შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი ქალიშვილი (მეცხრე)


12-08-2024, 22:19
ავტორი ვე რა
ნანახია 1 819

მისი ქალიშვილი
9


_ გაიცანი ლილუ, ეს ამირან ჩაფიძე, იგივე არო!_ ისეთი გესლი დაატანა სიტყვებს იასემ, ენის წვერზე ვიგრძენი მათი სიმწარე. ისე ვათვალიერებდი აროს, როგორც ყველაზე არასასურველ, მაგრამ მაინც მომხდარ სასწაულს. თვალი თვალში რომ გამიყარა. წამის მეასედში დავბრუნდი იმ საშინელ მოგონებებში.

_ ხედავ არო? წლების შემდეგაც კი მიშლი მშვიდ ცხოვრებას, იქნება ჯობდა იმ ღამეს სხვანაირად დაგვესრულებინა ეგ შენი დამპალი სიცოცხლე? და შენი ძმაც დაგვეყოლებინა ზედ?!_ მის პირდაპირ ჩამოჯდა იასე.

_ რატომღაც მეგონა წლების მერე მაინც გაუგებდი! დაკარგულ სიყვარულთან დაკავშირებით, ახლა შენც საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს! მოთხარი, რას იზამდი, თუ შენს ქალს ვინმე მისნაირი წაგართმევდა?! მე ახლა უკეთ მესმის ჩემი ძმის მაშინდელი გააფთრება!_ ხმა შეცვლოდა, უჩვეულო სევდა გარეოდა, აღარ იყო ის პატარა მშიშარა ბიჭი, ვინც იმ ღამეს ვნახე. ახლა ჩემ წინ მაღალი კაცი იჯდა, ნავარჯიშები სხეულით, ლამის მთლად ქერა თმით და ცისფერი თვალების უცნაურად სევდიანი მზერით. ვიღაცა მომაგონა მისმა თვალის უჩვეულო ფერმა. მაგრამ ისე ვღელავდი, ვერაფრით გავიხსენე ვინ._ გამარჯობა ლილუ, სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ დღეს რომ ცოცხალი ვარ!
გაოცებულმა საჩვენებელი თითი მკერდზე მივიჭირე. ვერ მივხვდი მე რა შუაში ვიყავი მის გადარჩენასთან. აროს გაეცინა.

_როგორც ჩანს, თქვენ არ იცით, რანაირი იყო ის თქვენამდე!_ თავი იასესკენ გააქნია.

_თქვენსავით მაინც არასდროს დავცემულვარ!_ ხმა ზიზღით აევსო იასეს._ ორსული ქალის მოკვლას არასდროს გავივლებდი აზრად.

რომ დავფიქრდი, მართალიც იყო. მე იასეზე სულაც არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად მის წარსულზე. წესიერად მის მშობლებსაც კი არ ვიცნობდი. ქორწილამდე სულ რამდენჯერმე მყავდნენ ნანახი. ქორწილის შემდეგაც დიდად არ ვურთიერთობდით. ვიცოდი, რომ ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა და სასწრაფოდ უკრაინაში გადაცხოვრდნენ. ბოლოს კი სულაც გაიყარნენ. იასეს დედა საზღვარგარეთ გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულა. ათასში ერთხელ ტელეფონით საუბრობდნენ. არ უყვარდა იასეს მშობლებზე საუბარი, მით უფრო მამაზე, რომელიც ერთ დროს პოლიტიკაშიც კი იყო გარეული. არ მიკითხავს რატომ და რის გამო ჰქონდა მშობლებთან ასეთი ნეიტრალური დამოკიდებულება. იმიტომ არა, რომ არ მაინტერესებდა, უბრალოდ იასე ამბობდა, რომ ზოგჯერ სიმშვიდისთვის ჯობდა თუ ჩავლილ და წარსულში მიტოვებულ შეცდომებს უკან აღარ მივუბრუნდებოდით. მე კი ისე ვიყავი დაბრმავებული საკუთარი ბედნიერებით, რომ ყველაზე ცხად ამბებსაც კი უაზრო ჭორებად მივიჩნევდი და ნეგატივს გულში არ ვუშვებდი.
ხშირად წერდნენ გაზეთები და დრო და დრო გადაცემებშიც განიხილავდნენ იასეს მამას. ამბობდნენ, რომ წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელიც სამშობლოდან მასზე დაკისრებულ სანქციებს უკრაინაში დაემალა, ცოლს ოფიციალურად გაშორდა და ახლა თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა. რომ არაფერს იკლებდა, რომ საყვარელს საყვარელზე იცვლიდა და ისევ ძველებურად იყო გარეული უკანონო მაფიოზურ საქმეებში. სწორედ კანონგარეშედ გამოცხადებულ ჩაფიძესთან მის აშკარა მეგობრობაზე წერდნენ იმ ხანად ჟურნალისტები.

_ თავისას არ იშლის! ხომ გესმის ანდრო რას აკეთებს? _ მისი ხმის ტონზე ვხვდებოდი, ისევ მამამისის გამო ბრაზობდა. მით უფრო ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ნერვიულობდა ამის გამო.
_ კოვალის მფარველობის იმედი აქვს, კიდევ რამდენიმე იქაურ ოლიგარქთან ურთიერთობს! ჩაფიძესთან საკმაოდ სახიფათო თამაში წამოიწყო. არა მგონია იაგოსთან ეს თამაშები სასიკეთო იყოს მისთვის,სულელი კაცი არაა იაგო. კოვალი კი იაგოს დედის ძმაა, ხოდა ერთმანეთს კი ვერ იტანენ, მაგრამ მგელი მგლის ტყავს არ დახევს გესმის? უკრაინელები მაშინვე მიატოვებენ ზურაბიჩს, როგორც კი მისგან სარგებელს ვერ მიიღებენ? ვატყობ ისევ შენი თავშისახლელი გახდება ბოლოს!_ მშვიდი ხმით პასუხობდა ანდრო. არ მესიამოვნა მათი საუბარი და არც მათ ხმაში ამოკითხული რეალური საფრთხე და ნერვიულობა. ამიტომ კაბინეტს სწრაფად მოვშორდი და გარეთ გავედი.

_ აბა, რანაირი იყავი ჩემამდე?_ ვკითხე და მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ. მახსოვდა მისი გაცნობა, დეტალებამდე მახსოვდა, როგორი მონდომებით ქმნიდა იმის ჩანასახს, რასაც ახლა ფლობდა. მახსოვდა მისი მუდმივი მოუცლელობა, დაღლილობა, სიჯიუტე და შეუპოვრობა. მახსოვდა, როგორი დაღლილი ბრუნდებოდა სახლში. როგორ წვებოდა ჩემს გვერდით, როგორ მხვევდა ხელებს და დაღლილობას დაუღლელი ალერსით იქარვებდა.
გამოდის მაშინ იყო რაღაც, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, ან მქონდა, მაგრამ თვალის დახუჭვას ვამჯობინებდი.

_ არ მინდოდა შენ ოდესმე ჩემი ეგ მხარე გაგეცნო და ჩემზე წარმოდგენა შეგცვლოდა! ბევრი ვცადე ლუ, მაგრამ მამაჩემის საცეცები ვერ ავიცილე. იქ ისეთი ხალხი გადაიმტერა, აღარ დაედგომებოდა, აქ დაბრუნებაც არ გამოდიოდა. ჩაფიძეს ყველაზე მთავარი რამ წაართვა, თუმცა ამას მთლად წართმევაც არ ერქვა. ირმა ახალგაზრდა ამბიციური ქალი იყო. იცოდა იაგო მას ცოლად არასდროს მოიყვანდა მისი საქმიანობის გამო, მას კი გარკვეული სტაბილურობა სურდა. მამაჩემში სწორედ ის კაცი დაინახა, ვინც ცხოვრებაში ამ სტაბილურობას მოუტანდა და ბოლო_ ბოლო მასაც ვიღაცის საყვარელი კი არა, პატივსაცემი მეუღლე ერქმეოდა. თუმცა ვერ გათვალა ყოფილი საყვარლის სისასტიკე და შურისმაძიებლობა. იაგომ სასჯელის ასასრულებლად არც მეტი, არც ნაკლები არო გაგზავნა. თუმცა აროს ბოლო წამს ხელი აუკანკალდა. არც ასეთი წყალწაღებული აღმოჩნდა, მის ძმას რომ ეგონა. ამიტომ ორსული ირმას ნაცვლად მამაჩემს ესროლა. ამიტომ ზის ახლა იქ..._ ვიჯექი და თავი რომელიღაც მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა.

_ რა ჯანდაბას მიყვები იასე?_ ვკითხე გაოგნებულმა._ თუ ასეა, იმ ბავშვმა მამა რატომ დაგიძახა?
_ იმიტომ რომ ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს, და მისთვის იქნებ ჯობია, მე ვიყო მისი მამა! ის ჩემსავით მარტოსულია ლუ! ამიტომ მისთვის ის ვიქნები, ვინც თავად ენდომება, რომ ვიყო! მამის ვალებს , როგორ წესია შვილები იხდიან ლუ! უბრალოდ ადამიანურად შევიბრალე ირმა, დაახლოებით ისე, როგორც შენ ლევანმა!

შევკრთი და თვალი სწრაფად ავარიდე. ფანჯარას გავხედე. სწრაფად ცვლიდნენ განათების ბოძები ერთმანეთს. ერთი შეხედვით ისე, თითქოს ის წლები იყვნენ, რაც ქარს გავატანე. მიფრინავდნენ და უკან აღარასდროს დაბრუნდებოდნენ.

_ რატომ მალავ ამ ამბავს იასე? ნუთუ ახლაც არსებობს საფრთხე?_ საუბარი ლევანიდან ისევ ძველ თემაზე დავაბრუნე. უეცრად გონება გამინათდა, ისე თითქოს ასობით ნათურა აჩახჩახდა ჩემს ტვინში.
_ ღმერთო ჩემო!_ სწრაფად ამოვიღე მობილური და გუგლში იაგო ჩაფიძის სახელი და გვარი ჩავწერე. მისი სურათი გავხსენი და ხელი გულზე მივიჭირე გაოგნებულმა._ ეს ხომ... აი ვის მაგონებდა! აი რატომ მივამსგავსე!
ლუკასი იაგოს შვილია არა?!

შევყვირე მთელი ხმით. ხმა არ გაუცია იასეს. დაძაბული იყურებოდა წინ. აი რატომ იყო ასეთი მადლიერი მისი ირმა, აი რა გადარჩენაზე საუბრობდა.

_ შენ ლუკასს მამამისისგან მალავ? გაგიჟდი ? გაგიჟდი მეთქი?_ ვეღარც კი ვყვიროდი._ რატომ? რატომ?

_ ყოველთვის ასეთი ჭკვიანი გოგო მყავდი!_ ხელით ლოყაზე მომეფერა და ისევ გზას გახედა.

_ ხომ ხვდები რას უზამს იაგო ირმას სიმართლე რომ გაიგოს? ბავშვს უბრალოდ წაართმევს და მას... არ ვიცი, ალბათ უბრალოდ გააქრობს._ თითები საჭეზე ააკაკუნა._ წარმოიდგინე, მეც რომ იაგოსავით შეუბრალებელი ვიყო და იმისთვის, რაც შენ გამიკეთე, ისე ვიძიო შური, როგორც ის გააკეთებს ამას.
ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვუთხარი პასუხად.

სახლში ისე დავბრუნდით, ხმა აღარ ამომიღია. ისიც დუმდა საკუთარ ფიქრებში გართული. კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გულწრფელად შემეცოდა ირმა. დაშვებულ შეცდომებზე აქამდე უწევდა პასუხისგება. როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება რომ არა იასეს გულმოწყალება? როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება რომ არა ლევანის გულმოწყალება?! მისმა მსგავსმა ბედისწერამ ჩემი ქალური სოლიდარობა წინ წამოსწია. რას ვიზამდი ახლა რომ იაგოს მსგავსი მანიაკი მყოლოდა გადაკიდებული? შიშით გამაკანკალა. სიმწრით გამეღიმა. უკვე აღარც მის თვალებში დანახული გრძნობები მიკვირდა, რამხელა მადლიერებას ვგრძნობდი მე ლავანის მიმართ და რა გასაკვირი იყო, რომ მას იასეს მიმართ გასჩენოდა რაღაც გრძნობა. ის ხომ მისთვის არანაკლები იყო, ვიდრე მხსნელი.
მობილური ამოვიღე და ჩემს კორბენს მივწერე:
„ მომენატრე, მეც და ნენესაც და გვნახე ამ დღეებში!“ პასუხად ღიმილები და გულები გამომიგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ კი „ჩემი გოგო ჩამიკოცნე და უთხარი, რომ მამიკო მალე ყველაფერს მოაგვარებს და მაგრად ჩაეხუტებათქო!“ მომწერა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მხოლოდ ამისთვის ღირდა ჩემი გაქცევა, რომ ნენეს ლევანი ჰყოლოდა და ლევანს კი მისი ქალიშვილი.
ფეხშველა უხმაუროდ გავუყევი დერეფანს. ნენეს ოთახიდან მხიარული ხითხითი ისმოდა.

_ ჩემი მამიკო ასე აკეთებს! აი ასე! თითი აქ მოხარე! აი ასე!_ რაღაც მითითებებს იძლეოდა ნენე ჩვეული მბრძანებლური ტონით. რამდენჯერ მიფიქრია, ამ ტონის გამო, რომ გენეტიკა არსად იკარგებოდა. ლევანი სულ ასწავლიდა, რომ მიმტევებელი ყოფილიყო სხვების მიმართ, რომ წყენა გულში არ ჩაედო და სამაგიეროს გადახდა არასდროს ეჩქარა. ნენე კეთილი გოგონა იყო ნამდვილად, მაგრამ ამასთან ერთად პატარა დიქტატორიც. ჩუმად შევიჭყიტე ოთახში. ზურგს უკან ფანარი აენთოთ და თითებით ჩრდილების თეატრს თამაშობდნენ. ლევანი ამაში საოცრად ნიჭიერი იყო. გახმოვანებაც და ფიგურების შექმნაც ერთიანად ლამაზად გამოსდიოდა, ალბათ გამოცდილება თავისას შვებოდა. მაგრამ იასეს არაფრით გამოსდიოდა, ამიტომაც ხითხითებდა ასე ის ეშმაკუნა და შეუბრალებლად დასცინოდა საწყალ იასეს, რომელიც წყენას ვერაფრით ფარავდა.
ვუყურებდი მათ და სულში სიმყუდროვე მეღვრებოდა. რამდენჯერ წარმომიდგენია მსგავსი სურათი. ჩემს ფანტაზიებში ჩვენ ხომ სულ ერთად ვცხოვრობდით.

_ დამცინი არა პატარა დედოფალა!_ ხელი დაავლო იასემ ნენეს და მაღლა შეაფრიალა. _ მოიცადე შენ! ასე იცის შენმა მამიკომ?
ხალიჩაზე დააწვინა ბავშვი და გვერდებში და კისერში მოუღუტუნა. ისევ აკისკისდა ნენე.
გულზე დამაწვა მისი ნათქვამი: „შენმა მამიკომ“ თავისდაუნებურად ამ სიტყვაში ჩაატია იასემ ლევანისადმი ღრმა პატივისცემა. არ იყო ძნელი შესამჩნევი, თუ როგორ უყვარდა ნენეს ლევანი და ისიც მარტივი ამოსაცნობი იყო, რომ ამ სიყვარულს ასე უბრალოდ ვერავინ დაიმსახურებდა.

უკან გამოვბრუნდი, არ მინდოდა მათი მამაშვილური იდილია დამერღვია. ისედაც მთელი ხუთი წელი მემართა იასესთვის წართმეული.
უკან, ჩემს ოთახში დავბრუნდი. აივნის კარები გავაღე და პირდაპირ იატაკზე ჩავჯექი. „ნეტავ ახლა რა მოხდება?“ ვკითხე საკუთარ თავს. არასდროს მჯეროდა, რომ დაკარგულ ნდობას და მიყენებულ იარებს დავივიწყებდით ან მე, ან ის. ახლა მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა? არ ვიცოდი, მაგრამ ვერც ის წარმომედგინა, რომ ასე უბრალოდ გავაგრძელებდით აქ ერთად ცხოვრებას. რა პირით უნდა მეთხოვა მისთვის პატიება? ან გინდაც გვეცადა, ვაითუ რაღაც პერიოდის შემდეგ მოვბეზრებოდი? ხომ თავად თქვა, რომ ის ქალი აღარ ვიყავი, ვისაც იცნობდა? ნენეს გამო არ იტყოდა ჩემზე უარს, მაგრამ არ მსურდა მხოლოდ ბავშვი ყოფილიყო ჩვენ შორის გაბმული ხიდი. ახლა უკვე სიგიჟემდე მსურდა, რომ მას ძველებურად ვყვარებოდი. სახე მუხლებზე მოხვეულ მკლავებში ჩავმალე და ამოვიოხრე.

_ რა მოხდა ლუ? რატომ მოგიწყენია?_ მომესმა მისი ხმა ზურგს უკან._ მანდ რატომ ზიხარ? ნიავია, მოდი ჩემთან, თორემ გაცივდები!
ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ბავშვი ვიყავი. მე კი მსურდა ქალად აღვექვი. სასურველ ქალად და არა ბავშვად, ან შვილის დედად, ან ყოფილ ცოლად.

_ თავი დამანებე!_ ვუპასუხე გაბრაზებულმა.
გავიგონე, როგორ გაეცინა. ამ ჩაცინებამ უარესად მომიშალა ნერვები. ნელა ავდექი ფეხზე და გრძელი კაბა ჩამოვისწორე ხელით.
_ რატომ იცინი?_ ვკითხე ბრაზით.
_ მიხარია!_ მიპასუხა და უდარდელად გადაწვა ჩემს საწოლზე.
_ რა გიხარია?
_ რომ აქ ხარ, რომ ბრაზობ და მე რომ ვარ ამის მიზეზი!_ იდაყვებზე წამოიწია. ისე მომინდა მივვარდნილიყავი და გულში ჩამეკრა. დამეკოცნა და ტკენოდა ჩემი ყოველი კოცნა, რომ ასე დამეჯერებინა მისი დაბრუნება ჩემს ცხოვრებაში. მინდოდა რომ თავადაც მოეხვია მკლავები ჩემთვის და ეთქვა, რომ უჩემოდ ვერ ისუნთქებდა! სახეზე ტკივილმა გადამიარა. ეს დღე ხომ მე თავად დავიყენე, დღე როცა არ მქონოდა მასთან შეხების უფლება! თვალები ცრემლებით ამევსო. მაგრად დავხუჭე, რომ მას არ დაენახა , მაგრამ ვერ მივასწარი. ცხელი ცრემლები ლოყებზე გამომექცნენ.

_ რა მოხდა ლუ?_ მკითხა. საწოლზე წამოიწია და მაჯაში ჩამკიდა ხელი. _ შემომხედე ლუ!
თვალები არ გავახილე და თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ხელები წელზე მომხვია და სულ ოდნავ მომიჭირა.

_ რა საოცარი ვინმე ხარ თუ იცი? ხან ისეთი ჭკვიანი ხარ, გულში ღრმად დაფარულ საიდუმლოს უთქმელად ხვდები, ხან ისეთი მიუხვედრელი, თვალწინ გაქვს ყველაფერი და ვერაფერს ხედავ! ახლაც რაღაც მოიგონე არა ? შენი თავი რაღაცაში დააჯერე, თან რაღაც წარმოუდგენელ სისულელეში და ამის ხმამაღლა აღიარების გრცხვენია!_ წამოიწია და ყელში მაკოცა. მერე ნიკაპზე, მერე ტუჩებში. _ მომეფერე რა ლუ! მომეფერე და დამაჯერე, რომ ეს ყველაფერი არ მეჩვენება! რომ აქ ხარ, რომ ჩემი ხარ და რომ არასდროს დამტოვებ! მომეფერე ლუ!
ხელებში ხელი მომკიდა და კისერზე მოიხვია.

_ გინდა ვიცეკვოთ ლუ?_ ღიმილით ჩამხედა თვალებში. ვუყურებდი და არ მჯეროდა. არ მჯეროდა, რომ მე ასეთი თავქარიანი, იმპულსური და სულელი ქალი მას ვიმსახურებდი. ვუყურებდი და მსურდა ის სიტყვა მეთქვა, წლების მანძილზე რომ მაწამებდა. ყოველღამ რომ ვჩურჩულებდი სიცარიელეში და ოცნებასაც ვეღარ ვბედავდი, რომ ოდესმე ადრესატი გაიგონებდა. ტუჩებზე მადგა, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი.

_ მითხარი ლულუ!_ მითხრა ჩურჩულით. მას ისევ ესმოდა ჩემი დუმილის. ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მოსმენა სურდა. ალბათ მასაც არ ეგონა, რომ ღამით ნიავის მოტანილ სიტყვას, რეალურადაც ვეტყოდი ოდესმე.

_ მიყვარხარ!_ ისე დასცდა ჩემს ტუჩებს, თითქოს მე კი არა, ჩემმა გულისხმამ დაილაპარაკა.

_ საძაგელი, სულელი, სულსწრაფი ქალი ამბობს ამას?_ეშმაკურად მოჭუტა უთქმელი საიდუმლოსავით შავი თვალები. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. გულში ჩამიხუტა და სანამ მაკოცებდა ღიმილით მითხრა:

_ მძულს ეს მონაზვნური კაბა, ასე რომ გმალავს, მთელი დღეა გამაწამა, ხოდა ახლავე გადამიხდის სამაგიეროს!_ ხელები მოკიდა კაბას და ერთი მოძრაობით გახია შუაზე.
_ იასე!_ მოულოდნელობისგან უკან გავიწიე. მშიერი მზერით შემათვალიერა.
_ ჯანდაბა ლუ! რატომ ხარ ასეთი ლამაზი?!_ ჩაილაპარაკა ხმაარეულმა და ხელში ამიტაცა.....

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან გამიხარდა რომ ისევ დადე. პატარა თავი იყო მაგრამ სულ უარაფრობას სჯობდა. აღარ დაიკარგო გთხოვ და ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მაკლდა ეს ისტორია. რაღაცნაირია სულ რომ არ გინდოდეს წაკითხვა მაინც გითრევს და გიჯაჭვებს. საინტერესო წასაკითხია ძალიან. ახალ თავს ველი მოუთმენლად... წარმატებები.....????????????

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ხატია
ძალიან გამიხარდა რომ ისევ დადე. პატარა თავი იყო მაგრამ სულ უარაფრობას სჯობდა. აღარ დაიკარგო გთხოვ და ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მაკლდა ეს ისტორია. რაღაცნაირია სულ რომ არ გინდოდეს წაკითხვა მაინც გითრევს და გიჯაჭვებს. საინტერესო წასაკითხია ძალიან. ახალ თავს ველი მოუთმენლად... წარმატებები.....????????????

თაბახის ხუთი გვერდი თუ პატარაა ერთი თავისთვის არ ვიცი. მაგრამ მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ. რავი იმედია არ დავაგვიანებ. თუ არადა ბოლოს მთლიანად ავტვირთავ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცრად წერთ. თქვენი ყველა ნაწარმოები ერთმანეთზე უკეთესია. კარგია რომ არსებობთ. წარმატებები. მალე დადეთ გაგრძელება ანმთლიანი ატვირთეთ. გელით მოუთმენლად

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

ვე რა
სტუმარი ხატია
ძალიან გამიხარდა რომ ისევ დადე. პატარა თავი იყო მაგრამ სულ უარაფრობას სჯობდა. აღარ დაიკარგო გთხოვ და ახალი თავი მალე დადე რა. ძალიან მაკლდა ეს ისტორია. რაღაცნაირია სულ რომ არ გინდოდეს წაკითხვა მაინც გითრევს და გიჯაჭვებს. საინტერესო წასაკითხია ძალიან. ახალ თავს ველი მოუთმენლად... წარმატებები.....????????????

თაბახის ხუთი გვერდი თუ პატარაა ერთი თავისთვის არ ვიცი. მაგრამ მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ. რავი იმედია არ დავაგვიანებ. თუ არადა ბოლოს მთლიანად ავტვირთავ.

ისე დააგვიანდა მეცოტავა და რა ვქნა....????????????????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ მიყვღს თქვენი ყველა ისტორიები. ერთმსნეთზე უკეთესია, მაგრამ დაგვიანებით დებთ. დაგვინდეთ მკითხველი, იმედია ფეფო ამირეჯიბივით არ დაიკარგებით 2 თვეზე მეტია აღარ ჩანს

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი გვანცა
როგორ მიყვღს თქვენი ყველა ისტორიები. ერთმსნეთზე უკეთესია, მაგრამ დაგვიანებით დებთ. დაგვინდეთ მკითხველი, იმედია ფეფო ამირეჯიბივით არ დაიკარგებით 2 თვეზე მეტია აღარ ჩანს

რა ვიცი მე არ მგონია ხოლმე რომ ვიკარგები. ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებს, კი იცის რომ უსაქმოდ არ ვარ, მიხარია რომ მოგწონთ. მიხარია რომ ემოციას მიზიარებთ. მადლობა. ფეფოსაც ალბათ აქვს პირადული მიზეზი , რის გამოც ვერ აქტიურობს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent