შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 6


3-08-2024, 18:31
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 916

სესილი ძალიან ნერვიულობდა მომხდარის გამო. მათი ბოლო საუბრიდან ორი დღე იყო გასული და ამირანი არ ეხმიანებოდა. მეორე მხრივ აჩიკოს ზარებიც შეწყდა მის ტელეფონზე. ეს ერთი მხრივ ამშვიდებდა და ამასთანავე განიცდიდა. რა გააკეთა ამირანმა ისეთი, რომ ბიჭი ასე უცებ გააქრო. იქნებ რამე მოხდა ან თვითონაც შარში გაეხვა. რამდენჯერმე აიღო ტელეფონი ბიჭთან დასარეკად, მაგრამ თან ერიდებოდა. მესამე დღეს ყველაფერი გასაგები გახდა. სალის შემთხვევით საუბარში წამოსცდა, რომ აჩიკო შეხვდა გზაზე.
–რამე გითხრა?
–არა სესილი, თვალი ისე ამარიდა, გეგონება არასდროს მიცნობდა. ეგ კი არა მე ძლივს ვიცანი.
–რატო?
–სახე ისეთ დღეში ჰქონდა ცოტა გამიკვირდა. არა, ჩხუბისთავი ყოველთვის იყო, მაგრამ ასე, არ ვიცი.
–რა სჭირდა სახეზე?
–რა უნდა სჭირვებოდა ანანო, ნაცემი იყო.
–ნაცემი? ძალიან?
–რავი ძაან არა. თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და წარბი გატეხილი. გეცოდება სესილი?
–არ მეცოდება, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ ვარ.
–კაი რა იჩხუბა ალბათ, ხო იცი რანაირია.
–არ უჩხუბა, ამაში უეჭველი ამირანის ხელი ურევია.
–ამირანის?
–ჰო ქეთი, ამირანის. არადა დამპირდა არანაირი ძალადობაო და მეც შტერივით დავუჯერე.
–მოიცა ამირანმა იცის ეს ამბები?
–ისე დეტალურად არა, მაგრამ იცის და მთელი ეს დრო მეხმარებოდა, მაგრამ თავ–პირის გაერთიანება ზედმეტია.
–იმსახურებდა სესილი, ხო იცი არა?
–ძალადობაზე ძალადობით პასუხი მართებული არაა სალი. მითუმეტეს ჩალურჯებული მაჯის გამო.
–და რომ გაგარტყა არაფერი?
–ეგ თქვენ იცით და არა მან.
–მერე რატომ?
–ზუსტად იმიტომ ანანო, რომ ეს ცემა ტყეპა ამერიდებინა თავიდან, მაინც ვერ მოვახერხე.
–სესილი ხომ გესმის, რომ ასეთ დროს ეს მოსალოდნელი იყო არა? მითუმეტეს აჩიკოს იცნობ და იცი, რომ პროვოკაციები მისი ნიჭია.
–რაც არ უნდა იყოს, ამირანი დამპირდა. მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი ამ ამბავში მის გარევას.
–სესილი რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები. ადამიანს წყობილებიდან თუ გამოიყვან დაგარტყამს აბა რა იქნება.
–და აჩიკომ რომ უჩივლოს მერე? იცი რა ამბები ატყდება? რამხელა კუდს გამოაბამენ ამ ამბავს?
–არ უჩივლებს, დამშვიდდი. აჩიკო იდიოტია, მაგრამ მთლად ასეთი უნამუსოც არაა.
–იმედს ვიქონიებ, რომ ასეა. არ უნდა მეთქვა ამირანისთვის.
–უნდა გეთქვა სესილი. ვინმეს უნდა შეეჩერებინა. მამაშენისთვის ამ ამბის თქმას კი იცი შენ რაც მოჰყვებოდა. ამირანმა ის გააკეთა რაც საჭირო იყო.
–კარგი ხო ჩუმად ვარ. უბრალოდ არ მინდა შარში გაეხვიოს ჩემს გამო.
–ხოდა არაფერი მოხდება დამშვიდდი რა.
–მარტივი სათქმელია.
–აჩიკოს არ დაურეკავს ხო იმ ამბების მერე?
–არა, არა.
–ხოდა ძალიან კარგი, ესე იგი ყველაფერი მოგვარდა.
–ჰო.
–და არც ამირანს დაურეკავს?
–არა. რამე ისეთი რომ იყოს, დამირეკავდა. ან არ დამირეკავდა, არ ვიცი.
–ალბათ ყველაფერი რიგზეა.
–ჩემი აზრით დარწმუნებული არაა და იმიტომ, არ გირეკავს.
–რას გულისხმობ სალი?
–იმას, რომ შენს ზარს ელოდება. არაა დარწმუნებული ბოლომდე მოგვარდა თუ არა. შენ უნდა დაურეკო.
–მე? არ მინდა შევაწუხო ან მოვაცდინო.
–არ მოაცდენ სესილი. უთხარი, რომ აჩიკო აღარ გამოჩენილა და მადლობა გადაუხადე.
–ასე გამომიცხადა, მადლობის თქმა გეკრძალებაო.
–ჰოდა მითუმეტეს, რა მოცდენაზეა საუბარი, უნდა დაურეკო.
–ვეთანხმები ანანოს, დაურეკე.
–არ ვიცი, მოვიფიქრებ.
–როგორც გინდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაურეკო.
საღამომდე ძალიან ბევრჯერ აკრიფა გოგომ ამირანის ნომერი და ისევ გადაიფიქრა. ეუხერხულება ბიჭის ამდენჯერ შეწუხება, თან მადლობის გადახდაც უნდა. ამირანი ძირითად დროს ტრენინგებზე ატარებდა, შემდეგ კი სახლში ბრუნდებოდა ან ბიჭებთან მიდიოდა. მეორე დღესვე ნახა აჩიკო და საბოლოო ჯამში ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ მთლად მშვიდად არ ჩაუვლია შეხვედრას. მართლა ძალიან ცუდ რაღაცეებს ამბობდა ბიჭი და ამირანმაც თავი ვერ შეიკავა. უპატივცემულობას ვერ იტანდა. მითუმეტეს თუ საქმე ქალის შეურაცხყოფას ეხებოდა, ასეთ ხალხს მტრებად თვლიდა. აჩიკომ კი გოგო შეაშინა და შეურაცხყოფა მიაყენა, ხელითაც კი შეეხო. ეს მართლა ბოლო ზღვარი იყო. არ იყო დარწმუნებული, რომ ბიჭი სესილის აღარ დაურეკავდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გოგო თავად დაურეკავდა. ამიტომაც ზედმეტად აღარ შეაწუხა. მესამე დღეს დაურეკა გოგომ.
–ამირან გამარჯობა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
–არა სესილი. გამარჯობა.
–მადლობის გადასახდელად დაგირეკე. აჩიკო აღარ ჩანს, დიდი მადლობა ამირან.
–კარგი რა სესილი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მადლობას არ გადამიხდიდი?
–მე და შენ შეთანხმებები არ უნდა დავდოთ ამირან, მაინც ვერ ვასრულებთ.
–რას გულისხმობ?
–დაივიწყე არაფერი. ხო, ნუ მოკლედ მადლობა ამირან.
–რამე მოხდა?
–არა, არა.
–სესილი, შეიძლება ვილაპარაკოთ?
–კი ამირან.
–კარგი, ათ წუთში ეზოში ვიქნები.
სესილი ძალიან ეცადა საუბრის დროს წყენა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც მიხვდა ამირანი. თვითონაც მშვენივრად ესმოდა, რომ გაბრაზების და განაწყენების უფლება არ ჰქონდა. მოსაღამოვებული იყო და სასიამოვნოდ გრილოდა. ეზოში დასხდნენ.
–გამარჯობა სესილი.
–გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობასაც გეტყვი პირადადა, მადლობა ამირან.
–რამე მოხდა რაც უნდა ვიცოდე?
–არა ამირან, არაფერი.
–სესილი ვხვდები, რომ რაღაც მოხდა, სხვანაირად მელაპარაკები და მადლობებსაც არ იშურებ.
–უბრალოდ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამირან, შენთანაც და აჩიკოსთანაც. არ მინდოდა შენი ამ საქმეში ჩარევა და ბოლოს მაინც ასე გამოვიდა.
–შენ არსად არ ჩაგირევივარ, მე თვითონ მინდოდა შენი დახმარება და ასეც მოვიქეცი. აი აჩიკოსთან მიმართებაში ვერ გეტყვი, რომ შენი მესმის. ის ძალიან ცუდად მოგექცა სესილი. უნდა წასულიყო.
–კი, უნდა წასულიყო, მაგრამ არა ამ გზით. მე ისედაც განვიცდიდი ყველაფერს და ახლა უარესად.
–და ახლა რა შეიცვალა? ეს ხომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ის არ გაჩერდებოდა.
–ხო მაგრამ...
–რა მაგრამ სესილი?
–შენ დამპირდი ამირან, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არანაირი ძალადობა არ იქნებოდა არა? მე თავს ასმაგად დამნაშავედ ვგრძნობ. კი აჩიკო უნდა წასულიყო, მაგრამ ეს გარჩევები და ცემა–ტყეპა რა საჭირო იყო.
–მან რა ენა მოგიტანა? ადგა და ყველაფერი მოგიყვა?
–არა, აჩიკოს არ დაურეკავს. სალიმ ქუჩაში დაინახა, თვალ–ჩალურჯებული, წარბ–გატეხილი, ნაცემი.
–ახლა გასაგებია, რატომაც ხარ გაბრაზებული.
–არა ამირან, არ ვარ გაბრაზებული. მაგის არანაირი უფლება არ მაქვს. ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს და მათ რიგში ყოფნა ნამდვილად არ მინდა. რა უფლება მაქვს გაგიბრაზდე? უბრალოდ ვფიქრობ ძალადობის გარეშეც შეიძლებოდა.
–სესილი, აგიხსნი კარგი? ძალიან ცუდად მოიქცა და დაიმსახურა. მესმის შენი, რატომაც გრძნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ დამიჯერე აქ შენი ბრალი არაფერია. მან დაიმსახურა ის რაც მიიღო და უფრო მეტსაც იმსახურებდა.
–აბა ვისი ბრალია ამირან? სხვისთვის გადაბრალება სიმართლეს არ ცვლის.
–აჩიკოს ბრალია სესილი. მოქცეულიყო ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება და არაფერი მოხდებოდა.
–აჩიკო მართლა კარგი პროვოკატორია. მეორე მხრივ ესეც მაშინებს. რომ გიჩივლოს?
–არ იზამს სესილი, ნუ გეშინია.
–ასე თქმა მარტივია, რა იცი, რომ არ იზამს?
–და რა დამამტკიცებელი საბუთი აქვს, რომ მე გავაკეთე? იქ ჩვენ ორის გარდა არავინ იყო.
–ეგ კარგია.
–სესილი, შეგიძლია ჩემზე გაბრაზდე, გავიგებ, მაგრამ მართლა არ მინდა, რომ ნაწყენი იყო. ნურც იმაზე დარდებ, რას იზამს აჩიკო. ყველაფერი კარგად იქნება.
–ვფიქრობ განაწყენება უფრო ნაკლები უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან, ვიდრე გაბრაზება.
–შეიძლება ასეცაა, მგრამ მე მეორე მირჩევნია. მე უკვე აგიხსენი და კიდევ გეტყვი, რომ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ შენ აზრს პატივს არ ვცემ ან წინ გადაგახტი, უბრალოდ წყობილებიდან გამომიყვანა. მეტი არაფერი.
–გასაგებია, ამირან ნანობ?
–მე შემიძლია შენს დასამშვიდებლად გითხრა, რომ კი ვნანობ, მაგრამ ტყუილი იქნება. მე არ მინდა, რომ მოგატყუო. მიზეზი იმისა, რომ არ მიიღო საკმარისად რაც დაიმსახურა, შენ ხარ სესილი. მე ვიცი, რომ განიცდი მომხდარს და მესმის შენი. მაშინაც ვიცოდი ეს, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
–მიხარია, რომ სიმართლე მითხარი ამირან. შენმა ნათქვამმა ცოტა შემიმსუბუქა დანაშაულის გრძნობა, მაგრამ ამისთვის მადლობას არ გეტყვი.
–კარგია, ანუ ნაწყენი არ ხარ ხო?
–არა, არ ვარ. უფრო სწორად აღარ ვარ.
–კარგია.
გოგოს ჯიბეში ტელეფონმა დაიწყო ბზუილი.
–აჩიკოა, რა ვქნა?
–უპასუხე.
–ალო აჩიკო.
–გამარჯობა სესილი.
–რატომ მირეკავ?
–ვითომ არ იცის.
–რომ ვიცოდე შენი თქმა აღარ დამჭირდებოდა. ასე რომ ან მითხარი ან გავთიშავ.
–კარგი ხო. შენი დამქაშის შესაქებად დავრეკე, კარგად იმუშავა.
–აჩიკო! სიტყვებს დაუკვირდი.
–რა იყო, ტყუილია? გადაეცი, რომ მძიმე ხელი აქვს.
–მაგის სათქმელად მირეკავ?
–არა. კარგი გზა აირჩიე ჩემთან სათამაშოდ სესილი, კარგი და სწორი. იმის სათქმელად გირეკავ, რომ ჩემი ეს ზარი ბოლოა შენს ტელეფონში.
–კომპლიმენტისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო?
–არა, შენ არა. მე უნდა გადაგიხადო მადლობა.
–მადლობა? რისთვის?
–შენში ყოველთვის მომწონდა ერთი თვისება: ყოველთვის იმდენს ლაპარაკობდი, რამდენიც საჭირო იყო. ახლაც ასე მოიქეცი. მადლობა იმისთვის, რომ მხოლოდ მცირედი დაზიანებები დამიტოვა შენმა დამქაშმა სესილი.
–აჩიკო!
–კარგი ხო. კიდევ კარგი არ უთხარი, რომ...
–ნახვამდის აჩიკო. შენი მადლობა არ მიმიღია.
–სესილი რატომ გაუთიშე, რაღაცის თქმას აპირებდა.
–არაფერი ისეთი, ბოდავდა რაღაცეებს. შენც ხომ გესმოდა, მადლობის გადასახდელად დავრეკეო.
–მე ისიც მესმოდა, რომ მადლობას რაღაცის დამალვისთვის გიხდიდა.
–არაფერი მსგავსი ამირან, საიდან მოიტანე.
–რაღაც არ მითხარი სესილი. აჩიკოსაც იმიტომ გაუთიშე, რომ არ წამოსცდენოდა.
–არა ამირან, ბოდავდა რაღაცეებს.
–მართალია დიდი ხანი არ არის რაც გიცნობ, მაგრამ ვხვდები როცა ჩემს მოტყუებას ცდილობ. ასე, რომ აზრი არ აქვს. რა არ მითხარი სესილი? რის გამოც აჩიკო მადლიერია.
–კარგი გეტყვი. ოღონდ იცოდე არანაირი ცემა–ტყეპა და გარჩევები აღარ იქნება.
–ანუ რაღაც ისეთი დამიმალე რის გამოც მართლა კარგად უნდა მოხვედროდა ხო?
–არაფერი ასეთი, უბრალოდ ყველაფერი მოკლედ და ნაკლებად მძაფრად მოგიყევი. სინამდვილეში ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელდა.
–სულ ესაა? ამის გამო გიხდიდა მადლობას?
–უბრალოდ მან ძალიან ცუდი რაღაცეები თქვა, მთვრალი იყო და ალბათ კარგად ვერც იაზრებდა. და იცი მან.. რაღაც არასწორი გააკეთა.
–შორიდან შემოვლას ნუ ცდილობ სესილი, რა გააკეთა?
–იცი ამაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. გავაღიზიანე ალბათ თან მთვრალი იყო. არ უნდა მეყვირა და ჩხუბში ავყოლოდი.
–ხომ გითხარი შორიდან არ შემოუარო–თქო.
–იცი მან მხოლოდ ეს არ დამიშავა, რაც ხელზე მჭირს.
–რა გააკეთა?
–ამირან იცოდე არანაირი ცემა–ტყეპა და გარჩევები.
–რა გააკეთა სესილი?
–ამირან იცოდე აჩიკოს თუ კიდევ ნახავ, ძალიან, ძალიან მეწყინება და გავბრაზდები იცოდე.
–სესილი!
–კარგი, გეუბნები... იცი, ჩვენ ჩხუბში შევყევით და მან... მოკლედ გამარტყა.
–რა ქნა? ამას ეხლა მეუბნები?
–რომ არ დაგეძალებინა არც ახლა გეტყოდი ამირან. როგორ გგონია უნდა მოვსულიყავი და მეთქვა: იცი ამირან აჩიკომ დამარტყა, მიყვირა, შეურაცხყოფა მომაყენა, წადი და ცემე–თქო?
–უნდა გეთქვა სესილი. რა, არ იქნებოდა ღირსი?
–მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამირან. უარეს პრობლემაში ვერ გაგხვევდი. გაბრაზებულ გულზე რამე რომ მომხდარიყო? მართლა, რომ რამე დაგეშავებინა? მერე მე თავი იმით გამემართლებინა, რომ ღირსი იყო აჩიკო–თქო.
–ახლა ძალიან ვბრაზობ იმ იდიოტზე და შენზეც სესილი. არ უნდა დაგემალა. სულელი ბავშვივით მომექეცი, რომელსაც თავის კონტროლი ან შეუძლია ან არა და შენ ვერ გარისკავდი. საერთოდ არ მენდობი სესილი, საერთოდ.
–ეგ არაფერ შუაშია ამირან. ხომ იცი, რომ ისედაც დამნაშავედ ვგრძნობდი არა თავს? ასე ვერ მოგახლიდი სიმართლეს.
–სიმართლე ისაა, რომ სულ ოდნავაც არ მენდობი სესილი.
–ამირან რომ არ გენდობოდე საერთოდ რატომ გეტყოდი ყველაფერს? რომ არ ვიცოდე, რომ თავის კონტროლი შეგიძლია, მოგიყვებოდი რამეს? ან რჩევას გკითხავდი? დედაჩემისთვის არ მითქვამს, არც მამაჩემისთვის, გოგონებსაც მხოლოდ მაშინ ვუთხარი როცა სხვა გზა აღარ დარჩა. და ამ დროს შენ მოგიყევი ყველაფერი. როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ არ გენდობი? თუ იმიტომ, რომ შენ თავის კონტროლი არ შეგიძლია?
–არ უნდა გეთქვა ტყუილი სესილი, ყველაფერი ბოლომდე უნდა გეთქვა.
–არ მომიტყუებიხარ ამირან. უბრალოდ რაღაც ნაწილი გამოვტოვე და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შარში არ გახვეულიყავი და პრობლემები არ შემექმნა შენთვის. იმიტომ გავაკეთე, რომ ძალადობაზე იგივეთი პასუხიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც თავდაპირველი ძალადობა.
–რაღაც ნაწილი სესილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი. ისემ მეუბნები ამას, გეგონება შენი სახელი არ მითხარი.
–ახლა გაბრაზებული ხარ ამირან და ამიტომაც არ გესმის ჩემი, მაგრამ მიხვდები, რომ სწორად მოვიქეცი.
–არ მოქცეულხარ სწორად.
–კარგი ამირან, ნუ ვიჩხუბებთ. დამშვიდდი და სხვა დროს ვისაუბროთ.
–მართალი ხარ. მართლა გაბრაზებული ვარ და ჯობია წავიდე. არ მინდა გაწყენინო.
–კარგი, როგორც გინდა. ამირან ძალიან გთხოვ ეცი პატივი ჩემს თხოვნას და აჩიკოსთან არ მიხვიდე.
თითქმის ორი დღე გავიდა და ამირანი არსად ჩანდა. სესილი ხვდებოდა, რომ ბიჭი გაბრაზებული იყო და ზედმეტად არ აწუხებდა. მაგრამ ამის მიუხედავად თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. ამირანი ძალიან გაბრაზდა მოსმენილის შემდეგ და ეს ყველაფერი აჩიკოსთან შეხვედრამდე რომ სცოდნოდა, ყველაფერი უარესად იქნებოდა. პარასკევს შუადღით მიღო აჩიკოსგან მესიჯი. თავიდან გახსნას არ აპირებდა, მაგრამ მაინც წაიკითხა. ესემ ესში ეწერა, რომ ამირანმა მაინც ნახა აჩიკო. ამის შემდეგ გოგომ რამდენჯერმე დაურეკა ბიჭს, მაგრამ ამირანი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს. სესილი ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში. რა მოხდა იმ შეხვედრაზე არ იცოდა. ბრაზობდა ამირანზე, მაგრამ თან ნერვიულობდა, ვაი თუ რამე შარში გაეხვა გოგოს გამო. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ დაურეკა ბიჭმა.
–ალო ამირან, რატომ არ მპასუხობ.
–გამარჯობა, სესილის ვესაუბრები?
–დიახ, თქვენ ვინ ხართ?
–იცით მე ბატონი ამირანი სახლში მოვიყვანე, ტაქსისტი ვარ. წესით სასწრაფოში უნდა ვრეკავდე, მაგრამ ბატონმა ძალიან მთხოვა ეს არ მექნა. მგონი დაჭრილია, სახლამდე ავიყვანე, მაგრამ გონება დაკარგა. პირველი თქვენი ნომერი გამოჩნდა და დავრეკე.
–ძალიან დიდი მადლობა ბატონო, ახლავე მოვალ. სერიოზული ჭრილობაა?
–იცით არა მგონია. მემგონი დანითაა მიყენებული. იცით მე აუცილებლად უნდა წავიდე და კარს ღიას დავტოვებ.
–კარგით, დიდი მადლობა.
გოგოს ძალიან შეეშინდა. რამე რომ მოუვიდეს ამირანს მერე რა უნდა ქნას. ყველაფერი მისი ბრალია, არ უნდა ეთქვა ამირანისთვის არაფერი. ახლა ბიჭი დაჭრილია და ეს სესილის ბრალია. არადა როგორ სთხოვა აღარ ენახა აჩიკოს. ამას განიცდიდა რამე პრობლემა არ შექმნოდა ბიჭს და ახლა მაინც ასე მოხდა. სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი და ბიჭის მისამართი უკარნახა. გული უსკდებოდა რა დახვდებოდა ამირანის სახლში მისულს. იქნებ საერთოდ რამე სერიოზული სჭირდა. ბოლოს შიშისგან მოწოლილი ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაუ... მაგარი იყო. ვერ ვიტან აჩიკოს. ზუსტად ვიცი ამირანი თავად არ გამოიჩენდა ნახვის ინიციატივა, აჩიკო თავად სთხოვდა შეხვედრას რათა შური ეძია. ა ეგ. იმედია ამირანი კარგად იქნება და სერიოზული არაფერია, თუმცა სესილის თვითგვემას როგორ გაუძლებს ეგაა საინტერესო.... წარმატებები. გელი მალე მოუთმენლად....

 


№2 სტუმარი ნია

მომწონს ეს ისტორია ძალიან, თან რა დროს შეწყდა. გთხოვთ მალე გააგრძელეთ. რწარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent