი ვიცინე,რომ მუცელი ამტკივდა.
ამდენი ცხოვრებაში პირველად ვიცინე ალბათ. სადღაც ღამის ორი საათი იყო დავწექით დასაძინებლად. დილით კი ტაძარში წავედი ჩემს მოძღვართან შესახვედრად. ტაძრის ეზოში იქვე ნაძვნართან ჩამოვჯექი დღეს კარგი ამინდი იყო,მზიანი. ფიქრებში გართული ვიყავი,როდესაც ვიღაც მომიჯდა გვერდით.
– ოო, რა დამთხვევაა,ისევ შევხვდით ერთმანეთს.- გაისმა მამაკაცის ხმა მისკენ შემოვტრიალდი და ის უცნობი ბიჭი იყო ვინც დამეხმარა გუშინ.
– აქ რას აკეთებ?- წარბ აწევით ვეუბნები.- მითვალთვალებ?!
– რა? რატომ უნდა გითვალთვალებდე არც კი გიცნობ?- ჩაეცინა.
– აბა, აქ რა გინდა, როგორ დავიჯერო ის რომ ამხელა ქალაქაში ამდენი ეკლესიებია და მაინც და მაინც აქ მოხვედი.
– უბრალოდ ასე დაემთხვა..-.მხრები აიჩეჩა.
– დამთხვევითობის არ მჯერა.
– შენ რა არ გაგიგია,რომ უფლას დამთხვევითობა უყვარსო და ყველაფერს თავის ახსნა აქვს.- მომიგო დავინახე მამა გიორგი, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა მეც მასთან მივედი. ვერ აგიღწერთ ისე მაბედნიერებს ის რომ ეს საოცარი ადამიანი ჩემი მოძღვარი იყო.
– დეა.- თბილი ხმით მომიგო- ვხედავ წინ სვლა გაქვს უკვე.
– დიახ მამაო, ექიმმა ნება დამრთო, რომ ყავარჯნებით მევლო.
– ძალიან მიხარებს ის რომ უფრო დამშვიდებული და ენერგიული ჩანხარ.
– მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის.
– ეს ჩემი მოვალეობაა შვილო.
– კიდევ რაღაც მინდა გითხრათ მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე მგალობელი ვიყო ტაძარში ბავავობაში მუსიკაზე დავდიოდი და კარგად მღერი.
– მთავარია, შენ გსურდეს ეს თორემ უფლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, შეგიძლია შაბათიდან უკვე შეუდგე. უი დანიელ მოხვედი უკვე.- წამოიძახა მოულოდნელად მამაომ ესეიგი დანიელი ქვია. ისიც წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა.
– გამარჯობა, მამაო როგორ ბრძანდებით.
– მადლობა კარგად. აბა გისმენ აქ რამ მოგიყვანა?
– იცით მინდა აქ გავაგრძელო მოღვაწეობა, როგორც სტიქაროსანმა.
– ხო შემატყობინეს წიმასწარ, რომ წამოხვედი იქიდან, რა თქმა უნდა შეგიძლია აქ იარო ხოლმე.- ნება დართო მამაომ ესღა მაკლდა გავიფიქრე. ვერ ვიჯერებდი ნუთუ ეს ბიჭი სტიქაროსანია და მამაოსთან სალაპარაკოდ მოვიდა აქ. მამაოსთან საუბარს მორჩა და ჩემკენ შემობრუნდა.
– რა იყო, ასეთი სახე რატომ გაქვს?- სიცილით მეუბნება.- აა, მივხვდი არ მოელოდი რომ აქ მამაოსთან შესახვედრად მოვედი და სულაც დაგყვებოდი უკან, მაგრამ პატარა ქალბატონო სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს.ამას მეუნება და თვალს მიკრავს. ამას უყურეთ ერთი თავი ვინ ჰგონია, რამდენს ბედავს,ნერვები მომეშალა ამის ქცევებზე. უფ არანორმალური.
– ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ შენ თავს?
– კარგი, ნუ ბრაზობ პატარა ქალბატონო, კიდევ შევხვდებით.- სიცილით მითხრა და წასვლა დააპირა.
– კი,როგორ არა ერთი სული მაქვს ისევ როდის გნახავ.- სარკასტულად ვპასუხობ.
– მაგრამ მაინც მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა ყოველ შაბათ-კვირას. მომიგო სიცილით და წავიდა.

რატომ მაინც და მინც ამ ეკლესიაში და სადმე სხვაგან არ წავიდა.
ცოტახანს გავჩერდი კიდევ მამაოს ვესაუბრე და შინ დავბრუნდი.

სიმართლე გითხრათ მომბეზრდა ასე ცხოვრება, ვერსად ვერ გავდივარ სწავლასაც ჩამოვრჩი და გულიც ავიცრუე სწავლაზე, თითქოს ყველაფერს რაზეც აქამდე მიოცნებია აზრი დაეკარგა ახლა სულ სხვა თვალით დავინახე სამყარო. რა არის ცხოვრება ანდა რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე იმისთვის ,რომ ვიტანჯოთ ხანდახან ფიქრს ვიწყებ ამ ყველაფერზე, ბევრი კითხვები დამიგროვდა რაზეც პასუხი არ მაქვს, როდესაც ხატების წინ ვდგები სანთელს ვანთებ და ლოცვას ვიწყებ უფალს შევთხოვ დახმარებას და გზის გაკვლევას.
ზოგჯერ ყველაფერზე ხელის აღება მინდება და დანებება, მაგრამ ყოველჯერზე მამა გიორგის სიტყვები მახსენდება და ისევ თავიდან ვიწყებ ბრძოლას იმედს არ ვკარგავ.
სახლში მარტო ვიყავი ყველა თავის საქმეზე იყო წასული. ყავა გავიკეთე და იქვე კრესლოზე ჩამოვჯექი მოულოდნელად ტელეფონზე დაფარული ნომრიდან შეტყობინება მომდის იქ კი ასე ეწერა:

“ ამ ჯერად გაგიმართლა და გადარჩი, მაგრამ არ გეგონოს,რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ადრე თუ გვიან მაინც დადგება შენი აღსასრულის დღე.- ამის წაკითხვისას ხელები ნერვიულად ამილანკალდა და ცრემლები მომეძალა, ვერ ვხვდებოდი ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან. გამოდის ვიღაც ფარულად მემტერება და ჩემი თავიდან მოშორება უნდა.


ხელები ნერვიულობისგან მიცახცახებდა და ვეღარ ვსუნთქავდი მას შემდეგ, რაც ავარიაში მოვყევი პანიკური შეტევები დამეწყო და ახლაც კვალავ შეტევა განმიმიეორდა ვგძნობდი,რომ ნელ-ნელა ძალა მეცლეოდა სადაცაა გონება უდა დამეკარგა, მაგრამ ჩემმა ძმამ მომისწრო.
– დეა, დეა,შემომხედე! გესმის ჩემი არ დახუჭო თვალები. მეუბნეოდა და თან სახეზე სველ ხელებს მისმევდა.
– ერეკლე….- ამოვილაპარაკე
– რა მოხდა რა, დაგემართა? დიდი ხანია შეტევა აღარ გქონია მეტი.- ნერვიულად მითხრა მე კი ტელეფონი გავუწოდე.
– ეს რა არის?
– წაიკითხე.- მივუგე.
– ეს რას ნიშნავს?! - ბრაზმორეულმა წამოიძახა.
– არ ვიცი, დაფარული ნომრიდან შემომივიდა შეტყობინება. სავარაუდოდ იმან გამოგზავნა ვინც დამეჯახა მაშინ.
– არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვინც არ უნდა ოყოს ვიპოვი და ცემაში ამოვხდი სულს.- წამოიძახა გამწარებულმა.- დეა, მისმინე აშკარაა, იმ ადამინმა შენს შესახებ ყველაფერი იცის შენი ნომერიც კი აქვს ამიტომ დროებით შენი ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, რაც არ უნდა შემოგივიდეს უცხო ნომრიდან არ გახნდა და არ უპსუხო ახლა წავიდეთ განყოფილებაში შენი ტელეფონი წავიღოთ თან გვეტყვის კომისარი, ამ სიტვაციაში, როგორ უნდა მოვიქცეთ.
განყოფილებაში მივედით და კომისარს დაველაპარაკეთ.
– გამარჯობა, გავიგე ჩემთან შეხვედრა გინდოდათ.- კაბინეტში საშვალოზე მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი შემოვიდა,რომელსაც კოხტად მოერგო პოლიციის ფორმა.- მე ლაშა კვიციანი ვარ ამ განყოფილების კომისარი აბა გისმენთ რამ შეგაწუხათ?
_ მოგესალმებით ბატონო ლაშა, იცით დაახლოებით ასე ორი თვის წინ ჩემს დას მანქანა დაეჯახა. ეს რა თქმა უნდა არ იყო უბედური შემთხვევა ,რადგან ის არამზადა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სჩივარავიც ვერ დავწერეთ იმის გამო, რომ მტკიცებულება არ გაგვაჩნდა, თუმცა იმ პოტენციურმა მკვლელმა დღეს ჩემს დას მუქარის სახით შეტყობინება გამოუგზავნა,რითაც ემუქრებოდა მისი მოკვლით.
_ საინტერესოა, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ იმ ადამინმა შეტყობინება გამოუგზავნა სავარაუდოდ იმ ადამიანს თქვენი ტელეფონის ნომერი უნდა ჰქონდეს. ან შეიძლება რაიმე ჰაკერული მეთოდით აკონტროლებს თქვენს ტელეფონს. შესაძლოა ვინმე ნაცნობი აღმოჩნდეს თქვენი მუქარის პატრონი გაიხსენეთ აბა? შეიძლებ თქვენს ცხოვრებაში იყო ისეთი ადამიანი,რომელიც გაღიზიანებდათ?
– ასეთს ვერავის ვიხსენებ, თუმცა იყო ერთი წლების წინ მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი ერთი ბიჭი იყო ჩემზე გადაკიდებული მიმტკიცებდა, რომ მოვწონდი და უნდოდა ერთად ვყოფილიყავით შემდეგ გაირკვა,რომ ის ფსიქიკურად ვერ იყო. მაშინ თავიდან რომ ვერ მოვიცილე ჩემმა ძმამ დააშინა და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. არამგონია ის იყოს ეს იმდენად დიდიხნის ამბავია…
– ასე მარტივადაც ნუ უყურებთ თქვენთვის შეიძლება მივიწყებილია,მაგრამ როცა საქმე გვაქვს ფსიქიკურად არა ჯანსაღ ადამიანთან ყველაფრისთვის მობილიზირებული უნდა ვიყოთ.
_ ხო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა და ახლა გავახსენდი?- შევიცხადე მე.
_ ჩვენ ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ იმისათვის,რომ სწორ დასკვანმდე მივოდეთ.ახლა ტელეფონი ჩართული გაქვთ?
– არა, კომისარო, გავათიშინე.
–აჯობებს თუ ტელეფონს მე დამიტოვებთ თქვენ კი ახალ ტელეფონს შეიძენთ.
– კარგი. -მივუგე მე და ტელეფონი გავუწოდე.
– კარგი ახლა თქვენი სახელები მითხარით, რომ აქტი შევავსო.
– დეა ანჩიბაია და ერეკლე ანჩიბაია.- მივუგე მე.
– კარგი, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, თუ რაიმე მსგავსი კიდევ განმეორდა შემატყობინეთ. ტელეფონი ხომ გამორთულია ახლა დავაკვირდეთ რას მოიმოქმედებს.


განყოფილებიდან წამოსვლის, შემდეგ ტელეფონების მაღაზიაში გავიარეთ და ერეკლემ ახალი მობილური მიყიდა მანქანაში ვიჯექი და უაზროდ გავყურებდი ფანჯრიდან წვიმიან ქუჩებს. რამდენიც არ უნდა ვეცადო,რომ ფეხზე მყარად ვიდგე და მგონია უკვე ყველაფერმა ჩაიარა თქო, მაშინვე ახალი პრობლემა იჩენს თავს. ალბათ ასე სურს უფალს,მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მაინც გავიხარო და ვიყო ბედნიერი. ნუთუ ასეთი ძნელია ეს ხან და ხან გავუწყრები ხოლმე უფალს და ვსაყვედურობ ასე რომ მტანჯავს. სახლში, რომ მივედით არაფრის თავი არ მქონდა მშობლებს არც შევხედე ისე, შევედი ოთახში. საწოლზე პირქვე ვეშვები და ჩუმად ავტირდი. არ ვიცი, არ ვიცი როგორ მოვიქცე ზოგჯერ რწმენას ვკარგავ უბრალოდ ვეღარ ვიგებ როგორ მოვიქცე ძალიან დავიღალე ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. აღარაფრის გაგება აღარ მინდა და დანახვა არც ეკლესიის ვიცი, რომ მამაოს ვთხოვე ტაძარში მგალობელი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ყველაფრის სურვილს ვკარგავ.


******
ექიმთან მივედი, რადგან დღეს ბოლო ვიზიტი მქონდა სავარაუდოდ დღეს მომხსნიდნენ კიდურებიდან პლატას.
ისევ იგივე მეორდება ისევ ვუბრუნდები საოპერაციო მაგიდას ოღონდ ამჯერად სხვა სიტვაციაა.
_ დეა, არ ინერვიულო გჯეროდეს, რომ ამის შემდეგ შეძლებ ფეხზე დგომას და სიარულს. ახლა კი სამამდე დაითვალე.- მომიგო ექიმმა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გავითიშე,
როდესაც გავიღვიძე უკვე პალატაში ვიყავი სადაც ჩემები დამხვდნენ.
_ დასრულდა?- ვკითხე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
– დასრულდა ჩემო პატარავ, კი დროა დაბრუნდეს ძველუ დეა.- გამიცინა ჩემმა ძმამ
– ჯერ მაგაზე საუბარი ადრეა.
პალატაში ექიმი შემოდის.
– აბა, თავს როგორ გრძნობ?
– მადლობა, კარგად.

…….

_ კარგია, მოკლედ კიდურებიდან პლატა ამოგიღეთ ახლა ტომოგრაფია უნდა გადაგიღონ, რომ გავიგოთ შეხორცების პროცესი, როგორ მიმდინარეობდა.
მანამდე კი მოდი გავიგოთ კიდურებში ძალა დაგიბრუნდა თუ არა? მიდი აბა თითები გაამოძრავე?- იმედიანად მითხრა. თავს ძალა დავატანე და მაქსიმალურად ვეცადე თითები ამემოძრავებინა. და მე ეს შევძელი თითებს ვგრძნობ. სიხარულისგან თვალები ამიცრემლიანდა ვერ ვიჯერებდი მომხდარს.
– ექიმო, მე ეს შემიძლია ვგრძნობ ძალას კიდურებში.- ვლუღლუღებდი.
– ძალიან კარგი, ესეიგი მკურნალობამ შედეგი გამოიღო.- წარმოთქვა კმაყოფილმა.
– და უკვე შევძლებ თავისუფლად სიარულს?
_ რა თქმა უნდა, შეგიძლია,ოღონდ ჯერ ნუ დაატან ძალას ეცადე მსუბუქი ნაბიჯები გადადგა, დიდიხანია ფეხით არ მდგარხარ ამიტომ ნელ-ნელა შეაჩვიე ორგანიზმი დგომას და სიარულს.- ამიხსნა ექიმმა.
-მადლობა ექიმო.
ტომოგრაფიის პასუხებიც დადებითი იყო და უკვე შეხორცებულიყო კიდურები.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მე კი უფალს ვენდუროდი მან კი პასუხად სიხარული მომანიჭა. ხომ ამბობენ როცა ნაკლებად მოელი რაღაცას სწორედ მაშინ გივლენს სამყარო სასწაულებს.
აქედან პირდაპირ ტაძარში წავედი თვალცრემლიანი შევედი უფალს მადლობა გადავუხადე ამ სააწაულისთვის ასევე მოვინანიე ჩემი საქციელიც. იქვე ჩამოვჯექი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.
გასასვლელთან ვიყავი უკვე მისული,რომ უკნიდან ვიღაცამ დამიძახა მოულოდნელობისგან შევხტი უკან მივბრუნდი და ხელში ის დანიელი შემრჩა.

– შენ?!- წამოვიძახე.
– ხო, მე ვარ, როგორც ხედავ განგებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს.- ჩაეცინა.
– მოდი და თქვი რომ არ დამყვები უკან.- მოჭუტული თვალებით ვეუბნები.
– უკვე გითხარი, რომ ეს სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს ქალბატონო. თანაც ძალიან კარგად იცი რომ სტიქაროსანი ვარ.
– ოჰ,მერე რა ახლა არ არის წირვა ლოცვა.- მაინც არ ვანებებდი თავს
მერე რა…- მითხრა ეშმაკური ღიმილით და ჩემსკენ დაიწყო სვლა.
_ რას აკეთებ?! არ მომიახლოვდე იცოდე.- დავიყვირე
_ ჩშ, ნუ ყვირი ხომ არ დაგავიწყდა ეს ეკლესიაა და აქ ხმაური არ შეიძლება.- ცერა თითი ტუჩებზე დამადო, შემდეგ კი, გამჭოლი მზერით გამომხედა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ხმაც ვერ ამოვიღე უცნაური იყო, ეს ყოველივე მიყურებდა თავის მუქი ყავისფერი თვალებით და თვალს არ მაშორებდა თითქოს, თითქოს თვალების მეშვეობით ჩემს სულში უნდოდა შემოღწევა, მაგრამ მოულოდნელად ჩემმა გონებამ სიგნალიზაციის ღილაკი ჩართო, უეცრად გამოვერკვიე და გაბრაზებულმა ვკარი ხელი.
– აბა, აბა რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს!- შევუბღვირე გაბრაზებულმა და მისგან მოშორებით დავდექი.
– ბოდიში, არ ვიცი რა დამემართა. - მომიგო, დაბნეულმა.
_ შემდეგში გაითვალისწინე, რომ სადაც არ უნდა მნახო ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ვიცი ახლა ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა, მაგრამ შენი ადგილი იცოდე.- მთელი სერიოზულობით ვუთხარი შემდეგ კი, გავეცალე იქაურობას.




***

რა უცნაურია ბედისწერამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთი და ჩვენი გზები ისევ გადაკვეთა მისთვის შეიძლებ მესამე შეხვედრა იყოს,მაგრამ მე ბევრჯერ მყავს ნანახი. უცნაურია ტაძარში ვიყავი მისული დედასთვის სანთლები და სარკმეველი ვიყყოდე შემდეგ ტაძარშიც ვაპირებდი შესვლას როდესაც დავინახე როგორ გამოდიოდა დეა მას მივუახლოვდი და დავუძახე ის მოულოდნელპბისგან შეხტა და ჩემკენ შემობრუნდა, როგორც ყოველთვის ახლაც ჩხუბი დამიწყო თუ რატომ და ყვები უკან გაცცარებული მელაპარაკებოდა და არ ჩუმდებოდა გაუაზრებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯები და შევამვნიე, როგორ ანერვიულდა, თუმცა ადგილიდან ჯიუტად და მტკიცედ არ იძვროდა ამან უფრო გამათამამა ძალიან ახლოს მივედი მასთან საჩვენებელი თითი ტუჩზე მივადე და გავაჩუმე შემდეგ თვალებში ჩავხედე მისი თვალები სავსე იყო სევდით. უფრო ღრმად დავუწყე ყურება დიახ, ვცდილობდი მის სულში შემეღწია ასე ვიყავით რამდენიმე წამი შემდეგ გამოერკვა და გაბრაზებულმა მკრა ხელი.
– აბა, აბა რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს.- ბღვერით მომიგო. გავიაზრე რომ არასწორად მოვიქეცი ბოდიში მოვუხადე.

– შემდეგში გაითვალისწინე, რომ სადაც არ უნდა მნახო ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ვიცი ახლა ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა, მაგრამ შენი ადგილი იცოდე.- მის სიტყვებზე მეცინება, როგორი ამაყია მანქანაში ჩავჯექი და გავისესირნე თბილისის ქუჩებში. როგორი ამაყი და უდრეკი ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ ასე ცდილობს თავის სისუსტე დაფაროს მის თვალებში სხვა რამ ამოვიკითხე.
ლაშამ მიამბო,მისი ამბავი ნეტა გამაგებინა, ვინ აშანტაჟებს.
საღამოს ლაშასთან ერთად აივანზე ლუდს ვსვამდით და თან ვსაუბრობდი.
– დღეს დეა ვნახე ტაძარში.- მივუგე მას.
_ მერე…
– წარმოგიდგენია ჰგონია, რომ უკან დავყვები.- გამეცინა.
– სერილზულად.
– ჰო…
– და იქნებ ასეც არის.- ეშმაკურად გადმომხედა .
– ლაშა, ახლა თავიდან ნუ დამიწყებ რა..- მობეზრებით ჩავილაპარაკე.
– კარგი, არაფერს ვამბობობ დრო,მოვა და გაიხსენებ ჩემ სიტყვებს.- სიცილით გააქნია თავი.
ლუდს ვსვამდი და თან ჩაფიქრებული გავყურებდი იქაურობას მართლაც რა ხდება ჩემ თავს ვერ გამეგო, მაგრამ ფაქტია ეს გოგო რაღაცნაირად მიზიდავდა.

კვირის ბოლოც დადგა და დღეს წირვა გვქონდა ტაძარში, მამაოსთან ერთად ვიყავით შეგროვილი და ვემზადებოდით შაბათის ლოცვისთვის შესასრულებლად ნელ-ნელა ხალხმა მოსვლა მალე სამი გოგო შემოვიდა და რა თქმა უნდა მესამე დეა იყო, ღიმილიანი სახით შემოვიდა გრძელი მთლიანი კაბა ეცვა ზემოდან თეთრი მოსასხამით და თავზე თავშალი ემოსა, თმები შეკრულუ ჰქომდა და წინ ოდნავ ჰქონდა თმები ჩამოყრილი. თავის ადგილზე მივიდა. ვნახოთ როგორი ხმა აქვს ქალბატონს. როდესაც ყველა შეიკრიბა ჩვენც ლოცვა აღვავლინეთ მამაო ლოცულობდა და ყოველი სიტყვის დასასრულს გალობდნენ.

“ უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალეენ.,
გალობდნენ გოგოები მართლაც საოცარი ხმა ქონია დეას, ზროდესაც ლოცვები დასრულდა ყველამ ნელ-ნელა დაშლა დაიწყო დავინახე როგორ ესაუბრებოდა დანარჩენსბს მომღიმარი სახით შემდეგ მამაოც მივიდა მათთან მეც იქვე ვტრიალებდი.
– დეა, როგორ გამახარე, რომ მოხვედი მეგონა აღარ მოხვიდოდი.
– დიახ, ვიცი ჩემი ბრალია ბოლო პერიოდში ძალიან არეული ვიყავი, მაგრამ ახლა აქ ვარ.
– ვხედავ ფეხზეც მყარად დგახარ უკვე და აღარ კოჭლობ?- კითხა მამაომ
– დიახ, მამო კიდურებში მგრძნობელობა და ძალა დამიბრუნდა ახლა უკვე შემიძლია სიარული.- გაბრწყინებული თვალებით მიუგო.
– ხომ გეუბნებოდი უფალი არ გაგწირავს- თქო.
– დიახ, მე კიდევ უძღები შვილივით ვიქცეოდი.- თავი ჩამოქინდრა.
– არა,შვილო ასე ნუ ფიქრობ რა თქმა უნდა ამ განსაცდელებია ფონზე ყველას შეეპარება ეჭვი შენ ჯერ დამწყები ხარ ამიტომ ბევრჯერ შეგეპარება რწმენაში ეჭვი მთავარია მიხვდე ამას რადგან აქ ხარ ესეიგი რწმენა არ დაგიკარგავს.- თბილად გაუღიმა მეტი აღაჯ გავჩერებულვარ იქ არ მინდოდა დავენახე მათ ჩემს საქმეს მივუბრუნდი საღამოს,როდესაც სახლში მივედი კვლავ ჩემს გიტარას მივუბრუნდი და დავიწყე ახალ სიმღერაზე მუშაობა, ყოველ ახალ ნოტზე ვწერდი, ახალ სტრიქონებს. როდესაც ამ სიმღერას სისრულეში მოვიყვან,შემდეგ ამას
კონცერტზე გავიტან.

*******

ვიდექი ჩემი ბიჭის წინ და მღელვარებისგან ხელები მიცახცახებდა ვერ ვიჯერებდი, რომ ისევ შემეძლო საჭე მემართა. საჭეს მივუჯექი მოტორი ავამუშავე შემდეგ გაზის პედალს მივაჭირე და აღმუილდა ჩემი ბიჭიც მოგნიტოფონში ჩაირთო. ,, loudspeakers world in my eyes,” თავზე კეპი მქონდა მოეგებული და მხიარულად მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს, თურმე როგორ მომნატრებია მანქანით სეირნობა. სესილის მივაკითხე და ვსეირნობდით მთელს თბილისში.
– რა მაგარია დეა ისევ ატარებ შენს bmw- ს.- მხიარულად წამოიძახა სესილიმ.
– შენ მე მკითხე, ისე მომნატრებია საჭის მართვა.
– ესეიგი ძველი დეა გვიბრუნდება?
– კი…- წამოვიძახე და სიჩქარეს ვუმატე. შუქ ნიშანთან შევჩერდი და ველზოდებოდი, როდის აინთებოდა მწვანე, რომ გზა გამეგრძელებინა ერთიც ვხედავ ჩემს გვერდიფ შავი bmw ამომიდგა. გავიხედე და რას ვხედავ საჭეზე ვაჟბატონი იჯდა ანუ ეგრედ წოდებული დანიელი რა სწრაფად შემოვტრიალდი.
– რა იყო, დეა ასეთი სახე რატომ გაქვს ვინ დაინახე ?- სიცილით მკითხა სესილიმ.
– არაფერია მერე მოგიყვები.- მივუგე მერე მწვანეც აინთო და გზა განვაგრძე.
– არა რა მერე თქვი რომ არ დამყვება. - გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა მივხვდი ხმამაღლა მომივიდა.
– და ვინ დაგყვება?- გაოცებული მეკითხება.
– მერე მოგიყვები ახლა არ მინდა ამაზე ნერვრბის აშლა.- მივუგე
– კარგი, ისე რას აპირებ აღარ დაუბრუნდები სწავლას?
– არა, არამგონია, რადგან ინტერესი დავკარგე ჯერ არ ვიცი რას ვიზამ არ მომიფიქრებია ვნახოთ დრო გვიჩვენებს. კაფეში გადავწყვიტე შესვლა



მეგონა ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა,მაგრამ ამ საღამოს ისევ მომივიდა ახალი შეტყობინება.


,, გეგონა თუ ტელეფონს გამოცვლიდი თავიდან მომიცილებდი?!}⁠:⁠‑⁠)”
,, რამდენიც არ უნდა გამოცვალო მაინც მოგაგნებ” - ამაზეუკვე ნერვები მომეშალა ვინ იყო და რა უნდოდა, ჩემგან ვეღარ მოვითმინე და მეც მივწერე.

,, ვინ ხარ და რა ჯამდაბა გინდა ჩემგან ,რას გადამეკიდე?!”- მალევე პასუხიც მომივიდა.

,, რაიყო ასე ძალიან გინდა გაიგო, ჩემი ვინაობა?”- თან სიცილი მოაყოლა.

,,იტყვი თუ არა?”- მოთმინებას ვკარგავდი უკვე.
,, რა საკვირველია, არა ჯერ ადრეა შენთვის ამის გაგება და კიდევ გირჩევ მორჩე გამოძიებას, რადგან არაფერი გამოგივა მაინც ვერ მომაგნებ ტელეფონის გათიშვა არც იფიქრო!

ეს რა იყო, ვინ უნდა იყოს მოსვენება დავკარგე ღმერთო დამეხმარე! აზრი არ აქვს მაშინ ტელეფინის გამოცვლას მაინც მომაგნო, გამოდის მითვალთვალთვალებს.მშვიდად დეა ყველაფერი კარგად იქნება! არ ვიცი შეტყობინების მერე როგორ ჩემეძინა,
თუმცა მალევე გამომეღვიძა ვერაფრით ვეღარ შევიბრუნე ძილი და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა თავიც საშინლად ამტკივდა მოჭმუხნული სახით წამოვდექი ხალათი მოვიცვი, სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე შემდეგ კი ,აივანზე გავედი. სახეზე მაშინვე მომხვდა ჰაერის ცივი ნაკადი იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და ხედს გადავხედე ღამის სიბნელეში ჩაკარგულიყო მთელი თბილისი, მაგრამ ლამპიონების შუქზე ძალიან ლამაზი ხედი გადაშლილიყო.
ნაზი სიო თმებს ოდნავ მირხევდა. ვუყურებდი ყველაფერს და ვფიქრობდი ცხოვრებაზე გონებაში ყოველთვის მქონდა ეჭვები სამყაროზე ამ ქვეყნიერებაზე, თუ დავუჯერებდით ისტორიას ადამიანი შეიქმნა მაიმუნისგან ანუ იგივე ჰომოსაპიენსისგან და ეს სამყაროც ერთი დიდი აფეთქებისგან წარმოიქმნა მეორე მხარეს დგას რელიგა და ეკლესია, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს ეკლესიის გადმოცემით ეს სამყაროც და ყოველი მისი ბინადარნი მამა ზეციერმა შეგვქმნა. მე რა თქმა უნდა ,მწამს უფლის და მისი შემოქმედების ჩვენ ადამიანები ისე უბრალოდ ვერ გავჩნდებოდით ამ ქვეყნად. სრული აბსურდია ეს პირველ ყოფილი ადამიანი და ის რომ არანაირი მარადიული სიცოცხლე არ არსებობს უფალმა ხომ ადამიანი მის ხატად შექნა. მჯერა ამის,მაგრამ ზოგჯერ ეჭვები შემიბყრობს. ტელეფონს დავხედე უკვე საკმაოდ გვიან ყოფილა, თუმცა არ ვაპირებდი აქედან გასვლას.
მინდა ჩემი ცხოვრება შევცვალო და სიახლე შევიტანო უნივესრიტეტში მიბრუნებას აღარ ვაპირებდი.
დილით თურმე აივანზე ჩამძინებია და ჩემმა ძმამ გამაღვიძა
ტელეფონში შეტყობინება მომდის, ფეისბუქ გვერდიდან, რომელიც მატყობინებს, რომ დღეს სესილის დაბადების დღეა, ღმერთო ჩემი პრობლემების გადამკიდე სულ ამომვარდნია თავიდან. გადავწყვიტე სიურპრიზი მოვუწყო პირველ რიგში უნდა წავიდე და ონისეს დაველაპარაკო დარწმუნებული ვარ რაღაც ექნება მოფიქრებული დავურეკო ერთი.
– გისმენთ. - გაისმა მისი ხმა
– გამარჯობა, ბატონო ონისე ასე უნდა მეგობრის დავიწყება?- შევჩივლე მე.
– უკაცრავად რომელი ხართ?- დაბნეული ხმით მომიგო ახლა გამახსენდა მე ხომ ნომერი გამოვცვალე.
– დეა ვარ დეა ხმაზე მაინც ვერ მიცანი.- გამეცინა.
– შენ რა გითხარი, გოგო მე კი არა შენ დაგვივიწყე ქალბატონო.
– ხო, ეგეც მართალია. მოკლედ რაზე გირეკავ ხომ იცი დღეს რა დღეა?
– რა თქმა უნდა, ვიცი დღეს სესილის დაბადების დღეა.
– ხოდა გადავწყვიტე სურპრიზი მოვუწყო და დარწმუნებული ვარ შენც გექნება რაღაც მოფიქრებული.
– კი,მაქვს.
– ხოდა შევხვდეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე.
– კარგი.
– მაშინ ერთ საათში კაფე არტში შევხვდეთ.- შევუთანმხდი და გავუთიშე და საქმეს შევუდექი.
თავი მოვიწესრიგე, თმები კუდად შევიკარი,ჯინსის შარვალი, თეთრი ტოპი და ღია ცისფერი პერანგი ჩავიცვი
ფეხზე კედები მოვირგე ,პატარა ხელჩანთა,კეპი მანქანის გასაღები ავიღე და გასასვლელად მოვემზადე.
–საით?- გამომძახა ერეკლემ.
– შეყვარებულს ვხვდები - ენა გამოვუყავი და დავეჯღანე.
– ნეტა, მართლა ეგრე იყოს, მაგრამ შენ ვინ გაგიჩერდება.- სიცილით მომიგო.
– თუ ვეყვარები ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ.
– ოჰ,კარგი არ იტყვი სად მიდიხარ?- კითხვა განმიმეორა.
– ვაიმე, რა ცნობის მოყვარე ბრძანდებით ბატონო ერეკლე. დღეს სესილის იუბილიეა,ხოდა მე და ონისემ სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ.
– ეგ ის ონისეა, უიმედოდ, რომ არის სესილიზე შეყვარებული?
– კი. კარგი აბა წავედი და გნახავთ.- ვუთხარი ბინიდან გავედი და ექვსი სართული სულ ფეხით ჩავირბინე ღიღინით მივედი მანქანით დღეს რაღაც არ ჩანან თალიკო და ლალი ძალიან კარგი მაგათი ლაყბობის დრო ნამდვილად არ მქონდა. საჭეს მივუჯექი ძრავი ჩავრთე და თან რადიოც ჩავრთე მოგნიტოფონში ქართული სიმღერების ჰანგები გაისმა. ერთი რაღაც უცხო სიმღერა მომხვდა ყურში სოლისტის ხმა საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერ გავიხსენე. სიმღერა ძალიან მომეწონა. კაფეში მივედი მანქნა გავაჩერე და შენობაში შევედი კაფე ძალიან მყუდრო იყო ყავის სასიამოვნო სურნელი ყველგან ტრიალებდა ინტერიერიც ძალიან კარგად იყო მოწყობილი დაბალ ხმაზე მუსიკები ჰქონდათ ჩართული ,როდესაც ნაცნობი ხმა და სიმღერა მომხვდა გავგიჟდი აქაც ეს სიმღერა იყო ჩართული რა სიგიჟეა. გავიფიქრე და იქვე ჩამოვჯექი ოფივიანტი მოვიდა.
– რას მიირთმევთ?
– ლატე მომიტანეთ და კრუასანები.- მივუგე მე.
– კარგი, თქვენი შეკვეთა მალე მზად იქნება.- მომიგო გოგონამ და წავიდა
როგორც ჩანს ადრე მოვსულვარ ,რადგან ჯერ არ ჩანს ვაჟბატონი ჩაფიქრებული ვიჯექი, როდესაც ვიღაც მომიახლოვდა.
– უკაცრავად შეიძლება ცოტახნით ჩამოვჯდე?- მკითხა საშვალო ასაკის კაცმა.
– დიახ,მაგრამ დაკავებულია ეს ადგილი.- მივუგე დაბნეულმა.
– არაუშავს, ორი წუთის საქმე მაქვს და წავალ. მოკლედ რისთვის მოვედი ახლა უკვე დიდიხანია გაკვირდებით, რაც ამ კაფეში შემოხვედით და მინდა გითხრათ, რომ ამ გარეგნობით თავისუფლად შეგიძლიათ ფოტო მოდელი გახდეთ.
– რა? მე და ფოტო მედელი…?- გამეცინა
– დიახ, რატომ გიკვირთ?
– არა,უბრალოდ ჩემი თავი ამ სფეროში ვერ წარმომიდგენია.
– შეუძლებელი არაფერია თანაც თქვენ ისეთი კარგი აღნაგობა და ვიზუალი გაქვთ დამიჯერეთ ბევრს შეძლებთ. კარგი აი ეს ფოტოები გამომართვით და ჩემი სავიზიტო ბარათი იფიქრეთ, რაც გითხარით და თუ გადაიფიქრებთ შემეხმიანეთ.- მითხრა და წამოდგა.
– კარგი.
სურათები დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ცოტახანში ონისეც მოვიდა.
– როგორც იქნა მოაღწიე აქამდე.
– ზუსტ დროს მოვედი ეს შენ ხარ, ადრეული ფრინველივი.- მომიგო და ჩამოჯდა.
– კარგი, მოკლედ აბა რას ვგეგმავთ.
– მე გადავწყვიტე დღეს დაველაპარაკო და გამოვუტყდე გრძნობებში, თორემ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. - ამოიოხრა.
– როგორც იქნა დაადგი საშველი რა მოკლედ ახლა საქმეს შევუდგეთ გავინაწილოთ ვის რა ევალება.
– შენ სესილის მიხედე მე კიდევ რესტორნის ამბავს მოვაგვარებ და როცა მზად იქნება ყველაფერი შეგატყობინებ.- საუბრის დასარულს ფეხზე წამოდგა და წავიდა.
მე სესილის მივაკითხე დღეს არავინ ვიმჩმევთ დაბადების დღე რომ აქვს.
ფული გადავიხადე და სესილისთან გავემართე, სახლში ავაკათხე, მაგრამ უხასიათო მეჩვენა.
– შემოდი.- კარები გააღო შემდეგ გზა, დამითმო რომ შემოვსულიყავი.
– რა გჭირს გოგო, რა სახე ჩამოგტირის მოხდა რამე ?- შევეკითხე.
– არ ვიცი, დღეს თითქოს ყველა გაიფიცნენ სადღაც გარბიან და არაფერს მეუბნებიან ისიც კი დაავიწყდათ დღეს რა დღეა.- წუწუნებდა.
– და რა დღეა? როგორც მახსოვს ორშაბათია, დღეს.- დავეკრიჭე.
– კარგი რა მართლა რა გჭირთ მე მასულელბთ თუ დაგავიწყდათ ყველას. - ტუჩები მოამზადა სატირლად.
– აბა, ახლა პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ამხელა გოგო, ადექი მიდი მოემზადე მივდივართ.
– სად?
– სავაჭრო ცენტრში შენი დახმარება მჭირდება მინდა გარდერობი განვაახლო და შენი რჩევა მჭირდება.
– ჩემი დახმარება? შენ ჩემი არჩეული არაფერი მოგწონს კაბებს არ იცვამ.
– ხოდა ახლა, გადავწყვიტე მე და შენ წავალთ და კარგად გამოვეწყობით.
– დეა, რა ხდება? რაღაც უცნაურად იქცევი რამეს ხომ არ მიმალავ შემთხვევით?
– კარგი, მიდი ადექი მოემზადე და წავიდეთ.
– კარგი, ხო.- ოთახში გავიდა გამოიცვალა და გამოვიდა.
– მზად ვარ.
– კარგი, წავედით.
სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები სადარბაზოდან გავედით მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
სავაჭრო ცენტრში სესილი კაბებს ეცა მაშინვე სხვა და სხვა სახის კაბებს მაჩვენებდა, რომლებიც საერთოდ არ მომწონდა ზოგი ძალიან მოკლე იყო, ზოგიც ძალიან გრძელი ბევრი არჩევის, შემდეგ როგორც იქნა ნორმალური კაბა, ამირჩია ვარდისფერი კაბა, იყო მუხლამდე ფართე და წვრილი ბრეტელებით. კაბების შერჩევის შემდეგ სალონში გავიარეთ სესილი ,რა თქმა უნდა, დაეჭვებით მიყურებდა. ყველაფერს რომ მოვრჩით ონისესგან შეტყობინებაც მომივიდა უკვე ყველაფეერი მზად არის და შეგიძლია მოხვიდეთო.
კმაყოფილი ვუჯდები საჭეს და დანიშნულების ადგილას მივდივარ.
– ბოლო ბოლო არ იტყვი რა ხდება?
– ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.- ვეუბნები მე. რესტორნის შესასვლელთან ვაპარკინგებ შემდეგ გადავდივართ.
– აქ რა გვინდა?- დაბნეულმა მოავლო თვალი ტერიტორიას.
– მოდი შევიდეთ და გაიგებ.- ვეუბნები ხელ კავს ვუყრი შენობაში შევდივართ უეცრად დარბაზი ნათდება და ყველა დაბადების დღის მილოცვას იწყებს. სესილი კი გაოგნებული იყურებოდა.
– ეს თქვენი მოწყობილია არა?- გვითხრა საყვედურით. - მე კი მეგონა დაგავიწყდათ.
– რას ამბობ, ეგ როგორ დაგვავიწყდებოდა. გილოცავ მუდამ ბედნიერი და გახარებული მენახე.- ვეუბნები თან ონისეს ვუკრავ თვალს ძალიან კარგი დრო გავატარეთ მაგიდასთან ვისხედით, როცა საცეკვავო სიმღერები ჩაირთო, ყველამ წყვილებში დაიწყო ცეკვა,მე კი ვიჯექი და მათ ვუცქერდი ცოტახანში ჩემთან კომისარი მოვიდა.
– მეცეკვებით ლედი.- მკითხა და ჯენტლმელურად ხელი გამომიწოდა, დავთანხმდი და გავედი საცეკვავოდ. ისე ხდება,რომ კომისარი ხელს მიშვებს მე კი ვიღაცას მკლავებში ავღმოვჩნდი. ვიღაცის კი არა ეს ის ვაჟბატონია სადაც მე ვარ იქ რომ ჩნდება.
– შენ?!- წამოვიძახე.
– ხო, მე ვარ.
– აქ რა გინდა? ან რას ნიშნავს ეს ყოველივე?!
– რას უნდა ნიშნავდეს?- გაეცინა.
– ყველგან შენ როგორ უნდა იყო? წამოვიძახე მობეზრებით. - და საერთოდაც ეს შენი ჩაწყობილია არა?- ეჭვნარევი სახით გავხედე
– ღმერთო მოთმინება მომეცი, რატომ ხარ ასეთი უჟმური უბრალოდ იცეკვე, ჩემთან ერთად და დატკბი ამ წუთებით, რადგან ეს მეტი აღარ განმეორდება.- მომიგო მან უეცრად ჩემი საყვარელი სიმღერა ირთვება ,, david bisbal cuidar nuestro amor” მან ხელი გამომიწოდა რათა ცეკვა, დაგვეწყო ჩემი პატარა თითები მის დიდ მტევნებში ჩაიკარგა. ჩვენს შორის არსებულ მანძილს ვკვეთთ და ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვდგებით. კისერძე შემოვხვიე ხელები მან კი ჩემს მოშიშვლებულ წელზე მომხვია ხელი მის შეხებისას ტანში ჟრუანტრლმა დამიარა,მუსიკის რითმს ავყევით და ვალსის ცეკვა დავიწყეთ ის თან მეცეკვებოდა და თან მელაპარაკებოდა მე კი ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ეს ცეკვა, რომ გავცლოდი.
– ისეთი სახით იყურები თითქოს რაღაცას გიპირებდე.- მომიგო მან.
– რავიცი,რომ ეგრეც არ არის.- მობეზრებით ვეუბნები.
– ამით რისი თქმა გინდა? გგონია, ვიღაც ფსიქოპატი ვარ, რომელსაც უნდა რამე დაგიშავოს?- წყრომით მითხრა.
– არ ვიცი, რაც შენ გამოჩნდი ვიღაც ანონიმურად მემუქრება და კიდევ საეჭვოდ ჩნდები იქ სადაც მე ვარ.- მივახალე. უეცრად ჩერდება და ხელს მიშვებს.
– იცი რა, შენ თავს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ და ფოქრობ,რომ ეს სამყარო მხოლოდ შენს გარშემო ბრუნავს ჩემ ინტერსებში ნამდვილად არ შედიხარ და არც მანიაკი ვარ არ ვიცი ვინ გემუქრება, მაგრამ მე სხვაში არ აგერიო. უბრალოლოდ ერთი გათამამებული გოგო ხარ. მისი სიტყვები გულზე მხვდება და თვალები ცრემლებით მევსება ხელი შევუშვი და გარეთ გავვარდი. გარეთ გასულს იმ წამსვე ცრემლები წამსკდა დამსახურებულად მივიღე ეს სიტყვები. უხეშად მოვიწმიდე თვალებიდან წამოსული ცრემლები და მანქანაში ვაპირებდი ჩაჯდომას,როდესაც დანიელი გამოვარდა გარეთ.
– დეა, მოიცადე!- დაიყვირა, როდესაც ნახა წასვლას ვაპირებდი და ჩემკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჯებით.
–რა გინდა?! ამჯერად რით აპირებ ჩემს გულის ტკენას.- გაბზარული ხმით მივუგე. იგი დამწუხრებილი სახით მომიახლოვდა.
– შენ რა ტირი?- დამწუხრებულმა მომიგო. შემდეგ ცერა თითი ჩემი სახისკენ წამოიღო, თუმცა ჩემკენ წამოღებული ხელი ჰაერში უჩერდება.ვერ ბედავდა შეხებას მის თვალებში სინანული ამოვიკითხე.
– მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი ძალიან ვწუხვარ… გთხოვ აღარ იტირო მეტი არავის გამო და მითუმეტეს ჩემ გამო, ვერ ვიტან ქალის თვალზე ცრემლს მითუმეტეს, თუ ეს ჩემ გამოა.
– თუ გინდა, რომ გაპატიო მაშინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. -მივაძახე მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს მეგონა თავიდან მოვიშორე, მაგრამ უკან ამედევნა რა უნდა ვერ გავიგე რატომ არ მანებებდა თავს? ძალიან მალე მეწევა კიდეც. ნერვები მეშლება და უფრო ვუმატებ სიჩქარეს მეგონა ჩამოვიტოვე, თუმცა მოულოდნელად გზას, მიჭრის მერე კი მანქანიდან გადმოდის. გაბრაზებული გადავდივარ.
– რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს გამაგებინე?- დავუყვირე.
– ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია…- მანაც იგივე ნაირად მიპასუხა.
– რა საუბარი? მემგონი უკვე გავარვიეთ ყველაფერი.
– არა, არ გაგვირკვევია უნდა მითხრა რატომ გინდა, რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან, თუ ერთ მიზეზს მაინც დამისახელებ გპირდები ვეღარ მნახავ.- მტკიცედ მომიგო.
– იმიტომ, რომ..- ვერ მოვიფიქრე სათქმელი რა უნდა დამესახელებინა, როდესაც არანაირი მიზეზი არ მქონდა.
–იმიტომ ,რომ რა?
– ვაიმე, რა გინდა ვერ გავიგე უბრალოდ არ მინდა გხედავდე ჩემ სიახლოეს.- მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე.
– უბრალოდ არ გინდა?..
-ხო!- წამოვიძახე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიდექით ორი ზრდასრული ადამიანი შუა ღამეს გზაზე და პატარა ბავშვებივით ვჩხუბობდით ისე რომ ისიც კი არ ვიცოდით რა გვაჩხუბებდა, უეცრად გაწვიმდა და თავიდან ფეხებამდე ამოვიგანგლეთ. მანქანის კარი გამოვაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი, როდესაც ჩაჩავამ ხელი დამავლო.
– რას აკეთებ გაგიჟდი ხელი გამიშვი?- შევიცხადე
– ნახე რა კარგი წვიმაა.- მომიგო მან
– რა არის კარგი?! სულ ამოვიგანგლეთ უნდა წავიდეთ თორემ გავცივდებით.- ვუხსნიდი მე, მაგრამ ის არც კი მისმენდა ,ხელი მომხვია და ცეკვა დაიწყო.
– გაგიჟდი?!
– კარგი რა გეუბნები ნუ ხარ უჟმური- თქო და დატკბი თითოეული წამით.
– შენთან ერთად არა?- გამეცინა
– ხო, ჩემთან ერთად.- წამოიძახა არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ამ სიგიჟეს მეც ავყევი ვცეკვავდით თავსხმა წვიმაში და გიჟივით ვიცინოდით უფრო ახლოს მოიწია,ჩემთან და თვალებში დამიწყო ცქერა, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდოდა. რამოდენიმე წამი ასე ვიდექით ,შემდეგ ჩემს ბაგეებს მისი ცხელი ტუჩები შეეხო და ცხელ ჰაერს სახეზე ვგტძნობდი ისეთი მოულოდნელი იყო,რომ დენდარტყმულივით შევხტი და თვალები ვჭყიტე. ყველაზე უცნაური კი ის იყო რომ ვერ შევეწინაღმდეგე თითქოს გავითიშე და ამ სამყაროში აღარ ვიყავი.
– ახლაც გინდა,რომ გავქრე?- მკითხა მოულოდნელად.
– რა?- ვკითხე დაბნეულმა.
– როგორც ჩანს შენზე ძალიან იმოქმედა კოცნამ.- ჩაეცინა.
როდესაც მივხვდი, რასაც გულისხმობდა ხელი ვკარი და მივაძახე.
– იდიოტი ხარ. მეც კარგი სულელი ვარ ავყევი ამ მასხარას,რაც შეეხება შენს კითხვას აზრი არ შემიცვლია.- მივახალე გაბრაზებულმა.



– კარგი.- ჩაილაპარაკა აღარ მიმიქევია ყურადღება ნერვებ მოშლილი ვჯდები მანქანაში და მივდივარ.
სახლში მისულს ჩუმად შევიპარე ოთახში ცხელი შხაპი მივიღე და ლოგინში შევწექი.
დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.


“ კარებთან პაკეტით წამლები და ტკბილეული დაგიტოვე და წადი აიღე. ;⁠),,

“ რომელი ხარ?,,

“ ის ვარ, რომლის გამოც ხვალ სიცხიანი გაიღვიძებ. :⁠-⁠D ,,

“ საიდან მომაგენი?! }⁠:⁠‑⁠),,

“ ამას არ აქვს ახლა,არსებითი მნიშვნელობა, ჩათვალე ამით გამოვისყიდე ჩემი დანაშაული.:⁠-⁠D,,- ამის შემდეგ აღარაფერი მოუწერია.
გარეთ გავიხედე და მართლა დაუტოვებია, ერთი პაკეტი წამლები და ტკბილეული.
– გიჟია.- გავიფიქრე და ოთახში შევედი. უცნაური იყო ეს ყოველივე და ის ყველაფერი, რაც ჩემ თავს ხდებოდა, ბოლო დროს ჩემი ცხოვრება უცნაურიბებით აღსავსეა.






*****


მეორე დღეს საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე და თან ყოველ წუთში მაცემინებდა. აბა, რა გეგონა ჩემო თავო თავსხმა წვიმაში, რომელი ნორმალური ადამიანი იცეკვებდა, მაგრამ გუშინ არ ვიცი რა დამემართა პირველად ვიყავი ასე თავისუფლად იმ წუთას ჩემთვის აღარაფერი არსებობდა აღარ მახსოვდა პრობლემები ჩემს ირგვლივ. შუბლზე დავიდე ხელი და სიცხე ისევ მქონდა. - მეტის ღირსი ხარ დავტუქსე ჩემი თავი,წუხანდელი ამბები მახსენდება, რამდენი რამ გადამხდა თავს ერთ ღამეში.
ოთახში დედაჩემი შემოდის.
– რა გჭირს შვილო?
– არაფერია დედა, ეტყობა გუშინ შემცივდა, გრილი ამინდი იყო მე კი ერთი სიფრიფანა კაბით ვიყავი წასული და ამიტომ გავცივდი.
– თბილად ჩაიცვი შვილო, ცუდი ვირუსები დადის.- მზრუნველი ხმით მომიგო.
– კარგი.


– კარგი, დაისვენე წავალ ბულიონს გაგიკეთებ გაციებულზე გესიამოვნება.- თავზე ხელი გადამისვა და გავიდა დედაჩემი იშვიათად,თუ გამოავლენდა თავის სიყვარულს ჩვენს მიმართ, თუმცა ვიცი, რომ მას ძალიან ვუყვარვარ უბრალოდ გრძნობების გამოხატვა უჭირს.
ტელეფონი ჩავრთე და სესილისგან უამრავი შეტყობინება დამხვდა გუშინ ისე წამოვედი არ გამიფრთხილებია არადა რა მომენტი გამოვტოვე იმ ვაჟბატონის გამო.
მივწერე,რომ ცუდად ვიყავი და მერე ვნახავდი. საწოლიდან ძლივს წამოვდექი გაბურძგნული თმებით, თმები კი არა ლომის ფაფარს უფრო წააგავდა, ისეთ დღეში მქონდა. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი.
– რატომ გამოხვედი შვილო, შემოგიტანდი ოთახში.
– ცოტახნით გამოვედი… ერეკლე და მამა სად არიან?- ვკითხე როდესაც ჩვენს გარდა არავინ იყო.
– საქმეზე არიან გასულები.
– ჰო… - ვუთხარი და დავაცემინე.
– მიდი,მიდი ჩაწექი ნუ დადიხარ უარესად არ გახდე.-მეც დავემორჩილე და გავედი საწოლში ჩაწოლილი არ ვიყავი, რომ ჩემი გადარეული ამოხტა.
– ჯინაა,ჩემო ცანცარავ.- წამოვოძახე და მოფერება დავიწყე. ეს ძაღლი კი არა ძაღლზე მეტი იყო.ჩემი სიცოცლეა, არ ვიცი უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა. მას რბილ და ფუმფულა სხეულზე ვეფერებოდი. ისიც გაინაბა და თავი ფეხებზე დამადო თავისი ღრმა ლურჯი თვალებით გამომხედა, თითქოს მისი თვალები მრავლის მთემელი იყო და მთელი სამყარო იყო ჩატეული. დავიხარე მისკენ და დავუკოცნე მისი ლამაზი სახე.
– აი, წვნიანიც მზად არის.- ოთახში დედა შემოვიდა.
– ამას აქ რა უნდა?- წამოიძახა.- აბა, ჩქარა ჩადი დაბლა.- დატუქსა ჯინა და ისიც გაიქცა.
– კარგი, რა დედა რატომ გააგდე.- განაწყენებული ვეუბნები
– შვილო, ლოგინში ვის გაუგია, ძაღლის აყვანა თანაც წვნიანი მოგიტანე და ხელს შეგიშლიდა.- მითხრა დედამ.
– კარგი, ხო. დედა რაღაც მინდა გითხრა და შენი აზრი მაინტერესებს.
– გისმენ…
– მოკლედ გუშინ დილით ჩემთან ერთი ფოტოგრაფი მოვიდა და მოდელობა, შემომთავაზა.
– მართლა?- გაოცება ვერ დამალა დედამ.
–ჰო, დრო მომცა მოსაფიქრებლად და თავის სავიზიტო ბარათი დამიტოვა და რა ვქნა?
– არ ვიცი, შვილო შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი ხომ იცი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე შენს გვერდით ვარ.
– მადლობა, დედა.- ვუთხარი და მოვეხვიე.


ცოტა, რომ გამოვკეთდი სესილის დავურეკე შეხვედრაზე შევუთანხმდი თავი მოვწესრიგე ჯინაც გავამზადე, როდესაც რემენით ხელში დამინახა სიხარულისგან აღარ იყო საყელურს მოვარგე რემენი და გარეთ გავედით. საღამოს გასეირნებასაც თავისი ხიბლი ქონდა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში დავსეირნობდით.
ცოტა ვიარეთ შემდეგ სტადიონზე მივიყვანე და გავუშვი სარბენად სესილიც მალე მოვიდა და იქვვე ჩამოვჯექით.

– მოსაკლავი ხარ დეა!- მუქარით გადმომხედა.- რატომ წახვედი?
– ხო, ვიცი ცუდად მოვიქეცი გაუფრთხილებლად,რომ წავედი, მაგრამ ერთმა იდოტმა ნერვები მომიშალა.- ამოვთქვი.
– ვინ ის ხომ არ იყო რომ გეცეკვებოდა?- ინტერესიანი თვალებით მკითხა.
– ხო, ზუსტად მაგან.
– ახლა რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე..
– რა?
– ძალიან უხდებით ერთმანეთს და სხვათა შოროს თქვენგან კარგი წყვილი შედგებოდა.

– მწყევლი. ღმერთმა დამიფაროს.- პირჯვარი გადავისახე.
– ვერა ხარ შენ.- აფხუკუნდა სესილი.
– კარგი არ გვინდა მითხარი, როგორ ჩაიარა იმ დღეს საღამომ.
– შენ რომ წახვედი მალევე ონისემ სიყავრული ამიხსნა ვარდებით ხელში.
– აუუ,მართლა.- გავიკვირვე ვითომ არ ვიცოდი - და მერე შენ რა უპასუხე? იმედია ბიჭს გული არ ატკინე.
– დავთანხმდი, ვუთხარი რომ მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები.
– რა მაგარია, გილოცავ აბა თქვენი ქორწილიც მალე მომელოცოს.
– ჯერ ქორწილზე საუბარი ძალიან ადრეა.
– ვითომ რატომ?- მოჭუტული თვალებით გავხედე.
– ადრეა და იმიტომ ჯერ ახლა დავიწყეთ სანამ კარგად არ გავიცნობთ ერთმანეთის ხაისათს არაფერი იქნება.
– არამგონია, ჩემმა სასიძომ ამდენი ხანი გაძლოს, მაგრამ კარგი.





რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის ვაჟბატონი არსად არ ჩანს წირვებზეც არ გამოჩენილა და არსად აღარ ჩანდა ნუთუ დამიჯერა და მართლა წავიდა.ვიფიქრე ალბათ ცუდად გრძნობს თავს- თქო მაგრამ როცა ორ კვირას გადააცილა უკვე ძალიან ავფორიაქდი ინტეტესის გამო მივწერე,მაგრამ პასუხი არ გაუცია ახლაც მისი ჩათი მქონდა ჩართული და არ ვიცოდი რა მექნა დამერეკა თუ არა,
– ჯანდაბას შენი თავი ჩაჩავა,რისი მიღწევას გცდილობ არ მესმის?! ამას სპეციალურად მიკეთებ არა, რადგან გითხარი გაუჩინარდი მეთქი შენც ადექი და გადაიკარგე. ზარებზე მაინც მიპასუხე ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ რაღაც შეგემთხვა. - ჩემ თავს ვესაუბრებოდი. მე თვითონაც არ ვიცი რა მაღელვედბა მეც ხომ ეგ მინდოდა, რომ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ახლა, როცა წავიდა ვნერიულობ არა არაფერი პირადული არ არის უბრალოდ არ მინდა ჩემი მიზეზით რამე შეემთხას.






*****



– ექიმო, როდის მოვა გონს?- მოგუდული ხმით ვკითხე ექიმს აღარ ვიცოდი რა მექნა, ვცდილობდი ემოციები მემართა და ჩემში არსებული ბრაზი მახრჩობდა. ისე ვიყავი, როგორც ვულკანი, ვულკანიც ხომ დუმს არა? იგი მდუმარეა, იქამდე სანამ მასში არსებული ცხელი ლავა არ ამოხეთქავს და არ გადაწვავს ირგვლივ ყველაფერს. მეც ასე ვარ რთულია, ჩემი წყობილებიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია და იშვიათად, თუ ვბრაზდები,მაგრამ იმ საღამოს დეასგან რომ წამოვედი თავს საშინელება დამატყდა და ნათელი ფერები შავმა ღრუბელმა ჩაანაცვლა. დედაჩემი ვიღაც არანორმალურმა სასიკვდილოდ გაიმეტა შემდეგ კი,შეტყობინება გამომიგზავნა.
ხედავ შენმა ქმედებებმა სადამდე მიგიყვანა,შესაძლოა, შნი ქმედებებით დედა დაკარგო, ამიტომ სანამ დროა, იმ გოგოს ჩამოცილდი! - ამის წაკითხვისას სიმწრისგან ხელები მიცახცახებდა.
– სამწუხაროდ მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
– რას ამბობთ ექიმო?! - წამოვიძახე.
– ვწუხვარ, მაგრამ თითქმის ერთი თვეა აპარატზე გვყავს შეერთებული ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო,თუმცა არანაიარი შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ვალდებულები ვართ სასუნთქი აპარატი გავუთიშოთ.
– არა! დედას არ გამოურთავთ აპარატს მე ამის უფლებას არ გაძლევთ.- კატეგორიული უარი განვუცხადე.
– მესმის თქვენი არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დაფიქრდით როდემდე უნდა ვტანჯოთ და ძალით ვაცოცხლოთ კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ ხვალამდე გაძლევთ დროს მოსაფიქრებლად.- მომიგო ექიმმა და წავიდა. აქ გაჩერება აღარ შემეძლო უკვე ვეღარ ვსუნქავდი საავამდყოფოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩავჯექი პირველი, რაც მომაფიქრდა ის იყო რომ დეასთვის დამერეკა არვიცი რატომ, მაგრამ მისი ნახვა მომინდა ტელეფონი სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანე და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა დეას დარეკილი დამხვდა და კიდევ ხმოვანი შეტყობინება. ვხსნი და მის მოსმენას ვიწყებ.


– ჯანდაბას შენი თავი ჩაჩავა,რისი მიღწევას ცდილობ არ მესმის?! ამას სპეციალურად მიკეთებ არა, რადგან გითხარი გაუჩინარდი მეთქი შენც ადექი და გადაიკარგე. ზარებზე მაინც მიპასუხე ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ რაღაც შეგემთხვა.- ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი ნუთუ ჩემზე მართლა ღელავდა. ახლა ზუსტად ვიცოდი რომ ის მჭირდებოდა. მისი ნომერი ავკრიფე დადავურეკე.

– გისმენთ?- გაისმა მისი ნაზი ხავერდოვანი ხმა ყურმილში
– დეა, მე ვარ…- ჩახლეჩილი ხმით მივუგე.
– ჩაჩავა, ეს შენ ხარ?- წამოიძახა.
– ხო, მე ვარ… შენი ნახვა მინდა გთხოვ უარი არ მითხრა, ახლა ძალიან მჭირდები.- ვჩურჩულებდი.
– რა მოხდა ? მშვიდობა გაქვს?
– რომ გნახავ მოგიყვები.
– კარგი, სად შევხვდეთ?
– იქ სადაც, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით.- მივუგე მე.
– მაშინ გამომიარე, მე ვერ წამოვალ ჩემით მანქანა პროფილაკტიკაში მყავს დატოვებული.მისამართს გეტყვი და იქ მოდი.
– კარგი.
იმ მისამართზე მივედი, რომელიც გამომიგზავნა დავინახე ცისფერ ტოპში და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, ტოგორ იდგა გაჩერებაზე და მელოდებოდა მანქანას ვაჩერებ და შემდეგ კარს ვაღებ, რომ ჩაჯდეს.
ისიც არ აყოვნებს და მაშინვე იკავებს ადგილს ჩემს გვერდით.
– არ ვიცი, რატომ დაგთანხმდი, მაგრამ მართლა მაინტერესებს სად გაუჩინარდი ეს სამი კვირა?
– არ ვიცი, რატომ მაგრამ შენი ნახვა, მომინდა ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ შენი სიახლოვე მჭირდება. - ამასობაში მანქანაც დავძარი და გზას დავადექით.
– მითხარი , სად მივდივართ?
– ქალაქ გარეთ.. იქ პატარა კოტეჯი მაქვს გაკეთებული, როდესაც განმარტოვება მჭირდება მანდ ავდივარ.


მთელი გზა, ხმა არცერთს არ ამოგვიღია, შიგა და შიგ გავხედავდი და ვაკვირდებოდი. ისეთი ლამაზი იყო, რომ გინდოდა სულ გეყურებინა მისთვის.
ხანგრძილივი მგზავრობის, შემდეგ როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.
– მოვედით ეს ადგილია.- წამოიძახა და გადმოვიდა. მთიანი ადგილი იყო, და მისი კოტეჯიც ტყის შუაგულში იდგა. კოტეჯის კარები გასაღებით შეხსნა და შიგნით შემიპატიჟა. შიგნით შევედი ძალიან მყუდრო ადგილია.
– აბა, როგორ მოგწონს ჩემი ქოხი?- სიცილით მომიგო.
– მშვენიერია, მაგრამ ამ სიშორეზე რომ წამოვედით აქ რომ არაფერი გვაქვს წამოღებული?
– ნუ ღელავ, მე მომარაგებული მაქვს სამზარეულო, შიგა და შიგ ჩემი ძმა ამოდის აქ მოაქვს რაღაცები მიდი შენ დაჯექი მე ჩაის გავაკეთებ და მოვალ.

– კარგი.- ვუთხარი და იქვე ჩამოვჯექი ვუყირებდი, როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში და მეღიმებოდა, ახლა ამის დრო არ იყო, მაგრამ როდესაც მის გვესრით ვარ შეუძლებელია არ გაგეღიმოს. ჩაი და ტკბილეული მოიტანა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.

– აბა, გისმენ რატომ დამიბარე?- ყოყმანით მკითხა. სახეზე შევატყვე, რომ უჭირდა საუბრის დაწყება.
– დედაჩემი…- ამოვიგმინდე.
– დედაშენს რა მოუვიდა?
– იძულებული ვარ აპარატოდან გავთიშო,მაგრამ მე ეს არ მინდა.
– მოიცა, ვერ გავიგე შეგიძლია, გარკვევით მომიყვე.
– იმ საღამოს სახლში, რომ მივბრუნდი საშინელება დამატყდა თავს ვიღაც არანორმალურმა, დედა სასიკვდილოდ დაჭრა და ახლა სიკვდილს ებრძვის.
– რას ამბობ?- შეიცხადა.
– ჰოდა კიდევ ვიღაც ანონიმურად მემუქრება.
– გემუქრება? ვინ?- მკითხა გაოცებულმა მე კი უბრალოდ ტელეფონი გავუწოდე.
– რაა?- წამოიძახა.- მოიცადე ერთი წუთით შენ ამბობ, რომ ჩემთან ერთად რომ იყავი მაშინ დაჭრეს დედაშენი?
– კი.
– და ვინ შეიძლება იყოს?
– სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ შენც და მეც ერთი ადამიანი გვემუქრება, ვიღაც ფარულად გითვალთვალებს შესაძლოა, ახლაც იცის, რომ ერთად ვართ და მოკლედ არ უნდა, რომ ვინმე მამაკაცი შენს გვერდით იყოს ამიტომ დამემუქრა, რომ ეგონა ერთად ვიყავით და ჩემი მოშორება გადაწყვიტა.
– ოხ,ღმერთო, გამაგებინა ერთი ვინ არის. მერე არ გეშინია, რომ დედას რამეს დაუშავებს?
– ექიმებს იმედი აღარ აქვთ და უნდათ, რომ აპარატიდან გათიშონ, მაგრამ მე არ მინდა.- ვუთხარი და გაუაზრებლად ჩავუდე თავი კალთაში.- თავიდან შეცბუნდა, თუმცა არაფერი არ უთქვია.
– მაპატიე..
– ამ ერთხელ გაპატიებ.- საჩვენებელი თითი დამიქნია.
– ვიცი, ვერ მიტან, მაგრამ ამ ერთხელ გამიძელი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე რა გზას, დავაგდე არ მინდა დედას დაკარგვა, ის ერთადერთია ვინც გამაჩნია ამ ქვეყნად. არც ის მინდა ტყუილად ვაწვალო მისი სხეული.- მოულოდნელად თავზე შეხება ვიგრძენი დეა, თავზე მისმევდა ხელს და როდესაც ავხედე შევამჩნიე, რომ ტიროდა.
– დეა,მე ხომ გითხარი ცრემლები აღარ დამანახო- თქო.
– მაპატიე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
წამოვდექი და მას ჩავხედე თვალებში ხელის მტევანი მისკენ წავიღე და ცერა თითით მოვწმინდე მის ლამაზ თვალებიდან ცრემლები.
– აღარ იტირო, გთხოვ უბრალოდ ჩემ გვერდით იყავი ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ გხედავ…
– კარგი.
– იცი, დედა სულ იმას ამბობდა, რომ მინდა შენ ქორწილს და შვილიშვილებს მოვესწროვო, ახლა კი სიკვდილს ებრძვის ვერ შევუსრულე მას დაპირებები.- ჩახლეხილი ხმით და ჩაწითლებული თვალებით ვსაუბრობდი.
– რა დანაპირები?
– შევპირდი, რომ ის აუცილებლად მოესწრებოდა ამ დღეს, მაგრამ… - სიტყვა არ მქონდა დასრულებილი, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, ექიმი მირეკავდა.
– გისმენთ?- ხმას ვერ ვიმორჩილებდი.
– გამარჯობა, ბატონო დანიელ სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეთ საავადმყოფოში.
– რა მოხდა,დედას რამე დაემართა?- წამოვიძახე.
– რომ მოხვალთ გაიგებთ.- მხოლოდ ესღა თქვა და გამითიშა
– რა მოხდა?
– სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ დედას რაღაც დაემართა.

მანქანაში ჩავსხედით და ქალაქისკენ გავემართეთ ძალიან სწრაფად დამყავდა, რადგან მინდოდა მიმესწრო. როგორც კი მივედით მაშინვე გადმოვედით და შევედით.
– ექიმო, რა ხდება გამაგებინეთ?!
– დედა თქვენს თქვენი ნახვა სურს..
_ რა?- გავიკვირვე
– დიახ, გონს მოვიდა, მაგრამ ვშიშობ ეს მისი ბოლო საათებია.
– არა, ეს როგორ ხომ გაიღვიძა?
– დიახ, მაგრამ სამწუხაროდ მისი მდგომარეობა, დამძიმებულია, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
აღარ გავჩერდი იქ იმ წამსვე დედასთან შევვარდი. აპარატებზე იყო შეერთებული და მათი გამაყრუებელი ხმა მთელს პალატაში ისმოდა.დედა დასუსტებული და დაუძლურებული იყო მისვემებული საწოლზე. უეცრად დეამ ხელი ჩამკიდა მიმახვედრა, რომ ჩემ გვერდით იყო დედას მივუახლოვდი და ნაზად ვეამბორე მას შუბლზე. სუსტად გაახილა თვალები და შემომხედა.
– ჩემო ბიჭო, მოხვედი…– სუსტი ხმით მომიგო.
– ჰო, დედა.- ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა.
– მე მივდივარ შვილო…
– სად დედი…?
– მამაშენთან.
– არა, დედა არ გაგიშვებ შენ მე აქ მჭირდები…
– ამიტომაც გთხოვდი ცოლი მოგეყვანა, რადგან მარტო არ დარჩენილიყავი…- ამოახველა.- ეს ლამაზი გოგონა ვინ არის?- მკითხა, როდესაც დეა შეამჩნია იქვე კუთხეში მდგომი. მინდოდა მეთქვა მეგობარია თქო, მაგრამ დეამ დამასწრო საწოლთან ახლოს მოვიდა, შემდეგ ჩემი მტევანი მისაში მოიქცია და უთხრა.
– გამარჯობა, მე დეა ვარ და მე და თქვენს შვილს ერთმანეთი გვიყვარს.- ღიმილით მიუგო.
– მართლა, შვილო?- სიხარულისგან თვალები ანეთო.
– ჰო.. დედა.
– ახლა უნდა ვიგებდე ამას?კარგი მიხარია შვილო, რომ გყავს გვერდით უკვე შენი მეორე ნახევარი ახლა უკვე მშვიდად შემიძლია ამ ქვეყნიდან წასვლა..- მშვიდი და გაღიმებული სახით ამოთქვა შემდეგ უღონოდ ჩამოუშვა ხელი და მიიცვალა. მისი გათიშვა და აპარატებიც აწკრიალდნენ.
– დედა… დედა, გთხოვ გაახილე თვალები.
შემომხედე. ექიმები შემოცვივდნენ და მისი გასინჯვა დაიწყეს
– ვწუხვარ…- დამწუხრებით წარმოთქვა, ექიმმა.
– არა.- დავიყვირე და გიჟივით გავვარდი გარეთ დეაც უკან ამედევნა.
– დანიელ, მოიცადე სად მიდიხარ?!
– მარტო, მინდა ყოფნა.- ჩამწყდარი ხმით და ამღვრეული მზერით გავხედე.
– არა, ახლა შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, მეც წამოვალ.- მითხრა და მანქანის კარები გამოაღო.
– და მე არ მეკითხები იქნებ არ მინდა?
– შენ არ შეგეკითხები, რადგან ნებას არ დამრთავ, მე კი არ მინდა მარტო დაგტოვო, ასე რომ არაფერი გამოგივა. აღარაფერი ვუთხარი, რადგან აზრი არ ქონდა მის გადარწმუნებას საჭეს მივუჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს..
– რატომ აკეთებ ამას?- ვკითხე
– და რას ვაკეთებ?
– რატომ ხარ აქ?
– დანიელ, მემგონი შენ გინდოდა, ჩემი ნახვა დ არა მე და მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც საქმეს შუა გზაში ვტოვებ და ბოლომდე არ მიმყავს ის რასაც ვაკეთებ ამიტომ, ეს უბრალოდ ადამიანური მომენტია და არაფერი ზედმეტი.
– ეგ ისედაც ვიცი.. - მივუგე მე.
– სად მიდიხარ?
– ხომ გითხარი, მარტო მინდა ყოფნა.
_ კიბატონო, დარჩი მერე უბრალოდ მოშორებით ვიქნები და ვერც შემამჩნევ, რომ მეც იქ ვარ.
– გიჟი ხარ?
– უკვე დიდი ხანია.- მომიგო მან.

კლდის პირას მივედი მანქანა გავაჩერე გადავედი და მთელი ემოციები რაც მქონდა, მოგროვილი ერთიანად ამოვიღრიალე ტყულად არ ვადარებდი ჩემს თავს ვულკანს ყველაფერმა ამოხეთქა და გადაბუგა მთელს სხეულში მომედო სიმწარე, მრისხანება, ტკივილი, იმედგაცრუება. ახლა ჩემი მაცოცხლებელი წყარო აღარ მყავდა უკვე გვერდით, მხოლოდ მის გამო მიხაროდა ცხოვრება. ამოვიღრიალე სიმწრისგან მთელი სხეული მიცაცხცახებდა თვალები ჩამიწითლდა შემდეგ კი უღონოდ დავეშვი მიწაზე. ცოტახანში მხარზე შეხება ვიგრძენი.
– მაპატიე…- ამოთქვა ნაღვლიანმა.- ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა, მე რომ არა, დედაშენი ახლა ცოცხალი იქნებოდა.
– მართალია, შენი ბრალია ,რაც შენ გამოჩნდი ჩემი ცხოვრება, აირია. - არა ამ ქვეყნიური თვალებით შევხედე და შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე შეცბუნდა და თვალები აუწყლიანდა.
– იცი რას გეტყვი, მემგონი მე არ შემოვჭრილვარ შენს ცხოვრებაში, ეს შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და თავს არ მანებებ.-
გამაწყენებულმა წამოიძახა და გაიქცა.
ცოტახანში უკან ავედევნე მივხვდი, რომ გული ვატკინე. დავეწიე და მხარში ჩავავლე ხელი.
– მოიცადე სად მიდიხარ?
– ჯანდაბაში,წამოხვალ?!- ჩაიდუდღუნა.
– გგონია, ამ უკუნით სიბნელეში მარტოს გაგიშვებ.- ბოხი ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
– უშენოდაც გავიკვლევ გზას, მადლობა.
– საინტერესოა, რით?- ვკითხე მე და მან მობილირი ამოიღო, უნდოდა ფანარი ჩაერთო, თუმცა ტელეფონი გაეთიშა.
– ჯანდაბა, ესეც რომ არ მუშაობს არაუშავს არ დავიკარგები.- თქვა და ჯიუტად განაგრძნო გზა.
– დეა, ნუ ჯიუტობ უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში თანაც ახლა კაპრიზების დრო არ არის შენები ალბათ ღელავენ მობილურიც გამორთული გაქვს.
– ოფ, კარგი ჩემების გამო ჩავჯდები არ მინდა ჩემები ვანერვიულო განსაკუთრებით კი ერეკლე. მთელი გზა,ხმა არ ამოუღია ისე იჯდა.
– მადლობა.- მივუგე მე.
– რისთვის მიხდი მადლობას?
– ყველაფრისთვის მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი და ბოლო წუთებში დედას ბედნიერება მიანიჭე სხვათა შორის გამიკვირდა.
– აბა, რა მექნა მომაკვდავ ადამინს გულს ვერ დავწყვეტდით თანაც მას შენი ბედნიერება უნდოდა, მართალია ტყუილი ვთქვი, მაგრამ ასე იყო საჭირო მშვიდად რომ დაეძინა. - ფანჯარის მინაზე მიედო თავი და ისე მესაუბრებოდა.

ძალიან გვიან იყო, უკვე საათი ღამის 01:00 მიჩვენებდა. მთელი გზა, ჩუმად იჯდა და შემდეგ კი შევნიშნე, როგორ ჩამოეძინა. ახლა რაღა უნდა მექნა, მისი მისამართი მე არ ვიცოდი გაღვიძება კი არ მინდოდა ძალიან გადაიღალა. თავი კუთხეში ჰქონდა გადაწეული შემეცოდა მობრეცილი,რომ იწვა, თავი გავუსწორე და სავარძელზე კომფორტულად მოვათავსე. უეცრად გამახსენდა, მე ხომ ერთხელ ვიყავი, როდესაც ტკბილეული და წამლები დავუტოვე. ცენტრალურ გზაზე წავედი და ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონისკენ ავიღე გეზი. მაინც რას გვიშვრება ეს ცხოვრება, მდინარე, რომ კალაპოტიდან გადმოვა და აირევა, ჩემი ცხოვრებაც ისე ამოვარდა თავის კალაპოტიდან და აირია, გაურკვევლობაში ვიყავი ჩავარდნილი და აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. იმ ასი ცხვრიდან, ის ერთი რომელსაც გზა აებნა და ვეღარ იკვლევდა სწორ გზას მეც ისე ვიყავი მეც ჩამოვრჩი უფლის გზას, დავიკარგე და დავკარგე სიმშვიდე. თითქოს ჩემში რაღაც იცვლებოდა და ძველ დანიელს ანადგურებდა კლავდა. სინათლე სიბნელემ ჩაანაცვლა და ჩააქრო ყყველაფერი კარგი ჩემში. ვიცოდი, რომ არ უნდა დავცემულიყავი სულით, თუმცა ეს რთული აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც არ უნდა ეცადო დაიცვა შენი გული სიბნელისგან ყოველთვის ვერ გამოგივა ამის გაკეთება. მივუახლოვდი დეას დასახლებას და მანქანა გავაჩერე. მისკენ შევბრუნდი, რომ გამეღვიძებინა, მაგრამ ისე ტკბილად ეძინა შემეცოდა გამეღვიძებინა. სახე ჩემსკენ ჰქონდა შემოტრიალებული თმები წინ ქონდა გადმოყრილი და ტუჩები წინ წამოეწია. ძილში ანგელოზსს გავდა. არ მინდოდა მისი გაღვიძება, მაგრამ სხვა გზა, არ მქონდა აქ ვერ ვიჯდებოდით ასე უსასრულოთ.
– დეა, გაიღვიძე მოვედით.- დავუძახე.
– უმ..- ამოიკნავლა.
– გაიღვიძე..- ხმა მაღლა წარმოვთქვი მისი სახელი და შევანჯღრიე. მანაც წამოყო თავი და შემომანათა თავისი ჰაკისფერი თვალები.
– რა ხდება?- წამოიძახა და გასწორდა.
– მოვედით უკვე შენს კორპუსთან ვართ.
– ჰო… აქ ჩამეძინა?- მითხრა დაბნეულმა და თავზე მოისვა ხელი.
– კი.
– რატომ, არ გამაღვიძე მერე. კარგი,როგორც არის, მადლობა აქამდე რომ მომიყვანე.- მომიგო მან, შემდეგ მანქანის კარები გამოაღო და გადავიდა. ბოლოწუთამდე იქ ვიყავი სანამ თვალს არ ამოეფარა. მანქანა შემოვაბრუნე და სავაადმყოფოში წავედი. ახლა ყველაზე მეტად იქ არ მინდოდა.დაბრუნება ადგილი სადაც დედის ცივი სხეული დამხვდება ამის გაფიქრებაზე შინაგანად ვინგრეოდი.სავადმყოფოში მივედი და ყველაფერი მოვაგვარე დედას სამ დღეში დავკრძალავ.



მისაღებ ოთახში ნაცნობს თუ უცნობს მოეყარა თავი და ყველა იზიარებდა ამ ტკივილს. არ მინდოდა ამის დაჯერება, რომ დედა აღარ არის ჩემი მუდამ მხიარული და თბილი სოფია. მტანჯავდა ეს და მანადგურებდა შინაგანად საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი. იქვე კუთხეში ვიჯექი და ვუყურებდი მის ცარცივით თეთრ სახეს. დიდხანს ვეღარ ვჩერდები იქ და ჰაერზე გავდივარ დღეს წესი უნდა აუგონ ლაშა გვერდით ამომიდგა და მამშვიდებდა. უეცრად ნაცნობი სახე გამოჩნდა თვალებს ვერ ვუჯერებდი ეს ხომ დეა, იყო.
– რა მოხდა? ასეთი რა დაინახე?- მკითხა ლაშამ.
– დეა…
_ რა?
– დეა, მოვიდა.- ჩავილაპარაკე მის გასაგონად.
ის მოგვიახლოვდა და ჩემ წინ გაჩერდა.
– გამარჯობა.
– აქ რას აკეთებ?!- მოქუფრული სახით შევეკითხე.
– რაა?
– აქ მოსვლა, როგორ გაბედე!?- წამოვიძახე მკლავში მტკივნეულად ჩავავლე ხელი და გავიყვანე.
– რას აკეთებ გაგიჟდი?- დამიყვირა.
– ხო, გავგიჟდი! აქ რისთვის მოხვედი?- სიმწრით წარმოვთქვი.- შენ გამო დედაჩემი მოკლეს ხვდები ამას თუ არა, ყველასთვის ზიანი მოგაქვს!
– რაა? ანუ მაინც მე მდებ ბრლას, დედაშენის სიკვდილში?- წამოიძახა ჩამწყდარი ხმით.
– კი.
– იცი რას გეტყვი ეგოისტი ხარ, რომელიც საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავს ეკლესიურ ცხოვრებით კი ცხოვრობ, მაგრამ ეგ შენ არაფერში დაგეხმარა. მე კი არა შენ ხარ დამნაშავე დიახ, შენ. შენ რომ არ შემოჭრილიყავი დაუკითხავად ჩემს ცხოვრებაში და იმ დღეს რესტორანში არ გამოჩენილიყავი ახლა ეს ყოველივე არ მოხდებოდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს გააცნობიერო მე მაბრალებ ყველაფერს. მეტის ღირსი ვარ აქ არ უნდა მოვსულიყავი.- გაბზარული ხმით წამოიძახა და გაიქცა.





ამ ყველაფრის შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ჭაობში ვიფლობოდი თავიდან ფეხებამდე აუტანელი გახდა ყველაფერი ირგვლივ ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი თითქოს ჩემში მონსტრი ჩასახლებულიყო და უწინდელი დანიელისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვყვიროდი ჩემი შინაგანი მე ცდილობდა ამოეღრიალა და მთელი ნეგატივი გადმოემთხვია გარეთ. ვიდექი და ადგილს ვერ ვპოულობდი ვბორგავდი და ბოლთას ვცემდი მთელი სხეული მიცახცახებდა ნერვებისგან ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ. ვეღარ ვჩერდები და ვეცლები აქაურობას უკან ლაშა ამედევნა ჩემს შეჩერებას შეეცადა,თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია მისთვის საშინელი სისწრაფით ვწყდები ადგილიდან. მივდივარ შორს რაც შეიძლება შორს მინდა გავექცე ამ ყველაფერს გვირაბში შევედივარ და გადატენილ სივრცეში საშინლად ვიწყებ მანქნის ტარებას. ყოველ მეორეს გვერდს ვუვლიდი და მით უფრო ვაწვებოდი გაზის პედალს და სიჩქარეს ვუმატენდი. როგორ სასაცილოდ ჟღერს არა? გავრბოდი და გავურბოდი პრობლემებს ჩემს ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, სხვა თუ არაფერი ჩვენ ადამიანებს გვგონია, რომ გაქცევით თავს ვუშველით ჩვენ და სამწუხაროდ ეს ასე არ არის ეს ილუზიაა.
– უკვე სულ ერთი იყო ჩემთვის ყველაფერი მზად ვიყავი აქვე დამესრულებინა ყველაფერი. არანორმალური სიჩქარით დამყავდა მანქანა, რისგამოც საჭე კონტროლს კარგავს შემდეგ მანქნა მოცურდა და ბოძს შეასკდა შეჯახების შედეგად მატორი დაზიანდა, ფარებმა ციმციმი დაჯწყეს და სიგნალიზაცია ჩაირთო მოტორიდან კი ბოლო ამოდიოდა. კარები გავაღე და ძლივს გადმოვბობღვდი იქიდან. შემდეგ კი არა ამ ქვეყნიურად ამოვიღრიალე და მუხლებზე დავეცი. რატომ დამატყდა ყველაფერი თავს ცეცხლოს ალი მეკიდა შიგნიდან და მწავავდა, ვეღარ ვხვდებოდი რა იყო სწორი და რა არა გზას ავცდი დავიკარგე დედას სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად ქცეულიყო ერთ მხარეს დედას სიკვდილი დგას მეორე მხარეს დეაა. რატომ მაინც და მაინც ახლა, რატომ უნდა დამმართნოდა მე ეს. ჯერ არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, მაგრამ მისდამი გულგრილი არ ვიავი ახლა კი ყველაფერს ხაზი გადაესვა და მის სიახლოვეს ვეღარ ვიქნები. გამწარებულმაამქანას მუშტები დავუშინე ვიღრიალე ბოლო ხმაზე. არ ვიცი,როგორ მაგრამ როგორღაც მოვახერხე უკან დაბრუნება.
– ღმერთო, დანიელ სად იყავი? - წამოიძახა ლაშამ.
– ნუ ღელავ უკვე აქ ვარ.- ურეაქციოდ მივუგე.
– რა გჭირს? რა სახე გაქვს ან შუბლზე რა დაგემართა ავარიაში მოყევი?
– კი.-მოკლედ ვპასუხობ.



*****


დედას დაკრძალვის,შემდეგ თბილისში აღარ გავჩერებულვარ და დაკრძალვიდან პირფაპირ ქალაქიდან შორს წავედი იქ სადაც ვერავინ მომაგნებდა. ტელეფონიც გამოვრთე. ლაშამ თავის აგარაკის გასაღები მომცა მისი სახლი შუა გულ ტყეში იყო.
ასე იყო საჭირო, რომ მისგან შორს ვყოფილიყავი.
რწმენაც სადღაც გაქრა, ყველაფერზე ბრაზი მომდიოდა, რაც ყველაფერს ჩამოვშორდი ვცდილობდი დამევიწყებინა მისი არსებობა, მაგრამ ყოველ ღამით სიზმარში მისი სახეს ვხედავდი, რომელიც გაღიმებული სახით იდგა და ხელს მაწვდიდა. ამის გამო ღამეს ძილი არ მეკარებოდა, აღარ მინდოდა მასზე მეფიქრა მინდა დავივიწყო და ამოვიგდო გონებიდან ერთხელ და სამუდამოდ.
ჩემგან შორს უნდა იყოს ორი მიზეზის გამო პირველი იმიტომ, რომ ვიღაც უთვალთვალებს და მეორე მიზეზი მე ვარ, მე მას გულს ვატკენ და ზიანს მივაყენებ.
მთელს დღეებს სახლში ვატარებდი და დღის სინათლესაც კი არ ვუშვებდი ოთახში. ხან და ხან უაზროდ ვიწექი საწოლზე და ჭერს მივშტერებოდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ავღმოვჩნდი. ნერვების მოსაკლავად ეზოში კრივის სავარჯიშო ჩამოვკიდე და მთელი ბრაზი მაგაზე გადმოქონდა იქამდე ვურტყავდი სანამ თუთები არ ამტკივდებოდა. ჩემთვის ყოველი დღე ერთფეროვანი და უღიმღამო გახდა აღარც თავს ვუვლიდი მოუწესრიგებელი თმითა და წვერით მოჩვენებასავით დავიარებოდი. დღისით გარეთ არ გავდიოდი,მხოლოდ გვიან ღამით, თუ დავარტყავდი მინდვრებს კრუგებს.
ჩემში ორი ძალა იბრძოდა ნათელი და ბნელი, მაგრამ რომელი გაიმარჯვებდა არ ვიცი.

დილით ადრე მომიწია მაღაზიაში ჩასვლა და სურსათისთვის ლაშას ძველ ჯიპში ჩავჯექი და მინდვრებს შორის ვიყავი, როდესაც უეცრად არ საიდან გვერდით ცხენოსანმა გოგონამ ჩამიარა, მინიდან გადავიხედე და შოკში ჩავვარდი ეს გოგო, ძალიან გავდა დეას ნუთუ ის იყო? ამღვრეული და ნაღვლიანი სახით გავყურებდი. იმდენად ლამაზი სანახავი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი შავ ცხენზე იყო ამხედრებული და მის შავ ფაფარზე იყო ჩაბღაუჭებული და უნაგირის გარეშე ჯირითობდა. ეს რას ნიშნავს, რაც უფრო ვცდილობდი მისგან თავი შორს დავიჭირო ისე ხდება, რომ კი არ ვშორდები უფრო ვუახლოვდებოდი მას. ვცდილობ გონებიდან მის ამოგდებას, მაგრამ დავიწყების საშვალებას არ მაძლევდა. უეცრად ცუდად ვხდები მანქანას ვამუხრუჭებ გულზე ვიდებ ხელს და თვალებს ვხუჭავ, რათა დამშვიდდე, როდესაც თვალებს ვახელ ის უკვე აღარ ჩანდა. ყველა ადგილი დავათვალიერე, თუმცა ვერსად ვიპოვე, მგონო ჭკუიდან გადავდივარ
და უკვე მოჩვენებები დამეწყო. სახლში დაბნეული ვბრუნდები იქ მისულს კი ლაშა მხვდება.
– ლაშა..- წამოვიძახე და მოვეხვიე.
– როგორ გამიხარდა შენი აქ ნახვა, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები.
– ხო, რა თქმა უნდა, მე თუ არ ჩამოვედი ისე არ გინდა დამირეკო.
– ხომ იცი, რომ ყველაფდრზე უარი ვთქვი.
– დანიელ, უკვე ერთი თვე გავიდა, რაც წამოხვედი ნუთუ ამ დრომდე ვერ გაერკვიე შენ თავში.
– მემგონი ჭკუიდან გადავდივარ…- ამოვიოხრე.
– რას ამბობ?
– ცოტახნის წინ დეა, დავინახე ცხენზე ამხედრებული, როგორ მიაჭენებდა ორი წამით დავხუჭე თვალები და რომ გავახილე აღარ იყო, სად აღარ ვეძებე ვერსად ვერ მივაგენი და მემგონი მაგრად დამერხა.- ამოვიოხრე და სავარძელში ჩავეშვი.

– დაგერხა?- გაიკვირვა.
– ჰო, დამერხა, რადგან შეყვარებული ვარ.- ნერვიულად მოვისრისე შუბლი.
– შეგიყვარდა? ვინ დეა?
– ჰო, დეა, შენი აზრით აქ რატომ ჩამოვედი, მინდოდა მისგან შორს ვყოფილიყავი და მისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. მე მისთვის საფრთხეს წარმოვადგენ და კიდევ დედაჩემის ამბავს ვერ ვივიწყებ. ორ გზას შუა ვარ გაჭედილი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე მინდოდა დამევიწყებინა, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეფიქრება მასზე ღამით სიზმრად მეცხადება ამის გამო ძილი არ მეკარება ახლა კი ცხვირწინ ჩამიქროლა თავისი შავი ცხენით.
– ხომ გეუბნეოდი, შეყვარებული ხარ თქო, მაგრამ ვერ ხვდებოდი ამას ახლა კი მისდამი გრძნობები უფრო გაგიმძაფრდა.
– რა დროს ეგ არის, ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება მე მას გულს ვატკენ მე ის დანიელი აღარ ვარ თანაც არამგონია, მას მოუნდეს ჩემს სიახლოვეს ყოფნა, იმის, შემდეგ რაც ვუთხარი ალბათ ვერ მიტანს.
– შენი პრობლემაც ეგ არის, რომ წარსულში ხარ ჩარჩენილი. დედაშენს არ მოეწონებოდა ასეთი ენახე ძმაო, გთხოვ გონს მოდი იფიქრე ყველაფერზე მე მჯერა, რომ მალე დაბრუნდება ის მხიარული და კეთილი ბიჭი, რომელიც იმალება და კიდეც თუ მართლა გიყვარს ის გოგო, იბრძოლე მისთვის ნუ იფიქრებ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, გულს უსმინე. - ესღა თქვა და წამოდგა.
– მიდიხარ?
– ხო, უნდა დავბრუნდე ხვალ მორიგე ვარ. აბა,შენ იცი იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დამემშვიდობა და წავიდა.

ისევ ჩემ თავთან დავრჩი მარტო, სარკეში ჩემს გამოსახულებას თვალი გავუსწორე და ძველი დანიელისგან აღარაფერი დარჩენილიყო თმები ჩამოზრდილი, გაწეწილი წვერიც მოუწესრიგებელი,თვალებზე შავი უპები და ჩაწითლებული კაპილარები მოჩანდა.თითქოს იქიდან სულ სხვა პიროვნება მიმზერდა. ვეღარ ავიტანე ჩემი თავი და მთელი ძალით დავარტყი მუშტი სარკეს ისიც გასკდა და სულ ნამსხვრევებათ იქცა, თუმცა ტკივილი ვერ ვიგრძენი თითებიდან სისხლმა დაიწყო დენა. ონკანი გამოვაღე და ხელი ცივ წყალს შევუშვირე, შემდეგ ბინტი გადავიხვიე და გარეთ გავედი.

დამძიმებული სულით და გულით ვიდექი ეზოში და წარბ შეკრული გავყურებდი არე მარეს.
იქვე ჩავიმუხლე ნერვიულად ვისმევდი თავზე ხელებს. შინაგანად მღრნიდა ჩემი ეს უძლურება და უსუსურობა.
– რატომ ჩამოვედი საერთოდ თბილისში ბათუმში, რომ დავრჩენილიყავი ახლა ყველაფერი სხვა გვარად იქნებოდა, მაგრამ აი ეს არის რა ეშმაკი, რომ შეგიჯდება და რაღაც სისულელებს გაკეთებინებს.იმ ფრინველს ვგავდი, რომელსაც ფრთები დაამტვრიეს და ახლა ვეღარ დაფრინავს.
გამაკში ჩავწექი და თვალები დავხუჭე ყველაფერზე დავიწყე ფიქრი. მომაგნოდა ყველა ის მომენტები დედასთან გატარებული ახლაც ყურში ჩამესმდა მისი თბილი და მშვიდი ხმა. თვალებს ვახელ ფეხზე ვიჭრები და მთელი სისწრაფით ვიწყებ სიარულს ჯიუტად მივიწწვი წინ მიუხედვად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ბოლომდე გავედი სოფლის შუა გულში სანამ თავი არ ამოვყავი ტაძრის ეზოში. დაღლილი სახით გავყურებდი განათებულ ტაძარს, რომელიც თითქოს მედიდურად მიმზერდა იქიდან გაგულისებულმა შევაღე ეზოს კარები და შიგნით შევედი. ერთ ხანს თვალს არ ვაშორებდი ჩემს წინ მდგომ ეკლესიას, შემდეგ კი ღონე მიხდილი ვეშვები მუხლებზე და ბრაზ მორეული ხმით ამოვიღრიალე.
– რატოოომ?! რატომ მტანჯავ ასე, რატომ გამიმეტე სატანჯველად.- ვღრიალებ ბოლო ხმაზე და მუშტებს მთელი ძალით ვურტყამდი მიწას და ვტირი დიახ, ეს სიმწრის ცრემლებია.
– ხედავ რა დღეში ჩამაგდე? ადამიანად აღარ ვვარგივარ, ფიტულად ვიქეცი, რომელიც აჩრდილივით დაიარება. რატომ მცდი ასე? - ვყვიროდი. ტაძრის კედელს მივეყრდენი თავი მუხლებში ჩავრგე და ვღნაოდი.
დილით შეხებამ გამაღვიძა, თვალებს ვახელ და ჩემს წინ დეას ვხედავ. ისევ იგივე მეორდება, მემგონი მოჩვენებები დამეწყო. გაშტერებული შევყურებდი, რადგან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ გონება მოვიკრიბო მეგონა, რომ გავახელდი გაქრებოდა, მაგრამ ის ჩემ გვერდით იყო.
– ნამდვილი ხარ, არ მეჩვენები?- ჩავილაპარაკე.
– დანიელ, რა გჭირს ნამდვილი ვარ აბა, მოჩვენება კი არ ვარ.
– ანუ, მართლა აქ ხარ და არ მომჩვენებიხარ?
– აქ რას აკეთებ?- მკითხა გეოცებით.
– არაა,ეგ შენი საქმე.- ცივად მივუგე და ფეხზე წამოვდექი. - ჩემგან თავი შორს დაიჭირე.- ვაფრთხილებ და წასვლა დავაპირე.
– რატომ?
– უბრალოდ, რაც გითხარი ის გააკეთე.- სწარფად ვპასუხობ და ვეცლები იქაურობას.
მონდოდა გავცლოდი იქაურობას, თუმცა ცოტაცანში ისიც მეწევა.
– მოიცადე.- ამედევნა უკან.
– რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს დეა, ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს დაგავიწყდა, რაც გითხარი, თუ ასეა
შეგახსენებ.- მკაცრი ხმით მივუგე.

– არაფერიც არ დამვიწყებია, მაგრამ მაშინ გრძნობებს იყავი აყოლილი და დარწმუნებული ვარ რაც თქვი ასე არ ფიქრობ.
– რა მეამიტი ხარ დეა, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ნუ უყურებ და ნუ ენდობი და მათ შორის მეც მე ის ადამიანი არ ვარ ვინც შენ გგონივარ. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ თავი დამანებო.
– რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გაიმეორე, მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები.
– დეა, მე ცუდი ადამიანი ვარ.
– ეგეც ტყუილია.
– ესეიგი ტყუილია, ხომ?- წამოვიძახე და მკლავში მტკივნეულად ჩავავლე ხელი.
– კი.
– რა გინდა დეა, ხომ ხედავ შენს სიახლოვეს აღარ ვარ აღარ ვიჭრები შენს ცხოვრებაში და ახლა შენ შემოიჭერი იქ სადაც არ არის შენი ადგილი.- მივუგე უხეშად და მტკივნეულად მოვუჭირე ხელი.
–დანიელ…გამიშვი მტკივა.- ამოკნავლა და თვალები აუწყლიანდა.
– კიდევ ფიქრობ, რომ მე კარგი ადამიანი ვარ?
–კი…რადგან შენი თვალები სხვა რამეს მიამბობენ.
– ნუ, გადამრიე დეა, რა თვალები? ვერ ხედავ, რომ გტკენ.
– არაუშავს, გამივლის.
– დასწყევლოს ეშმაკმა, ახლა მართლა გავგიჟდები, რა გაგივლის გოგო? მე შენ გულს გტკენ და გატკენ კიდევ ბევრჯერ.
– მერე შენ რატომ გადარდებს ეგ პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ გული მეტკინება, რადგან ასე სამაგიეროს გადამიხდი ხომ ასეა?

უკვე აღარ ვიცოდი ეს გოგო, როგორ ჩამომეცილებინა. რა ღონე მეხმარა. გადავწყვიტე ცოტა შემეშინებინა, ამიტომ უფრო მტკივნეულად ვუჭერ ხელს მკლავში და იქვე მდებარე დანგრეულ შენობასთან ვამწყვდევ კუთხეში და არა ადამიანურად ვიწყებ ყრებას.ლ შევნიშნე, რომ ტკივილისგან სახე შეეცვალა.
_ და..ნი..ელ… - ამოიკნავლა და მის სახეზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა.
– ახლა მე გავიმეორებ შენს სიტყვებს ნუ ცდილობ ჩემს სიახლოვეს ყოფნას და ეცადე ჩემგან თავი შორს დაიჭირო. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი ვართ ის რომ ერთხელ ჩემთან იყავი იმ დღეს ეგ არაფერს ნიშნავს. უხეშად შევუშვი ხელი და წამოვედი.
სახლში მისულს ყველაფერი ძირს მოვისროლე.
– მძულს ჩემი თავი, ასეთი არ ვიყავი, მაგრამ რად მაქცია, ამ ცხოვრებამ ცხოვრება სასტიკია და თავის დროზე არავის ინდობს ამ ქვეყნად გამანადგურა ამ ცხოვრებამ დაღი დაასვა ყველაფერს,რაც კი კარგი იყო. დარდის მოსაკლავად მაცივრიდან ლუდს ვიღებ იქვე ვჯდები და სმას ვიწყებ.

ჩემში ორი პიროვნება იყო ჩასახლებული და აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა. ჩემთვის, რომ ეთქვათ ერთი წლისწინ შენ ყველაფერზე უარს იტყვი და ზურგს აქცევ შენს ცხოვრებას და რწმენას ალბათ სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისად ძლიერი არ ავღმოვჩნდი იმისთვის, რომ არ დავცემულიყავი. ყველა გრძნობა გულის ერთ პატარა კუნჭულში გამოვკეტე და უგრძნობის როლი მოვირგე, თუმცა არც ეს გამომდის. სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელიც მტანჯავდა.
ლუდის ბოთლს ჰაერში ვისვრი გამწარებული და ისიც მიწას ენარცხება.
ჩემთავზე ვბრაზდებოდი, რადგან მე დღეს მის თვალებში შიში დავინახე ყველაზე მეტად ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ახვა გზა, არ დამიტოვა, ჩემგან შორს უნდა იყოს.
უკვე დასაძინებლად ვაპირებდი შესვლას, კარებზე ბრახუნი რომ ატყდა. გამიკვირდა ამ შუა ღამეს ვინ შეიძლება ყოფილიყო. ჭიშკარი გავაღე და კარის ზღურბლზე დეა იდგა თავის ცხენთან ერთად.
– აქ რას აკეთებ?- წარბებ შეყრილი ვეუბნები.
– შენთან მოვედი…
– ნორმალური ხარ შენ? ამ შუა ღამეს აქ რას აკეთებ? ან იმ ყველაფრის, შემდეგ რაც დილით მოხდა მაინც არ მანებებ თავს?
– დილით ცუდად გამოიყურებოდი ამიტომ გამოგყევი უკან, რომ გამეგო როგორ იყავი…
– დეა, წადი!
– არა, არ წავალ.- თქვა და ეზოში შემოვიდა.
მეც უკან ავედევნე და მხარში ჩავალე ხელი.
– გამაგებინე, რას აკეთებ აქ? - ბრაზ მორეული ვეუბნები.
– უბრალოდ ცოტახნით გავჩერდები და წავალ.- თქვა და არე- მარეს მავლო თვალი.
– ღმერთო, რა დღეში ჩაგიგდია, აქაურობა.- წაოიძახა. მას მივუახლოვდი და მინდოდა გამომეყვანა, თუმცა ისე ხდება, რომ ფეხი მიცდება და ორივე გამაკში ვეცემით ჯერ დეა წაიქცა მერე მე გამიყოლა და მის ზემოდან ვექცევი. დაცემისგან სახე დაემანჭა. მინდოდა რაღაც მეთქვა, თუმცა როცა მის ფირუზისფერ თვალებს ვაწყდები ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდნენ. ისეთი უმანკო სახით მიყურებდა ქვემოდან. ჩემი და მისი გულის ცემა ჩამესმოდა ყურში. სუნთქვა გამიხშირდა და თავის შეკავება მიჭირდა ვეღარ ვუძლებდი მის სიახლოვეს,მაგრამ ცდუნებამ მძლია და მე ისევ შევეხე მის მარწყვისფერ და ფაფუკ ტუჩებს მოწყურებული დავეწაფე და ვუკოცნიდი ბაგეებს. ამის მიუხედავად მას რეაქცია არ ქონია, არ შემეწინაღმდეგა ისიც ამყვა კოცნაში, თუმცა ბოლოს ისევ ძველ სახეს ვუბრუნდები და ფეხზე ვიჭრები გაბრაზებული შემდეგ მას ჩავავლე ხელი და წამოვაყენე.
– წადი!- დავუყვირე.
– რა, დანიელ…?
– დეა, წადი გთხოვ.- წამოვიძახე.
–კი,მაგრამ რატომ?
– იმიტომ, რომ მე მინდა ასე, იმიტომ რომ მე ასე არ შემიძლია, ნუხარ ასეთი მეამიტი და გულუბრყვილო და ნუ მენდობი მე არ ვარ ის ვინც შენ გგონია. - ჩაწითლებული თვალებით ვეუბნები, მაგრამ ის მომიახლოვდა სახეზე ხელი დამადო და თვალებში ჩამხედა.
– მე ვიცი, შენ როგორიც ხარ და რაც არ უნდა ამტკიცო, რომ ცუდი ხარ მაინც არ დაგიჯერებ.
– ესეიგი არ გჯერა ხო.ლ?!- ბრაზით მივუგე მისი ხელი უხეშად მოვიშორე და შემდეგ ყველაფერი, რაც ხელში მომხვდა დავამტვრიე.- იცი, ახლა რისი გაკეთება შემიძლია ამ დამსხვრეული შუშით.- ცივი მზერით გავხედე ადა პირ და პირ მისკენ ავიღე გეზი.
– დანიელ, რას აკეთებ?ნუ მაშინებ გთხოვ.- ხმა უთრთოდა და ერთიანად ცახცახებდა.
– მე გაგაფრთხილე. - შეშლილი მზერით გავხედე და უკვე ვუახლოვდებოდი, როდესაც უკან მოუხედავად გაიქცა და კარები მიიჯახუნა. ბოთლის ნამსხვრევს ხელი მოვუჭირე და ხელში ჩამატყდა მისი პატარა ნაწილები კი ხელში შემერსო გამწარებულმა ვისროლე და შევვარდი სახლში.

– საცოდავი ხარ დანიელ, არარაობა ხარ აი რად იქეცი. ყველაზე მეტად ქალის თვალზე ცრემლს ვერ ვიტანდი მე კიდევ დღეს გოგო, ორჯერ ავატირე. დარწმუნებული ვარ ამის, შემდეგ ჩემსკენ აღარც გამოიხედება. ეჭვიც არ შეგეპაროს.

ამ ბოლო დროს სარკე ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა სარკეში ვუყურებ ჩემს ანარეკლს რომელიც ჩამქრალი თვალებით მიმზერდა სახე სიბრაზისგან ალეწილი,შეშილი სახით ,ამღვრეული თვალებით, თითქოს იქიდან სრულიად უცხო პიროვნება მომზერდა. თვალს არ ვაშორებ ჩემ გამოსახულებას, რაც უფრო ვაკვირდებოდი მით უფრო მეშლება ნერვები.

მე დავიკარგე და დავკარგე საკუთარი თავი
გზას ავცდი ვერც წინ მივდივარ და ვერც უკან ვბრუნდები ძალა არ შემწევს შევებრძოლო ჩემს უძლურებას. ნიჟარას ხელი მოვუჭირე სიმწრისგან. ისევ იგივე უკვე მერამდენედ ვამტვრევ სარკეს. მთელი ძალით დავარტყი მუშტი სარკის მინას და ხელში ჩამატყდა მთელი სარკე სისხლით შეიღება. ამით ტკივილს ვაყენებ ჩემ თავს, დიახ, ვტკენ ვსჯი იმის გამო, რომ ასეთი სუსური აღმოჩნდა. იქამდე გავაგრძელებ სანამ გონს არ მოვალ.

საძინებელში გავედი ტანსაცმლიანა გავწექი საწოლზე და ვეცადა დამეძინა ვერ ვისვენებდი შინაგანად მასზე ფიქრები მტანჯავდა. ის ასე ახლოს და ამავ დროულად ისე შორს იყო ჩემგან მიმდა შევეხო, მოვეხვიო, მაგრამ ვერ ვეხები.


სიზმრად დედა მესიზმრა ისეთი დარდიანი და შეწუხწბული ჩანდა აქეთ- იქით იყურებოდა და მე ჩემს სახელს იმეორებდა.
– დანიელ, სად ხარ შვილო?
_ აქ ვარ დედა, ვერ მხედავ ვუყვური გამწარებულო.
– დანიელ, ნუ მანერვიულებ გთხოვ.
– დედა, რა გჭირს ვერ მხედავ?- სასოწარკვეთილმა მივუგე მან კი ბრაზით გამომხედა და მითხრა.
– შენ დანიელი არ ხარ და არც ჩემი შვილი.- წყენით მომიგო.
– რას ამბობ დედა,როგორ თუ არ ვარ ?არ გახსოვარ მე ხომ შენი შვილი ვარ?
– არ ხარ, რადგან ჩემი შვილი ასეთი არ არის მე მისთვის გულცივობა არ მისწავლებია ჩემ წინ ახლა უცხო ადამიანი დგას ჩემი შვილი კი არა.
– დედა, ასე ნუ ლაპარაკობ გთხოვ.
– შენ ყველაფერი დაივიწყე და მეც დამივიწყე რითაც ძალიან მატკინე გული შვილო. შენ ასეთი არ იყავი მაშ რა დაგემართა?
– მე… არ ვიცი გთხოვ მაპატიე დედა.
– მაშინ გაპატიებ, თუ გონს მოხვალ წარსულს აღარ ჩამებღაუჭები და ცხოვრებას გააგრძელებ.
ეს მითხრა და სადღავ გაქრა.
– არა, დედა გთხოვ ისევ არ დამტოვო.. ვყვიროდი.
– დედა! წამოვიძახე და გიჟივით წამოვხტი ოფლიანი და გულ აჩქარებული.
– დედა… მაპატიე, რომ გულს გტკენდი.- ჩავილაპარაკე შემდეგ საწოლიდან წამოვდექი გარეთ გავედი და გამაკში ჩავჯექი.

ეს სიზმარი ამდენი ხნის შემდეგ დედა პირველად მესიზმრა და ისიც ნაწყენი, ახლა ვაცნობიერებ, რომ თურმე რამდენ სისულელეს ჩავდიოდი გპირდები დედი ყველაფერს გამოვასწორებ და აღარ გაწყენინებ. მორჩა დასრულდა გლოვა დროა, ძველი დანიელი დაბრუნდეს. - წარმოვთქვი დამაჯერებლად და ფეხზე წამოვდექი.
პირველ რიგში, რაც უნდა გამეკეთებინა ის იყო, რომ თბილისში უნდა ჩავსულიყავი და დედის საფლავი მომენახულებინა.
კარები გამოვაღე მანქანა გარეთ გავიყვანე და ქალაქისკენ ავიღე გეზი. უკვე გათენებულს ჩავედი ქალაქში გზად ყვავილების დიდი თაიგული ვუყიდე და საფლავზე ავედი. შორიდანაც კი მოჩანდა ქვაზე ამოტვიფრული მისი მომღიმარი სახე.
–მოვედი,დედა.- ჩავილაპარაკე და ყვავილების თაიგული ქვასთან ახლოს დავუდე.- მაპატიე, რომ ამდენი განერვიულე გთხოვ აპატიე შენს უგნურ შვილს ეს ურჩობა, გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ დედი ვიცი ზევიდან მიყურებ და ბედნიერი ხარ, იმით რომ აქ ვარ და გესაუბრები. გპირდები დედა შემდეგ ჯერზე დეასთან ერთად მოვალ ამჯერად უკვე მართლა ერთად ვიქნებით. ცოტახანი გავჩერდი და მერე ლაშასთან ავედი. მათ სიხარულს ცალაკე საზღვარი არ ქონდათ.
– დანიელ, ძმაო, შენ დაბრუნდი?- წამოიძახა გახარებულმა და მომეხვია.
– დავბრუნდი და დავაბრუნე ის დანიელი, რომელიც ყველას ენატრებოდა.
– მართლა? როგორც იქნა გონს მოხვედი..
– ხო.
– და რამ შეგიცვალა აზრი?
– დედაჩემი გამომეცხადა სიზმარში ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დრო იყო. იქიდან პირდაპირ აქ წამოვედი და საფლავზე ავედი.
– ძალიან კარგად მოქცეულხარ. ვამაყობ შენით. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდი. ახლა რას აპირებ?
– ყველაფერს.
– ყველაფერს?
– ჰო, ყველაფერს დავუბრუნდები ჩემს ჩვეულ ცხოვრებას და… - ამაზე ჩავფიქრდი.
– და?
– და ვიბრძოლებ ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად.
– აი ეს უკვე მომწონს. შემიძლია, ამაყად წარმოვთქვა ის რომ დანიელი დაბრუნდა.

ოთახში ავედი შხაპი მივიღე გამოვიცვალე შემდეგ სალონში წავედი და თმა და წვერი მოვიწესრიგე. მერე კი ტაძარში გავიარე. მივდიოდი, მაგრამ ფეხი უკან მრჩებოდა ვერ ვბედავდი იქ შესვლას ძალა მოვიკრიბე და შევედი სანთელი დავანთე და მუხლებზე დავეცი.
– მაპატიე..მაპატიე, რომ ზურგი გაქციე აპატიე შენს უძღებ შვილს. ვიმეორებდი გულში, ამ დროს კი ტაძარში მამა გიორგი შემოვიდა.
– დანიელ, ნუთუ ეს შენ ხარ შვილო?
– მე ვარ მამო.- მივუგე დარცხვენილმა.
– ღმერთო, როგორ გამახარე.
– მამაო, მე შევცოდე უფლის წინაშე.
– უცოდველი არავინ არის შვილო.
– მაგრამ მე გავუჯავრდი უფალს იმის მაგივრად, რომ მემოქმედა და მებრძოლა მხდალივით გავექეცი პრობლემებს და იმის მაგივრად მომეგვარებინა ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში და ზურგი ვაქციე ყველას და ყველაფერს. მათ შორის უფალსაც.
_ ის რომ ნანობ და აღიარებ შენს შეცდომებს ეს უკვე დიდ სულოვნება და წინ გადადგმული ნაბიჯია.- გამიღიმა.- თუ გახსოვს რატომ განურისხდა უფალი ადამს და ევას?
– იმიტომ, რომ არ შეინანეს მამაო.
– ზუსტად შენ რომ არ შეგენანა და არ გამოსწორწბულიყავი მაშინ არ მოგიტევდა უგალი. უფალმა ყველაფერი წინასწარ იცის. ეს განსაცდელიც მისი დაშვებით დაგატყდა თავს შვილო ეს შენც კარგად იცი. ამით შენი რწმენა და ნებისყოფა გამოსცადა.
– მაგრამ მე ვერ მივიღე.
– განსაცდელის მოსვლა არავის უხარია, მაგრამ მთვარი ის არის, რომ ამ სირთულებიიდან გამოსავალი იპოვო, თან ისე რომ არ დაეცე და თუ დაეცი ფეხზე წამოდგე. შენ სწორედ ასე მოიქევი დაეცი, მაგრამ წამოდექი ფეხზე უფრო გაძლიერებული.
– მომეტევება?
– უკვე, მოგიტევა, ასე რომ მშვიდად იყავი ყველაფერი უფლის ნებაა შვილო და უფალი არ დაივიწყო არც დარდში და არც სიხარულში. - დამლოცა მამაომ.

დამშვიდებული გულით წამოვედი იქიდან ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რას მოველი და რისი გაკეთება მინდა, ამ ცხოვრებაში.


– აქ აპირებ დარჩენას?- მკითხა ლაშამ.
_ პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და როგორც კი მოვაგვარებ სოფელში დავბრუმდები.
– სოფელში რისთვის?- გაიკვირვა ლაშამ.
– დეას გამო.. - ამოვთქვი
– დეა, იქ არის?
_ კი, ძმაო არ მომჩვენებია, იმ დღეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემთან იყო მოსული ოღონდ არ ვიცი რატომ? საშინლად მოვექეცი და მინდა ეს გამოვასწორო.
– უხ, აი მესმის შემართება აი ეს უკვე ჩემი ძმაა.- ომახიანად წამოიძახა.- იმედია მალე გავიგებ კარგ ამბავს შენგან.- თვალი ჩამიკრა.
– იმედია. ჩემი შავი პანტერა მომენატრა სად არის?- ვკითხე ლაშას.
_ ავტო ფარეღშია. მას შემდეგ რაც პროფილაქტიკიდან გამოვიყვანე იქ დგას და პატრონის დაბრუნებას ელოდება.
რაც საჭირო იყო ჩავალაგე ჩანთაში და მანქანის გამოსაყვანად წავედი.
იქ მისულს თავისი მკაცრი მზერით შემეგება.
კარები გამოვაღე ჩანთა უკანა სავარძელზე მოვათავსე ძრავი ავამუშავე გარეთ გამოვიყვანე გაზს მივაჭირე რისგამოც მოტორმა იჭექა და მთელი სისწრაფით ვწყდები ადგილს.


ცხოვრებაში რაც არ უნდა გამოიარო რა სირთულე და განსაცდელიც არ უნდა შეგვხდეს მთავარია, იქიდან გამოსვლა შეძლო. მე ეს შევძელი. შავი სათვალეები მოვირგე და სოფლისკენ გავემართე რადიოში მუსიკები მქონდა ჩართული დროის გასაყვანად საუკეთესო საშვალება იყო.
როდესაც მიზნად რაღაცას დაისახავ უკან არაფრის დიდებით არ დაიხიო. იბრძოლე და მიზანს აუცილებლად მიაღწევ. გვიან ღამით ჩავედი სოფელში მანქანა იქვე ხისძირში გავაჩერე და ეზოში შევედი ამ ჯერად ამ სახლში სხვა განწყობით მოვედი. მთელი ღამე არ დამიძინია, რადგან ოთახები მივალაგე. არ გაგიკვირდეთ მე საოჯახო საქმეებიც მეხერხება ჰაჰა. ყველაფერს, რომ მოვრჩი ყავა გავიკეთე და გამაკში ჩავეშვი რა უცნაურია არა? სულ რაღაც ორი დღისწინ ამ სახლში საშინლად ვიქცეოდი ახლა კი, უკვე სხვა დანიელია აქ.
მე გადავწყვიტე დღევანდელობით მეცხოვრა, როგორც უფალი ამბობს: ნუ იფიქრებთ იმაზე თუ ხვალ რა ვჭამოთ ან რა ჩავიცვათ ნურც მომავალზე იფიქრებთ ბევრს. რადგან ხვალინელი დღე თავად იზრუნებს თქვენზე.

საღამო ხანს გადავწყვიტე მინდორში გამესეირნა, როგორც ვიცი აქვე პატარა მდინარეა და ვიფიქრე წავალ ვიბანავებ- თქო სადღაც ოც წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, მაგრამ ხმაური შემომესმა ცოტა ახლოს მივედი და თურმე დეა ბანაობდა თავის ცხენთან ერთად ტბაში. უფრო სწორად, რომ ვთქვა ცხენზე იყო შემომჯდარი შუა გულ ტბაში იყო შესული და ცხენს აგრილებდა. გამეღიმა საოცრად ლამაზი სანახავი იყო.
ვიფიქრე ხელს არ შევუშლი- თქო და ის იყო წასვლა დავაპირე, როდესაც კივილის ხმა შემომესმა. დაუფიქრებლად მივირბინე და ადგილზე გავშრი, როდესაც დავინახე გველილი, როგორ მიცოცავდა მათკენ ერთი წამით მივბრუნდი, რამე რომ ამეღო მოსაკლავად, მაგრამ ვერ მოვასწარი გველმა ცხენს უკბინა და წავიდა ცხენმა კი გამწარებული ამოიჭიხვინა და უღონოდ დაეცა.
– ქარიშხალაა!- დაიყვირა დეამ და ჩაიმუხლა ცხენს თავზე ეფერებოდა.
– როგორ არის?- ვკითხე, როცა მივუახლოვდი.
– ცუდად არის, სასწრაფოდ ვეტერინართან უნდა გადავიყვანოთ.- სლუკუნებდა ცხენი დრო და დრო თავს წამოწევდა და ფრუტუნებდა.
–გთხოვ, სასწრაფოდ ამ მისამართზე წადი და რეზო ჩხაიძე იკითხე ის არის ამ სოფლის ვეტერინარი.
– კარგი, ახლავე წავალ და მოვიყვან ექიმს არ ინერვიულო ყველაფერიკარგად იქნება.
სწრაფად წამოვედი და ვეტ ექიმი მოვძევბნე ყველაფერი ვუამბე და წავიყვანე მდინარეზე სპეციალური მანქანით მივედით.
– აქ არიან.- მივუგე მე.
–დეა,შვილო როგორ არის?
– რეზო, ბიძია ,გთხოვთ რამე იღონეთ გველმა უკბინა.
–დამშვიდდი, კარგად იქნება.
სახლში გადავიყვანეთ და თავლაში დავაწვინეთ
ექიმმა გასინჯვა დაიწყო. პირველ რიგში დააძინა და მერე საქმეს შეუდგა.
– დეა, გარეთ მოიცადე შენ აქ ნუ გაჩერდებით.
– კარგი.


ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ცხენს შხამი ამოუღეს და შრატი გაუკეთეს,მაგრამ
მთელი ღამე უნდა დავაკვირდეთ რომ ცუდად არ გახდეს. დეა შიგნით შევიდა და მის გვერდით მოკალათდა.
– კარგად იქნები ჩემო ბიჭო, მალე ისევ იჯირითებ.- ელაპარაკებოდა და თან სლუკუნებდა ისიც ამოიფრუტუნებდა შიგა და შიგ და ამოხედავდა. მათი შემყურე ღიმილი მეფინებოდა სახეზე.
– როგორც ჩანს ცხოველები ძალიან გიყვარს?
– კი, განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები, რადგან უანგარო სიყვარული და ერთგულება იციან.
– ძაღლები მეც მიყვარს ადრე მყავდა ჰასკი მაქსი ერქვა მის, შემდეგ აღარ ამიყვანია მეტი.
– მართლა? მეც მყავს ჰასკი. ჰასკის ჯიში ძალიან მიყვარს, რადგან გამოირჩევიან თავიანთი ვიზუალით და ხასიათით.- აღტაცებით საუბრობდა.





*****



ცხოვრება უცნაურობებით არის სავსე და არავინ ვიცით ვის რა მოგველის ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ჩვენს ცხოვრებას და ვერც დავგეგმავთ არც არაფერი მქონდა დაგეგმილი სოფელში ისე ჩავედი დასასვენებლად. რას წარმოვიდგენდი, თუ იქაც ჩაჩავას გადავეყრებოდი წესით მასზე გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც ეკლესიის ეზოში დავინახე სრულიად შეცვლილი და გაუბედურებული გულმა ვერ გამიძლო და მასთან მივედი არც ვიცი რატომ მინდოდა მასთან სიახლოვე ის ყველაფერი, რაც ამ მოკლე დროში თავს გადამხდა მეცინება ამ ყველაფერზე.
მდინარის პირას ვიჯექი ჩაფიქრებული და ჰორიზონტს გავყურებდი ყველაფერზე ვფიქრობდი აქ ჩამოსულს თითქოს დამავიყწდა ანონიმური მუქარები ტელეფონიც გავთიშე, რადგან ვერ მოეგნო ჩემთვის დღეს კი მომიწია ჩართვა, რადგან სახლში დამერეკა როგორც კი ჩავრთე ისევ დამხვდა ანონიმური ნომრიდან შემოსული შეტყობინება.
,, გგონია, თუ შორს წახვალ და ტელეფონს გათიშავ ვერ მოგაგნებ? თუ ასეა, იმედი უნდა გაგიცრუო, რადგან მე შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი. “ ეკრანს დავხედე და კვლავ ვაგრძელებ მის სიტყვებს კითხვას. სიმწრიგან მეტირება და ნერვიულად ვცახცახებ მეტი აღარ შემიძლია დავიღალე ამდენი მუქარებით. გავიფიქრე და ჯერ ტელეფონი მოვისროლე შემდეგ კი მდინარის სიღრმეში გავცურე და ჩავყვინთე.
ვიღაცის ხმა ჩამესმოდა თვალები ოდნავ გავახილე და წამიერად მოვკარი თვალი დანიელის შეშინებულ სახეს. ცოტახანში პირიდან წყალი ამოვახველე უღონდ ავხედე შეშინებილი თვალებით მომზირალ დანიელს.
– მადლობა, ღმერთს გონს მოხვედი. რამ გაფიქრებინა რომ ეს სისულელე ჩაგედინა?!- წარბებ შეყრილმა მომიგო.
– მე… - ამოვიტირე.
– რა მოხდა დეა, რა დაგემართა?
– მე… ასე აღარ შემიძლია, დავიღალე მუქარებით ვიფიქრე სანამ ის დამასწრებს და მომკლავს მე თვითონ დავუსმევ ყველაფერს წერტილს- თქო.
– ისევ ის გაშანტაჟებს?- კბილებში გამოსცრა.
– ჰო… მან კი გულში ჩამიკრა.
– ნუ გეშინია , მე არ დავუშვებ, რომ რამე დაგიშავოს. აქამდეც უნდა მომეგვარებინა ეს საქმე, მაგრამ ახლა ქვესკნელშიც, რომ მომიხდეს ჩასვლა და მოძებნა ჩავალ და აუილებლად ვიპოვი.
– რატომ აკეთებ ამას?- ინტერესით შევანათე თვალები.
– ეს რა შეკითხვაა, დეა. ამას ორი მიზეზის გამო ვაკეთებ მინდა დედაჩემის გამო პასუხი აგოს და მეორე იმიტომ, რომ გავიგოთ ვინ აკეთებს ამას. - დამყურებდა ზემოდან თავის მუქი შოკოლადისფერ თვალებით , წარბები შეეყარა და ხელს არ მიშვებდა ჩაბღაჭებული ვყავდი ისე თითქოს სადმე ვაპირებდი წასვლას, თუმცა ხომ ვაპირებდი ცოტაცნისწინ.
– იცოდე ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო, თორემ ძალიან გავბრაზდები!- გამაფრთხილა.
– კარგი…
– როდის ბრუნდები ქალაქში?
– არ ვიცი ალბათ კვირის ბოლოს, რა იყო?
– არაფერი, მაშინ ერთად წავიდეთ.
– რაა?- წამოვხტი.
– შენთან ერთად არსად არ ვაპირებ წასვლას.
– თუ ასე არ მოგწონს ჩემი სიახლოვე რატომ დამდევდი მაშინ და არ მიდოდი ან ახლა რატომ ხარ ისევ ჩემს მკლავებში?- ნიშნის მოგებით მომიგო. მაშინვე ხელი ვკარი და წამოხტი.
– იდიოტი ხარ.- მივაძახე გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას, თუმცა წამომეწია ეს ვაჟბატონი და შემაჩერა.
– ყოველთვის, როდესაც რაღაც ისეთს გეუბნები რატომ გარბიხარ გამაგებინე?- სიცილ ნარევი ხმით მომიგო.
– აბა, რა ვქნა ტაში დაგიკრა ნერვებს, რომ მიშლი?- მოჭუტული თვალებით გავხედე.
– იმ ბავშვივით იქცევი, რომელიც დატუქსეს და გაბუტილი გარბის.- ცალი წარბი ზემოთ აზიდა და ცალყბად ჩაიცინა.
– შემეშვი რა, შენი ნერვები არ მაქვს.- მობეზრებით მივუგე შემდეგ დავუშტვინე, რომ ქარიშხალა მოსულიყო.
ისიც მაშინვე გამოემართა ჩემკენ ჭიხვინით ერთი ამოიფრუტუნა და ჩემ წინ გაჩერდა.
–კარგი, ბიჭი ხარ.- ცხვირზე მოვეფერე დავინახე, როგორ მომიახლოვდა დანიელი და ქარიშხალამ, როგორ ამოიფრუტუნა და ახლოს არ მოუშვა.
– ხედავ,ცხენასაც კი არ მოსწონხარ.- ჩავიფხუკუნე.
– არაუშავს, ჯერ პატრონს გავხედნი და მოვარჯულებ და შემდეგ ცხენს.- ჩაილაპარაკა.
– რა თქვი?- ეჭვის თვალით გავხედე.
– რა ვთქვი?- ვითომაც არაფერი ისე მომიგო.
_ გაიმეორე წეღან, რაც თქვი?
– რა ვთქვი და არაუშავს, როგორმე გავხედნი თქო.- ამაზე გულინად გადავიხარხარე.
– რა თქვი? გახედნი? ვის ქარიშხალას?
–კი.
– და გგონია, ასე ადვილია მისი გახედნა?- ნიშნის მოგებით ვეუბნები.
– შეუძლებელი არაფერია.
– მართლა? ქარიშხალა ჩემს გარდა არავის იკარებს არც ჩემ ძმას და არც მამაჩემს, როგორც კი ახლოს მიდიან მასთან მაშინვე ღიზიანდება და უკან აგდებს. ისე რომ იცოდე, ქარიშხალა გაუხედნავია, მე მას არ ვტვირთავ და არ ვაწვალებ არც უნაგირს ვუკეთებ და არც სხვა საშვლებებს.
– აბა, როგორ ჯირითობ?- გაკვირვებით მომიგო.
– როცა, სადმე გასეირნება მინდა უბრალოდ ვჯდები მასზე და ვჯირითობ სრულიად თავისუფლად მე მას ვენდობი და ის მე. ამდენი ხნის მანძილზე არასოდეს არ გადმოვვარდნილვარ ცხენიდან, მხოლოდ მე მეგუება და ჩერდება ჩემთან.
– საინტერესოა, ისე ძალიან განსხვავებული ცხენია.
– სწორედ ამიტომ არის გამორჩეული ველური ცხენების შესახებ, თუ გაგიგია რამე?
– არა.
– კარგი, მოკლედ ქარიშხალა, წარმოშობით არის ჩრდილოეთ ამერიკიდან კერძოდ პრერიებში ბინადრობენ მუსტანგები ეს ცხენები თავისუფალ ცხოვრებას არიან მიჩვეუელები. არ უყვართ, როცა რაიმეს აძალებენ ამიტომაც მე ბავშვობიდან ვიცნობ ქარიშხალას და ის მიხვდა, რომ მე მას არ ვაწვალებ და არ ვაიძულებ არაფერს. - დავასრულე ჩემი მნოლოგი და ცხენს შემოვახტი ერთი მოვუთათუნე კისერზე და ისიც უმალვე წყდება ადგილიდან.
სახლში მისულს ეზოში ჯინა შემომგება, ცოტა წავეთამაშე და სახლში შევედი მისაღებ ოთახში ერეკლე, სესილი, ნინია და ონისე დამხდნენ.
– ოჰო, მთელს საზოგადოებას აქ მოუყრია თავი.- წამოვიძახე და მათ მიუახლოვდი.
– აბა, შენ ყველა დაგვივიწყე კვირაზე მეტია აქ ხარ და ერთი არ დაგვირეკავ.- საყვედურებით ამავსო სესილიმ.
– კარგი, რა ხომ იცი არა, არ მიყვარს ეს მიმოწერები ტელეფონზე საუბრები.
– აბა, მაშინ რისთვის გაქვს ტელეფონი, თუ არ ხმარობ?
– მჭირდება, როცა საქმე მაქვს და აუცილებლია.
– კარგი, კარგი ნუ ბრაზობ, რომ ვიცით შენი ამბავი ამიტომაც გადავწყვიტეთ სიურპრიზის მოწყობა.- ამიხსნა ერეკლმ.
– ძალიან გამახარეთ- მოვეხვიე ყველას.- კარგი წავალ მოვწესრიგდები და მოვალ. ოთახში ავირბინე კარადიდან მშრალი ტანის სამოსი ამოვიღე ჯინსის შორტები და ტოპი გადავიცვი თები კუდად შევიკარი და მისაღებ ოთახში ჩავედი.
– აბა, მოყევი რა ხდება აქ ალბათ მთელი დღე ქარიშხალთან ერთად დაქრიხარ არა?- მკითხა ერეკლემ.
– კი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ დადიოდა.
– რატომ?
– გველმა უკბინა, ისე შემაშინა მეგონა ვერ გადარჩებოდა მადლობა ღმერთს იქვე ახლოს დანიელი იყო და ძალიან დაგვეხმარა…
– დანიელი?!- მოჭუტული თვალებით გამომხედა ერეკლემ.- რომელი დანიელი?
–ჰო… დანიელი, უფროსწორად დანიელ ჩაჩავა, სტიქაროსანია, ჩვენს ტაძარში უცნაურად დაემთხვა, მაგრამ ისიც ამ სოფელში ისვენებს.
– სახელი და გვარი მეცნობა, უნდა ვნახო ერთი ვინ არის ეს დანიელი.
– არ გინდა დაპატიჯე აქ ჩვენც გავიცნოთ ეგ შენი დანიელი..- დამცინა ონისემ
– შენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებს. არაფერი ჩემი არა არის უბრალოდ ვიცნობ და ეგ არის.
– ეჭვიც არ მეპარება აბა ისე შენ ვინ გაგიძლებს.- გამაჯავრა და ენა გამომოყო ონისემ
– ონისე!- შევუღრინე.
– კაი, ჩუმად ვარ.- თქვა და სავარძელზე ჩამოჯდა.
– არ არის პრობლემა, თუ ასე გაინტერებთ დავუძახებ და მოვა.- მივუგე მე
– და როგორ დაუძახებ იცი სად ცხოვრობს?- მკითხა სესილიმ
– მივაგნებ, როგორმე.- ჩავილაპარაკე.
– მოკლედ რა ჯიუტია ეს გოგო, ამას ისეთი ბიჭი უნდა ვუნახოთ, რომელიც მასზე უარესი იქნება და შეძლებს მის მორჯულებას.- უთხრა ერეკლეს სესილიმ.
ამ სიტყვებზე დანიელი მახსენდება მანაც ზუსტად იგივე სიტყვები თქვა.
უეცრად ჯინას ყეფის ხმა შემომესმა და მეც გარეთ გავედი, რომ გამეგო რატომ ყეფდა ეზოში კი დანიელი შემრჩა ხელში.
– შენ აქ რას აკეთებ?!- ვუთხარი, როდესაც მას მივუახლოვდი.
– მდინარეზე აი ეს დაგრჩა.- ხელებში კეპი შემომაჩეჩა.
– კარგი, მადლობა შეგიძლია წახვიდე.- მინდოდა დროზე წასულიყო, რომ ჩემებს არ დაენახათ, მაგრამ ვერ მოვასწარი.
– დეა, რა ხდება ვინ არის?- იკითხა ერეკლემ და კარებისკენ წამოვიდა.
– შენ?- სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ჩემი ძმა.- შენ აქ საიდან?
– ერეკლე,როგორ ხარ?- წამოიძახა და გადაეხვია. მე კი პირ დაღებული ვუყურებდი ამ ორს, რომელებიც კაი ძველი ძმაკაცებივით შეხვდნენ ერთმანეთს.
– ვინმე მეტყვის აქ რა ხდება, საიდან იცნობთ ერთმანეთს?
– მოდი შევიდეთ სახლში და გაიგებ ყველაფერს.
– მე წავალ არ მინდა თქვენი შეწუხება.
– რა შეწუხებაა, წამოდი ძმაო იმ ამბის შემდეგ შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ გიპოვე.
– ხო, მე ბათუმიდან ვარ იქ ვცხოვრობდი, შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
– გასაგებია.
სახლში შევედით და დანარჩენებიც გააცნო ერეკლემ.
– გაიცანით ეს დანიელია,დანიელ ესენი ჩვენი მეგობრები არიან უფროსეოწორად დეას მეგობრები: სესილი, ონისე და ნინია.
– სასიამოვნოა.- მკრთლად გაუღიმა ყველას და ხელი ჩამოართვა.
– ეს ის დანიელი ხომ არ არის შემთხვევით, რომელმაც ქარიშხალა, გადაარჩინა?- ეშმაკურად გადმომხედა სესილიმ.
– რა მიხვედრილი ხარ.- თვალები ავატრიალე და წარბებ შეხილი ჩამოვჯექი სავარძელზე გაურკვევლობაში ვიყავი ვერ გამეგო რა საერთო ქონდათ ამ ორს ერთმანეთსთთან.
აწარბებ შეხრილი და ხელებ გადაჯვარედინებული ვიჯექი. უეცრად ვიღაცამ ლოყაზე მოფჩქვნიტა და ეს ვიღაც ონისე იყო.
– ონისე!- შევუღრინე.
– რა იყო გოგო, რა სახე გაქვს?- გამეკრიჭა.- გამხიარულდი ცოტა.
– მშვენივრად ვარ რა გინდა?- მივუგე.
– ჰო, როგორ არა. - გადაიხარხარა მინდოდა, ბალიში მესროლა მისთვის, მაგრამ გაიქცა.
– ბოლო ბოლო, გამარკვევს ვინმე რა ხდება?-მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე და ყველამ მე შემომხედა, როდესაც ერეკლემ ჩემი სახე დაინახა მიხვდა, რომ გაბრაზებული ვიყავი.
– აგიხსნით, მაგრამ არამგონია ამ ამბავის გახსენება გინდოდეს…- ჩაილაპარაკა.
_ რა ამბავი?
_ ავარიაში, რომ მოყევი ხომ გახსოვს?
– მაგას რა დამავიწყებს…
– ხოდა ის ადამიანი ვინც გადაგარჩინა და საავადმყოდოში მოგიყვანა დანიელი იყო.
– რაა?- შევიცხადე.
– კი, მას უნდა უმადლოდე დღეს, რომ ცოცხალი ხარ და აქ ხარ.- სევდიანად გამიღიმა ერეკლემ.
თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
– მე ახლავე მოვალ.- ვაფრთხილებ მათ და გარეთ გავდივარ. გარეთ გავდივარ და ჰაერის ნაკადს ღრმად ვისუნთქავ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო.
– მამაოს სუტყვები მაგონდება.
“ შვილო ის ხმა, რომელმაც გაგაჩერა შენი მფარველი ანგელოზი უნდა იყოსო,, ისიც კი მითხრა დრო, რომ მოვა თავად გაიგებ ყველაფერსო,, ყველაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებ და ის ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე მიხსნის განსაცდელისგან დანიელია. დღესაც მან გადამარჩინა. ეს როგორ შეიძლება ასე იყოს არ ვიცი? - თავს ვერ ვიკავებ და ტირილს ვიწყებ. ღმერთო ეს რას ნიშნავს? რატომ არის ეს ადამიანი სულ იქ სადაც მე ვარ გამაგებინე?- წამოვიძახე.
– ვისზე ამბობ, შემთხვევით ჩემზე ხომ არა?- უკნიდან მისი ხმა შემომესმა და შევხტი, შემდეგ მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა ადგომა მინდოდა და წასვლა, მაგრამ მტევანზე ჩამავლო ხელი და უკან დამსვა.
– არ მეტყვი? - ამღვრეული თვალებით შემომხედა.
– სათქმელი არაფერი მაქვს…- ჩავილაპარაკე.- მე რომ არ გითხრა ეგ შენც კარგად იცი.
– მე მინდა, რომ შენგან გავიგო.
– დანიელ!
– დეა!- ისიც არ მეშვებოდა. - შენ თუ ჯიუტი ხარ მე შენზე უარესი ჯიუტი ვარ ასე რომ არ მოგეშვები სანამ არ მეტყვი.
– თავს არ დამანებ არა?
– არა.- მომიჭრა მოკლედ.
– კარგი, ხო შენზე ვამბობდი,შენ არ მანებებ თავს და სადაც მე ვარ იქ ჩნდები, რომ ვამბობ მოგზავნილი ხარ- თქო არ გჯერა და ჰა.
– მე კი გეტყვი, რომ ეს სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს პატარა ქალბატონო.- თვალი ჩამიკრა უფრო ახლოს მოიწია და თვალებში ჩამაშტერდა ისევ კოცნას აპირებდა, მაგრამ ვერ მივართვი ხელი ვკარი.
– აბა, აბა ძალიან ხომ არ გამითამამდი.- შევუბღვირე.
– რა ვიცი, წინაზე პრეტენზია არ გქონდა.- ნიშნის მოგებით მომიგო.
– ჩემი ბრალი იყო, მაგრამ მეტი აღარ განმეორდება.- ვეუბნები და მივდივარ.
– ვნახოთ, როდემდე შეძლებ თავის არიდებას.


სახლში შევედი და ვეცადე არაფერი შემემჩნია. სიცილის და ძამამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა გარეთ. მეც შევედი და ერეკლეს მივუჯექი გვერდით.
– როგორ მომენატრე ეკო..- ამოვთქვი.
– მეც ჩემო, ბაჭიავ.- ლოყაზე მიფჩვნიტა.
– აუ, კარგით რა ნუ იცით ხოლმე ეს ლოყაზე ჩქვნეტა პატარა კი აღარ ვარ ეს ამბავი, რომ არა ახლა იურისტი დაა გეყოლებოდა.- ნერვებ მოშლილმა მივუგე და დავსევდიანდი. ამ დროს ჩაჩავაც შემოვიდა.
– ისე, მართლა მიკვირს შენი ამდენი წლის ოცნება, როგორ გადადე გვერდზე.- ნაღვლიანი ხმით მომიგო, სესილიმ.
– იმ დროს ეს მიმაჩმდა სწორედ, რადგან არ მქონდა სწავლის სურვილი ეგ კი არა, არაფერი აღარ მაინტერესებდა.
– და ახლა?- მკითხა ნინიამ.
– ახლა, არ ვიცი სამომავლოდ მაქვს რაღაც გეგმები,მაგრამ უფალს მივანდობ ყველაფერს, როგორც ის ჩათვლის ჩემთვის საჭიროდ ისე მოვიქცევი.
– იმ ამბის, შემდეგ უფრო მეტად შეხვედი რწმენაში?- მკითხა ონისემ.
– კი, იმ ამბის შემდეგ, ერთმა ახლობელმა მიმიყვანა და სწორედ იქ მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე დიდი ძალისხმევის, შემდეგ დავძლიე დეპრესია და შევიძინე მამაც და მეგობარიც. მამა გიორგი ის ჩემი სულიერი მოძღვარი და მეგობარი გახდა, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის.
– მიხარია, შენი ეს ცვლილება, შენ იმსახურებ ბედნიერებას და დარწმუნებული ვარ სამყაროს კიდევ აქვს შენთვის უფრო დიდი საჩუქარი.- ღიმილით მომიგო სესილიმ შემდეგ კი გამოექანა და მომეხვია.
– მადლობა. - თვალები ამიწყლიანდა.
ამ დროის მანძილზე დანიელი ჩუმად გვადევნებდა თვალს.
– დანიელ, შენ რა ჩუმად ზიხარ?- სიცილით კითხა ონისემ. - კარგი, მოდით ნუღარ გავიხსენებთ ცუდ დღეებს. დეა, მე და სესილის შენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი.
– მართლა?
– კი..- თქვა და სესილის ჩაკიდა ხელი.
–გისმენთ?- მოუთმენლად ვკითხე.
– გუშინ ამ ქალბატონს ხელი ვთხოვე და მინდა გითხრა, რომ დღეიდან არა მარტო შენი მეგობარი ვარ,არამედ შენი სასიძოც. - გამეკრიჭა ონისე.
– რაა? მართლა?- წამოვიძახე შემდეგ კი ორივეს ერთად მოვეხვიე.- რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ. - გული ამიჩუყდა.
– მადლობა.
– როგორ დაითანხმე?- გაკვირვებით ვკითხე.
– სხვა რა გზა, ქონდა.- თვალი ჩამიკრა და გაიცინა.
– შენც მალე გეწვიოს ეს ბედნიერება.- მითხრა სესილიმ.
– აბა, აბა ჩემს დას ასე მარტივად არავის დავუთმობ.- ვითომ მკაცრი ხმით თქვა.
– არა, მე არ ვთხოვდები ჩემს ძმას არ დავტოვებ. - მოვეხვიე ეკოს.
– მაშინ დარჩენილხარ შინაბერა და ეგ არის.- გაიცინა ნინიამ.
– ასე, წინასწარ ვერაფერს დავგეგმავთ, რადგან არავინ ვიცით რას გვიმზადებს ეს სამყარო.- ჩაერთო დანიელიც.
– ეგეც მართალია, ოღონდ ეს გათხოვდეს და მომშორდეს მეტი არაფერი მინდა.
– რაა?! ანუ გინდა, რომ მოგშორდე?!- დოინჯ შემორტყულმა მივუგე
– კარგი, კარგი ვიხუმრე პატარა ბავშვივით ნუ იცი, ხოლმე გაბუტვა.- გაეცინა
– გაგაპატარა ბავშვებ მე შენ.- ვუთხარი და თავში წამოვარტყი.
– დანიელ, არ გინდა შენს შესახებ გვიამბო.- მოულოდნელად წამოიძახა ონისემ.- ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ დეა, შენ გადაარჩინე და როგორც დეასგან ვიცით სტიქაროსანიც ხარ.
– კარგი, მოდით გაგეცნობით მაშინ, როგორც უკვე იცით დანიელი ვარ ჩაჩავა 30 წლის ვცხოვრობდი დედასთან ერთად ბათუმში იქ რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან დღემდე ვმოღვაწეობდი ეკლესიაში და სტიქაროსანი ვიყავი დედაჩემმა, ბავშვობიდან ჩამინერგა უფლის სიყვარული და რწმენა თავადაც მორწმუნე იყო. ამის გარდა პროფესიით მუსიკოსი ვარ ვქმნი მუსიკას და სიმღერებს და ჩემი ბენდი მყავს რითაც გავდიოდით ტურნირებზე და კონცერტებს ვატარებდით.
– რა საინტერესოა, თურმე როგორი შემოქმედებითი ყოფილხარ.- გაეცინა სესილის და თან შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა. ამას მართლა მოხვდება.
–კიდევ რით გაგვაოცებთ ბატონო, დანიელ? - იკითხა ინტერესით.
–ჰმ, კიდევ ექსტრიმის მოყვარულიც ვარ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საქმეა, თუმცა ჰობად მაქვს და როცა მინდა ადრენალინი შევივრძნო ვიღებ მონაწიელობას, რბოლებში.
– ვაუ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.
– რას?- გაიკვირვა დანიელმა.
– რას და შენც თუ გიყვარდა ეს სპორტი.
– და კიდევ ვის უყვარს?
– ვის? აგერ გენაცვალე წინ გიზის ორი გადარეული და-ძმა, რომლებიც გიჟდებიან ამ სპორტზე.- გაეცინა სესილის.- ერეკლე ყოფილი მრბოლელია, შემდეგ კი თავის დას ასწავლა შუმახერობა.
– მართლა?
– კი,სანამ ავარიაში მოყვებოდა, რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.
– ხო, მოვიგე და მერე ერთმა დეგენერატმა ნერვები მომიშალა.
– შანსი არ არის?- წამოიძახა.
– რა ხდება?- იკითხა გაკვირვებით ერეკლემ.
– რა და იმ დღეს მეც ვმონაწილეობდი და შემდეგ ერთმა ქაჯმა ნიღბიანმა მომიგო.- ნიშნის მოგებით დასძინა.
– არ მითხრა, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც ჩაფხუტის მოხსნა მომთხოვა.- წარბები შევყარე და ისე მივუგე.
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს მე ვიყავი.- ცალყბად ჩაეცინა
– არა, რა ხო ვიძახი ეს ადამიანი მოგზავნილია.
– მოგზავნილი ვარ კი,ოღონდ არა ადამიანის მიერ, არამედ… - დასრულების საშვალებას არ ვაძლევ და ვაწყვეტინებ.
– აბა ვისგან ხარ მოგზავნილი? - მან საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და დაამატა.
– უზენაისის მიერ მან ისურვა ასე.- მშვიდად და აუღელვებლად მომიგო.
– ოჰ, კაი ერთი.- ამის მეტი აღარაფერი მითქვია ჩუმად ვიჯექი, შემდეგ კი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
– მომენატრა.- ამოვთქვი.
– რა?- მკითხა ერეკლემ.
– ძველი დეა, რომელიც უდარდელად ცხოვრობდა და რბოლებში იღებდა მონაწილეობას მშობლებისგან მალულად. - მივუგე ჩემს გვერდით მჯომებს.
– ხო, იმ დღის შემდეგ აღარ მიგიღია, მონაწილეობა იმდენი რამ მოხდა. - მომიგო ერეკლემ.
– იცი, უკვე დიდი ხანია ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ მინდა მთლიანად დავიხარჯო და შევიგრძნო ადრენალინი ძალიან მენატრება ძველი დეა.
– რას აპირებ? - მკითხა ყველამ
– არ ვიცი, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა აუცილებლად გამოვალთ მე და ჩემი ბიჭი.- ვთქვი ეშმაკური სახით.
– გინდა ერთმანეთს შევეჯიბროდ?- მკითხა დანიელმა. - ოღონდ სურვილებზე ვინც წააგებს მოგებულს ერთ სურვილს შეუსრულებს.
– ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები ხომ არ დაგავიწყდა, რომ წინაზე მე მოგიგე.- ეშმაკური მზერა, ვტყორცნე სახეში.
– ვნახოთ, ვინ მოიგებს.- მანაც ეშმაკური გამომეტყველება მიიღო, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.- დავნიძლავდეთ თუ მე მოგიგებ მე დამითმობ ერთ დღეს.
– რაა?! გგონია ამაზე დაგთანხმდები?
– დეა, რატომ ართულებ ბიჭს უბრალოდ უნდა, რომ შენთან ერთად გაატაროს დრო.- ეშმაკური ღიმილით მომიგო სესილიმ.
– სესილი! შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმის?
– არაფერი დაშავდება, თუ ერთ დღეს მასთან ერთად გაატრებ ისედაც სულ ხედავთ ერთმანეთს.- თვალი ჩამიკრა.
– ოფ, კარგი იყოს ასე, მაგრამ მაინც მე მოგიგებ ჩემს სურვილს, რაც შეეხება მერე მოვიფიქრებ. - ვთქვი და ხელი ჩამოვართვი შემდეგ კი სესილიმ ჩვენი შეერთებული ხელები შუაზე გაყო.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიან არის.- დაემშვიდობა ყველას შემდეგ კი გამჭოლი მზერით გამომხედა და წავიდა.

ამის შემდეგ ყველა დავიშალეთ გოგოები ერთ ოთახში ვიწექით ბიჭები კი ცალკე,
როგორც კი დავწექით სესილის ვეჩხუბე.
– სესილი, რას ნიშნავდა შენი საქციელები, ვერ გავიგე იმას უჭერ მხარს, თუ მე.- წყრომით მივუგე.
– რა თქმა უნდა, შენ გიჭერ, მაგრამ დავიჯერო ვერ ამჩნევ, რომ ეს ბიჭი იწვის შენი სიყვარულით?- მკითხა სესილიმ
– რა სისულელეა, იმის თქმა გინდა, რომ დანიელს მე ვუყვარვარ?- სიცილით მივუგე.
– დიახ, აშკარად იგრძნობა ეს მის ქცევაში მის მზერაში და საერთოდ ყველაფერში დაფიქრდი აბა, მას რომ შენს მიმართ გრძნობები არ გააჩნდეს მოინდომებდა შენთან ერთად დროის გატარებას?
– კაი, რა.- ხელი ჩავიქნიე.
– ძალიან გთხოვ, დაფიქრდი, შენც ჩემსავით არ მოგივიდეს და გვიან არ მიხვდე. შენთვის კარგი, მინდა მშვენიერი ბიჭია, დანიელი ძალიან მომწონს სასიძოდ.- მითხრა და გადაბრუნდა.
ამის შემდეგ, აღარ გვისაუბრია, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე სულ სესილის სიტყვებზე მეფიქრებოდა. ნუთუ მართალი იყო რასაც ამბობდა. სულ რაღაც ორი სამი საათი მეძინა გამთენიისას კი მეღვიძება საწოლში ვეღარ ვჩერდები სპორტულებს ვიცმევ და ჩუმად ვიპარები ოთახიან. საჯინიბოდან ქარიშხალა გამომყავს და მდინარისკენ ვიღებ გეზსს ჯერ კიდევ არ იყო კაი გათენებული დილის სუსხი და კრიალა ჰაერი მხვდებებოდა სახეზე ბალახები კი ჯერ კიდევ მოცვარული იყო ირგვლივ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მდინარის ნაპირს მივუახლოვდი ცხენიდან ჩამოვხტი და იქვე ჩამოვჯექი. იგრვლივ სიმშვიდე სუფევდა. გავყურებდი ჰორიზოტს და აი მალე გამოანათა ჰორიზონტზე მზის, სხივებმა და წითლად განათდა ისე ვიყავი გართული ამ სანახაობით ვერც გავიგე ისე მომიჯდა გვერდით ჩაჩავა.
– ლამაზია, არა?- გაისმა მისი ხმა და მეც მოულოდნელობისგან შევხტი.
– გაგიჟდი?! ლამის გული გამისკდა.- წამოვიძახე და გულზე ხელი მივიდე.
– მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა,მაგრამ აქ რას აკეთებ ამ დილა ადრიანად?
– თავად რას აკეთებ აქ?- შევუღრინე.
– მზის, ამოსვლას მინდოდა დავსწრებოდი.
– გამაგებინე, სულ იქ რატომ ჩნდები სადაც მე ვარ რა გინდა რა მიზანი გაქვს?- გულ მოსულა დავუყვირე,რადგან მართლა მაეჭვებდა მისი ეს სიახლოვე.
– უკვე გითხარი, რომ ეს უფლის განგებულებაა, მას სურს რომ ჩვენი გზები გადაიკვეთოს. - დამიყვირა.
– არ მჯერა, შენ რაღაცას მალავ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული მაგიტომაც ხარ სულ ჩემს სიახლოვეს.
– მართლა გაინტერესებს რატომ ვარ დღემდე შენს სიახლოვეს დავიჯერო ვერ ხვდები ვერაფერს?- დამიყვირა.
– ქარაგმებით ნუ მელაპარაკები და პირდაპირ მითხარი რა გინდა ჩემგან, რადგან მე მართლა ვერაფერს ვხვდები.
– როგორ, ვერ ხვდები როგორ, რომ მე შენ…- სიტყვა შუაზე გაუწყდა.
– დანიელ, მე შენ რა?
– ჯანდაბა, ახლა მართლა გავგიჟდები ან მართლა ვერ ხვდები ან თავს იტყუებ დეა!
– ხოდა, გამაგებინე მიმახვედრე, რადგან მე არ მესმის რისი თქმა გინდა ჩემთვის.
– ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, რადგან მე მართლა აღარ შემიძლია, როგორ ვერ ხვდები დეა, რომ მე შენ მიყვარ ხარ გესმის? მი…ყვარ...ხარ…- სათითაოდ დამიმარცვლა და ისე მითხრა. ადგილზე გავშრი და ადგილიდან არ ვიძვროდი, ვერ ვიჯერებდი მოსმენილს ანუ რა გამოდის, რომ სესილის მართალი უთქვამს. თვალებიდან ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მომდიოდა.
– რა?- ამოვთქვი.
– რაც გესმის დეა, ახლა ხომ გაიგე, რატომ მინდოდა, სულ შენს სიახლოვეს მეტრიალა გვიან მივხვდი ამას, რომ პირველივე დანახვის თანავე მოვიხიბლე შენით, გაინტერესებს, როდის მივხვდი ამას?
– როდის?
– როდესაც ყველას განვერიდე და მათ შორის შენც მაშინ, როცა მოულოდნელად ჩაიქროლე ჩემს წინ ცხენით სწორედ მაშინ ვიგრძენი გულის ფორიაქი ამის შემდეგ გავერკვიე ჩემს გრძნობებში.
– თუ ასეა, რატომ გინდოდა ჩემი გაგდება იმ დღეს?
_ იმიტომ, რომ არ მინდოდა, შენთვის ტკივილი მომეყენებინა, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა შენ არ მანებებდი თავს.- მითხრა და სახეზე მომხვია თავისი მსხვილი თითები.- მაშინ მე ჩემს თავს არ ვგავდი. - ამოილაპარაკა.
– მე არაფერს ველი და მოვითხოვ შენგან, მე გაგიგებ, თუ შენც იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ არ ხარ ვალდებული შენც გიყვარდე.- თქვა სევდა მორეული ხმით და წასასვლელად გაემზადა ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი. უკვე საკმაო მანძილი ჰქონდა გავლილი, როდესაც დავიყვირე.
– დანიელლ!- დავუყვირე და ისიც შეჩერდა.
– არ წახვიდე!- დავუყვირე ის ჩემკენ შემობრუნდა და მომიახლოვდა.
– დამისახელე თუნდაც ერთი მიზეზი, რომ დავრჩე და მეც დავრჩები.
– ჯანდაბა შენ თავს ჩაჩავა, მეც მიყვარხარ! გესმის?- დავუყვირე.- მას კი ჩაეცინა და თვალები სიხარულით აენთო.
– გაიმეორე რა თქვი? რაღაც ვერ გავიგე?
– ამას სპეციალურად მიკეთებ ხო? მიყვარხარ მეთქი ჩაჩავა.- დავუყვირე ამის თქმა და ჩვენი ბაგეები ერთმანეთში გადაიხლართა ვნებინად დამიკოცნა ტუჩები და შემდეგ გულში ჩამიკრა.

ბალახზე ვიყავით წამოწოლილები და დანიელს ვყავდი ჩახუტებული, ვიწექით მდუმარედ და ერთმანეთს ვუყურებდით იგი, სახეზე მეალერსებოდა.
– ახლა რა იქნება?- დავსი კითხვა.
– რა უნდა იყოს, დღეიდან მე და შენ შეყვარებულები ვართ. - გამიღიმა.
– ჰო, მაგრამ მოდი ჯერ არავის ვუთხრათ ეს ამბავი.
– რატომ?
– ახლა,ეს რომ ჩემებს ვუთხრა განსაკუთრებით სესილის არ მომასვენებს თან ის შანტაჟისტიც არ დაგვავიწყდეს.
– კარგი, როგორც შენ გინდა ისე იყოს თუ ასე მშვიდად გრძნობ თავს მაშინ არავის ვუთხრათ.
– მადლობა, რომ გესმის ჩემი ასე აჯობებს იქამსე სანამ არ გაირკვევა ყველაფერი. მხოლოდ ჩემ ძმას და მამაოს ვეტყვი სხვას არავის.
– მშობლებს არ ეტყვი?
– არა, შესაფერის დროს დაველოდები და მერე ვეტყვი, რომ შეყვარებული მყავს.
–კარგი.- გამიღიმა და გულში ჩამიკრა. ისეთი სასიამოვნო იყო მისი სურნელისა და გულის მოსმენა მის მკლავებში თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი უცნარია, ძალიან უცნარი ვინ იფიქრებდა, რომ ასე შემოტრიალდებოდა ყველაფერი.
– ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ერთად ვართ..- ამოილაპარაკა.
– ვერც მე, მემგინი სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი მესიზმრება, მეშენია, რომ გამომეღვიძდბა და ეს ყველაფერი გაქრება.
– სიზმარში ხარ,- მითხრა და მხარზე მიმჩქვნიტა.
– აუჩ, მეტკინა არანორმალურო.- ვუთხარი და ხელი ვკარი.
– ხო, თქვი სიზმარში მგონიაო.აბა ახლაც სიზმარში ხარ.
– არა ხარ შენ ნორმალური.- ჩავიდუდღუნე. - კარგი რომელი საათია?
– თერთმეტის ნახევარია.- საათს დახედა და ისე მითხრა.
– რაა? რამხელა დრო გასულა, ჩემი წასვლის დროა. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
– უკვე მიდიხარ?
– ჰო, გვიანია უკვე ადგებოდნენ ჩემები.
– კარგი, ისევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?
– არ ვიცი, აქ შევხვდეთ ერთმანეთს.
– კარგი, გამომართვი.- მითხრა და მობილური გამომიწოდა.
– ეს რად მინდა?
– ტელეფონი აღარ გაქვს და ასე, როდესაც მომენატრები მოგწერ ხოლმე.
– და შენ არ გინდა?
– სახლში კიდევ მაქვს ტელეფონი ამას შენ დაგიტოვებ და მეორეს ვიხმარ მარტო.- თბილი ღიმილი შემომაგება.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა.- გავუღიმე.და ქარიშხალას დავუძახე.
– რაღაც ხომ არ გავიწყდება?- ეშმაკურად გადმომხედა.
– რა?- დავიბენი. მან კი თითი ლოყაზე მიიდო მიმანიშნა, რომ მეკოცნა მისთვის.
– სერილზულად?- გამეცინა. მას მივუახლოვდი სწრაფად ვკოცნი ცხენს ვაჯდები და მივდივარ.
სახლში შევიპარე ოთახში ავედი კარადიდან ტანის სამოსი გადმოვიღე და აბაზანაში შევედი შემდეგ კი, წყალი გადავივლე. უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს ამდენი ემოცია მომაწვა და ახლა თავის შეკავება მიჭირდა. ამდენი სტრესის და შიშის შემდეგ ეს რაღაც ახალი შეგრძნებები გამიჩნდა ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ეს მაშინებდა მეშინოდა, ამ ბედნიერების უკან კვლავ განსაცდელი და ტკივილი არ მოსულიყო ხო ნათქვამია დიდ ბედნიერებას დიდი ტკივილი მოსდევსო. ყველაფერს, რომ მოვრჩი ოთახში გავედი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს დღეს პირველად ჩავიცვი კაბა, არა კი მეცვა ხოლმე როდესაც ეკლესიაში მივდიოდი,მაგრამ ყოველ დღიურად არ ვიცმევდი ხოლმე. თმები გავიშრე და გაშლილი დავიტოვე სარკეში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები სულ სხვა ადამიანი მიმზეტდა, იქიდან სევდიანი თვალების ნაცვლად ახლა ბედნიერებისგან ანთებული თვალები იყურებოდა. უკანა ეზოში გავედი და ყველას იქ მოეყარა თავი.
– დღე მშვიდობისა.- მივესალმე და სესილ მივუჯექი გამაკში.
– სად დადიხარ ქალბატონო?- ეჭვ ნარევი სახით გადმომხედა.
– სად უნდა დავდიოდე დილით ვეღარ დავიძინე და ცოტა სუფთა ჰაერზე გავისერნე.
– ხო, მოიცადე ეს რა არის?
– რა?
– ნუთუ ეს შენ ხარ? ხომ არ მეჩვენება. შენ და კაბა?- გაოცდა სესილი.
– ხო რა იყო, არ შეიძლება კაბა, მეცვას?
– არა, როგორ არ შეიძლება, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირი მეჩვენები.
– ნუ იგონებ ახლა რაღაცეებს ვთქვი წვენი ჩამოვისხი და ის იყო მოვსი, რომ ახალი ამბავი მახარეს.ლიცით და არც მისამართი?
– შენ ხომ აქ ხარ.- გამეკრიჭა ონისე.
_ აპ,აპ. ჩემი იმედი არ გქონდეთ, როგორც დაგეგმედ უჩემოდ ისე ოპოვეთ.- კატეგორილი უარი განვუცხადე და სახლში შევედი.
– სად მიდიხარ?- მკითხა სესილიმ
– ოთახში ავალ, ცოტას დავიძინებ, დღეს საერთოდ არ მეძინა.
– კარგი.- მოკლედ მომიგო მან და მეც ოთახში ავედი საწოლზე წამოვწექი თვალები დავხუჭე და ვეცადე დამეძინა, მაგრამ მოულოდნელად. ტელეფონის ხმა გაისმა. მაშინვე დავწვდი და გავხსენი.

“ რას შვრები?- დანიელისგან შეტყობინება მომოვიდა.,,
“ არაფერს ვწევარ, შენ რას შვრები?:),,
“ საჭმელს ვაკეთებ. :D,,
“მართლა?,,
“კი,რა იყო?,,
“ არაფერი, გამიკვირდა უბრალოდ არ მეგონა კულინარია, თუ გეხერხებოდა,,
“ შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი, მაგრამ არაუშავს გაიგებ ნელ-ნელა.,,
“ჰო, კარგი ახლა უნდა წავიდე და დავიძინო ხო კიდევ ჩემები რაღაც პიკნიკს აწყობენ და ფრთხილად იყავი.,,
“ კარგი,მაგრამ მე რა შუაში ვარ?,,
“ შენც გპატიჟებენ,,- ესღა მივწერე და ის იყო უნდა დამეძინა, ისევ შეტყობინება, რომ მომივიდა. მეგონა, ისევ დანიელი იყო და ღიმილით ვხსნი შეტყობინებას, თუმცა ღიმილი სახეზე მეყინება.

“ როგორც ჩანს ჩემი არსებობა სულ დაგავიწყდა?,, ისევ ეს ანონიური შეტყობინება, უკვე აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
,, ტყუილად ცდილობ ჩემს შეშინებას მე შენი არ მეშინია, თუ ასეთი მაგარი ვინმე გგონია თავი რატომ იმალები და რატომ არ ჩნდები მხოლოდ მუქარები შეგიძლია ტელეფონით. ზიანის მიყენება და მერე მიმალვა.,,
“ დამიჯერე, რომ გაიგო ვინ ვარ შენი ცხოვრება აზრს დაკარგავს.,,
,, რას ბოდავ?!,,
“ სიმართლეს, გპირდები ძალიან მალე გაიგებ ჩემს ვინაობას.,, ძალიან ცუდად ვიყავი უკვე ამდენი მუქარებით სიმშვიდეს ვკარგავდი ამ ოთახში ვეღარ ვჩერდებოდი სული მეხუთებოდა მანქანის გასაღებს დავავლე ხელი ეზოში გავედი ჭიშკარი გავხსენი მანქნა გავიყვანე და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ნერვიულობამ ამიტანა და მთელი არსებით ვცახვახებდი ჩემი თავი ამ წუთას სულ არ მადარდებსა მე ჩემ საყვარელ ადამიანებზე ვდარდობდი, რომლებსაც შეიძლება ჩემ გამო დაშავებულიყვნენ ამას კი ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს. მანქანა შევაჩერე და კომისარს დავურეკე.
– გისმენთ?- გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.
– გამარჯობა, კომისარო მე ვარ დეა,საჩივარი,რომ შემოვიტანე თქვენთან.
– დიახ, გისმენ?
– რამე, ხომ არ გაგიგიათ იმ ადამიანზე?- იმედი მქონდა, რომ მეტყოდა რამე კარგს.
– სამწუხაროდ ჯერ კვალს ვერ მივაგენით, მაგრამ გამოძიება გრძელდება.
– კარგი, მადლობა.- ვუთხარი და გავუთიშე უკვე მივხვდი, რომ პოლიცია ვერ დამეხმარებოდა ისეთი ვინმე მჭირდებოდა ვინც მის კვლაზე გავიდოდა, მოკლედ რომ ვთქვა ჰაკერი მჭირდება, რომ მისი ტელეფონი გავტეხო და მის მონაცემებში შევიდე. ბევრი ფიქრის შემდეგ მახსენდება, რომ ჩემი კურსელის ძმა ჰაკერი იყო მისი ნომერი ავკრიფე და ზარიც გავიდა ცოტახანში გოგოს ხმაც გაისმა.
– გისმენთ?
– გამარჯობა, ანა, დეა ანჩიბაია ვარ.
– დეა, სად გაიკარგე გოგო…- წამოიძახა
– ხო, ალბათ იცი, რაც დამემართა, მაგრამ ახლა შენი დახმარება მჭირდება.
– რაში?
– მისმინე შენი ძმა ხომ ჰაკერია?
– კი.- დაბნეულად მიპასუხა.
– ხოდა მისი დახმარება მჭირდება მინდა ერთ ადამიანზე ინფორმაცია მოიპოვოს.
– და ვინ არის ეს ადამიანი?
– საქმეც ეგ არის, რომ არ ვიცი ვიღაც ანონიმურად მემუქრება და მინდა გავიგო ვინ დგას ამის უკან.
– კარგი დაველაპარაკები და შეგეხმიანები.
– მადლობა, შენი იმედი მაქვს.
ვესაუბრე და გავუთიშე ამის მერე ჯვრის მონასტერში ავედი ტაძრის შესასვლელთან ვიდექი თავდახრილი იქიდან კი მედიდურად დამყურებდა ტაძარი მიუხედავად იმისა, რომ მან საუკუნეებს გაუძლო მაინც არ კარგავდა იერ სახეს და დიდებულად გამოიყურებოდა. ზემოდან დამყურებდა თითქოს მიხმობდა თავისთან. ღრმად ამოვისუნთქე , შემდეგ ეზოს კარები შევაღე და ნელი ნაბიჯებით დავიწყე სიარული, რაც უფრო ვუახლოვდებოდი ტაძარს მით უფრო გაჰქონდა ჩემ გულს ბაგა-ბუგი.მარილიანმა სითხემ თვალები დამიწვა, შემდეგ კი ერთი მეორის მიყოლებით მოგორავდნენ ჩემ სახეზე ცრემლები. პირჯვარი გადავისახე და ტაძარში შევედი იქვე სანთელები იყიდებოდა რამდენიმე ავიღე და ყველა ხატთან დავანთე ტაძრის შუა მუხლი მოვიდრიკე მერე კი, ცხარედ ავტირდი.
– ისევ, შენთან მოვედი უფალო, ხედავ რა უმადური შვილი ვარ, მხოლოდ მაშინ გამახსენდი, როდესაც გამიჭირდა და შენი დახმარება მჭირდება, მაგრამ მე სულ მახსოსოვხარ მოვედი, რომ გული გადაგიშალო. იცი, მე ვიპოვე ჩემი ადამიანი, მაგრამ მეშინია, ჩემ გამო რამე არ დაემართოს არა მარტო მაგას არამედ სხვებსაც შენი დახმარება მჭირდება, მინდა გზის, გაკვლევაში დამეხმარო და მომცე ძალა ამ ყველაფრის გადასატანად. ლოცვა დავასრულე ფეხზე წამოვდექი იქვე ჩამოვჯექი თვალები დავხუჭე გონების მოსაკრებად უცაბედად უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი თვალებს ვახელ ჩემ წინ კი მომღიმარი სახით მამაო იდგა.
– კარგად ხარ შვილო?
– დიახ.- დაურწმუნებლად მივუგე.
– დავინახე როგორ გულმხურვალედ ევედრებოდი უფალს,რაიმე პრობლემა გაქვს?
– დიახ. უფალს ვთხოვე რომ შემეწიოს და გზა, მიჩვენოს, როგორ მოვიქცე.
– რაც არ უნდა გაწუხებდეს იცოდე, რომ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება გწამდეს,მისი და ის აუცილებლად შეგეწევა.- თბილად გამიღიმა თავზე ხელი გადამისვა და წავიდა.
ცოტახანში მეც წამოვედი მანქანაში ჩავჯექი და ტელეფონი შევამოწმე უამრავი დარეკილი დამხვდა დანიელისგან. მეც გადავურეკე, როგორც კი ზარი გავიდა მაშინვე გაისმა მისი ანერვიულებული ხმა ყურმილში.
– გოგო, შენ ნორმალური ხარ გული გამისკდა ლამის ნერვიულობისგან რატომ არ მპასუხობდი?!- ამ დროს კი მე ვუსმენდი და ვსლუკუნებდი.
– რა გჭირს შენ რა ტირი ხარ?!- ხმა შეეცვალა.
– მადლობა, რომ არსებობ ჩემ ცხოვრებაში. მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ, სად ხარ?
– ჯვრის მონასტერში..- ამოვთქვი.
– კარგი, დამელოდე ამოვალ მეც.
– არ არის საჭირო მანქანით ვარ და უკვე გამოვდივარ მომენატრე…- დავამატე ბოლოს.
– მეც ძალიან მომენტრე…
– შენთან მოვდივარ.- ესღა ვთქვი და მანქანა დავძარი არ მაინტერესებდა არავინ ახლა მხლოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა მისი ჩახუტება მისი განიერი მკლავები, რომლებიც მეხვევიან და არ უნდათ ჩემი გაშვება. სადღაც საათ ნახევარში უკვე მის კარებთან ვიყავი მანქანიდან გადავედი კარები ხმაურით შევაღე დანიელი კი უკვე ეზოში იდგა, როგორც კი დამინახა ხელები გაშალა მეც გავექანე და მთელი არსებით მოვეხვიე, მან მჭიდროდ მომხვია მკვლავები გულში ჩამიკრა და მხურვალედ მაკოცა შუბლზე.
ეს ის იყო რაც მე მჭირდებოდა, ელექვით მისი ჩახუტება მისი ალერსი, ზრუნვა და მისი არომატი, რომელიც მაბდრუებდა.
– მომენატრე.- ამოვიტირე.
– მეც ჩემო პატარავ, მაგრამ რა მოხდა?- მკითხა ნიკაპზე ხელი დამადო და სახე ზევით ამაწევინა.
–რატომ ტიროდი?- თვალებში ჩამაშტერდა.
– გთხოვ ახლა ნურაფერს მკითხავ, მინდა ასე ვიყოთ უსასურლობამდე და იქამდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.
– ჩვენ სიკვდილიც შემდეგაც ერთად ვიქნებით ხომ გჯერა??
– უჰუმ…
ამის შემდეგ მან ხელში ამიყვანა,შემდეგ ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით და ჩვენ გულებს ბაგა- ბუგი გაუდიოდათ ერთმანეთს ვუყურებდით და ჩვენში ცეცხლი გიზგიზებდა ცეცხლი,რომელიც გვწვავდა ძალიან ძნელი იყო თავის შეკავება მაშინ, როდესაც ორივე ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.
– დანიელ…- დავიჩურჩულე.
– ჰო.
– იცი, რა ვიფიქრე…
– რა ჩემო სიხარულო?
– მოდი აღარ გვინდა ამდენი დროის კარგვა და პაემნებზე სიარული.
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის,რომ მე უშენოდ ერთი წუთიც კი ვერ ვძლებ მინდა სულ შენ გვერდით ვიყო და იცი რა მოვიფიქრე.
– რა?
– ხვალვე ავიდეთ მონასტერში და ჯვარი დავიწეროთ.
– სერიოზულად?
– სერიოზულად ვამბობ, ხვალვე წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ რას ველოდოთ.
– გიჟი ხარ დეა, მხოლოდ შენ თუ შეგეძლო ამის მოფიქრება - გაეცინა მას შემდეგ კი მთელი სახე დამიკოცნა. ნელ-ნელა ყელზე გადმოინაცვლა, მაგრამ შეჩერდა.
– რა მოხდა?
– არა ასე არ შეიძლება, სანამ ჩემი ცოლი არ გერქმევა და უფლის წინაშე არ დავიწერთ ჯვარს იქამდე თითს არ დაგაკარებ - გამიღიმა და გულში ჩამიკრა.
– მიყვარხარ.
– მეც.- ბოლოს კი ორივე ძილს მივეცით

***


როდესაც გავიღვიძე არავინ დამხვდა, საწოლზე კი დიდი ყუთი იდო ყუთი გავხსენი და შიგნით თეთრი სადა საქორწინო კაბა, იდო. თვალები ამიწყლიანდა უეცრად უკნიდან დანიელი მომეხვია კისერზე მაკოცა და მკითხა.
– მოგეწონა?- ჩამჩურჩულა
– ძალიან, ძალიან მომწონს.. შენ ამაზეც კი იზრუნე.
– გეგონა,თეთრი კაბის გარეშე მოგიყანდი ცოლად. ეს არაფერია, ქალაქში, რომ ჩავალთ იქ ქორწილი გადავიხადოთ მერე დიდი.
– ჩემთვის ისიც საკმარისია ჯვარს, რომ დავიწერთ. ჩემებს ვერ გადავურჩები.
– ნუ ღელავ მე ყველაფერზე ვიზრუნე უკვე.
– რაა?!- წამოვიძახე.
– ხო, შენს ძმას უკვე ვუთხარი და გველოდებიან.
– არ მჯერა, დანიელ თავი სიზმარში მგონია, თან მიხარია თან კი მეშენია.
– ნუ გეშინია, ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაშორებს თვით სიკვდილიც კი.
კარგი,მოდი ვისაუზმოთ და მერე გავემზადოთ, რადგან ორ საათში ჯვრისწერა გვაქვს დანიშნული.
თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი დანიელი სამზარეუკოში ტრიალებდა და მეც იქ შევედი მაცივარი გამოვაღე და იქ მხოლოდ კვერცხი იყო დარჩენილი გადმოვიღე პატარა ქვაბი წყლით ავავსე გაზქურაზე შემოვდგი კვერცხი წყალში ჩავწყვე და მოცდა დავიწყე, თურმე ისე გავერთე ფიქრებში,რომ წყალი გადამიდიღდა უცვად დანიელი ამომოდგა გვერდით და გაზქურა გამორთო მე კი დაბნეულმა მოვიხედე და მის მაცდურ მზერას გადავაწყდი.
– ფრთხილად!- მითხრა მზრუნველი ტონით.
– ჰო…- ამოვთქვი.

მაგიდას მივუჯექით და ვისაუზმეთ დანიელმა მითხრა, რომ რაღაც საქმე აქვს და მალე მოვიდოდა მეც ოთახაში ავედი და ნელ-ნელა მზადება დავიწყე გული გამალებით მიცემდა და საგულედან ამოვარნას ლამობდა ვერ ვისვენებდი მღელვარებისაგან ეს ფიქრები უკუ ვაგდე და იმას მივაწერე, რომ ვთხოვდები. მალე ჩემი გოგოებიც მოვიდნენ და კაბის ჩაცმაში და მაკიაჟის გაკეთებაში დამეხმარნენ.
– ამას გვიმალავდი გოგო! - ბუზღუნებდა სესილი.
– მოულონელად მოხდა ყველაფერი სესო, არ დაიჯერებ,მაგრამ ჯერ კიდევ გუშინ გამომიტყდა გრძნობებში ახლა კი ცოლად მივყვები. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ მე მის გარეშე ერთი წამიც კი ვეღარ ვძლებ.- ამოვთქვი.
– ოხ,დეა დეა.- გაეცინა.
–კარგი, ჩვენ წავალთ მოვემზადებით და იქ დაგხვდებით აბა შენ იცი.- თვალი ჩამიკრა და წავიდნენ.
ოთახში ვიჯექი და დანიელს ველოდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა მეგონა ის იყო, მაგრამ როდესაც გავხსენი ღიმილი სახეზე მეყინება.

“ ვატყობ ჩემი გაცნობა ძალიან გინდა, მაგრამ არ გამოგივა ვხედავ დროს არ კარგავ და დანიელს მიყვები ცოლად. ,,
ვეცადე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ისევ მომივიდა შეტყობინება.
,, თუ არ გინდა შენი სატრფო სიცოცხლეს გამოვასალმო იმას გააკეთებ რასაც გეტყვი.,,

“ რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს? ჩემგან რას ითხოვ?!,,
“რას და ორი ვარიანტი გაქვს ან იმას გააკეთებ რასაც გეტყვი და მას ქორწილის მერე მიატოვებ ან არა და სიცოცხლეს გამოვასალმებ.,, გული ჩამეწვა ამის წაკითხვისას როგორ უნდა მივატოვო, როგორ მაგრამ არც ის მინდა ჩემი ეგოიზმის გამო რამე მოუვიდეს ამას მირჩევნია ვძულდე და ცოცხალი იყოს. ის მაინც მეცოდინება, რომ ცოცხალია.
– მაპატიე…- ამოვიტირე.

დადგა ჯვრისწერის დროც მონასტრის წინ ვიდექი კვლავ ამ ჯერად თეთრ კაბაში გამოწყობილი და ისევ სევდიანი გულ მოკლული. დაჟინებით ვუყურებდი ტაძარს დანიელმა ხელი ჩამკიდა და შიგნით შევედით ცეცხლი მქონდა წაკიდებული იმას ვაკეთებდი რისი გაკეთებაც არ მინდოდა, არ მესმის რატომ ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში.
მამაომ ჯვარი დაგვწერა და ბედნიერება გვისურვა ბედნიერება, რომელიც ჯოჯოხეთად იქცა. ვცდილობდი არ შემემჩნია, ჩემი მწუხარება.
მოსაღამოვდა და ჩვენც დავბრუმდით გული გამალებით მიცემდა არ მინდოდა ეს დღე დასრულებულიყო არ მინდოდა ამის გაკეთება.
სახლში მივედით მე აბაზანაში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. ცოტახანში ოთახში დავბრუნდი და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი.
ამის შემდეგ იგი ნელ- ნელა მომიახლოვდა და დაეწაფა ჩემს ბაგეებს და თან ამავდროულად კაბის ღილები შემიხსნა, შემდეგ საწოზე გადამაწვინა და მეალერაებოდა იგი მკოცნიდა სახეზე ,ყელზე და ყველგან.

შემდეგ გულში ჩამიკრა და ასე ჩაგვეძინა.
სანამ მას ეძინა მე მისი მკლავებიდან ფრთხილად გავითავისუფლე თავი და ავდექი. ტელეფონზე ისევ შეტყობინება მომივიდა.



“ კარგია, ის გააკეთე რაც გითხარი ახლა აიღე კალმის ტარი და ფურცელი და დაწერე ასეთი რამ , რომ შენ ის არასოდეს გიყვარდა და რომ შენ მის გრძნობებზე ითამაშე შემდეგ კი ამ მისამართზე გელოდები.,,

ხელის კანკალით ავიღე კალმის ტარი და ფურცელი და წერილი დავუტოვე ჩუმად გამოვედი ოთახიდან მანქაა გარეთ გავიყვანე და წავედი.
– მაპატიე, იმედია შეძლებ ოდესმე ჩემს პატებას, ასე მხოლოდ შენს გადასარჩენად მოვიქეცი მხოლოდ ღმერთმა უწყის რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება.
იმ მისამართზე მივედი, რაც მითხრა.
ქამრის უკან იარაღი მქონდა დმალული ყოველშემთხვევისთვის ძველი მიტოვებული შენობა იყო კარები შევაღე და შევედი.
– სად ხარ,დამენახე!მოვედი! - დავიყვირე და მალე ტაშის რტყმით შემოდის ნიღბიანი მამაკაცი და მას უკან მოყვა ქალიც.
– ბრავო, შენი დავალება პირნათლად შეასრულე ალბათ ახლა ბატონი დანიელი სიმწრისგან ადგილს ვერ პოულობს.- დამცინავი და ზიზღნარევი ხმა გაისმა.
– ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან შენ მე მერჩი და არა მას ხომ არ დაგავიწყდა.
– არა საყვარელო, კი არ გერჩის გერჩით.
– ხო, ასეა მე შენ გერჩი და ეს დანიელს.- ცინიზმით წარმოთქვა.
– ავამდმყოფები ხართ ასეთი ადამიანების კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ გეცოდებოდეს. ვინაიდან თქვენ არ იცით რას ჩადიხართ.ნებით თუ უნებლიეთ ეშმაკის წილი გაიხადეთ თავი.
– ნუ ბოდიალობ ერთი რაღაცებს. - დამიყვირა ერთერთმა.- არ მეგონა ასეთი სულელი, თუ იყავი.- მითხრა და იარაღი დამიმიზნა. მე მწარედ ჩამეცინა,თვალები დავხუჭე და თვლა დავიწყე გულში. ერთი,ორი, სამი.
ოთახში პოლიციის ბიჭები შემოცვივდნენ და ორივე ალყაში მოაქციეს. კმაყოფილებისგან მეცინება, შემდეგ თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ აქამდე, როგორ მოვედი.



რამდენიმე საათის წინ


ხელის კანკალით ვიღებ კალმის ტარს და ფურცელს მიმძიმს ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა, არ ქვს მხოლოდ ასე შევძლებ მათ კვალზე გასვლას. წერილის წერას ვიწყებ.

,, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა ყველაფერი, რაც გადაგვხდა ერთი დიდი ილუზია იყო, ეს ქორწინება ყველაფერი ერთი დიდი თამაშის ნაწილი იყო მივდივარ და არ მეძებო. - ვწერდი ამას და თან ვტიროდი. წერილი ტუმბოზე დავუტოვე და წამოვედი.
სოფლიდან პირდაპირ განყოფილებაში მივედი და კომისარს ვუამბე ყველაფერი.

– საკმაოდ ჭკვიანირი გეგმაა, დეა ეტყობა დიდხანს ფიქრობდი ამაზე, მაგრამ დანიელი მეცოდება.
– ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა,არ მქონდა მხოლოდ ასე თუ შევძლებდი მათ კვალზე გასვლას, როგორც კი გაიგო, ვთხოვდებოდი მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა და მაიძულა ქორწილის შემდეგ დანიელი მიმეტოვებინა მერე კი აი ამ მისამართზე მივსულიყავი.

– სწორად მოიქევი აქ, რომ მოხვედი და გამაგებინე. არაფერზე იდარდო მშვიდად წადი იმ ადგილზე ჩვენც უკან გამოგყვებით ჩუმად.

– თვალები გავახილე და კმაყოფილი მზერით გავხედე მათ.
– გეგონათ, ასე ადვილი იყო ჩემი მახეში გაბმა და მუქარა. თქვენ არ იცნობთ დეა ანჩიბაიას - ირონილიულად ჩავიცინე.
– შენ, შენ ამას არ შეგარჩენ.- მემუქრებოდა მამაკაცი
– თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე თქვენს წინ ყოფილი გამომძიებლის შვილი დგას და მე კი იურისტი ვარ კარგად დაიმახსოვრეთ იმდენს მივაღწევ, რომ ორივეს ციხეში ამოგალპობთ. - მკაცრი და შეუვალი ვიყავი. - საკმაოდ ჭკვიანურად დავგეგმე ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თქვენ კი არ გამამბით მახეში, არამედ მე ჩემმა გეგმამ გაამართლა და აი ახლა აქ ვდგავარ თქვენს წინ.
– წაიყვანეთ და ციხეში ამოალპეთ!- წამოვიძახე. პოლიციამ ბორკილებით გაათრია ორივე და მანქანაში ჩატენეს.

მორჩა დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ გული მაქვს დამძიმებული, იმის გამო რომ ამ გეგმის გამო მისი სიყვარული გამოვიყენე. იმედია მაპატიებ, ოდესმე გავიფიქრე და მამაოს გავუარე. როგორც კი დამინახა მაშინვე ჩემკენ გამოემართა.

– დამლოცეთ მამაო.- ამოვთქვი.
– უფალი გფარავდეს, სად დაიკარგე?
– სოფელში ვიყავი, მამაო, მაგრამ ახლა მოვედი, რომ დაგემშვიდობოთ და რჩევა მომცეთ.
_ რა მოხდა?- მკითხა მღელვარედ.- სად მიდიხარ?!
– აქედან შორს, მამაო მე ცუდად მოვიქეცი.
– რატომ შვილო, რა დააშავე?
– იმისთვის, რომ შანტაჟისტის კვალზე გავსულიყავი, დანიელის გრძნობებზე ვითამაშე.
– ვერ გავიგე?
– ერთი დიდი გეგმა შევიმუშავე მას შემდეგ, რაც სიყვარული ამიხსნა. მეორე დღეს კი შევთავაზე დავქორწინებულიყავით გუშინ ჯვარი დავიწერეთ დღეს კი ყველაფერს ბოლო მოვუღე. ის ნაძირლები პოლიციას გადავეცი.
– ყურებს ვერ ვუჯერებ ანუ იმის თქმა გინდა, რომ მისდამი არაფერს გრძნობ?
– არ ვიცი, მამაო, რაღაც მიზიდავს მისკენ მაგრამ ეს რა გრძნობაა, არ ვიცი. უბრალოდ მის გვერდით თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ.
– დაუჯერებელია, შენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი.
– მომიტევეთ მამაო…
– მთავარია ნანობ ამას და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს,უფალი კი მოგიტევებს, მაგრამ მთავარია დანიელმა შეძლოს შენი პატიება. შენ მართალი ხარ ცოტახნით უნდა წახვიდე, რომ გაანალიზო და იფიქრო ყველაფერზე.
უფალი იყოს შენი მფარველი.

სახლში შევიარე ბარგის ჩასალაგებლად.
ჩანთა გავხსენი და ნივთების შეგროვება დავიწყე. დედაჩემი ქოთქოთებდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
– შვილო, იქნებ გამაგებინო რა ხდება? სად მიდიხარ?!
– ქვეყნიდან მივდივარ დედა, გთხოვ ნურაფერს მკითხავ მივდივარ, რადგან ასეა საჭირო, შემდეგ მას მოვეხვიე და სახლიდან გავედი. მანქანის საბარგულში მოვათავსე ბარგი და აეროპორტისკენ წავედი.

*****


დილით, როდესაც გავიღვიძე ოთახში არავინ დამხვდა გულში რაღაცნაირად ტკივილმა გამკრა, თითქოს რაღაც წესრიგში ვერ იყო, საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ყველგან დავიწყე მისი მოძებნა, მაგრამ არსად იყო ბოლოს საწოლის ტუმბოზე ფურცელს ვამჩნევ ხელს ვავლებ და წერილს ვკითხულობ ამის წაკითხვამ კი გამანადგურა, დამშალა და ბოლო მომიღო, რა გამოდის, რომ მან გამომიყენა და მომატყუა ეს რა რაღაც ახალი თამაშია, თუ მართლა ხდება ჩემ თავს. სწრაფად გადავიცვი შარვალი და მაისური შემდეგ კი, მათ სახლში გავვარდი. გიჟივით შევვარდი და კარზე ბრაზუნი ავტეხე. კარები კი შეშინებულმა სესილიმ გამიღო.

– რა მოხდა დანიელ?! ხომ მშვიდობაა?- დაბნეულმა მომიგო.
– სად არის?!- დავიყვირე.
– ვინ?
– შენი მეგობარი სად არის სად?!
– შენთან ერთად არ უნდა იყოს?
– არ არის, წავიდა.
– რა ხდება აქ? - ერეკლე შემოვიდა ოთახში.
– მე თქვენ გეკითხებით სად არის დეა?! და რას ნიშნავს ეს ყოველივე?
– დანიელ, დეა შენ ჩაგაბარე და მე მეკითხები სად არის?!- სიბრაზისგან სახე აუწითლდა ერეკლეს.
– აი წაიკითხე და ნახე რაც ჩაიდინა შენმა დამ.- ფურცელი ხელებში ჩავუდე მან კითხვა დაიწყო და შევნიშნე, როგორ მოექუფრა სახე სიბრაზისგან.
– ხომ არ გაგიჟდა ეს გოგო, რა ჩაიდინა?!-
ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს.
– გისმენ დედა?
– შვილო, სასწრაფოდ ჩამოდი მე ვერ ვაკავებ შენ დას რომ არ წავიდეს იქნებ შენ მაინც მოუსწრო და შეაჩერო.
– რა ხდება?
– ბარგს ალაგებს და არადეკვატურად იქცება ამბობს ქვეყნიდან მივდივარო. არავის უსმენს.
– ჯანდაბა, დედა იქნებ როგორმე შეაყოვნო ახლავე წამოვალთ.- წამოიძახა და გათიშა.
– რა ხდება ერეკლე?- იკითხეს ყველამ
– ახლა ახსნის დრო არ არის უნდა დროულად ჩავიდეთ, რომ აეროპორტში მიუსწროს დანიელმა. გზაში გიამბობთ ყველაფერს.
– მიდი დანიელ, სწარაფად უნდა მიუსწრო.ჩვენ უკან მოგყვებით.
მანქანაში ჩავჯექი გაზის პედალს მივაჭირე და მთელი სისწრაფიდ მოვწყდი ადგილს.
– არ გაგიშვებ დეა, გიპოვი და ყველაფერზე პასუხს მოგთხოვ ისე ვერ წახვალ სანამ ყველაფერს არ ამიხსნი.
ისე დამყავდა მანქანა გზაში, ლამის ავარიაში მოვყევი, მაგრამ ახლა ეს არ მადარდებდა მთავარი იყო მიმესწრო მისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ეზოში გავაჩერე მანქანა და გიჟივით შევვარდი შენობაში და ყველგან მას ვეძებდი დავინახე გასასვლელისკენ რომ მიდიოდა და დავუყვირე.
– დეაა!!- დავიყვირე და უეცრად ცუდად გავხდი თვალთ დამიბნელდა და ჩავიკეცე. ჯერ კიდევ გონებაზე ვიყავი დავინახე დეა, როგორ გამოიქცა და ჩაიმუხლა. ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოს გამოუძახა.
– არ წახვიდე.- სუსტი ხმით ამოვთქვი.
– მაპატიე…- ამოიტირა მის სახიდან ცრემლი ჩამოგორდა და ჩემს ლოყაზე დაეცა,
როდესაც ხალხი მოცვივდა ის ადგა და უკან მოუხედავად დატოვა აქაურობა.

– კარგად ხართ ბატონო?- მითხრა უცნობმა და წამოდგომაში დამეხმარა.
– მადლობა, კარგად ვარ.- ურეაქციოთ მივუგე და იქიდან წამოვედი.



– რა ქენი დანიელ?- წამოიძახა ერეკლემ.
– ვერ შევაჩერე…
– რაა?
– ვნახე მე ის უკვე გასასვლელს უახლოვდებოდა, დავუძახე კიდეც, მაგრამ ცუდად გავხდი შემამჩნია, კიდეც და ჩემკენ წამოვიდა. ვთხოვე არ წასულიყო, თუმცა ისე წავიდა უკან არც მოუხედავს.
– დღეიდან მისი სახელი არავინ მიხსენოს, ის ჩემთვის აღარ არსებობს.
– დანიელ, ასე ნუ ამბობ იქნებ რამემ აიძულა ასე მოქცეულიყო იქნებ ეს სიტყვები სიმართლე არ არის.- ნაღვლიანად მომიგო სესილიმ.
– მის საქციელს გამართლება არ აქვს ამხელა სპექტაკლი დადგა ვითომ ვუყვარდი წარმოდგენა გაქვს რამხელა შეცდომა დაუშვა.
პირველი ის რომ ჩემ გრძნობებზე ითამაშა და მერე ამისთვის ეკლესია გამოიყენა და ჯვარი დავიწერეთ.
– რაც არ უნდა თქვა მართალი ხარ, ჩემი დაა ცუდად მოიქცა და ისე წავიდა არაფერი აგვიხსნა. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი დალაგდება.

– წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა, დღეიდან ის ჩემთვის აღარ არსებობს. - წამოვიძახე ცივად.

ლაშამ დარეკა და მითხრა, რომ ერეკლესთან ერთად განყოფილებაში მივსულიყავი.

– რა ხდება ლაშა?
– მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანი, რომელიც დეას დაეჯახა დაკავებულია.
– რა?- წამოვიძახეთ.
– დიახ, ასეა.
– როგორ, მიაგენით?
– ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დავიჭირეთ.
– რა აზრი აქვს დაჭერას დეა აქ აღარ არის უკვე.ახლა გინდ ცა ჩამოიქცეს ჩემთვის სულ ერთია.
– აქვს აზრი,რადგან ეს შენც გეხება. გამომყევი.
– არ მაინტერესებს ვინ არის ლაშა, რაც მთავარია უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.- ხელი ჩავიქნიე და გასასვლელისკენ გავემართე.
– ასე მალე, დანებდი!- ბრაზით მომიგო.- განა შენ არ იყავი ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა იქამდე არ მოვისვენებო სანამ დეას გულს არ მოვიგებო. ახლა რა გჭირს გამაგებინე?!
– ლაშა, მან ჩემს გრძნობებზე ითამაშა, გესმის? მხოლოდ მის გამო ვაგრძელებდი ცხლვრებას,მაგრამ…- მწარედ ჩავიცინე.
– მაგრამ რა?
– მაგრამ მან საბოოლოდ გაანადგურა ჩემი გრძნობები ამას არ ვაპატიებ.
– უნდა შეძლო…
– არა და ძალიან გთხოვ მის სახელს ნუღარ მიხსენებთ, რადგან ის ჩემთვის აღარ არსებობს, რაც შეეხება ბანდიტებს თქვენ მიხედეთ.
– იცი, მაინც ვის უნდოდა, დეას მოკვლა?
– ვის?
– ახლავე გაიგებ, ნათქვამია,თუ მთა არ მიდის მუჰამედთან მაშინ მთა მიდის მასთანო. - გურამ შემოიყვანეთ დამნაშავეები ჩემს ოთახში.- უთხრა თანამშრომელს და ისიც გაემართა მათ მოსაყვანად.
ცოტახანში ოთახში ორი დამნაშავე შემოიყვანეს და მათ დანახვამ სრული შოკი მიმაღებინა. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი იყო, მეორე კი… ჩემი ასლი იყო ოღონდ ცოტა განსხვავდებოდა ჩემგან.
– რაო, შოკში ხარ ნანახით არა?- ამაზრზენად ჩაეცინა მამაკაცს.
– ვინ ხარ?- კბილებში გამოვცერი.
– საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, მე შენი ტყუპისცალი ვარ.
– რა?!- გამეცინა.
– დიახ, მე შენი აჩრდილი შენი ტყუპი ვარ, რომელიც წლების წინ მიატოვეს.
– რას როშავ, გესმის მაინც რას ამბობ?!-- გავმწარდი.
– რას ვიზამთ სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა და არავის უნდა ამის გაგება.
– ამას ,მოგვიანებით გავარკვევ ახლა კი ამიხსენი რას ერჩოდი ჩემ ცოლს?!
– ოოო, შენ ცოლს, რომელ ცოლს?რომელმაც მეორე დღესვე მიგატოვა.- ახარხარდა.
– მოგკლავ შენი!!- გამწარებულმა წამოვიძახე და დასარტყმელად გავემართე ერთი მუშტიც მიიღო ჩემგან.
– დანიელ, დანიელ! გაჩერდი ხომ არ დაგავიწყდა სად ხარ?- დაიყვირა ლაშამ.
– თუ გინდა დამიჭირე მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს.
– მხდალი ხარ? ცოლმა მიგატოვა შენ კიდევ ფარხმალი დაყარე და მოთქვამ.
– გეფიცები შემომაკვდება. - ნერვებისგან ვცახცახებდი უკვე.
– დაწყნარდი, ვერ ხვდები, რომ შენი პროვოცირება უნდა.
– ამოღერღეთ, რომელი თქვენთაგანი დაეჯახა დეა ანჩიბაიას?
– მე ვიყავი.- ამაყად წარმორთქვა ,სარამ ისე თითქოს რაიმე კარგი ჩაედინოს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვხედავდი დანიელს,როგორ მოეწონა ეგ გოგო პირველივე დღიდან და ვიფიქრე სანამ ღრმად არ შეუტოპია თავიდან მოვიშორებ- თქო, მაგარამ გამოძვრა.
– და გადაწყვიტე შანტაჟზე გადასულიყავი არა?
– დიახ..
– და შენ რა მოტივი გქონდა?!- ახლა მეორეს მიუბრუნდა.
– მე შენი გამწარება მინდოდა და გამომივიდა კიდეც.
– ლაშა, საკმარისია,რაც მოვისმინე და გავიგე მე მივდივარ.- აღარ დაველოდე ერეკლეს იქაურობა დავტოვე და წამოვედი.
სახლში მივედი გამწარებული და რაც კი ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე. ყვირილი მინდოდა, მინდოდა მთელი ეს ემოცია გარეთ გამომეშვა.




***


ჩემი ცხოვრება ერთ დიდი კოშმარად იქცა სინათლის სხივი საბოლოოდ ჩაქვრა და ჩემში სიბნელემ დაისადგურა,აქამდე მჯეროდა, რომ წინ უკეთესი დღეები მელოდა, თუმცა შევცდი და თან მწარედ ზურგში დანა ჩამარსეს ნათქვამია დანას ის ადამიანი ჩაგასობს ზურგში ვისგანაც არ მოელიო. ზუსტად ასე დამემართა ზუსტად ასე ჩამცა ზურგში დანა დეამ.გამანადგურა ჩემი სიყვარულიც ჩააქრო. მე ვერასდროს შევძლებ მის პატიებას ალბათ თვითონ მშვიდად სძინავს და სულ არ ვახსოვარ მე კი აქ ვიტანჯები ვცდილობ გულიდან და გონებიდან ამოვიგდო, ყველა დავაჯერე, რომ დავივიწყე, მაგრამ ასე მხოლოდ თავს ვუტყუებ და სხვასაც ვატყუებ წავიდა მაგრამ ის მაინც ჩემი ცოლია და რომც უნდოდეს ვერ გამეყრება, რადგან უფალი დგას ჩვენ შორის არ ვაპირებ მას გავეყარო, ასე დავტანჯავ და ჩემგან თავს ვერ დაიხსნის ვერასოდეს. წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან.
ტელეფონი აწკრიალდა ეკრანს დავხედე და სესილი მირეკავდა.
– გისმენ?- ყურმილი ყურთან მივიტანე და ვუპასუხე.
– სად ხარ დანიელ?- მღელვარედ წამოიძახა.
– სახლში ვარ ,რა ხდება?
– მანდ იყავი არსად წახვიდე შენთან მოვდივარ.- გამაფრთხილა და გათიშა.

ცოტახანის შემდეგ ისიც მოვიდა საკმაოდ აღელვებული მეჩვენა. ქოშინებდა და სულს ძლივს ითქვამდა.
– რა ხდება? სესილი?- ვკითხე დაბნეულმა
– რაღაც მინდა გაჩვენო, ოღონდ არ ვიცი რა რეაქცია გექნება ამაზე.- შეპარვით მელაპარაკებოდა.
– რისი ჩვენება გინდა?
– აი გამომართვი ..- ხელში სრიალა ფურცლებიანი ჟურნალი ჩამიდო და რაც ვნახე შოკში ჩამაგდო . ყდაზე დეას სურათი იყო ამობეჭდილი გავხევდი, ტვინში სისხლმა დამარტყა ,თვალები ჩამიწითლდა.
ვერ ვიჯერებდი, ნახულს.
მის სურათის გვერდით კი წარწერა იყო სადაც ეწერა.” წარმატებული ფოტო მოდელი დეა ანჩიბაია,, სიმწრისგან ხელები მოვმუშტე და ჟურნალი დავკუჭე.
– აი თურმე რა ყოფილა, მე აქ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, თვითონ კი ცხოვრება მოიწყო უცხოეთში. დამაცადე!- გავიფიქრე გულში.
– სესილი,შეგიძლია ეს ჟურნალი დამიტოვო.
– რა თქმა უნდა.
– მადლობა.
– არაფრის, კარგი წავალ ამის ჩვენება მინდოდა უბრალოდ.- მითხრა და დამემშვიდობა.

სავარძელზე ჩამოვჯექი და ჟურნალის თვალიერება დავიწყე კიდევ შემხვდა მისი ფოტოები მის ქვეშ კი ეწერა ესპანეთის კერძოდ კი მადრიდის მშვენება.
ასე არა, ქალბატონო დეა, გეგონა ვერ გიპოვიდი ხო? - მზაკრულად ჩამეცინა. მადრიდში ერთი მეგობარი მყავდა მას დავურეკავ და ვთხოვ დახმარებას.ტელეფონზე მის ნომერს ვკრეფ და სულ მალე ზარიც გავიდა.
– გისმენთ?
_ გამარჯობა, დამიანე მე ვარ დანიელი.
– დანიელ, ძმაო , რამდენი ხანია შენი ხმა აღარ გამიგია, როგორ მოხდა,რომ შენი ძველი მეგობარი გაგახსენდა.
– მართალი ხარ, სულ დავივიწყეთ ერთმანეთი ესპანეთში მოვდივარ საქმეებზე და თან შენც გნახავ.
– მართლა?
– კი.
– როდის აპირებ?
– თუ მოვახერხე შეიძლება ხვალაც წამოვიდე.
– ძალიან კარგი, გელოდები.- მხიარულად წამოიძახა.- .გამაგებინე, ბილეთს როდის იშოვი, რომ ვიცოდე.
– აუცილებლად.


ერთი წელი წყეული ერთი წელი გავატარე გაურკვევლობაში და შენგან მიტოვებულმა დეა, მორჩა დღეიდან სადაც არ უნდა იყო გიპოვი და აი მაშინ ყველაფერზე პასუხს გამცემ. ბილეთები ხვალისთვის დავჯაშნე და მზადება დავიწყე ახალი დღე ახალი დღის დასაწყისია და კიდევ ერთი გადატანილი და ახალი შანსი ცხოვრების,სიცოცხლის ზოგადად ყველაფრისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლის, რომ გვაჩუქა კიდევ ერთი დღე. სანამ წავიდოდი წასვლის წინ მამაოს
გავუარე.
–გამიხარდა, რომ მოხვედი შვილო. მზრუნველი ტონით მომიგო.
– თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ ვინც დამრჩა მამა გიორგი..- მძიმედ ამოვთქვი.
– რატომ გგონია რომ მარტო ხარ?
–ვინც მიყვარდა ყველა ის ადამიანი წავიდა ჩემგან.
– არასოდეს დაკარგო უფლის იმედი შენ ეს კარგად იცი, რაც ხდება ყველაფერი უკეთესობიკენ შეიცვლება მთავარია სიმშვიდე და მოთმინებაა.
– მთელი ეს დრო ვითმენდი მამაო. თქვენი დახმარებით გადავიტანე ეს ერთი წელი აქამდე, როგორც მთხოვა მისი მოძებნა არ დავიწყე, მაგრამ დღეს საბოოლოდ გადავწყვიტე მოვძებნო და ყველა კითხვაზე პასუხი გამცეს.
– ძალიან კარგი იმედია შეძელი მისი პატიება.
–არა, მისთვის ჯერ არ მიპატიებია, რაც ჩაიდინა.- ბრაზ მორეულმა მივუგე.
– ნუ იქნები სასტიკი შვილო, ჩვენ ყველა ცოდვის შვილები ვართ ყველა ვაშავებთ ნებით თუ უნებლიეთ. ეცადე მიუტევო მაშ ჩვენ ვინ ვართ, როდესაც უფალმა მთელს კაცობრიობას მიუტევა.
– მე ღმერთი არ ვარ მამაო, ერთი ჩვეულებრვი მოკვდაი კაცი ვარ, რომელსაც უღალატეს.
-ნუ ამბობ მასე, ღმერთი არ ხარ და ვერც იქნები, მაგრამ უნდა ეცადო მას მიემსგავსო კეთილ გონიერებაში.
– ალბათ ოდესმე ვაპატიებ, მაგრამ ახლა არა (ახლა ამის დრო არ არის.)- გავიფიქრე უფრო ჩემთვის.
– კარგი, მაგრამ სიტუაციის მხოლოდ ერთ მხარეს ნუ ხედავ შეეცადე მეორეც დაინახო. რამდენი ხნით მიდიხარ?
– არ ვიცი, ალბათ იქამდე სანამ არ ვიპოვი და ყველაფერს არ გავარკვევ.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გონება გაგინათოს.- მშვიდი ხმით მომიგო.


გადაწყვეტილი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მას ვიპივიდი და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვდი მის აჩრდილად ვიქცევი. ყველაფრის და მიუხედვად მის ოჯახთან და მეგობრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს მთელი ეს პერიოდი გვერდში მედგნენ

– ოჰ, ჩვენი სიძე მოსულა?- ხმაურით შემეგება დეას დედა.
– გამარჯობა, თინა დეიდა ერეკლე შინ არის?
– კი, შვილო შემოდი.- სევდიანად გამიღიმა და კარები ფართოდ გამიღო, რომ შევსულიყავი.


ეს ხალხიც ძალიან მეცოდება, კაი მე არ ვადარდებ, მაგრამ ამათ რა დააშავეს, რომ არ აგებინებს თავის ამბავს საწყალი ქალი დარსისგან აღარ იყო. მისაღებ ოთახში ბატონი რეზო და ერეკლე ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდნენ.
– სტუმარი გვყავს!- ხმაურით შევიდა მისაღებ ოთახში.
– რა ხანია არ გამოჩენილხარ ძმაო.- მხარზე ხელი დამკრა.
– ვიცი, მაგრამ აქ მოსვლა მის თავს მახსენებს და ტკივილს მაყენებს.
– მესმის… - ამოლოპარაკა ერეკლემ.
– არ ვიცი თქვენც გაიგეთ, თუ არა, მაგრამ დღეს დილით ჟურნალში დეას ფოტო ვნახე.
– ხო, სესილიმ გვითხრა.
– მოკლედ ამ ჟურნალის მეშვეობით დავავდგინე სად იმყოფება.
– და სად ბრძანდება??- გაჯავრებით ამოილაპარაკა ქალბატონმა თინამ.
– ესპანეთში კერძოდ მადრიდში. ამის ნახვის გადავწყვიტე ყველაფერს ბოლო მოვუღო, სადაც არ უნდა იყოს ვიპოვი და ყველაფერზე პასუხს მოვთხოვ.
– როდის მიდიხარ?
– ხვალ გვიან ღამით მოვფრინავ იქ ერთი მეგობარი მყავს და ის დამეხმარება. კიდევ იმის სათქმელად მოვედი, რომ გითხრათ მას არ დავინდობ.
– რაც გინდა ის ქენი შვილო შენი ცოლია და უფლება გაქვს ყველაფრის.
– გპირდებით აქ მის გარეშე არ ჩამოვალ.
– კარგი.
– წარმატებები ძმაო, ადვილი არ იქნება ეს ყოველივე, მაგრამ იბრძოლე.
– შვილო, რადგან მიემგზავრები დღეს ჩვენთან დარჩი და ხვალ დილით წახვალ სახლში.
– თქვენი შეწუხება არ მინდა.
– რა შეწუხებაა, შენ უკვე ჩვენიანი ხარ. უნდა ეს იმ ქალბატონს თუ არა.


მათთან ერთად გავატარე დრო შემდეგ კი, ყველა ოთახებში გავედით ქალბატონმა თინამ მითხრა სხვა ოთახში გაგიშლი ლოგინსო, მაგრამ მე დეას ოთახში გადავწყვიტე დარჩენა. არაფერი გამოვაცვლევინე, როგორც იყო ისე დავატოვებინე მის ოთახში შევედი და ოთახს თვალი მოვავლე პატარა და ნათელი ოთახი იყო კედელზე მისი ფოტოები იყო გაკრული მეგობრებთან ერთად. იქვე პატარა აივანი იყო საფაც პატარა მაგიდა და პუფი იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა ოთახში მაიმც იდგა მისი სუნამოს სურნელი.
– რატომ, მოიქეცი ასე დეა? რატომ ჩაყარე ყველა ამ დღეში, ყველას ტკივილი მიაყენე. საწოლზე წამოვწექი და ბალიშს ჩავებღაუჭე.
არ ვიცი, როდის ჩამეძინა .



****


ღამის 11 საათზე იყო ჩემი რეისი ყველა ჩემთან იყვნენ და მამხნევებდნენ აეროპორტშიც გამომყვნენ და გამაცილეს. თვითმფრინავში ავედი და ჩემი ადგილი დავიკავე, რაც არ უნდა მოხდეს მაინც გიპოვი და ისე გავაკეთებ, რომ ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ.
და მაინც რა არის სიყვარული, სიყვარულს ყველაა სხვადა სხვა ნაირად აღიქვავს ზოგს ვნება ჰგონია სიყვარული ზოგს კი რაღაც სიმპატიები, თუმცა მე ის ნამდვილი და რწფელი სიყვარულით მიყვარდა. მაგრამ მან ყველაფერს ბოლო მოუღო.
ხაგრძლივი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავაღწიე ესპანეთში. ბარგი ავიღე და დამიანეს მოძებნა დავიწყე.
მოშორებით მაღალ სიმპატიურ მამაკაცს ვამჩნევ, რომელიც ხელს მიქნევდა მივხვდი, რომ ეს დამიანე იყო.

– რამდენი ხანია არ მინახიხარ ძმაო.- გადამეხვია.
– თითქმის ბავშვობის შემდეგ.
– ჰო, მართალია ბავშვობის მერე აღარც გვინახავს ერთმანეთი. გამიხარდა, რომ ჩამოხვედი.


აეროპორტის შენობიდან გავედით და დამიანეს მანქანამდე მივედით.
–ოჰო, შენ როგორც ჩანს ფერარის მოდელის მანქანები მოგწონს.
– ჰო, რაღა დაგიმალო და სპორტული მანქანები მომწომს განსაკუთრებით ეს მოდელი და შენ?
– მე ჩემი გიჟი გერმანელი მირჩევნია?
–გერმანელი ანუ bmw არა?
– კი, bmw ჩემი ცხოვრებაა.

მანქანაში ჩავსხედით და დამიანემ მადრიდის ქუჩებში გააქროლა თავისი ფერარი.

– მომიყევი რა ხდება შენკენ? რა ხდება სამშობლოში?
– საინტერესო არაფერი…- ამოვიოხრე მძიმედ.
– რატომ როგორ არის სოფია, დეიდა?
– ის აღარ არის..

– რა?- ხმა ჩაუწყდა. - რა მოუვიდა?
– გრძელი ამბავია, რომ გაიგებ გაგიჟდები…
– ძალიან ვწუხვარ… სხვა შენკენ რა ხდება არ გყავს მეორე ნახევარი?
ამაზე სიმწრისგან ჩამეცინა.
– სწორედ მაგიტომ ჩამოვწდი აქ რომ ვიპოვო..
– ვერ მოგიხვდი?- დაბნეულმა მომიგო.
– ეჰ, ძმაო ჩემი ცხოვრება სრული კატასტროფაა, ისეა არეული ვერ გაიგებ თავს
და ბოლოს. წარმოიდგინე ცოლი მოვიყვანე და მეორე დღეს დამტოვა და წავიდა.- ნერვიული სიცილი ამიტყდა.
– კი,მაგრამ ასე რატომ მოგექცა.- წარბები ზევით აზიდა.
– წერილი დამიტოვა, სადაც მწერდა, რომ ჩემს გრძნობებზე ითამაშა. მითხრა არ მომძებნოვო, მაგრამ დრო მოვიდა წერტილი დავუსვლა ამ გაურკვევლობას ჟურნალში შემთხვევით მისი ფოტოები ვნახე თურმე მოდელი გახდა რომელიღაც მადრიდის სააგენტოსი..ხოდა გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და თუ საჭირო გახდა სამყაროს ბოლოში მომიხდეს მისი მოძებნა, ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ ყველაფრისთვის.
– დაგეხმარები ძმაო, მისი ადგილ მდებარეობის დადგენაში. კარგი ახლა ჩემს რესტორანში წაგიყვან დაღლილი და მოშოებული იქნები.



მანქანა დიდი შენობის წინ გააჩერა და შემდეგ შიგნით შემიპატიჟა, კარგი და თბილი ატმოსფერო იყო.
– ბექა, ერთი წუთით შეგიძლია მოხვიდე!- დაუძახა იქვე მომუშავე ბიჭს.
– გისმენთ?
– გაიცანი ეს დანიელია, ჩემი დიდიხნის მეგობარი და აბა შენ იცი კარგად გაუმასპინძლდი.- ღიმილით მიუგო.
– რას მიირთმევთ?
– არაფერი არ მინდა უბრალოდ ერთი ფინჯანი ყავა და რამე მისაყოლებელი მომიტამეთ.
– კარგი, ახლავე.
– მართლა არ გშია?
– ძალიან დაღლილი ვარ უბრალოდ ყავას დავლევ და მერე სასტუმროში წავალ დავისვენებ.
– გგონია სასტუმროში გაგიშვებ?
– ახლა არ დაიწყო გთხოვ არ მინდა შენი შეწუხება.
– არ მაწუხებ.- წამოიძახა.
– უკვე დაჯაფშნილი მაქვს და ვერ გავაუქმებ.
– კარგი, ხო რამდენი ხნით რჩები?
– ულიმიტოდ.იქამდე სანამ ქალბატონს არ მივაგნებ და არ გავარკვევ ყველაფერს.
– კარგი, მაშინ შემომიარე ხოლმე.
– აუცილებლად.


ყავა დავლიე ჩემი პატარა ჩანთა ავიღე ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.
მალევე დიდი შენობის წინ ვიდექი ფული გადავუხადე სასტუმროში შევედი ჩემი ნომრის გასაღები ავიღე და ნომერში ავედი. პირველ რიგში წყალი გადავივლე, შემდეგ ცოტა დავისვენე გვიან ღამით კი გარეთ გადავწყვიტე გასვლა შორტები და მაისური გადავიცვი და გარეთ გავედი.

ღამის მადრიდი ძალიან ლამაზი იყო, ეს ქალაქი ღამით ცოცხლდებოდა და მთელი ქუჩები ხალხით იყო მოჭედილი. უმეტეს წილად შეყვარებული წყვილები სეირნობდნენ რა დასანანია, ჩვენც შეგვეძლო ასე ხელჩაკიდებულებს გვევლო დეა, მაგრამ შენ ერთი ხელის მოსმით გაანადგურე ყველაზე წმინდა და სუფთა გრძნობა არც კი ვიცი არც კი ვიცი რომ გნახავ რას ვიზამ რა რეაქცია მექნება ჩემი გული და გონება ერთმანეთს ებრძვის გონება აბალანსებს ყველა ემოციას ჩემში.

იქვე პატარა ბარივით იყო მეც ჩამოვჯექი ტელევიზორი მაღალ ხმაზე გუგუნებდა. ეკრანზე კი დეას გამოსახულებას ვაწყდები სუნთქვა მეკვრის დიდი ეკრანზე იყო გამოჭიმული და რეკლამას უკეთებდა, რომელიღაც ბრენდს. ცივმა ოფლმა დამასხა ისედაც, ხომ ლამაზი იყო, მაგრამ ახლა უფრო დახვეწილი და ქალური მეჩვენა ეკტანზე ნახვისას რა მემართება და როდესაც პირისპირ ვნახავ რა იქნება. გულმა ისევ დაიწყო ძგერა, თუმცა გონებამ ისევ გაფილტრა ეს მოჭარბებეული ემოციები შემახსენა რისთვისაც ვიყავი აქ მოსული.
ნერვები მომეშალა არც არაფერი შემიკვეთია ავდექი და იმწამსვე დავტოვე იქაურობა.



უცნაურია ეს ცხოვრება არავინ იცის ვის რა სიურპრიზი ელოდება, რაც არ უნდა დაგეგმო და ფიქრობდე, რომ ეს გამოგივა, ბოლოს მაინც სხვანაიარად მიდის ყველაფერი არის გამონათქვამი კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. შეიძლება შენ ეს მიგაჩნია კარგი და სწორი ,მაგრამ ღმერთს ჩვენზე სზვა გეგმები აქვს იგი იოლ გზებით არ გვატარებს არამედ ურთულეს გზებზე წაგიყვანს ამ რთულ გზებზე, ბევრ განსაცდელს გამოივლი.
რაც არ უნდა საპირისპირო ვამტკიცო, რომ მე ის აღარ მიყვარს სადღაც გულის კუნჭულში მაინც ცოცხლობს მისდამი სიყვარული ,თუმცა ვერ ვპატიობ, ვერ ვივიწყებ იმ დაწყევლილ დღეს.



*****


ალბათ იმის წარმოდგენაც კი, რთულია, თუ რისი გადატანა მომიხდა მას შემდეგ რაც ყველაფერი დავტოვე და წამოვედი ალბათ ბევრი მლანძღავს ამის გამო, არავინ იცის რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება. რთული იყო ჩემთვის უცხო ქვეყანაში ჩამოსვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება. უფალმა არ გამწირა და არ მაქცია ზურგი და მოწყალე თვალით გადმომხედა თვითმფრინავში ის კაცი შემხვდა ვინც მოდელობა შემომთავაზა, მაშინ მისი იქ ხილვა ჩემთვის დიდი საჩუქრი იყო უფლისგან ზუსტად, რომ საჭირო დროს და ადგილზე გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში მე არ ვიყავი ღირსი ამ წყალობისთვის,მაგრამ უფალი, ხომ დიდსულოვანი,უკეთილშობილესი და მოწყალეა მიუხედავად ყველაფრისა, არ მიმატოვა არ მიატოვა თავისი უგნური შვილი.( ამ ყველაფრის გახსენებისას მეტირება მაშინაც ამეტირა, როდესაც მარტოდ დარჩენილი და იმედ გადაწურული ვიყავი სწორედ მაშინ გამოანათა უფალმა და კვლავ დამიბრუნა იმედი.) ეს კაცი მართლაც, რომ უფლის წყალობა იყო მან ისევ შემომთავაზა მასთან მუშაობა რაზეც უყოყმანოდ დავთანმხდი შემდეგ კი მითხრა, რომ შემეძლო მის სახლში მეცხოვრა, როგორც დგმურს.
პირველი ერთი თვე საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი ის დამელოდა იქამდე სანამ მდგომარეობიდან არ გამოვედი. ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღე, როდესაც ჩემ თავს გამოვუტყდი რომ მე ჩაჩავა მიყვარდა დიდიხანია უკვე. უფრო მეტად მტკიოდა გული.

მუშაობა დავიწყე საკმაოდ მოეწონათ ჩემი აღნაგობა და ვიზუალი და ფოტომოდელად ამიყვანეს. სამი თვის შემდეგ შევიტყვე, რომ მუცლით პატარა სიცოცხლეს ვატარებდი ეს ხომ ჩემი და დანიელის სიყვარულის ნაყოფი იყო, მინდოდა მისთვის შემეტყობინებინა ეს ამბავი დავურეკე კიდეც, როდესაც მისი ბოხი, მაგრამ სასიამოვნო ხმა გავიგე გამბედაობა არ მეყო, დიახ შემიშინდა ვერ გავბედე ხმა ამომეღო და დავლაპარაკებოდი, ამიტომ მთელი ორსულობის პერიოდს ვიდეო ფირით ვიღებდი . ახლა უკვე წელიწადზე მეტია გასული ჩემი პატარაც წამოიზარდა და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. მის ყურებისას დანიელი მახსენდება.


– კარგია, ასე იდექი.- მითხრა მაქსმა და ბოლო ფოტოც გადამიღო.- ყველა ფოტოში ულამაზესი ხარ.
– მადლობა.- უხალისოდ ჩავილაპარაკე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი.
– რა მოხდა?- გვერდით მომიჯდა.
– არაფერი, უბრალოდ არ ვარ განწყობაზე.
– ისევ მოგონებები შემოგაწვა?- დანაღვლიანდა მაქსი.- ისევ მასზე ფიქრობ არა?
– ჰო..
– კარგი, რა თუ გიყვარს დღემდე რატომ არ გინდა დაელაპარაკო?
– მეშინია..
– რისი?
– მისი მეშინია, რომ აღარ ვუყვარვარ და შესაძლოა ვძულვარ კიდეც.
– ნუ ხარ სულელი.- უკმაყოფილოდ გაიქნია ხელი.
– არ შემიძლია, გესმის? ვერ ჩავხედავ თვალებში მეშინია, რომ მის თვალებში სიცივეს დავიჭერ.
– შენ სიცივე მერე ნახე ბავშვზე,თუ შეიტყო შესაძლოა წაგართვას კიდეც.-სერიოზული სახით მომიგო.
– რაა?? კარგი, რა ნუ მიხეთქავ გულს.- ამოვიტირე. მას გაეცინა და მომიგო.
– რატომ ხართ ქალები ასეთი სულელები.- აღმოხვდა მაქსს.- შესაძლოა გაგიბრაზდეს კიდეც და ეს სრულიად ნორმალური რეაქცია
იქნება მისი მხრიდან, მაგრამ მას უფლება არ აქვს შვილი წაგართვას იურისტი მაინც არ იყო.
– ო,კაი რა.

– ახლა კი მიდი მოწესრიგდი სახლში წადი და დაისვენე დევიდი ჩამიკოცნე.- ასე გამომისტუმრა მაქსმა ის, რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა ამ უცხო ქვეყანაში.


მადრიდის ქუჩებში დავიარებოდი და რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მის სიახლოვეს სადღაც აქვე ვგრძნობდი.მგონი ჭკუიდან ვიშლები.- გავიფიქრე ჩემთვის. უეცრად გაწვიმდა და შხაპუნა წვიმა წამოვიდა მე კი თვალწინ ის მომენტი გამახსენდა მე და დანიელი თავსხმა წვიმაში რომანტიულად რომ ვცეკვავდით. სევდიანად ჩამეცინა მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიტანდი ჩაჩავას, თუმცა იმ დროს სულ სხვანაირად ვგრძნობდი თავს ჯერ მომშხამა რესტორანში მერე კი ამედევნა და პატიებას მთხოვდა ან იქნებ იმ დროსაც მქონდა მის მომართ გრძნობა მე სულელიი კი ვერ ვამჩნევდი ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მიმხვადარიყავი. წვიმის წვეთები ნაზად მეხებოდნენ სხეულზე გამეცინა და ჩემთვის დავიწყე წვიმაში ცეკვა ალბათ გამვლელებს გიჟი ვეგონებოდი, თუმცა სხვისი აზრი არ მადარდებდა. თვალები მქომდა დახუჭული და გონებაში იმ კადრებს ვაცოცხლებდი. მოულოდნელად სიგნალის ხმა შემომესმა და მეც გამოვერკვიე. სწრაფად გავეცალე და დავტოვე იქაურობა გიჟივით ამიტყდა სიცილი ამდენი ბოლოს როდის ვიცინე აღარც კი მახსოვს.

სახლში შევედი ტანის სამოსი გამოვიცვალე და ჩემს ბიჭუნას დავხედე, რომელსაც ტკბილად ეძინა.
– მოხვედით ქალბატინო?- ოთახში დამხმარე შემოვიდა.
– ჰო, როგორ იქცეოდა დევიდი?
– ცოტა ჭირვეულობდა, მაგრამ დამშვიდდა.
– კარგი, მადლობა შეგიძლია წახვიდე და დაისვენო დანარჩენს მე მივხედავ.
გოგონა, დამემშვიდობა და წავიდა. ამ ბოლო დროს ბავშვს ყურადღებას ვერ ვაქცევ დროა, პაუზა ავიღო და მთელი დრო ამ ონავარს დავუთმო.
სასტიკად მომინდა მისი ხმის გაგონება ინსტიქტურად ავიღე ტელეფონი და მისი ნომერი ავრკრიფე.
– გისმენთ?- გაისმა მისისი დაბოხებული ხმა. სუნთქვა შემეკრა და თვალები ამიწყლიანდა, მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თურმე როგორ მომნატრებია მისი ხმა.
– გისმენთ, რომელი ხარ?- კვლავ გაიმეორა შეკითხვა. მე კი ხმას ვერ ვიღებდი ვერ ვბედავდი მეთქვა, რომ მე ვიყავი.
– დიდხანს აპირებთ, ასე ჩუმად ყოფნას.- გაღიზანდა. სწრაფად მოვიშორე ტელეფონი ყურიდან და გავუთიშე.
ლოგინზე პირქვე დავემხე და ამდენი ხნის დაგროვილმა ცრემლებმა ერთიანად იხეთქა.
როგორ მინდა თუმდაც შორიდან მოვკრა თვალი ნეტავ, როგორ არის? ალბათ როგორ გაუჭირდა ამის გადატანა ერთი წელია, რაც ჩვენ დავქორწინდით და რაც წამოვედი მისგან.
დევიდს გაეღვიძა მეც ამოვიყვანე საწოლიდან და ხელში ავიყვანე.
– რაო, მოგშივდა..- ვუთხარი და ლოყები ჩავუკოცნე. საჭმელი გავუკეთე შემდეგ ვაჭამე.
ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბავშვია, ჩემი ბიჭი ჯერ ხომ ასეთი მოცუცქნულია, მაგრამ მამის ასლია, ზუსტად ისეთი პირ- სახე აქვს, როგორც დანიელს. როგორ მინდოდა ყველა მოსწრებოდა დევიდის დაბადებას ენახა ბებია-ბაბუას ბიძას და მამას, მაგრამ ვერ ხედავენ არ იციან მისი არსებობის შესახებ რა საშინელი ადამიანი ვარ ღმერთო ალბათ,როგორი გაბრაზებულები არიან ჩემზე.
ბავშვთან ერთად მისაღებ ოთახში გავედი იქ ბატონი რობერტი დამხვდა.

– ოჰ, პატარა პრინცს გაუღვიძია.- გაეცინა კაცს.
– კარგია, რომ გნახეთ ბატონო რობერტ, თქვენთან საქმე მქონდა.- დავსძინე და იქვე ჩამოვჯექი.
– გისმენ შვილო?
– იცით მინდა პაუზა ავიღო, ძალიან გადავიღალე და თან ბავშვს მინდა დრო დავუთმო.
– ანუ წაავლა გინდა?
– არა, წასვლას ჯერ არ ვაპირებ უბრალოდ დასვენება მჭირდება.- ამოვთქვი.
– კარგი, შეგიძლია აიღო შვებულება, მაგრამ ჯერ დავასრულოთ ეს ფოტო სესია. მერე კი შეგიძლია დაისვენო.
– კარგი.- ამოვთქვი.
– არ გეწყინოს შვილო უბრაკოდ ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ვერ გავაუქმებთ ცოტაც მოითმინე კარგი?
– კარგი, რა გაეწყობა. წავალ ბავშვს დავაწვენ.
ოთახში ავედი და ბავშვი საწოლში ჩავაწვინე. დავიღალე ძალიან დავიღალე სულაც არ მსიამოვნებს კამერებთან დგომა საათობით და პოზიორობა, მაგრამ ამით ვირჩენ თავს.





****

ამ უცხო ქვეყანაში არავის ვიცნობდი წელიწადია აქ ვარ და მაქსისა და ბატონი რობერტის გარდა არავის ვიცნობდი. მაქსი ძალიან კარგი ადამიანია მხიარილი და მეგობრული. რაღან დღეს დასვენება მქონდა გადავწყვიტე ბავშვთან ერთად გამესეირნა. თავის ბორბლებიან სავარძელში ჩავსვი და გარეთ გავედი სხვა დღეებთან შედარებით დღეს გრილი ამინდი იყო, ხალხში გავერიე და ვსეირნობდი.
ერთ-ერთ რესტორანთან შევჩერდი, როგორც გავიგე ქართულ კერძებსაც ამზადებდნენ ძალიან მომენატრა ქართული კერძები შიგნით შევედი და ჩემთან ოფიციანტი მოვიდა.
– რას მიირთმევთ?-ძალიან მესიამოვნა, როდესაც ქართული ბგერები მომხვდა ყურში.
– რისი შემოთავაზება შეგიძლიათ?
– აქ ყველანაირი ქართული კერძები გვაქვს ასევე ხინკალიც.
– მაშინ ხინკალს შევუკვეთავ.
– კარგი.

ძალიან სადა და მყუდრო გარემო იყო. მომეწონა აქაურობა.
ტელეფონზე მაქსმა დამირეკა. ჩემი ადგილმდებარეობა ვუთხარი და დაველოდე მის მოსვლას.
მალე მაქსიც მოვიდა.
– სეირნობთ დედა შვილი?
– ჰო..
– ეს რა რესტორანია?- იკითხა და თვალი მოავლო აქაურობას.
– ქართულ- ესპანური რესტორანია დღეს ხინკალი უნდა გაგასინჯო.
– რა კინკალი…? რა არის?
– კინკალი არა, ხინ..კა..ლი..- გამეცინა.- ხინკალი ხორციანი საჭმელია.
– ხო, მეც მაგას არ ვამბობ კინკალი..
– ვაიმე, ხინკალი მაქს, ხინ…კა…ლი…
– ხინ…კა…ლი…- ძლივს დაიმახსოვრა.
– რა სასაცილო ხარ.- გულიანად გამეცინა
მალევე მოიტანეს და მაქსს ავუხსსნი, როგორც უნდა ეჭამა.
– მაქს, ეს ხელით იჭმევა.- ვუთხარი და ვაჩვენე.
– ასე?- მაჩვენა.
– ხო, ეგრე..გემრიელად მიირთვი.
ძალიან მოეწონა მაქსს ქართული ხინკალი.
– პერფექტო.- წამოიძახა კმაყოფილმა.

ცოტა კიდევ ვისეირნეთ და შინ დავბრუნდით, რადგან დევიდის ძილის დრო იყო. საწოლში ჩავაწვინე.



– არა, როგორც კი ამ კონტრაქტს დავასრულებ აქედან წავალ სადმე მშვიდ ადგილას. დავიღალე ამ ხმაურიანი ქუჩებით და ყველაფრით.



არავინ ვიცით ეს ცხოვრება რას გვიმზადეს და როდის რას გადავაწყდებით. ვფიქრობთ თუ დედამიწის სხვა კონტინენტზე გადავიკარგებით ვერავინ ვეღარ მოგვაგნებს თითქოს ამით ვცდილობთ გავექცეთ ჩვენს ცხოვრებას და წარსულს, თუმცა წარსულს ვერ გავექცევით ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სულ რომ გადაიკარგო მაინც მოგძებნის ის რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მთელი ეს დრო ვცდილობდი აღარ მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომივიდა პირიქით უფრო მახსენებდა თავს დღე არ გავიდოდა, რომ წარსულზე არ მეფიქრა.
მანძილმა კი არ დაგვაშორა უფრო გააძლიერა მის დამი სიყვარული საინტერესოა, ისევ აქვს თუ არა ჩემს მიმართ გრძნობები თუ შემიძულა, თუმცა არც ამაზე მაქვს პრეტენზია, თუ გადამიყვარა.

ბავშვი ძიძას დავუტოვე და გადავწყვიტე მადრიდის ბნელ ქუჩებს შევრეოდი.
ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები იმ წამსვე სადღაც იკარგება ძლიერი დეა და რჩება უსუსური და მშიშარა, რომელიც თავს მარტოდ გრძნობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა სხეულს ვეღარ აკონტროლებ არ გინდა იტირო, მაგრამ სული დომინირებს და შინაგანად ვეღარ უძლებ და თავისით გეტირება, რადგან უძლური ხარ საკუთარ თავთან უბრალოდ ძალა აღარ მყოფნის და იქვე ხიდის კიდესთან ჩავიკეცე და უფლება მივეცი საკუთარ თავს ყველაფერი გარეთ გამოეშვა. მეტირა მეყვიტა იქამდე სანამ არ დავიღლებოდი. მენატრება ის მეამბოხე გოგო, რომელიც ადრე იყო, რომელიც უშიშარი და სიცოცხლით სავსე იყო ადრე ახლა იმ გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო.


მალე დეფილე უნდა იყოს ამით ვამთავრებთ კონტრაქტს.
გავიგე, რომ ხვალ რბოლები იმართებოდა და გადავწყვიტა ისევ გამომეცადა მივიწყებული შეგრძნებები.


მანქანით სტარტის ხაზთან დავდექი და ისე მიხაროდა კვლავ, რომ მომეცა ეს შანსი მიმეღო მონაწილეობა რბოლებში საოცარია, ძალიან აღელვებული და აჟიტირებული ვიყავი სპორტული ტანის სამოსი მეცვა , კედები და ჩაფხუტი მქონდა მოეგებული. ღვედი შევამოწმე შემდეგ კი ნერვიულად ვათამაშებდი საჭეზე თითებს. ამ დროს გვერდით შავი bmw ამომიდგა. ფანჯრიდან გადავხედე მანაც გამომხედა
თითებით თოფის იმიტაცია გააკეთა, შუბლზე მიიდო და შემდეგ მე დამიმიზნა გაოცებული შევყურებდი, ამას მემგონი ჰგონია, რომ გაიმარჯვებს თვალები მოვჭუტე,შემდეგ გავსწორდი თვალებით პერიმეტრი მოვზომე და მოვემზადე. გაზის პედალს მივაჭირე მოტორი აგუგუნდა სამ თვლაზე გვანიშნეს მეც იმ წამსვე ვწყდები ადგილიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ იმ შავმა bmw არ გადამისწტო საკმაოდ მოხერხებულად გადამიჭრა გზა და წინ გაიჭრა. ნერვები მომეშალა და უფრო სწრაფად ვიწყებ გადაადგილებას ამჯერად მე ვუსწრებ და სიხარულისგან ვკივი. ფინიშის ხაზთან თითქმის უკვე მისული ვიყავი, როდესაც ისევ გამითანაბრდა შემდეგ კი გადამისწრო და ფინიშის ხაზიც გადაკვეთა. ბოლოს კი დრიფტით დააბოლოვა. ნერვებ მოშლილმა გავაჩერე მანქანა სიბრაზისგან მთლიანად ავხურდი სწრაფად გადმოვედი და იმ მხარეს გავიხედე სადაც ის უცნობი იყო, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ის ჩემკენ წამოვიდა დინჯი და მტკიცე ნაბიჯებით აუღელვებლად მომიახლოვდა. გაოგნებული ვუყურებდი ასეთი სიარულის მანერა მხოლოდ დანიელს ქონდა. ღმერთო რა ხდება ჩემ თავს? რატომ ვგრძნობ მის სიახლოვეს სადღაც აქვე მოუსვენრობა დამეწყო. იგი ჩემ პირისპირ შეჩერდა ჯერ მე მომხსნა თავიდან ჩაფხუტი და შემდეგ თვითონაც იხსნის ნანხმა კი შოკში ჩამაგდო, რომელმაც სრულიად მომწყვიტა რეალობას. აღქმის უნარი დავკარგე გახევებული ვიდექი გული საშინლად მიცემდა და სუნთქვა მიჭირდა. ჩემ წინ ის ადამიანი იდგა, რომელსაც გავურბოდი.
– შენ?!- აღმომხვდა.
– ხო, მე ვარ არ მელოდი არა?- ცალყბად ჩაეცინა. - ვეღარ ვუძლებ მის სიუხეშეს მანქანისკენ შევბრუნდი ის იყო, კარები უნდა გამეღო, რომ ხელი შემიშალა და არ მომცა გაღების უფლება. მივხვდი მისგან თავს ვეღარ დავიხსნიდი.
– რა იყო?გამბედაობა არ გყოფნის არა, გეშინია შემოხედვის და თვალს ვერ მისწორებ, როგორც იქნა მოგაგენი, როგორ გგონია თავს დაიძვრენ ჩემგან.- მტკივნეულად ჩამავლო ხელი მაჯაში მანქანის მეორე მხარეს მიმიყვანა ძალით ჩამსვა მანქანაში თვითონ კი საჭეს მიუჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
სადღაც უკაცრიელ ადგილას გააჩერა მანქანა.
– კარგად დაიმახსოვრე სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გამცემ აქედან არსად წავალთ. ახლა კი გისმენ?- ისე მითხრა ჩემთვის არც კი შემოუხედავს. არაფერს ვამბობ და გზას, გავყურებ ფანჯრიდან.
– დიდხანს აპირებ ასე ჯდომას? ხმა ამოიღე და გამეცი პასუხი რატომ მომექეცი ასე უმოწყალოდ.
– სათქმელი არაფერი მაქვს.
– გაქვს და თანაც ძალიან ბევრი.
– წერილში მემგონი გასაგებად აგიხსენი ყველაფერი.
– ამის...დე**ც წყობილებიდან ნუ გამომიყვან დეა, გესმის კარგად დამაკვირდი, შემომხედე რად მაქციე, ის რაც ადრე მეჯავრებოდა ახლა ჩემს ყოველღიურობად იქცა, მოგწონს კმაყოფილი ხარ შედეგით?!- დაიღრიალა.
– ნუ ყვირიი!- დავუყვირე მეც გულმოსულმა.
– თუ არ გინდა, რომ ვიყვირო მაშინ ამიხსენი რატომ მომექეცი ასე რით დავიმსახურე შენგან ასეთი მოპყრობა?
– დანიელ, გთხოვ...- ამოვიტირე უკვე ცუდად ვიყავი.
– ნუ, მთხოვ!
– გთხოვ კარები გამიღე უნდა გადავიდე..- ამოვილაპარაკე. ფანჯრის მინა ჩავწიე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. - არ გესმის გააღე ეს წყეული კარები გააღე!- წამოვიხახე სასოწარკვეთილმა. რომ ნახა ჩემი მდგომარეობა, კარების საკეტი გახსნა და მეც იმ წამსვე გადავედი მანქანიდან აქვე ახლოს სანაპირო იყო, ზღვის ნაპირთან მივედი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ჰაერი შემეშვა ფილტვებში, მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა სუნთქვა და თვალთ დამიბნელდა ძალას ვკარგავდი სადაცაა წავიქცეოდი, რომ დანიელმა ხელი შემაშველა.
– დეა, მე შემომხედე მიდი და ღრმად ისუნთქე მიდი!- მითხრა და სახეზე ცივი ხელები მომისვა. სახეზე გრილი წყალი მესიამოვნა და ცოტა მომეშვა.
– რა გჭირს რა დაგემართა?- წარბებშეჭმუხნულმა მომიგო.
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი.- მძიმედ ამოვთქვი. - თან შენთვის სულ ერთი უნდა იყოს, რაც მე მეხება.
– არ არის სულ ერთი ეგ შენთვის შეიძლება იყოს, მაგრამ შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ , გესმის? ჩემი ცოლი ხარ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველა გაუგებრობას ბოლო მოვუღო და უკან დაგაბრუნო შენი ადგილი ჩემ გვერდით არის.
– მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ.- წამოვიძახე და ფეხზე წამოვდექი.
– წამოხვალ, რადგან გინდა თუ არ გინდა ჩემი ცოლი ხარ.
– არ ვარ შენი ცოლი.
– დეა, ნუ მეთამაშები! საერთოდ ვინ ხარ და რა გინდა?! ასე როგორ დაეცი, რომ შენი მიზნებისთვის წმინდა ადგილი გამოიყენე.
ამაზე ნერვები მეშლება და სახეში სილას ვაწნი.
– რა თქვი?! შენ მართლა ფიქრობ, რომ მე ასეთი ვარ?!- სიმწრისგან ჩამეცინა.- ვაპირებდი ყველაფრის თქმას, მაგრამ გადავიფიქრე. არაფერს არ გეტყვი, საერთოდ არაფერს,რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე. ერთ რამეში მართალი ხარ, მოგატყუე ვაღიარებ ამას და არც პატიებას გთხოვ, რადგან არ ვიმსახურებ, მაგრამ ერთ რამეში შეცდი, როგორც ჩანს საკმარისად არ მიცნობ. - ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე, რომ მკლავში ჩამავლო და უკან მიმაბრუნა.
– რას აკეთებ გამიშვი!- ის თავის ყორანივით მუქი ყავისფერი თვალებით ზემოდან დამყურებდა.
– არ გესმის, გამიშვი მეთქი!- გავიბრძოლე და ვეცადე მისი ტორებიდან გამეთავისუფლებინა ხელები.
ვყვიროდი,ვწიოდი ,თავის დახსნა მინდოდა მისგან. ამ დროს კი მოულოდნელად მაკოცა სწრაფად გამოვერკვიე მთელი ძალით ვკარი ხელი და თავიდან მოვიშორე.
- სულ გაგიჟდი, ხო. ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან?!
– უბრალოდ გაგაჩუმე, შენ რა იფიქრე, გეგონა იმიტომ გაკოცე,რომ ისევ მაქვს შენ მიმართ გრძნობები.- მომიგო.
– ვერ გიტან! მეზიზღები გადაწყვიტე ასე გადამიხადო სამაგიერო არა?!
– რა მიხვედრილი ხართ ქალბატონო დეა.
– ტყუილად ნუ გაირჯები ჩაჩავავ, მე არსად არ წამოვალ. ასე, რომ უკან დაბრუნდი.
– რატომ სხვა გყავს უკვე, ვინ იყო იმ დღეს კაფეში, რომ იჯდა შენთან ერთად?!
– ძალიან ბევრის უფლებას აძლევ შენ თავს ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ სანანებელი გაგიხდეს. შენი სიტყვები.- ვუთხარი და მანქანისკენ წავედი.
– ისე, ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი ყველაფერს.- დამიყვირა
– არაფერი გამოვა დანიელ, თუ გინდა მთელი ღამე აქ დავრჩეთ, მაგრამ არ გეტყვი. - მანქანაში ჩავჯექი და მოვწყდი ადგილს.

საშინლად მატკინა გული, მისმა სიტყვებმა თუმცა ყველაფრის ღირსი ვარ, აბა რა მეგონა მოვიდოდა თავზე ხელს გადამისმევდა და მეტყოდა, თუ როგორ მოვენატრე. გზაში ბავშვის ძიძამ დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი გაუჩერებლად ტირის და მაღალი სიცხეები აქვს. სახლში გიჟივით შევვარდი.
– რა ჭირს??- განერვიულებულმა წამოვიძახე.
– არ ვიცი, ქალბატონი რაც გაიღვიძა გაუთავებლად ტირის და წუხს.
– კარგი, მიდი მოემზადე ექიმთან მივდივართ.
საავამდმყოფოში მორიგე ექიმი დამხვდა და ბავავშვი გასინჯა.
_ რა ჭირს ექიმო...?
_ დამშვიდდით სერიოზული არაფერია, მის ასაკში ასე იცის. კბილები ამოსდის და ღრძილები აქვს გაღიზიანებული სიცხეც მაგიტომ აქვს. როგორც ჩანს თქვენთვის ეს პირველია?- გაეცინა ექიმს.
– დიახ...
– ცოტახანი შეაწუხებს და სიცხეც ექნება, წამლებს გამოვუწერ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვი წუხს. სიცხის დამწევს მისცემთ და დამშვიდდება. რა ხნის არის?
– ხუთი თვის...- მივუგე მე.
ძიძა სახლში გავისტუმრე და ბავშვს მივუწექი გვერდით ისეთი პაწაწინაა და მოდრუნჩული პატარა გოჭივით. კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, თუ რამხელა საჩუქარი გამიკეთა უფალმა მისი სახით ის რისგამოც ვვარსებობ სწორედ მისი დამსახურებაა. თავის პატარა თითებით ვყავდი ჩაბღაუჭებული.
– როგორ მინდა, ყველა გიცნობდეს დე... ბებია ,ბაბუა, ბიძა და რა თქმა უნდა მამაშენი.
საერთოდ როგორ იფიქრა, მსგავსი რამ როგორ დაუშვა თავის გონებაში ასეთი რამ ჩემზე, საერთოდ ვერაფერს მიხვდა, ეკლესიია ნაწილი იყო, წირვებზე დადიოდა და ისიც კი ვერ გაარჩია, ჩვენს ჯვრისწერაზე მამაო რა ლოცვებს კითხულობდა.
მეორე დღეს სახლში გაგვწერეს ტაქსი გამოვიძახე და ისე წავედი, რადგან მანქანის ტარების თავი არ მქონდა.
ოთახში ავედი ბავშვი საწოლში ჩავაწვინე, შემდეგ აბაზანაში შხაპი მივიღე.
– ექიმთან მომიწევს მისვლა, დიდი ხანია შეტევა აღარ მქონია და ახლა ისევ განმიმეორდა. - სარკეში ჩემ ანარეკლს ვაკვირდებოდი, სადაც მოჩანდა სველი გაბურძგნული თმები, ჩაშავებული თვალის უპები და გადაფითრებული სახე. აი რა იმალება გრიმების უკან. ცრემლები მომაწვა, თუმცა ვცდილობდი არ მეტირა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
ტელეფონს დავწვდი ერეკლეს ნომერი ხელის კანკალით ავკრიფე და ზარიც გავიდა.
– გისმენთ?- როგორ მომნატრებია.
– ერეკლე... ძმაო....მე ვარ...- ამოვიტირე.
– დეა, შენ ხარ?- განაწყენებული ხმა მომესმა.
– ჰო…

– ახლა, გაგახსენდი ხომ აქამდე სად იყავი.- ტელეფონში მისი ბრაზმორეული ხმა მომესმა. გული მომეკუმშა, მას ჩემთვის არასოდეს დაუყვირია ახლა კი განრისხებული მელაპარაკებოდა. დავიმსახურე ყველაფრის ღირსი ვიყავი წამოვედი და სულ დავივიწყე ყველა.
– შენ გელაპარაკები, სად იყავი მთელი ეს დრო? რატომ ერთხელ არ დარეკე. იცი მაინც რა გამოვიარეთ მას შემდეგ რაც წახვედი.
– ძმაო....- ამოვისლუკუნე.
– რა დეა რა, იმედები გამიცრუე შენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი ასე უნამუსოდ, როგორ მოიქეცი.- იმდენად გაღიზიანებული ხმით საუბრობდა ვეღარ გავუძელი და გავუთიშე. თავი ცუდად ვიგრძენი გულზე მივიდე ხელი, რადგან ვიგრძენი როგორ მომიჭირა. სუნთქვა დამიმძიმდა მერე კი...მერე კი სიბნელეში ჩავიკარგე.
როდესაც გონს მოვედი თეთრმა ფონმა თვალი მომჭრა ხელის მტევანი მქონდა დამძიმებული გვერდით გავიხედე და წვეთოვანი მქონდა ჩადგმული. ოთახში ექიმთან ერთად ბატონი რობერტი შემოვიდა.
– რა მომივიდა?
_ გრძნობა დაკარგე, ძიძამ გიპოვა ოთახში უგონოდ მყოფი ბავშვის ტირილზე შემოვიდა და.. აქ წამოგიყვანეთ.
– რა მჭირს ექიმო?- ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი.
– ჯერ არ ვიცით, თქვენს გონზე მოსვლას ვეკოდებოდით, რომ გამოკვლევები ჩაგიტაროთ. ახლა ექთანი შემოვა და კარდიოლოგთან გაგიყვანთ.

კარდიოლოგთან გამიყვანეს და გამოკვლევები ჩამიტარეს. ცოტახანში უკან დავბრუნდი.
_ აქ დაიცადეთ ექიმი შემოვა და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს.- მეშინოდა ვაი თუ ცუდი პასუხი მოვიდოდა, არა ამას ვერ გადავიტანდი არ მინდოდა, ჩემს შვილთან განშორება, დანიელთან, მშობლებთან, ძმასთან და მეგობრებთან მართალია მათ ჩამოვშორდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა.
პალატაში ექიმი სერიოზული სახით შემოვიდა და საუბარი დაიწყო.
– მოდი სანამ ცუდად გახდომის მიზეზს გეტყოდეთ, რაღაცას გკითხავ და გულახდიად მიპასუხე კარგი?
– კარგი, ექიმო.- დაბნეულმა მივუგე.
– მითხარი, აქამდე თუ გქონია, მსგავსი შეტევები?- ჩაფიქრებულმა მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა.
– იცით... ადრე ძლიერი სტრესი გადავიტანე ამის გამო სპაზმური შეტევები დამეშყო.
– და როდის გქონდათ შეტევები რა სიტუაციაში?
– როდესაც ძალიან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი.
– გასაგებია და იმის შემდეგ გქონდათ თუ არა კიდევ შეტევა.
– ბოლოს ერთი წლის წინ მქონდა მის შემდეგ აღარ განმეორებულა და კიდევ ახალახანს დამეწყო ორი დღისწინ და დღეს. რა მჭირს ექიმო? რაიმე სერიოზულია?
– საგანგაშო არაფერია, თუმცა არც კარგი შედეგია. თქვენმა კარდიოგრამის შედეგმა აჩვენა, რომ თქვენ სუსტი გული გაქვთ და ძლიერი ნერვიულობა თქვენზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ სტრესულ სიტუაციებისგან და დაძაბულობებისგან. ამას დამატებული ანალიზებმა აჩვენეს, რომ თქვენი ორგანიზმი საკმაოდ გამოიფიტა და დასვენება გჭირდებათ.
– როგორ მოვიქცე ექიმო?
– ეცადეთ, როდესაც უსიამოვნებები გექნებათ მათ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ეცადეთ გაანეიტრალოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ წინაღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დროთა მანძილზე გართულდეს თქვენი დგომარეობა წამლებს გამოგიწერთ და მას მიიღებთ ყოველ დილით.

წამლები და მკურნალობა დამინიშნა შემდეგ კი სახლში წამოვედი. გზაში ყველაფერი გადავწყვიტე გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვიდე შემდეგ კი ბავშვთან ერთად სადმე წავალ წყნარ ადგილას.
სახლში მისულს, ბატონი რობერტი მისაღებ ოთახში დამხვდა. საკმაოდ შეწუხებილი მეჩვენა.
– ბატონო, რობერტ ..- ჩუმი ხმით დავუძახე.
– მოხვედი შვილო..- მზრუნველი ხმით მომიგო. - მოდი დაჯექი.- მითხრა და სავარძდლზე ხელი მოუთათუნა. მეც მივედი და ჩამოვჯექი
– იცით მინდა რაღაც გთხოვოთ...
– ვიცი, შვილო რისი თქმაც გინდა სანამ წამოვიდოდი ექიმს ვესაუბრე და ყველაფერი მიამგო. ისიც ვიცი, რომ წასვლა გინდა. ბევრი ვიფიქრე და შეგიძლია წახვიდე და დაისვენო.
– მერე დეფილე..?- ამოვიტირე.
– ჯანდაბაშიც წასუკა ეგ დეფილე მთავარია შენ იყო კარგად. შეიძლება ხან და ხან მკაცრი ვარ ხოლმე, მაგრამ შენ კარგად იცი, რომ საკუთარი შვილივით მიყვარხარ მე ამ ქვეყნად არავინ გამაჩნია. შენ კი ის დანაკლისი შემივსე, რომელიც მაკლდა.
მის სიტყვებზე გული ამიჩუყდა.
– თქვენი ძალიან მადლიერი ვარ თქვენ, რომ არა არ ვიცი ახლა ჩემი ცხოვრება, როგორ წარიმართებოდა უფალმა თქვენი თავი საჭირო დროს გამომიგზავნა.
_ ასევე მეც შვილის სახით მომევლინე.- გამიღიმა. - აქ ერთი პატარა კუნძულია იქ სახლი მაქვს იმ სახლს შენ გჩუქნი შეგიძლია წახვიდე და რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩე. არაფერზე იდარდო.
– ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამას ვერ დავთანხმდები.
– უარი არ მიიღება. იქ ჩემი მძღოლი წაგიყვანს.

ოთახში ავედი და მზადება დავიწყე ყველაფერი ჩავალეგე შემდეგ ბავშვიც მოვამზადე და ქვემოთ ჩავედი მღოლმა ჩემი ბარგი გაიტანა და მანქანის საბარგულში მოაქცია.
– აბა, ბედნიერად შვილო.- დამემშვიდობა მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი და მანქანაც დაიძრა.
საღამოს პირს უკვე იმ კუნძულზე ვიყავით მძღოლი დამეხმარა ბარგის შეტანაში და ოთახში შეიტანა. მადლობა გადავუხადე მერე კი ოთახში შევედი ბავშვი საწოლზე მოვათავსე და მეც გვერდით მივუწექი მასთან ერთად მეც დამეძინა სადღაც ერთ საათში მისმა ღიღინმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და მას დავხედე ეს უკანასკვნელი იღიმოდა საყვარლად და თავის ენაზე რაღაცას ტიტინებდა. თან ნერწყვით ბუშტებს ბერავდა.
– დედას ტკბილო..- ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე.- აგღუ დე.. - რა საოცრებები არიან ეს პატარები თავის სამყაროში იყო და ვიღაცას ან რაღაცას ელაპარაკებოდა გაბადრული სახით ამბობენ ჩვილებთან ანგელოზები მიდიანო და მათ ართობენო ალბათ ახლაც ანგელოზს ეტიტინებოდა. მთელი სახე ჩავუკოცნე. საწოლიდან წამოვდექი და ირგვლლივ ბალიშები შემოვუწყვე, რომ არ გადმოვარდნილიყო ჩანთიდან საღამურები ამოვიღე და სააბაზანოში წყლის გადასავლებად გავედი.
შემდეგ ბავშვის კალიასკა გავშალე ბავშვი ჩავაწვინე და სამზარეულოში გავედი. სიმართლე გითხრათ ვერაფრით ვერ მივეჩვიე იტალიურ კერძებს. მაცივარი გამოვაღე იქიდან რამდენიმე კვერცხი გადმოვიღე, ტაფა გაზქურაზე შემოვდგი და ყიყლიყოები შევწვი. შემდეგ ჩაისთან ერთად მივირთვი.
უნებურად დანიელი მომაგონდა ალბათ ახლა ყველგან დამეძებს, როგორ მინდა ყველაფერი დასრულდეს.

ცხოვრება მარტივი სულაც არ არის და ეკალვარდებით არის მოფენილი ადვილად მისაღწევი არაფერია, ამ ცხოვრებაში კიდევ რამდენ გამოცდას და განსაცდელს უნდა გაუძლოს ადამიანმა. ყოველთვის, როდესაც ჩემთავთან მარტო ვრჩები უფალს ამ კითხვებს ვუსმევ. მამაოს სიტყვები მახსენდება, რომელიც მარიგებდა ხოლმე სულ ალას ჩამჩიჩინებდა.,, უფალი მარტივი გზებით თავის რჩეულებს არ წაიყვანსო, მარტივი გზებით, მხოლოდ მისგან განდეგილნი დადიანო. ჩვენ კი ვიცდებით ცხოვრების ბოლომდე ბრძოლაში უნდა იყოს ადამიანიო. ალბათ ასეც არის ვინ იცის კიდევ რამდენი რამ უნდა გავიარო რომ ბოლო გაჩერება კარგად დასრულდეს, თუმცა არც ამაში ვართ გარანტირებულები ყველა ამბავს კარგი დასასრული ვერ ექნება.

*****


ბავშვთან ერთად პატარა ქალაქში ვსეირნობდი და იქვე ახლოს ტაძარი ვნახე ძალიან მომინდა შესვლა.მართალია კათოლიკური იყო, მაგრამ უფლისთვის ყველა ერთნაირია და იგი არ არჩევს რელიგიის წესების მიხედვით მისი სახლის კარი ყველასთვის ღია. იქვე იყიდებოდა თაფშლები და მეც სადა ფერის თავსაბურავი ავიღე.

ტაძარში შევედი და ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ჩვენგან განსხვავებით კათოლიკებმა ხატები არ იციან.
სანთელი დავანთე უფალს ვთხოვე შენდობა და შეწევნა. ძალიან დამამშვიდა ტაძარში ყოფნამ. ცოტახანში.
საღამოს პირს სანაპიროზე გავედი და თეთრ ქვიშაზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი ზღვას, რომელიც ბობოქრობდა. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემს ყუთასმენას ნაცნობი ხმა მოხვდა
– ლამაზი პეიზაჟია არა.- მომესმა ნაცნობი ხმა. თავიდან მეგონა, რომ მომეჩვენა, მაგრამ როდესაც ისევ განმორდა ხმა დენდარტყმულივით წამოვხტი გვერდით გავიხედე და ყურებამდე გაღიმებულ დანიელს წავაწყდი.
– შენ... შენ... - შეშფოთებულმა წამოვიკივლე.
– ხო, მე ვარ...
– რა გინდა,დანიელ რატომ არ მანებებ თავს .- აღმომხდა დაღლილი ხმა.
_ უკვე გითხარი, რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ ძვირფასო. თუმდაც ქვეყნის დასალიერში გადაიხვეწო იქაც ჩამოგაკითხავ.
– კარგი, მეც მეტი აღარ შემიძლია, ამდენი დაძაბულობა და გაურკვევლობა.
– ძალიან კარგი, დღეს ყველაფერი გაირკვევა.
– ყველაფერს აგიხსნი და დანრჩენი შენი გადასაწყვეტია ან დამიჯერებ ან არა.
– გისმენ.
_ დავიწყებ იმით, რომ მე არ მინდოდა შენი მოტყუება.
– მაგრამ მომატყუე.
– ნუ მაწყვეტინებ. მე არ მინდოდა ამის გაკეთება,მაგრამ გარემოებებმა მაიძულა, ასე მოვქვცეულიყვავი. ვაღიარებ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ როგორ დაუშვით ისეთი რამ რომ მე წმინდა ადგილს ასე შევურაცყოფდი დანიელ! ერთხელ უკვე გითხარი, რომ მე შენი ცოლი არ ვარ თქო.
– რა ასე არ არის??!
– არა, ჩვენი ქორწინება ნამდვილი არ ყოფილა.
– რაა?
– გახსოვს ჯვრის მონასტერში, რომ ვიყავი
– კი,მერე..
_ მერე ის, რომ იქ სასოწარკვეთილი მივედი შენ არ იცი მაგრამ იქ მისვლამდე იმ ნაძკრლებმა ისევ შანტაჟი დამიწყეს ტაძარში იმ იმ იმედით მივედი, რომ უფალი დამეხმარებოდა გამოსავლის მოძებნაში იქ მისვლამდე კომისარს დავურეკე მაგრამ ვერაფერი მითხრა. ტაძარში ერთი მამაო გამომელაპარაკა სწორ დროს გამოგზავნა უფალმა ის ჩემთან. მას ვუამბე ყველაფერი და ვთხოვე დამხმარებოდა ამ თამაშში. ეს უბოროტო ტყული იყო, ყველა დავაჯერე, რომ ეს ნამდვილი ქორწინება იყო, როდესაც იმ ხალხმა ეს შეიტყო მოქმედებაზე გადავიდნენ და მაიძულეს ქორწილის მეორე დღეს შენი მიტოვება მაგრამ მაგათმა ის ვერ გათვალეს რომ მე მათზე ჭკვიანი ავღმოვჩნდი და აქეთ ჩემს მახეში გაებნენ.
– რას ამბობ?
– შენი აზრით ვინ დაიჭირა ის ხალხი? პოლიციამ ვერაფერი დაადგინა, მე ისე გავაკეთე, რომ მათ კვალზე გავსულიყავი და ასეც მოხდა მათ მივაგენი შემდეგ კი პოლიციას გადავეცი.
_ და ჩვენი სიყვარული?
– ჩვენი სიყვარული... ვაღიარებ თავიდან უბრალოდ ლტოლვა მქონდა , ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ...
– რომ რა?- ეშმაკურად ჩაეღიმა.
– რომ... მეც მიყვრდი.- ამოვიტირე.
– და რატომ არ მითხარი ეს დეა, როდესაც ყველაფერი დასრულდა რატომ არ დაბრუნდი?
_ იმიტომ, რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის გასანალიზებლად. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ბავშვის ტირილმა გამაწყვეტინა.მასთან მივედი და ხელში ავიყვანე.
დანიელმა, როდესაც ბავშვი ნახა გაოგნებული სახით მომიახლოვდა.
– ეს...ეს ჩემი შვილია?- აცრემლებული თვალებით მომიგო.
_ კი...
– რატომ არ მითხარი ეს როგორ დამიმალე..
– დავაპირე თქმა, დარეკვაც დავაპირე, მაგრამ გამბედაობა არ მეყო..
– შეიძლება.- მითხრა და ბავშვი აიყვანა. საოცარი სანახავი იყო გაოცებული სახით დაცქეროდა ბავშვს. დევიდი კი, ხმას არ იღებდა თითქოს იგრძნო, რომ მამამისი იყო.
– რა ქვია?
– დევიდი.. მაპატიე, თუ შეგიძლია მაპატიე ყველაფერი მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.- თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. მან ბავშვი უკან ჩასვა და მე მომიახლოვდა მუხლი მოიდრიკა და თვალებში ჩამხედა.
– გთხოვ ბავშვს ნუ წამართმევ.- აღმომხცდა სასოწარკვეთილს.
– გგონია, იმდენად უგულო ვარ, რომ დედა შვილს დავაშორო, მართლა ასე ფიქრობ?!- ვიგრძენი რომ ეწყინა.
– მაპატიე,მე უბრალოდ...
– უბრალოდ, იფიქრე რომ აქ იმისთვის ჩამოვიდა, ჩემზე შური იძიოსო ასეა?
– არ ვიცი.
– აბა რა იცი დეა, გამაგებინე?
– მაპატიე... ცუდად გამომივიდა.
- დავფიქრდები ამაზე ღირს თუ არა შენი პატიება.- გამომწვევად გამომხედა და შემდეგ ჩემს ბაგეებს დაეწაფა

– არც მე მოველოდი ამას, მაგრამ ყველაფერი სხვა გავარად წავიდა.
ჩვენ, რაც არ უნდა გვინდოდეს, ყველაფერი მაინც თავის გზით წავა, რადგან ყველაფერი უფლის ხელშია.- მომიგო.
– ჰო...
– ხო.- ხელი ჩამკიდა და მისკენ მიმიზიდა სახიდან თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა. ისევ იგივე მზერით, როგორც ადრე დამიწყო თვალებში ყურება, თითქოს ცდილობდა უფრო ღრმად შემოჭრილიყო ჩემს სულში. ყველაზე მეტად რა მიყვარს იცით, მისი ალერსიანი და უზომოდ თბილი მზერა, რომელიც სიყვარულს აფრქვევს ახლა ზუსტად ასეთი თვალებით მიმზერდა. არაფერი უთქვამს უბრალოდ შუბლზე მაკოცა და გულში მიმიკრა. თვალები დავხუჭე და მის გულზე მივეკარი. ვუსმენდი მის გულის ცემას, რომელსაც ბაგა- ბუგი გაუდიოდა. მისი არომატი ეს ცალკე მაბრუებდა. მჭიდროდ ვყავდი გულში ჩაკრული და არ მიშვებდა.
– დეა..!
– უმ..
– მიყვარხარ!- ჩამჩურჩულა ყურთან და ყურის ბიბილოსთან მაკოცა მის შეხებისას დამბურძგლა.
– მეც ..- ამოვთქვი სუსუტი ხმით.- გთხოვ სულ ჩემ გვერდით იყავი.
– მე არსად არ ვაპირებ წასვლას, თუ შენ არ გამაგდეგ.
– არ გამაგდებ.- გაეცინა.
– დეა ..!
_ ჰო..
– მემგონი, ბავშვის არსებობა სულ დაგვავიწყდა ჩვენ.- გაეცინა.
– ვაიმე, ბავშვი სულ დამავიწყდა.- მას მოვცილდი და ბავშვისკენ წავედი. ეს ბავშვი გადამრევს ასე მშვიდად როგორ არის?- გამეცინა.
– არ უნდა, რომ დედიკოს და მამიკოს ხელი შეუშალოს.
– ხო. კარგი სახლში წავიდეთ უკვე გვიანია.- ვუთხარი და სალში წავედით.
_ აქ ცხოვრობ?- მკითხა და სახლი დაათვალიერა.
– ხო. წავალ ბავშვს დავაძინებ და მოვალ.- ოთახში ავიყვანე გამოვუცვალე და დავაძინე.
– დაიძინა?- მკითხა როდესაც ოთახში შევედი.
– ხო, ტბილად დაეძინა.- გავუღიმე და სამზარეულოში გავედი ისიც უკან გამომყვა, უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს მის გვერდით .
– რას მიირთმევ?- ვკითხე.
_ რასაც შენ შეჭამ იმას.
– კარგი, მაშინ პასტას გავაკეთებ.- ვუთხარი და მომზადება დავიწყე. მთელი ეს დრო თვალს არ მაშორებდა და მაკვირდებოდა. მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ასე აეწყო ყველაფერი თავი სიზმარში მეგონა. ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი შევნიშნე წყალი ისე ადუღდა ეს ადუღებული წყალი სადცაა გადმოვიდოდა, რომ დანიელი სწრაფად მომიახლოვდა და გაზქურა გამორთო.
– ფრთხილად!- წამოიძახა და გვერდით გამომიყვანა.- კარგად ხარ, ხომ არ დაიწვი?- აღელვებულმა მომიგო.
– კარგად ვარ.- დაბნეულმა ამოვთქვი.
– რა მოგივიდა, სად დაფრინავდი დეა, კინაღამ ხელი დაიწვი?!- წარბაწევით მომიგო.
– არვიცი, უბრალოდ ჩავფიქრდი...
– მემგონი, ვხვდები რატომაც ხარ ასე.- ეშმაკურად ამითამაშა წარბები.- მე აგაფორიაქე არა?
– ჰო...
– შემოვიჭერი და ავურიე ყველაფერი ისევ.
_ არა, უბრალოდ ცოტა დაბნეული ვარ. მგონია, რომ სიზმარში ვარ და... აუჩ მეტკინა .- წამოვიძახე, როდესაც მან მხარზე მიფჩვნიტა.
– კარგი, მომიტევეთ ქალბატონო, აქ იყავი მე მოვამზადებ ვახშამს.
– შენ?
_ ხო რა იყო, შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება ქალბატონო.
–კარგი. მჯერა შენი.- დანიელმა პასტა გაამზადა შემდეგ სუფრა გააწყო და სუფრასფან მიმიპატიჟა.
- აბა,ერთი გავსინჯო, რა გააკეთე.- როდესაც გავსინჯე ძალიან მომეწონა.
– აბა, როგორ მოგწონს?
– ყოჩაღ, ძალიან გემრიელია. ბატონო დანიელ..
– მადლობა გეთაყვა.- გაეცინა.
– მასხარა ხარ რა.- გამეცინა მეც.

ყველაფერს, რომ მოვრჩით სამზარეულო მივალაგეთ და მისაღებში გავედით დივანზე დავსხედით. მან თავისკენ მიმიზიდა და მომეხვია.
– ახლა რა იქნება?
– რა უნდა იყოს? როგორც კი აქედან ჩავალთ მაშინვე ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ. ერთი წუთითაც კი აღარ მინდა შენგან შორს ყოფნა.
–ჰო..- ავხედე მას.
– ხო, ქალბატონო.
_ მოდი, რამეს ვუყუროთ არ გინდა?
– კარგი და რას?
– მოვიფიქრებ რაიმეს. ბოლოს არჩევანი ნიკოლას სპარკსის დღიურზე შევაჩერეთ. ძალიან კარგი, ფილმი იყო არაფრით არ ჩამოუვარდებოდა წიგნს. ბოლო მომენტზე ვიყავით უკვე, როდესაც ავღნავლდი დანიელი კი გაოცებული სახით მიყურებდა.
– რა გატირებს გოგო?- გაეცინა.
– რა საყვარლად მორჩა, ბოლოს ორივე ერთად დარჩა.- ვსლუკუნებდი.
– მერე ამის გამო ტირი?
_ ჰო..- ამოვიკნავლე. -ნეტა ჩვენი დასასრული როგორი იქნება?
_ როგორი გინდა, რომ იყოს?
– მინდა, რომ სულ ერთად ვიყოთ სიკვდილის შემდეგაც კი.
– ხოდა ვიქნებით.- ცერა თითით ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა.- აუცილებლად ვიქნებით ჩემი ხომ გჯერა?
–საკუთარ თავზე მეტადაც კი.- მივუგე მე. იგი ჩემკენ გადმოიხარა და ჩემს ბაგეებს ეამბორა ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა.
მისი შეხება, უბრალოდ მაგიჟებდა ერთიანად მბურძგლიდა ტანში.
– დანიელ..!- მოულოდნელად გავაჩერე.
– ხო.
– ხომ არ დაგავიწყდა, დაქორწინებულები, რომ არ ვართ?- წამოვროშე მოულოდნელად მან კი თავი ამოწია და გაოგნებულმა გამომხედა.
– რაა?.
– ხო რა იყო, ჩვენ ხომ ჯერ ცოლ- ქმარი არ ვართ?
– სერიოზულად დეა, ანუ მაშინ, როდესაც ერთად გავატარეთ ღამე მაშინ ასეთი პრეტენზია არ გქონია?
– მაშინ სხვა გზა, არ მქონდა.
– კარგი, ერთი რას მელაპარაკები, კარგად იყავი განაბული.
– რა დამპალი ხარ.- დავეჯღანე.
– ჩვენ ისედაც ცოლ-ქმარი ვართ.
– როგორ?
_ რაღა, როგორ აგერ შვილი გვყავს და მშობლები ვართ უკვე, არაფორმალურად უკვე ოჯახი ვართ, აქედან როგორც კი ჩავალთ მელევე ვიქორწინებთ და მაშინ თავს ვეღარ დაიძვრენ იცოდე.- მომიგო და გულში ჩამიკრა.
_ მაპატიე...
– კარგი, რა დეა ეს სიტყვა აღარ მიხსენო, თორემ ვიჩხუბებთ მე და შენ.
– კარგი, მაპ..- უცბად გავჩერდი.
ოთახში ავედით დასაძინებლად ერთ საწოლში ვიწექით ჩახუტებულები.
ღამის ორ საათზე ბავშვს გაეღვიძა. ვიფიქრე მასთან მივალ- თქო, მაგრამ დანიელმა უკან დამაბრუნა.
– იყავი მე მივალ.- მითხრა და ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო მამა- შვილი გულში ჰყავდა ჩაკრული და აძინებდა მათ შემყურე მეღიმება. რა საშინელი ადამიანი ვარ, როგორ დავუმალე მას ბავშვის ამბავი. როგორ სიყვარულით სავსე თვალებით უცქერს. ისევ საწოლში დააბრუნა და ჩემკენ წამოვიდა.
– რა მოხდა? - მკითხა გაოცებულმა.
– მაპატიე...
– დეა, ისევ...
– მაპატიე, მაპატიე, რომ დაგიმალე ბავშვის არსებობა.
– ძალიან გთხოვ აღარ იტირო, მე ყველაფერი დიდიხანია გაპატიე, უკვე დაივიწყე წარსული კარგი, ნუღარ ფიქრობ ამაზე. არაუშავს ახლა ხომ ვნახე და მომავალში კიდევ გვეყოლება შვილები და მის დაბადებას დავესწრები. აღარ იტირო, ხომ იცი ვერ ვიტან ქალი, რომ ტირის.
– რატომ ხარ ასეთი?
– ასეთი, როგორი?
– ასეთი კარგი, რით დავიმსახურე შენი თავი.
_ არ ვიცი.- გაეცინა მას და გულში ჩამიკრა.
– სახლში დაბრუნების მეშინია...- წამოვიძახე.
– რატომ?- გაუკვირდა
– ჩემების რეაქციის მეშინია იმ დღეს ერეკლეს დავურეკე და გული მომეწურა ისე მელაპარაკა.- ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი.
– აბა, რა იქნებოდა, დეა ისე წახვედი არავინ გააფრთხილე კარგი მე ჯანდაბას, მაგრამ მათზე რატომ არ იფიქრე იცი რა გამოიარეს..- მშვიდი ხმით მომიგო მან.
– საშინელი ადამიანი ვარ, ყველა დავივიწყე.- ისევ ამიცრემლიანდა თვალები.
– საშინელი არ ხარ უბრალოდ არ დაფიქრდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.- გამიღიმა და თვალებიდან ცრემლები მომწმინდა.- ნუ დარდობ ამაზე, როდესაც გნახავენ მაშინვე გადაუვლით წყენა და ბრაზი. ცოტას გაგიბრაზდებიან მერე კი შეგირიგდებიან თან დევიდს, რომ ნახავენ გაგიჟდებიან.- გაეცინა.
– ხო...
– ჰო, ასე რომ ნუღარ, ფიქრობ ამაზე და მოდი ჩემთან.- მითხრა და თავისკენ მიმიზიდა. გულში ჩამიკრა საოცრად მამშვიდებდა მისი სიახლოვე, როდრსაც მისი გულისცემა მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. მაოცებდა მისი ეს დიდსულოვნება და გულისხმიერება.
_ დანიელ...- ამოვილაპარაკე მის გულზე.
– ჰო.
– მადლობა, რომ ჩემთან ხარ და მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ. სხვა ალბათ შემიძულებდა, მაგრამ..შენ, შენ არ შემიძულე.
– მე სხვა არ ვარ დეა, ვიყავი გაბრაზებული მინდოდა შენი გულიდან ამოგლეჯვა და დავიწყება,თუმცა ყველაფერი ამაო იყო. რაც შეეხება შენ პატიებას, მე ასეთი ადამიანი არ ვარ. მამა გიორგიმ იცი რა მითხრა წამოსვლის წინ.
– რა?- ვკითხე ინტერესით.
– ის, რომ სიტვაციას ერთი შეხედვით ნუ შეაფასებო გახსოვდეს, რომ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო...
– და როგორ ფიქრობ შეიცვალა?- ღიმილით ვკითხე.
– გაინტერესებს შეიცავალა, თუ არა ?- მაცდურად გადმომხედა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ბაგეებს. ზედმეტი არაფერი გაუკეთებია ამის შემდეგ ტკბილად ვაგვეძინა.



საოცარია ეს სამყარო და უფლის სასწაულები, დაიჯერეთ რომ არსებობს უფლის სასწაულები, მისი სასწაულები,რომ ახდეს ამისთვის რწმენა, მოთმინება და იმედია საჭირო უფლის. გულის სიღრმეში, ყოველთვის მქონდა იმედი და მწამდა, რომ ჩვენ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და ერთად ვიქნებოდით ასეც მოხდა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ კვლავ მომეცვა იმის ბედნიერება ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვყოფილიყავი.


****


საღამო იყო მე და დეა კუნძულის ქუჩებში ვსეირნობდი ბავშვი დამხმარეს დავუტოვეთ, დამხმარე საიდან გაჩნდა აქ? ბატონ რობერტს შევუთანხმდი , რომ ჩვენთან დხმარე ქალი გამოეშვა, რადგან დღეს დეასთვის სიურპრიზს ვაწყობდი. ახლა მან არ იცის, თუ რას ვუზმადებ მას ვთხოვე გარეთ გაგვესეირნა და ისიც დამთანხმდა. ღამის კუნძულზე ვსეირნობდით, შემდეგ სანაპიროზე კონცერტი იყო გამართული ესეც რა თქმა უნდაზ გეგმის ნაწილი იყო. ჩემი ბიჭები ჩამოვიყვანე და კონცერტი მოვაწყვე. სცენის წინ დავაყენე და შემდეგ სცენაზე ავედი და ხელში გიტარა მოვიმარჯვე. სიმღერა დავიწყე შევნიშნე, თვალები როგორ აუწყლიანდა გაღიმებული მიყურებდა, როდესაც სიმღერა დავასრულე სცენიდან ჩამოვხტი დეას ხელი ჩავკიდე და იახტისკენ წავიყვანე. გაოცებული თვალებით მიყურებდა.
– რა ხდება დანიელ?- მკითხა გაკვირვებულმა.
– ნახავ, ჩემო სიყვარულო.- გავუღიმე და შემდეგ მის წინ მუხლი მოვიდრიკე ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოვიღე და მას მივმართე.
– დეა, გახდები ჩემი ცოლი და იქნები ჭირსა თუ ლხინში იქამდე სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ვიცი ცოტა უცნაურად აეწყო ყველაფერი, მაგრამ ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ისიც ვიცი, რომ მაინც გამომყვები ცოლად, მაგრამ მაინც გეკითხები?
– რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ გამოგგყვები?
– ვიცი, რადგან მეტი აღარსად აღარ გაგიშვებ. - გამომყვები?
– დიახ, ბატონო, დანიელ თანახმა ვარ ვიყო თქვენი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე.- მომიგო მან და მომეხვია.
– მიყვარხარ..
– მეც.- ჩამჩურჩულა ყურში.


***”



ეს იყო ძალიან ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე, არ ვიცი რა დავარქვა, ამას ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეს მაშინებდა, მაგრამ არ მინდოდა ამაზე ფიქრი, აღარ ვაქცევდი ამას ყურადღებას, მხოლოდ დღევანდელობით ვცხოვრობდი დიახ,ასე გადავწყვიტე ცხოვრების დინებას მივყვებოდი და მშვიდად ველოდები მოვლენების განვითარებას არ ვიცი რა მომემლის მომავალში ან თუნდაც არავინ იცის მეორე წუთას რა იქნება, განსაცდელები კი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და ცხოვრების მანძილზე თან გვდევს, როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდა ჩვენი ცხოვრება ალბათ ყველას აინტერესებს ხელის თხოვნის, შემდეგ რა მოხდა დაუვიწყარი დღე გავატარეთ, მაგრამ მალევე მოვბრუნდით უკან რადგან დევიდი ცუდად გახდა.



– რა მოხდა, რა მოუვიდა?!- აცრემლებული თვალებით მივვარდი ბავშვთან.
– არ ვიცი, ქალბატონო კარგად იყო მშვიდად ეძინა, მაგრამ ბოლო ერთი საათია გაუჩერებლად ტირის და მაღალი სიცხეები აქვს.
– ექიმმა, ხომ თქვა, რომ ღრძილების ბრალია, მიეცი ანთების წამალი?- ვკითხე და ბავშვი ხელში ავიყვანე.
– დიახ,მაგრამ მაინც წუხს. ვფიქრობ ღრძილების ბრალი არ უნდა იყოს.
– კარგი, დროს ნუღარ დავკარგავთ ახლავე წავიდეთ უახლოეს საავადმყოფოში. იმედია იქნება რამე.ბავშვის ნივემთები მოვაგროეთ და სასწრაფოდ ქალაქში გავედით.
–ნუ ღელავ, გთხოვ ჩვენი პატარა კარგად იქნება.- მამშვიდებდა დანიელი.
როგორც იქნა მივაგენით რაღაც საავადმყოფოს და შიგნით შევვარდით.
– დაგვეხმარეთ!- წამოვიძახე.
– რა მოხდა?- ექთანი მოგვიახლოვდა.
_ არ ვიცი, სიცხე აქვს მაღალი და ვერაფრით ვუგდებთ.- ჩამწყდარი ხმით მივუგე.
_ კარგი, წამობრძნდით პალატაში მე კი ექიმს დავუძახებ.- თქვა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა.
– აბა რა ხდება, რა ჭირს პატარას?- პალატაში სასიამოვნო გარეგნობის ექიმი შემოვიდა.
– წინაზეც მისცა სიცხემ მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ღრძილების ბრალიაო, მაგრამ ახლა ისევ განმეორდა და წამალიც ვერ შველის.
– გასაგებია, მოდით ვნახოთ რა სჭირს პატარა კაცს.- ექიმმა, ყველგან გასინჯა.
_ რა ხდება, ექიმო?
– მის ფილტვებს მოვუსმინე ღრძილებიც შევუმოწმე კი ღრძილებიც აწვალებს, მაგრამ ვფიქრობ, აქ უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს შეხება. ახლა ამას ვერ გავიგებთ აქ არავინ არის, ამიტომ ახლა დამამშვიდებელს გავუკეთებთ და ხვალ დილით პედიატრიც მოვა და იმასაც გავასნიჯოთ და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ.- გვითხრა და ექთანს დაუძახა.
მალევე ჩაეძინა, დევიდს მე ადგილს ვერ ვპოულობდი, დანიელი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, ვგრძნობდი, რომ ისიც ძალიან ღელავდა უბრალოდ არ უნდოდა, ჩემი კიდევ უფრო განერვიულება. მიუხედავად ამისა ის მე მამშვიდებდა.
– დანიელ, ხომ კარგად იქნება?- ვსლუკუნებ.
– კარგი, დეა რა გჭირს ჯერ ძალიან პატარაა და რა თქმა უნდა ხან მუცელი ეტკინება ხან ღძილები და ხანაც რა ჯერ მიზეზიც არ იცი და უკვე რა დღეში ხარ.
– მეშინია, არ მინდა რამე მოუვიდეს.
– უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე.- მიმიხუტა და თავზე მეფერებოდა.

– ყოველთვის ასე რატომ ხდება?
_ რა?
_ რატომ არის, რომ როცა გგონია აი ყველაფერი დასრულდა და ბედნიერი იქნები ისევ ახალი პრობლემა იჩენს თავს.
– უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვივ ლენს რის გადალახვასაც ვერ შევძლებთ დეა.
– ხო, მაგრამ არ შეიძლება ბედნიერები ვიყოთ…
– შეგიძლია, ოღოდ ამისთვის ბრძოლა საჭირო. ყველაფერი კარგად იქნება.- ჩამჩურჩულა ყურში.
არ ვიცი, დრო როგორ გავიდა და როგორ დაგვათენდა თავს მთელი ღამე გვერდიდან არ მოვშორებივარ.
დილით ბავშვთა ექიმი შემოვიდა და ისევ გასინჯეს.
– ყველაფერი რიგზეა?- იკითხა დანიელმა.
– რა ხნის არის პატარა?
_ ხუთი თვის არის ექიმო, რა ხდება?
– გასაგებია.- გაეღიმა. – დამშვიდდით საგანგაშო არაფერია, ღრძილებიც აწუხებს და თან გაციებულიც არის ანუ ბრონხები აწუხებს დ ამიტომ აირია ყველაფერი.
_ იმკურნალებს და კარგად გახდება.
_ მადლობა,ღმერთს… - ერთიანად მომეშვა ტვირთი.
– როგორც ჩანს პირველია არა?
– დიახ.
– ბუნებრივია, რომ ღელავთ, მაგრამ უნდა მიეჩვიოთ პატარებში ასეთი რამ ხშირია.
– გვეგონა, რაიმე სერიოზილი სჭირდა.
– გასაგებია.


საავადმყოფოდან ორ დღეში გამოგვწერეს და წამლებიც დაგვინიშნეს, მართალი გითხრათ ამდენი სიარულით დავიღალე დრო იყო ჩემს ფესვებს დავრუნებოდი. ძალიან მომენატრნენ ყველა, მაგრამ თან მაშინებდა მათთან შეხვედრა. როგორც კი დევიდი გამოკეთდა უკან დავბრუნდით.

თბილისის საეთაშორისო აეროპოტის გასაავლელთან ვიდექით და გული გამალებით მიცემდა, თურმე, როგორ მომნატრებია აქაურობა გამახსენდა ეს ადგილი დანიელი, რომ მოვიდა და მთხოვდა დავრჩენილიყავი.
ტაქსი გავაჩერეთ და შინ წავედით.
– სად წავიდეთ პირველად? ჩემთან თუ შენთან.
_ დანიელ…
– კარგი, ბოდიში.
სდარბაზოს კიბეებს ავუყევით და მალე ჩემი ბინის წინ ვიდექი. ვერ ვბედავდი კარზე ზარის დარეკვას ბოლოს დანიელმა დარეკა და კარები ერეკლემ გააღო.- აცრემლებული თვალებით ვიდექი გახევებული.
– ამას აქ რა უნდა?!- გაბრაზებულმა წამოიძახა.
– ძმაო…
– ძმას, ნუ მეძახი.- წარბებშეყრილმა მომიგო.
_ კარგი, ერეკლე ასე მკაცრადაც ნუ განსჯი ცოდოა.- ჩემი დაცვა სცადა დანიელმა.
– დანიელ, შენ რა დაგემართა აბა არ ვაპატიებო.
– უბრალოდ მივხვდი, რომ ისიც საკმარისად დაიტანჯა. – მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, ბავშვის კალათა, რომელშიც დევიდი ტიტინებდა.
– ეს… ჩემი დის შვილია?
– ჰო..- ავტირდი.
– აი, მითხარი, რა გიყო.
– მაპატიე…
თავიდან ცოტა გამიბრაზდა, მაგრამ მერე ყველას გული მოულბა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ყველაფერი ვუამბე მათ რა როგორ იყო და რა თქმა უნდა, შოკში ჩავარდნენ.


– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ეს ქორწინება და ყველაფერი, დადგმული იყო?- გაოცებულმა მკითხა ერეკლემ.
– კი, ყველაფერი დადგმული იყო, რომელიც სულ რაღაც ორ დღეში მოვიფიქრე.
–კი, მაგრამ რატომ არაფერი გვითხარი?
– იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემს გამო კიდევ ვინმე დაშავებულიყო, მერჩივნა მე მომსვლოდა რამე ან თქვენგან შორს ვყოფილიყავი, მაგრამ გული მშვიდად მექნებოდა, როდესაც მეცოდინებოდა, რომ კარგად ხართ.
– კარგი, და როცა ყველაფერი დამთავრდა რატომ არ დაბრუნდი?- მკითხა დედამ.
– ასე იყო საჭირო, ისევ ჩემი თავისთვის, რადგან ძალიან ვიყავი არეული და დრო მჭირდებოდა ყვეკაფრის გარკვევაში, სანამ გავერკვიე და დავკაგდი კიდდბაც მომძბნა ჩემმა სიყვარულმა.- თვალცრემლოანმს გამეღიმა.- საერთოდ არ ველოდი მას იქ და როდესაც თავზე დამადგა მეგონა ვგიჟდებოდი.
– გეგონა, რომ ასე მარტივად გაგიშვებდი.
– დანიელ, ისე შენიც მიკვირს რა .- გაუკვირდა ერეკლეს.
– რატომ?
_ რაღა რატომ, მთელი ერთი წელი ტვინს ბურღავდი ყველას გვაფრთხილებდი, რომ მისი სახელი არ გვეხსენებია შენთვის, მაგრამ როგორც კი, იპოვე ყველაფერი სადღაც გაქრა.
– რას ვიზამთ, ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ და ვამტკიცოდ ცხოვრების დინება მაინც თავის გზით წაგვიყვანს დამიჯერე იმიტომ, რომ ასე სურდა უფალს.
– კარგი, ქორწილს როდის გეგმავთ?
– მარტო, ქორწილს არა ძმაო ნათლობასაც.- გაეცინა.
_ ვერ მივხვდი?
_ რას ვერ მიხვდი, მამა გიორგის დავპირდი რომ ბავშვს მოვანათლინებდი ახლა ორმაგად გავახარებ რადგან ჯვარსაც ის დაგვწერს. იქაც გავიაროთ შევატყობინოთ, რომ დავბრუნდი.
– კარგი, დღეს დაისვენეთ და ხვალ გავიდეთ.
_ ხო, მართალი ხარ. წავალ დავხედავ თუ გაიღვიძა.- ვთქვი და საძინებელში გავედი იქიდან კი ბავშვთან ერთად დავბრუნდი.
– ძიას კაცმა, გაიღვიძა.
– ხო, რომ შევედი უკვე ეღვიძა და თავისთვის ტიტინებდა. ჩემმა ძმამ ბავშვი გამომართვა და თამაში დაუწყო.
– ისე ვის გავს? მემგონი დანიელს უფრო ჰგავს ვიდრე შენ.
_ მამამისის ასლია.- გამეცინა.
– ჰო.


კიდევ ცოტახანი იყო დანიელი, ჩვენთან შემდეგ კი წავიდა.
_ ახლა, რა ვქნა, ჩემ გვერდით, რომ არ იქნები, როგორ გავძლო.- ამოიოხრა.
– ცოტაც გაუძელით ბატონო დანიელ.- გავუცინე. - ბავშვს ლოყები დაუკოცნა და შემდეგ მეც ნაზად მაკოცა და წავიდა.

ბავში დავაძინე და მეც გვერდით მივუწექი, როგორ შეიცვალა ყველაფერი ახლა ისევ ჩემებთან ვარ ჩემს ოთახში აქაურობა, როგორ მომენატრებია. ტელეფონი განათდა და ეკრანზე დანიელის ნიმერი გამოჩნდა.

,, გძინავს?,,
,, არა, არ მძინავს, ჯერ ახლა დავწექი, შენ რატომ არ გძინავს?,,
,, უშენოდ ვერ ვიძინებ მინდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყო.,,:(
,, ცოტაც გაუძელი:)),,
,, რა გაცინებს, გოგო?,,
,, არაფერი,, :)))
,, დამაცადე, ცოლად მოგიყვანო და მერე ნახე როგორ დაგსჯი.,,
,, მემუქრები?:)),,
,, არა, გაფრთხილებ,რომ იცოდე წინასწარ.,,
,, იცოდე, გადავიფიქრებ?:)),,
,, ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ.,,
,, კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ შენთან ერთად ვარ და დაგეძინება.,,- მართლაც ცოტახანში მისი ხმაც გაწყდა, როგორც ჩანს ჩემმა იდეამ გაჭრა მეც მალევე დამეძინა.



*****
ტაძარში მივედით და მამა გიორგი მოვინახულე, როდესაც დამინახა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

– დეა, შვილო დაბრუნდი?- თბილი ღიმილით მომიახლოვდა.- და თანაც მარტო არ ხარ.- დანიელზე მიმანიშნა.
– ვხედავ, შეძელი სწორი გზის, პოვნა შვილო.- მიუგო დანიელს.
– დიახ, მამაო , თქვენი რჩევა გავითვალისწინე.
– ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.- გაეცინა.
– როგორ?
– როგორ და ვგრძნობდი ამას შენ ერთს ამბობდი ამით გინდოდა, თავის მოტყუება და სხვებისიც, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა მე ვინ ვარ მე სულიერი მოძღვარი ვარ და შესაბამისად ადამიანის შინაგან სამყაროს კარგად ვიცნობ. და კიდევ იმიტომ, რომ შენ არ მიეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას ვისაც სიძულვილი შეუძლიათ.
– და შენც შვილო, ხედავ შეძელი შენს გრძნობებში გარკვევა.- მომიგო
_ დიახ.

– მიხარია.
– მამაო, თქვენთან საქმე გვაქვს?
– გისმენთ?
– გვინდა, რომ ჯვარი შენ დაგვწერო და კიდევ ბავშვი მონათლო.
– რა?? ბავშვი?
– დიახ, ჩვენი შვილი.- მივუგე და ბავშვი კალათიდან ამოვიყვანე.
– ეს პატარა თქვენი შვილია?- გაოცება ვერ დამალა მამაომ.
– დიახ, მამაო აქედან რომ წავედი მალევე შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
_ რა სიურპრიზია, რა თქმა უნდა, ჯვარსაც დაგწერთ და ბავშვსაც მოგინათლავთ. როდის გეგმავთ, მითხარით რომ მზადება დავიწყო.
– ორ კვირაში.- მიუგო დანიელმა
– კარგი, შვილო მაშინ ორ კვირაში გელოდებით.



*****

ისე მალე გავიდა ეს ორი კვირა, რომ ვერც გავიგეთ ისე მოახლოვდა ქორწილის დღეც თეთრი ლამაზად მოქარგული საპატარძლო კაბა მეცვა, სახეზე ნაზი მაკიაჟით. საკურთხეველთან მამაჩემმა მიმაცილა და ჩემი ხელი დანიელს გადასცა.
– მემგონი, იმის თქმა აღარ არის საჭირო, რომ ჩემს შვილს გაუფრთხილდე.- მშვიდად მიუგო და გავიდა.
საკურთხევლის წინ ვიდექით და მამაო ლოცვებს აღავლენსა ეს ისეთი ემოციური, პროცესი იყო, რომ თვალები ცრემლებით ამევსო, გულში უფალს მადლობას ვწირავდი ამ ბედნიერებისთვის, შევასრულეთ ყველა პროცესი და ფიციც დავდეთ. ჯვრის წერის შემდეგ ბავშვი მოვნათლეთ. მამაომ გვაკურთხა და გზა, დაგვილოცა ჯვრისწერის შემდეგ ხელიც მოვაწერეთ. ქორწილი არ გადაგვიხდია უბრალოდ ჯვარი ჯვარი დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ. დედას ვთხოვე დევიდი სახლში წაეყვანა ,რადგან დაიღალა.
ჩვენ კი, გასართობად წავედით, რა თქმა უნდა, სხვას რას წარმოიდგენდით იმ წყვილისგან, რომელიც დრიფტის მოყვარულია. გაგიგიათ ნეფე-პატარძალი ქორწილის, შემდეგ სადრიფტაოდ მიდოდნენ რაღაც არამგონია ასეთ სიგიჟეებს, მხოლოდ ჩვენგან გაიგებთ. საპატარძლო კაბით საჭეს მივუჯექი და დანელი გვერდით მომიჯდა იქ მე ვიდრიფტავე და ყველა შოკში იყო სანახაობით, შემდეგ ასეთი შოუ დავდგით შუვაში ვიდექით და დანიელმა ჰაერში დამატრიალა ჩვენს გარშემო კი bmw მანქანა ტრიალებდა საოცრებაიყო კარგი, დრო ვატარეთ ერთმანეთს შევეჯიბრეთ რბოლაში.
– ერთი წლის წინ არ მომეცა თქვენი გაცნობის შანსი, ლამაზო იქნებ ახლა მაინც გამეცნოთ?- თვალი ჩამიკრა.
– დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე დაგაგვიანდათ ბატონო.- გამეცინა.
– როგორ თუ დამაგვიანდა?- შეიცხადა.
– დიახ, დიახ მე უკვე გათხოვილი ვარ.
_ ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე?
– დიახ.
– ანუ შანსი არ მაქვს?
_ ნწ..
– სამწუხაროა..- დანაღვლიანდა და ამაზე სიცილი ამიტყდა და ისიც ამყვა სიცილში.
– გიჟი ხარ..-მივუგე სიცილით.

– არაფერიც არ დამაგვინდა, ქალბატინო თქვენ უკვე ჩემი შვილის დედა ხართ და ჩემი ხართ სამუდამოდ, რადგან დღეს უფლის წინაშე ერთმანეთს შევფივეთ, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით.-მითხა და თავისკენ მიმიზდა.
– ჰოო.
– დიახ,უკან დასახევი გზა, აღარ გაქვთ და არსად აღარ გაგიშვებ მეტი.
– არსად წავალ, გპირდები სულ, რომ ცა ჩამოიქცეს და სამყარომ ზურგი მაქციოს ამის გამო მე შენთან დავრჩები, იცი რატომ?
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი პირველი და უკანასკვნელი სიყვარული, რომელიც გულის გავლით სულამდე მიყვარს ჩემი ამოსუნქვა ხარ ჩემი, ტკივილი და სიხარული ხარ. - ვეუბნებოდი ამ სიტყვებს და შევატყვე როგორ გაენაბა სახე ამის მოსმენისას.
– შენ კი, ჩემი სიცოცხლე და მთელი სამყარო ხარ ჩემი გიჟი დრიფტის დედოფალი ხარ. - მითხრა და ძლიერ მიმიკრა გულში.
– ხან და ხან მაშინებს ეს უზომო ბედნიერება..- დავიჩურჩულე.
– რატომ?
– არ ვიცი, მაგრამ ცუდად მაქვს დაცდილი..
– ნუ გეშენია, ყველაფერი კარგად იქნება.
არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ არსაიდან დანიელის ყოფილი აისვეტა ჩვენს წინ იარაღით.
– სარა აქ რას აკეთებ?!
– რაიყო, არ მოელოდი ხომ ჩემს გამოჩენას არა? გეგონა მშვიდად დაქორწინდებოდი?!- შეშლილივით იქცეოდა.
დანიელმა ხელი მომკიდა და უკან გამწია, თავად კი წინ გადამიდგა.
–დანიელ…- წამოვიძახე.
– ნუ გეშენია, ყველაფერი კარგად იქნება.
– სარამ იარაღი გადატენა და დანიელს დაუმიზნა.
– სარა, დააგდე იარაღი!- დაუყვირა.
– არა, დღეს ყველაფერი დასრულდება, დანიელ თუ ჩემი არ იქნები არც სხვისი იქნები. -დავინახე როგორ მიიტანა თითი სასხლეტთან ვერ დავუშვებდი დანიელს, რამე მოსვლოდა, რადგან ამას ვერ გადავიტანდი. არ დავფიქრებულვარ ისე წამოვიძახე და გააფრთრებული გადავუდექი წინ მისკენ მიმართული ტყვია, მე მომხვდა ვიგრძენი როგორ მწვავედ შემოიჭრა ჩემს სხეულში და გულთან ახლოს გაიარა. წამიერად გამეყინა სხეული ხელი იმ ადგილზე მივიტანე და აცრემლებულმა დავხედე სიხლიან ხელს შემდეგ კი უღონოდ ჩავესვენე დანიელს მკლავებში.
– დეაა, ეს რა გააკეთე რაა!- განწირული ყვიროდა.
– და..ნი…ელ.- ძლივსღა ვსაუბრობდი.
– ნუ ლაპარაკობ დეა,- ხელში ამიტაცა და სასწრაფოდ მანქანისკენ გამაქანა.
– და..ნი..ელ. მინდა იცოდე, რომ მუდამ მეყვარები ეს იცოდე და ბავშვს მიხედე.
– არა, შენ არსად წახვალ, არ მოქცემ უფლებას ჩემგან წახვიდე.
– მაპატიე…- ესღა ამოვთქვი და გავითიშე.



****

ცხოვრება კოშმარად მექცა. ჩვენი ქორწინება კი უბედურებად გადაიქცა, იმ დღის, შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა და მას კი ისევ სძინავს და არ იღვიძებს დღეები დღეებს მისდევდა თვეები თვეებს და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა, მე კი კაცად აღარ ვვარგოდი ფიტულად ვიქეცი აღაც თავს ვუვლიდი. მის სასთუმალთან ვატარებდი მთელ დღეებს.ხან ისე გავიდოდა დრო საჭმელსაც კი არ ვჭამდი გული მტკივოდა, ვერ ვეგუებოდი ამას. ახლაც ჩაწითლებული თვალებით დავყურებდიბმის გაფითრებულ სახეს.
– შენ უნდა იცოცხლო, დეა, ხომ დამპირდი, ხომ დამპირდი, რომ არ მიმატოვებდი მაშ რატომ არ ასრულებ შენს დანაპირებს რატომ? ხმამაღლა ვუყვიროდი. ყველა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს უკვე ყველას იმედი ეწურებოდა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვშორდებოდი, მის სხეულს ის დამპირდა, რომ არ მიმატოვებდა ამიტომ მას უნდა ებრძოლა უნდა ებრძოლა ჩვენი სიყვარულისთვის ჩვენი შვილისთვის.

– დანიელ,შვილო გთხოვ ასე ნუ იტანჯავ თავს, მეც ძალიან მტკივა, გული ბოლობოლო.ჩემი შვილია, მაგრამ გთხოვ, უარესად ნუღარ მიკლავ გულს. შენც რაიმე არ დაგემართოს, თავს გაუფრთხილდი.
– არ შემიძლია, ის ჩემი სიცოცხლეა მისით ვვარსებობ, მას რომ რამე დაემართოს ჩემს სიცოცხლესაც თან გაიყოლებს. იქამდე არ მოვშორდები სანამ გონს არ მოვა, მე მჯერა ის არ მიმატოვებს.
– კარგი,მაგრამ გთხოვ ბავშვზეც იფიქრე ასე, თუ გააგრძელებ მალე ბავშვი დედასაც დაკარრგავს და მამასაც და ეს გინდა?!-მითხრა დანიელის მამამ.
– არ დაობლდება. - მტკიცედ მივუგე და ისევ მასთან მივედი.
– გესმის დეა, რას ამბობენ შენზე ისინი ფიქრობენ, რომ შენ ვერ გაიღვიძებ, გთხოვ გონს მოდი და გაახილე თვალები, შეასრულე შენი დანაპირები რატომ მტანჯავ ასე?- ავტირდი დიახ, ავტირდი დღე არ გავიდოდა, რომ არ მეტირა ცრემლებით. მეტი აღარ შემეძლო. მისი ხელი მქონდა მოქცეული ჩემსაში თვალები მქონდა დახუჭული და თავი მის ფეხებთან მედო, როდესაც ვიგრძენი როგორ აამოძარავა ხელი დაფეთებულუ წამოვყავი თავი და მას დავხედე აშკარად ხელს ამოძრავებდა თვალებს ვერ ვუჯერებდი
ცოტახნის შემდეგ თვალები გაახილა და მე გამომხედა.
– და…ნი..ელ…- ჩურჩულით მომიგო.
– დეა, შენ გაიღვიძე… ვერ ვიჯერებ.- აცრემლებულმა წამოვიძახე. სევდიანი მზერით მიმზერდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოულოდნელად ისეც ცუდად გახდა აპარატმი საშინლად აწკრიალდა და მანაც მძიმედ დაიწყო სუნთქვა.
–ექიმო! დავუყვირე.
_ რა მოხდა?- შემოვარდა პალატაში
– გთხოვთ რამე იღონეთ, ეს წუთია გონს მოვიდა, მაგრამ ისევ რაღაც დაემართა გთხოვთ გადაარჩინეთ.
_ გარეთ, მოიცადეთ.-მითხრა და მეც გარეღ გავედი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს დავინახე, როგორ ჩართეს ელექტრო შოკი და რამდენჯერმე დაარტყეს. გული მიკვდებოდა ვერ ვუყურებდი ამას.
– მიდი, დეა შენ კარგად უნდა იყო გესმის.- გულში ვიმეორებდი.
ცოტახანში ექიმო გამოვიდა ოთახიდან.
– ექიმო, როგორ არის? გთხოვთ მითხარით რომ კარგადაა?
– სასწაულია, მისი გადარჩენის შანსები თითქმის აღარ იყო, რადგან ტყვიამ გულის არეში გაიარა, მაგრამ სასწაულად გადარჩა, ეტყობა, ძალიან ძლიერი გოგონაა.
– ანუ?
– ყველაფერმა, ჩაიარა კარგად არის ნუღელავთ უბრალოდ რომ გაიღვიძა, ცუდად გახდა, ეს ნორმალურია, ახლა დამამშვიდებელი გავუკეთე და 15 წუთში უკვე პალატაში გადავიყვანთ სადაც შეგიძლიათ ნახოთ.
– მადლობა ღმერთს, მადლობა ექიმო..- ექიმი ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა.
ყველას გავაგებინე ახალი ამბავი.
მალევე გადაიყვანეს და მეც მასთან შევედი მოუთმენლად ველოდი მის გაღვიძებას.
– დანიელ…
– გაიღვიძე, ჩემო სიცოცხლევ..- მის მისუსტებულ სახეზე ნაზად ვაკოცე.
– დიდხანს მეძინა?
–სამი თვე.
– მაპატიე…- ამოიტირა.- მაპატიე, რომ განერვიულე.
– არაუშავს, მთავარია ახლა ჩემთან ხარ. იცი, როგორ შემეშინდა მეგონა, ვეღარ გნახავდი, მაგრამ მჯეროდა რომ გაიღვიძებდი.
– ხომ დაგპირდი, რომ არ მიგატოვებდი.- სუსტად გამიღიმა.
–მიყვარხარ.
– მე უფრო, მიყვარხარ.




*****

არ არსებობს ადამიანის ცხოვრება განსაცდელების გარეშე. ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით ბევრი ტკივილი იყო იმედ გაცრუებაც უნდობლობაც, უსუსურობა, უძლურებაც ხანდა ხან არ გვესმოდა, რატომ ხდებოდა ეს ჩვენ თავს, უფალს ვუბრაზდებოდით იმის გამო, რომ ასე გვტანჯავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მასთან ვბრუნდებოდით ალბათ ასე იყო საჭირო ასე უნდა მომხდარიყო, და ეს ყველაფერი უნდა გაგვევლო ორი წელი გავიდა, ჩვენი ქორწინებბიდან. დანიელი ისეთი კარგი, მეუღლე და მამა გამოდგა, რომ არ ვიცი, ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია, ამ ორი წლის მანძილზე ერთხელაც არ გვიჩხუბია, მახსენდება მისი სიტყვები, რომ მითხრა მე უფლისგან ვარ მოგზავნილიო, ასეც არის იცით, პირველივე დღიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ხომ დაუკითხავად მოდის ჩვენს ცხოვრებაში ისე რომ არც გეკითხება გინდა ეს შენ თუ არა. ჩვენი პატარაც უკვე მესამე წელშია, რა მალე გადის დრო ახლა კი ვდგავართ ტაძრის წინ მან არ იცის, მაგრამ მისთვის სიურპრიზი მაქვს.
– დანიელ.
_ ჰო. - გამომხედა ღიმილით.
– რაღაც მინდა გითხრა…
– გისმენ ჩემო, სიხარულო?
– მალე მამა გახდები.- ერთი ამოსუნთქვით მივაყარე სიტყვები და მის რეაქციას დავაკვირდი თავიდან დაიბნა, შემდეგ კი, გაღიმებული სახით შემომხედა.
– რა? მართლა?
– ჰო, მალე ისევ მამა გახდები.- აცრემლებული თვალებით მივუგე. მან ხელში ამიყვანა და დამამბზრილა.
–ანუ ისევ მამა ვხდები?
– ჰო…
– ხომ იცი, როგორია სიყვარული?
– როგორი?- მითხრა მან.
– სიყვარული თავად არს ღმერთი…
– და თუ სიყვარული შენთან არს…
– შენთან არის ღმერთიც…

ეს იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია, რომელმაც გაიმარჯვა ბოროტებაზე, სიყვარული მართავს სამყაროს, ამით ჩვენი ისტორია, მთავრდება, მინდოდა თქვენც გაგეგოთ ეს ამბავი და სხვებისთვისაც დამენახებინა ამით გადმოვევი ყველა განცდა რაც გამოვიარეთ მინდა გითხრათ, რომ რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იყოთ იმედი და რწმენა არასდროს დაკარგოთ და იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის.



დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

კიდევ ბევრი ესეთი ისტორია გვინდა ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი უცნობი
კიდევ ბევრი ესეთი ისტორია გვინდა ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მიხარია, თუ მეგეწონათ.❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ისტორია მომეწონა. საინტერესო იყო. მიყვარს ისტორიები სიყვარულზე. იყო შეცდომები,მაგრამ გამოსწორებადი.
წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი La dolce vita

Ana-maria
ისტორია მომეწონა. საინტერესო იყო. მიყვარს ისტორიები სიყვარულზე. იყო შეცდომები,მაგრამ გამოსწორებადი.
წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა,კი ვიცი ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ❤️❤️ მაგრამ გამოვასწორებ შემდეგში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent