შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...(5)


10-08-2024, 17:13
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 646

ბოდიში მეგობრებო, დაგვიანებისთვის უბრალოდ მოფიქრება მჭირდებოდა, როგორ როგორ გამეგრძელებინა. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი ღირს თუ არა გაგრძელება. ამიტომ შესაძლოა აღარ გავაგრძელო ამის მეტი.

თავი5


– აქ უნდა იდგე?
– რა იყო?
– უნდა გამოვიცვალო და აქ ხომ არ იქნები.
– აა,ხო კაი მივბრუნდები და გამოიცვალე.
– იცოდე აქეთ არ გამოიხედო.
– საკმარისად ვნახე უკვე შენი სხეული.- წაკბინა გოგონა.
– მაქსიმე!
– კარგი,ხო. - წამოიძახა და შებრუნდა გოგონაც ზურგით შებრუნდა და ჩაცმა დაიწყო. მოულოდნელად გარეთ თავსხმა წვიმა წამოვიდა შემდეგ კი საშინლად დაიჭექა, რის შედეგადაც გოგონას შეეშინდა და მის უკან მდგომ ბიჭს ზურგით შეეჯახა ეს უკანასკვნელი მისკენ შემობრუნდა გოგონა კი მის მკვლავებში აღმოჩმდა. გაფაციცებით უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. დაბნეული და შეშინებული თვალებით უყურებდა ბიჭს.
– კარგად ხარ?!- უცნაურად წარმოთქვა.
– მაპატიე, უბრალოდ მოულოდნელად რომ დაიჭექა შემეშინდა და…
– კარგი, არაფერია მიდი სწრაფად გაემზადე და წავიდეთ ამდენი დრო არ გვაქვს. ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვადგეს ის ხალხი თავს.- სრული სერიოზულობით მიუგო, გოგონამ სწრაფად გადაიცვა შორტი და მაისური.
– შეგვიძლია, უკვე წავიდეთ.- დარცხვენილმა მიუგო, ძალიან რცხვენოდა, რომ მისთვის უცხო მამაკაცმა მისი მოშიშვლებული სხეული ნახა, თუმცა მოსახდენი მოხდა და ვერაფერს შეცვლიდა.
– მისმინე, უნდა დამეხმარო.
– კი,მაგრან მე რისი გაკეთება შემიძლია?
– იარაღის ხმარება, ხომ იცი, ხოდა მე თუ ვერ შევძელი შენი დაცვა შენით იბრძოლებ.- მიუგო ბიჭმა.
– მაგრამ რომ ვერ შევძლო?
– შეძლებ როდესაც საქმე თვით გადარჩენას შეეხება. მისმინე ვიცი, რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ იმისთვის, რომ გიხსნა საბოლოოდ ამ ხალხისგან.
– კარგი.
ხელი ჩაჭიდა და გარეთ გავიდნენ რა თქმა უნდა, შეუმჩნევლები არ დარჩნენ და იმ წამსვე ეცნენ.
დადეშქელიანი ყველას იგერიებდა და იბრძოდა.
– სად მიდიხართ ან გოგონა სად მიგყავთ?
– აქედან შორს!- დაისისინა ბიჭმა კაცი გათიშა ბიჭმა მჭიდროდ ჩაჭიდა ხელი და მთელი სისწრაფით გაიქცნენ გასასვლელისკენ გარეთ გასულებს უამარავი ბანდიტი დახვდათ, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ცდილობნენ მათ ჩამოშორებას და გოგოს წართმევას, მაგრამ დადეშქელიანი კბილებით იცავდა და არავის აძლევდა მასთან მიახლოების უფლებას, იარაღიც არ სჭირდებოდა ისე იშორებდა ყველას თავიდან გოგონას, ეს ცოტა არ იყოს აფრთხობდა , მაგრამ ახლა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა მთავარი იყო გაეღწია აქედან. ერთად ბრძოლოდნენ. ცოტახანში ირგვლივ აღარ ჩანდა არავინ.
– დასრულდა?- ამოიოხრა გოგონამ.
– დასრულდა, ახლა შეგვიძლია შინ დავბრუნდეთ.- მიუგო ბიჭმა. ის იყო, უკვე გასასვლელთან იყვნენ მისულები, როდესაც ვიღაცამ უკნიდან რამდენჯერმე იარაღი გაისროლა გოგონა კი ადგილს მიეყინა, როდესაც მის სხეულში ცივმა ტყვიამ გაიარა. თვალები აუცრემლიანდა, შემდეგ გვერდით მდგარ ბიჭს გახედა და უღონოდ ჩაესვენა მის მკლავებში.

– ემმა, თვალები გაახილე გესმის, ახლა როდესაც ყველაფერი დასრულდა უფლება არ გაქვს ადგე და წახვიდე.- ყვიროდა ბიჭი.
– ნუთუ, ყველაფერი აქ დასრულდა… ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ოცნებები და…და..

– არაფერიც, არ დასრულებულა ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ.

– ჩემს მშობლებს გადაეცი, რომ ძალიან მიყვარს ისინი.
–ამას პირადად შენ ეტყვი… - ხელში აიტაცა, მანქანის კარები გამოაღო უკანა სავარძელზე მოათავსა და საავადმყოფოში წაიყვანა. ისიც არ იცოდა იყო თუ არა აქვე კლინიკები. ამდენი იბრძოლა და ახლა ასე ვერ წავიდოდა და ყველაფერს წყალში ვერ ჩაუყრიდა ამის უფლება არ ჰქონდა. უახლოეს საავადმყოფო მოძებნა და დახმარება ითხოვა გოგონა იმ წამსვე საოპერაციო ოთახში შეიყვანეს დადეშქელიანი კი კარებს მიღმა დარჩა, ვერ გაიგო ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო ყველაფერი ხომ კარგად იყო, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც გამორჩა. განერვი....ბულუ აქეთ-იქით მიმოდიოდა და ადგილს ვერ პოულობდა ვაი და გოგოს რამე დაემართოს და ვერ გამოვიდეს მდგომარებიდან მერე რა უნდა ექნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო უკან ან როგორ ეტყოდა ამ ამბავს. სიმწრისგან მთელი სხეული დჭიმვოდა და უცახცახებდა, ყველა სიკეთესთან ერთად დრო საშინლად იწელებოდა იმ დაწყევლილ კარებიდან კი არავინ არ გამოდიოდა. როგორც იქნა ოთახიდან ექიმი გამოვიდა და ბიჭს მიუახლოვდა.

– რა ხდება ექიმო?- წამოიძახა
_ თქვენ ამ გოგონასი, ვინ ბრძანდებით?- იკითხა ექიმმა.
_ მე მისი მეგობარი ვარ. როგორ არის?
– მხართან არის დაჭრილი და სხვა ორგანოებს არ შეხებია.
– აბა, გონება რატომ დაკარგა?
_ სტრესისგან და ტკივილისგან.
– როდის გაწერთ?
– ხვალ დილით.- მიუგო ექიმმა და წავიდა.

****

საავადმყოფოში ყოფნის დროს, გოგონას წამითაც არ ტოვებდა მარტო, ყოველ წუთს ამოწმებდა მის გულისცემას და სუნთქვას, ვაი თუ ცუდად გახდესო, ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა, იმას აწერდა რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა და მხოლოდ ამიტომ ზრუნავდა მასზე სხვა რა უნდა ყოფილიყო მას ხომ პირობა ჰქონდა შესასრულებელი და ის უნდა შეესრულებინა ვერ დააღალატებდა მათ ვისაც სჯერა მისი სიტყვის. საბოლოოდ მან შეძლო და შეასრულა თავის დანაპირები.
როდესაც გოგონამ თვალები გაახილა და დაუძახა, გულიდან თითქოს დიდი ლოდი მოეხსნაო, ისე გაუხარდა მისი გაღვიძება.
_ ცოცხალი ვარ. - თვალების ფახუნით წამოიძახა.
– ცოცხალი ხარ და უვნებელი.- მშვიდი ხმით მიუგო.
– მეგონა ჩემი ცხოვრება ისე უაზროდ დასრულდებოდა ისე, რომ ჩემს ისტორიას ვერ შევქმნიდი.
– ისტორიას?
– ჰო, ისტორიას რომელსაც ჩემი ცხოვრება ქვია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ვერ ვნახავდი და…- აქ სიტყვა გაუწყდა.
– და?
– და ვერ გამოცდიდი იმ საოცარ გრძნობას სიყვარული, რომ ქვია ვერ გავივნობდი ჩემს სიყვარულს..
– შეგიძლია მშვიდად დაწერო შენი ისტორია, რადგან ხელს აღარაფერი გიშლის.
– ისე შემეშინდა ტყვია, რომ ვიგრძენი მეგონა ყველაფერი დამთავრდა.
– შიშისგან გონება დაკარგე. მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერია ტყვია მხარში მოგხვდა.
– და შენ?
– რისი თქმა გინდა?
– შენც ხომ დაჭრილი ხარ ასე ნუ დატოვებ ამდენი დღეებია ასე დადიხარ ექიმს აჩვენე.
– ჩემზე ნუ ღელავ, ვაჩვენე ექიმს ტყვია ამომიღო და ჭრილობაც დამიმუშავა, ახლა მთავარი შენი ჯამრთელობაა მე არამიშავს.
– კარგი, მაგრამ თავს გაუფრთხილდი კარგი.- აწყლიანებული თვალებით მიუგო. - მართალია კარგად არ გიცნობ გარეგნულადაც ხისტი და უხეში ხარ, მაგრამ ვიცი რომ გულის სიღრმეში ასეთი არ ხარ.- მიუგო.
– რატომ ფიქრობ ასე?
– არ ვიცი, უბრალოდ ვგრძნობ ამას.- მშვიდად მიუგო.


საავადმყოფოდან გაწერვის, შემდეგ ქალაქისკენ აიღეს გეზი.
მთელი გზა, ჩუმად ისხდნენ და არცერთი არ იღებდა ხმას თითქოს არ უნდოდათ ამ სიმშვიდის დარღვევა, ან რა უნდა ეთქვათ ისიც არ იცოდნენ ორივე დაბნეული და არეულები იყვნენ ორივე ხვდებოდა რომ მათი სახიფათო თავგადასავალი დასრულდა ახლა ორივე თავის გზაზე წავიდოდა და მხოლოდ ღმერთმა, თუ იცის გადაიკვეთებოდა თუ არა მათი გზები ისევ ან რა ვითარებაში შეხვდებოდნენ ისევ მცვლის რანგში მოევლინებოდა გოგოს თუ ეს იქნებოდა მათი შემთხვევითი შეხვედრა, ეს არავინ იცოდა, გარდა უზენაისისა, მართალია მათი თავგადასავალი დასრულდა, მაგრამ მხოლოდ ნაწილი დანარჩენი კი უფლის ნებაა, კვლავ შეხვდდბიან თუ არა ერთმანეთს და რა ვითარებაში ამას რა თქმა უნდა თანდათან შევიტყობთ.
– სად ცხოვრობ?- სიჩუმე დაარღვია დადეშქელიანმა.
– წერეთელზე.- სუსტი ხმით ამოთქვა
რამდენიმე საათში უკვე გოგონას სახლის წინ შეაჩერა მანქანა, მაგრამ გადასვლას არცერთი ჩქარობდა. ბოლოს ბიჭი გადმოვიდა და გოგონას გაუღო კარები.

– ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი დასრულდა…
– დაიჯერე რადგან უკვე სახლში ხარ.
– ისევ, რომ დამესხნენ თავს…
– მაგის სშიშროება აღარ არსებობს, მაგრამ თუ რამეა მე აქ ვარ.- სერიოზული ხმით მიუგო და კარებამდე მიაცილა.
კარზე ზარის დარეკვის, შემდეგ კარებს საშვალო ასაკის ქალი აღებს და როდესაც ნაცნობ სახეს ხედავს სიხარულისგან კივილს იწყებს.
– ღმერთო, ემმა შვილო ეს შენ ხარ?- წამოიძახა ქალმა.
– ხო, ნელი დეიდა მე ვარ.
– ბატონო ნოდარ ქალბატონო თინა მოდით ნახეთ ვინ არის აქ.- დაუძახა ორივეს და ისინიც მაშინვე მათთან მივიდნენ თვალებს ვერ უჯერებდნენ მათ წინ მათი დაკარგული შვილი იდგა ცოცხალი და სახსალამათი.
ორივე სიხარულით გაიქცნენ და მოეხვივნენ ქალიშვილს ქალი შვილს ეხვეოდა და ცრემლად იღვრებოდა.
– მადლობა, მაქსიმე შენ შენი პირობა შეასრულე და პირობა შეასრულე.- მხარზე ხელი დაკრა ბიჭს.
– კარგით რა არ არის საჭირო მადლობის გადახდა მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე.- მშვიდად მიუგო.- კარგით ახლა წავალ თქვენის ნებართვით.
_ ბედნიერად.- კარებამდე მიაცილა და დაემშვიდობა.

ტაქსი გააჩერა და პირდაპირ ფედერაციაში მივიდა, რათა ანზორისთვის ეცნობებინა მისი დაბრუნების ამბავი.
იქ მისვლისას ყველა სიხარულით შეეგება ანზორთან მივიდა კაბინეტში.

– შეიძლება!- იკითხა, როდესაც კაბინეტის კარები გამოაღო.
– მაქსიმე როგორ გამახარე შვილო, რა თქმა უნდა შემოდი.- წამოიძახა კაცმა.- სანამ მოხვიდოდი ნოდარმა დამირეკა და მითხრა, რომ გოგონა შინ დააბრუნე.
– დიახ ამის სათქმელად მოვედი აქ. მინდოდა მეთქვა, რომ მისია დავასრულე.
– ვიცოდი, რომ არ გამაწბილებდი, რადგან ვიცი როგორი შეუპოვარი ხარ.- გაუღიმა კაცმა. - მე რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია ჩემი პირობა, შეგიძლია შვებულებაში გახვიდე.
– მადლობა, ახლა ეს ნამდვილად მჭირდებოდა. მაშინ წავალ შინ უკვე.


სახლში მისულს დედა შეეგება მონატრებულ შვილს ბედნიერი იყო მშვიდობით, რომ დაბრუნდა შინ.
– როგორ გამახარე შვილო, შინ რომ დაბრუნდი.
– ჰო, დედა. დავასრულე ეს საქმეც და დავბრუნდი.
– იმედია, კიდევ სადმე არ გაგგზავნიან?
– არა, შვებულებაში გავედი გაურკვეველი დროით ძალიან გადავიღალე და დასვენება მჭირდება.
– ძალიან კარგი.
– ლიზა, სად არის?
– მეგობრებთან არის გასული და მალე მოვა.
– გასაგებია,მე წავალ მოვწერიგდები და ცოტას დავისვენებ კარგი.
– მიდი,შვილო მე მანამდე შენს საყვარელ კერძებს მოვამზადებ.


ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა, ძალიან იყო გადაღლილი და სხეულის ყოველი ნაწილი ტკიოდა ამას დამატებული ჭრილობაც აწუხებდა. აბაზანაში შევიდა და ჭუჭყიანი ტანის სამოსი გამოიცვალა უეცრად კურტკის ჯიბიდან ყელსაბამი გადმოვარდა და იატაკზე დაეცა ბიჭი დაიხარა და აიღო, გონებიდან სულ ამოუვარდა ის რომ გოგონას ყელსაბამი მას ჰქონდა, თუმცა არც დაბრუნებას აპირებდა. იქვე თაროზე დადო შემდეგ კი თავის თავს დააკვირდა საშინლად გამოიყურებოდა. გაწეწილი ჭუჭყიანი თმები და ჩამოზრდილი წვერი უყვარდა, როდესაც თავის მოწესრიგება და თავის მოვლა, თუმცა ამ ამბებმის გამო ამას ვერ ახერხებდა. წვერი მანქანით მოიწესრიგა და ოდნავ შეთხელებული დაიტოვა შემდეგ წყალი გადაივლო. როდესაც წყლის პროცედურებს მორჩა ხალათი შემოიცვა ყელსაბამი ამიღო და ოთახში გაბრუნდა საწოლზე წამოწვა ხელში კი გოგონას ყელსაბამი ეჭირა.
მოაგონდა მასთან ერთად გატარებული დღეები და რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენებიც არ დავიწყებია, ის თუ როგორ ცეკვავდა გოგონა, არაბულს და რომელდაც საშინლად უხდებოდა ეს სამოსი. მისი სხეულის ლამაზ ნაკვთებს ვერ ივიწყებდა.

– გონს, მოდი მაქსიმე რაზე ფიქრობ ეს არ არის სწორი.- შემოუძახა თავის თავს მალევე კი დაღლილობისგან სრულიად გაითიშა და ძილს მიეცა.


უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც გაიღვიძა. სპორტულები ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა დედამისმა სუფრა გაშლილი დაახვედრა.
ყველა სუფრას მიუჯდა და გემრიელად მიირთვეს.


*****



ერთი კვირის თავზე ნოდარმა გადაწყვიტა მაქსიმე დაეპატიჟა მათთან სტუმრად, რათა ბიჭისთვუს პატივი ეცა, ანზორმა.დაურეკა და დაუბარა, რომ საღამოს ამილახვარების მოჯახში იყო დაპატიჟებული, რა თქმა უნდა, უარზე იყო,მაგრამ ანზორმა ძალიან თხოვა და უარი ვერ უთხრა. არ უნდოდა მისვლა და თავადაც არ იცოდა, რატომ ან იქნებ გაურბოდა მასთან შეხვედრას და სწორედ ეს იყო მიზეზიც. თუმცა ასე იყო თუ ისე მას სხვა გზა, არ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ უნდა წასულიყო მათთან.
გადაწყვიტა ცოტა კლასიკურად ჩაეცვა ამიტომ ნაცრისფერი პერანგი და შავი შავი შარვალი ჩაიცვა. მანქანის გასაღები აიღო და ამილახვარების სახლში წვიდა.


– რატომ წუხდებოდით ბატონო ნოდარ.- მიუგო ბიჭმა.
– რა შეწუხებაა, შვილო უბრალოდ ვახშამზე მოგიწვიე, რაც ჩემთვის დიდი პატივია.
– მადლობა.
მთელი ეს დრო მოუსვენდად იყო და თვალებით გოგონას ეძებდა, თუმცა არსად ჩანდა.
ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ლამაზად მოწყობილი. მალე ყველაფერი მზად იყო და ბიჭი მაგიდასთან მიიპატიჟეს. გულის სიღმეში ძალიან აინტერესებდა სად იყო გოგონა და რატომ არ ჩამდა მთელი ეს დრო, თავადაც არ იცის რატომ მაგრამ მისი ნახვა კიდევ ერთხელ ენახა მისი მომღიმარი სახე.
დაახლოებით საათნახევარში გოგონა ხალისიანად შემოვიდა სახლში და მისაღებში შევიდა.
– მოვედი!- მხიარულად წამოიძახა და მისაღებ ოთახში გავიდა,
– მოხვედი შვილო, მოდი შენც დაჯექი ისადილე.- თბილად უთხრა ქალმა.
– არ მშვია, დედა თაკოსთან ვისადილე.- მიუგო დაბნეულმა.
– გამარჯობა, -მიესალმა ბიჭი და შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
– სალამი…- წარმოთქვა ისე ვითომც არაფერი.- არ გელოდი აქ?
– ხო, მე დავპატიჟე დღეს.
– აა, გასაგებია.
– თავს როგორ გრძნობ?- დინჯად მიუგო.
– მადლობა , კარგად.- უხერხულად შეიშმუნა.- თავად?
– არამიშავს.
– კარგი, ახლა უნდა წავიდე ხვალისთვის მოსამზადებელი ვარ.- ყველას მოუბოდიშა და ოთახში ავიდა მაქსიმეც აღარ გაჩერებულა დიდხანს ყველას მადლობა გადაუხადა და წავიდა.



№1 სტუმარი Ninikk22

ძალიან კარგია ისეთი ინტერესით ველოდებოდი ახალ თავს, იქნებ გააგრძელო წერა? ძალიან კარგად წერ და ძალიან მომწონსს მართლაა❤️❤️

Dzalian kargia carmatebebi❤️

 


№2  offline წევრი La dolce vita

Ninikk22
ძალიან კარგია ისეთი ინტერესით ველოდებოდი ახალ თავს, იქნებ გააგრძელო წერა? ძალიან კარგად წერ და ძალიან მომწონსს მართლაა❤️❤️

Dzalian kargia carmatebebi❤️


ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ ასე ფიქრობთ და ასეთ ინტერესს იწვევს თქვენში.❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგიაა. ველოდები შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

მოყვარს თქვენი ისტორია ვკითხულობ ყველა თავს. გთხოვთ მალე დადეთ გაგრ,ელება

 


№5  offline წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
მოყვარს თქვენი ისტორია ვკითხულობ ყველა თავს. გთხოვთ მალე დადეთ გაგრ,ელება


მიხარია, თუ ასეა...❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent