შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთის ღალატი (ნაწილი 2)


30-08-2024, 18:37
ავტორი Tinate
ნანახია 667

თებეა ცდილობდა თინათე გელანთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ, გოგოს კვალი არსად იყო...
-მერაბ შენი დახმარება მჭირდება!
-ქალბატონო თებეა...
-გთხოვ მერაბ, შენ ხომ დამპირდი ყოველთვის...
-თქვენს სამსახურში ქალბატონო თებეა...დაგეხმარებით!
- მინდა, რომ თინათე გელანის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მომაწოდო.
-კარგი, ყველაფერს გაგაგებინებთ.
-მადლობა!
სივრცეს გაუსწორა თვალი და თავი სრულ სიცარიელეში ამოჰყო, სამყარო 60-ჯერ გაჩერდა მისთვის, მაგრამ არავის მიჰყავდა, რადგან ის ჯერ კიდევ სჭირდებათ აქ, სადაც დაჩის მკვლელი თავისუფლად დადის, აქ სადაც თავად სუნთქვა უჭირს და ვერაფერს ეჭიდება, რომ გადარჩეს.
-დაგელოდები დაშნიანო, იქ დაგიცდი, სადაც არავინ არავის ელოდება, სადაც ჩვენი სიყვარულიც კი საკმარისი იქნება გზა გავიკვლიოთ, მჭირდები დაშნიანო, შენი აჩრდილი ჩემი სხეულით დამაქვს და მიჭირს მასთან გამკლავება...დამიბრუნდი სვანო!-საკუთარ თავთან ლაპარაკში იყო გართული, როცა მერაბისგან შეტყობინება მოუვიდა და ისიც დენდარტყმულივით მივარდა ტელეფონს.
თინათე გელანი, ზურაბ გელანის ქალიშვილი, დედა 5წლის ასაკში გარდაეცვალა მხოლოდ მამა ჰყავს, სვანეთში დაბადებულ-გაზრდილი, სვანეთის სასურველი სარძლოა, მაგრამ ის დანიშნულია...-თებეას ინტერესი კლავდა, ვინ იყო თინათეს საქმრო.
-მერაბ საქმრო ვინ არის?
-სჯობს სვანეთში დაბრუნდეთ, სიმართლე იქ გელოდებათ!
-ეს რას ნიშნავს, მითხარი საქმრო ვინ არის.-უკვე წყობიდან გამოდიოდა გაბაშვილი.
-ვწუხვარ!
თებეას მხოლოდ ლილი ფილფანი სჭირდებოდა, პასუხების სკივრი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით ჰყავდა, მაგრამ წამითაც არ უფიქრია მასთან საუბარი... გაუსაძლისმა ტკივილმა შეიპყრო, ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა ათასი საფიქრალი და სადარდებელი ჰქონდა, ბოლოს ასეთ კრუნჩხვებში მშობლების გარდაცვალებისას ჩავარდა.
-თებეა, რა გჭირს, შემომხედე თებე, აქ ვარ მე მიყურე.-გეგას ათასჯერ გაუჩერდა გული სანამ თებეას ხმა არ გაიგო.
-გე...გა
-აქ ვარ, შენთან ვარ, თვალები არ დახუჭო გთხოვ თებე.
-ჩვენ...სვანეთში...
-გპირდები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა ოღონდ ახლა თვალები არ დახუჭო თებეა, არ გაბედო ჩემი მიტოვება...
-კარგად ვარ...ცოტა თავბრუ მეხვევა...
-საავადმყოფოში წავიდეთ!
-არა გთხოვ, ოღონდ იქ არა...
-კარგი მაშინ, დამამშვიდებელი დალიე.
-კარგად ვარ, უბრალოდ სპაზმა მქონდა.
-ძალიან შემეშინდა!
-მაპატიე!... გეგა, სვანეთში წამომყვები?
-რატომ მიდიხარ?
-მე...
-რა შენ?
-ბებიაჩემს უნდა დაველაპარაკო...
-თებეა საქმეს ჩამოგაშორე, მეგონა ჩემს თხოვნას გაითვალისწინებდი, მაგრამ ვხედავ კერძო გამოძიება დაიწყე არა?
-არ შემიძლია ამ საქმისგან შორს ყოფნა, მინდა გაიგო, არ შემიძლია გთხოვ მომეცი საშუალება, რომ...
-კარგი! წავიდეთ და დაველაპარაკოთ ბებიაშენს.
-მადლობა, რომ დამთანხმდი.
რთული იყო ანდრონიკაშვილისთვის თებეასთან გამკლავება, თითქოს ისეთი ძლიერი იყო, მაგრამ მასთან ყველანაირ კონტროლს კარგავდა, მისთვის ეს ყველაფერი იმდენად არარეალური იყო, ხანდახან საკუთარ თავზეც კი ეცინებოდა აკრძალული ხილისკენ რომ მიისწრაფოდა...
-დაიძინე და რომ ჩავალთ გაგაღვიძებ.
-არ მინდა...ამ გზას ყოველთვის სიხარულით გავდიოდი, ლილისთან ჩასვლამდე ყოველთვის წუთებს ვითვლიდი, მერე... მერე დაჩისთან ერთად ათასჯერ შემოვივლიდი, უკვე ხილულს, სვანეთში გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერება იყო, მაგრამ ახლა... ახლა რა ხდება ჩემს თავს გეგა?
-რთულია იმასთან გამკლავება, რაც აღარ არსებობს...
-ფიქრობ, რადგან დაჩი აღარ არის ამით ყველაფერი დასრულდა?
-ვფიქრობ, რომ შენ მის გარეშე დასრულდი!
-ცდები! მე მისი სულის სიმშვიდისთვის ვიბრძვი, ის ყოველთვის იქნება, ჩვენი მოგონებებით, მას ვერ წავშლი, მაგრამ როგორც ხედავ, ცხოვრება გრძელდება გვინდა ეს ჩვენ თუ არა...
-რას აპირებ?
-არ ვიცი, ალბათ იმას რასაც აქამდე ვაკეთებდი, ვიმუშავებ ორმაგად, ფიქრის დრო, რომ არ მქონდეს, არ მინდა უარესად ჩავუღრმავდე ჩემს ცხოვრებას.
-თუ არ იფიქრებ ამით რა შეიცვლება თებეა?-სახელმა თებეამ ისე გაიჟღერა, წამით გაბაშვილს სუნთქვა შეეკრა, თითქოს დაჩი ეძახდა და მასთან ყოფნას სთხოვდა.
-მე...უბრალოდ დავიღალე, ვეღარ ვუმკლავდები ხომ ხედავ.
-მხოლოდ შენ გხედავ, სასოწარკვეთილ ქალს, რომელსაც ტვინი აქვს გამოტენილი შურისძიების წყურვილით.
-არც კი იცი, რას ამბობ!
-ვიცი, უბრალოდ შენ ვერ ხედავ საკუთარ თავს, ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ სარკეში ჩაგიხედავს? ნუთუ ვერ შეამჩნიე როგორ ცარიელდები? სად არის თებეა გაბაშვილი, გამომძიებელი, რომელიც სამართლიანობისთვის ტყვიასაც კი არ უშინდება? შენ ის თებეა დამარხე და გააცამტვერე, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე მიწას მიბარებული სიყვარული იგლოვო, კარგი! იტირე, იყვირე, იტანჯე, მაგრამ როდემდე თებეა, როდემდე აპირებ საკუთარი თავის გაუბედურებას?
-გააჩერე მანქანა!
-ამ შუაღამით იმედია ლახირში ფეხით ჩასვლას არ აპირებ?!
-გააჩერე მანქანა სასწრაფოდ!
-დამშვიდდი!
-თავი ვინ გგონია? ვინ ხარ მორალს რომ მიკითხავ თუ როგორ ვიცხოვრო? არ გესმის, საერთოდ ვერ ხვდები რას ვგრძნობ, ოდესმე გყვარებია? იცი რას ნიშნავს, როცა ყველაფერი ძვირფასი ხელიდან გეცლება ისე რომ დახმარებასაც ვერ ახერხებ? მშობლები დავკარგე, ვერ ვუშველე და წავიდნენ, სიყვარული დავკარგე, ვერც მას ვუშველე, ხალხის ნდობა დავკარგე, მეშინია, რადგან რასაც ვეხები ყველაფერს ვკარგავ, მიდიან გესმის? მინდა მკვლელი ვიპოვო, რომ დავმშვიდდე, მინდა დავმშვიდდე, მაგრამ არ გამომდის, გეგა დამეხმარე გთხოვ, გამათავისუფლე...
-ჩშშ, თებეა შენ შეძლებ, დამიჯერე ყველაფერი გამოგივა, შენ გვერდით ვიქნები ნებისმიერ სიტუაციაში და არ მოგცემ დაცემის საშუალებას...შემომხედე! მითხარი, რომ ჩემი გჯერა, მე არასროს მიგატოვებ!
-არ დამტოვო გეგა!
-არასოდეს თებეა!
ემოციებით დატვირთულს ლახირამდე ჩამეძინა, მხოლოდ მკვეთრი დამუხრუჭების შემდეგ შევძელი გამოღვიძება...
-მაპატიე, რომ გაგაღვიძე, უკვე ჩამოვედით!
-არაფერია...სანამ ლილისთან მივალთ, მინდა თინათე გელანი ვნახო!
-ამ დროს?
-დარწმუნებული ვარ არ სძინავს!
-იცი სად ცხოვრობს?
-კი, მასზე ინფორმაცია შევაგროვე.
-თებეა!
-მაპატიე, სხვა გზა არ დამიტოვე, თინათესთან დამტოვე შენ კი ლილისთან წადი...
-დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?
-სავსებით!
გელანთან შეხვედრას თვეებია ცდილობს, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო მის კვალზე გასვლა, ახლა კი შესაძლებლობა ჰქონდა გოგონას პირისპირ გასაუბრებოდა და თავიდან ბოლომდე შეესწავლა ის. კართან მისულს გული გამალებით უძგერდა, იცოდა მარტივი საუბარი არ ელოდა თინათესთან, ამიტომ ემოციებთან გამკლავებას ეცადა, კარზე დააკაკუნა და დაელოდა გოგონას ხილვას.
-ვინ არის?-კარს მიღმა გოგონას ნაზი ხმა გაისმა.
-თებეა გაბაშვილი!-ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე თინათეს მუხლები მოეკვეთა, მიხვდა, რომ ვეღარ გაიქცეოდა, თებეას ძალას ვერ გაუმკლავდებოდა...
-ვიცი არ მელოდებოდი, მაგრამ ჩვენ ბევრი სასაუბრო გვაქვს თინათე...-რამდენადაც შეეძლო დამაჯერებელი ტონით უთხრა და სახლში შევიდა.
-მე სათქმელი არაფერი მაქვს!
-ცდები! სათქმელი იმაზე მეტი გაქვს ვიდრე გგონია.
თინათეს აშინებდა გაბაშვილის ეს ირონიით გაჟღენთილი მიმიკები, მის შეუპოვარ ხასიათზე ბევრი სმენია, ახლა კი მასთან შეჯახება პირისპირ უწევდა...
-რადგან საუბრის დაწყება არ გსურს, მე გკითხავ და შენ მიპასუხე! ვინ ხარ გელანო?
-მე...
-ალბათ კითხვა არასწორად დავსვი, ვინ ხარ დაჩი დაშნიანის?
-მე...
-სხვა არაფერი იცი, მხოლოდ მე, მე...მიპასუხე რას მალავ?
-ჩვენ...მე და...დაჩი ერთად გავიზარდეთ!
-სულ ესაა? ალბათ იცი, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ მე გამომძიებელი ვარ, კარგად ვიცი ადამიანი როდის იტყუება და როდის სიმართლეს ამბობს, შენ კი ახლა მატყუებ!
-რისი მოსმენა გინდა ჩემგან?
-სიმართლის!
-ჩვენ დანიშნულები ვიყავით!-გაბაშვილმა სუნთქვა შეწყვიტა, ნათქვამის გადახარშვას ეცადა, მაგრამ ამაოდ, რეალობა იყო ის, რაც მის ირგვლივ ხდებოდა...იაზრებდა თინათეს სიტყვებს და მით მეტად ეფლობოდა ქაოსში...
-რა... რა თქვი?
-ცუდად ხარ თებეა, წყალს მოგიტან...
-არა, გააგრძელე...
-მაპატიე გთხოვ, არ უნდა მეთქვა, მაგრამ მაინც გაიგებდი, დიმიტრი მაინც გეტყოდა...
-დიმიტრი? ყველამ ყველაფერი იცის არა? და მე...მჯეროდა ამ ფარსის.
-უყვარდი! ყველაფერზე მეტად უყვარდი!
-ნუ მაცინებ თინათე, კაცი, რომელიც ჩემზე დაინიშნა, თურმე სხვა საცოლეც ჰყოლია...სიზმარში ვარ.
-თებეა მისმინე-თინათემ მთელი ძალა მოიკრიბა, რომ გაბაშვილისთვის სიმართლე აეხსნა.-მე და დაჩი, აკვანში დაგვნიშნეს, ჩვენს დაბადების დღეს, ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვიყავით, ვგრძნობდი მისთვის ეს მხოლოდ მეგობრობა იყო, მე კი...
-შეგიყვარდა!
-ჰო შემიყვარდა, 17წლის რომ გავხდით, მშობლებმა ბეჭდის ტარება მოგვთხოვეს, დაჩი ძალიან გაღიზიანდა, მამამისთან კამათი მოუვიდა, პირველად მაშინ გამოვუტყდი, რომ მიყვარდა, მისი დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ის მაინც მთელი არსებით მიყვარდა, რა სულელი ვარ არა? მთელი ცხოვრება მივუძღვენი კაცს, რომელიც ხანდახან ზედაც არ მიყურებდა...საბოლოოდ მშობლებს გამოვუცხადეთ, რომ ბეჭდებს არ ვატარებდით და ერთმანეთთან კავშირს გავწყვეტდით, მერე დაჩი წავიდა, იცი მაშინ რა დამემართა, რომ გავიგე წავიდა? იმ წამიდან ცხოვრება დავასრულე, საკუთარი თავი ბოლომდე გავანადგურე მისი ნახვის სურვილით, 9 წელი ველოდე... არაფრის მომცემი 9 წელი ველოდე და როცა დაბრუნდა, ჩემი ნახვა არც კი მოისურვა, ქუჩაში სრულიად შემთხვევით შევხვდით, მე ლამის ერთი სიცოცხლე გავათავე, მას კი წარბიც არ შეუხრია, უგრძნობლად მიყურებდა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მომესალმა... მაშინ რა ვიგრძენი? ის, რასაც ახლა შენ გრძნობ, იმედგაცრუება...შემდეგ შენზე გავიგე, თქვენს სიყვარულზე და მე მიხაროდა, ჰო მიხაროდა, რადგან ის, რაც მე ვერ შევძელი, შენ გამოგივიდა, დაჩი გააბედნიერე...მე კი ამის საშუალება არ მომეცა, ერთხელ მაინც ჩემთვის ისე, რომ შემოეხედა, როგორც შენ გიყურებდა, ყველაფერ წმინდას ვფიცავ არ დავთმობდი, მაგრამ არასდროს...მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია.
-მაპატიე...-ხმა ჩაუწყდა გაბაშვილს.
-უბრალოდ მის სულს სიმშვიდე მოუპოვე.
-მომიყევი რაიმე, მტრები ჰყავდა? ვინმემ აითვალწუნა? რამე ისეთია რასაც მნიშვნელობას ანიჭებ?
-მსგავსი არაფერი, პირიქით დაჩი ყველას უყვარდა, არც მტრები ჰყოლია.
-და თქვენს დაშორებას მშობლები როგორ შეხვდნენ?
-ადეკვატურად!-გელანი საკუთარმა ტყუილმა საშინლად შეაცბუნა.-თებეა სჯობს წახვიდე, დანარჩენს ქალბატონი ლილი მოგიყვება.
-კარგი, წავალ, მაგრამ იცოდე ისევ მოგვიწევს შეხვედრა და ამჯერად ვეღარ დაიმალები თინათე.
-მერწმუნე არ ვაპირებ!
ფიქრით დახუნძლული საღამო იყო გაბაშვილისთვის, ერთდროულად მონატრების ტკივილი და სიმართლესთან მოულოდნელი შეჯახება სტკიოდა. ასეთია ადამიანის ბუნება, ის ფიქრობს ძალიან ბევრს, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ცვლის...
ოდესმე იმედი გაგცრუებიათ? ეს ყველა ტკივილზე უფრო მწარეა, რადგან ხვდები ყველაფერი რასაც აქამდე რეალობად აღიქვამდი, სრულიად უცხო იყო და არ გეკუთვნოდა...
სახლში შესვლამდე, ლილის ხეხილის ბაღი გაიარა, თავში უამრავი მოგონება ამოუტივტივდა, ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა ამ ბაღში და მაშინაც ისევე ბევრს ფიქრობდა, როგორც ახლა, თითქოს თავიდანვე განსაზღვრა თავისი პიროვნება დამოუკიდებლად. აგიჟებდა ეს სურნელი, რომელიც ყველაფერი იყო, სამოთხე იქმნებოდა, თითქოს ევამ სწორედ ამ ბაღიდან გასინჯა ვაშლი და ახლა ჩვენ ვისჯებით ამ ცოდვისთვის.
სახლის კარი გაიღო და იქედან გეგა გამოვიდა, რომელმაც მზერა თებეას თაფლისფერ თვალებს გაუშტერა და ხვდებოდა, დრო და დრო უფრო ღრმად იძირებოდა მასში.
-რამე მოხდა?-აღელდა თებეა.
-ლილი გელოდება!
გაბაშვილმა ხმისამოუღებლად გაარღვია მათ შორის მანძილი და სახლის კარი ძლიერად მოაჯახუნა.
-ლილი ყურადღებით გისმენ!
-თებე ბებო, რთულია ამის მოსმენა, მაგრამ მინდა გაიგო!
-ლილი გთხოვ...
-თავიდანვე ვიცოდი, რომ დაჩი აკვანში იყო დანიშნული, მინდოდა მეთქვა, მაგრამ შენ ძალიან ბედნიერი იყავი, დაჩისთან ყოველთვის კონფლიქტი მქონდა, მინდოდა სიმართლე თავად ეთქვა, უბრალოდ ეშინოდა, შენი დაკარგვის ეშინოდა თებე...
-გთხოვ არ გინდა ეს გაცვეთილი ფრაზები!
-დამიჯერე, შენ კიდევ ვერ ხვდები, შეუძლებელია ტრადიციებს ხაზი გადაუსვა, როცა სვანი ხარ, მესმის რთულია შეგუება, მაგრამ ვალდებულები ვართ...დიმიტრის არ მოსწონდი, რადგან ვერ აიტანა მისი შვილის გვერდით სხვა ქალი, ვერ აიტანა მისმა შვილმა ფიცი, რომ გატეხა, მეშინოდა, მეგონა უფროსი დაშნიანი რამეს დაგიშავებდა, მაგრამ საბოლოოდ დაჩი შეიწირა...
-რა? რას ნიშნავს შეიწირა? ფიქრობ...
-ჰო თებეა ვფიქრობ, რომ ეს დიმიტრი დაშნიანმა ჩაიდინა, მაგრამ ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს.
-ეს...სიგიჟეა ლილი, სრული სიგიჟე.
-ვიცი და მინდა შეაჩერო!
გაუჭირდა ლილის სიტყვების დაჯერება, ვერ წარმოიდგინა, რომ მამას შვილის სიკვდილი შეეძლო, ნუთუ ეს შესაძლებელია?! ჰაერს ეძებდა, ვერ სუნთქავდა და ზუსტად იცოდა, მისი ერთგული გარეთ იცდიდა, მას უცდიდა და ეს გულის ღრმა და პატარა ნაწილში დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
-იცოდი?
-ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
-მე...ძალიან მიჭირს გააზრება.
-ფიქრობ, ბატონი დიმიტრი ამას შეძლებდა?
-არა!
-აბა ლილი?
-ლილი მატყუებს, უნდა რომ კვალი დავკარგო, არვიცი რა ხდება, მაგრამ დარწმუნებულივარ ლილი კიდევ რაღაცას მალავს.
-რას აპირებ?
-მოგვიანებით ისევ დაველაპარაკები.
ხის მოაჯირზე შემომსხდარნი, დიდხანს უყურებდნენ დათოვლილ მთებს და გულში ორივეს სითბო ეღვრებოდა, იმ დროს არ იცოდნენ ბედი რას უმზადებდათ, მაგრამ ეს არც აინტერესებდათ, რადგან იცოდნენ დრო არასდროს დააგვიანებს მოსალოდნელ შედეგებს...
-ყველაფერი იცვლება ჩვენ ირგვლივ, მაგრამ თუ არ დავაკვირდებით ამ ცვლილებებს ვერც კი შევამჩნევთ.
-თუ თინათემ და დაჩიმ ქორწინების შეთანხმება დაარღვიეს...
-მაშინ ეს ფიცის გატეხვას ნიშნავს!
-შეიძლება ამის გამო საკუთარი შვილი გაწირო?
-სვანური წესი თუ მოითხოვს, მაშინ ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
-უკვე მეშინია...
-სიკვდილის?
-არა...სიმართლის.
-თებეა, ადრე თუ გვიან ამის გადატანა მოგიწევს, შენ დაწყებულ თამაშში, გამარჯვებაც შენვე უნდა მოიპოვო.
-პირველ დღეს, როცა უკმეხად მოგექეცი, რატომ არ წახვედი?
-გჭირდებოდი, იმაზე მეტად ვიდრე წარმოგედგინა.
-მიხარია, რომ არ დამტოვე.-მათი ტუჩები, რბილი ბამბასავით შეერწყა ერთმანეთს, სხეულში დენმა იწყო სვლა, გაბაშვილს ასეთი, რამ დაჩისთანაც არ განუცდია, ასეთი ვნებით აღვსილი მასთანაც არ ყოფილა...ანდრონიკაშვილი? მას ფრთები შეესხა, საყვარელ ქალთან შეხების წყურვილით დამხრჩვალს, გამოფხიზლებაც არ დასცალდა ისე სწრაფად მოსწყდა თებეას ტუჩები თავისას.
-პატიებას არ გთხოვ, რადგან ვიგრძენი...შენც იგრძენი არა?
-მე...უბრალოდ დავივიწყოთ.- ადამიანი ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ზოგჯერ არასწორ ადამიანებსაც ირჩევს, მაგრამ ამის გამოსწორების შანსი აქვს, თუ მოისურვებს, თებეა კი ამ შანსს ხელიდან უშვებდა...
-სახლში შედი თებეა, ლილი გელოდება.-იმედგაცრუებამ შეიპყრო ანდრონიკაშვილი.


ცხოვრების გასაგრძელებლად იმედგაცრუებულ ადამიანს ძალა სჭირდება, ზოგისთვის ეს ძალა- სიმშვიდეა, ზოგისთვის კი, უბრალოდ სიკვდილი...საკუთარ არჩევანს მთელი ცხოვრების განსაზღვრა შეუძლია.
საღამოს გაბაშვილმა ცხენით გაისეირნა, ძველი დაჩისეული დღეები გაიხსენა, მართალია აკლდა, მაგრამ არც იმდენად, რომ მის გამო ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, მისთვის მიცემულ პირობას შეასრულებდა და შემდეგ დაჩის გვერდს სამუდამოდ დახურავდა. გულის სიღრმეში ვერ აპატია, თებეასთვის დიდი ტრამვა იყო დამალული სიმართლე, როცა საყვარელი ადამიანები თავ-გზას გირევენ და გბოჭავენ ტყუილებით, რთულია რამე ჭეშმარიტის დანახვა, სწორედ აიტომ ვერ შეამჩნია გაბაშვილმა დაშნიანის ტყუილი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა.
სვანეთში ტკივილიც კი ლამაზია, თითქოს მთები ყველა ჩვენს ტკივილს იქსოვენ და ღრმად მარხავენ, რათა აღარასდროს განმეორდეს...შეუძლებელია ამ სანახაობას გაექცე, მთები და კოშკები, რომელთაც თავიანთი ისტორიები გააჩნიათ გვერდს ვერ აუვლი, ყოველ სეზონზე დამსვენებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ სვანეთისგან მიღებული სიამოვნებით, მერე ისინი მიდიან და თავიანთ ქვეყანაში ჰყვებიან ამ გასაოცარი ადგილის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ცხენებით პატარა ბიჭები და გოგონები, როგორ მიაჭენებენ შეკაზმულ ცხენებს, როგორ უვლიან მათ მოყვანილ მიწას და რამდენი შეუძლია ერთ ადამიანს გააკეთოს ოჯახისთვის...
თებეა იჯდა სიყვარულის კოშკთან და ფიქრობდა, რომ ლეგენდა განმეორდა, მაგრამ ამჯერად ის ვერ იქნებოდა მირანგული...
-არვიცი, სწორია თუ არა შენი ნახვა, მაგრამ გულმა არ მომითმინა...-აღელვებული ჩანდა ქალი.
-ქალბატონო თამარ, აქ რას აკეთებთ?
-თებეა, შენი ნახვა მინდოდა, ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი...ჩემი დაჩის გამო ჩამოხვედი...
-აქ საქმის გამო ვარ და დიახ ეს საქმე თქვენი შვილია, რადგან პირობა დავდე, რომ მკვლელს ვიპოვიდი.
-ჩემი შვილი...იცი, დაჩი...
-რამის თქმა გინდათ ჩემთვის?
-ვიცი ნაწყენი ხარ, რადგან დაჩიმ სიმართლე დაგიმალა, მაგრამ მას ყველაზე მეტად უყვარდი.
-გთხოვთ ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ყველამ იცოდით სიმართლე და აზრადაც არავის მოგსვლიათ, რომ ჩემთვის გეთქვათ, თქვენი მეუღლის გარდა, რომლის მცდელობაც კრახით დასრულდა სამწუხაროდ.
-ოჰ, დიმიტრი, ის ყოველთვის მხარს უჭერდა სამართალს, მაგრამ დაჩი უყვარდა, დარღვეული ტრადიციისა და მამის შეურაცხყოფის მიუხედავად ის მაინც ძალიან უყვარდა, დაჩის ზიანს არასდროს მიაყენებდა.
-ახლა თქვენს ქმარს იცავთ თუ მეჩვენება?
-არა, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ დიმიტრის არაფერი დაუშავებია.
-მე არც მიკითხავს თქვენს მეუღლეზე, რატომ მოხვედით და რატომ მეუბნებით, რომ თქვენი ქმარი უდანაშაულოა?
-ვიცი ბებიაშენი გეტყოდა, რომ დიმიტრია დამნაშავე, მაგრამ ასე არ არის დამიჯერე, მე ვიცნობ ჩემს მეუღლეს.-თებეა გაოცებას ვეღარ მალავდა, საიდან უნდა სცოდნოდა ქალბატონ თამარს, თებეასა და ლილის წუხანდელი საუბრის შესახებ.
-ლილის რა პრობლემა უნდა ჰქონდეს ბატონ დიმიტრისთან?
-ჩემო თებეა, შენ ყველაფერი კიდევ არ იცი...ალბათ ბებიაშენმა არ გითხრა, თავისი და ბატონი ალექსანდრეს შესახებ.
-ალექსანდრე ვინ არის?
-ალექსანდრე დაშნიანი, დაჩის ბაბუა და დიმიტრის მამა...ალექსანდრეს და ლილი ფილფანს ერთმანეთი უყვარდათ, მათ სიყვარულზე ლეგენდებიც კი დადიოდა, სვანეთის ვარსკვლავები იყვნენ, მათზე ჭორი-ჭორზე გორდებოდა და სწორედ ერთი ასეთი ჭორის გამო მათი სასიყვარულო რომანიც მორჩა... სოფელში ხმა გავარდა, რომ ალექსანდრე დაშნიანს ცოლად ნათაი ოშხიანი მოჰყავდა, რომელიც მუცლით უფროსი დაშნიანის შვილს ატარებდა, ალექსანდრე იძულებული იყო ნათაი ცოლად შეერთო, ბებიაშენი კი გათხოვდა, უსიყვარულოდ გაჰყვა ბაბუაშენს, ასე გაჩნდა დიმიტრი დაშნიანი, ვის გამოც ლილიმ სიყვარული დათმო, ამიტომ ვერ იტანს დიმიტრის ბებიაშენი...-თებეა განცვიფრებული უსმენდა თამარს და ყურებს არ უჯერებდა, ბებიას ამ ამბის შესახებ არასდროს უსაუბრია.
-მე...ვერ ვიჯერებ, ბებიას ამ ამბავზე არასდროს არაფერი უთქვამს.
-მისთვის მეტისმეტად მძიმე თემაა...თებეა მინდა, რომ გჯეროდეს, დიმიტრი საკუთარ შვილს ზიანს არასდროს მიაყენებდა, ეს ამბავიც სწორედ იმიტომ მოგიყევი, ვიცი არასწორი ვარ ლილისგან უნდა გაგეგო, მაგრამ სხვაგვარად ჩემ ქმარს ვერ დავიცავდი.
-დაიცავდით? თქვენს მეუღლეს დაცვა არ სჭირდება ქალბატონო თამარ და საერთოდ იცის ახლა რომ ჩემთან ხართ და ამ ყველაფერს მიყვებით?
-არ იცის და ვერც გაიგებს!
-დარწმუნებული ხართ? ხომ იცით სოფელში ხმები სწრაფად ვრცელდება...
-თებეა უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.
-გესტუმრებით, მინდა ბატონი დიმიტრის პოზიციაც გავიგო.
-შენი სტუმრობა ყოველთვის გაუხარდება ჩვენს ოჯახს, შენ დაჩის უყვარდი და დაჩის მშობლებსაც უყვარხარ, მართალია დიმიტრი არც თუ ისე კარგად შეგხვდა პირველად, მაგრამ მას მოეწონე...
-დროებით ქალბატონო თამარ!-ცხენს მათრახი დაჰკრა და ადგილს მოსწყდა.
ხშირად რეალობასთან თვალის გასწორება გვიჭირს, თითქოს ხავსს ვეჭიდებით, რომელიც მოსაწყვეტად არის განწირული... რას ვერ ვპატიობთ საყვარელ ადამიანს? ტყუილს? ღალატს?-არა, ეს ჩვენ თავს ვერ ვპატიობთ თავის გასულელებას, ჩვენს სიბრმავეს, ჩვენ ვართ დამნაშავე და არა ისინი ვინც გვატყუებენ და გვღალატობენ...
გამთენიისას, დანისლული მთების ცქერით გართულს თავზე ლილი წამოადგა, მიხვდა გარდაუვალ საუბარს გვერდს ვერ აუვლიდა და უემოციოდ დაიწყო...
-ალბათ, ბევრი გაქვს სათქმელი.-ვერ უძლებდა ამ სიმძიმეს, მაგრამ მაინც თავშეკავებული იყო გაბაშვილი.
-ვიცი ახლა განრისხებული ხარ და არც გამტყუნებ, მაგრამ ეს შენ არ გეხებოდა, ეს შენ არ უნდა გცოდნოდა...
-რატომ? რა არის ამაში დასამალი? რადგან საყვარელი კაცი ხელში ვერ ჩაიგდე ეს სირცხვილია?
ფილფანის სილამ, გაბაშვილს მთელი სხეული აუწვა, სული ტკიოდა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე ლილი პირველად შეეხო ხელით შვილიშვილს.
-მაპატიე გთხოვ!
-ამასაც მოვესწარით არა ქალბატონო ლილიანა?
-გემუდარები თებე მაპატიე, საშინელი ქალი ვარ ვიცი...
-არა ლილი შენ საუკეთესო ხარ და ეს არასდროს შეიცვლება, ვერც ეს სილა შეცვლის ვერაფერს, რადგან მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ, მართალია მატყუებდი, ყველაფერი დამიმალე, მაგრამ შენ მაინც ჩემი ლილიკო ხარ და არ შემიძლია ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდები გაგიშვა...დიახ, ასეთი ეგოისტი ვარ, მაგრამ ვეღარ ვუძლებ იცი? ამდენ ტკივილს ვერ ვუძლებ...
-ალექსანდრე დაშნიანმა, რომ მიმატოვა, პირველად სიცარიელე მაშინ ვიგრძენი, ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ჩემს ცხოვრებაში, თავიდანვე უნდა მცოდნოდა რას ვეჭიდებოდი, სვანეთის სასურველ სასიძოს ასე მარტივად ვინ დამითმობდა, ვიცოდი მეტკინებოდა, შევრცხვებოდი, დამამცირებდნენ, მაგრამ სიყვარულზე უარი არ ვთქვი, რადგან ალექსანდრესთან გატარებულ წამებს ჩემს ცხოვრებაში ვერაფერი ჩაანაცვლებს...ბაბუაშენი კარგი კაცი იყო, მაგრამ 40წლიანი ქორწინების მანძილზე დაშნიანის კვალის გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან ვერ მოახერხა, ერთადერთი ნათელი წერტილი ნინო იყო, დედაშენი, შემდეგ კი შენ და ვატო...
-დიმიტრი რატომ გძულს?
-არ მძულს...პირიქით ძალიან მიყვარს, მე და ალექსანდრე სულ ჩვენს მომავალ ბიჭზე ვსაუბრობდით, მისთვის დიმიტრი უნდა დაგვერქვა, ალექსანდრეს დიდი ბაბუის სახელი, შემდეგ კი ნათაი გამოჩნდა, ქალი, რომელმაც ჩვენი სანატრელი ბიჭი გაუჩინა დაშნიანს, დიმიტრი დაშნიანი...მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ჩემი სისხლი და ხორცი არ იყო ის საკუთარი შვილივით მიყვარდა, შორიდან ვაკვირდებოდი მის ზრდას, ვხედავდი, როგორ ყალიბდებოდა კაცად და გული სიამაყით მევსებოდა, ერთხელ სრულიად შემთხვევით შევეჩეხეთ ერთმანეთს, თავქუდმოგლეჯილი მორბოდა, რადგან მეზობლის კავკასიური ნაგაზი მოსდევდა და ძალიან შეეშინდა, როცა მოულოდნელად დამეჯახა და წამაქცია, ისე ინერვიულა მიწაზე გაშოტილი, რომ დამინახა სულ გადაავიწყდა ძაღლის არსებობა, წამომაყენა, წყალი მომირბენინა და ათასჯერ მკითხა ხომ კარგად ვიყავი, ვუყურებდი და ყველა ტკივილი დამავიწყდა, უბრალოდ ვხედავდი კარგად აღზრდილ ბიჭს, რომელიც შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც ჩემი იყო, ჩემი გულის ნაწილი და ამას ვერაფერი შეცვლიდა, იმ დღის შემდეგ დავმეგობრდით, ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ისე როგორც დაჩი მაკითხავდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნათაიმ ჩვენი დაახლოების ამბავი გაიგო, დიმიტრი ჩემთან აღარ გამოჩენილა, მერე ალბათ ალექსანდრემ ჩვენზე უამბო და ბიჭმა შემიძულა...
-რას ნიშნავს შეგიძულა?
-დიმიტრისთვის კლდე ვიყავი, რომელიც მშობლებს შორის იდგა და მათ სიყვარულს ხელს უშლიდა, რადგან ალექსანდრეს მე ვუყვარდი, თვლიდა, რომ მე ვიყავი მათი ვერშემდგარი სიყვარულის მტერი...მაშინ ამაზე ბევრს ვერ ვფიქრობდი, რადგან უკვე გულს ნინო მითბობდა და სხვა ყველაფერი ჩემთვის უმნიშვნელო იყო.
- და ახლა?
-ახლა უბრალოდ ერთ სოფელში მცხოვრები ორი მოსახლე ვართ, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს...
-ამიტომ მეუბნებოდი ყოველთვის, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ცხოვრებაში, ალბათ მე და დაჩის გაცნობაც არ იყო შემთხვევითი, დაშნიანებისა და ფილფანების კავშირი არ უნდა გაწყდეს ლილი!
-ამას ჩვენ არ ვწყვეტთ.
-მაგრამ...-თებეას სიტყვა კარის გაღებამ შეაწყვეტინა, საიდანაც გეგა გამოჩნდა.
-მოდი შვილო, მე დაგტოვებთ.
-ლილი...
-სხვა დროს თებეა!-წავიდა და დატოვა შვილიშვილი თავგზააბნეული.
-ცუდ დროს მოვედი?-უხერხულად შეიშმუშნა ანდრონიკაშვილი.
-არა ყველაფერი რიგზეა, მითხარი რამე გაარკვიე?
-თინათეს ვესაუბრე, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი გავიგე.
-ფიქრობ, რომ რამეს მალავს?
-ასეა!
-მინდა დიმიტრი დაშნიანს გავესაუბრო.
-დარწმუნებული ხარ?
-გეგა მჭირდება მასთან საუბარი.
-დაისვენე, საღამოს მე მიგიყვან მასთან.
-როგორ შეგიძლია ასე მოქცევა?
-ვერ გავიგე?
-ვგრძნობ, როგორ თრთი ჩემთან მოახლოებისას, ვგრძნობ რა გემართება ჩემთან და მაინც არ მშორდები, რატომ გეგა?
-დაისვენე თებეა!
-არ წახვიდე, ჩემთან დარჩი...-მტევანში მოქაჩა და გეგაც მალევე აღმოჩნდა გაბაშვილის პირისპირ, ერთმანეთს მოახლოებულ ვნების ცეცხლს აფრქვევდნენ და არცერთი ფიქრობდა შედეგებზე.
-თებეა...
-ჩშშ, არ გინდა...-ველური გრძნობით გარემოცვულ გაბაშვილს არაფერი ადარდებდა, მხოლოდ გეგას სურვილი სწვავდა, თან იმდენად, რომ თავის შეკავებაც აღარ შეეძლო, მისი შეხების სურვილით დამწვარს სხვა არაფერი ადარდებდა იმ წამს...
-ახლა ჩვენ...
-ჰო ჩვენ...შენ მინდიხარ მთელი არსებით ანდრონიკაშვილო!-ერთმანეთის შეხება სწვავდათ და ყოველი მათრობელა კოცნის შემდეგ სხეულში გიჟი ლტოლვა ისადგურებდა, რომელსაც ვერცერთი უმკლავდებოდა და სიამოვნებაც უფრო ღვივდებოდა, სურვილს ვერ იკლავდნენ და ეს უფრო აგიჟებდათ, ბოლოს იყო ვნებათა ღელვა, რომელიც სასიამოვნო ბიძგმა დაასრულა...
-დავიღალე, მინდა ჩემი სიცარიელე შეავსო, შეძლებ?
-მიყვარხარ გაბაშვილო!
სიყვარული, რამდენი გრძნობაა მასში თავმოყრილი და მაინც არ არის საკმარისი.
-ვერასდროს დაგავიწყებ არა?-იმედგაცრუების სხივი გაკრთა გეგას თვალებში.
-მოგონებებს ვერაფერი წაშლის, დაჩი დასრულდა, რადგან ის აღარ არის, მე მიყვარდა ის კაცი გეგა და ახლაც მიყვარს ყოველი წუთი, რომელიც მასთან გავატარე, ნუთუ შემიძლია ამის დავიწყება?
-მე არ შემიძლია რაიმე გთხოვო, არ მაქვს უფლება, მაგრამ შემიყვარე ისე, როგორც დაშნიანი გიყვარდა.
-შექმენი მომენტები და შენ სამუდამოდ ჩემთან იყავი.
-სამუდამოდ!
-არ დამპირდე, უბრალოდ მაჩვენე!
-მისთვის სათქმელი არაფერი გაქვს?
-ყველაფერი...წამიყვან?
-თუ ეს დაგამშვიდებს, წავიდეთ.
***
-გამარჯობა...შენი სიკვდილის მერე აქ პირველად ვარ, ალბათ აქამდეც უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, შენ სიკვდილთან შეგუება ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორც შენთან ერთად ყოფნა, ჩვენ ვერ შევძელით მწვერვალამდე მიღწევა, მიწაზე მწარედ დავენარცხეთ და მას შემდეგ წამოდგომას ვლამობ... როცა მეგონა წყვდიადიდან გავთავისუფლდებოდი, როცა ვთვლიდი, რომ მე ქალი ვიყავი, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებდა, რადგან ცხოვრებაში ყველანაირ ტკივილს შევებრძოლე, შენი დაკარგვის შემდეგ უსუსურ, მეძუძურ ბავშვად ვიქეცი, რომელსაც თავშესაფარი სჭირდება, მე მცირე ვარ, პატარა წერტილი ვარ შავად დაფარულ სამყაროში, მე დავიფიცე, მე, თებეა გაბაშვილმა, დავიფიცე, რომ წაგშლი შენ, დაჩი დაშნიანო, წაგშლი შენ და არა ჩვენს მოგონებებს, მე სიცოცხლეს გავაგრძელებ უფრო მტკიცედ, ვიდრე აქამდე, მე შევქმნი ფერებს, რომლითაც ჩემს ყველა დღეს დავხატავ...მე გეგა ვიპოვე, ის გახდა ჩემთვის საძირკველი, რომ თავიდან დამეწყო, მის თვალებში ვხედავ „ღმერთს“, რომელიც ასე სჭირდება ჩემს სულს სიმშვიდისთვის, მე ახლაც განვიცდი შენს დაკარგვას, მჯერა შენ მანდ უკეთ ხარ, იქნებ ადგილი ჩემთვისაც შეინახო, იქნებ ოდესმე ისევ განვმეორდეთ, ხომ იცი არასდროს მჯეროდა „მეორედ“, მაგრამ ახლა ვიწამე, ახლა ცხოვრება სულსხვა ფერია...ალბათ გაინტერესებს ისევ შენს დამარხულ, ცივ სხეულთან რატომ ვდგავარ? გიპასუხებ, მე შენი უთქმელობა მტანჯავდა დღემდე, მაგრამ დღეს გავთავისუფლდები შენგან სამუდამოდ, რადგან დამთავრდი დაშნიანო...მადლობა ჩემთან გატარებული ყოველი წუთისთვის, თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც ასე გვტკენდა და თან გვაძლიერებდა, მადლობა ყველაფრისთვის რაც ერთად გამოვიარეთ, შენ მე ცხოვრება მასწავლე და ახლა უშენოდ გავაგრძელებ და ნახავ, რომ შენი მოსწავლე ყველაფერს გაუმკალვდება...გეგა არსებობს და ის ყოველთვის ჩემთან იქნება, არ იეჭვიანო, რადგან შენ დამთავრდი დაშნიანო, შენ დამტოვე, არ გაქვს გაბრაზების უფლება ჩემო წარსულო...ღამით იმდენჯერ მიტირია შენი არ ყოფნა, სული დამიმძიმდა, ვეღარ გავუძელი, ცრემლი გამიშრა, შენ არცერთხელ არ მოხვედი და მე შენ დაგამთავრე, შენს ლოდინში გავილიე და შენ მაინც არ მოხვედი დაშნიანო...
-ჩემი შვილი ასეთ დასასულს არ იმსახურებდა!-უფროსი დაშნიანის გატეხილ ხმას მოეცვა მთელი სასაფლაო, 57 წლის ასაკში პირველად ასველებდა მისი ცრემლები მიწას, სადაც საკუთარი ვაჟი განისვენებდა.
-ბატონო დიმიტრი?
-ხელით მისათითებელი მამა არასდროს ვყოფილვარ, საკუთარ პატივმოყვარეობას, სახელს, ერთადერთი შვილი შევწირე, განა ახლა მე არ უნდა ვიყო მის ადგილას? თებეა არ თვლი, რომ მე სიცოცხლის ღირსი არ ვარ?
-წარსულს ვერ დააბრუნებთ ბატონო დიმიტრი, მაგრამ შეგიძლიათ მომავალი შეცვალოთ, თავს ნუ დაიტანჯავთ, შეეგუეთ და საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ.
-დაჩის გარეშე ჩავლილ ყოველ წამს ჩემთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, მეც და თამარაც ვეგუებით, მაგრამ მონატრების აუტანელ ტკივილს ვერ ვიცხრობთ, დაგვეხმარე თებეა, გვაპოვნინე შვილის მკვლელი, დაე სიმშვიდე მოიპოვოს მისმა სულმა!
-გპირდებით, დაჩის სულს ვფიცავ, მის სიყვარულს ვფიცავ, რომ მკვლელს ვიპოვნი და საკადრისად დავსჯი!
ცამ დაიქუხა, ეს იყო ნიშანი იმ ბედნიერი დასასრულისა, სადაც ადამიანობამ და სიყვარულმა გაიმარჯვა.
საკუთარ სხეულში გამოკეტილი, სულისა და ხორცის კამათისგან დაღლილი, რეალობას უტეხად არ ვუსწორებ თვალს... არ მინდა აღიარება, არ მინდა ჩემს გულს ყოველდღე მარწუხებივით ბოჭავდეს მისი შავი, უფსკურილივით თვალები, სიზმრებში მისი ხელები მითბობენ, ძვლებს, რომლებიც მისი შეხებისას იმსხვრევიან, მალებში გაჭედილ ხორცს ვგავარ, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია, არ შეუძლია სუნთქვა, რადგან მჭირდება, მისი სიახლოვე მჭირდება, რათა თავი ისევ თავისუფლად ვიგრძნო... არასდროს გაპატიებ დაშნიანო უშენოდ ჩავლილ უჩემობას, არ გაპატიებ სიზმრებშიც, რომ არ მსტუმრობ და მაიძულებ გადაგეჩვიო, მე კი, მაინც ჯიუტად ვაგრძელებ შენს ძებნას, შენ კი არსად აღარ ხარ...მენატრები მთელი სიგიჟით, ველური ვნებით, სულის ატკიებამდე, ვარსკვლავების ცვენისას ჩაფიქრებულ სურვილშიც შენ ხარ, მაგრამ ჩემთან აღარ ხარ დაშნინო...
-თებეა, დროა გამოძიებას დავუბრუნდეთ!-ფიქრებიდან გეგას ხმამ გამოარკვია, როგორ შეეხედა მისთვის თვალებში, როცა გულს ისევ წარსული უღრღნის.
-მაპატიე!
-ვიცი, რომ ვერ ივიწყებ, ამას არც გთხოვ, მაგრამ შანსი მომეცი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შენი სიმშვიდე ვიყო, ამის უფლება მომეცი თებეა!
-კარგი...-სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა, ან რა საჭირო იყო სიტყვები, როცა შესაძლოა ადამიანს თვალებით უთხრა შენი სათქმელი, რომელიც გულიდან მოდის.
საღამოს, თინათე გელანთან სტუმრობა გადაწყვიტეს, ქალის კეთილგანწყობა მოპოვებული ჰქონდათ, ამიტომ მისი გამოტეხვა არ უნდა გასჭირვებოდათ, რომელიც სინამდვილეში დიდ დარდს ატარებდა გულით, ამის გამხელა კი არცერთი სულიერისთვის სურდა.
-თინათე, არ შემოგვიშვებ?
-მობრძანდით!
-თინათე, მამა სად არის, მასთანაც მსურს გასაუბრება.
-მამა სახლში არ არის, ქალაქში წავიდა, რაღაც პატარა საქმე ჰქონდა, წესით ამ დღეებში უნდა დაბრუნდეს.
-და შენ ამხელა სახლში მარტო დაგტოვა? როგორც ვიცი, ზურაბ გელანი ბრილიანტივით გიფრთხილდება, არ ჰგავს კაცს, რომელიც შვილს შუაგულ სვანეთში, თანაც ამხელა სახლში, მარტოს დატოვებს.-შემტევი იყო ანდრონიკაშვილი, რადგან გრძნობდა გოგონას მამის ხსენებაზე, როგორ დაებერა ძარღვები.
-მე ფაიფურის თოჯინა არ ვარ ბატონო გეგა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე გაუთვალისწინებელი მომივიდეს.
-ამით რას გულისხმობ?
-არაფერს, უბრალოდ ვთქვი, რომ დაზღვეული არასდროს, არაფრისგან ვართ ადამიანები, ასე არ არის თებეა?-კუშტი მზერა გაუსწორა გაბაშვილს და აგრძნობინა მისი ძალა, რომელიც თებეას აუწყებდა, რომ გელანი ფარ-ხმალს ასე მარტივად არ დაჰყრიდა.
-გეგა შეგიძლია მარტო დაგვტოვო?
-გარეთ დაგელოდები.
დიდხანს ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთის სიჩუმეში ბევრ უთქმელს იგებდნენ, ისინი ჰგავდნენ ერთმანეთს, ესმოდათ ერთმანეთის და ეს საკმარისი იყო, რომ გაერთიანებულიყვნენ. საუბარი თინათემ განაახლა...
-ოდესმე გსურდა, ზღაპრის გმირი ყოფილიყავი?-თებეას ასეთ მიამიტურ შეკითხვაზე ჩაეღიმა, რადგან კარგად ხვდებოდა საით მიჰყავდა საუბარი გელანს.
-და ბედნიერი დასასრულის მოლოდინში გავლეულიყავი?
-ზუსტად!
-არასოდეს! ბედნიერ დასასრულს ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ უბრალოდ ხელს ვუწყობთ, დანარჩენს კი ცხოვრება განაგებს...ახალი დღის იმედით ვცხოვრობთ, თავგადასვლებს ვქმნით და მოულოდნელ გამოცდებს ვუმკლავდებით, ეს არის ცხოვრების არსი, შეეწინააღმდეგო მდინარის დინებას, იყო საკუთარი თავის’უფალი, საკუთარ თავთან გქონდეს საზღვრები, რომლის გადაკვეთის უფლებასაც არ მისცემ თავს, იბრძოლო ბედნიერებისთვის და ისიამოვნო ყოველი წამით, რომელიც ღმერთმა გარგუნა, განა ღირს ამ წამების ასე ფუჭად ფლანგვა?
-ხშირად ადამიანებს გვიჭირს ვიყოთ საკუთარი თავის’უფალი.
-შენ გიჭირს თინათე?
-მე დაჩის გარეშე მიჭირს თებეა!
-წინ მივდივარ, მაგრამ მაინც უკან ვიხედები, იმედის ნაპერწკალი არ ქრება, რომ ის დაბრუნდება...
-გზის ბოლოს კი, ბნელ კუთხეში ჩამუხლული, სიცივისგან მობუზულნი, სითბოს მათხოვრებად, რომ ვიქეცით ვუმზერთ იმ რეალობას, ასე მწარედ, რომ გვტკენს.
-მამაშენი სად არის თინათე?
-უკვე გითხარით!
-მატყუებ, ვიცი გეშინია მომავლის, მაგრამ უნდა მითხრა!
-დაბრუნდება.
-ახლა წავალ, მაგრამ დამპირდი, რომ მასთან შემახვედრებ.
-გპირდები!
კართან მდგარს, თინათეს სიტყვები დაეწია:“არავინ დაინდო, დაჩის მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, არ შეიწყალო“
-დაასრულეთ?
-გეგა წავიდეთ აქედან!
-კარგად ხარ?
-წავიდეთ!
მთელი გზა ფიქრობდა, თინათეს სიტყვებზე, გადახარშვას ლამობდა, მაგრამ ყველა დეტალი ერთმანეთში აიხლართა, მისი გონება დიდ ლაბირინთს ჰგავდა, სადაც უგზოუკვლოდ დაიკარგა და გამოღწევა არ შეეძლო. ნუთუ შესაძლებელია ის ყოფილიყო?
-რას გააკეთებ, როცა იპოვი?-ალბათ ეს იყო კითხვა, რომელზეც პასუხი ახლა არ მქონდა...
-მე არვიცი რას ვიზამ, იქნებ არც არაფერს, იქნებ ყველაფერს ზემოთ გადაწყვეტენ, რავიცი ვერაფერს ვფიქრობ.
რა არის ჩემი ბედი?-ვინ იცის, ალბათ ქმედებას, რომელზეც ობიექტურ შედეგს ვიღებთ, სწორედ მას ვუწოდებთ ჩვენს ბედს, რომელსაც ყვლაფერს გადავაბრალებთ ხოლმე... ყველაფერი შეუძლია ადამიანს, მაგრამ სიკვდილს ვერ უმკლავდება, ვერც გაუმკლავდება, რადგან ის გარდაუვალია.
-როგორ ფიქრობ, ლილი მოგიყვება?
-დრო მოვა და მოუწევს ძველი ჭრილობების გახსნა.
-შენ?
-მე და შენ ერთად გავუმკლავდებით!
მიძინებულ სულს სევდით მოცული ატმოსფერო იპყრობს, ტკივილი სისხლ-ძარღვებს მოივლის, თავს შეგახსენებს, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ...მრავალჯერ დავეცი, მაგრამ არასდროს დამიკარგავს რწმენა, რომ ვცხოვრობ, თავს შევუძახებდი ხოლმე, კიდევ გავუძლებ, რადგან არ მივცემ სხვებს ჩემი ტკივილით ცხოვრების უფლებას, ყველამ ჩვენი წილი სიტყვა უნდა დავტოვოთ აქ, ჩვენს მიწაზე, და მე ჩემს სიტყვას სულ ბოლოს ისტორიის დასასრულს ვიტყვი...
სამზარეულოში ვიყავი, ფანჯრიდან ხეხილის ბაღს ვაკვირდებოდი ან სულაც თვალი გამიშტერდა, მაგრამ ფაქტია მზერას ვერ ვაშორებდი, როცა ლილი დამადგა თავს და მოულოდნელი კითხვა დამისვა-სასამართლო როდის არის?
-მალე!-მოკლედ მოვუჭერი, არ მომწონდა მისი თავშეკავებულობა, ყველაფერი რასაც ის მალავდა, საქმეს წაადგებოდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ სურდა ჩემთვის გაზიარება, მეც ჩემდაუნებურად მწყინდა.
-დიდხანს გამიბრაზდები?
-სანამ არ აღიარებ!
- და რა გინდა რომ ვაღიარო თებროლე?
-თებროლე?-ასე მხოლოდ მაშინ მომმართავდა, როცა ბრაზობდა.
-მისმინე, მე ყოველთვის გაფრთხილებდი...
-ჰო ბებია, შენ ყოველთვის მაფრთხილებდი, დაჩი ანგელოზი არაა, შემთხვევით არაფერი ხდება, თავს გაუფრთხილდი, ასე მოიქეცი, ისე იმოქმედე, მაგრამ ხომ ხედავ გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო, ყველაფერი პირიქით მოხდა, ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დარჩა წმინდა ამ ცხოვრებაში, რაც შეიძლება ძალას მაძლევდეს, ერთადერთი ხარ შენ, რომელსაც ჩემი ხსნა შეუძლია, შენს ჩვენებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია, ლილი გააკეთე ეს ჩემთვის.
-მაპატიე თებე, არ შემიძლია.
-გასაგებია, დილით თბილისში ვბრუნდებით, შეგიძლია მშვიდად იყო.
განშორება ყველაზე მეტად მიჭირდა, წასვლა და მისი აქ მარტო დატოვება ისე მტკიოდა, შიგნიდან ვიმსხვრეოდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, მასთან გამკლავება სხვანაირად შეუძლებელია...პატარაობისას, როცა ქალაქში ვბრუნდებოდით, წინა ღამეს ყოველთვის ტირილში ვატარებდი, მეგონა თუ წავიდოდი, უკან დაბრუნებულს ბებია არ დამხვდებოდა, ფეხაკრეფით მივიდოდი მის საწოლთან, ჩავიმუხლებოდი, შუბლზე ვაკოცებდი და მის სურნელს ბოლომდე შევისუნთქვადი, არასდროს რომ არ დამვიწყებოდა, ახლაც მივდივარ და ეს შიში ისევ ჩემშია, ისევ მახსენებს თავს, ისევ ვტირი ღამით, მაგრამ მასთან ვერ მივდივარ, რადგან ვიცი ამ ღამეს ისიც ჩემსავით ათენებს, მასაც უჭირს ჩემსავით...
დრო რომ გაივლის...ეჰ ვინ იცის დრო რომ გაივლის რა დარჩება ჩვენგან, ალბათ სიცარიელე, რომელიც უფერო ფერთა გამებით შეიკვრება. საკუთარ სიცარიელეს ლილისთან ვტოვებ, რათა გაავსოს და შემახსენოს, რომ მეც ამ მიწის შვილი ვარ, მე ცოცხალი ვარ და მე ვაგრძელებ დაწყებულს!
-გზა მშვიდობისა შვილებო!- დაგვემშვიდობა და დაიხურა დიდი რკინის კარიბჭე, რომელსაც ვინ იცის, როდის შევაღებდი ისევ.
-თავს როგორ გრძნობ?-გეგას თბილმა ჟესტმა, ნოსტალგია გადამავიწყა და ისევ დავუბრუნდი სააქაოს.
-უკეთ ვარ, მინდა მალე გავთავისუფლდე ყველაფრისგან...როგორ ფიქრობ დასრულდება?
-აუცილებლად დასრულდება, მანამდე კი კარგად უნდა დაფიქრდე, ნამდვილად გინდა დასრულდეს?
-რას გულისხმობ?
-დაშნიანი გინდა დასრულდეს?
-ის არ დასრულდება, ის გაუფერულდება, მაგრამ არასდროს დასრულდება!
-გასაგებია!

მტკივა? ალბათ აღარ, რადგან აღარ ვფიქრობ, ტკივილიც ნელდება...ხედავ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ფიქრს? ჭაობში ჩაფლულსაც კი დახმარების ხელს გიწვდის და ძლივსძლივობით ნაპირზე მიგათრევს, შენც ძალაუნებურად მიჰყვები, სხვა რა გზა გაქვს, განა შეგიძლია შეეწინაღმდეგო მას, რაც გმართავს?!
ერთხელ ვიბადებით, მხოლოდ ერთხელ გვაქვს ამოსუნთქვის შანსი, ზოგი ამ შანსს თავად ჰკარგავს, ზოგი კი უნებლიეთ...
-საკუთარი გულის ხმას თუ მოუსმენ, იგრძნობ დიდ ტკივილს, რომელიც გამუდმებით გესაუბრება, აქაოდა მე ვარ შენი გულის მბრძანებელიო, განა ასე არ არის? ტკივილი იმარჯვებს ყოველთვის ჩვენზე, არასდროს ნელდება, მუდამ ახალი დოზა იჩენს თავს.
-გავიმარჯვებ, აუცილებლად დავამარცხებ მარტოსულ, უბედურ მეს, რომელსაც ამოსუნთქვა სჭირდება.
როდის დავამარცხებდი? მხოლოდ მაშინ, როცა მკვლელს ვიპოვი და სამართლიანად გავუსწორდები.
თბილისში დაბრუნებამ თავისი ქნა, ძველმა მოგონებებმა იჩინა თავი, მაგრამ ვუმკლავდები გეგას გამო, ვატოს გამო, ლილიკოს გამო, ყველაფერს გავუმკლავდები. პირდაპირ სამსახურში წავედი, ახალი მასალების დასამუშავებლად, მერაბს ვთხოვე ზურაბ გელანზე ინფორმაციის მოპოვება, მისი ყოველი ამოსუნთქვა მინდა ვიცოდე.
-ქალბატონო თებეა, ყველა ინფორმაცია თქვენს მაგიდაზე დევს!
-მადლობა მერაბ, მაგრამ შენც მოდიხარ, შენი დახმარება ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
-თქვენს სამსახურში!
მაგიდა თეთრი ფურცლებით იყო მიმოფანტული და ყველგან მხოლოდ ერთი სახელი ჭვრეტდა „დაჩი დაშნიანი“.
-კარგად ხართ?
-კი კარგად ვარ მერაბ, უბრალოდ...
-გახსენდებათ!
-ჰო მახსენდება, აღარ არის, მაგრამ თავს მაინც არ მანებებს.
-აუცილებლად დაგანებებთ, აი ნახავთ, როცა მის მკვლელს იპოვით, ის სამუდამოდ გაქრება.
-იმედია!
ზურაბ გელანი მეტად იდუმალი პიროვნება გამოდგა, მის შესახებ თითოეული დეტალიც კი დაფარულია, გავარკვიეთ, რომ ცოლი დაავადებით გარდაეცვალა, მეოთხე სტადიის სიმსივნე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მისი გადარჩენა, მას შემდეგ მარტო ზრდის ერთადერთ ქალიშვილს, თინათე გელანს. ლახირში ცხოვრობენ, თითქმის არ ტოვებენ იქაურობას, მხოლოდ წელიწადში 3-ჯერ, ზურაბ გელანი მივლინებაში მიდის საზღვარგარეთ, თინათე კი მარტო უძღვება სახლს.
-მერაბ, მაინტერესებს, ზურაბ გელანი მივლინებაში ბოლოს როდის იყო და სად.
-ახლავე!
თუ თარიღი დაემთხვევა მაშინ, როგორ უნდა მოვიქცე, ჩიხში ვრჩები და ძალა აღარ მაქვს იქედან გამოსვლის. ჩემს ფიქრებში ვიყავი, როცა ტელეფონმა დარეკა და შიშისგან კედელს მივანარცხე, ყოველთვის, როცა მეშინია რაღაცას ვამტვრევ, მაგრამ ახლა რა დროს ტელეფონი იყო, მაშინ, როცა ასე მჭირდება.
-ასე არ გაგიხარდა ჩემი ზარი, რომ ტელეფონი დალეწე?
-მაპატიე გეგა, უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი და შიშისგან მომივიდა.
-არაუშავს, წავიდეთ და ახალი ვიყიდოთ, ახლა ტელეფონი გჭირდება.
-წავიდეთ, მერაბს უნდა დავურეკო.
-ჩემს ტელეფონს გათხოვებ.-სანამ ტელეფონს მომაწვდიდა, მანამდე თითი ჰაერში გააჩერა და ნიშნის მოგებით მითხრა.-ოღონდ ესეც არ დალეწო, ახალია.-როგორ შეუძლია ცუდი სიტუაციების განმუხტვა და ჩემი გაღიმება, მეც მინდა ვცადო, მაგრამ ის ისეთი ბუნებრივია, ალბათ მე რომც ვეცადო არ გამომივა.
-ახლა, რომ გამომძიებელ ანდრონიკაშვილს ტუჩებზე უნამუსოდ დავეწაფო, ხვალ დილით ყველას სალაპარაკო გავხდებით არა?-სიტყვის დასრულებაც არ მაცადა, რომ მაშინვე ვიგრძენი თავისი რბილი ბაგეები, როგორ ნაზად მიკოცნიდნენ ტუჩებს, და ვხედავდი ათას თვალსა და ყურს, რომელიც მხოლოდ ჩვენკენ იყო მომართული. ხმები ბუნდოვნად მესმოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი გარჩევას „გუშინ შეყვარებული დამარხა, დღეს კიდე გამომძიებელს კოცნის“, „რა სამარცხვინოა, საწყალი კაცი ალბათ ტრიალებს საფლავში“ და ასე დაუსრულებლად...სუნთქვა შემეკრა, ფეხებში საშინელი სისუსტე ვიგრძენი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და დაიწყო...პანიკაში ვიყავი, დიდხანს ვცდილობდი აზრზე მოსვლას, მაგრამ ბოლოს საავადმყოფოში გავიღვიძე.
-ქალბატონო თებეა, თავს როგორ გგრძნობთ?
-მადლობა ექიმო, კარგად ვარ, უნდა წავიდე.
-ჯერ ვერ წახვალთ სამწუხაროდ, გამოკვლევები უნდა ჩაგიტაროთ, თქვენმა მეგობარმა თქვა, რომ ასეთ მდგომარეობაში პირველად არ ხართ.
-გეგა!
-დიახ ექიმო ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ განმეორდა მსგავსი შემთხვევა და სანამ გამოკვლევებს არ ჩაუტარებთ, აქედან არ მივდივართ!
-კი მაგრამ,
-არანაირი მაგრამ, დასვენება გჭირდება სულ გამოფიტული ხარ.
-მე დაგტოვებთ!
-წასვლა მინდა, უამრავი საქმე მაქვს, მე უნდა...
-ჰო უნდა გამოიძიო, უნდა მოიძიო, უნდა შეისწავლო და შენ? შენ რა დღეში ხარ არ აკვირდები? საერთოდ არ გეცოდება შენი თავი? გინდა, რომ შენს დაჩისთან წახვიდე და მე აქ მარტო დამტოვო უშენოდ არა?
-გეგა გთხოვ, მომისმინე...-მინდოდა მეთქვა შენთან მინდა გეგა, ჩამეხუტე, მაგრამ ამის საშუალება არ მომცა, გული ვატკინე, საშინლად მოვექეცი.
-არა თებეა, საკმარისია, გამოკვლევებს ჩაიტარებ და წავალთ, ისევ მიხედავ შენს საქმეს.
-არ...-კარი გაიხურა და გაუჩინარდა.
უამრავი ანალიზები გამიკეთეს, უამრავი დასხივება, მე კი ვიჯექი და ველოდებოდი შედეგებს, წამიერად, სულ ერთი წამით ჩემს თავს შევავლე თვალი სარკეში და სრულიად უცნობ ქალს ვხედავდი, ისეთი გამოფიტული ვიყავი, გვამს უფრო ვგავდი ვიდრე ადამიანს, როდის მივედი ამ დონემდე? როდის დავკარგე აღქმის შეგრძნება? რა მჭირს, რა ჯანდაბა მჭირს? ვეღარ ვსუნთქავ, გეგა მოდი გთხოვ...გე...გა
-თებეა, თვალი გაახილე, თებე შემომხედე...-ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდით, სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი მანამდე დაჟინებულ მზერას არ ვაშორებდი, თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.
-გე..გა, მე...
-არა თებე არ ილაპარაკო, მოიცადე ექიმი ახლავე მოვა, თვალები არ დახუჭო.
-მე, მი...-გავითიშე, ასე უთქმელად გავითიშე, მაგრამ ყურთან ჩურჩულის ხმა გავიგე, ნამდვილი იყო, ჩემი წარმოსახვა არ ყოფილა-მეც მიყვარხარ გაბაშვილო.
თვალები ისევ პალატაში გავახილე, ამჯერად ექიმი მედგა თავთან და აშკარად ჩემს გაღვიძებას ელოდა.
-ქალბატონო თებეა, გამოკვლევების პასუხი მოვიდა.
-რა ხდება, რამე სერიოზულია?
-თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია, ხშირი გულისწასვლის მიზეზიც ესაა, ზედმეტად ემოციური ხართ, რაც საქმეს უფრო ართულებს.
-ექიმო მოკლედ მითხარით, რა მჭირს!
-ორსულად ხართ!
-რა?-როგორც ყველა მომავალ დედას, უნდა მიხაროდეს რომ შვილი მეყოლება, მაგრამ ბედნიერი არ ვარ, მე დედა ვერ ვიქნები, ვერ ვიქნები, დედა ვერ ვიქნები....-შეუძლებელია ექიმო!
-ორსულად ხართ ქალბატონო თებეა, ახლა დაგტოვებთ.
იმის გააზრება, რომ მუცელში ჩემი შვილი იზრდებოდა, დადებითად მმუხტავდა, მაგრამ მეშინოდა, კარგი დედა, რომ არ ვიყო ჩემი შვილისთვის? რომ დავაშავო? არვიცი მზად არ ვარ ამ ყველაფრისთვის, ისეთი უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს თავიდან დავიბადე, მაგრამ მეშინია...
-თებე, კარგად ხარ?-გეგას დანახვისას ცრემლებმა გაორმაგებულად იწყეს სვლა, ისე, მე არც კი მეკითხებოდნენ. როგორ ვუთხრა, რომ შვილი გვეყოლება, იქნებ არც თავად არის მზად, იქნებ არ უნდა ჩემგან შვილი, ღმერთო როგორ მოვიქცე?
-თებე, რა გჭირს, რატომ ტირი, ექიმმა რა გითხრა?
-კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ემოციები მომეძალა.
-ნახე ტელეფონი გიყიდე, შენ რომ არ დაღლილიყავი, ვიფიქრე მე გიყიდდი.
-გეგა, მიყვარხარ!
-დამიჯერე თებე, ჩემზე მეტად ვერ გეყვარები, უბრალოდ არ შეგიძლია, ახლა გავალ საჭმელს მოვიტან და ვივახშმოთ, დღეს აქ რჩები.
-კარგი არ გეწინააღმდეგები.
წავიდა თუ არა მაშინვე ვატოს დავურეკე, მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, თორემ გული გამისკდებოდა.
-მიპასუხე ვატო, მიპასუხე!
-ჰო თე, როგორხარ?
-საავადმყოფოში ვარ.
-რა? რას ნიშნავს საავადმყოფოში, რომელ საავადმყოფოში, დაგჭრეს? ხომ გეუბნები შეეშვი მაგ საქმეს, მომკლავ შენ მე.
-ვატო გაჩუმდი და სასწრაფოდ აქ მოდი უნდა დაგელაპარაკო, მისამართს მოგწერ.
-ახლავე მანდ გავჩნდები.
ვატო სიხარულისგან გაგიჟდება, მთელს საავადმყოფოს აიკლებს ბიძა ვხდებიო, როგორი თავისუფალია, როგორი ლაღი, ცხოვრებას ეჭიდება, ცდილობს ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, ერთ ადგილს არასოდეს ტკეპნის...ნეტავ მისი წილი გამძლეობა მეც მქონდეს,,,
-თებე, ჩემო თებე, როგორ ხარ, რა დაგემართა, ექიმმა რა თქვა?
-ამოისუნთქე, ნუ მომაყარე კითხვები, არ შეიძლება ჩემთვის გადაღლა.
-ისევ წნევა დაგივარდა? რომ არაფერს ჭამ და სვამ სწორედ მაგიტო ხარ ამ დღეში, მეც გელაპარაკები თითქოს გესმოდეს რამე, ჯიუტი ხარ!
-შეგიძლია მომისმინო, სანამ გეგა მოვა?
-გეგას რას უმალავ, რა გჭირს?
-ვატო!
-კარგი ჩუმად ვარ, გისმენ!
-მე...მოკლედ მე...ორსულად ვარ!
-რაა?
-გთხოვ არ იყვირო, უბრალოდ გაიაზრე რაც გითხარი და ადეკვატურად შეხვდი.
-მოიცა, ანუ მე...
-ჰო ბიძა ხდები, გილოცავ!
-ღმერთო არ მჯერა, ჩემი თებე დედა გახდება, კი მაგრამ გეგას რატომ უმალავ? შენ გინდა რომ შვილი, მამას დაუმალო?
-არა, არა რა სისულელეა, როგორ იფიქრე, რომ გეგას შვილს დავუმალავ, უბრალოდ ახლა აქ და ასეთ სიტუაციაში არაფრის თქმა არ მინდა, თან შეიძლება არც უნ...
-გაჩუდმი!-ტვინში სისხლი ჩამექცა, როცა გეგას ჩახლეჩილი ხმა გავიგე, ეტყობოდა როგორ კარგავდა კონტროლს და ცდილობდა ყველა სიტყვა სწორად შეერჩია, რათა ტკივილი არ მოეყენებინა, მაგრამ გვიან იყო, მე უკვე დიდი ტკივილი მივაყენე და ყველაფრის ღირსი ვიყავი მისგან.
-გეგა, გთხოვ მომისმინე!
-ვატო მარტო დაგვტოვე გთხოვ!
-ეცადე თავი გააკონტროლო-მხარზე ხელი დაადო და ყურში ჩასჩურჩულა ვატომ, მაგრამ მაინც გავიგონე როგორ დაამშვიდა ჩემმა ძმამ, წყობიდან გამოსული გეგა, რომელსაც უნდოდა ალბათ ადგილზე დავეხრჩვე.
-როდის მეტყოდი, თუ ფიქრობდი, რომ შვილი არ მინდოდა, მითუმეტეს შენგან...კარგად გიცნობ გაბაშვილო, ვიცი რა ფიქრებიც გიტრიალებს თავში, ფიქრობ, რომ შენგან შვილი არ მინდა, ფიქრობ რომ არ გამიხარდება და მანამ დამიმალავდი, სანამ შენს გადაწყვეტილებაში საბოლოოდ არ დარწმუნდებოდი. როდის მოვიდოდა ეს დრო? როცა გააჩენდი? თუ მშობიარობა სანამ დაგეწყებოდა? მე კი გამომაშტერებდი, ათას ტყუილს მეტყოდი და მე სულელი ისევ დაგიჯერებდი.
-მომისმინე, უბრალოდ წამით მომისმინე.-რატომ უნდა მოესმინა, განა რას ვეტყოდი, რითი გავიმართლებდი თავს, მამართლებს კი რამე ამ სამყაროში მის წინაშე?
-გისმენ!-ისე აუღელვებლად მითხრა, წამიერად შიშის ტალღამ გადამიარა.
-ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, ახლაც ვერ ვიაზრებ რომ დედა გავხდები, მინდოდა ჯერ ჩემს თავში დავლაგებულიყავი, გგონია ის ქალი ვარ, რომელიც მამას საკუთარ შვილს დაუმალავს, ეგ იფიქრე? უბრალოდ ცოტა დრო მჭირდებოდა აზრზზე მოსასვლელად, არ მინდოდა ამ სიტუაციაში და ასე მეთქვა ყველაფერი...
-გასაგებია, საჭმელი მოგიტანე, ჭამე ახლა უკეთესი კვება გჭირდება ჩემი შვილის გამო!
-ჩვენი შვილის’
-გარეთ ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
-გთხოვ დარჩი, შენთან მინდა.
-ახლა არა!
ყოველთვის მინდოდა შვილი, რომელიც ჩემს თავს გამახსენებდა, ჩემს მომავალ ცხოვრებად იქცეოდა და ეს სურვილი ამისრულდა. მე და დაშნიანს ბევრი ბავშვი გვინდოდა, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან დაქორწინებაც ვერ მოვასწარით, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ მე სინათლე მეპოვნა ამ ცხოვრებაში, რომელიც აღარასდროს ჩაქრება.
-ქალბატონო თებეა, შეიძლება?-კარში ლევანმა შემოჰყო თავი, იმედი მქონდა რომ რამე ხელჩასაჭიდს მეტყოდა.
-მოდი ლევან, აბა მითხარი გაარკვიე რამე?
-ზურაბ გელანი, დაჩი დაშნიანის სიკვდილის დღეს, ანუ 27 ივლისს არავინ იცის სად იყო, ქვეყანა არ დაუტოვებია, სვანეთში იყო, მაგრამ არ ვიცით იმ კონკრეტულ დროს სახლში იყო თუ არა.
-ამის დადგენა როგორ შეგვიძლია ლევან?-ლევანმა სივრცეს გაუსწორა თვალი და ზუსტად ვიცოდი ისიც იმავეს ფიქრობდა, რასაც მე.
-თინათე!
-ნამდვილად, ის არის ვინც გვჭირდება.
-თუ წყვილმა ფიცი გატეხა, სრულიად შესაძლებელია გამწარებული შვილის მამამ შური იძია, რათა სამართალს ეზეიმა და ის ადამიანი მოკლა ვინც ამ ყველაფრის მიზეზი იყო.
-არაფერია გამორიცხული, მაგრამ მტკიცებულებები გვჭირდება.
-გეგას დაელაპარაკე, ყველაფერი აუხსენი და ის დაგეხმარება.
-საოცარი დედა იქნებით, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.
-მადლობა ლევან ყველაფრისთვის, შენთან ვალში ვარ.
-მთავარია ბედნიერი იყოთ, ასე ვალიც გადახდილი იქნება.-ასეთი საოცარი გულის ადამიანები თითქმის აღარ დარჩნენ ქვეყნად, მე კი გამიმართლა ლევანის, რომ ვიცნობ და გვერდით მყავს.
ლევანიმ პალატის კარი გამოიხურა და დაინახა კედლის კუთხეში ჩამომჯდარი, უფერო სხეული, დიდი ტკივილის მატარებელი კაცი, რომელიც ყველაფერს უმკლავდებოდა, საყვარელი ქალის ტკივილის გარდა.
-რთულია მასთან გამკლავება, მაგრამ არა შეუძლებელი. ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი გვერდით დგომა, ეს უნდა იგრძნოს. თქვენ უნდა გიგგრძნოთ, რათა შეძლოს ფეხზე მყარად დგომა. თქვენი სიყვარული მისი ოცნებების თბილი საბანი უნდა იყოს, სიახლოვე კი დაუსაბამო ნეტარება. თქვენი მომავალი სინათლე, მის მუცელში იზრდება და უნდა იგრძნოს, რომ ამ სინათლის ადგილი თქვენთანაა, სამივენი ძალა ხართ, რომელსაც ვერაფერი მოერევა სიკვდილის გარდა. არ მიატოვო და ერთად ყველაფერს გაუძლებთ.
-კარგი ადამიანი ხარ ლევან, ალბათ ეს სიტყვები მჭირდებოდა სტიმულისთვის, რომელიც ახლა ნამდვილად ცოტაა ჩემში.
-წადით მასთან.
-დარწმუნებული ხარ, რომ მე ვჭირდები?
-ამას კითხვაც არ უნდა, მას თქვენს მეტი არავინ სჭირდება.
ნელი ნაბიჯით მიიწევდა პალატისკენ, ცოტახანს კართან იყურყუტა, შესვლას აჭიანურებდა, მაგრამ ბოლოს მონატრების მოზღვავებულმა ტალღამ იმოქმედა და ელვის სისწრაფით შეაღო კარი, სადაც თავისი ‘ქალი’ ელოდებოდა უკვე თავისი ორ’სული.
-მოდი ჩემთან, მოდი გადაღალე ჩემი ემოცია, მჭირდები გეგა!
გეგას აჩქარებულ ნაბიჯებს ითვლიდა, რომელიც ნიშნავდა ახლის დასაწყისს.
ერთი თვის შემდეგ ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, თებეას ორსულობაც კარგად მიმდინარეობდა, გეგაც თავს ევლებოდა. საქმესაც გაორმაგებული ძალებით დაუბრუნდნენ, დაშნიანის აჩრდილი მაინც არ აძლევდათ მოსვენებას და მისი მკვლელი ისევ თავისუფლად დადიოდა.
ერთ საღამოს, თებეამ უცხო ნომრისგან შეტყობინება მიიღო: „დაბრუნდი თებეა!“
-რას ნიშნავს ეს შეტყობინება?-თავისთვის ბუტბუტებდა, მაგრამ შეტყობინების აზრს მაინც ვერ ჩასწვდა.
„ვინ ხარ, ან სად უნდა დავბრუნდე?“-რამდენიმე წამში, ისევ მოვიდა შეტყობინება უცნობისგან, რაზეც გაბაშვილი ფეხზე წამოვარდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.
„აქ, ჩვენთან, სვანეთში!“
გეგასგან მალულად გადაწყვიტა წასვლა, იცოდა რომ გეგა წასვლის უფლებას არ მისცემდა, გაბაშვილი კი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
გზად რამდენჯერმე თავიდან გადახედა დაშნიანის საქმეს, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერს გადააწყდა, ამიტომ ყველაფრის ადგილზე გარკვევა ამჯობინა. პირველ რიგში შეტყობინების ავტორი უნდა ეპოვა, რაც რთული საქმე არ იყო, რადგან გაბაშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა ავტორის ვინაობაში.
კარზე დააკაკუნა თუ არა მაშინვე გაუღო, თითქოს ელოდებოდა და იცოდა, რომ ახლა მივიდოდა.
-მელოდებოდი არა?
-ვიცოდი, ჩემს შეტყობინებას არ გაატარებდი.-ანერვიულებული იყო ქალი.
-რის მიღწევას ცდილობ თინათე?
-სიმართლის გარკვევას ვცდილობ, როგორც შენ!
-სად არის სიმართლე, სვანეთში?
-ეს შენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდე.-შეუდრეკელი იყო გელანი.-რომელ თვეში ხარ?
-მესამეში, მაგრამ ჩემზე სალაპარაკოდ ეჭვი მაქვს არ დაგიბარებივარ და არც იმისთვის გამომატარე ამხელა გზა, რომ ეს გეკითხა, ასე არ არის?-გაბაშვილს მოთმინება ეწურებოდა.
-ვიცი, ცუდად მოვიქეცი ორსული ქალი შეგაწუხე, ამხელა გზაზე ჩამოგიყვანე, მაგრამ დრო მოვიდა ყველაფერს წერტილი დაესვას.
-რა იცი?
-შენ თავად გაიგებ ყველაფერს...დღეს!
-რა ხდება დღეს?
-კითხვებს ნუ დამისვამ თებეა, ჯობს დაიცადო.
-უნდა წავიდე, თუ რამე განმაცვიფრებელი მოხდება დამირეკე, ჩემი ნომერი გაქვს.
გელანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და კარისკენ გააცილა სტუმარი. ერთი შეხედვით ნაზი, სიფრიფანა თინათე, გულში იმდენ ტკივილს იტევდა მალე ბზარები გაუჩნდებოდა და ბოლომდე გატყდებოდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ეშინოდა, რომ სიყვარული, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით ატარებდა საბოლოოდ გაანადგურებდა.
ლილისთან დაბრუნდა თებეა, რომელსაც მისი ვიზიტი არ მოეწონა, თანაც მარტო.
-რა ხდება ბები?
-დავისვენებ ლილი, მგზავრობამ ძალიან დამღალა, საღამოს ვისაუბროთ.
-საწოლს მოგიმზადებ.
ასეთი იყო ფილფანი, ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდა და იგებდა, იცოდა ამ ვიზიტს კარგი არაფერი მოჰყვებოდა, მაგრამ მაღლა დაწერილს ვერ შეცვლიდა და ემორჩილებოდა ბედს.
ვერც გაბაშვილი ისვენებდა, წამდაუწუმ ამოწმებდა ტელეფონს, გელანის შეტყობინებას ელოდა, მაგრამ არაფერი იყო, სრული სიცარიელე, სიცარიელე და სიცარიელე...
20:09 „დრო მოვიდა თებეა“
შეტყობინების ხმამ ღრმა ფიქრებიდან გამოარკვია გაბაშვილი, გული აუჩქარდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.
-ლილიკო უნდა წავიდე, მეჩქარება.
-თებეა სად მიდიხარ, გარეთ ბნელა და წვიმს, გაცივდები, ბავშვზე მაინც იფიქრე.
-სწორედ რომ ბავშვზე ვფიქრობ ლილი, ეს ჯოჯოხეთი უნდა დავამთავრო.
-მეც მოვდივარ, მარტოს არსად გაგიშვებ!
-არა ლილი გთხოვ, ნუ გააჭიანურებ, გპირდები მალე დავბრუნდები.-შუბლზე აკოცა და დატოვა მარტო ანერვიულებული ბებო.

ისევ სიყვარულის კოშკი, ისევ უსუსური მირანგული, განა იყო კი თებეა მირანგული? ამ ყველაფერს დღეს აეხდებოდა ფარდა, დღეს გადაწყდებოდა 3 ოჯახის ბედი, გააგრძელებენ სუნთქვას თუ შეეგუებიან უკვე დასრულებულს.
ქოშინით აუყვა აღმართს, სავსე მთვარე ანათებდა მოტიავებულ მდელოს, ნათლად გაარჩევდით სამ სხეულს, სამ საიდუმლოებით მოცულ სხეულს, თინათემ ნაბიჯს უმატა და დადგა იქ, სადაც არავინ ელოდა.
-10 წლის წინ დავასრულეთ დიმიტრი!-კაცის ხმამ ჰაერი გაჰკვეთა, ცამ დაიქუხა და ვარკვლავებმა ფრენა დაიწყეს.
-და წლების შემდეგ, გადაწყვიტე ასე გადაგეხადა სამაგიერო? კაცად გიცნობდი, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, შენ კი უსუსური ბავშვივით, გაბრაზებულმა, დედამ ზღაპარი რომ არ წაუკითხა ძილისწინ, ადექი და შენი სიმშვიდისთვის ჩემი დაარღვიე არა?-წონასწორობას კარგავდა უფროსი დაშნიანი, მაგრამ იმ წამს ყველაფერზე წამსვლელ კაცს ჰგავდა, სამყაროში უკვე რომ არაფერი ანაღვლებდა.
-დიახ, ჩემი შვილისთვის, ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე, ისე იგივეს გავაკეთებდი, ვიცი, ვიცი შენც ასე მოიქცეოდი, შენს ოჯახს და პატივმპყვარეობას დაიცავდი ჰო და ზუსტად ასე მოვიქეცი მეც!- უკან დახევას არ აპირებდა კაცი.
-მე შენ არ გგავარ, შეიძლება ცუდი მშობელი ვიყავი, სწორად არმოვიქეცი, მაგრამ არასდროს შევეხებოდი თინათეს, ამას ჩემი კაცობა არ შემაძლებინებდა!
ორ სხეულს შორის კარგად შეამჩნევდით მუხლმოდრეკილ ქალს, ქარი თმას უწეწავდა და მოღერილ ყელზე ეთამაშებოდა, ასეთიც კი ლამაზი იყო, ქანდაკებას ჰგავდა, მოქანდაკემ მთელი სული და გული რომ ჩააქსოვა მის გამოძერწვას.
-თინათე!-გაისმა ქალის მავედრებელი ხმა და სვანების ყურადღება ახლა ორსულ თებეაზე მოექცა.-ასე გინდათ შურისძიება ბატონო დიმიტრი?-კაცებს შორის ჩადგა და არც უფიქრია, რომ ის ორი იყო, ახლა მხოლოდ ამ სისასტიკის შეჩერება სურდა.-არაფერი გააკეთოთ ისე, რომ სულის სიმშვიდე დაკარგოთ, ნუ დაპატარავდებით, ნუ გადააბიჯებთ საკუთარ თავს, თქვენ ასეთი არ ხართ!
-თებეა, შვილო გთხოვ წადი, ვერაფერი შეცვლის ამ წამს, მე საკუთარი შვილი გავწირე, მე მოვკალი დაჩი, მე შევწირე ამ ტრადიციას და ახლა მე უნდა დავისაჯო და არა ზურაბ გელანი, ერთ დროს ლუკმა-პურს რომ ვიყოფდით და ძმობას ვეფიცებოდით ერთმანეთს.
-და გგონიათ ასე დაჩის სულს მოსვენებას მისცემთ, იქ რომ შეხვდებით შეძლებთ თვალი გაუსწოროთ?
-მე, ჩემს შვილს სიცოცხლეშიც ვერ ვუსწორებდი თვალს!-დატენილი იარაღი საფეთქელთან მიიბჯინა და ლოცვა დაიწყო.
-არ გააკეთოთ! თამარზე იფიქრეთ, დაჩიზე იფიქრეთ, არ გააკეთოთ ბატონო დიმიტრი!-ქალს ძალა ეცლებოდა და ადგილზე იკეცებოდა, როცა ძლიერი მკლავი მოეხვია და დაცემის საშუალება არ მისცა.-გეგა! შეაჩერე გემუდარები!
-მე თინათე გელანი, ბოდიშს ვიხდი შენ წინაშე თებეა, მაპატიე მამაჩემმა დაჩი რომ წაგართვა, მაპატიე ცხოვრება თავზე რომ ჩამოგამხვეთ გელანებმა, მაპატიე შენი ყველა გათენებული ღამე და ის ტკივილი, რომელიც მოგაყენეთ...-ქალის ფეხებთან დაეცა გელანი და გულამოსკვნილი ევედრებოდა პატიებას, სანამ მასთან ერთად გაბაშვილიც არ დაიხარა, სახე თავის ხელებში მოუქცია და მადლიერების მზერით შეხედა-შენ მე ჭეშმარიტება დამანახე, ცხოვრების გაგრძელების საშუალება მომეცი, განა უფლება მაქვს არ გაპატიო? ჩვენ საკმარისზე მეტი განვიცადეთ, მორჩა, ახლა ყველაფერი დასრულდა, ჩვენი ცხოვრების გაგრძელება ამ წამიდან უნდა დავწეროთ.
-მომკალი დიმიტრი, ხელიც არ აგიკანკალდეს, მომკალი დაე ყველამ მოისვენოს!
-არ ვაპირებ, სისხლში გავისვარო ხელები, თინათეს არ დავაობლებ, მაგრამ სასჯელს აუცილებლად მოიხდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სულერთია სად იქნები, ჩემს ტკივილს ეს მაინც ვერ გააყუჩებს.
-ბატონო დიმიტრი სახლში წადით, ქალბატონი თამარი გელოდებათ, თინათეც წაიყვანეთ, ბატონი ზურაბი კი ჩვენთან დარჩება, პოლიცია მალე მოვა და არ მინდა თინათემ ეს სცენა ნახოს.
-წადი შვილო, მაგრამ იცოდე ზურაბ გელანზე მეტად ქვეყნად არავის უყვარხარ-კაცი თავის ერთადერთ ღირსებას ეხუტებოდა, სულის ატკიებამდე და თან ლოცულობდა მისი სიმშვიდისთვის.
-გაპატიე, ყველა მოყენებული ტკივილი გაპატიე, მა-მა!-გაეცალა იქაურობას პატარა გელანი და დატოვა სულ-აფორიაქებული მამა.
-თქვენი სასჯელი ციხე ვერ იქნება ბატონო ზურაბ, თქვენმა შვილმა კი ნამდვილად სამუდამო სასჯელი მოგანიჭათ!
-მალე დედა გახდები და მიხვდები, როგორია, საკუთარ შვილს წამით მაინც რომ ვერ შეავლებ მზერას, ვერ დაინახავ და ვერ იგრძნობ.
-სწორედ ეს ვიგულისხმე!-აღარაფერი უთქვამთ, იდგნენ და ელოდნენ პოლიციის მოსვლას, რათა წიგნის ყველა თავი საბოლოოდ დაეხურათ.
ყველაფერს მიეცა სუნთქვის საშუალება, ყველამ თავისი წილი ვალი მოიხადა ამ საქმეში, ვისთვის ბედნიერად და ვისთვის უბედურად დასრულდა ეს ზღაპარი, მხოლოდ ფაქტი იყო უტყუარი, ზურაბ გელანი დაიჭირეს, თავისუფლების აღკვეთა 15-20 წლამდე, თინათე გელანი ჩაუდგა სათავეში, მამის ბიზნესს, დიმიტრი და თამარ დაშნიანები ეჩვეოდნენ ტკივილით ცხოვრებას, თებეა გაბაშვილს კი თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცა, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო მისთვის და თავისი ახალი ოჯახისთვის.
სასაფლაოზე ავიდა მეორედ და ბოლოჯერ...
-დღეს დაგამთავრე დაშნიანო. შენი მკვლელი ვიპოვე, როგორც დაგპირდი, შენს სულს მოსვენება დავუბრუნე, მაგრამ ჩემში დაგამთავრე, იცი ორსულად ვარ? მე და გეგა ბავშვს ველოდებით, მე და შენ რომ ვოცნებობდით იმ ბავშვს, ერთადერთს გთხოვ, დაიფარე ჩემი შვილი, იყავი მისი ძალა და არ მისცე დაცემის უფლება, ნახვამდის დაშნიანო, ყოველთვის იქნები ჩვენს გულებში, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს!-წამოვიდა, დატოვა უკან მოუხედავად, თითქოს იგრძნო ის, რისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდა. მანქანაზე მიყრდნობილი სხეული რომ დაინახა, ყველა გრძნობა ერთად მოაწვა, ხედავდა კაცს, რომელიც მოთმინებით ელოდა თავის ქალს, როდის დაასრულებდა იმ ერთს. გაიქცა და ყელზე ყურძნის მტევნებივით შემოახვია თავისი გრძელი თითები, თვალებში ჩახედა, ამით კი ყველაფერი ნათელი იყო ანდრონიკაშვილისთვის.
6თვის შემდეგ:
-ძალიან მინდა მარწყვის ტორტი!-გაბერილ მუცელზე დაეწყო ხელები და გაბრაზებული უყურებდა სამ სხეულს, რომლებიც ძალაგამოცლილნი დივანზე ისხდნენ მომდევნო კაპრიზული შემოტევის მოლოდინში.
-წეღან ხომ ალუბლის გინდოდა?-სიტუაციის განმუხტვა სცადა ნენემ, მაგრამ არ გამოუვიდა.
-ახლა მარწყვის მინდა, ასეთი რთული გასაგებია?- არ ცხრებოდა თებეა
-ჩემო სიყვარულო, ბოლო თვეში ხარ, დღე-დღეზე იმშობიარებ, ექიმმა კი გითხრა, რომ ბევრის ჭამას მოერიდო.-ამშვიდებდა ქმარი, ცოლს.
-გასაგებია, ანუ დაიღალეთ ჩემი სურვილების ასრულებით და ათას ხერხს იგონებთ, რომ თავიდან მომიშოროთ.-სატირლად გამზადებული ტუჩები უცბად მოკუმა და ზურგი აქცია თავის ადამიანებს.
-თებეა დაბრუნდი!
-შეეშვი, დაწყნარდება და შემდეგ დაელაპარაკე-აწყნარებდა ცოლის ძმა, სიძეს.
-როდემდე უნდა გააგრძელოს ასე, ბავშვსაც თრგუნავს...-კიდევ გააგრძელებდა საუბარს გეგა, მაგრამ თებეას კივილი რომ გაიგონა სიტყვა პირზე შეაშრა.
-მიშველეეე, გეგაა! მტკივაა...აააააა, ვეღარ ვუძლებ ანდრონიკაშვილოოოოოოოო!-ქალის კივილმა კედლებს ბზარი გაუჩინა.
-საავადმყოფოში ვატო, დაქოქეე მანქანაა!
საავადმყოფომდე მხოლოდ ქალის კივილი ისმოდა, შემდეგ ეს კივილიც კარს მიღმა გაუჩინარდა და მოიტოვა აღელვებული სხეულები უკან. ყველა თავის წილ თებეას განიცდიდა, ნენეს უხაროდა დეიდა გავხდებიო, ვატომ ბიძა გავხდებიო, კედელთან ნამცეცასავით დაპატარავებული კაცი კი თავისთვის ჩუმად ბურტყუნებდა-„მამიკოს ბიჭი, ჩემი ქალის’ შვილი“
ერთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა და სანამ რამეს იტყოდა, მანამდე ცისარტყელას ფერებმა გაუელვა სამივეს სახეზე.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვიც და დედაც კარგად არიან , 3კგ 300გრამი დაიბადა თქვენი ვაჟი, სასახელო ბიჭი გაგეზარდოთ, გილოცავთ.-ექიმის მონოლოგის დასრულების შემდეგ, აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ კარს უყურებდა და ერთი სული ჰქონდა თავისი ორი ნაწილი ენახა.
-ექიმო როდის ვნახავ?
-შეგიძლიათ თქვენი მეუღლე მოინახულოთ, ბავშვს მოაწესრიგებენ და მოიყვანენ შემდეგ.
-დიდი მადლობა.
კარი ფრთხილად შეაღო, დაინახა თავისი ქალი, ასე რომ ჰგავდა ქალღმერთს, თავისი ქალი, ძალაგამოცლილიც რომ მტკიცე იყო, ასე რომ უყვარდა გეგას და ყველა ამოსუნთქვას მიუძღვნიდა.
-დაიაბადა...-ხმა ჩაუწყდა ქალს დაღლილობისგან
-ჩვენი ბიჭი! რა დავარქვათ თებე?
-მომიყვანონ ჩემი ბიჭი!-კარიც გაიღო და პატარა არსებამ კიდევ ერთხელ მისცა მშობლებს სუნთქვის სამუდამო უფლება. დედას მიაბარეს პატარა და ისიც კმაყოფილი დაეწაფა დედის რძეს.
-ჩემი ბიჭი, ჩემი ანდრონიკე...
-რა სახელი თქვი?
-ანდრონიკე, ჩემი ანდრონიკე...
ასე დასრულდა ისტორია, სადაც ადამიანმა ადამიანს სუნთქვის უფლება მისცა სამუდამოდ!



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი იყო...

 


№2  offline წევრი Tinate

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი იყო...

უღრმესი მადლობა❤️

 


№3 სტუმარი ნინო 123

ძალიან კარგი იყო. გამართული. მძიმე,სვანური ტრადიციებს მქონე ისტორია. არა

 


№4  offline წევრი Tinate

ნინო 123
ძალიან კარგი იყო. გამართული. მძიმე,სვანური ტრადიციებს მქონე ისტორია. არა

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent