მდინარეში ნაპოვნი სიყვარული თავი 10
მშობლებმა სესილის მოპატიჟება გადასცეს. გოგოს უარის თქმა არ უნდოდა, მაგრამ მეგობრებსაც ვერ აწყენინებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გამოსავალი მონახა. გოგონები თავისთან დაპატიჟა კახეთში რამდენიმე დღით. ტელეფონზე ელაპარაკა და შეთანხმდნენ. სიგრილეში რამდენიმე დღეს ერთად გაატარებდნენ, ამირანის მშობლებსაც არ აწყენინებდა. არ უნდოდა, რომ მეგობრები მარტო წამოსულიყვნენ ავტობუსით, ამიტომ ნივთებს მშობლებს გაატანდა და თვითონაც გოგონებთან ერთად იმგზავრებდა. მეორე დილით მშობლებს ნივთები ჩაატანინა ეზოში. – გამარჯობა, შენ არ მოდიხარ სესილი? –სალამი ამირან. კი როგორ არა. უბრალოდ არ მინდოდა გოგონებთან უხერხულად გამოსულიყო. ჩემთან დავპატიჟე. ჩემს ჩანთას თქვენ გაგატანთ, მე იმათთან ერთად წამოვალ ავტობუსით. –გასაგებია. ავტობუსით რატომ უნდა იმგზავროთ ჩვენ წაგიყვანთ. –ამირან ამ მანქანაში ამდენნი ვერ ჩავეტევით. ასე ჯობია. –გამარჯობა ხალხო. აბა ვინ სად ვერ ეტევა? –გამარჯობა ანრი. ამირანს ვეუბნებოდი, მე და ჩემი მეგობრები ავტობუსით წამოვალთ–თქო. –მერე რატო? შენ ჩვენთან ჩაჯექი, გოგონები რეზისა და ლიკასთან ჩასხდებიან, რა პრობლემაა. –მართალს ამბობს ანრი. რეზიც აქ მოვა. დაურეკე გოგოებს და უთხარი აქ მოვიდნენ. –უხერხულია, რეზისაც შევაწუხებთ. –არავინ არ შეწუხდება სესილი. მანქანა ცარიელია და რა პრობლემაა. –კარგი მაშინ. დაახლოებით ნახევარ საათში შეიკრიბნენ ყველანი. ავტომობილებში გადანაწილდნენ და გზას გაუდგნენ. გზაში თითქმის არ საუბრობდნენ მხოლოდ გიო ახსენეს. –სესილი, იცი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ლაგოდეხში წავიდეთ ჩანჩქერზე. შენ და შენი მეგობრებიც წამოდით. გავერთობით. –დღეს? არ ვიცი ანრი, გოგონებსაც უნდა ვკითხო. –კითხე. ცოტას ვიწუწავებთ, სუფთა ჰაერზე ვიქნებით, მწვადს შევწვავთ. კარგი იქნება. –რა კარგი აზრია ბავშვებო. წადით დე თქვენც, ისეთი კარგია. –გურამი ძია დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება იქამდე? –ჩვენი სოფლიდან საათზე ცოტა მეტი ალბათ. –ძალიან კარგი. რომ ჩავალთ დავლაგდეთ, ცოტა დავისვენოთ და მერე წავიდეთ. –კარგი. ასე მოვიქცეთ. გოგონებს მოეწონებათ ეგ აზრი. აი სალი მირეკავს და ვკითხავ. –რაო აბა? –რაო და რეზისაც ეგ უთქვამს გოგოებისთვის და მოსწონთ ეს იდეა. –ძალიან კარგი. რომელზე წავიდეთ ამირან? –საღამოს იქ ეცივება. მალევე უნდა წავიდეთ. –მე მოვიფიქრე. ეხლა ჯერ ამირან შენთან გავიაროთ, ჩვენ იქ დავლაგდეთ, მერე გოგონები და სესილის მშობლები წავიყვანოთ თავიანთ სოფელში. ისინიც დალაგდებიან და მერე პირდაპირ ლაგოდეხში წავიდეთ. –კარგი აზრია ანრი. გზაში რაღაცეები ვიყიდოთ და ეგ ინება. –გენიოსი ვარ რა. –ნამდვილად ანრი, ნამდვილად. –მაშინ მე გიოს დავურეკავ დაგვხვდეს. –კაი. გეგმას მიჰყვნენ და ამირანის სახლში მივიდნენ. ცოტა ხანს სანამ ბიჭები ლაგდებოდნენ, მშობლებმა ისაუბრეს, ყავაც დალიეს და დაისვენეს. გიოც გაიცნეს გოგონებმა. –ბავშვებო ხაჭაპურები გამოგიცხვეთ და წაიღეთ, მოგშივდებათ. –როდის მოასწარით ირმა დეიდა. –გიომ რომ მითხრა მოდიანო, უცებ გავაკეთე. –ჩვენ ამოვალაგეთ. წავიდეთ. გოგონებიც მალევე მოწესრიგდნენ და ისევ გადანაწილდნენ მანქანებში. ეს სოფლები გვერდი–გვერ იყო და დიდი დრო არ დასჭირდათ. გზაში ანრი კარგად ართობდათ. გიოც თავის ამბებს ყვებოდა. –მოკლედ კარგ დროს ატარებ საფრანგეთში რა. –კი ძაან. ამირანს ვეუბნებოდი წამოდი–თქო, მაგრამ არ სჯერა. –ამირანი ისეთი პატრიოტია მაგ სიტყვებისთვის გვარიდან თუ არ ამოგშალა, მადლობა უთხარი. –ანრი! –კაი ხო ჩუმად ვარ. გიო კარგი გოგები არიან? –ანრი–მეთქი! –უიმე რა იყო. სესილის არ ეწყინება, ხო? –არა ანრი არ მეწყინება. ოღონდ შენ ვინმე იპოვე და ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. –უყურე რა? ესეც აიყოლიეს. –კი ანრი ლამაზი გოგონები არიან. ამირანი არა, მაგრამ შენ ჩამოდი ჩემთან, კარგ ვინმეს გაგაცნობ. –გაგახსენებ მაგ პირობას. –შევთანხმდით. ისე სესილი შენ მოგწონს საფრანგეთი? –შენ იცი გოგო, რომელსაც ეიფელის კოშკის ნახვა არ უნდა? –მთლად ასეც არაა ანრი რომ იცოდე. მე იტალია მირჩევნია. ვენეცია, პიზა. ჩემთვის ეგ უფრო მომხიბვლელია. ან თუნდაც ტაჯმა ჰალი მირჩევნია ეიფელს. –მართალია სესილი. ეიფელს ტაჯმა ჰალი ჯობია. –ვისთვის როგორ. აი მე ოდესმე შეყვარებული თუ მეყოლება ხელს საფრანგეთში ვთხოვ. –ოღონდ ეგ დღე დადგეს და თუ გინდა თავისუფლების მოედანზე სთხოვე. –ოხ ამირან. შენში არაფერია რომანტიკული. ყველა იცინოდა ანრის სიტყვებზე. სესილის ტელეფონმა დაურეკა. –ხო ვატო. აა.. იცი თბილისში არ ვარ. ხო ცუდია. კაი, რომ ჩამოვალ შეგეხმიანები. ანრიმ ამირანს თვალით რაღაც ანიშნა, მაგრამ ეს სესილიმ ვერ შეამჩნია. ლაგოდეხში მალევე ჩავიდნენ და იქაური სილამაზით ყველა ნასიამოვნები იყო. გიოს ძალიან ენატრებოდა სქართველო და ამ ადგილმა ალიან გააბედნიერა. ძალიანაც არ ცხელოდა. –გოგოებო თქვენ დაათვალიერეთ, მანამდე ჩვენ ამოვალაგებთ. –კაი. ბიჭებმა მაგიდა იქირავეს და პროდუქტები იქ დააწყვეს. –ამირან, დროა უკვე. –უკვე შევწვათ? –ღმერთო მიშველე. ამირან თავს ნუ იშტერებ თორე ჩაგახრჩობ ამ მდინარეში. –რა გინდა ანრი? –რა მინდა და ვეუბნები ამ იდიოტს, რო გააღოს პირი და უთხრას იმ გოგოს ყველაფერი. –ვინ გოგოს? რომელი მოგწონს ამირან? –რომელი მოსწონს და სესილი. –სესილი? ეგრეც ვიცოდი. –მოიცა შუბლზე მაწერია თუ რა? –არა, უბრალოდ ვიღაც ბიჭმა რომ დაურეკა, ისე მოიქუფრე, ეგრევე მივხვდი. –მოიცა ვინ დაურეკა? –ვინ და ვატომ. ალბათ შეხვედრა უნდოდა, სესილიმ უთხრა, რომ ჩამოვალ დაგირეკავო. –მემგონი მართლა დროა ამირან. –აუ შემეშვით ეხლა. რა დროს ეგაა? –აბა როდის იქნება? ქორწილში რომ დაგპატიჟებენ მაშინ? –ანრი ჩაიგდე ეგ ენა. –კაი გაჩუმდით გოგონები მოდიან. –ძაან ლამაზი გარემოა. –აუ ხო. იმდენი ფოტოები გადავიღეთ. –ანანო შენ ყველგან იღებ ფოტოებს. სალის კიდე ყველგან უღებენ ფოტოებს. –ხო, მაგრამ აღიარე ეს მართლა ლამაზი ადგილია. –ვაღიარებ. მეც ძალიან მომწონს. –ნეტა წყალი როგორია? –ახლავე გავიგებთ. ქეთი ახლოს მივიდა და გოგონებს წყალი შეასხა. –ქეთი! კაი რა. გოგონებმა წუწაობა დაიწყეს და ბევრი იცინეს. მალევე შეუერთდნენ ბიჭებიც და სულ მთლიანად სველები იყვნენ. გარშემო ბევრი ხალხი არ იყო. მდინარის ირგვლივ დაგუბებული ადგილები იყო. სადაც სალი და ანანო ჩახტნენ. მზე კარგად ანათებდა და ამოსულები ქვიან ნაპირზე დაწვნენ. ბიჭებმა მანამდე ცეცხლი დაანთეს. –ამოდით ახლა წყლიდან და დაგვეხმარეთ. –ჩვენ კი არა თქვენ ჩამოდით, ძაან კარგია. ბევრი ჭყუმპალაობის შემდეგ მთლიანად სველები დასხდნენ მაგიდასთან. ბიჭები მწვადს წვავდნენ. სესილი და სალი სალათს ამზადებდნენ, დანარჩენები შრებოდნენ. –აუ სესილი სულ სველი ხარ, სკამიც დასველდა. –ხო ვიცი. კაბა რამ ჩამაცვა ტანზე ისე მეწებება ნერვები მეშლება. –გოგო მოდი ცეცხლთან და გაშრები, არ შეგცივდეს. გოგონები მზეზე შრებოდნენ, ლიკა და ქეთი წუწაობას აგრძელებდნენ. სესილი იყო ცეცხლთან და კაბის გაშრობას ცდილობდა, რაც იოლად მოახერხა. ნუ ისე ალიან აღარ ეკვროდა ტანზე. შემდეგ თვითონაც გოგონებს შეუერთდა. შემდეგ ყველამ ერთად გემრიელად მიირთვეს. –აი ეს არს ზაფხულის ყველაზე საუკეთესო დღე. –ხო, მართალია. ჩემიც. –ანუ ზღვას ეს ჯობია? –რა ინტრიგანი ხარ სესილი? კი, სად თბილისის ზღვა და სად ეს. –თან აქ ცოტა ხალხია და უფრო კომფორტულად ვართ. –არ გრცხვენია სესილი? ვინ შეგიწვავდა ზღვაზე ასეთ მწვადს ჰა? –სულ შენ შეწვი არა ანრი? ალბათ როგორ დაიღალე. –აუ სესილი რა? ჩემი მეგონე სხვისი ყოფილხარ. –რა იყო ანრი? სიმართლე მწარეა ხო. შენ მარტო ატრიალებდი. ყველაფერი ამირანმა გააკეთა. –დაუნახავები. ის აგურები ვინ ამოიტანა წყლიდან? –მართალია ანრი. ყველაზე მთავარი ეგ იყო. სადილის შემდეგ ისევ წყალში გაიქცნენ გოგონები და ანრიც უკან გაჰყვათ. სესილი, რეზი და ამირანი ალაგებდნენ. დანარჩენები ხმამაღლა იცინოდნენ და ყვინთვაში ეჯიბრებოდნენ. –სესილი რაღაც უნდა გკითხო? –ჰო რეზი, რა იყო? –ის შავგვრემანი ბიჭი მართლა ლიკას უყურებს თუ მე მეჩვენება. –არ ვიცი რეზი. ის ყველას უყურებს. –რეზი, ნუ იცი შენ ასე. –აი ახლა ქეთის უყურებს. –უყუროს და იყოს. ნახე თან რამდენს სვამს. –ეგ გამართლება არაა სესილი. –ამირან შენ რაღა გემართება? ადამიანია და სადაც უნდა იქ გაიხედავს. –და მაინცდამაინც გოგონებს უნდა უყუროს ხო? მე იმათთან მივდივარ, სანამ ნერვები ამშლია. –რეზი ეჭვიანი ყოფილა. –ეჭვიანობა არფერ შუაშია. გამაღიზიანებლად იქცევა ის ბიჭი. გოგონები მალევე ამოვიდნენ წყლიდან. –რა უცებ მოხვედით? მოგწყინდათ უკვე? –არა სესილი, ვიღაც ბიჭი მოვიდა და ნერვები მოგვიშალა. –ვინ ბიჭი? –ის შავგვრემანი. მოუნდა ბიჭს საუბარი? –კაი რა რეზი, რაზე იშლით ნერვებს? –ვერ ვიტან მისნაირ იდიოტებს ლიკა. –თქვენ რაღა გჭირთ გოგოებო? ილაპარაკოს და იყოს. –ილაპარაკოს ხო? გინდა გითხრა რაზე ლაპარაკობდა? –არ მაინტერესებს სალი. რაზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს. –აი ის ვაჟბატონი ჯერ შენს დაქალებთან იმას არკვევდა ამირანი შენი შეყვარებული იყო თუ არა და მერე შენს ნომერს სთხოვდა ანანოს. –რაა? სესილის სიცილი აუტყდა. თან ცოტა გაუკვირდა. –შენ გეცინება და მე კინაღამ შემომელახა. –რატო ვითომ? –რას ქვია რატომ სესილი? ტიპი მოვიდა და მეუბნება: აუ ის ბიჭი იმ გოგოს შეყვარებულია? ნომერი მომეცით რა. –სერიოზულად სალ? –ჰო ზუსტად ასე. ვიღაცამ ნაპირიდან დაუძახა რათ გინდაო და ამან: ნახე რა ტანზეაო. –ჩემი დამცველები ხართ თქვენ. აი წავიდა ის ბიჭი, ჩადით ისევ. მეც მოვალ. –კაი. იცოდე თუ გკითხა ნომერი არ უთხრა. –არ ვეტყვი ქეთი, არა. ყველანი წყალში დაბრუნდნენ. სესილიც მათთან აპირებდა ჩასვლას, მაგრამ დროებით თავი შეიკავა. არ უნდოდა იმ უცნაურ ბიჭთან მიახლოვება, რომელიც იქვე ნაპირთან დადიოდა. გოგომ რაღაც მომენტში იგრძნო, რომ ეს შავგვრემანი უყურებდა და იმ მხარეს საერთოდ არ იყურებოდა. მაგიდასთან იჯდა და იქიდან ელაპარაკებოდა გოგონებს. –წყალში რატომ არ შედიხარ? –რავი არ მინდა. შენ? –ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობას ველოდები. ხო არ გეშინია? –წყლის? არა, მაგრამ ცოტა ხანში ჩავალ. –კაი. სესილი... იმ ბიჭის გამო არ ჩადიხარ? –არა ეგ რა შუშია. კაი წავალ. –მოიცა. ბიჭი უცებ ჩაეხუტა სესილის. გოგომ ვერ გაიგო რას აკეთებდა და დაიბნა. –ამირან, რას აკეთებ? –ეგონოს, რომ ერთად ვართ. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებს. ახლა წადი. გოგოც დანარჩენებს შეუერთდა, სამაგიეროდ ბიჭები ამოვიდნენ წყლიდან. –ამირან უთხარი? –არა, არაფერი არ მითქვამს. –აბა რატო ეხუტებოდით ერთმანეთს? –ვიღაც–ვიღაცეების დასანახად. სესილი მაგ ტიპის გამო არ ჩადიოდა წყალში, ხოდა იფიქროს, რომ ერთად ვართ. –ასე ჯობია. –ჰო. –შენი არ მესმის ამირან. –რა გინდა რეზი? –ის ტიპი პირდაპირ სესილის უყურებს და ახლა მათთან მივა. –და მე რა უნდა გავაკეთო? ამისთვის მოვკლა? –შენც წამოდი ჩვენთან. მშობელივით აქედან რომ გვიყურებ. –კაი ცეცხლი ჩაიწვას და ერთად მივიდეთ. ამ დროს ანანო ამოვიდა წყლიდან. –რა მოხდა? –აუ ბიჭებო სესილის კაბა რაღაცაში ჩაეტანა და ვერაფრით გამოვწიეთ. რომელიმე წამოდით რა? ანანოს ამირანი გაჰყვა. სესილის კაბა წყალქვეშ ქვებს შორის იყო მოტანებული და ვერაფრით სწევდნენ. ამ დროს ის ბიჭი მივიდა. –დახმარება ხომ არ გჭირდებათ? –არა, მადლობა. –მე ვხედავ, რომ გჭირდებათ. აბა ჩაგეტანა? –როგორც ხედავ კი. –დაგეხმარები. –საჭირო არაა. –რატომ ვითომ? მე მინდა, რომ დაგეხმარო. –რით აპირებ ჩემს დახმარებას? დამანებე თავი რა. –მაგალითად შემიძლია კაბის გახდაში დაგეხმარო. –როგორ ბედავ! გადი აქედან. –არადა მშვენიერი იდეაა. –შემეშვი მეთქი. –სესილი? რა ხდება? –კაბა ქვებს შორის მოყვა და ვერაფერს ვაკეთებ. –კაი დამშვიდდი. გამოვწევთ. –არადა მე ვთავაზობდი გაიხადე–თქო. –ბატონო?! დაიკარგე აქედან სანამ აქვე დამიხრჩვიხარ. –შენ არ ვიცი, მაგრამ ამ გოგოსთან ერთად სიამოვნებით. ამირანმა ხელი გაჰკრა და ნასვამი ბიჭი ქვებზე დავარდა. ამასობაში დანარჩენი ბიჭებიც მოვიდნენ. –რა ხდება აქ? –ეს გადარეული გამაცალეთ აქედან სანამ კარგ ხასიათზე ვარ. –მე უფრო კარგ ხასიათზე ვიქნები თუ გამეცლებით და ამ გოგოს დამიტოვებთ. გოგონები ძალიან დაძაბულები და შეშინებულები იყვნენ. ამირანს სახეზე ეწერა, რომ ცოტაც და მართლა შემოაკვდებოდა ის ვიღაც. ეს რომ თქვა საერთოდ ყველა გაბრაზდა. –წამოდი შენ აქეთ! მე გაჩვენებ გახარებას. –თქვენ საერთოდ ნუ ერევით. მე ამ ლამაზ გოგოს ვესაუბრები. –ახლავე აქედან თუ არ აორთქლდები, ეს გოგო ბოლო იქნება რასაც შენი თვალები ნახავენ. –შენ საერთოდ ვინ დაგიძახა, ვინ ხარ რომ ერევი? –მე ის ვარ ვისაც ეს გოგო ძალიან მოსწონს და აქედან თუ არ გაქრები, ინანებ. –მეეჭვება ჩემზე ძალიან მოგწონდეს. ამირანს ყელში ამოუვიდა და იმ ბიჭს გაარტყა. გოგოებმა ერთდროულად წამოიკივლეს. დანარჩენებმა როცა შენიშნეს, რომ ამირანი თავს ვეღარ იკავებდა, ის ბიჭი გაიყვანეს და მეორე მხარეს დატოვეს. ამირანმა ქვები აწია დ სესილის ამოსვლაში დაეხმარა. ყველნი მაგიდასთან დაბრუნდნენ. სესილი ნერვიულობისგან და შიშისგან კანკალებდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. გოგოები ჩუმად ამხნევებდნენ. –მაპატიეთ გოგოებო, არ მინდოდა თქვენი შეშინება. სხვა გზა არ დამიტოვა. –როგორ შეიძლება ყველა შარში მე ვეხვეოდე და თქვენც თან გიყოლებდეთ, რა უბედურებაა. –კაი რა სესილი, ნუ განიცდი ასე. იდიოტი იყო ვიღაც. –რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ლიკა, მაინც ამით დავასრულეთ. –სესილი, შენი ბრალია არაა, ხო იცი არა? არ მინდოდა ასე მომხდარიყო. –კაი რა ამირან რას მიხსნი. ვიცი. –სამაგიეროდ მე ისე მინდოდა, ვინმეს მაგ დებილისთვის დაერტყა. მადლობა ამირან, მაგარი იყო. –სალი, შენს სადიზმს როდისმე ეშველება? –არასდროს სესილი, არასდროს. ყველას გაეცინა. მალევე აბარგდნენ და სახლებში წავიდნენ. ჯერ გოგონები დატოვეს, მერე თვითონ წავიდნენ სახლში. ბიჭები აივანზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. –სულ იმას ამბობდი ჯერ დრო არ არის, როცა საჭირო იქნება მაშინ ვეტყვიო. აი თურმე რა ყოფილა საჭიროება. –დათვერი ანრი? რეებს ბოდიალობ. –არაფერსაც არ ვბოდიალობ. ისე როგორი სცენა არ წარმოვიდგინე, მაგრამ ეს ვერაფრით. ორიგინალური იყო. –ვერაფერი გავიგე? –ორიგინალურად უთხარი სესილის ყველაფერი. –რა ვუთხარი რეზი? –ჩვენ კი არა შენ დათვერი მგონი. ის რომ მოგწონს. –რა? –უფს. როგორც ჩანს შემთხვევით წამოგცდა ძმაო. –ჯანდაბა, რა იდიოტი ვარ. –გაგახსენდა ხო. ასე ადექი და წამოაყრანტალე. –აუუ.. ღმერთო უნდა მომეკლა ის იდიოტი. რა გამოვიდა სესილიმ იცის, რომ მომწონს? –კი ამირან. ნუ თუ თვითონაც ისეთ შოკში იყო, რომ არც გისმენდა. –არა მგონია. აუ რა დებილი ვარ. –მე ის ვარ, ვისაც ეს გოგო ძალიან მოსწონს. –ანრი, გისვრი ეხლა აქედან იცოდე. –ხვალ რა უნდა ვუთხრა? –წესიერად უნდა აუხსნა ყველაფერი, ან იმედი იქონიო, რომ არ გაუგონია. რის შანსიც თითქმის ნულის ტოლია. –ნუ ახლა შენი გამოტყდომის ინციდენტს თუ შევხედავთ, ხვალ გამოთვერი და ისე უთხარი. –გიო ილოცე, რომ ხვალ იუბილარი ხარ, თორე აქამდე მკვდარი მეყოლებოდი. –შენ ხვალინდელზე იფიქრე ამირან. აბა ტკბილად გათენებული ღამე რომეო. –ანრი! ვერ გადამირჩები იცოდე. –ჯერ შენ თვითონ ხარ გადასარჩენი ამირან. წარმატებები. –მგონი მართლა მჭირდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.