შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე დასასრული II ნაწილი


28-08-2024, 01:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 159

საშინლად გაბრაზდა მია, როცა გაიგო რომ საავადმყოფოს ყველა ხარჯი მე დავფარე.
-ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანსე და კიდევ აქეთ შენ გადაგახდევინეს მკურნალობის ფული?!
-მთავარი ნიცას ჯანმრთელობაა
-ახლა სადაა ეგ ავადმყოფი?!
-არ ვიცი მგონი წავიდა-მხრები ავიჩეჩე
-ქალბატონი სოფიკო? ისიც წავიდა?!
-მგონი კი
-ალბათ იფიქრეს რომ ფული არ გექნებოდა, დაურეკავდი და ხვეწნას დაუწყებდი მკურნალობის თანხა რომ დაეფარათ
-ალბათ!- დაღლილი ხმით ვუთხრი და ნიცას დაკეცილი ტანსაცმელი შევაჩეჩე ხელში-მიდი ჩალაგებაში მომეხმარე და დროზე წავიდეთ აქედან!
-ნინი...ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები კარგი?!
-სად მიდიხარ?
- ....
-მია!-თავლები დავუბრიალე
-რამდენიმე წუთში დავბრუნდები-მომღიმარი სახით მითხრა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი პალატიდან გავიდა. ბარგის ჩალაგება დავასრულე თუ არა მაშინვე მიას დავურეკე და მოუთმენლად ვკითხე
-სად ხარ აქამდე?
-მოვდივარ!
-ანდრიას ელაპარაკებოდი?
-კი
-რამე საქმე თუ აქვს და ეჩქარება უთხარი წავიდეს, არ მოერიდოს...
-არა საიდან მოიტანე?!
-ჩვენ ტაქსით წავიდოდით სოფელში
-არა ნინი, რას ამბობ, დილაადრიან ჩამოვიდა სოფელში ჩემს წამოსაყვანად! მახევრად მძინარე გამოვყევი... 12 საათზე უნდა გამოწერონ ნიცა და საავადმყოფოში არ დავაგვიანოთო მაჩქარებდა
-რა საყვარელია-გამეღიმა
-მოიცა, შენ რა?!
-ხო ანდრიაზე ვთქვი!- ხმამაღლა გამეცინა
-არ მჯერა-აღფრთოვანება ვერ დამალა ხმაში
-კაი მიდი გელოდები-ნაჩქარევად ვუთხარი და გავუთიშე. პალატაში რომ შემოვიდა მაშინვე პარკები მივაჩეჩე ხელებში. უკმაყოფილო სახით შემომხედა და მაგრამ ხმის ამოღება არ ვაცადე, მაშინვე ნიცას ჩავკიდე ხელი და ჰოლში გავიყვანე. წამიერად სუნთქვა შემეკრა და გულისცემა გამიჩერდა როცა ჩვენკენ მომავალი ანდრიას გვერდით ლევანი დავინახე რომელსაც ხელში ორი წითელი ვარდების თაიგული და ფუმფულა დათუნია ეჭირა.
-მია-აღმომხდა ხმა აკანკალებულს როცა ბიჭები მოგვიახლოვდნენ
-დამშვიდდი-თვალების ბრიალით შემომხედა ყურებამდეგ გაღიმებულმა მიამ
-შენ რა გაგიჟდი?-ხმა დაბალი ტონით ვკოთხე- ახლა გეგა რომ მოვიდეს წარმოგიდგენია მაინც რა შეიძლება მოხდეს?!
-არ მოვა-დარწმუნებით მითხრა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი და თვალებ გაბრწყინებული ანდრიას ჩაეხუტა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ანდრიას მხიარულმა ხმამ დაარღვია
-ლევან, გაოცანი ჩვენი პატარა პრინცესა ნიცა- და ხელზე ნაზად აკოცა
-სასიამოვნოა-მომღიმარო სახით დაიხარა ლევანი მისკენ და მოკრძალებით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად. ნიცამაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. ისეთი სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ეს წუთები ჩემთვის, რომ ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა.- გამოჯანმრთელებას გილოცავ პატარა პრინცესა- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ლევანმა და საჩუქრები გაუწოდა. დაბნეულმა და გაკვირვებულმა ნიცამ ჯერ მე ამომხედა, შემდეგ კი მოკრძალებით გამოართვა ლევანს ვარდების თაიგული და დიდი ფუმფულა დათუნია.
-მადლობა- მორიდებით უთხრა და მიასთან გაიქცა საჩუქრების საჩვენებლად.
-ძალიან ვღელავ-ხმა დაბალი ტონით ვუთხრი ლევანს როცა ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით
-მეც-გულწრფელი ემოციით მითხრა და ყვავილები გამომიწოდა.
-საიდან იცოდი რომ გეგა და სოფო საავადმყოფოში არ იყვნენ? მე და შენ ხომ ამ დილით არ გვილაპარაკია?-ინტერესით ვკითხე და გამოწვდილი თაიგული მოკრძალებით გამოვართვი
-შენი როგორ ფიქრობ?-ცინიკური ტონით მკითხა და მიას გახედა მომღიმარი სახით
-ასე უცებ როგორ დაგეგმა ეს ყველაფერი?
-შენ აზრით?!- ისე მკითხა ჩემთვის არ შემოუხედია
-წარმოდგენა არ მაქვს
-დედიკო-უეცრად ნიცა მოგვიახლოვდა მოწყენილი სახით- დავიღალე
-ჩემი პატარა-მაშინვე ხელში ავიყვანე და გულში ჩავიკარი.
-დროა წავიდეთ-ხმა დაბალი ტონით თქვა მიამ და ანდრიას გახედა თვალების ბრიალით რომელმაც დიდი ბოდიშის მოხდით გამოგვიცხადა, რომ სრულიად მოულოდნელად გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და იძულებულია რომ წავიდეს.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით სოფელში ლევანი წაგიყვანთ მაინც იქით მოდის და...
-მართლა? მშვენიერი!- კმაყოფილი ტონით თქვა მიამ და ლოყაზე ხმაუროთ აკოცა.
გეგას უეცარი გამოჩენა იმდენად მაშინებდა რომ სანამ მანქანაში არ ჩავსხედით იქამდე ვერ დავმშვიდდი.
მთელი გზა მხოლოდ ნიცას არჩეულ სიმღერებს ვუსმენდით, ამიტომ მია გაგვებუტა... სამივეს.
სოფელში დაბრუნებისთანავე ჩვენი ბედნიერების წუთები დასრულდა.
-მადლობა-სიყვარულით სავსე მზერით ვუთხარი ლევანს როცა მანქანა გააჩერა და სარკიდან გამომხედა.
-არაფერს- მომღიმარი სახით მითხრა და როცა მანქანიდან გადმოვედით მაშინვე წავიდა.
-დედიკო ეს კაცი ვინ იყო?-ინტერესით მკითხა ნიცამ როცა სახლში შევედით
-ჩემი ნაცნობია-ისე ვუპასუხე რომ მისთვის არ შემიხედია
-რატომ მოვიდა საავადმყოფოში ჩემს სანახავად?
-იმიტომ რომ შენი გაცნობა უნდოდა- საუბარში ჩაერია მია
-რატომ?
-ისე უბრალოდ-მხრები აიჩეჩა მიამ და ლოყები გაუწელა
-დედიკო მეძინება-საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა ნიცამ და გაბრაზებული სახით მომეხუტა.
-სულ გაგიჟდი ხო?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე მიას როცა ნიცა დავაძინე და აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად
-კარგი რა ნინი-მომაბეზრებლად მითხრა- ახლა ყველაზე სწორი დრო იყო იმისთვის რომ ლევანს და ნიცას ერთმანეთი გაეცნოთ
-გეგა რომ მოსულიყო? ან სოფო
-რატომ ღელავ იმაზე რაც არ მომხდარა?
-მია!- თვალები დავუბრიალე
-სამივემ ერთად დავგეგმეთ ეს ყველაფერი... უბრალოდ ბოლო წამებზე ლოკაცია შევცვალე
-რაა? -გაოცებისგან ლამის პირი დავაღე
-ჩვენი და ლევანის შემთხვევითი შეხვედრა მე ანდროას დაგეგმილი გვქონდა სწრაფიკვების ობიექტში, მაგრამ იმის გამო, რომ შენი ავადმყოფი ქმარი საავადმყოფოდან დროზე ადრე წავიდა დედამისთან ერთად, გაადავწყვიტე, რომ ჯობდა ლევანი პირდაპირ საავადმყოფოში მოსულიყო...
-არ ხარ შენ ნორმალური
-ვიცი-გაეღიმა
-არ მჯერა რომ ლევანი ასეთ სიგიჟეზე დაგთანხმდათ თქვენ ორს
-ძალიან უნდოდა ნოცას გაცნობა... რა უნდა მექნა? შენ გეშინოდა... ხოდა გადავწყვიტე საკუთარ თავზე ამეღო ეს ყველაფერი!- მკაცრი ტონით მითხრა და ყავა მოსვა.
......
ნიცას მდგომარეობის დასტაბილურებიდან ძალიან მალევე ანდრიამ რესტორანში დაგვპატიჟა თავისი ოჯახის და მეგობრების გასაცნობად.
-მე არ წამოვალ- ცივად განაცხადა ბებომ როცა ეს ამბავი გაიგო.
-ვერც მე წამოვალ- არ ჩამორჩა დედა
-რატომ?- თვალები ცრემლებით აევსო მიას
-საქმეები მაქვს-გულგრილად უთხრა დედამ და ოთახში შეიკეტა.
ვერაფერით დავითანხმეთ დედა რესტორანში წამოსვლაზე ამიტომ მხოლოდ მე და ნიცა გავყევით მიას.
მთელი საღამო, ანდრიას გარდა სახეზე ყველას ყალბი ღიმილი ჰქონდა აკრული. ჩვენს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. იმის მიუხედავად რომ ჩვენს თითოეულ სიტყვას და ქმედებას ვაკონტროლებდით მაინც ძალიან რთულად გადავიტანეთ ის საღამო მე და მიამ. იმდენად დავითრგუნეთ ანდრიას ოჯახის წევრების და მეგობრების გრაციოზულობით რომ მთელი საღამო მხოლოდ საკუთარი სიტყვების და ქცევების კონტროლში გავატარეთ. საჭმლისთვის პირი არ გადვიკარებია რადგან გვეშინოდა რამე არ შეგვშლოდა, ჩვენ ხომ არ ვიცოდით სუფრასთან მოქცევის წესები. ყველაზე დიდი განსხვავება ჩაცმულობაში იყო. მათ ფონზე კიდევ უფრო საცოდავები ვჩანდით მე და მია ჩვენი ნაქირავები იაფფასიანი კაბებით.
ამ საშინელი ვახშმობიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მოულოდნელად იოანე გვესტუმრა სახლში და გამოგვიცხადა რომ ანდრიამ მია წაიყვანა.
-იციდი?-ბოლო ხმაზე მიღრიალ დედამ როცა ეს ამბავი გაიგო
-ქალბატონო მარინა დამშვიდდით
-აქ რატომ მოხვედი?-ახლა მას ეცა დედა
-ანდრიამ დამირეკა დაა...
-ყველაფერი ერთად დაგეგმეთ- ზიზღით სავსე მზერით გამომხედა დედამ
-ქ-ნო მარინა დამიჯერეთ ჩვენ არაფერი ვიცოდი
-შენი დაცვა არ სჭირდება-ჩემზე მიანიშნა განრისხებულმა დედაჩემმა დაბნეულ ბჭს და მაშინვე გააჩუმა- წადი და უთხარი იმ შენს ძმაკაცს რომ აქ მოსული არ ვნახო არც ის და არც მისი ცოლი
-დედა
-ხმას ნუ იღებ !
-მგონი ჯობია წავიდე-უკმაყოფილო ტონით თქვა იოანემ და დაძაბული ფეხზე წამოდგა
-გაგაცილებ-ვუთხარი ხმა დაბალი ტონით და მანქანამდე გავყევი- იცოდი?
-წარმოდგენა არ მქონდა ასეთ რამეს თუ აპირებდა ანდრია
-როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
-აზრზე არ ვარ, ცოტა ხნის წინ დამირეკა იმ არანორმალურმა და მთხოვა თვქენთან მოვსულიყავი სალაპარაკოდ?
-ვაჩე?
-არც მან იცოდა არაფერი თორემ ანდრიას გადარწმუნებას ეცდებოდა
-კარგი! თუ დაგირეკავს ის გადარეული უთხარი რომ მათზე გაბრაზებული არ ვარ და დამირეკონ. მინდა დავრწმუნდე რომ მია კარგადაა.
-არაფერზე ინერვიულო! ანდრიას სიგიჟემდე უყვარს მია, ასე რომ არ იყოს, ვაჩე აუცილებლად ჩაერეოდა მათ ურთიერთობაში და დააშორებდა...
-კარგი მიდი... დედასგან არ გეწყინოს...
-კარგი!- გამიღიმა და ლოყაზე ხმაუროთ მაკოცა.


ქორწილის დაგეგმვის დროს ანდრიას შევთავაზე მია საქორწილო კაბების მაღაზიიდან წაეყვანა მაგრამ სასტიკი უარო განაცხადა.
-მა არ მიტყდება თქვენი ოჯახური მდგომარეობა
-სამაგიეროდ მე მიტყდება!-აღელდა მია
-მია მორჩი სისულელეების ლაპარაკს!
-შენთქვის სათქმელად მარტივია!
-შენი სახლიდან მინდა რომ წამოგიყვან თეთრი კაბით
-გთხოვ
-არა-მეთქი!
-ასე რატომ იქცევი?
-იმიტომ რომ დასამალი არაფერი გაქვს
-ხომ იცო ჩვენი სახლი რა მდგომარეობაშია?
-მერე რა? მაგ სახლში არ გაიზარდე?
-ხო მაგრამ...
-ტყუილად ცდილობ ჩემს გადარწმუნებას ხომ იცი!

საშინლად ღელავდა მია ქორწილის დღეს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემდა გასაკვირად საღამოს, სიძის მეგობრის სტატუსით თავის ბიჭებთან ერთად ლევანიც მოვიდა ქორწილში.
-პატარა პრინცესა გაიცანი ჩემი ბიჭები ლუკა და იოანე-ღიმილით უთხრა ნიცას როცა ჩვენს მაგიდას მოუახლოვდნენ, ნიცამ დაიმორცხვა და მე მომეხუტა- ბიჭებო გაიცანით ნინი, ამ პატარა პრინცესას ულამაზესი დედიკო
-სასიამოვნოა-ღიმილით მითხრა იოანემ და თამამად გამომიწოდა ხელი ჩამოსართმევად
-ჩემთვისაც-აღმომხდა ხმა აკანკალებულს და გულთბილა გავუღიმე. ისე საოცრად გავდა ლევანს რომ გავოგნდი. ლუკა ყუარდღებას საერთოდ არ გვაქცევდა ამიტომ მე თვითონ გავეცანი. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მოვეწონე.
-მე ვიცი შენი საყვარელი ფეხბურთელი რომელია-ვუთხარი ღიმილით როცა საჭმელად დავსხედით მაგიდასთან
-მართლა?-გულწრფელად გაუკვირდა
-ხვიჩა კვარაცხელია!
-კვარა ყველაზე მაგარია!-თვალები გაუბრწყინდა.
თავიდან ნიცა ძალიან მორცხვობდა, მაგრამ მალევე გამონახა საერთო ენა ლუკასთან და ერთად დაიწყეს სირბილი მაგიდებს შორის.
-მამიკო ხომ არ გეწყინება ცოტა ხნით მაგიდასთან მარტო რომ დაგტოვოთ?-ინტერესით ჰკითხა ლევანმა იოანეს როცა საცეკვაო მუსიკა ჩაირთო
-არა რა თქმა უნდა-გაუღიმა იოანემ და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
ავღელდი როცა ლევანმა საცეკვაოდ გამიწვია
-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე როცა ფეხზე წამოვდექი
-აბსოლუტირად
-ლევან, ძალიან ვმერვიულობ
-ნუ ღელავ, ჯერ არაფერი მითქვამს ბიჭებისთვის. მხოლოდ ის იციან რომ ჩემს ცხოვრებაში არის ქალი რომელიც მე ძალიან მიყვარს
-ლიკა?
-მან უკვე ყველაფერი იცის
-როგორ შეხვდა ამ ამბავს
-მტკივნეულად
-ლევან
-ყველაფერს მოვაგვარებ-დარწმუნებით მითხრა და მოცეკვავე წყვილებს შორის ხელჩაკიდებული მიმიყვანა.
.....
ისე უმტკივნეულოდ შემოვიდა ლევანი ნიცას ცხოვრებაში და ჩვენც ისე მარტივად შეგვიყვანა მისი ბიჭების ცხოვრებაში, რომ ჩვენ თვითონვე უკვირდა. ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლიკამ, რომელმაც დადებითად განაწყო ბიჭები ჩემი და ნიცას მისამართით. სანამ მე და ლევანი უერთიერთობების დალაგებას ვცდილობდით ბავშვებთან გეგამ ცოლი მოიყვანა.

აი ასე მარტივად ადგა და ცოლი მოიყვანა. გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა და თავისო ქერა ლამაზმანი საქორწილო მოგზაურობაშიც წაიყვანა თურქეთში.
მიასთან საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი. რა თქმა უნდა არც ფინანსურად გვეხმარებოდა. ათასში ერთხელ სოფო ჩამოდიოდა ხოლმე მის სანახავად და ფულს ჩუქნიდა ხოლმე. პრმოცდაათ მაქსიმუმ 100 ლარს. ამას ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებდა, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებდი სახეში რომ არ შემეყარა მისთვის ის დაკუნჭული 5 ლარიანები რომლებსაც ცინიკური მზერით დაგვიყრიდა ხოლმე მაგოდაზე.
ერთადერთი ადამიანი ვაჩე იყო ვინც ადამიანურო ურთიერთიბა შეინარჩუნა ჩვენთან.
საბედნიეროდ მიამ ჩემი რჩევა გაითვალისწინა და ქორწინებიდან 9 თვის შემდეგ ქმარი და დედამთილი ბავშვის გაჩენის ნაცვლად სტიპენდიის აღებით გაახარა.
სამაგიეროდ ქორწინებიდან ზუსტად 9 თვეში გეგას ბიჭი შეეძინა.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მისმა ცოლმა სამშობიაროდან დამირეკა და ნიცას მიყვანა მთხოვა.
-ნინი ვიცი ცოტა უცნაურია ეს სიტუაცია... მაგრამ არ მინდა ისე გაიზარდონ ცოტნე და ნიცა როგორც მტრები... მე მყავს ძმები... მაგრამ მათ ვძულვარ რადგან ფიქრობენ რომ მამაჩემა ისინი დედაჩემის გამო მიატოვა...
-გეგას ჩვენ არ მივუტოვებივართ- ავღელდი
-ვიცი, ვიცი... უბრალოდ... არ მინდა ცოტნე და ნიცა ისე გაიზარდონ როგორც ორი უცხო ადამიანი...
-გეგა ნიცას ცხოვრებაში აღარ არსებობს, მაგრამ თუ შენ გინდა რომ ცოტნემ და ნიცამ იურთიერთინ მე წინაადეგი არ ვიქნები! პირიქით...
-მადლობა-ხელზე ხელი ნაზად მომიჭირა და ატირებული პატარა გულზე მიიკრო.

ძალიან მალევე ვაჩესგან გავიგე რომ გეგამ ისევ სმა დაიწყო, ამიტომ მართამ მიატოვა. სხვას არც არაფერს ველოდი მისნაირი უპასუხისმგებლო არაკაცისგან. საბედნიეროდ მართას ოჯახი მხარში ამოუდგა და როგორც კი გეგას რეალური სახე დაინახეს მაშინვე დაანგრეინეს ოჯახი.

ამ უცანური დღიდან ძალიან მალევე ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე რესტორანში ცეკვის დროს სრულიად მოულოდნელად ხელი მთხოვა. ისე დავიბენი რომ კარგა ხანს ხმის ამოღება ვერ შევძელი.
-ნინი-ხმა დაბალი ტონით მითხრა და ფეხზე წამოდგა აღელვებული
-ლევან-აღმომხდა ხმა აკანკალებულს და ატირებული გულზე მივეკარი
-მიყვარხარ-ჩურჩულით მითხრა და ბეჭედი თითზე გამიკეთა.



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ყველას ძალინ დიდი მადლობა იმისთვის რომ კითხულობდით და მიზიარებდით თქვენს გულწრფელ ემოციებს ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მიყვარხართ მე თქვენ❤️❤️❤️❤️

ეს ისტორია, ისევე როგორც ჩემი ყველა სხვა ისტორია უსასრულოდ გამეწელა, ამიტომ ყველას ძალიან დიდ ბ ო დ ი შ ს გიხდით მომხდარის გამო. მქონდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი და ასევე ემოციური ჩავარდნა... უბრალოდ...არ შემეძლო საიტზე შემოსვლა და წერა...

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

გილოცავთ მარიამობას. ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ. იმედია რომ ახალ ისტორიას დადებთ და მალე დაგვიბრუნდებით. წარმატებებს გისურვებთ

 


№3 სტუმარი ეკა

გილოცავ მარიამობას ცოტა გაიწელა მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე ბედნიერებას ყველა ქალი იმსახურებს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ნეაკო სრულად დადებას ხომ არ აპირებთ ორივე ნაწილის მინდა წავიკითხო????♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი მადლობა, ემოციური და კარგი ისტორია იყო. ველოდები ახალ ისტორიას. წარმატებას გისურვებ!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent