შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ისინი დავინახე


28-08-2024, 05:23
ავტორი ImOto
ნანახია 314

დღე უაზროდ გადიოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გადავწყვიტე ღამით მეგობრები შემეკრიბა და მიტოვებულ სახლში ჩემივე გამოგონილი ისტორიებით ისინი შემეშინებინა, ალბათ ძალიან კარგად ჟღერს... კარგადაც გავერთობი.

დაღამდა, ჩემი ორი მეგობარი დავითანხმე, ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და უნდოდათ მიტოვებული სახლი შიგნიდან დაეთვალიერებინათ.

სახლში შევედით, ძალიან ციოდა, ვერაფერს ვხედავდით, ისეთი სიბნელე იყო მხოლოდ მობილურის სინათლის საშუალებით ვიკვლევდით გზას, უეცრად გამახსენდა რომ ამათი შეშინება მინდოდა, ოთახში შევედით ალაგ-ალაგ ძველი ტანსაცმელი, გატეხილი სურათები, დამწვარი სათამაშოები ეყარა... იატაკზე ჩამოვჯექით და ისტორიის მოყოლა დავიწყე.

მეგობრებო აქ იცით რომ ძველ პერიოდში ამ სახლში მთელი ოჯახი წამებით მოკლეს გვამები სახლის სარდაფში დამარხეს და მათი განწირული ხმები დღემდე სახლში ისმის სულები ყოველთვის რაღაც ქმედებებს ჩადიან რომ აგრძნობინონ ადამიანებს მარტო აქ არ არიან...

ერთი მეგობარი სახეზე გათეთრდა,
- არ ვიცოდი მსგავსი ისტორია თუ ამ სახლს ქონდა, თავიდანვე უნდა გაგეფრთხილებინე, მეორედ აღარსად წამოგყვები !

მეორე მეგობარმა სიმწრისგან ჩაიცინა
- კარგი რა, მსგავსი სისულელეების როგორ გჯერათ? შენც გეტყობა სახეზე რომ გამოგონილ ისტორიას გვიყვები, არ ჯობია რაიმე უფრო რეალური გეთქვა? მაგრად გამაცინე !
****
როგორც კი საუბარი დაასრულა, მობილური მწყობრიდან გამოვიდა, უფრო აცივდა, პირველ სართულზე რაღაც ნივთები შეირყა რამოდენიმე წამში კი ყვირილი გავიგონეთ, ის ხმები, რომელი ხმებიც წამებისგანაა წარმოთქმული, შემზარავი იყო, სამივეს ენა ჩაგვივარდა... სიბნელეში ვიჯექით, ჩურჩულის ხმები ისმოდა, ყურებზე ხელს ვიფარებდით და თვალებს ვხუჭავდით.
საბოლოოდ სიმამაცე გამოვიჩინე და მეგობრებს გაქცევისკენ მოვუწოდე, კარები გავაღე. გარეთ ძალიან ძლიერი ქარი იყო, კიბეებთან ჩავირბინეთ და მთელი ძალით გავიქეცით, მომენტალურად უკან გავიხედე, ისინი დავინახე ! მთელი ოჯახი! რომლებიც წამებისგან იყვნენ მოკლულები, ისინი დასახიჩრებულები იყვნენ, ჭრილობებიდან სისხლი სდიოდათ, ისინი იღიმოდნენ,
ერთად იდგნენ ! თითქოს ოჯახურ ფოტოს იღებდნენ. როდესაც სახლის ღობეს გამოვცდი... ყურში უეცრად ჩამესმა "ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით"
******
ამის შემდეგ ძალიან შეშინებული ვიყავი, რეალურად რაც ჩანაფიქრი მქონდა მიტოვებულ სახლზე ისტოორიის მხრივ, აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი რეალურად მომხდა.
მის მერე დავიფიცე რომ მსგავს ქმედებას აღარ ჩავიდენდი, არც ჩემს მეგობრებს გავრევდი, ერთ მეგობარს ფსიქიკური აშლილობა დაემართა, ხოლო მეორეს სუიციდის ყოველდღიური მიდრეკილება აქვს, ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent