შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაგთმობ (თავი 4)


31-07-2024, 11:29
ავტორი ეველინა
ნანახია 541

დილა შესანიშნავად დაიწყო პოზიტიურ განწყობაზე გამეღვიძა, სულაც არ შევიწუხებივარ უძილობას, უცოდველი თოთო ბავშვივით მეძინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მთელს საცლში სადრესასწაულო განწყობა იყო. თეჯუნი დილიდან ტელეფონში იყო, რას აკეთებდა კაცმა არ იცის, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, სწორედ ისეთი ჯეკპოტს რომ მოიგებს ადამიანი და უახარია, ან რომ იცის მოგება გარანტირებული აქვს და ყველაფერი დროის საკითხია, თავი ვერ შევიკავე და ვკითხე რას აკეთრბდა
-აუქციონს ვმართავ-მიპასუხა დაუფიქრებლად
-რა აუქციონს-გამიკვირდა
-რაღაც აქციები ვიყიდე და ახალ მათ გაყიდვას ვცდილობ-მეუბნება არც თუ ისე დამაჯერებლად და თმას იჩეჩავს
-წვნიანი მიირთვი ჩემო გოგო-თავს მევლება დეიდა იუნა
-არ მიყვარს წვნიანი
-უარის თქმა არ შეიძლება თან გულისთვის კარგია, თეჯუნდა მითხრა რომ ცუდად გახდი-მიწყრება დეიდა იუნა
-მადლობა თქვენი ხათრით მივირთმევ
-ეს აბები მიირე მერე ვიტამინებია, ცოტას დაგეხმარება-ამ ქალის მზრუნველობა მაოცებს ძალიან მინდა ავდგე და ჩავეხუტო.
-წუხელ გვიან დაბრუნდი, სიცხის გამო ვერ დავიძინე და დაგინაზე-საუბარში ჩაერთო თეჯუნუ
-ხო სეირნობას შევყევი, მერე დამირეკეს მატარებლის სადგურიდან ჩემი ბარგი იპოვეს ის მივედი და დრო გაილია თვალსა და ხელს შუა-დავფრქვი მორიგი ტყუილი, არ ვიცი რაში მჭირდებოდა ამ თბილი ხალხის მოტყუება მაგრამ გული ასე მკარნახობდა.
-ერთ თვეში უკან ბრუნდები არა
-ხო როგორ მალე გადის დრო არადა თითქოს გუშინ ჩამოვედი
- კორეაში როდის გიხილავთ ისევ
-არ ვიცი შეიძლება ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი იყოს აქ
-შეიძლება-ამბობს თეჯუნი და სადღაც მიდის
წვნიანი ძლივს ვაი ვაგლახით მივირთვი, ვიტამინებიც დავლიე და ისევ ქალაქის სიღრმისაკენ გავეშურე. სეირნობა რუტინად ვაქციე. ასე ვიმშვიდებდი გონებას.
ერთი მოწყენილობით აღსავსე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც იუჯინი უკანასკნელად ვნახე, მასშემდეგ არ შემხმიანებია. ყოველდღე სასეირნოდ მიმავალს ვხედავდი მონაცვლეობიდ როგორ დამყვებოდნენ იუნჯე და თეჯუნი, დავიჯერო ასე ნერვიულობდბნენ ჩემზე. საბოლოოდ ერთკკვირიანი ქალაქის მთლიანი ტურის შემდეგ ჩემი დევნა შეწყვიტეს. ალბათ საბოლოდ დარწმუნდნენ რომ კარგად ვიყავი.
უნდა აღინიშნოს რომ დეიდა იუნა უფრო მშზრუნველი გახდა, ჩემზე ომაგად ზრუნავდა მე კი მერიდებოდა ასე რომ ვაწუხებდი, საბოლოოდ დიალოგი, ამ ყველაფერს შენი „გულისთვის“ ვაკეთებ-ით სრულდებოდა. მეც უძლური ვიყავი.
ერთ დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეულ დღეს სეულის ქუჩებში უმისამართოდ დავეხეტწბოდიც ჩემს წინ მანქანა რომ გაჩერდა. ყურადღება არ მიმიქცევია გზა გავაგრძელე. მანქანა უკან მომყვებოდა და ნელნელა მოთმინების უნარიც მეწურებოდა. ვცდილობდი მშვიდად მიმეღო ფაქტი მაგრამ მშვიდი არასდროს ვყოფილვარ მანქანისკენ შევტრიალდი და ყველა სალანძღავი სიტყვა გავიხსენე რაც კი ვიცოდი
-რა უზრდელობაა დღისით მზისით მიჰყვებით უკან ახალგაზრდა გოგოს ასე უტიფრად, სულ არ გრცხვენიათ მამის ტოოლა კაცს. ვეცადე მშვიდად გამეტარებინა ეს ამბავი მაგრამ ასე როგორ შეიძლება, მანიაკი ხართ თუ მოძალადე არადა ერთი შეხედვით ადამიასნ გავხართ- კიდევ ბევრ რამეს ვიტყოდი რომ არა მანქანის უკანა კარის ხმა და იქედან გადმოსული პიროვნება
-როგორი საშიში ხარ- მესმის სიცილნარევი იუჯინის ხმა და მეც მისი მიმართულებით მივდივარ
- უნდა გეშინოდეს- ვბუტბუტებ მის მკლავებში მყოფი
-უნდა მეშინოდეს შეიძლება ჩახუტებისგან დამახრჩო- ამბობს და მარჯვენა ხელს ნიკაპთან აჩერებს მერე კი ხელის ნაზი მოძრაობით თავს მაღლა მაწევინებს, კოცნას მპარავს, დავფიქრდი და ეს უკვე მოპარვა აღარ იყო იმიტომ რომ არც მე ვიყავი უარზე.
-გაბრაზებული ვარ - ვამბობ როგორც კი ჩვენი ტუჩები ერთანეთს შორდება
-რამე დავაშავე-იცხადებს უსირცხვილოდ
-ჩემს შეტყობინებებს არ პასუხობდი
-დამნაშავე ვარ
-არც ზარებს
-ბოდიში
-მანერვიულე
-მახარებს იმის მოსმენა რომ ჩემზე ნერვიულობდი
- ათასი რამე ვიფიქრე, იცი როგორ შემეშინდა-თვალებში ცრემლები ტბასავით დაგუბდა და არავინ უწყიდა როდის გადმოვიდოდა კალაპოტიდან.
-მაპატიე
- დავფიქრდი და მივხვდი რომ შენს შესახებ არაფერი ვიცოდი
-ყველაფერს მოგიყვები
- ერთადერთი რაც ვიცი შენი ტელეფონის ნომერი და ბინის მისამართია
-სახელიც
- ვრეკავდი და არ მპასუხობდი, შემეშინდა
-კარგი რა ლიზა რისი შეგეშინდა
-იცი შეთან ბინაში მოსვლა ვერ გავბედე, შემეშინდა რომ იქ არ დამხვდებოდი- ცრემლებმა საბოლოოდ მაინც დააღღიეს კალაპოტი და უმისამართოდ დაიწყეს სვლა
-ამის დედაც არ იტირო გთხოვ, ჩემს გამო არ იტირო
-ასე თუ გაუჩინარდები და მე შენს პოვნას ვეღარ შევძლებ...- სიტყვის თქმასაც კი არ მაცლის დღეს უკვე მეორედ აგემოვნებს ჩემს ბაგეებს. თითოს ამ კოცნით ცდილობს წაშალოს ყველა ნეგატიური ფიქრი ჩემი გონებიდან და გამოსდის კიდეც. ცერა თითებით მიუყვება ცრელმების ნაკვალენს და ნელნელა შლის მათ
-რამდენადაც მახარებს იმდენადვე მტკენს გულს შენი სიტყვები, მანქანაში ჩაჯექი და ცოტა დამშვიდდი-მის ნება სურვილს დავყევი. მანქანის უკანა სავარძელზე დავიჭირე ადგილი თავი მის მზარზე მოვათავსე და ასე განვაგრძეთ გზა,
-მაპატიეთ წეღანდელი ჩემი საქციელის გამო, მეგონა რომ მითვალთვალებდით, ძალიამ მრცხვენია -ახლაღა გამახსენდა ის სიტყვები რას გაბრაზებულზე მძღოლს ვუთხარი და მაშინვე ბოდიში მოვიხადე
-არაუშავს ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენს ადგილას ყველა ასე იფიქრებდა
-სად მივდივართ- ვეკითხები როდესაც ქალაქს ვცდებით
-გიტაცებ-ამბობს და მძღოლს რაღაცას ანიშნებს ისიც მაშინვე ქუჩის კუთხეში აჩერებს მანქანას და ტროტუარს მიუყვება. იუჯინი საჭესთან ჯდება და მანიშნებს მის გვერდით დავიკავო ადგილი
-იუჯინ სად მივდივართ
-ცოტაც მოიცადე და ნახავ-მეუბნება და მანქანას წყვეტს ადგილიდან. ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანას ერთ-ერთი პარკის წინ აჩერებს. საბარგულიდან დიდ ჩათას იღებს, მანქანის კარებს მიღებს გადმოსცლაში მეხმარება და ერთად მივუყვებით გზას პარკისაკენ.
რაც უფრო ღრმად შევდიოდით მით უფრო მომწონდა გარემო, დავინახე საკემპინგო ადგილები და ამან ნამდვილად გამახარა თან იმდენად რომ სახეზეც შემეტყო, სერიალებში მრავლად მაქვს ისეთი სცენები სადაც შეყვერებული წყვილები ასეთ გარემოში ატარებდნენ დროს, ხშირად მიოცნებია ასეთ მომენტზე, რას ვიფიქრებდი თუ ამოხდებოდა, მაგრამ ერთი განსხვავებაა ჩემი და იუჯინის ურთიერთობას სახელი არ აქვს, არვიცი ვინ ვარ მისთვის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ეს რომ მახსენდება სევდა ისადგურებს ჩემში.
-ძალიან ლამაზია-აღმომხდა ადგილზე მისულს
-ერთი დღით ჩვენს განკარგულებაშია-ამბობს და ზურგიდან მეხუტება
-არაფერი არ წამომიღია
-მე ყველაფერი მოვამზადე-ჩანთაზე მიმითებს
-ანუ დაგეგმილი გქონდა ყველაფერი
-მინდა შენთან მეტი დრო გავატარო-ამბობს და ლავიწის ძვალთან მიტოვებს კოცნის კვალს. მტოვებს გულაჩარებულს, გაბრუებულს, თვითონ კი ჩანთიდან ნივთების ამოლაგებას იწყებს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იუჯინმა ყველაფერი გააკეთა, კოცონი დაანთო, ხორცი შეწვა, ბარგი ამოალაგა სადაც ჩემთვისაც ყოფილა განკუთვნილი ნივთები. მესიამოვნა. აშკარად დიდი ხანი გეგმავდა ამ ყველაფერს. უკვე კოცონთან მყოფი ვუყურებდი მას როგორ უნათებდა ცეცხილს ალის სახეს და ორმაგად მიპყრობდა სევდა: გულს მიღრღნიდა კითხვები: ვინ ვარ შენთვის? რა ურთიერთობა გვაქვს? ცხოვრებაში პირველად კითხვის დასმას ვერ ვბედავ რადგან პასუხის გაგების მეშინია,
-ლიზა კარგად ხარ?-როგორც ჩანს არ გამორჩენია მასაც ჩემი უხასითობა
-არ ვიცი
-არ მოგწონს აქაურობა? ისე წამოგიყვანე შენთვის აზრიც კი არ მიკითხავს, თუ არ მოგწონს შეგვიძლია დავბრუნდეთ
-ასე არაა. ყველაფერი იდეალური მომწონს აქ ყოფნა და ესეც რომ არ იყოს შენთან ერთად ყოფნა მომწონს
-მაშინ რა ხდება?
-აქ ვართ ჩვენ ორნი მარტონი, გარედან ყველაფერი ისე ჩანს თითქოს შეყვარებული წყვილი დროის გასატარებლად ამოვიდა აქ, რეალურად კი არ ვიცი შენთვის ვინ ვარ, არ ვიცი ჩვენს ურთიერთობას რა ჰქვია? ეს ყოველივე კი მაწუხებს
-რა საჭიროა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა ისედაც ნათელი არ არის რას ვგრძნობ შენს მიმართ
-არ ვიცი რას გრძნობ და თუ არ მეტყვი ვერც ვერასოდეს გავიგებ
-მეგონა სიტყვებზე მეტად ქმედებები გამოხატავდა გრძნობებს
-რომელი ქმედებები? მოულოდნელად რომ უჩინარდები და როცა მოგინდება მაშინ გამოჩნდები, ტელეფონს არასდროს პასუხობ რეკავ რამოდენიმე სიტყვას მომიგდებ და ისევ კიდებ ყურმილს, შენ შესახებ არაფერს მიყვები, ეს არის შენი ქმედებიბი? გინდა გითხრა რას მაფიქრებინებს ეს ყოველივე?
-მითხარი
-მაფირებინებს რომ ჩემთან ერთობი რომ შენი მორიგი გასართობი ვარ რომელიც ერთ დღეს მოგბეზრდება და გადააგდებ როგორც გაფუჭებულ სათამაშოს. ვფიქრობ რომ ისევ გაუჩინარდები და ეს ისევ სამუდამო იქნება.
-ლიზა მე...
-იცი ყველაზე მეტად რა მაწუხებს, ვიცი რომ ეს ურთიერთობა ტკივილს მომაყენებს მაგრამ მაინც ვაგრძელებ
-ერთხელ უკვე გითხარი არ და ვერ დაგთმობ
-სულ ეს არის რისი თქმაც გინდა? მაშინ ჯობია აქ გავჩერდეთ- ვამბობ და სკამიდან ვდგები
-ლიზა ხვდები მაინც რას ამბობ
-კი, ჯობია წავიდე ბოიში რომ კარგი დროის გატარება არ გამოგვივიდა
-გგონია ასე უბრალოდ წახვალ
-არც კი სცადო ჩემი შეჩერება-ტელეფონს ვიღებ და გასასვლეისკენ მივდივარ, გული მწყდება ალბათ ტაქსს გამოვიძახებ და სახლში დავბრუნდები
-ლიზა არ წახვიდე-მესმის იუჯინის ხმა მაგრამ უკვე გადავწყვიტე-ლიზა გთხოვ მომისმინე
-უკვე გვიანია-უკან არც კი ვიხედები
-ლიზა ჩემთვის გასართობი არასდროს ყოფილხარ-ვგრძნობ როგორ მომყვება ფეხდაფეხ
-ნუ მომყვები
-არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე მომბეზრდები
-გგონია დაგიჯერებ-მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით და უკან მომყვება ისიც ნელნელა უფრო ახლოდან მესმის მისი ხმა
-ვიცი რომ გინდა დამიჯერო
-ეს არაფერს ცვლის
-პირველად რომ გნახე შენი თვალები შველას ითხოვნდენ არ კი ვიცი რატომ დაგეხმარე, ასე არასდროს მოვქცეულვარ, მაშინ შემეძლო იქ იმ ბარში დამეტოვებინე მაგრამ ვერ შევძელი, ერთი გამოხედვით მომაჯადოვე
-არ გინდა
-ვფიქრობდი რომ იცოდი ვინც ვიყავი და უბრალოდ მსახიობობდი მაგრამ ისეთი ბავშვური იყავი მთვრალი სისულელეებს ტიტინებდი მომინდა მთელი ცხოვრება მესმინა შენთვის, თავს ძლისვს ვიკავებდი რომ არ გამეცინა.
-ყველაფერთან ერთად სააცილოც ვყოფილვარ
-ჩემთან წაგიყვანე, შუაღამისას ისევ შენმა ტირილის ხმამ გამაღვიძა დედას ეძახდი, მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი რომ შენ ტყუილს ვერ იტყოდი შენ მსახიობობა უბრალოდ არ შეგეძლო
-გონებას ნუ მირევ
-დილით ისე წახვედი არაფრის თქმა არ მაცალე, შენი ნახვა ისევ მინდოდა და ჰოი საოცრებავ დამლაგებელმა ჩემს ოთახში შენი საყურე იპოვა, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.
-მისამართი საიდან გაიგე
-შენ შესახებ ყველაფერი ვიცი დრო რომ მოვა ყველაფერს მოგიყვები
-დრო მიდის იუჯინ და იქნებ ეს უკანასკნელი შანსია ყველაფრის გამოსწორების
-არ შემომხედავ?
-არა
-ამდენად გძულვარ
-მეშინია რომ დამიყოლიებ
-რატომ აჭიანურებ იმას რაც გარდაუვალია?
-შემეშვი
-ჩემგან გაქცევას თუ აპირებ სწორი მიმართულებით მაინც წადი
-რაა
-ეგრე ჩქარა თუ გააგრელებ ტყის სიღრმისკენ წასვლას მგლების ლუკმა გახდები
-იმედია ხუმრობ-ელვის სისიწრაფით ვტრიალდები და იუჯინის თვალებს ვეჩეხები
-როგორც იქნა შემომხედე
-მატყუარავ-მისი დაჟინებული მზერა ფიქრის უნარს მაკარგვინებს
-ლიზა იცი მე ავად ვარ-იწყებს ამბის მოყოლას ისე რომ მზერას არ მაშორებს თითქოს მაკვირდება თითოს უნდა ჩემს თვალებში რამე ამოიკითხოს
-იუჯინ რას ამბობ?-მიტყდება ხმა
-ხო მძიმედ ვარ ავად, ერთი თვის წინ დამისვა ექიმმა დიაგნოზი
-რა დიაგნოზი?-სხეულში სიცივე ვიგრძენი შიში რომ იწვევს ისეთი
-მითხრა რომ ჩემი დაავადება განუკურნებელია და შეიძლება მოვკვდე
-განკურნების რაიმე შანსი უნდა არსებობდეს, ოცდამეერთე საუკუნეა მედიცინა განვითარდა ყველაფერი კარგად იქნება- ცრემლებს ვეღარ ვაკავებ
-არ არსებობს
- ექიმმა რა დიაგნოზი დაგისვა ?

-თქვა რომ ჩემს ავადმყოფობას სიყვარული ჰქვია
- შეუძლებელია განკურნების გზა..... მოიცა რა დიაგნოზი მითხარი?-ახლაღა ვიაზრებ გაგონილს
-მიყვარხარ
-...............-მეტყველების უნარს ვკარგავ, მოსმენილის გაზრებას ვიწყებ და სახეზე ბედნიერება მესახება
-ექიმმა მითხრა რომ ჩემი ავადმყოფობა განუკურნებელია, სასიკვდილოც, თუმცა სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნები.
-იდიოტო, ერთუჯრედიანო არსებავ, იცი მაინც როგორ შემაშინე.. ავად ვარ არც კი ვიცი რა ვთქვა-ვამბობ და მუშტებს ვარტყამ მკერდზე
-არაფრის თქმა არ არის საჭირო უბრლოდ ჩემს გრძნობებში ეჭვი არ შეიტანო და ეგ პეპლები რომლებიც ჩემი დანახვისას ჩნდებიან არსად გააქრო
-პეპლები დიდი ხანია გამიქრნენ ჩემს ცხოვრებაში ერთი ბაყაყი გამოჩნდა და იმან გადაყლაპა ყველა
-გინდა თქვა რომ ბაყაყი ვარ?
-დიახაც
-თუ მაკოცებ პრინცად გადავიქცევი-ამბობს და ჩემს ბაგეებს ისაკუთრებს.
-სად არის პრინცი?-ვამბობ როგორც კი ჩემს ტუჩებს შორდება
-შენს წინ
-მე ბაყაყის გარდა ვერაფერს ვხედავ
-მგონი დაბრმავდი
-შენი სიყვარული მაბრმავებს-ვხედავ როგორ უნათდება სახე და თვალებში ჭინკები უჩნდება
-მაშინ მე სამუდამოდ ბრმა ვყოფილვარ
-მიყვარხარ იუჯინ და რაც დრო გადის უფრო და უფრო მიყვარდები-ვეუბნები სახის ყველა მიმიკა ეცვლება. მიუხედავად იმისა რომ ქმედება უფრო ბევრს ამბობს ვიდრე სიტყვები ხანდახან ნათქვამ სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვს. არავის უნდა წაართვა ეს ბედნიერება.
-ახლა ვხვდები-ამბობს და შუბლზე მკოცნის
-დავბრუნდეთ კოცონთან- სახეს ღიმილი მიმშვენებს. ტელეფონის ზარის ხმის გაგონებაზე მოულოდნელობიგან შევხტი ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ
-ვინ გირეკავს?
-თეჯუნი
-არ უპასუხებ
-კი-ყურმილს ვიღებ და მესმის თეჯუნის ხმაც
-ლიზა სად ხარ?
-კლუბში-ვამბობ ტყუილს
-მუსიკის ხმა რომ არ მესმის
-გარეთ გამოვედი-მიკვირს თეჯუნის ასეთი დაინტერესებდა წინაზე არც კი დაურეკავს
-გინდა მოგაკითხო და სახლში წამოგიყვანო
-არა მადლობა დღეს სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ
-რას გულისხმობ
-იმას რომ ახალგაზრდა ვარ და გართობა მინდა
-კარგი მაპატიე, კარგი გართობა- ამბობს და ყურმილს კიდებს
-ანუ გართობა გინდა?
-იუჯინ
-საინტერესოა ჩემს გამოჩენამდე კლუბებში როგორ ერთობოდი-ამბობს და ყელში მიტოვებს კოცნას
-არ მითხრა რომ ეჭვიანობ
-არა უბრლოდ სიბრაზე მიპყრობს, მინდოდა მე ვყოფილიყავი ის ვინც შენს სხეულს პირველად დააგემოვნებდა-საუბრის პარალელურად ხელებს მაისურის ქვეშ მიცურებს და მკერდისკენ მიუყვება, აქ ჩერდება კიდეც
-იუნჯინ დავბრუნდეთ
უნდა ავღნიშნო რომ კორეა თავისი საკემპინგო ადგილებით ძალიან გამოირჩევა ამას ერთვება ორიგინალურობაც. ფურგონის სტილის ოახი საწილით და აბაზანით საოცრად ორიგინალური იყო.
ფურგონთან დაბრუნებული ვახშამს მივირთმევთ იუჯინი კოცონს აქრობს ყველაფერს ალაგებს და დასაძინებლად ვწვებით
-საწოლი ძალიან პატარაა-
-მე არ მაწუხებს-ამბობს და იღიმის
-ბალიში მომაწოდე
-შეგიძლია ჩემი ხელი გამოიყენო ასე ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიქნებით
-იდიტი ხარ-ვეუბნები და ბალიშს ვაცლი მეორე მხარეს ვტრიალდები და ზურგს ვაქცევ
-ასე არ გამოვა-ვგრძნობ როგორ მიცურებს ხელს მუცელზე და თავისკენ მიზიდავს, ბალიშს სადღაც სიბნელეში ისვრის და მის ხელზე მადებინებს თავს
-დილით დაბუჟებულ ხელზე არ იწუწუნებ იმედია
-დილამდე დიდი დროა-ამბობს და ზემოდან მექცევა
-იუჯინ რას აკეთებ
-თუ მეტყვი რომ არ გინდა გავჩერდები-ამბობს და ჩემს ტუჩებს აგემოვნებს, მისი კოცნა თანდათან უფრო მომთხოვნი ხდება, მაისურს მხდის და კოცნით მიუყვება გზას ჯერ ყელისკენ შემდეგ მკერდთან ინაცვლებს, საბოლოოდ ჭიპთან ჩერდება, შარვლის ღილს ხსნის და შარვალსაც იგივე ბედი ეწია რაც მაისურს
-იუჯინ
-ახლა თუ არ შემაჩერებ, მერე თავის გაკონტროლებას ვეღარ შევძლებ
-შენს შეჩერებას არ ვცდილობა, კოცნა კიდევ მინდა- მაღლა ვიწევი ხელებს თმაში ვუცურებ და ახლა მე ვკოცნი.
-ლიზა შენ..-სიტყვის დასრულებას არ ვაცლი მაისურს ხელის ნაზი მოძრაობით ვხდი
-ასეთ სხეულს მალავდი-უმისამართოდ დავატარებ ხელებს მის სხეულზე
-საბოლოოდ აივსო ჩემი მოთმინების ფიალა
შესანიშნავი ღამე გავატარე, საყვარელ ადამიანთან ერთად და არცერთი წამით არ ვნანობ მომხდარს, მისი ნაზი შეხებიდან მივხვდი რომ მიხვდა ჩემთვის ეს ყველაფერი პირველი რომ იყო. დილით მის მკლავებში გაღვიძებულმა უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი . სულ სხვა შეგრძნებაა თვალებს რომ ახელ და პირველი მას ხედავ ვინც სიგიჟემდე გიყვარს. მარჯვენა ხელს მის სახეზე ვანაცვლებ და თითებს დავატარებ ჯერ ცხვირზე მერე ტუჩებზე ნიკაპზე ყელში
-ვატყობ მეორე რაუნდიც იქნება-მოულოდნელა ახელს თვალებს
-მეგონა გეძინა
-მეძინა სანამ შენი შეხება არ ვიგრძენი
-ბოდიში
-შეგიძლია დანაშაული კოცნით გამოისყიდო
-ჩემს საკუთრებაზე შეხება დანაშაულია ?
-ანუ მე შენი საკუთრება ვარ?
-ეს სახე თვალებუ ტუჩები სხეული და თავად შენც ჩემი საკუთრება ხარ
-წინააღმდეგი არ ვარ-ამბობს და იცინის მისი სიცილი იმდენად გულწრფელია თვალებს ვერ ვაშორებ, ვაშტერდები.
მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა მოგზაურობის დასრულება ორივე ჩვენს ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდით. სეულისკენ მიმავალ გზაზე არცერთს ამოგვიღია ხმა ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო. მისი მზერა ამობობდა ყველაფერს და ხელი რომელიც მთელი გზა ჩემს ფეხზე ქონდა უსირცხვილოდ მოთავსებული.

*************************
ბოდიში დაგვიანებისთვის, მადლობა მათ ვინც ელოდით, ველი თქვენს შეფასებებს.
სიყვარულით ევაკო <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent