შენი უღელი (7)
მასპინძელს ვერანდაზე ულამაზესი მაგიდა გაეშალა . საღამოს ნიავი ნაზად არხევდა ფოთლებს და ირგვლივ საოცარი გარემო სუფევდა. მაგიდა 6 კაცზე იყო გაშლილი და ისეთი დახვეწილი იყო თინათეს თვალები გაუფართოვდა სიამოვნებისგან. სალომე და ბექა იქვე იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ როცა დავითი და თინათე მიუახლოვდათ. -მგონი ძალიან მოგეწონა ცხენით გასეირნება . -ნამდვილად, ბავშვობის მერე ეს სიამოვნება არ გამომიცდია. -ოთარი და ნანა სად არიან?-იკითხა დავითმა და გრაფინიდან ლიმონათი დაუსხა გოგონებს. -ოთო მარანშია და ნანა ვახშამს ასრულებს.-უპასუხა სალომემ. -მგელივით მშია-არ მორიდებია დავითს. -ოთომ საუკეთესო ღვინო უნდა გაგასინჯოთო-სკამზე გაიჯგიმა ბექა. -გატყუებს ბექუ-გაუცინა სალომემ ქმარს.-საუკეთესოს უკვე 30 წელია მის შვილიშვილს უნახავს. -რაც მართალია მართალია-გაუღიმა დავითმაც და თინათეს ჩაუკრა თვალი. -იმედია მომასწრებ ვაჟბატონო, მაგ ღვინოთი უნდა დავლოცოთ შენი ოჯახის შექმნა.-გამოჩნდა დავითის ბაბუა, ოთარიც. -ჯერ მაგ ამბებზე არ მცალია ოთო, თუმცა ვმუშაობ პერიოდულად. -ჯერ ის ამბავი მოაგვარე-უცნაური მზერით შეხედა შვილიშვილს ბაბუამ. თინათეს ენიშნა ეს წინადადება და თავი გააქნია აზრების გასაფანტად. *** საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, მიუხრდავად იმისა რომ თინათე არც ოჯახის ახლობელი ყოფილა და არც დიდი ხნის ნაცნობი მათი თავი უცხოდ მაინც არ უგვრძნია. საღამოს სალომემ და ბექამ მამულში დარჩენა არჩიეს თბილისში წამოსვლას, დიდი ბოდიშებით და უხერხულობით ჩასვეს თინათე დავითის ასტონ მარტინში და გაუშვეს მამაკაცთან ერთად. დავითს კმაყოფილი სახე ვერაფრით ფარავდა იმ სიამოვნებას რაც ქალბატონის სიახლოვე ჰგვიდა მას. მაქსიმალური სიჩქარით გაიჭრა გზადკეცილზე და იდეალური მანევრებით მართავდა ავტომობილს. თინათეს სახე მონაბერ ქარზე მიეშვირა და მისი პატარა ლამაზი კულულები, ჰაერში შემოდგომის ფოთლებივით დაფრინავდნენ. დავითის სისუსტე ნამდვილად იყო ლამაზი ქალები და ბევრიც ყოლია ირგვლივ. თინათე კი სხვანაირად ურევდა გრძნობებს. არადა არ იყო ისეთი ქალი როგორიც ჰყოლია ადრე. ნაზი და ჩვეულებრივი გოგონა იყო, ბუნებრივად ლამაზი და საინტერესო. კაცი ვერ ხვდებოდა ეს მისი მორიგი ახირება იყო თუ ერთჯერადი ვნება რომელც ჩაცხრებოდა მალევე. გოგონა კი აშკარად იკავებდა თავს მასთან, არ ეპრანჭებოდა არ ეკეკლუცებოდა, არ ცდილობდა მის მონადირებას ეს დავითს უკვირდა და ამის ამოხსნას ცდილობდა. -ლილატში მიმიყვანე თუ არ შეწუხდები-დუმილი თინათემ დაარღვია. -მანდ ამ დროს რა გინდა?-წარბი ასწია დავითმა. -მანქანა დავტოვე და დილას დამჭირდება. -კარგი როგორც ინებებ, მანდამდე არ გინდა სადმე გავიაროთ? -გავიაროთ?-დაეჭვებით შეხედა გოგონამ და მალულად გააცოცა მზერა საათთან. -მგონი არც ისე გვიანაა და არც შენ ხარ პატარა-გაუცინა კაცმა. -რავიცი კი ამაკარი პატარა ბავშვის იარლიყი. -მომენტებში იცი ხოლმე წაბავშვება. -სად წამიყვან?-წეღანდელი დაპირება შეეახსენა . -სადაც ინებებ. -სიღნაში გავისერნოთ-მაცდურად გაუღიმა თინათემ. -რა პრობლემაა-გაუღიმა მამაკაცმა. საუბარში და მუსიკის მოსმენაში მალევე მიადგნენ სიღნაღს. ცოტახანი ფეხით გაისერნეს თინათეს თხოვნით შემდეგ კი პატარა ღია კაფეში ჩამოსხდნენ გასაგრილებლად. თინათემ ცივი ყავა შეუკვეთა და შოკოლადის ნაყინი. ფეხით ბოდიალის შემდეგ დაღლილებს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდათ.მამაკაცი უხმოდ სვამდა მის ყავას და ყურადღებით აკვირდებოდა გოგონას. -შენ ადრე შემპირდი რომ მეტყოდი შენი ცხოვრების იმ ნაწილზე რაც მგონი უკვე უნდა ვიცოდე.-ნაყინის ჭამა არ შეუწყვეტია ისე დაიწყო საუბარი თინათემ იმ თემაზე რაც უკვე დღეებია არ ასვენებდა. დავითმა ღრმად ამოისუნთქა , ეს ამბავი არ იყო მარტივი მოსაყოლი მისთვის. თავის დროზეც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა მისი როგორც მენტალური ჯანმრთელობა ასევე მისი რეპუტაციის საკითხი. -მგონი ამ ამბის მოსაყოლად არ ვიქნები მზად მანამ სანამ არ დასრულდება საბოლოოდ... რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ქალი რომელთანაც მქონდა ურთიერთობა, დაახლოვებით ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეს ურთიერთობა არ იყო ოფიციალური სახის მაგრამ რომ გითხრა როგორც არასერიოზულს ისე ვუდგებოდითქო მოგატყუებ, უბრალოდ თავს ვიკავებდი სტატუსებისგან. ვიცხოვრეთ ორი წელი, თავიდან ნორმალურად იყო ყველაფერი ნელ-ნელა როგორც ხდება დაიძაბა ურთიერთობა. ვიკამათეთ , მას ქორწილი სურდა და ვალდებულებები უნდოდა ამეღო რომლისგანაც ვიკავებდი თავს. ვიჩხუბეთ ერთი სიტყვით ბარგი ჩააალაგა და წავიდა. -დაბალ ხმაზე საუბრობდა დავითი თან თინათეს გამომეტყველებას აკვირდებოდა. -ერთ კვირაში უწყება მომივიდა სასამართლოდან, ძალადობის ბრალდებით მიჩივის როცა თითიც არ დამიკარებია . ერთი სიტყვით საქმე შემიკერა სულელურად, პროცესი მალე მორჩება მაგრამ რეპუტაცია შემილახა და უამრავი პრობლემა გამიჩინა.-დაასრულა დავითმა. -ხომ ხედავ როგორი შურისძიება ვიცით ქალებმა-გაუღიმა გოგონამ. -და მაინც, რაღაც ძალა შენსკენ მიბიძგებს-აღიარა კაცმა. -არ ვითხოვ რომ ამ ეტაპზე ჩემი გჯეროდეს და უპირობო ნდობა გამომიცხადო. ჭკვიანი გოგო ხარ და შენც მიხვდები რომ უბრალოდ მინდა ვცადოთ, ახლა არ ვიცი ეს ცდა რას მოგვიტანს მაგრამ მინდა ჩემს ირგვლივ იყო.-ხელზე მოეფერა კაცი. -ვერაფერს ვიტყვი-დაბნეული იყო გოგონა, ამ წამს არ ჰქონდა ძალა ყველაფერზე ეფიქრა ერთად, გაბრუებული იყო და სახლში გაქცევის გარდა არაფერი უნდოდა. -თქმა არცაა საჭირო-გაუღიმა დავითმა და ნაზად აკოცა ტუჩებზე. თინათე იმდენად მოწყვეტილი იყო რეალობის შეფრძნება ვერაფერი იგრძნო ცივი შების გარდა და სწრაფად მოშორდა მამაკაცს. -მე ვერაფერს დაგპირდები , არ შემიძლია გითხრა რომ ამ ეტაპზე რაც ახლა ცხოვრებაში გაქვს გვერდით დაგიდგები. ეს არც მისაღებია ჩემთვის, ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას და ჩემი გვარი. მე არ შემიძლია დავით. დავითი გააოცა გოგონას ხისტმა მიდგომამ, ზოგადად ქალები უარს არასოდეს არაფერზე ეუბნებოდნენ ამ ლაწირაკს კი მისი სიტყვები არაფრად მიაჩნდა. მითუმეტეს რომ კაცს მართლა მოსწონდა ეს მეტიჩარა პატარა ბავშვი. -მოდი წავიდეთ , სახლში დაფიქრდები და შემდეგში დალაგრბულად ვისაუბროთ.-მანქანისკენ წავიდა მამაკაცი, თინათეც უკან მიყვა მხრებჩამოყრილი. ლილატის ნაცვლად კაცმა გოგონა პირდაპირ სახლთან ჩამოსვა და დაელოდა სახლში შევლას. ცოტა გაბრაზებული იყო მასზე მაგრამ თან არც იყო. ბოლოსდაბოლოს თინათეს რა ბრალი იყო მისი არეული ცხოვრება. ბრაზის ჩასაცხრობათ თინათეს სახლში შესვლისთანავე დაურეკა ადვოკატს და მასზე იყარა ჯავრი. *** თინათე ოთახში იყო ჩაკეტილი მთელი საღამო. ღამის თორმეტი ისე მოვიდა მოსვენება ვერ შეძლო.გამუდმებით იმეორებდა დავითის დიალოგს გონებაში. იქნებ ვაზვიადებო? ფიქრობდა მაგრამ იცოდა ახლა ამ ურთიერთობას თუ აუწყობდა ფეხს მთელ ოჯახს იმედს გაუცრუებდა. ისედაც ერეკლესთვის პიკი იყო რომ რამდენჯერმე მოაცილა კაცმა. რომ გაიგებდა ძალადობის იარლიყს ატარებდა დავითი სულ გააფრენდა. გვიანი იყო როცა ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო. თინათეს არ ახსოვს რა გაიგონა , არც ის ახსოვს კაცი იყო თუ ქალი მხოლოდ ის გაიგო რომ დაცვის პოლიცია ლალიტში ელოდებოდა. სასწრაფოდ გაიპარა სახლიდან ,მამამისის მანქანით 20 წუთში ადგილზე იყო და გულგახეთქილმა შეხედა სანახაობას. დაცვის ბიჭები ეზოში იდგნენ, დარბაზის დიდი ვიტრინა რომელიც მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული სრულიად დამსხვრეულიყო. ლამაზი ქანდაკებები სულ დაეზიანებინათ, ყვავილების ნაწილი მოეჭეათ. თინათემ გულზე მიიჭირა ხელი ტკვილის შესამსუბუქებლად, ცრემლები ვერაფრით შეიკავა და ხმით ატირდა. მთელი მისი ნაშრომი, უძილო ღამეები, ნაწვალები ვიღაცას ერთი ხელის მოსმით მოესპო. -სიგნალი შემოვიდა რომ უცხო პირი იყო შემოჭრილი, დაცვაზე იყო აყვანილი .სიგნალის გათიშვა ვერ შეძლეს, შუშები ქვებითაა ჩამსხვრეული. ერთი შეხედვით ქურდობას არა, ვანდალიზმს გავს.-შორიდან ჩესმოდა გოგონას , თვალები სივრცეში გაეშეშებინა და აზრზე ვერ მოდიოდა, ეს მართლა მის თავს ხდებოდა? ლასლასით ავიდა გოგოების კაბინეტისკენ, სეიფის სანახავად რომ დარწმუნებულიყვნენ ქურდობის გამოსარიცხად. ყველაფერი ხელუხლებელი იყო მხლოდ თეთრი კონვერტი იდო თონათეს მაგიდაზე. სრულიად თეთრ კონვერტს წითელი პომადის კვალი ეტყობოდა.მოუთმენლად გახსნა გოგონამ და საკამზე გულნატკენი ჩამოჯდა. "მგონი იცი რაც უნდა გააკეთო" ეწერა ფოტოს უკან მხოლოდ ,ფოტოზე კი ის და დავითი იყვნენ კოცნის მომენტში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.