შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი (IX)


2-09-2024, 00:27
ავტორი ნაამა
ნანახია 424

მარიტას გვიან ღამით გამოეღვიძა. თვალები წამში გაახილა და იგრძნო როგორ უვლიდა მთელს სხეულზე აპრილის ახლად შემოპარული სუსხი. როგორ უყინავდა ძვლებს და ამავე დროს სიცოცხლით ავსებდა. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა ქარის ნაზ დაბერვაზე და საწოლზე წამოჯდა. მეორე მხარე ცარიელი იყო, ირაკლი ოთახის ბოლოში ფანჯარაში გადამდგარი ეწეოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. მარიტამ ფეხსაცმელის მოძებნა ფეხებითვე სცადა, არაფერი რომ არ გამოუვიდა კატასავით ფრთხილად მიუახლოვდა ირაკლის და თითის წვერებზე შემდგარმა ბიჭს ერთდროულად მოხვია ხელები და საფეთქელზე აკოცა. ირაკლი მოულოდნელობისგან შეიშმუშნა და მარიტას შიგ ცისფერ სფეროებში მიაჩერდა.
-იცი რა მარიტა?
-რა?
გოგოს ძილისგან ხმა დაბოხებოდა და ამის გამგონებისას ირაკლიმ იგრძნო როგორ დაუდგა თმის ყოველი ღერი ყალყზე, როგორ უთრთოდა მაჯაზე პულსი და გული როგორი გაგიჟებით ასკდებოდა მკერდს.
-შენს თვალებში გალაქტიკაა.
მარიტამ გაიცინა და მისმა თვალებმაც გაიცინეს.
-მართლა!
-მჯერა. ჩამეხუტე რა,მცივა.
-მოდი .
ირაკლიმ ხელები შემოხვია და გაჩუმდნენ. ქუჩიდან სიჩუმის ხმა შემოდიოდა, ყურებში გულისშემაწუხებლად წუოდა და განდომებდა სამყარო სამუდამო ხმაურს მოეცვა.
-დავწვეთ რა.
-ძან პრეტენზიული ხომ არ ბრძანდებით ქალბატონო.
-არაფერიც. იცოდე ახლა ქეთის და სანდროს შევუხტები ოთახში.
-აჰა ანუ ოთახიდან გამირბიხარ.
ირაკლიმ გოგოს ზემოდან დახედა და თვალებით შეუღრინა.
-დაიხ!
-მოდი აქ.
ამის თქმა და მარიტას სიფრიფანა სხეულის მხარზე გადაგდება ერთი იყო. ირაკლი რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა საწოლს ,მარიტა პირდაპირი მნიშვნელობით ზედ დააგდო და მოუღიტინა. გოგომ ამოიკისკისა,მერე კისკისი სიცილში გადაეზარდა თან შიგადაშიგ ყვიროდა გეხვეწები თავი დამანებეო. ირაკლიმ ხელები თავსზემოთ გაუკავა და წამში ორივე გაშეშდნენ. მარიტას ქეთისთან მსგავსი მოგონებები გაახსენდა და გულში დიდი შავი ხვრელი გაუჩნდა რომელმაც მისი ყველა ემოცია ერთდროულად შთანთქა. ამის პარარელურად კი მუცელში პეპლებს გრძნობდა. გრძნობდა როგორ უთრთოდა სხეული და მუცელი ეჭიმებოდა.
-რაღას უცდი?
-არც კი ვიცი.
ირაკლიმ ამოიბუტბუტა, ცალი ხელი მის ხელზე ჩაასრიალა ,მერე ფერდზე და ბოლოს წელზე შეუსრიალა, თან ნელ-ნელა გოგოსკენ საკოცნელად იხრებოდა და ბოლოს ამ გაწელილ წამამდეც მიაღწია.
.......…
მათეს პირველს გაეღვიძა, მარცხენა მხარეს გადაბრუნდა და იდაყვს თავით დაეყრდნო. მის წინ ზურგზე მწოლიარე ბესოს მშვიდად ეძინა და ძილში ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა. მათეს ამის დანახვაზე ჩაეცინა, ბალიშის ქვეშიდან ტელეფონი ფრთხილად გამოაძვრინა და საათს დახედა. მერე ისევ უკან დააბრუნა და კვლავ ბესოს მიანათა ცისფერი თვალები. როგორ უნდოდა ახლა ბესო ჩაეკოცნა და ისე გაეღვიძებინა, მაგრამ მისი ხასიათის ცოდნა ამაში ხელს უშლიდა. ბესო აუცილებლად მოკლავდა თუკი გაბედავდა მისი სიზმრები დაეფრთხო.
-ჯანდაბა როგორ ხარ ასეთი მიმზიდველი!!!
მათე საწოლზე ზურგით გადავარდა და ხელები სახეზე აიფარა. უნდოდა პატარა ბავშვივით აფართხალებულიყო და მისი ემოციები მთელი სხეულით გამოეხატა. ბესო რაღაც საორებას მართებდა, თითქოს კოსმოსში ვარსკვლავებსშორის დამოგზაურობდა და მთელი სამყაროს მშვენიერებას შეიგრძნობდა.
-რა არ გასვენებს?
ბესოს დაბოხებული ხმა მოესმა და თავი მისკენ შეატრიალა, თIტებსშორის დარჩენილი პატარა სივრცეებიდან იყურებოდა და თვალწინ მხოლოდ ბიჭის მშვენიერი სახე ედგა, რომელიც ერთდროულად გაბრაზებული თუმცა მომღიმარი იყო.
-გაგაღვიძე?
-კი! მოხდა რამე?
-მოხდა.
ბესოს გული შეეკუმშა, რამდენიმე წამში იმდენი რამის გაფიქრება მოასწრო თავადაც ვერ იჯერებდა. დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და მათეს სახე ხელებში მოიქცია.
-კაგრად ხარ?
-არა! - მათეს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, თვალებით ბესოს თვალებს მიაშტერდა და ხელები მის ხელებზე აასრიალა. ბესოს თვალებში შიში უკრთებოდა და მათე კანით გრძნობდა როგორ უწყებდა ავალიანს ხელები კანკალს. აი ამდენად უყვარდა, აი ამნდენად ადარდებდა გალდავას უფროსი ტყუპი.-ჭკუიდან მშლი ბესო.როგორ უნდა ვიყო კარგად როცა დილით პირველს შენ გხედავ.
ბესოს თვაიდან გაეღიმა, მერე ხელები უცბად მოაშორა და მათეს თავში გაბრაზებულმა ბალიში ჩაარტყა.
-შე სულელო ბავშვო გული გამისკდა.
-ნუ მირტყავ.
-აი შენ რომ მირტყავ კარგი ყოფილა?
ბესომ კიდევ ერთხელ ჩაარტყა მათეს ბალიშლი და მანაც ხელები თავსზემოთ ჯვარედინა და დიფარა.
-შემეშვი ნუღარ მირტყავ.
-ღირსი ხარ.
-ხო და ამაღამ მარიტასთან ვიძინებ.
დაეტლატა და გულხელი დაიკრიფა. თმააჩეჩილი, ტუჩებგადიდებული და თვალებაწყლიანებული მათე ბესოს თვალში მომაჯადოვებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ბიჭმა თავი შეიკავა, საბანი გადაიხადა და საწოლიდან წამოდგა.
-როგორც გინდა.
- ხო და ძალიან კარგი!ურჩხულო!
მათემ ბალიში ესროლა და საწოლზე გადაგორდა.
….…………………………………………….
- ცხოვრებაში იოლი არაფერია და ეს შენ სულ იცოდი.გაიღიმე, მიდი გაიღიმე- სიტყვებს ნელა და გარკვევით წარმოთქვამს. ოთახში თეთრი სინათლე ციმციმს იწყებს და გოგო შეშდება. წამის შემდეგ თავს აქნევს და მის წინ მყოფ თვალებს თვალებში აშტერდება-მიდი ცრემლები მოიწმინდე და აქედან გადი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გატყდები მათ ეს არ უნდა დაინახონ, არც ირაკლიმ
ჯერ თითის ბალიშებით შემდეგ კი მოხრილი ცერებით ცრემლებს იწმენდს და სარკეში საკუთარ თავს უღიმის. მერე ბოლოჯერ ეყრდნობა ნიჟარას და ძალით მომღიმარი ამბობს.
-შენ საკმარისი ხარ, მარიტა შენ საკამრისი ხარ. საკმარისად საჭირო, საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად კეთილი და არაფერს აქვს მნიშვნელობა ამ სამყაროში გარდა შენი აზრისა. მე ყოველთვის შენს მხარეს ვიქნები ,არასოდეს არ მიგატოვებ და ეს იცი!
ბოლოჯერ გაიღიმა და საპირფარეშოს თეთრი განათებიდან პირდაპირ ჩაბნელებულ მუქი ფერებით განათებულ კლუბში გაააბიჯა. თავს აიძულებდა გაეღიმა და ხალხში გზას მიიკვლევდა. ქეთის დაბადებისდღე იყო, ზედმეტი სასმელი მოუვიდა და უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა როგორ ეხვეოდა ქეთის სანდრო, როგრ უხეშად და მაინც ნაზად ეხებოდა მის წელს, ხელებს, მხრებს, შიგადაშიგ როგორ კოცნიდა ღაწვსა და შუბლზე. ეჭვიანობისგან ლამის იყო ბიჭისთვის ყველაფერი თავზე გადაელეწა.და მაინც არ ასვენებდა გრძნობა რომ სანდროს წინაშე დამნაშავე იყო, ბიჭს არაფერი დაუშავებია იმის გარდა რომ მისი პირადი გრძნობები გააჩნდა.
ირაკლიმ მათკენ მიმავალი სანდროზე მიშტერებული გოგო რომ დაინახა თავადაც მზერა გაუშეშდა. ერთი თვის წინ, ჯერ ისევ მცხეთაში, დაიწყო იმის შემჩნევა როგორი არეული მზერით უყურებდა სანდროს გოგო, როგორ გაურბოდა მასთან დიალოგებს და თუ წამოიწყებდა მაშინვე იბნეოდა და ცდილობდა სხვებიც ჩაეთრია საუაბრში. თუ სასწაული მოხდებოდა და ბიჭთან შეხება მოუწევდა კრთოდა და მართალია დიდი დაკვირვების შემდეგ თუმცა მაინც შეიმჩნეოდა როგორ აღელვებდა ეს. ახლაც ირაკლი ამჩნევდა მარიტას შეწითლებულ ქუთუთოებს, ჯერ ისევ ოდნავ ათრთოლებულ ტუჩებს და თითებს რომელსაც ნერვიულად იმტვრევდა. მარიტას დიდი დრო არ დასჭირვებია მათთან მისასვლელად , მაგრამ ირაკლის გონებაში ეს დრო სამყაროს დასალიერამდე გაიწელა.იწელებოდა და იწელებოდა თითქოს უსასრულობისკენ მიილტვოდა . მის გვერდით რომ ჩამოჯდა ირაკლიმ სანდროს გახედა და გოგოს ხელი ისე გადახვია.

სექტემბერი, შვიდი თვით ადრე.
მარიტა და ქეთი აუდიტორიაში გვერდიგვერდ ისხდნენ. მარიტა მობილურში მანჰვას კითხულობდა ქეთი კი სემინარისთვის მასალას იმეორებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქეთი მარიტას ტელეფონისკენ იხრება.
-ამ სისულელეებს რო კითხულობ სალომეს რას ჩააბარებ დღეს. დარწმუნებული ვარ გუშინ მაგის კითხვაში გაათენე.
წითური თავს მაღლა სწევს და დაქალს ლამაზად უღიმის.
-არ გამითენებია- ქეთი გამომცდელად უღიმისლ, მარიტა მისკენ იხრება და ლოყაზე ხმაურით კოცნის- მეძინა ერთი საათი ან ცოტა ნაკლები.
- გაგლახავ , რამდენჯერ გითხრა რომ ცუდად გახდები.
-არ გავხდები თან სწავლა წინა კვირას დაიწყო და არ მოუცია არაფერი სალომეს წესიერად ასე რომ ის ორი გვერდი წასაკითხი როგორმე მახსოვს.
მხრები აიჩეჩა, ქეთიმ კი დაამატა.
-20.
-ხო ორი.
გოგომ თვალები აატრიალა და ყურადღება არ მოიქცევია ახლად შემოსული სტუდენტისთვის, არა და გოგოები ყოველთვის დაკვირვებით ათვალიერებდნენ სტუდენტებს და იმახსოვრებდნენ ლექციაზე ვინ უფრო ხშირად დადიოდა, ვინ ისმენდა ყურადღებით, ვინ აკეთებდა ჩანაწერებს რომ მერე თუ რამე დასჭირდებოდათ სწორი ადამიანებისთვის ეკითხათ. ქეთი ისევ მარიტას ტელეფონს მიშტერებოდა, რომ როგორმე ორი წინადადების წაკითხვით მაინც გაერჩია რა ხდებოდა მის მიერ მოწონებულ ახალ მანჰვაში.
-ეს სიმპატიური ვინაა.
მარიტამ თვალებაციმციმებულმა შეხედა გოგოს და ღიმილით უხრა.
-აიზეკი, ამის ქმარია. ეჰ არა და ჩემი რომ ...
-ქეთი?მარიტა?
ორივეს ნაცნობი ხმა მოესმათ და მისკენ მიბრუნდნენ. წინ ქერა ბიჭი ედგათ გაოცებული მზერით.. მარიტას ლამის თვალები ამოსცვივდა და ქეთიმდე მოასწრო კითხვა.
-სადრო?აქ რა გინდა?
-ღმერთო რანაირი ხალხი ხართ ყველგან მე წამაწყდით.
ბიჭმა გაიცინა და ფეხზე წამომდგარ გოგოებს ზერელედ გადაეხვია.
-ჩვენ კი არა შენ. მართლა რ აგინდა აქ?
-მაინორად მაქ აღებული ხელოვნების ისტორია და ერთ-ერთი სავალდბეულო საგანია.
-Fენსი,
-ხელოვნებაზე შენ სწავლობ წითურო და არა მე.
- მე არ ვმატრაკვეცობ და პირდაპირ ხელოვნებაზე ვსწავლონბ.
სიცილით აიბზუა ცხვირი და სამივემ გადაიხარხარეს. კარში ქერა გოგო და წაბლისფერთმიანი ბიჭი შემოვიდნენ. სანდროს რომ მიუახლოვდნენ მის გევრდით გაჩერდნენ.
-არ დავსხდეთ? მოვა აწი ლექტორი.- სანდროს უთხრა და მერე გოგოები რომ შენიშნა მიესალმა- გამარჯობა. ილია- წითურს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და მანაც ოდნავი ღიმილით ჩამაორთვა.
-მარიტა, ეს ქეთია.
-შენ ჩვევად გაქ რომ ქეთი თავად გააცნო ხალხს?
სანდრომ ღიმილით იკითხა. მარიტამ თვაი ამაყად ასწია გოგოს შემოეხვია და ცალი ხელი ნიკაპ ქვეშ სეუცურა.
-შეხედე ეს სილამაზე ადამიანებს როგორ არ უნდა გავაცნო. საერთოდაც ბესიკა რო არა არც შენ გაიცნობდი.
სამივეს ჩაეღიმათ. ქეთიმ მარიტას ხელი მოიშორა და ბიჭი შეათვალიერა.
მოგვიანებით ყველანი ლექციაზე ისხდნენ, მარიტას და ქეთის მაგიდის ქვეშ ხელები ჩაეკიდათ და შიგადაშიგ მზერებს ცვლიდნენ ხოლმე. ლექციიდანაც ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. მარიტამ ხელი ისე გადახვია რომ მის მტევანში ახლართული თავისი აწამით არ გაუშვაი და გოგოს შუბლზე აკოცა. მუდამ ასე ერთმანეთზე მიწებებული ორი გოგო აღარავის უკვირდა.
-ახლა მესმის მასინ ბესომ რა იგულისხმა.
ზურგსუკან სანდორ მოყვებოდათ ხელები ჯიბეებში ჩაელაგებინა და მხარზე გადაკიდბეული ჩანთა უკომფორტოდ მოჰქცეოდა უკან.
- ძალიან კარგი.
-არ გინდათ გავიაროთ?
-არა მადლობა მე სახლში მივდივარა და ამ შავთმიანს დაგითმობ თუ ენდომება.
-შენ რატომ არა მარი..
-მარიტა. მარი არ მქვია ბოდიში. დედაჩემს უნდა დავეხმარო რაღაცეების გაკეთებაში და თან სამეცადინოც მაქვს.
-გინდა გამოგყვე მეც?
-არა ქალო რათ მინდა, თუ გცალია გაყევი გაისეირნეთ გართეთ.
მარიტა ჯერ ისევ ვერ წარმოიდგენდა რომ მისი ეს სიტყვები გოგოსა და ბიჭს ასე ძალიან დააახლოვებდა. მარიტა იმ დღეს სახლში ბედნიეირ მიდიოდა, ბედნიერი იმის გამო რის გაკეთებასაც რამდენიმე ხნის შემდეგ აპირებდა და ეს ყველაფერი იყო.

ახლანდელი დრო, ქეთის წვეულება.
-კარგად ხარ პატარავ?
-არა , მგონი ზედმეტი მომივიდა გეხვეწები აქედან წამიყვანე.
საყლად ამოილუღლუღა ირაკლის ყურთან და ბიჭის პერანგს განწირული ჩააფრინდა. აქედან გაღწევა უნდოდა, ჰაერი უნოდა. უნდოდა ეგრძნო რომ სუსხი რომელიც გარეთ სულ ოდნავ იგრძნობოდა მის კანს შეეხებოდა. უნდოდა რამე ეგრძნო, რამე სევდის გარდა. ირაკლიმ ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და შუბლზე სევდით სავსე სითბოთი აკოცა. ირგვლივ ხმაური არ წყდებოდა , ბავშვევი ერთამნეთში საუბრობდნენ და ამ საუაბრს თავადაც ვერ იგებდნენ. ცეკვა, ხმამაღალი ელექტრო მუსიკა, სასმლით გაბრუებული სხეულები და დაუძლურებული სულები. არაფერი იყო იდეალური და ვერც იქნებოდა, რადგან ყველანი ადამიანები იყვენენ ამ ტალახით ნაშენებ სამყაროში. სამაყროში რომელცი ცეცხლისა და წყლისგან იშვა და მაინც ბინძურ ბაქტერიებით სავსე ადგილად იქცა. სამაყროში რომელშიც ადამაინებეი სხვებისთვის თვალის ასახვევად მუდმივად ცდილობენ კარგებად იქცნენ ,მაგრამ ყველას ურჩევნია მარტივი გზებით იარონ. არ გარისკონ, არ უყვარდეთ , არ იცხოვრონ, მხოლოდ ისუნთქონ თავი დააჯერონ რომ უყვართ და ამ სისულლეით თავისიც და სხვისი გულიც მარად დაფლითონ.
ირაკლიმ გოგოს ხელი გადახვია, მეორე მოხრილ მაჯაში ოდნავ მოჰკიდა და ფეხზე წამოდგომაში შეუმჩნევლად დაეხმარა.
-ჩვენ წავალთ.
-რა გეჩქარებათ.-ქეთიმ წყენით იკითხა და ლეკვის თვალებით შეხედა ბიჭს- კარგი რა ჯანჯღავა ჯერ ხომ 12 იც არ არის, თან არ დაგილევია და მანქანით ხარ. მიდი რა კიდევ დარჩით.
ჯანჯღავამ მარიტას შეხედა და ეს შეხედვა საკამრისი იყო , საკამრისი იყო რადგან მარიტას თვალებში ხედავდა გოგოს მეტის გაძლება აღარ შეეძლო. აქედნა უნდა წასულიყო და სჭირდებოდა ირაკლი გვერდით ჰყოლოდა.
- სხვა დროს გავჩერდებით გპირდები.
-ჩემი დაქალი მაინც დატოვე.
-შენ დაქალს უნდა ზუსატდ წასვლა.
სიცილით უთხრა ქეთის და გადაკოცნა.
მარიტა და ირაკლი ჰაერზე რომ გავიდნენ გოგო გაჩერდა და ცას ახედა. გამონაბოლქვით დაფარულ ცას სადაც ერთი ვარსკვლავი ძლის კიაფობდსა ცაზე. ირაკლი შეჩერდა და უკან მოიხედა. გოგოს ბრეტელებიანი მაისური და ჯინსი ეცვა, ხელები მხრებზე შემოახვია და თავი ცისკენ აეწია, მაგრამ ცას არ უყურებდა, თვალები დაეხუჭა და იმ დიდრონ ცისფერ თვალებს ხედავდა ასე რომ უჩქარებდნენ გულს და აიძულებდნენ ყველაზე ლამაზი გრძნობები ყველაზე მახინჯად გადაექციათ. ირაკლი უკან თითქმის სირბილით მიბრუნდა და მარიტა გულში ჩაიკრა. მარიტამ თავი გაასწორა და ისე რომ თვალები არ გაუხელია მის მხარზე ჩამოდო. ხელები წელზე შემოხვაი და სიჩუმე გააგრძელა. მერე ორივენი მანქანაში ჩასხდნენ, მარიტას გზაში ჩაეძინა. მის ტელეფონზე ჯერ ისევ კლუბში მყოფი მათესგან მოვიდა შეტყობინება და გოგომ რომ დიდხანს არ უპასუხა ირაკლის მისწერა.
:მარიტა კარგად არის?
ირაკლიმ მანქანა შუქნიშანზე გააჩერა და მობილური ამოიღო. თვალებს სწრაფად ამოძრავებდა და კითხვისას პირს არ აყოლებდა. ტექსტი უცბად აკრიფა და გაგზავნა.
:მთვრალი და მოწყენილი იყო, მაგრამა ხალ სძინავს არ ინერვიულო. მოხდა რამე?
:ბესოსთან ვაპირებ მე დარჩენას , შორენა ისევ მორიგეა ,როგორც თითქმის ყოველთვის და სახლში მარტო არ დატოვო რა.
:მაშინ ჩემთან წავიყვან გაწყობს? მარტო ვარ მეც, ლიზამ ბავშვი წაიყვანა და მამაჩემთან არიან წასულები.
:არ მეგონა შენც განქორწინების შვილი თუ იყავი.
:საიდან მობოდე. მამაჩემი უბრალოდ ბათუმში მუშაობს შანრშან კარგი სამსახური შესთავაზეს და გადავიდა.
:უი ბოდიძში,არ მიფიქრია.
:არაუსავს მათე. კარგი მოკლედ შენ დას მე წავიყვან, შენ და ბესო გაერთეთ.
სიცილის სმაილიც მიაყოლა და გაგზავნა. მარიტასთვის და ირაკლისთვის ბესო და მათე გაფაქტული ამბავი იყო როემლსაც წყვილი ჯერ ისევ არ ამჟღავნებდა და შეყავრებულებიც ერთობოდნენ მათი წვალებით.
: რა გინდა ?
:არაფერი მათუს არაფერი.
:იცოდე შორენას თქვენზე დეტალებში მოვუყვები და მარიტას გარეთ დარჩენას აუკრძალვას.
:ბავშვი ხარ!
:ენა მიიგდე და მიხედე ჩემს დას თორემ ხომ იცი რომ ვერ გადამირჩები!!
ირაკლიმ მობილური ჩუმი სიცლით დაბლოკა და მარიტას გახედა რომელსაც მშვიდად ეძინა. ჯანჯღავას ეს ქალი სიგიჟემდე უყვრდა, ასეთი სიყვარული არასოდეს არავისგან სმენოდა და თვითონაც ძლივს სჯეროდა რომ გოგოს გარეშე სიცოცხლე წამითაც აღარ შეეძლო. მას შემდეგ რაც როგორც იქნა შერიგდნენ და მარიტა გვერდით ჰყავდა დიდი დრო არ გასულიყო, მაგრამ გალდავა ისე თბილი იყო, ისე ეფლირტავებოდა და ეკეკლუცებოდა თითქოს ჯერ ისევ ფლირტის ფაზაზე ყოფილიყვნენ და არა შეყვარებულები.

1 კვირით ადრე.
როგორც შეთანხმდნენ წვიმებმა გადაიღო და დათბა თუ არა მაშინვე მიიღო მარიტამ ირაკლისგან ესემესი დღეს საღამოს პარკში კალათბურთის სათამაშოდ გავიდეთო. მარიტამ მესიჯი ნახა თუ არა სიცილით გააქნაი თავი ტელეფონი საწოლზე ნაზად მოისროლა და თავით წიგნებში ჩაძვრა რომ შემდეგ კვირას დანიშნული შუალედურისთვის ოდნავ მაინც დაეწყო მომზადება და არა ისე როგორც ყოველთვის იცოდა ხოლმე. ქეთი სულ ეჩხუბებოდა ბოლო დღეს დაჯდომა და თავის დაკვლა ნუ იცი ყველა საგანზე ერთად ცოტა გადაანაწილეო, მაგრამ უმეტესად არ გამოსდილოდა და თანაც საწუწუნო არაფერი ჰქონდა, მშვენიერი მეხსიერება და ნიჭი გააჩნდა რომ ერთი წაკითხვით დაემახსოვრებინა წლები ფაქტები და სახლეები. ძლივს ვაი ვაგლახის და გაჭირვებული მცდელობების შემდეგ როგორც იქნა ერთი 40 გვერდიანი ფაილის კითხვას მორჩა. ლეპტოპში მუსიკა ჩართო, მერე ახალი ფანჯარა გახსნა გუგლში და ინსტაგრამზე შევიდა, ირაკლის მისწერა გავემზსადები და მოვალო.
;ამდენხანს რატომ დამსინე?!
:გაგებუტე, აღარ გეთამაშები.
: იდიოტი ხარ ჯანჯღავა, ვმეცადინეობდი.
:ოჰ ჩემი ბეჯითი გოგო.
;დიახაც.
:ნწ როგორ შეიფერა, მადლობა მაინც მოგეგდო.
;კარგი მოკლედ ჩავიცმევ და გამოვალ საყვარელო, ბურთი შენ მოგაქვს?
:არა შენ უნდა გისროლო.
:აი ეგ ბურთი თავში თუ არ გირტყა მაგასაც ვანხავთ, იდიოტი ეს!!!!
:კაი კაი ბოდიში ნუ ბრაზდები რა პაწკავ.
:იუუუუ პაწკა არა უწუპუწუ. გული მერევა იუ.
სიცილით მისწერა და ახლა თავად გადავარდა საწოლზე. როგორც სჩვეოდა ტელეფონი თავსზემოთ ეჭირა, ფეხები იატაკიდან სულ ოდნავ ჰქონდა დაშორებული და ჰაერში აქანავებდა.
: ოოო გოგო ხო არაფერს შეგარგებს
:ირაკლი გამომტყუებ მართლა რაღაცას.
:უი ნახე ჩემთან დარჩენაზეც ჩაფიქრდი უკვე.
:იოცნებე . ვსო წავედი თორე მოვიდა საღამო.
:გაკოცე
:მეც.
მარიტამ ტელეფონი მაგიდასთან შეაერთა და თავად ისეთი ტანსაცმლის ძებნას მოჰყვა რომელიც კომფორტულოიც იქნებოდა და ლამაზიც, თან თამაშისას ხელს არ შეუშლიდა.
....
-ააა დამსვი შენ რა გგონია რო უშენოდ ვერ ჩავაგდებ?
მარიტამ როგორღაც ხელები გააშვებინა ბიჭს და დოინჯშემორტყმულმა გაბრაზებულმა შეხედა. ირაკლიმ შუა თამაშისას წელზე ხელები მოკიდა და მაღლა ასწია ბურთი რომ ჩაეგდო.
-ღმერთო რა უხეში ხარ.
-შენი არჩეული ვარ ასე რომ მორჩი წუწუნს.
მარიტამ მუხლები მოხარა, ოდნავ წინ გადაიწია და ბიჭის მზერას თავისი გაუსწორა. ბურთს ხელით ათამაშებდა, ირაკლიმ მისკენ რომ გაიწია დატრიალდა და მარცხენა მხარეს გაძვრა მერე კი ერთი ნახტომით ისროლა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩააგდო კალათაში. ირაკლი გოგოს O-ს ფორმის პირით უყურებდა, მარიტამ მხრები გაიფერთხა და დაეტლატა.
-შენ გეგონა რომ ორი წლის მერეც ისევ ლაითად ვითამაშებდი? ვერც რომ ვიგებდი და თან ცდილობდი არ წამეგო? ვერ მოგართვლი ჯაჯღავების პრინცო.
-ოჰოოო ეს უკვე მომწონს.
დიდხანს თამაშობდნენ, სტადიონის გარეთ სკამებზე ბავშვები ისხდნენ რომლებიც ინტერესით უყურებდნენ წყვილის თამაშს. ირაკლი ბინძურად თამაშობდა და ხან წაეფლირტავებოდა და ააბნევდა მარიტას ხანაც რამით მისი ყურადღების გადატანას ცდილობდა.
ის იყო მარიტამ ბურთი წაართვა და უნდა გაქცეულიყო რომ ირაკლიმ ტუჩებში აკოცა და მარიტა შეხებისგან გაშეშდა, ისედაც გაოფლილი და ენერგია გამოცლილი იყო,მაგრამ ბიწის შეხებამ ამ სამყაროდან გადააგდო და დაეფიცება გრძნობდა როგორ შეწყვიტა სამყარომ წამებით არსებობა. ირაკლიმ დრო იხელთა ბურთი წაართვა და ისროლა , მაგრამ კალათზე დატრიალდა და გადმოვარდა.
- ჰეეი! ასე არ შეიძლება.
-დიახაც შეიძლება.
- არ შეიძლება!!!! ვსო მორჩა თამაში.
მარიტამ აწეწილი თმა გაიშალა და გასასვლელისკენ წავიდა, გზად თამში ხელები შეიცურა ისევ მაღლა აიწია და ხელახლა შეიკრა პონის კუდად წითელი კულულები. გაბრაზებული საყავრელი სანახავი იყო, ძმასავით კოპებს კრავდა და მთელი სახეზე ეტყობოდა ხასიათი. ირაკლი უკუსვლით გამოიქცა თან ცალ ხელში ბურთს ათამაშებდა თან მარიტასკენ გაწვდილი ხელით მის შეჩერებას ცდილობდა.
-კარგი რა საყვარელო, ვიხუმრე უბრალოდ.
-არ მაინტერესებს-მარიტამ ჯერ ისევ თმის შეკვრისას უპასუხა, და ბრაზისგან დაწვრილებული თვალებით გახედა- მაინც მე მოვიგე რაც მახსოვს 25 ით 21 იყო.
-ბლუმ..
-შემეშვი , აღარ გეთამაშები.
-კარგი რა ამის გამო ასე როგორ მიბრაზდები.
-აი ეგრე.
მარიტამ ბურთს ხელი დაკრა და გააგდებინა, მერე სტადიონის კარში გავიდა , სკამზე დადებული ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და მოიყუდა. ირაკლი გაშტერებული უირებდა გოგოს, რომელსაც სხეული ალაგ ალაგ დასცვაროდა, თმა ნოტიო ჰქონდა და ბოთლიდან წყლის წვეთები გულ ამოღებულ ზედაში მიუსრიალებდა. წამებში გაჩნდა მის წინ და ბოთლიანი ხელი დააწევინა.
-სხვათა შორის აქ სვხებიც არიან- ჩუმად უთხრა და თვალები მოატარა იქვე მყოფ სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე ბიჭებსა და გოგოებს, ნაწილი მათ უყურებდა ნაწილი კი ყურადღებასაც არ აქცევდათ.
მარიტამ მხრები აიჩეჩა და ბოთლს თავსახური დააფარა.
-და რა?
- ის რომ...- მარიტასკენ უფრო ახლოს მიიწია, ფეხსაცმელებით მის ფეხსაცმელებს ეხებოდა, გოგოს მკერდი აუდ ჩაუდიოდა და ბიჭს თვალებიდან მზერას არ აცილებდა, ირაკლის ცალი ხელი მის იდაყვში ჰქონდა ჩაჭრდობილი. გალდავასკენ დაიხარა და ჩუმი დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა- ის რომ ღვთაებრივად მიმზიდველი და სექსუალური ხარ.
მარიტას ტუჩის კუთხეები აეპრიხა.
-როგორც იქნა მოვახერხე რომ გამოტყდე ეჭვიანობ როცა სხვები მიყურებენ.
-კი მარიტა ვეჭვიანობ, ისე ამბობ თითქოს შენ არა!
-მე? მე რა შუაში ვარ, როდის მიეჭვიანია.
მხრები აიჩეჩა და სიცილით ჰკითხა.
-მაგალიტად მცხეთაში ლიზიზე, ან ორი წლის წინ ჩემი მეგობრის ქერა ქრაშზე რომელზეც დღემდე გგონია რომ ვეფლირტავებოდი და გღალატობდი.
მარიტა სულ მთლად დაიბნა რამდნდიმე წამს გააზრება დასწირდა, მერე იდაყვი გამოგლიჯა , ჩანთა მხარზე ნერვიულად გადაიკიდა და წყალი შიგნით ჩადო.
-რეებს ბოდავ.
-კარგად იცი რასაც ბლუმ. ღმერთო რანაირად ხარ ასეთი საყავრელი.
აწითლებულ მარიტას ლოყები გაუწელა, მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და ღაწვებსა და შუბლზე აკოცა. მარტიამ ცალი ხელი წელზე შემოხვია, ირაკლიმ კისერზე გადახვაი და იქიდან წამოვიდნენ.

დღევანდელი დღე.
მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და მანქანას მოუარა, მარიტას კარი რომ გააღო გოგოს არც კი გაუგია, ოდნავ შეანჯღრია.
-პატარავ გაიღვიძე.
-მმმმ , ცოტახანიც რა.
-მარიტა, მიდი საყავრელო გაახილე თვალები ავიდეთ და მერე რამდენიც გინდა იმდენი იძინე.
მარიტა თვალებს ახელს და პირველი რასაც გაღვიძებისას ხედავს ირაკლის თვალებია. იმ მომენტში იაზრებს მართლა როგორ უყვარს ბიჭი და როგორ უნდა დილაობით მის გვერდით იღვიძებდეს. ირაკლი მისი არც პირველი არც ყველაზე ძლიერი სიყვარულია, მაგრამ ის ბიჭია რომელაც შეუძლია გააცინოს, ის ძმის გარდა ერთადერთი კაცია რომლის ასე ძლიერად სიყვარულსაც ახერხებს. ის მის ცხოვრებაში ერთადერთი კაცია და ამის დაფიცება ყველაზე წმინდაზეც შეუძლია. ხელს ლოყაზე უსრიალებს და კოცნის. ირაკლის ეს კოცნა ყველაფერს ავიწყებს, ეჭვებს , წყენასა და იმ ფაქტს რომ გოგო ბოლომდე მისი არაა. კოცნისას იღიმის და ოდნავ კბენს ტუჩზე.
-წამოდი პატარავ.
მარიტა უკან მიჰყვება და ორივენი სადარბაზოს სიბნელეში ხან უჩინარდებიან და ხანაც სართულებს შორის უეცრად ანთებულ სინათლეში ჩნდებიან სანამ მესამე სართულზე არ ადიან და ირაკლი სახლის კარს არ აღებს.

იმედი მაქვს ჯერ ისევ კითხულობს ვინმე. ძალიან მიყვარს თქვენი აზრის მოსმენა და თუ კომენტარებს დატოვებთ გამიხარდება.



№1 სტუმარი ნასწია

ვკითხულობ და მაინტერესებს რა მოხდება,ბოლოს ირაკლისთან დარჩება მარიტა თუ სხვასთან.მომწონს და იმედია ბოლო თავსაც ვიხილავ.წინა რომანზე გული დამქყდა რომ არგქონდა დასრულებული.

 


№2  offline წევრი ნაამა

ნასწია
ვკითხულობ და მაინტერესებს რა მოხდება,ბოლოს ირაკლისთან დარჩება მარიტა თუ სხვასთან.მომწონს და იმედია ბოლო თავსაც ვიხილავ.წინა რომანზე გული დამქყდა რომ არგქონდა დასრულებული.

დიდი მადლობა❤️ სიმართლე გითხრაღ წინა რომანიც დასრულებული მაქვს , უბრალოდ აღარ ამიტვირთავს ,რადგან წიგნად ვფიქრობ გამოცემას და შეიძლება საიტის ადმინისტრაციას რაც დევს ისიც წავაშლევინო. მართლა ვწუხვარ რომ მკითხველებს ეგრე მოგექეცით❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent