შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 7


6-08-2024, 22:57
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 1 087

დრო საშინლად ნელა გადიოდა.  კიბეებიდან სახლამდე ისე უცებ აირბინა, თითქოს უკან მოსდევდნენ.  კარი მართლაც ღია დაუხვდა.  ისე შეეშინდა ამ კარს უკან არსებული სიტუაციის, რომ ერთი წამით დაფიქრდა, უღირდა თუ არა შესვლა.  დანახულმა უარესდ აატირა.  დივანზე გვერდულად იყო ამირანი გადაწოლილი და ღია ცისფერ მაისურს მუქ ლაქად ემჩნეოდა სისხლი.  ბიჭის უმოძრაობა სასიკვდილო განაჩენივით იყო.  ერთ წამს ისიც კი იფიქრა, ხომ არ მოკვდაო. 

–ამირან... ამირან! 

ფრთხილად ანჯღრევდა ბიჭს გაღვიძების მიზნით.  სუნთქავდა და ცოცხალი იყო, ახლა ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. 

–სესილი?

–მადლობა ღმერთს გონს მოხვედი.  ახლავე დავრეკავ სასწრაფოში, ახლავე.

–არ.. არ დარეკო.  არ დარეკო. 

–აბა რა ვქნა ამირან სისხლი მოგდის, ძლივს ლაპარაკობ, იცი სახეზე რა ფერი გადევს?

–არა, არ დარეკო. არ უნდა დარეკო.

–კარგი, კარგი არ ვრეკავ, ამდენს ნუ ლაპარაკობ.  მაჩვენე ვნახავ.

მაისური ოდნავ აუწია და დანახულისგან შეჰკივლა.  დანა ნეკნ ებს ქვემოთ ჰქონდა გასმული და შემდეგ ერთ ადგილას დარტყმული.  სისხლდენა საკმაოდ ძლიერი იყო.

–ამირან მძიმე ჭრილობაა, რამე არ დაგემართოს, უნდა დავრეკოთ.

–არა, არ დარეკო.

–სიცხისგან იწვი ამირან.  კარგი, კარგი, არსად არ ვრეკავ.  წამლები გაქვს?

–კარადაშია ყუთით.

გოგომ ყველაფერი მოიტანა რაც კი იპოვა.  ნერვიულობისგან და შიშისგან ხელები ისე უკანკალებდა, ნივთებს ძლივს იჭერდა.  ბინტი, სპირტი, ბამბა, ყველაფერი მოიმარაგა და თავი გაამხნევა.  დაბნეული იყო, მაგრამ პანიკა მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

–ამირან, ვიცი გეტკინება, მაგრამ უნდა გაუძლო.

–კარგი.      

–გონება არ უნდა დაკარგო ამირან.  სანამ შეხვევას არ დავამთავრებ და სისხლდენა არ შეწყდება ფხიზლად უნდა იყო.

–ვეცდები.

სესილიმ სპირტში დაასველა ბამბა და  ჯერ ჭრილობის გარშემო მოწმინდა სისხლი, შემდეგ კი ძალიან ფრთხილად გადავიდა შიდა ნაწილზე.  აქ უკვე ამირანი ხმას ვეღარ აკავებდა.  გოგო ისე, რომ ვერც კი ხვდებოდა ცრემლებად იღვრებოდა.

–მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. 

გასუფთავების შემდეგ ჯერ საკმაოდ ბევრი ბამბა დააფინა ჭრილობაზე და შემდეგ ბინტით შეხვევას შეუდგა.  ამირანს ოდნავ გამოძრავებაც კი ძალიან სტკიოდა. 

–ამირან ძალიან გატკინე ხო?  მაპატიე რა.  მთავარია სისხლდენა აღარ განახლდეს, დანარჩენს ვუშველით.

–არაუშავს.  

–ძალიან გთხოვ ცოტაც მოითმინე რა?  მერე მშვიდად დაიძინებ, ახლა არ შეიძლება.

–მეძინება.

–ვიცი, სუსტად ხარ, სიცხეც მარალი გაქვს ალბათ, მაგრამ ძალიან ცოტაც. 

სესილი გამუდმებით აფხიზლებდა ამირანს და რამდენიმე  წუთის გასვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ სისხლდენა არ განახლდებოდა. 

–ამირან თერმომეტრი სად გაქვს?

–არ მაქვს.

–კარგი, ახლავე ამოვიტან.  აქ არც სიცხის დამწევები არაა.  ანტიბიოტიკებიც დაგჭირდება.  ახლავე ამოვალ. 

–კარგი.

–ამირან არ გამოძრავდე იცოდე.  წყალს დაგიტოვებ მაგიდაზე და თუ მოგწყურდება აიღე.  არ ჩაგეძინოს ძალიან გთხოვ, წამლებს მოგიტან და მერე დაიძინე.

–ძალიან მეძინება და მცხელა.

–ვიცი ხო.  ამირან რამე ნაჭერი მინდა, ცივ წყალში დავასველებ და გაგაგრილებს.

–არ მაქვს.

–რამე უნდა მოვძებნო, მოიცა ამას ავიღებ.

თმის სამაგრის ნაცვლად გრძელი შარფი ეკეთა და კარგად გარეცხვის შემდეგ ბიჭს დაადო შუბლზე. 

–ახლავე ამოვალ. 

უახლოვეს აფთიაქამდე ლამის სირბილით მივიდა და რაც კი საჭირო იყო ყველაფერი იყიდა.  ასევე სირბილით დაბრუნდა ბიჭთან. 

–მოვედი.

ამირანს თითქმის ეძინა და ხმაზე გამოეღვიძა. 

–აი წამლები და თერმომეტრი.  სულ ცოტაც ამირან.

ბიჭი ისე იყო დასუსტებული ხმასაც ძლივს იღებდა. 

–ორმოცი გაქვს სიცხე.  ახლავე დაგალევინებ წამლებს.  აი ესენი დალიე და მერე დაიძინე.

წამლების მიღების შემდეგ მაშინვე ჩაეძინა ამირანს.  გოგო გამუდმებით უცვლიდა ცივ ნაჭერს შუბლზე.  სიცხესაც საათობრივად უმოწმებდა.  ბიჭი ისე უმოძრაოდ იწვა სესილის ხანდახან ეგონა, რომ გაითიშა.  საათები ძალიან ნელა გადიოდა და გოგოც მოთმინებას კარგავდა.  ამირანი არ იღვიძებდა.  სიცხე ორი გრადუსით დაწეულიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არა.  ჭრილობიდანაც აღარ მოდიოდა სისხლი და ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმაში იყო, მაგრამ შეშინებულ სესილის ყველაფერი პირიქით ეჩვენებოდა.  მხოლოდ  ძალიან გვიან შეამჩნი დაღამება.  თხელი, თეთრი ფარდების იქით მხოლოდ სიბნელე ჩანდა.  ამან უფრო მოჰგვარა შიში, რატომ არ იღვიძებდა ამირანი. მაშინ დახედა სისველისგან დანაოჭებულ თითებს და გათეთრებულ ფრჩხილებს.   ამდენი სიარულისგან დაღლილი პატარა სავარძელში ჩაესვენა.   ბიჭმა ძილში რამდენჯერმე წაიბუტბუტა.  ყოველ ჯერზე აკვირდებოდა სესილი, მაგრამ ეს მხოლოდ ხმები იყო.  არაფრის დიდებით არ იძინებდა.   შუადღის შემდეგ ვერც კი სუნთქვა ნორმალურად.  იქვე, მისაღებ ოთახში პატარა წიგნების კომოდი იდგა.  გოგომ ერთ–ერთი აიღო და კითხვას შეუდგა.  ალბათ მისი ნახევარი უკვე წაკითხული ექნებოდა, ამირანმა რომ გაიღვიძა. 

–ამირან, როგორ ხარ? 

–ცოტა უკეთ.

–მადლობა ღმერთს, ძალიან შემეშინდა. 

–აქ როგორ მოხვდი?

–მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა სიცხეს გაგიზომავ და კიდევ ერთ წამალს დაალევინებ.

–კიდევ მაქვს?

–ჰო, ოცდათვრამეტი და სამი ხაზი.  ერთხელაც უნდა დალიო დამწევი.

–კარგი.  შენ როგორ გაიგე?

–ახლა დაიძინე ამირან, უკვე ოთხი საათი დაიწყო.  სუსტად ხარ და გამოძინება გჭირდება.

–უნდა წახვიდე?

–არა ამირან.  არსად არ მივდივარ.  დაიძინე, ხვალ ვილაპარაკოთ.

დასუსტებულ ბიჭს მალევე ჩაეძინა.  სესილის კიდევ დიდხანს ეღვიძა, მაგრამ ბოლოს წიგნით ხელში ისე ჩამოეძინა, რომ ვერაფერი გაიგო.  დაცემის ხმამ გამოაღვიძა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა.

–ამირან ხომ კარგად ხარ?  რამე გეტკინა?

–მაპატიე არ მინდოდა შენი გაღვიძება.  ჭიქა დამივარდა და გატყდა.

–არაუშავს.  არ ვიძინებდი, მაგრამ ალბათ ჩამეძინა.  როგორ გრძნობ თავს?

–უკეთ ვრ შენი დახმარებით. 

–მიხარია.  მგონი სიცხეც აღარ გაქვს.   მხოლოდ ანტიბიოტიკების დალევა მოგიწევს.

–როგორ აღმოჩნდი შენ აქ?

–წავალ სხვა ჭიქას მოგიტან, ეს წყალიც გათბა.

–მადლობა.

–არაფრის.  აი დალიე.  ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ ამირან. 

–ვიცი სესილი. 

–ალბათ გშია ხო?  მაპატიე შენს სახლში ასე დაუკითხავად რომ შემოვედი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

–ნუ სულელობ.  არ მშია.

–ძალები უნდ აღიდგინო ამირან. 

–ძალიან გთხოვ წვნიანების ჭამა არ დამაძლაო რა?

–არ დაგაძალებ ამირან, ბავშვი ხომ არ ხარ.  მაცივარში მგონი ხილი იყო, გინდა დაგიჭრა?

-სესილი არ მინდა არაფერი.

-კარგი მაშინ, დაისვენე.

-მითხარი აქ როგორ მოხვდი.

-არც გვინდა ამაზე ლაპარაკი კარგი?  ჭრილობა უნდა ვნახო.

-სესილი ნახე, მაგრამ ამაზე ვილაპარაკებთ.  დარწმუნებული ვარ არ დაგსიზმრებია.

-მგონი უკეთესადაა ჭრილობა.  მადლობა ღმერთს რამე არ დაგიზიანდა.

-ძალიან გთხოვ მითხარი როგორ გაიგე კარგი? ამაზე პასუხი მჭირდება.

-კარგი ამირან.  თავს ნუ დაიღლი ამაზე ფიქრით.  ტაქსისტმა დამირეკა გაითიშა და მთხოვა პოლიციისთვის არ დამერეკაო.

-ამდენი ნომრიდან რაღა შენი ამოირჩია.

-ბოლოს მე ვურეკავდი ამირანი შესაბამისად პირველივე ნომერზე დარეკა.

-მირეკავდი?  რამე მოხდა?

-ამაზე უარესი არაფერი მომხდარა ამირან. პრინციპში რისთვისაც გირეკავდი იმან გამოიწვია შენი დაჭრა.

-ვერ მივხვდი.  სესილი... შენ იცი რაც მოხდა?

-კი ამირან ვიცი.  ვერც კი წარმოიდგენ როგორ ძალიან მინდა არ ვიცოდე, მაგრამ ვიცი.

-სესილი, არ ვიცი რა გითხრა.  ყველაფერს აგიხსნი კარგი? ისე არ მომხდარა როგორც შენ გგონია.  მართლა.

-მე არაფერი არ მგონია ამირან.  ძალიან გთხოვ ბევრი საუბრით თავს ნუ დაიღლი.

-გაბრაზებული ხარ?

-ძალიან გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე ამირან.  დაუფიქრებლად და ნაჩქარევად მოვიქეცი. უნდა მცოდნოდა ამას რაც მოჰყვებოდა.  სამწუხაროდ ვეღარაფერს შევცვლი მაგრამ იგივე აღარასდროს განმეორდება.

-სესილი მაგას მირჩევნია ჩემზე იყო გაბრაზებული. შენ არაფერი დაგიშავებია და ასე ნუ განიცდი.

-შენ არაფერ შუაში ხარ ამირან.  არაუშავს კარგი მაგალითი იყო სამომავლოდ. 

-მაპატიე სესილი.

-შენ არაფერი გაქვს საპატიებელი ამირან. გარდა იმისა რომ საკუთარ ჯანმრთელობას ავნე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე.  ეს მე კი არა შენ უნდა აპატიო საკუთარ თავს და შენმა ახლობლებმა უნდა გაპატიონ.

-კიდევ ვინ იცის?

-დამშვიდდი, არავისთვის მითქვამს.  მხოლოდ მე, შენ და იმ ტაქსისტმა ვიცით.

-მადლობა, რომ არავის უთხარი.

-არაფრის ამირან.  შენ მითხარი ვის დავურეკო და მხოლოდ მათ ვეტყვი.

-არ მინდა, რომ ვინმემ იცოდეს, მაგრამ თუ შენ უნდა წახვიდე ბიჭებს დავურეკავ.

-მე ამიტომ არ მითქვამს ამირან.  რამდენ ხანსაც საჭიროა დავრჩები, მაგრამ ვფიქრობ დამალვა არ ივარგებს.

-არ ხარ ვალდებული სესილი.  ისედაც ბევრი გააკეთე.

-ბევრი კი არა, რაც საჭირო იყო ისიც ვერ გავაკეთე.  ამ საქმეში არ უნდა გამერიე ამირან, აჩიკოსთან არ უნდა დამეკავშირებინე, შენ არ უნდა დაჭრილიყავი.

-სესილი არაფერი არაა შენი ბრალი. ამ საქმეში ჩემი ნებით ჩავერიე, შენ არაფერი დაგიძალებია. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, კარგს და ცუდს ვერ ვარჩევდე? ჩემი ნებით გავაკეთე ყველაფერი.

-შენი ნებით დაიჭრი ამირან?  არა რა თქმა უნდა. ძალიან გთხოვ აღარ გვინდა ამაზე საუბარიც სიმართლე ისედაც ერთია.

-იმ სიმართლეში შენ დამნაშავე არ ხარ სესილი. 

-დაისვენე ამირან, ნუღარ ვისაუბრებთ.

-მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ხარ, მაინც დარჩები?

-კი ამირან.  სულ რომ შენი ნებით შეგეშვირა აჩიკოსთვის სხეული, მაინც დავრჩები.  იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მომხდარა.

-არა ასე ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერს მოგიყვები.

-არ გინდა ამირან. სახეზე ფერი დაგეკარგა და მგონი სიცხემაც აგიწია. თავს ნუღარ დაიღლი.

-კარგი, მაგრამ სხვა დროს ვილაპარაკებთ.

-კარგი.  თერმომეტრი გამომართვი, მე მანამდე ხილს დავჭრი, იქნებ მოგინდეს.

-რომელი ხილი გიყვარს.  

-მსხალი.  კიდევ ბროწეული და ბანანი.  შენ?

-მე მწვანე ვაშლი მიყვარს და ფორთოხალი.

-კარგია, ორივე ძალიან სასარგებლოა. 

ცოტა ხნით ჩუმად ისხდნენ და ხილს მიირთმევდნენ. ამირანს სიცხე აღარ ჰქონდა, რის გამოც თავს კარგად გრძნობდა.  წამოწოლილს ჭრილობა თითქმის არ აწუხებდა.  ერთადერთი რასაც განიცდიდა სესილის მდგომარეობა იყო. გოგო ძალიან ღელავდა და თავსაც ზედმეტად იდანაშაულებდა.  ამირანი მის აწითლებულ თვალებსაც მშვენივრად ამჩნევდა და ჩამუქებულ თვალებსაც.

-წუხელ არ გეძინა?

-არა.  ვერ დავიძინე.

-სესილი როდის მოხვედი?

-შუადღე უკვე გადასული იქნებოდა.

-იმის მერე არც გიძინია და არც გიჭამია?

-ჰო ასეა.

-მოდი მე ბიჭებს დავურეკავ, შენ წადი და ცოტა გამოიძინე და დაისვენე.

-არა ამირან, რას ამბობ.  ბიჭებს თუ გინდა დაურეკე, მაგრამ ჯერ ჯერობით ასე ვერ დაგტოვებ.  სიცხემ რომ აგიწიოს ან სისხლდენა დაგეწყოს? ვერ წავალ.

-დაძინება გჭირდება სესილი, შენც არ გადევს ფერი სახეზე.

-ეგ უძილობის ბრალი არაა, ნუ ნაწილობრივ შეიძლება არის.

-ცოდა გამოიძინებ ცოტას და დამშვიდდები.  არაფერი მომივა.

-ვიცი ამირან რომ შემოგეჭერი, მაგრამ დანაშაულის ამ ფორმით გამოსწორების საშუალება მაინც მომეცი.

-ეგ რა შუაშია სესილი.  არაფერი არ გაქვს გამოსასწორებელი.  რადგან ასე გინდა აქ იყავი.  ცოტა დაისვენე, მანამდე ბიჭები აქ იქნებიან და არაფერი მოხდება.

-კარგი.  ბიჭები რომ მოვლენ რაღაცეების საყიდლად გავალ და დავბრუნდები ისევ. 

-მე დასვენება შემოგთავაზე, მაღაზიებში კი არა.

-მესმის ამირან, მაგრამ ასე უფრო გადავიტან ყურადღებას.
-მე დასვენება შემოგთავაზე, მაღაზიებში კი არა.
-მესმის ამირან, მაგრამ ასე უფრო გადავიტან ყურადღებას.
ბიჭებთან დარეკვის შემდეგ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, კარებზე კაკუნი რომ გაისმა. კაკუნი არა, ეს უფრო ბრახუნი იყო. ორივეს ისეთი სახეები ჰქონდათ გული გაგისკდებოდა. სასწრაფოდ შეცვივდნენ მისაღებში.
-შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ? რატო არ დაგვირეკე?
-კაი რეზი, დანას გადავურჩი და შენ ყვირილს არ შემწირო.
-რატომ არ დაგვირეკე?
-ერთი საათიც არ იქნება გასული რაც გამეღვიძა.
-გამაგებინე ერთი რა მოხდა?
-კარგით ბიჭებო მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები.
-სესილის დაურეკე შე არანორმალურო?
-ჰო ანრი, დავურეკე დამჭრეს და მიშველე-თქო.
-აბა რა მოხდა? ნუ გადამრიე, მოყევი წესიერად.
-რა მოხდა და აჩიკომ დამირეკა. უნდა გნახოო, დავილაპარაკოთო. არ მინდოდა მისვლა, მაგრამ უნდა მივსულიყავი.
-მერე?
-შევხვდით, ნასვამი იყო. მემგონი პათოლოგია ეგ იდიოტი. ისედაც გაღიზიანებული ვიყავი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ დამერტყა. იმან კიდე ისეთების ლაპარაკი დაიწყო, ცოცხალი რატომ გადამირჩა მიკვირს.
-რამ გაგაღიზიანა ერთი? როცა პირველად ნახე ისედაც მოხვდა.
-თურმე მეტიც ეკუთვნოდა და მე არ ვიცოდი. ტო დავინახე იქვე მომინდა მომეხრჩო, მაგრამ არ გავაკეთე.
-ეგეთი რა გააკეთა?
-სესილის გაარტყა.
-რა ბიჭო?
-ჰო. ისედაც ნერვებზე ვიყავი და იმან კიდე იქით დაიწყო რაღაცეები. რომ მეგონა ეს კიდე დიდხანს ვეღარ ადგება-თქო, მიბრუნებული დამისვა დანა და მერე ჩამარჭო.
-ეგ რა უნამუსო ყოფილა. აქამდე ვფიქრობდი, რომ თავი უნდა შეგეკავებინა, მაგრამ მართალი ყოფილხარ.
-აბა რა. ჩემ ლიკას ვინმე ეგრე რომ მოექცეს ცემა კი არა იქვე მოვაჭრის ორივე ხელს.
-სესილი ძალიან ნაწყენია და გაბრაზებული. თავის თავს ადანაშაულებს მომხდარში და ძალიან განიცდის. ვერაფრით დავარწმუნე, რომ დამნაშავე არაა.
- მიდი და გაამტყუნე.
-არც ვცდილობ, მაგრამ რა ვქნა არ ვიცი. არ მინდა,რომ ასე განიცდიდეს. მგონი მთელი ღამე ტიროდა. არც უჭამია, არც უძინია.
-რა დააძინებდა შენ კიდე, ლამის ხელებში ჩააკვდი.
-აი თან როგორ ეშინია სისხლის.
- სისხლის ეშინია? აბა მე ჭრილობა როგორ დამიმუშავა.
-ჰო. წინაზე ეზოში შემხვდა და ვლაპარაკობდით. სიცხე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. სულ გაფითრდა და ლამის ცუდად გახდა.
-ჯანდაბა. ჩემ გამო რეების კეთება უწევს.
-ალბათ ისე შეეშინდა, რომ სისხლი არც გახსენებია.
-მართალია. ვუთხარი ჩემთან ბიჭები დარჩებიან, შენ წადი გამოიძინე-თქო მაგრამ არაფრის დიდებით არ დამიჯერა.
-აქ იყოს ჯობია. დაილაპარაკებთ და ცოტა გადაუვლის. აბა ისე თუ წავიდა, შეიძლება აღარც გნახოს.
-ჰო მართალია. ვეცდები ავუხსნა რაც მოხდა. ასე თავს დააზარალებს. ფიქრობს რომ მისი ბრალია.
-ასე ჯობია. დაილაპარაკებთ და ცოტა გადაუვლის. აბა ისე თუ წავიდა, შეიძლება აღარც გნახოს.
-ჰო მართალია. ვეცდები ავუხსნა რაც მოხდა. ასე თავს დააზარალებს. ფიქრობს რომ მისი ბრალია.
-ასე ჯობია.
ამ დროს გოგოც დაბრუნდა.
-მოედი. ხო კარგად ხარ?
-კი, კი.
-ბიჭებო ხილი და წვენი მოვიტანე, გინდათ?
-აი კი რა. მე მინდა.
-კაი რეზი, თქვენ?
-მე დავლევ რავი.
-მე არ მინდა.
-კაი რა ამირან, ბიჭები თუ სვამენ შენ რაღა დაგემართება?
-კარგი ხო.
-აი მწვანე ვაშლი აქაა და ფორთოხალიც.
-აი რა გოგო ხარ სესილი, ვგიჟდები ფორთოხალზე.
-ჰო ანრის ჩემი არ იყოს უყვარს ფორთოხალი.
-კარგი ანრი, მე და შენ წავიდეთ ახლა და კიდევ შემოგივლით. სესილი ეს თუ გაბრაზება დაგვირეკე და მოვარტყამთ.
-კაი კარგად.
-სესილი, შეიძლება ვილაპარაკოთ?
-ამირან ხომ უკვე ვილაპარაკეთ არა?
-მინდა მოგიყვე რაც მოხდა.
-მთავარია კარგად ხარ ამირან, დანარჩენი სულ ერთია.
-არა სულ ერთი. მე ჩემი ნებით არ შევხვედრილვარ სესილი, მართლა. თვითონ დამირეკა და მერე უკან რომ ვბრუნდებოდით დანა დამისვა.
-მართლა?
-კი მართლა. მე შენ გითხარი, რომ არ ვნახავდი. ასე მთხოვე და შენს თხოვნას ასე ვერ გადავახტებოდი. უბრალოდ ვისაუბრეთ და მერე სახლის რომ ვაპირებდი წამოსვლას შემობრუნებულს დამისვა დანა.
-მაინც ჩემი კიზეზით შეხვდი ამირან.
-არა სესილი. მე შენი მიზეზით ერთხელ უკვე ვნახე აჩიკო და ყველაფერი გავარკვიე. ახლა უბრალოდ შურის ძიება უნდოდა.
-ჩემს დამშვიდებას ცდილობ ამირან და ცოტა გამოგდის იცი? ანუ ბოლო იყო?
-კი სესილი, ეს ბოლო გადაკვეთა იყო აჩიკოსთან ჩეკი და მით უმეტეს შენი. მეტი აღარ იქნება.
-და მაინც დასასრული რომ მცოდნოდა, როგორ ძალიანაც არ უნდა გავებრაზებინე და შევეშინებინე აჩიკოს, ამაში არ გაგრევდი ამირან.
-დასასრული რომ მცოდნოდა სესილი, მაინც გავერეოდი ამ ამბავში.



№1  offline წევრი La dolce vita

ძალოან დიდი ბოდიში შემთხვევით ხელი მომიხვდა კითხვის დროს ამ ემოჯიზე. ძალიან მომწონს თქვენი ისტორია და მუდამ ვადევნებ თვალს.❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცრად დახვეწილად და კარგად წერთ. მომწონს ეს ისტორია. ერთი სული მაქვს როდის დადებთ გაგრძელებას.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent