ოცნებებთან ასე ახლოს (თავი 7 )
…………. ბიჭებმა აღნიშვნა დაიწყეს ამბის უფროსწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ორი სასიხარულო ამბის. რაღაც მომენტში ნენე ლუკას გამოეყო და ანიტას თვალით ანიშნა გამომყევიო, გოგონები შეუმჩნევლად არა, თითქმის შეუმჩნევლად გავიდნენ სივრციდან სადაც ბიჭები იმყოფებოდნენ, ლექსომ მაინც გააყოლა მისგან მიმავალ ანიტას თვალი -რატომ არ მითხარი? წარბშეკრული იდგა ნენე და ორივე ხელით დოინჯი შემოერტყა -რა უნდა მეთქვა მეც არაფერი ვიცოდი... საუბრის წამოწყება სცადა ანიტამ - ყველაფერი შენს დაბადების დღეზე დაიწყო როცა ლექსომ მაკოცა -გაკოცა? ღიმილი ვერ დამალა ნენემ -ხომ და სხვათაშორის საიდანღაც... თავი მოიკატუნა თითქოს ვერ ხვდებოდა - გაიგო მისამართი სადაც ჩემს ძმას ვხვდებოდი და იქ დამადგა -ნუ რა მექნა? ბოლობოლო სიძეა , მხრები აიჩეჩა ნენემ -და იმაზე რას იტყვი რაც მე დამიმალე? ლუკას ვგულისხმობ ! ძალიან აინტერესებდა რა მიზეზს მოიფიქრებდა ამ ამბის ასახსნელად -შენი არ იყოს ყველაფერი უცებ მოხდა.. შემიყვარდა ანიტა, ვერ აგიღწერ როგორ, ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა .. თითქოს ყველაფერს ამბობდა და თან არაფერს, ისე შეცვალა საუბრის თემა -ისე გამიხარდა შენი და ლექსოს ამბავი, ისე მომწონხართ ერთად, არა რა თავიდანვე ვამბობდი რომ ერთად იქნებოდით ანიტასაც უნდოდა მისი გრძნობების შესახებ ესაუბრა, მაგრამ მოულოდნელად მისი მობილური აწკრიალდა,სასრაფოდ აიღო ყურმილი რომ მიხვდა დედა ურეკავდა დაახლოებით ორი წუთი ისაუბრა და მეგობარს მოუბრუნდა -გაბრაზებულია, უნდა წავიდე კაფეში დაბრუნებას აპირებდა , როდესაც კარებში ლექსოს შეეფეთა -ლექსო უნდა წავიდე, დედა...დედა დიდიხანია მირეკავს ...დავაგვიანე გოგონას შეშფოთება რომ დაინახა უნდოდა ეთქვა უკვე საკმარისად დიდი გოგო ხარო, მაგრამ გადაიფიქრა მიხვდა ანიტა ის კატეგორია არ იყო ახსნის გარეშე ამდენხანს გამქრალიყო და მისი მღელვარების მიზეზიც კარგად გაეგო -მე წაგიყვან... მეტი არაფერი უთქვამს მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და შენობიდან ანიტასთან ერთად გავიდა.. აი უკვე ანიტას სახლის წინ გაჩერდა მანქანა, თუმცა ისე უნდოდა ლექსოს დრო გაჩერებულიყო, ისე არ ეთმობოდა ანიტა წასასვლელად, ისე უნდოდა მარტო ანიტას და ლექსოს ეარსება და ირგვლივ არავის და არაფერს შეეშალა ხელი, იცოდა ხვალ უთენია უნდა დასდგომოდა თბილისისკენ გზას, რადგან სამსახური ელოდა მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა ახლა ამ წამს ანიტასთვის -დილით ადრე თბილისში ვბრუნდები... შეხედა გოგონას დაღვრემის სახეს და მიხვდა სულაც არ მოეწონა ანიტას ეს სიახლე -ძალიან მომენატრები -უთხრა და გოგონასკენ დაიხარა -მეც მომენატრები... უპასუხა ანიტამ და ლექსოსაც სწორედ ამის მოსმენა უნდოდა , სწორედ ეს აბედნიერებდა და ავსებდა -მეტი არაფრის თქმა აღარ დააცადა ისე მოწყურებულივით დაეწაფა ტუჩებზე და გრძნობდა როგორ უცემდა გული თვითონაც, გახშირებულ სუნთქვებს შორის მხოლოდ შიგადაშიგ ისმოდა სიტყვები - ანიტა მაგიჟებ....ანიტასაც უნდოდა დაემტკიცებინა ლექსოსთვის როგორი მტკიცე იყო მისი გადაწყვეტილება, როგორ აირჩია ლექსო და როგორ მზად იყო ყველაფრისთვის მასთან ერთად..თამამად დაასრიალებდა ხელებს მის სახეზე ,თმაში -უნდა წავიდე...ხელები ლექსოს გულ-მკერდს მიაბჯინა -სანამ დედაჩემი გააფრენს, ლექსო დიდხანს, დიდყანს უკოცნიდა ხან ტუჩებს, ხანაც მთლიან სახეს.კისერს , მოშიშვლებულ მხრებს, საშინლად არ უნდოდა განშორება. მანქანიდან ისე გადავიდა ფეხები უკან რჩებოდა, ლექსოც გადმოყვა , გაიგო მანქანის კარის მიკეტვის ხმა, მოტრიალდა და კარებზე მიყრდნობილი ლექსო დაინახა , ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა ხოლო მეორეთი სიგარეტს აბოლებდა,აშკარა იყო მანამ არ აპირებდა წასვლას სანამ ანიტა ლიფტში არ შევიდოდა , გრძნობდა როგორ უწვავდა მისი მზერა ზურგს, სულ ერთი წამით შეჩერდა, ეგონა ახლა რომ არ ეთქვა სხვა შანსი აღარ ექნებოდა, წამის წინ ავლილი კიბეები უკან ჩამოირბინა და სადარბაზოდან გამოსული ლექსოს მიმართულებით გაიქცა, შემდეგ...შემდეგ ლექსომ ისევ შეიგრძნო საყვარელი ქალის სურნელი, თან როგორი ბავშვური და თან როგორი ქალური იყო ეს გოგო, სიგარეტი გადააგდო იმ ხელიდან რომელშიც ეჭირა და ისიც ანიტას მოჰხვია -ლექსო...ლექსო , რამდენჯერმე დაიწყო თუმცა სუნთქვა აღარ ეყო გასაგრძელებლად... -ვიცი პატარავ ვიცი, თმაზე ხელი ნაზად დაუსვა ლექსომ და კისერში აკოცა ცოტახანს ისევ ასე ჩახუტებულები იდგნენ სანამ ტელეფონმა ისევ არ დარეკა და ანიტას არ აიძულა ლექსოს სხეულს მოშორებოდა -უნდა წავიდე... -მოგწერ პატარავ ..უთხრა ლექსომ და სანამ ხელის მტევანსაც გაწევდა მოასწრო კოცნა ისევ ის კიბეები აიარა ანიტამ ლიფტამდე -ანი....ტა ...ღმერთო როგორ უყვარდა ამ ბიჭის ხმა - რომელი ყვავილი გიყვარს ანიტა? აზრად არ მოსვლია რატომ შეიძლებოდა დაბადებოდა ახლა ეს კითხვა მაგრამ გულწრფელად უპასუხა -იასამანი.... იასამანი იმეორებდა ბიჭი გონებაში, მაშინაც კი როცა საჭეს მიუჯდა ...... ... იმ ღამით ანიტას თითქმის არ სძინებია, ისე გამალებით უცემდა გული, ისე ხშირად ისრისავდა თვალებს , თითქოს თავის თავს არწმუნებდა რომ რაც დღეს მოხდა სიზმარი არ იყო, უჭირდა ამ რეალობის დაჯერება, ბედნიერების დაჯერება რომელიც მოულოდნელად ეწვია და რომელიც მთელი ცხოვრება აუფორიაქებდა გულს, ეს იცოდა, როგორც ზღვაში ყოფნის დროს არ უშინდებოდა ტალღებს ახლაც ეს განცდა და ჟინი ჰქონდა არ შეშინებოდა არცერთ ტალღას რომელსაც ცხოვრება მოუვლენდა ლექსოსთან ყოფნის დროს, მთელი არსებით შეიგრძნობდა რომ ლექსო ღირდა ამად, მზად იყო თავისი თავი ბოლომდე მიეძღვნა კაცისთვის, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიცნო თუმცა თვეები რა მოსატანია, მთელი სიცხადით შეიგრძნობდა რომ მთელი ცხოვრება სწორედ ლექსოს ელოდა, სწორედ ამ სიყვარულს ელოდა. მიუხედავად დიდი ბედნიერებისა, მაინც იყო რაღაც ისეთი რაც მოსვენებას უკარგავდა, ეს ბუნებრივია, არ არსებობს ბედნიერება შიშის გარეშე, როდესაც მთელი შენი არსება გეუბნება რომ სწორედ აქ მოსასვლელად გაჩნდი ,სწორედ იმიტომ გაიარე ამდენი წელი რომ ეს იყო შენი დანიშნულება, რომ ასე გყვარებოდა, რომ ეს გეგრძნო, გეშინია კიდეც, გეშინია რომ არ დაკარგო ეს რწმენა , რწმენა სიყვარულის რწმენა საყვარელი კაცის. რთულად წარმოედგინა რამე რაც შეურყევდა იმ ნდობას რაც ლექსომ მის გულში დაიმსახურა. იმ ღამით არც ლექსოს ეძინა, თბილისისკენ მიმავალ გზაზე არაერთხელ გაახსენდა ანიტა, ის გრძნობა რომელიც მთელს სხეულში ასე გამჯდარი ჰქონდა, ბედნიერების განცდას კიდევ უფრო უმძაფრებდა, თუმცა ასეთ დროსაც კი არ შეეძლო ეფიქრა წარსულზე, საჭეს მთელი ძალით ჩასჭიდებული, გონებით რამდენიმე წლის უკან დაბრუნდა, იმ ქალის სახე, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ერჩივნა თითქოს გაფერმკრთალებული იყო, ვეღარც მის ზღვისფერ უძირო თვალებს ხედავდა ისეთივე სიცხადით, ვერც ქერა სწორ ჩალისფერ თმას , ვერც ტუჩებს და ლოყებს შორის სიცილის კუთხეს, ვერც მის სურნელს გრძნობდა ცხვირთან. -რაზე ფიქრობ ? მთელი გზაა ჩუმად ხარ ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამოიყვანა -ყველაფერზე, ცხოვრებაზე, რა უცნაურია არა? -რა არის უცნაური? წარბები შეკრა ლუკამ პასუხის მოლოდინში -ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ლილიას გარდა სხვა ქალი ოდესმე მომინდებოდა, ისე როგორც ლილია მინდოდა და მწყუროდა.. გაეღიმა, საჭეს ერთი ხელი გაუშვა და ყუთიდან სიგარეტის ღერი ამოაძვრინა -შენ ძმობას ვფიცავარ თუ ძალიან არ გამხარებოდა, ანიტა მაგარი ჯიგარი გოგოა, თანაც ნენე მისი წყალობით გავიცანი, გაგვიმართლა ბიჭო ძალიან გაგვიმართლა. ლექსოსკენ დაიხარა სიგარეტის ყუთი ხელიდან აართვა და ერთი ღერი თავადაც ამოიღო -ანიტა საოცრებაა.. მისი სახელის წარმოთქმისას ხმა ისევ შეცვალა ლუკამ სიგარეტი გააბოლა, სცდილობდა სწორი სიტყვები შეერჩია ლექსოსთან საუბრისას , არ უნდოდა რაიმე ისეთის თქმა რაც მეგობარს დააეჭვებდა თუმცა არც თავისი ეჭვების უპასუხოდ დარჩენა სურდა -შენს ძმობას ვფიცავარ ხომ იცი ძმასავით მიყვარხარ, რამდენიმე წამს შეყოვნდა ღრმად ამოისუნთქა -გთხოვ ლილია დაივიწყე, არ გაიხსენო წარსული, არ შეადარო მომავალს, ყველა ისტორიას თავისი დადებითი აქვს , ყველა ისტორიას მისი წილი ემოციები აქვს -გგონია ანიტას გულს ვატკენ? ჩაეღიმა-ამას ამიტომ მეუბნები? საჭისთვის მზერა არ მოუშორებია -არა პირველ რიგში შენ გამო გეუბნები .... ამ თემაზე საუბარი მეტი აღარ გაგრძელებულა მეგობრებს შორის, ისე შევიდა ლექსოს ავტომობილი ქალაქ თბილისში ... სახლში მისული მხოლოდ დედას მიეალერსა, როგორც სჩვეოდა ფუმფულა ლოყები დაუკოცნა, წელზე ხელები მაგრად მოაჰხვია და დაატრიალა -დე დამსვი, სულ ნუ გაგიჟდი..თმები აუჩეჩა ლიამ -გაგიჟების მიზეზიც მაქვს დე .. ლექსომ ლიას ხელები გაუშვა და სახე ეშმაკურად აატრიალა ლიას მოულოდნელმა სიხარულმა დაუარა სხეულში, ნუთუ მისი შვილის სახეზე აღარ დაინახავდა მწუხარებას, ნუთუ მისი გულიდანაც გაქრებოდა დარდი, დედისთვის ყველაზე დიდი ტკივილია შვილის დარდის შველა რომ არ შეუძლია, რომ არ შეუძლია მისი ტკივილი მხოლოდ თვითონ ტკიოდეს -არ მითხრა რომ შენ და ლილია შერიგდით, ურთიერთობა მოაგვარეთ ლექსო? სამზარეულოს სკამზე შვილის გვერდით დაჯდა და ლოყაზე ხელი ნაზად მოუსვა -ლილია დაივიწყე დე... ლილია დასრულდა...მაგიდაზე მდგარი წყლით სავსე ბოთლს თავსახური მოხსნა და ტუჩთან მიიტანა ლიას უყვარდა ლილია, უყვარდა რადგან მის შვილს უყვარდა, კიდევ სხვა ბევრი მიზეზიც ჰქონდა საამისოდ, ლილია ლექსოსთან ერთად იზრდებოდა, შესაბამისად როცა ლილიას დედა მუშაობდა ხშირად ლია ზრუნავდა მასზე, შეიძლება ითქვას ერთად გაზარდა ლექსო და ლილია, ერთნაირი სითბოთი, ერთნაირი მზრუნველობით, ლია თვლიდა რომ ლილია ლამაზი იყო, არა მხოლოდ გარეგნულად, ლილიას ლამაზი სული ჰქონდა, ლილია ეხმარებოდა, ლილია უმსუბუქებდა შრომას, ლილია კოცნიდა როცა ლია ქმრის გამო ტიროდა, ლილია ცრემლებს წმენდდა, ლილია ინახავდა ბევრ საიდუმლოს რომელიც ლექსოს არ უნდა გაეგო, არ უნდა ედარდა, მის მაგივრადაც ლილია დარდობდა, ოღონდ ლექსოს არ ტკენოდა ლილიას ტკიოდა, სულ პატარა ასაკიდან, როცა პირველად დაინახა როგორ სცემდა ლექსოს მამა ლიას, ახსოვდა ლიას, როგორ შეიკივლა პატარა ლილიამ, როგორ დარჩა ჰაერში აღმართული ხელი ვაჟას, როგორ ჩახტა ეს პატარა გოგო ლიას მუხლებთან, როგორ აქვითინდა მასთან ერთად ხმამაღლა, ლექსო გიჟდებოდა დედაზე, ეს რომ გაეგო, ეს რომ ენახა....რამდენჯერ უტირლად, ჩუმად , კვნესის გარეშე ცოლ ქმრის ოთახში შეკეტილს , რამდენჯერ აუტანია მუცელში დარტყმული წიხლი ჩუმად, არასდროს სახეზე არ ჰქონდა ჩალურჯებები ლექსოს რომ არ დაენახა, ლექსოს რომ არ ეგრძნო რისი გავლა უწევდა ლიას, ლექსოსთვის რომ არ შერყეულიყო ვაჟას ხატი, მამის, სიძლიერის, მამის რომელმაც ყველაფერი ასწავლა ლექსოს, მამის რომელსაც არასდროს დაუტოვებია ლექსო სიყვარულის და ყურადღების გარეშე. ვერ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო ლიას, როცა ლექსომ უთხრა ლილია საბოლოოდ დამთავრდააო, ენანებოდა ის წარსული რომელიც ორივესთან ერთად აკავშირებდა მაგრამ მთავარი იყო ლექსო ყოფილიყო კარგად, მთავარი იყო ლექსოს სახეზე არ დაენახა დარდის კვალი, ყველას შეიყვარებდა ვინც მის შვილს ეყვარებოდა, ყველას გააღმერთებდა ვინც ლექსოს გააბედნიერებდა. დედა შვილმა ცოტახანს კიდევ გააგრძელა საუბარი -აუცილებლად გაგაცნობ დე... უთხრა ლექსომ ლიას და სანამ ოთახიდან გავიდოდა თავზე აკოცა. საძინებლის კარი რომ შეაღო სანამ დაწვებოდა ტელეფონს დაუწყო ძებნა, ანიტასთვის უნდა მიეწერა რომ ჩამოვიდა, რომ სახლში იყო „სახლში ვარ, საშინლად მენატრები უკვე“ ისევ ისე გაეღიმა ტუჩის კუთხეში „მეც მენატრები“ მიიღო პასუხი და წარმოიდგინა როგორ შეეფარკლებოდა ანიტას ლოყები როცა ამას წერდა, ისევ გაეცინა ამჯერად ხმამაღლა „შენს გემოს ისევ ვგრძნობ ტუჩებზე“ მისწერა და პასუხს ვეღარ დაელოდა დაღლილობისგან ისე ჩაეძინა ...................... ერთი კვირა ყოველ დღე იღებდა ანიტა ყვავილების თაიგულს, იასამნების დაიგულს, შემოდგომის მიწურულს იასამნების სურნელი აღვიძებდა დილით, აი თურმე რატომ ჰკითხა ლექსომ საყვარელი ყვავილის შესახებ, უკვირდა როგორ ახერხებდა ამ სეზონზე ასეთი სურნელოვანი იასამნების პოვნას. საწოლიდან ფეხს გადმოდგამდა თუ არა ლარნაკთან მიირბენდა და იასამნის სუნს შეგრძნობდა, ასე უფრო მეტად გრძნობდა ლექსოს სიახლოვეს, ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ბოლომდე დამტკბარიყო რეალობით მისი მშობლების გაუთავებელი კითხვები იყო,ხშირად საყვედურობდა ნინო ყოველ დღე მიღებულ თაიგულზე, „ ბოლოს და ბოლოს ვისგან არისო“ „მეზობლები უკვე საუბრობენო“ „რომ მოგაცილა დავინახეო“ „მამაშენზე იფიქრე რას იტყვის როდესაც გაიგებს შუა ქუჩაში როგორ კოცნი და ეხვევი ვიღაც უცხო ბიჭსო“ „ამისთვის გაგიშვით თბილისშიო“ „აწი როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა უხცო ადამიანებთან ერთად ატარებ დროსო“ და კიდევ უამრავი რამ რაც ანიტას აღიზიანებდა და ხშირად ტირილამდეც მიჰყავდა, რამდენად კარგი მშობლები ჰყავდა, რამდენად დიდი იყო მათი სიყვარული, რამდენად თბილ გარემოშიც გაიზარდა იმდენად დიდი იყო მათი კონტროლი შვილზე. ყველაფერი კარგად არისო ეუბნებოდა ანიტა დედას, ლექსო კარგი ბიჭია და აუცილებლად გაგაცნობთო, ნენეც იცნობს და ისიც იგივე აზრზე არისო“ „უკვე დიდი ვარ და თავად გადავწყვეტ ვინ მომეწონებაო“ ამბობდა ჯიუტად თუმცა ეს სიტყვები ვერ ამშვიდებდა დედის აფორიაქებულ გულს. მომდევნო ერთმა კვირამაც იგივე ფორმატში ჩაიარა, ყვავილების და კითხვების ფონზე დადგა ის დღეც ანიტა თბილისში რომ უნდა დაბრუნებულიყო, უნივერსიტეტი იწყებოდა და საქმეც თავზესაყრელად ჰქონდა, თბილისში ნენეს მამის ავტომობილით დაბრუნდნენ, შუაღამე იყო მამიდის სახლში რომ შეაბიჯა „შეძლებ რომ ჩამოხვიდე კორპუსთან? „ ლექსოს ესემესი მაშინ წაიკითხა მამიდას რომ ეხვეოდა „მამიდა კითხვებს დამაყრის ახლა რომ ჩამოვიდე, ჩემი მშობლები ისედაც გაღიზიანებულები დავტოვე“ ლექსო ცოტა არ იყოს გააბრაზა წაკითხულმა, ყველაფერზე მეტად უნდოდა ამ წამს ანიტას ნახვა და ბრაზობდა რაღაც ხელს რომ უშლიდა „ჩამოდი თორემ მე ამოვალ!“ რადგან პასუხმა დაიგვიანა ლექსო არ აპირებდა უკან დახევას, კიბეები სწრაფად აირბინა და რამდენიმე სართულის ავლის შემდეგ ნაცნობ კართან დააკაკუნა ანიტას ტანში გასცრა როდესაც კარი მამიდამისმა გააღო -გამარჯობათ... ნაცნობი ხმის გაგონებაზე ტანზე ჟრუალტელმა დაუარა - მე ალექსანდრე დადიანი ვარ, დაინახა ლექსოს გამოწვდილი ხელი - ანიტას შეყვარებული , განაგრძო საუბარი -ვთხოვე ქვემოთ ჩამოსულიყო, მაგრამ თქვენი რეაქციის შეეშინდა, ამიტომ გადავწყვიტე მე თავად მენახა, არ გეგონოთ რომ უზრდელი ვარ ან თავშეკავება არ შემიძლია,ბოდიშს ვიხდი ასე გვიან რომ მოვედი, გაოგნებული უსმენდა ანიტა მის საუბარს უფრო მეტად გაკვირვებული იყო ანიტას მამიდა -მაგრამმ... არ შემეძლო რომ არ მენახა, ძალიან მომენატრა ანიტას თვალები უკვე ცრემლებით ჰქონდა სავსე -ესეეგი ეს არის ბიჭი რომელზეც დედაშენი მესაუბრებოდა...მერიმ ანიტას შეხედა შემდეგ კი კარში მდგარ ბიჭს ანიშნა შემოდიო ლექსო ანიტასთან მივიდა და მისი სხეული მთლიანად მოიცვა, ისე მიიკრა გულზე, ისე მოხვია გრძელი მკლავები, ისე ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. -სხვანაირად არ შემეძლო,უჩურჩულა ყურთან მერი შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს და არ უნდოდა შემჩნეოდა, როგორ ეღიმებოდა, ლექსოს ამ საქციელმა დაარწმუნა რომ არაფერი ცუდი არ ხდებოდა ანიტას თავს, ლექსო არ ჰგავდა ბიჭს რომელსაც უბრალოდ გართობა უნდოდა, ამაში დარწმუნებული ვერ იქნებოდა მერი ,მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა ეუბნებოდა , რომ მოსწონდა ლექსო -ალექსანდრე დადიანი -შვილო ყავას ხომ არ დალევ.. ლექსოს მიმართა და ანიტას ძალიან ესიამოვნა მისი ეს ჟესტი -სიამოვნებით ..უთხრა ლექსომ და ანიტამ ხელჩაკიდებული გაიყვანა სამზარეულომდე, სანამ მამიდა ყავას ამზადებდა ბიჭს ეჩურჩულებოდა -გიჟი ხარ! -ვისი ბრალია? ლექსომ კიდევ ერთი კოცნა მოპარა კისერთან ბევრი ისაუბრეს ლექსომ და მერიმ, ანიტა მხოლოდ უსმენდა და პერიოდულად ლექსოს აკვირდებოდა, როგორ თავისუფლად დამაჯერებლად ესაუბრებოდა მერის მასზე, ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე, ყველაფერზე. მერისაც ეტყობოდა რომ უფრო და უფრო მოსწონდა ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საერთოდ არ შეეფერებოდა მის რეალურ ასაკს, უფრო მეტად ჩამოყალიბებული, უფრო მეტად გამოცდილი ჩანდა , ნეტავ როდის მოასწრო ამდენი? ფიქრობდა მერი. საღამომ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ამის მოლოდინი ანიტას ჰქონდა -ხვალ უნივერსიტეტში გნახავ .უჩურჩულა ბიჭმა და წასვლის წინ მაინც მოახერხა კოცნა მოეპარა გოგონასთვის. ...... მეორე დილით სახლის კიბეები რომ ჩაირბინა ანიტამ იმ იმედით რომ გაჩერებაზე ავტობუსისთვის მიესწრო ეზოში ლექსოს ავტომობილი შენიშნა, ლექსომ ანიტას დანახვაზე საქარე მინები ბოლომდე ჩამოსწია -ჩაჯექი... გაუღიმა გოგონას -ყოველ დღე თუ შენ წამიყვან თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობ... ბიჭისკენ გადაიხარა და ტუჩი ტუჩზე მიადო , ის ის იყო უნდა გამოწეულიყო , როდესაც ბიჭმა ისევ მისკენ მიიზიდა - მხოლოდ ამას ვიმსახურებ ამდენი ხნის უნახავი კაცი? სახეზე ჩამოვარდნილი რამდენიმე ღერი თმა ყურზე გადაუწია და ღია თაფლისფერ თვალებს მისი მწვანე თვალიდან წამოსული მზერა შეუერთა, ცალი ხელი კისრის ზემოთ თმაში შეუცურა და კიდევ უფრო მეტად მოიზიდა, თვალდახუჭული ელოდებოდა ანიტა მოსალოდნელ კოცნას, რაც ლექსოს ღიმილს ჰგვრიდა კიდეც, როგორ ენდობოდა ანიტა, როგორ აძლევდა ყველაფრის უფლებას, ცერა თითი ნაზად დაუსვა ტუჩებზე გოგონას, ჯერ თვალთან აკოცა შემდეგ ლოყაზე, თითოეული შეხება სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა ანიტას, გრძნობდა როგორ ეფინებოდა სახეზე ბიჭის გახშირებული სუნთქვა, სულ მალე ქვედა ტუჩზე ლექსოს ტუჩის შეხება იგრძნო , მისი გახშირებული სუნთქვა ლექსოსას შეუერთდა , ვნებით სავსე იყო ლექსოს თითოეული შეხება , ანიტას სახე ხელებში მოექცია და გამალებით უკოცნიდა ხან ქვედა ხან ზედა ტუჩს, ხანაც ორივეს ერთად, მოხერხებულად დაასრიალებდა ხელებს გოგონას წელზე, კისერზე, მხრებზე, თმაში, -ვერასდროს გავჩერდები, კოცნას შორის ეჩურჩულებოდა ანიტას, -ლექსო ....ლექსო... ხელები გულ მკერდზე მიაბჯინა გოგონამ -ასეთი ხმით ნუ მეძახი თორემ მართლა ვერ გავჩერდები...შუბლი შუბლზე მიადო და თვალებში ჩააშტერდა, ანიტას თვალებში მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავდა -ვაგვიანებთ გთხოვ...ძალიან რცხვენოდა ანიტას ამ მდგომარეობის, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო ბიჭთან, არ ჰკონდა საკმარისი გამოცდილება ურთიერთობის, რცხვენოდა იმისაც რომ რცხვენოდა ლექსოსი. -კარგი წავედით... გაეცინა ლექსოს ანიტაზე, ანიტას ხელი ცალ ხელში მოიქცია, მეორე ხელით საჭეს მართავდა -ხომ რაც შეეხება შენ კითხვას, ყოველ დილით ვერ მოგაკითხავ სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილიდან ვმუშაობ, შენ გეძინება მე რომ წავალ, საღამოობით გამოგივლი -მუშაობ? რამდენი რამ არ იცოდა ჯერ კიდეც ლექსოს შესახებ -პატარა ბიზნესი მაქვს, რომელსაც ვუძღვები, პერიოდულად ხელზე კოცნიდა ანიტას უნივერსიტეტის შენობაში შესასვლელი კიბეები რომ აიარეს ხელჩაკიდებულებმა ანიტა ამჩნევდა ახალგაზრდების გამომეტყველებას ირგვლივ, თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე ეგონა -ყველა ჩვენ რატომ გვიყურებს , ლექსოს გახედა -გარკვირვებული არიან, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ანგელოვიზივით ბიჭიო..თვალი ჩაუკრა ანიტას და მკლავი კიდევ უფრო ძლიერად მოხვია , მისკენ მიიზიდა -კარგი რა, ტუჩები მობუზა ანიტამ ლექსოს არ გამოპარვია მისი დაპრუწული ტუჩები და მალევე აკოცა , ანიტას ეუხერხულა ამდენი ადამიანის მზერა რომ მათკენ იყო მომართული კოცნის მომენტში და სწრაფად დაუსხლდა ხელიდან ლექსოს ლექციის შემდეგ უნივერსიტეტის კაფეში ისხდნენ, ნენეს და ლუკას ელოდებოდნენ, ანიტამ თხელი მანტო გაიხადა და სკამის საზურგეზე გადადო, გრძელმკლავიანი ტანზე მომდგარი შავი ტოპი ხელით შეისწორა, შემდეგ ჯინსის შარვალი ოდნავ აიწია მაგრამ წელისა და ჭიპის ადგილი მაინც ვერ დაფარა, ლექსოს არ გამოპარვია მხედველოვიდან ანიტას ლამაზი სხეული, გრძელი ფეხები, ფეხებზე მოკტეცილი ჯინსის გრძელი შარვალი და შავი გრძელმკლავიანი ტოპი ასევე ტანზე მომდგარი, რომელიც კიდევ უფრო უკვეთდა გოგონას შევსებულ მკერდს და წვრილ წელს, ლექსოს მზერა არც ანიტას გამოეპარა და უხერხულობის გადასაფარად სწრაფად დაიკავა ადგილი მის გვერდით. -ლამაზია ..თქვა ლექსომ თან ხელში ტელეფონი აათამაშა -რა? -შენი ტოპი...ხელი ანიტას წელისაკენ წაიღო და ჯინსის შარვლის სათავეს ზუსტად ღილთან ხელი მოჰკიდა, ანიტა შეკრთა, ლექსოს ხელი შარვლის სათავიდან ნელ ნელა წელზე შემდეგ კი მუცელზე ჭიპთან ასრიალდა, ტოპის შავ ნაჭერს ხელი მოჰკიდა და ანიტას თვალებში ჩახედა -მარტო ჩემს შეხებაზე უნდა კრთებოდე ასე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.